შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იო (თავი 4)


12-05-2017, 20:23
ავტორი MoonDaughter
ნანახია 1 810

ლია გაშეშებული, თვალებგაფართოვებული შეჰყინვოდა მანქანის სავარძელს და მის წინ გაშლილ სიცარიელეს შეჰყურებდა. მანქანაში გამეფებულ სიჩუმეს, მხოლოდ ლეას აჩქარებული გულისცემა არღვევდა. მთელი სხეულით კანკალებდა ახალგაზრდა ქალი. სიცივემ აიტანა, ტუჩები გალურჯებოდა და იმ მომენტში, ვერც ტკივილს გრძნობდა ზურგისა და საჯდომის არეში. მაშინ პირველად იგრძნო სიკვდილის სიახლოვე, პირველად იყო ის გოგონასთან ძალიან ახლოს და პირველად გადაურჩა მას. კანკალი თანდათან უფრო იმატებდა, ბოლოს კი ხელები დაეგრიხა, ფეხები სავარძელზე შემოაწყო და აკანკალებული ხელები მას შემოხვია. გაურკვეველი ხავილი და უჩვეულო ბგერები ისმოდა მისი პირიდან, იო კი დუმდა. მშვიდად, აუღელვებლად სუნთქავდა და ლეას ნახევრად შიშველ სხეულს ცალყბა ღიმილით ათვალიერებდა.
-გახდილი შედარებით უკეთესად გამოიყურები. -სიცილით წარმოთქვა ბიჭმა. ლეამ კი ცივად გახედა, იდეალურად შეკრული თმა თვალებში ჩამოჰყროდა და შეშლილი სახით უყურებდა მომღიმარ იოს.
-გაჩუმდი! -დაიყვირა ბოლოს მან. -სიტყვა აღარ თქვა! შენი ცინიზმი უკვე ყელში ამომივიდა, გაიგე? -ბოლო ხმაზე გაყვიროდა გოგონა, ბიჭს კი სახე უფრო მეტად ეხსნებოდა და ბოლოს მთელი ხმით გადაიხარხარა.
-ეს სიგიჟეა, ეს ავადმყოფობაა, ეს წარმოუდგენელია, ეს მე არ ვიყავი, შენ მე ჭკუიდან მშლი... -გაფითრებული, სახეწაშლილი და ხმაშეცვლილი ბურტყუნებდა გოგონა და მის წინ გაშლილ სივრცეს შეშტერებოდა. სახე არაადამიანური და შეშლილი ჰქონდა.
-იმაზე დიდ სიგიჟეს ვერ ჩაიდენ, ვიდრე ჩემთან საქმის დაჭერაა. -მშვიდად მიუგო იომ.
-მე ჩემს მოვალეობას შევასრულებ და ყველაფერს დავივიწყებ. ძველ ცხოვრებას დავუბრუნდები. -იგივე ხმით ბურტყუნებდა ახალგაზრდა ქალი და კანკალი უფრო მეტად ერეოდა მის სხეულს.
-არ უნდა დამთანხმებოდი, ახლა უკვე გვიანია. ვერასოდეს ვეღარ დაუბრუნდები ძველ ცხოვრებას. -სიცილით დაუსისინა ბიჭმა.
ლეამ გამოხედა, სავარძელზე აწეული ფეხები მანქანის იატაკზე ჩააცურა და ბიჭისკენ შეტრიალდა. ოდნავ დაწყნარდა და აკანკალებული სხეულიც შედარებით დაუმშვიდდა.
-გვიანი არასოდესაა. ადამიანს ყოველთვის შეუძლია ახალი ფურცლიდან დაიწყოს, ეს შენც შეგიძლია.
-იმ დღეს, როდესაც ჩემს ოთახში ფეხი შემოდგი, უკვე დაიწყე ახალი ფურცლიდან. -ცივი ღიმილი არ შორდებოდა ბიჭს სახიდან.
-გგონია ასეთ სიგიჟეებში კიდევ აგყვები? -ქალი უკვე თავდაჯერებით საუბრობდა, ბიჭს კი მის ნათქვამზე უფრო გაეცინა და უკვე ტუჩებში მოქცეულ სიგარეტის ღერს გაუკიდა.
-ეჭვიც არ მეპარება, რომ ამყვები. -სიცილით გამოუშვა იისფერი კვამლი პირიდან.
-ცდები, იო. მე ეს იმისთვის გავაკეთე, რომ დამემტკიცებინა შენთვის ჩემი ნდობა რომ შეგიძლია.
-არა, შენ ეს იმისთვის გააკეთე, რომ ფული და დიდება გიყვარს. წაგებას ვერ ეგუები, მაგრამ ერთი პატარა ნიუანსი გამოგეპარა.
ქალს კმაყოფილი ღიმილი ჩამოერეცხა სახიდან და დაბნეული თვალებით შეაშტერდა იოს სახეში.
-რა ნიუანსი?
-ის, რომ სანამ შენ შემისწავლი, მე უკვე შესწავლილი მყავხარ. -თვალი ჩაუკრა ბიჭმა, შემდეგ მისი მკერდისკენ დაიხარა, რომელსაც შავი ბრა ფარავდა და პირიდან იისფერი კვამლი გამოუშვა, რომელიც გოგონას მთელს სხეულს მოედო. ლეას მთელს ტანში ჟრუანტელმა დაუარა და ეკლებმა დააყარა, ეს იოსთვისაც შესამჩნევი გახლდათ და მკერდიდან ამოხედა თავისი ლურჯებით. ქალი სუნთქვააჩქარებული დაჰყურებდა მას, რამაც იოს სერიოზულ სახეს ცივი ღიმილი მოჰგვარა, შემდეგ კი ხარხარით დაუბრუნდა თავის სავარძელს.

ლეამ ნერვიულად მოისრისა სახე, წინ ჩამოყრილი თმა უკან გადაიწია და შიშველ სხეულზე ხელები აიფარა. მაშინღა იგრძნო ტკივილი ზურგისა და საჯდომის არეში. მთელი კანი ეწვოდა და სისინით გასწორდა სავარძელში. შემდეგ, იოსკენ მიტრიალდა ფრთხილი მოძრაობით.
-ადამიანის დანიშნულება იცი რა არის? იპოვო შენი გზა და კვალი დატოვო. დიახ, მე დიდება მიყვარს, მაგრამ ამას ვიმსახურებ. ვიმსახურებ, გაიგე? -ლეა აუღელვებლად, ხმადაბლა საუბრობდა.
-შენი ცხოვრება უინტერესოა, ერთი დიდი ნაგავი, რომელიც არავის დაამახსოვრდება. შენ აქ ზიხარ ჩემთვის და ჩემნაირი ადამიანებისთვის გიხდიან ფულს. ჩვენ იმ დროში ვცხოვრობთ, სადაც წესები იმისთვის არსებობს, რომ დაარღვიო და ეს წესები რომ არ არსებობდეს, შენს დანიშნულებასაც ვერ იპოვიდი. შენი ცხოვრება ვერ დატოვებს კვალს, რადგან არც არავის გაახსენდები და იცი რატომ? იმიტომ რომ შენ ჩემს გარეშე არავინ ხარ. შენ ჩემს დაბინძურებულ კვალს დასდევ, რომ გაასუფთავო.

მანქანაში აუტანელი სიჩუმე გამეფდა. ლეას უკვე საშინლად აღიზიანებდა ეს მდუმარება, რადგან დამაყრუებელ სიჩუმეში, ნაკაწრების წვა გაჰკიოდა მის ორგანიზმში. უფრო და უფრო ედებოდა ტკივილი მის სხეულს და ამას ემატებოდა იოს სიტყვები, რომელიც სულ უდუღებდა. ამოსუნთქვის საშუალებასაც არ აძლევდა. ამ წამს იგრძნო მარცხი, რომელიც გადაულახავ ბარიკადებად ეღობებოდა წინ თავის ტვინს და სულს უფორიაქებდა, თუმცა დანებება მისი სტილი არ იყო. მაინც იყო შინაგანად დარწმუნებული იმაში, რომ ამ რთულ დავალებას თავს გაართმევდა. შემდეგ, იოს გახედა. თავი საზურგეზე გადაეგდო, მარჯვენა ხელი საჭეზე დაედო და ტუჩებში მოქცეული ანთებული სიგარეტიდან გაუთავებლად უშვებდა იისფერ რგოლებს. მაშინღა შეამჩნია ლეამ, ბიჭის მარჯვენა ხელის ზურგზე იგივე მფრინავი ჩიტის ტატუ, რაც ყელზე ჰქონდა.
-ჩიტები გიყვარს? -დაარღვია სიჩუმე გოგონამ.
-მე სიყვარული არ ვიცი. ჩიტების მესმის. -მშვიდად უპასუხა ბიჭმა, ისე რომ არც კი შერხეულა ადგილიდან.
-ანუ, არავინ გიყვარს?
-არა.
-არც შენი პატარა და?
-ჩემი და არ არის.
-აუცილებელია, ბიოლოგიური იყოს, რომ გიყვარდეს?
-ფაქტი ავღნიშნე. სიყვარულს რაც შეეხება, რატომ უნდა მიყვარდეს?
-ბუნებრივად დევს ყველა ადამიანში, ოჯახის წევრების მიმართ სიყვარული.
-როგორც ჩანს, ყველა ადამიანში არ დევს. ის, ვინც უნდა მიყვარდეს, მძულს და საერთოდ, მე ადამიანი მძულს.
-რა არ მოგწონს მათში?
-არაფერი. მე მათი არ მესმის და არც მათ ესმით ჩემი.
-ყველა ადამიანის გაგება შეიძლება. შენი ფსიქიკა, მასობრივი ფსიქიკისაგან განსხვავდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენი გაგება შეუძლებელია.
-და რატომ უნდა გამიგონ? -მკრთალად გამოხედა იომ.
-იმიტომ რომ, ცხოვრებაში ერთხელ მაინც, ყველას სურს გაუგონ, მოუსმინონ. ყველას უნდა ტკივილის გაზიარება, ერთხელ მაინც, რადგან ადამიანის ტვინი ზოგჯერ ივსება, ვეღარ იტევს საიდუმლოს და გაზიარება სურს.
-ეგ მე არ მეხება. -ისევ შეატრიალა თავი იომ.
-ჩიტების რატომ გესმის?
-თავისუფლება სურთ, ლამაზია მათი შეხედვა, თუმცა ისინიც ვერ ცდებიან ამ სამყაროს. -ღრმა ნაფაზი მოარტყა იომ და თვალი გაუშტერდა სივრცეში.
-შენ გინდა, რომ გასცდე?
იომ ღრმად ამოისუნთქა, სერიოზილი სახე ცინიკურით შეცვალა და ლეას გამოხედა.
-მეტი ინფორმაცია გინდა? -ალმაცერად შეეკითხა ბიჭი და ლეა მაშინვე მიხვდა, რომ ახალი საშინელების შემოთავაზებას აპირებდა.
-ჩვენ ხომ შევთანხმდით?
-რაზე? -ცალი თვალი მოჭუტა ბიჭმა.
-რაზე და თუ იმას გავაკეთებდი, რაც წეღან, ჩემთან ითანამშრომლებდი?!
-მე არ მითქვამს, რომ მხოლოდ ამის გაკეთება მოგიწევდა.
-სხვას არაფერს გავაკეთებ. -კატეგორიული ხმით მიუგო ლეამ.
იომ ქვევიდან ამოხედა ცივი ღიმილით.
-რა თქმა უნდა, გააკეთებ. შენ შენი კარიერის გამო, არაფერზე დაიხევ უკან. -ნიშნის მოგებით დაუსისინა ბიჭმა.
-არსებობს ზღვარი, რომელსაც არაფრის გამო არ გადავცდები! -ყელმოღერებით უპასუხა ლეამ.
-ხვალ, შენს კორპუსთან მოგაკითხავ, ამავე დროს. -ცალყბად გაუღიმა ბიჭმა, თველბში უყურებდა და თვალსაც არ ახამხამებდა.
-გითხარი, არა მეთქი! -თვალები დაქაჩა ლეამ.
იოს კი ამაზე უფრო მეტად გაეხსნა ტუჩები, დარწმუნებული იყო თავის სიტყვებში და ეს ლეას ნერვულ სისტემას შლიდა. ამ ბიჭის თავდაჯერებულობა აცოფებდა, მაგრამ გულში კმაყოფილებამ გაჰკრა, რადგან არაფრის დიდებით არ გაყვებოდა მას.
იომ მანქანა დაძრა ისე, რომ ლეასთვის თვალი არ მოუშორებია. შემდეგ კი, კმაყოფილი სახით შეატრიალა თავი და მანქანა ადგილს მოსწყვიტა.

ერთი საათის მგზავრობის განმავლობაში, იოს მაღალ ხმაზე ჩართული, ლეას გემოვნებისთვის შეუფერებელი სიმღერა გულს ურევდა გოგონას. პირდაპირ ტვინზე ურტყამდა, მუსიკის დამაყრუებელი, მღგზნებარე ბიტები გონებაზე ლამის დამბლას სცემდა, რადგან ბგერათა სიხშირე 120 დეციბელამდე აღწევდა, რაც ადამიანის მიერ აღსაქმელ ზღვარს სცდება, მით უფრო რომ ლეა შეჩვეული არ იყო როკ მუსიკის რიტმებს. ნახევრად შიშველ სხეულზე, ცივი ოფლი ასხამდა მუსიკის გამო გოგონას და სუნთქვაც უჭირდა თითქოს. იმასაც ხვდებოდა, რომ იოსთვის მისი არაკომფორტულობა შესამჩნევი იყო და უფრო და უფრო უწევდა მუსიკის ხმას. ლეა არ ცდილობდა ხმის ჩაწევას, რადგან გონებას ამ ხმასთან შეგუებას აიძულებდა. სირთულიდან გაქცევა, გამოსავალი არ იყო ლეასთვის, ამიტომ ყოველ გამოწვევას თვალებში უყურებდა, მის პირისპირ დგებოდა და ცდილობდა მიეღო ის.
როგორც იქნა, შავ ხიდს მიაღწიეს. იმის მიუხედავად, რომ ღამის 4 დაწყებულიყო, ხალხი მაინც ირეოდა ქუჩაში, ლეა კი საცვლების ამარა გახლდათ. ერთხანს შეიცადა სავარძელში მჯდომარემ, შემდეგ კი მუსიკას ხმა დაუწია და იოს გახედა. მანაც გამოხედა, ენით ტუჩები გაისველა და ირონიულად შეათვალიერა ლეას მოშიშვლებული მუცელი და ფეხები, რომელსაც შუა ბარძაყებამდე, თხელი, შავი, უკვე შემოხეული გეტრები უფარავდა.
-იქნებ რაიმე ნაჭერი გქონდეს, რომ შემოვიხვიო. -ფრთხილად წარმოთქვა ლეამ.
-რატომ? -ცივი ღიმილით შეეკითხა ბიჭი.
-ასე ვერ გადავალ.
-რატომ? -თავი საჭეს დაადო ბიჭმა და კიდევ ერთხელ შეათვალიერა ლეა.
-ხალხია და იმიტომ. -ხმა გაუმკაცრდა ქალს.
-მერე რა? -გაკვირვებით შეკრა წარბები ბიჭმა.
ლეამ ღრმად ამოისუნთქა, თვალები დახუჭა და თავს აიძულა დამშვიდებულიყო.
-იო, არსებობს სირცხვილის გრძნობა, რომელიც შენში შეიძლება არ არის, მაგრამ ჩემში არის. შესაბამისად, ნახევრად შიშველი ვერ გავივლი ხალხში. თუ შეგიძლია, რაიმე მათხოვე. -მშვიდად საუბრობდა ახალგაზრდა ქალი და დაიმედებული შეჰყურებდა თვალებში იოს.
ამ უკანასკნელს კი ცინიკური ღიმილი გადაეკრო სახეზე. შემდეგ კი, ტყავის ქურთუკი გაიხადა, ისე რომ ლეასთვის თვალი არ მოუშორებია და გოგონას მუხლებზე დააგდო. მანაც მაშინვე ჩაიცვა ქურთუკი და მანქანიდან გადავიდა. იოს მოსაცმელი შუა ბარძაყებამდე სწვდებოდა გოგონას და მასში თავი თბილადაც კი იგრძნო. ლეამ სწრაფად მიირბინა თავის ლურჯ პეჟოსთან, თუმცა ხალხის გაკვირვებული მზერისაგან მაინც ვერ გადარჩა. სწრაფად მოთავსდა გოგონა მძღოლის სავარძელში და სანამ მანქანას დაძრავდა, იოს მანქანისკენ გააპარა მზერა. ეს უკანასკნელი ცივი ღიმილით შეჰყურებდა მას და მის გამომეტყველებაზე კმაყოფილება აშკარად გამოიკვეთებოდა. ლეამ ღმად ამოისუნთქა და მანქანა დაძრა, შეამჩნია რომ იოს მანქანაც დაიძრა მასთან ერთად და მთელი გზა უკან მოჰყვებოდა.

როდესაც ლეა თავის კორპუსთან მივიდა, იოს მანქანა ვერსად შეამჩნია. ოდნავი შიშის გრძნობა დაეუფლა, მაგრამ მალევე უკუაგდო ეს შეგრძნება და სწრაფად შევარდა ლიფტში.
სახლში შევიდა თუ არა, წამებში ნიკოლოზი შეეჩეხა ცხვირწინ. კაცმა წარბებშეკვრით აათვალიერა იგი. ლეას კი სახე გაუფითრდა მის დანახვაზე.
-სად იყავი? ეს რა არის? -გაკვირვებით ათვალიერებდა კაცი.
-აქ რა გინდა? -კითხვა შეუბრუნა ლეამ.
-ლეპტოპი დამრჩა, მჭირდებოდა. გირეკავდი, გამორთული გქონდა, ბოლოს აქ მოვედი და კარი ღია დამხვდა. მიპასუხე, სად იყავი?
ლეა სწრაფად დაიძრა აბანოსკენ, მამაკაცი მას აედევნა.
-ახლავე მიპასუხე, ლეა. გამაგებინე, რა ხდება შენს თავს?!
-თავი დამანებე, ნიკოლოზ. -შიშჩამდგარი ხმით უპასუხა ლეამ, როცა მამაკაცი მაჯაში სწვდა და მისკენ შეატრიალა.
-ახლავე მიპასუხე, რა გჭირს?
-თავი დამანებე მეთქი. -მკლავი ხელიდან გამოგლიჯა კაცს და ისევ სააბაზანოსკენ დაიძრა.
-ვიცოდი, რომ მზად არ იყავი რთული საქმისთვის. -ზურგიდან შესძახა მამაკაცმა და ლეა მაშინვე შედგა. ფრთხილად მოტრიალდა მისკენ და ზიზღის თვალებით შეაშტერდა კაცს.
-რა მითხარი? -ამ კითხვით ლეამ შანსი მისცა ნიკოლოზს, რომ მისი ნათქვამი შეეცვალა, თუმცა მამაკაცი ამრეზით ათვალიერებდა ლეას დაგლეჯილ გეტრებს, აწეწილ თმასა და უცნობის ტყავის ქურთუკს.
-რაც გაიგონე. შენი ამპარტავნება დაგღუპავს შენ, ლეა. თუ უკვე დაღუპული არ ხარ. -სიტყვები მიუგდო კაცმა და ჯახუნით დატოვა ლეას სახლი.

გოგონა ერთხანს გაშეშებული იდგა, მთელი ტანით ცახცახებდა. შემდეგ კი, სწრაფად შევიდა აბანოში, ფეხებთან დააგდო იოს ქურთუკი. უზარმაზარი ნიჟარა წყლით აავსო და მასში ჩაესვენა. თავდაპირველად, ნაკაწრებზე წვა იგრძნო, თუმცა რამოდენიმე წამში გადაიარა. მთელი სხეულით ჩაიმალა ცხელ წყალში და სუნთქვა გააჩერა წყალქვეშ. ფიქრობდა იოზე, მხოლოდ იოზე, მისი გონება ამ ბიჭის გარდა უკვე ვეღარაფერს ხედავდა. მისი მთავარი სიძლიერე შეჩვევა იყო ყოველგვარ სირთულესთან, მოტივაციას კი გივის გორგოლაჭებიანი სავარძელი აძლევდა, თუმცა... თუმცა იო იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე მას ეგონა. ის ყოველთვის უსწრებდა მას, ის ყოველთვის ჯობნიდა ლეას. ამ ბიჭის ფსიქიკა შეიძლება შერყეული იყო, მაგრამ სუსტი არ ყოფილა. მიუხედავად თავისი ასაკისა, ის ჩამოყალიბებული იყო თავის ფიქრებში და მიზნებში. ალბათ, ვერცერთ საწინააღმდეგო აზრს ვერ ეტყობა მას, რაზეც ამ ბიჭს ნაფიქრი არ ექნებოდა. ხმამაღალი ამოსუნთქვით ამოსწია წყლიდან თავი ლეამ და სწრაფ სუნთქვას მოჰყვა.
არაფრის დიდებით არ აპირებდა იოს შემდეგ თამაშში აჰყოლოდა, მაგრამ ერთხელაც არ უფიქრია რომ ეს შეიძლებოდა დამღუპველი ყოფილიყო მისთვის, რადგან საკუთარ თავში დარწმუნებული გახლდათ. მისი განათლება და ამ სფეროში არც თუ ისე დიდი, თუმცა მნიშვნელოვანი გამოცდილება, დაეხმარებოდა მას, რომ იოს ფსიქოლოგიურ ზეწოლას გამკლავებოდა. მასთან თამაშის გაგრძელებას მხოლოდ იმიტომ არ აპირებდა, რომ ამ ბიჭის თავდაჯერებულობა აცოფებდა. მეორეს მხრივ, ის საუბარი, რაც იოსთან ჰქონდა არც საკმარისი იყო და არც უმნიშვნელო. ეს გარკვეულ აზრს ატარებდა. არამარტო სამსახურეობრივი, არამედ პიროვნული ინტერესიც კი იგრძნო მის მიმართ ლეამ. რას მალავდა ეს ბიჭი შიგნით? რა იმალებოდა იმ წითელი კარის უკან? რატომ ეზიზღებოდა მას ადამიანები და საერთოდ, ვინ იყო ეს ბიჭი? კითხვები თავს არ ანებებდნენ გოგონას და წამდაუწუმ პასუხებს ეძებდა. ჭამდა, მაგრამ ფიქრებით იოსთან იყო. სვამდა, მაგრამ ფიქრები ისევ იოს ქვეცნობიერში შეღწევას ცდილობდნენ.

იმ ღამეს ვერ დაიძინა ლეამ, ფიქრობდა რა მოხდებოდა თოკები რომ ვერ შეეხსნა. იოს სიკვდილის არ ეშინოდა, ყველანაირი რისკი მისთვის დასაშვები იყო, თუნდაც სიკვდილით დასრულებულიყო. ასევე არ აინტერესებდა ხალხის აზრი, არ ექცეოდა ჩარჩოებში. ყველანაირ წესს არღვევდა, რაც ადამიანებს ოდესმე დაუწესებიათ და ეს სრულიად ბუნებრივი იყო მისგან, რადგან იოს ზოგადად ადამიანები ეჯავრებოდა. საინტერესო იყო, რა გახდა ამ ყველაფრის მიზეზი?! ადამიანები ბუნებრივად ასეთებად არ იბადებიან, ეს იცოდა ლეამ. იო არ იყო შეშლილი ერთი შეხედვით, თუმცა ნელის სიტყვებიც აფიქრებდა ლეას. იო წყნარი ბავშვი იყო და თავიდანვე მარტოსული ბუნება ჰქონდა. მარტოსულობა და ჩაკეტილობა კი განსაკუთრებით მგრძნობიარე ადამიანებს ახასიათებთ, თუმცა ამ ბიჭის ზიზღს რაღაც გამართლება უნდა ჰქონოდა. განსაკუთრებით აეჭვებდა აღმზრდელები, რომლებიც გარედან ჩვეულებრივები სჩანდნენ, ნელის სიტყვების თანახმად კი, განსაკუთრებით უყვარდათ იო, მაგრამ ამ უკანასკნელს როგორც ჩანს, ეზიზღებოდა ისინი. ამის მიზეზი უნდა არსებულიყო, ყველაფერი უნდა გაერკვია ლეას. თავს არწმუნებდა, რომ ეს სამსახურეობრივი ინტერესი იყო, თუმცა სინამდვილეში მას უკვე პირადი ინტერესი გაუჩნდა ამ ბიჭის მიმართ. მისი ლურჯი მზერა ყველგან დაჰყვებოდა მას და შეუძლებელი ხდებოდა გონებიდან ამოგდება. ყველაფერს აჩვევდა ტვინს ლეა, თუმცა ამ ბიჭზე ფიქრის შეწყვეტას ვერც ეგუებოდა და არც შეეძლო. მთელი მისი ყოველდღიურობა მოიცვა თითქოს იომ და ლეა მიხვდა, რომ ჭაობში უკვე ღრმად ჩაფლულიყო და იქედან ამოსვლა შეუძლებელიც კი ხდებოდა. დილით, დაღლილს ჩაეძინა რამოდენიმე საათით. გაღვიძებული აბანოში შევიდა და იატაკზე დაგდებულ ტყავის ქურთუკს სწვდა. ჯიბეები შეუმოწმა, მაგრამ ვერაფერს მიაგნო, მხოლოდ სიგარეტის კოლოფი იდო შიგნით. გოგონამ ერთხანს ატრიალა ხელებში, შემდეგ კი სამზარეულოს მაგიდასთან მჯდარს თვალი გაუშტერდა მასზე. ერთი ღერი ამოიღო და დაყნოსა, იისფერი კვამლის სუნი იგრძნო თითქოს და მოუნდა მისი გემო შეეგრძნო. სწრაფად მოიქცია ტუჩებს შორის და გაუკიდა. თავდაპირველად, ისტერიკული ხველება აუტყდა და სახე დაემანჭა. შემდეგ კი, სიამოვნებაც კი იგრძნო, როცა სიგარეტის ნაფაზმა თავბრუ დაახვია. თითქოს სხეული აუმჩატდა და ფრენა შეეძლო, თითქმის სავსე სიგარეტის კოლოფი, ფილტვებში ჩაცალა და გულისრევის შეგრძნება დაეუფლა, თუმცა სიამოვნებას მაინც გრძნობდა. იმ დღეს, ნიკოლოზს არ დაურეკავს მისთვის, ლეას კი არც გახსენებია. იწვა მდუმარედ იისფერ დივანზე და თვალი ჭერზე გაშტერებოდა. რატომ ეზიზღებოდა იოს ადამიანები? რატომ მოსწონდა ჩიტები? რატომ შეძლო ასე მარტივად მისი შესწავლა ამ ბიჭმა? ის ხომ არასოდეს აჩენდა თავის გრძნობებს არავისთან, მათ შორის ნიკოლოზთანაც. ცივ და უგრძნობ ადამიანს თამაშობდა ყოველთვის და მეტიც, მას არასოდეს ჰქონდა დრო გრძნობებისთვის. მისი დანიშნულება კარიერა და ცივი აზროვნება იყო და ეს ღირსებადაც კი მიაჩნდა. თვლიდა რომ გრძნობები ადამიანებს ასუსტებს, სუსტები კი ადვილად მარცხდებიან. ლეა დამარცხებას ვერ ეგუებოდა, თუმცა ამ მხრივ დიდ უკიდურესობაში იმყოფებოდა და სწორედ ამან გააკეთებინა ის, რაც გუშინ ჩაიდინა. სუსტი წერტილი აღმოუჩინა მას იომ და სწორედ ამაზე ეთამაშებოდა. გულის სიღრმეში ხვდებოდა ამას ლეა, თუმცა საკუთარ თავს არ უტყდებოდა. ფიქრობდა, რომ იო ცდებოდა, რომ ის არ იყო ამპარტავანი, უბრალოდ ღირსი იყო მაღალი წოდებისა.

საღამოს 12ზე დაწვა ლეა, ცდილობდა თავიდან ამოეგდო იოზე ფიქრები და დარაბები ჩაკეტა. არ უნდოდა იოს მანქანის ხმა გაეგო, რადგან წასვლას არ აპირებდა. არაფრის დიდებით არ წავიდოდა, ამიტომ თავს ძალას ატანდა, რომ დაეძინა, თუმცა ვერ იძინებდა. ყველანაირად ცდილობდა დაძინებას, მაგრამ ვერ შეძლო. წამდაუწუმ ეღვიძებოდა, თვალს გაახელდა და იოზე ფიქრობდა, დახუჭავდა და ბიჭის ლურჯი მზერა ეღობებოდა თვალებში ჩამოწოლილ სიბნელეს. საწოლში ვერ მოისვენა და წამოდგა. კარადა გამოაღო, გადაწყვიტა ჯინსები, რომელიც 2 წლის წინ, პიკნიკისთვის შეიძინა, ახლა ჩაეცვა. თავადაც არ იცოდა, რატომ, მაგრამ ინსტიქტურად აკეთებდა ამას. ზედა ტანად სქელი, ნაქსოვი შავი ზედა გადაიცვა და დიდი ბათინკები ამოიცვა. თმა არ შეუკრავს, თავისი დატალღული და ურჩი თმა, ხელის ერთი მოძრაობით გადაიგდო მარჯვნივ და სარკეში საკუთარი გამოსახულება შეათვალიერა. გაახსენდა იო, როგორ იგდებდა თავის გრძელ თმას ხან მარჯვნივ, ხანაც მარცხნივ და მის ჟესტებს იმეორებდა. შემდეგ კი თვალებში შეაშტერდა სარკიდან მომზირალ გოგონას.
-რას აკეთებ, ლეა? -შესძახა მან საკუთარ თავს და ღონემიხდილი დავარდა იატაკზე. თითები თმაში შეიცურა და თვალები დაუჭა.
-არა, არა, შეწყვიტე! ნუ ფიქრობ ამ ბიჭზე, გაგაგიჟებს, გაგაგიჟებს... -გაუთავებლად იმეორებდა გოგონა და მაგრად იჭერდა ხელებს თავზე.
შემდეგ კი, კორპუსის ეზოდან მანქანის სიგნალის ხმა მოესმა. ლეამ დახუღული თვალები გაახილა და ბევრი არ უფიქრია, ტყავის ქურთუკს ხელი დასტაცა და უკანმოუხედავად გავარდა სახლიდან.



№1  offline მოდერი MoonDaughter

MoonLady
სუსტია) ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს ვერ უტყდება საკუთარ სურვილებში, მაგრამ ეს სურვილები აიძლებენ მას იმოქმედონ. ველოდები გაგრძელებას და მერამდენედ ვთქვა, არ მყოფნის... იოს აბსტრაქტული ბუნება მომწონს.

ის, რასაც შენ სისუსტეს ეძახი, ლეასთვის სიძლიერეა, იოსთვის კი სისუსტე :) მადლობა <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 heart_eyes heart_eyes

 


№2  offline წევრი SillyGirl

გიჟია იო
და ლეაც გააგიჟა
სასწაული თავი იყო
დაა ისე დამთავრდა რომ
მოუთმენლად ველოდები ახალ თავს.

 


№3  offline მოდერი MoonDaughter

SillyGirl
გიჟია იო
და ლეაც გააგიჟა
სასწაული თავი იყო
დაა ისე დამთავრდა რომ
მოუთმენლად ველოდები ახალ თავს.

მადლობა ჩემო საყვარელო, ხვალ იქნება შემდეგი თავი <3

 


№4  offline აქტიური მკითხველი La-Na

აი მესმის სიგიჟე.ამოუცნობია იო.საინტერესოა ახლა რა მოიფიქრა.კარგი იყო
--------------------
ლანა

 


№5  offline მოდერი MoonDaughter

La-Na
აი მესმის სიგიჟე.ამოუცნობია იო.საინტერესოა ახლა რა მოიფიქრა.კარგი იყო

მადლობა, ლან <3 heart_eyes

 


№6  offline წევრი Ponio

ძალიან კარგია. smile heart_eyes

 


№7  offline მოდერი MoonDaughter

Ponio
ძალიან კარგია. smile heart_eyes

მადლობა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent