ცოდვილი მამაკაცი ( დასასრული)
დიდი დროის განმავლობაში ველოდებოდი ლაურას ოთახში . მაგრამ ის არ ჩანდა. ბაღში იყო ლუკასსთან ერთად და მეტად იგვიანებდა . უკვე საღამოს რვა საათი იყო , მე კი ადგილიდან არ გავნძრეულვარ . ველოდებოდი და გონებაში აზრებს ვაწყობდი, თუ როგორ ამეხსნა მისთვის , ან როგორ მეკითხა . გავიხედე ისევ ფანჯარაში მაგრამ ბნელდა და ლამპიონების შუქი ჩრდილს ტოვებდა მიწაზე . ირგვლივ არაფერი ჩანდა , შავი ღწუბლებისა, ლამპიონების და ხეების ჩრდილის გარდა . ყველაფერს მუქი მეფი შეემოსა . ამ დროს , როდესაც ფანჯარაში ვიხედებოდი , ოთახის კარებთან ვიღაც იდგა . გავედი და კარები გავაღე . კაცი იყო , უხეში შესახეაობა ჰქონდა . სახეზე წითელი შრამები ეტყობოოდა.ხელში ღვინო ეკავა და მკითხა : -ბატონო ღვინო ამოგიტანეთ სამზარეულოდან . -მე ხომ არ მითხოვია ? კარები დავხურე, უკან მოვიხედე და ამ კაცმა კარები შემოაგლიჯა . ხელში შავი ნაჭერი ეკავა და ამ ნაჭრის ჩემს სახეზე აფარებას ლამობდა .სხვა არაფერი მიფიქრია და ნაჭერი სახიდან მოვიცილე . მან კი ხელი აიწვდინა და კისერში ჩამავლო . თვალები ბუდიდან გადმოყარა და გაუწითლდა. მე კი ვხვდებოდი რომ ფერი მეცვლებოდა და სუნთქვა მიჭირდა . რაღაცას ვეძებდი , რომელიც მე გადამრჩენდა . ჯიბიდან პატარა ხილის დანა ამოვიღე და ყელში დავარჭე , ის კი ისევ განარძობდა ხელის მოჭერას, სისხლისგან იცლებოდა და პერანგზე მეღვრებოდა . ხელი გავითავისუფლე, ის კი ფეხებით მიჭერდა ცალ ხელზე, თითქოს ძარღვები გადამისკდა . დანა კისრიდან გამოვგლიჯე და თითი დავადე , ისე რომ ცერა თითით ჭრილობა ჩავუღრმავე, ორმო გავუჩინე. სისხლმა იფეთქა, ალბად მთავარი არტერია გავუწყვიტე, ფანტანებივით მოდიოა სისხლი და ხმაურსაც კი გამოსცემდა . კაცი არ იღლებოდა , მისი ფეების სიძლიერე მოქმედებდა, სისხლძარღვებში სისხლი ვეღარ გადიოდა. მიბრკოლებდა სუნთქვასაც და ძალაც გამომეცალა . დანა ისევ სადღაც გამივარდა, ვეღარ ვპოულობდი . ხელს აქეთ-იქით ვაფათურებდი და უცებ ბასრისებრმა მეტალმა ხელში გამიარა, ავიღე და ამჯერად ფეხში დავარჭე . კარგა ხანს ხელი ასე მეკავა და მეტად შემქონდა ჭრილობა ძვლებამდე. ბოლოს ვიგრძენი , რომ ხელში ძალა გამორთმოდა და სუნთქვას გავუხშირე . ის კი სისხლისაგან იცლებოდა . წამოდგომა ვეცადე და ფეხზე მეკავებოდა, თუმცა სახეში დავარტყი ეს ფეხი და მივხვდი რომ მეტად მტინვეული იქნებოდა . ფეხზე წამოვდექი, ცალი ფეხით შევდექი მის წინაშე და დანით მივუახლოვდი . კისერთან მივუახლოვე და გავკაწრე, მინდოდა ეთქვა თუ რისთვის იყო ის ჩემთან . რისთვის უნდა მოვეკალი . თუმცა კაცი ხმას არ იღებდა . ეს დანა ლოყაზე მივადე და სახეზე ჩამოვუსვი , მე კი სისხლში ამოვლებული ვიყავი . ჭრილობაზე ისევ ვუწამებდი და საბოლოოდ ამოიღო ხმა, როდესაც არაფრის ძალა აღარ დარჩენოდა . -ლუკასი ... -ანუ ლუკას უნდა ჩემი მოკვლა ? -არა, მოკვლა არა . მას ეს არ დაუბარებია ... მოკვლა არა ... -მაგრამ შენ რისთვის მკლავდი ? რისთვის გინდოდა ჩემი გაგუდვა ? -არა, თვენ უნდა დაგეძინათ. შემდეგ კი ... -გიჟი ხარ ! შენ მოკვლას მიპირებდი არამზადავ ! დანა ავიღე ისევ და ფეხში დავარჭე . ამ კაცმა ხელში ისევ ის ნაჭერი მოიმარჯვა, არც კი დანებებულა . მივედი მასთან და დანა ისევ დავარჭე , მიწაზე წაიქცა და კისრიდან სისხლი მოდიოდა . გარეთ გავიხედე , ლაურა და ლუკასი ნელი ნაბიჯით მოდიოდნენ , საკმაოდ შორს იყვნენ და ლამპიონის ქვეშ გაჩერებულიყვნენ. პერანგი გავიხადე და იატაკის გაწმენდვა დავიწყე , ეს კაცი კი სააბაზანოში შევიყვანე . უკვე გარდავლილი იყო . სააბაზანოში წყალი მოვუშვი და ეს კაცი მოვათავსე წყლის ქვეშ . სისხლი წყალს უერთდებოდა , ხელები დავიბანე დ სხვა პერანგი ჩავიცვი. უკვე ვხვდებოდი , რომ ლუკასს ჩემი მოკვლა სურდა . ველოდებოდი მათ მოსვლას და ხელში დანა მოვიმარჯვე . ლუკასი და ლაუირა სახლში შემოვიდა, სადარბაზოში რაღაც ხმაური გავიონე . კარები ჩუმად გავხსენი და დავინახე , თუ როგორ კოცნიდა ლუკასი ლაურას . გული სიძულვილით აღმევსო . თვალები ბოროტი , მტანჯველი სისხლით გარდაივსო და ირგვლივ ბინდი ჩამოწვა . გავაღე კარები და კიბეზე შევდექი, თითქოს სანახაობა უნდა მოეწყოთ . მაგრამ მისი აზრით მე მკვდარი უნდა ვიყო . -ყოჩაღ ლუკას ! ოჰ, ჩემო ლაურა, შეუდარებლად გამოიყურებით . ცინიკური თვალებით გავხედე მათ . ისინი კი გაკვირვებული შემომცქეროდნენ . -რახდება ლაურა ? ჩემი გეშინია ? აჰაჰაჰ ... შენ ხომ არაფერის გეშინია საყვარელო ? -ლუის, დამშვიდდი გთხოვ . ლაურა მევედრებოდა მაგრამ , როგორ უნდა დავმშიდდე როდესაც ერთმანეთს ხელებსაც კი არ აცილებდნენ . -დამშვიდებას მე მთქხოვთ ? ლაურა, მოღალატე ხარ ! ეშმაკი ... -ლუის გთხოვ შეჩერდი . ყველაფერს აგიხსნი , დიახ მე დამნაშავე ვარ . დიახ, მე გამოგიყენე ... -მაგრამ რისთვის თამაშობდი ? საბოლოოდ ხომ იცოდი , რომ სიმართლე გამომჟღავნდებოდა . ლაურა გამეცალე, მე ამ კაცთან მაქვს საქმე . -ლუის, შეგიძლია წახვიდე აქედან . შენ თავისუფალი ხარ , მაგრამ გთხოვ მაპატიე ეს ტყუილები, გთხოვ .მე არ მინდოდა შენი მოკვლა,თუმცა სხვა გზა არ მქონდა ... -ახლა წავიდე ? სხვა გზა არ არსებობდა ? ნუთუ არ გიყვარდი ? რატომ ლაურა,რატომ...რატომ ჩააგდე თავი დიდ შეცდომაში,თუმცა შენთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს.ვერც კი წარმომედნიგა ლაურა,შენ ? შენ და მკვლელი?ვერა,ვერასდროს წარმოვიდგენდი ,რომ შენ სულ სხვა მიზნები გამოძრავებდა . მართლაც ,ცხოვრება როგორი საოცარია ... გამეღიმა და ლუკასს შევცქეროდი .ლუკასიც კი მომღიმარე შემცქეროდა, ალბად უხაროდა , ალბად ძალიან ბედნიერი იყო . -ეს ყველაფერი რის სანაცვლოდ გინდოდათ ? -ეს ყველაფერი ლაურას ბრალია ლუის , მას პარიზში წამოსვლა უნდოდა. თანხა კი არ ყოფნიდა, ამიტომ გონება მოიშველია .თუმცა ეს სასაცილოდ ჟღერს ,უბრალოდ ლუის გესმოდეს ძალით ადამიანს თავს ნუ შეაყვარებთ ,ეს დაიმახსოვრეთ .შეძულებით კი ლაურამ უკვე მოახერხა ... -არა ლუის , ეს ასე არ ყოფილა . ლუკასს რას როშავ ?! ამ ორ ადამიანს არც კი შევცქეროდი, ორ მოღალატეს , ეშმაკს და ბინძური სულის პატრონებს . ლაურასთან მივვარდი და თმებით დავიკავე , ლუკასი კი მოვარდა და ყელში მწვდა . ლაურამ თავი ვერ დაიმორჩილა და ლუკასის ხელი მას მოხვდა . გონება დაკარგა . ამჯერად ლუკასის ჯერიც დადგა , ავიღე დანა და მუცელში გავუყარე . ისევ გამოვიღე და თავიდან გავუყარე . -ღალატს ვერ ავიტან ! ვერასდროს , ვ ე რ ა ს დ რ ო ს ! თითოეულ სიტყვაზე დანას მუცელში ვარჭობდი , მანამ, სანამ გონება არ დამებინდა და თვითონ სადარბაზოში დავარდა . მე კიბესთან ავედი და პირველ საფეხურზე ჩამოვჯექი , არც მსახურები ჩანდა და არც დარაჯები , რადგან უკვე გვიანი იყო . თავი დავხარე და ტირილი დავიწყე , მე ხომ ის მიყვარდა ... რისთვის უფალო ? რისთვის მომივლინე ეშმაკი ცოლად ? რისთვის ? თავში ძლიერი დარტყმა ვიგრძნები და ლარნაკი მინის პატარა ნაპერწკალებად ჩემს წინ გადაიშალა . ავიხედე და სისხლი თვალებში ჩამომდიოდა ღვარად , წინ კი ლაურა იყო . უკვე ხედვა მიჭირა, ხელი შუბლზე გადავისვი და მინა ხელში მხვდებოდა . გონებას ნელ-ნელა ვკარგავდი . ფეხზე წამოდგომაც არ შემეძლო ... ლაურას კაბაზე ჩამოვეკიდე, მისი ტირილი მესმოდა და მხოლოდ იმას ვგრძნობდი, თუ როგორ მირტყამდა ფეხს სახეში . ქალი რომელიც გუშინ მიყვარდა, დღეს ჩემს მტრად იქცა . წყევლა კი აღსრულდა . რომელიც ჩემს ოჯას ოდითგანვე ედგა , ცოდვილი მამაკაცის წყურვილი . ისევ კაბაზე ვექაჩებოდი და თავისი სახე ხელში დავიჭირე . -რისთვის ლაურა ? მე შენ მიყვარდი , ძალიან მიყვარდი . მას ხმა არც ამოუღია , დანა ხელიდან გამომართვა და ფეზე დამარჭო . სასწრაფოდ ავიღე ეს დანა, ლითონის მრგალი მხარე ავხადე და ორივე მას მოვუშვირე. მივუახლოვდი და თმებში ვტაცე . ზიზღით შემმომყურებდა . - სასაცილოა ეს ყველაფერი მხოლოდ პარიზს უკავშირდებოდეს . მათხოვარო ! -ეგ მამაშენს დააბრალე! თმაში ხელი მაგრად ჩავჭიდე და ახსნა მოვთხოვე, თუ მამაჩემს საიდან იცნობდა . -ეგ მამაშენის ბრალია ,ეს ყველაფერი მან მთხოვა და ამაში მე ნუ მომთხოვ პასუხის მოძებნას . მე ცხოვრება მინდოდა ბედნიერად , რათა იმ დაწყევლილი ქალაქიდან წამოვსულიყავი . საამისოდ მდიდარი ვიქნებოდი . -ამის შემდეგ შენ ქალი გქვია ? შენ ადამიანი გქვია ? საზიზღარი არსება ხარ ! -ახლა ნუ დაიწყებ ამ ვითარების გამწვავებას , სანამ პოლიციას გამოვიძახებდე მომშორდი გთხოვ . -არა ! პასუხი უნდა მივიღო და ეს არის ... და დანა მუცელზე გავუსვი , ისე როგორც ლუკასს . ორივე დარბაზში განგმირული მოღალატეებივით იწვნენ და სისხლისგან იცლებოდნენ . მე კი გონებაში ვერაფერს ვხედავდი . გავიქეცი შორს და არ ვიცოდი სად წავსულიყავი . მივდიოდი და ყველაფერი მტკიოდა . წარსული , მე ის მიყვარდა ... ო ღმერთო ჩემო! მდინარეზე გადავედი და ხიდი მოჩანდა . თავბრუ დამეხვა და ხიდზე შევდექი , წინ კი შავი მორევი იყო რომელიც სულიერად გამწმენდდა . ვიცოდი უფალთან მოხვედრა ჩემი მისია არ იყო . ხელები სისხლში გამოვლბული მქონდა და ამ სისხლს სამუდამოდ დაეტყობოდა თავისი წითელი ფერი . პირველი ნაბიჯი გადავდგი და ის დრო გამახსენდა, როდესაც ქალი პირველად შემიყვარდა ... მეორე ნაბიჯი , ის მეზიზღება სულიდან-ხორცამდე . და მე გავფრინდი ... ვტრიალებდი და წყალი გარს მეხვეოდა ... სუნთქვა გამიჭირდა , ალბად ცოდვები მახრჩობს . ისევ მივფრინავ და ყველაფერი დასრულებულია . სისხლი თვალიდან მეწმინდებოდა , ხელები ბზინავდა როგორც მარგალიტი,მაგრამ სული მეტად მუქდებოდა .ხმები მესმოდა,მაგრამ წყალი ყურებში მეტად გუბდებოდა. ზეციური ხმები იყო ? არა ,ხელი ვიგრძენი ,ვიღაც მეჭიდებოდა და აი,ამ დროს ვიგრძენი დედამიწა , მშრალი და ცივი იატაკი ,ვიღაც ადამიანების ყვირილი და ირგლივ ბიდნი იყო მხოლოდ . თვალები დავხუჭე იმ დროს და წარმოვიდგინე , ვგრძნობდი ,რომ მე ისევ ცოცხალი ვარ ... ხმები მესმოდა : ,,-ფრთხილად , გული ისევ მუშაობს . გთხოვთ,ფრთხილად!’’ დილით გამეღვიძა და სწორედ ამ დროიდან დავიწყე ჩემი ცხორების აღწერა,თუ რა გადამხდა მე . თითქოს ისტორიის მოყოლა აწმყოთი დავიწყე ,რადგან თითოეული დღე მოვუნდი ტკივილის გადმოცემას.მძულს საკუთარი სახელი,მოღალატეები,მატყუარები . რომ არა სიყვარული ისევ არარაობად დავრჩებოდი .თუმცა დრო გადის,მე კი ვლპები,როგორც ედემის ვაშლი ,მოწამლული ხილი . ყველაფერი დროებითია,მხოლოდ ჩვენი სულია მარადიული . მთელი გრძნობით გადმოვცემ ამ წყეულ სიტყვებს ,უფალი დიდ განსაცდელს მომივლენს... მაპატიე...ლუის ,გჯეროდეს ,რომ არასდროს უნდა დაკარგო საკუთარი თავი . ცხოვრებამ გიღალატა ,მე კი სამაგიერო ვერ გადავუხადე . პირიქით,მე ის ავღწერე,მწარე მოგონებები გადმოვეცი, რომლის თქმა ძალიან მიჭირდა .მართალია , მე,რომ მკითხოთ ამიერითგან ,,ცოდვილი ხართ ?’’ პასუხი : დიახ ,მე ცოდვილი მამაკაცი ვარ,რადგან ცხოვრება უარვყავი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.