შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარწყვის სურნელი (12)


13-05-2017, 09:59
ავტორი ანა ბალზაკი
ნანახია 2 536

სიტყვა ჩემს ტუჩებზე რაღაც საოცრად ნაზის და ტკბილის შეხებამ გამაწყვეტინა, ჭკუიდან გადავყავდი მის ტუჩებს.. ისე მაცდურად და გასაგიჟებლად ეხებოდნენ ჩემსას.. სულ ახალ გრძნიბას ითვისებდა ჩემი სხეული და ისე დამაჰიპნოზა წამით არ მიფიქრია მისი ხელებიდან თავის დაღწევა.
ვგიჟდები ეს ბიჭი ასე როგორ მაბრუებს, ან წამიერ შეხებაში ამხელა და ამდენ ემოციას როგორ სდებს. მაბრუებს, ჭკუას მაკარგვინებს და საკუთარ თავს კონტროლს ვეღარ ვუწევ.. თუმცა მიხარია, ჩემია ასეთობა, ძალიან მიხარია, რადგან უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს მისი ერთი შეხებაც.
მალევე სწყდება ჩემს ბაგეებს თუმცა მაინც ვერ ვახერხებ ემოციის მოთოკვას, მან მე პირველი კოცნა მომპარა, მიისაკუთრა და იმის მაგივრად რომ სახე უხურდეს ჩემი გარტყმისაგან ( ნუ სხვა შემთხვევში ყოველთვის ასე წარმომედგინა) მინდა ახლა თვითონ მივვარდე და სათითაოდ დავუკოცნო ყველა წერტილი.. წყლიდან ამოვარდნილი თევზივით მქონდა პირი მოკუმული და დაბნეული, მორცხვად ვატრიალენდი თვალებს აქეთ- იქეთ.
ხმას არ იღებდა მივხვდი, რომ ცდილობდა არ ესაუბრა თუმცა იმ ღელვასაც ვატყობდი , რომ ვერ მიმხვდარიყო ჩემს ემოციას და დაბნეული აცეცებდა თვალებს. უბრალოდ არ ვფიქრობდი რა იქნებოდა ამის შემდეგ, ან რა იყო აქამდე, მხოლოდ იმ წუთით ვაზროვნებდი, ამიტომ საერთოდ არაფერი მინდოდა ახლა მისი ჩახუტების გარდა, ხელებს ვხვევ და სიამოვნებისგან ყურებამდე გაკრეჭილი ავყურებ, როდესაც მის რეაქციას ვგრძნობ ჩემი შეხებისას. საოცრად სასიამოვნოა რომ მასზე მოქმედება შემიძლია ისევე როგორც მას ჩემზე.. თმაზე ხელს მისვამს და საწოლისკენ მიბიძგებს, თვითონაც გვერდით მიწვება, ისე მახვევს მის მკლავებში, მეეჭვება მოძრაობა შევძლო, ან საერთოდაც რა ჯანდაბად მინდა მოძრაობა, მაქსიმალურად ვდუნდები და მის სხეულში აკრული მივფრინავ მორფეოსის სამყაროში, საკმაოდ ღრმად ჩაძინებულსაც ტკბილას ჩამესმის ყურში მისი სიტყვები და ორმაგად ბედნიერი ვარ.
დილით ადრიანად მაღვიძებს სახეზე მოთამაშე მზის სხივები, თუმცა ვხვდები რომ ეს მხოლოდ მზის სხივების დამსახურება არაა როცა მის დაჟინებულ მზერას და წელზე მოხვულ ერთ ხელს ვგრძნობ ხოლო მეორეს უკანალზე, რომლიც ურცხვად მეხება და საერთოდაც არ ფიქრობს მოშორებაზე. მკერდზე თავს უფრო კომფორტულად ვადებ და წამწამებს ყელთან ისე ვახამხამებ რომ გავაღვიძო, მაშინვე ჭყეტს თვალებს და უფრო კომფორტულად მიმწყვდევს მკალვებში
- დილამშვიდობისა ჩემო ქალბატონო, როგორ გეძინა?
თმაზე მეფერება და პარალელურად ცერა თითს ლოყაზე მისვამს
- ვიტყოდი რომ უკეთ არასდროს მძინებია
მთელი გულწრფელობით ვეუბენბი და ლოყაზე მიდებულ მის ხელს ჩემსას ვადებ.
- ასეთი როგორ ხარ?
თავს შუბლზე მადებს და თვალებმოჭუტული მებურდღუნება
- ასეთი როგორი?
მის კუპრივით შავ თვალებში ბოლომდე ვიკარგები და უკან ვეღარ ვაეწევ.
- აი ასეთი კარგი
სახეზე ისე მისმევს ხელებს თითქოს ჩემს კონტურს ხაზავს. მაბრუებს და ლამისაა ხელებში ჩავადნე, ვხვდები რომ ასე თუ გავაგრძელე საერთოდ შევიშლები, ხომ გაგიგით თავდასხმა საუკეთესო თავდაცვააო, ხელებიდან ვუსხლტები და უკვე საწოლზე მდგარი ვეუბნები :
- კარგი, გავიგე რომ გიჟდები ჩემზე, მაგრამ თუ მალევე არ გავივლით რეპეტიციებს ჩვენს მაგივრად როლზე სხვებს დაამტკიცებენ .
- გამიკვირდებოდა ბოლომდე რომ დამტკბატიყავი, თუმცა შენ ისეთი მწარე ხარ მხოლოდ ერთი კოცნა ვერაფერს გიშველის, მეთოდები და მორჯულების ტაქტიკა უნა შევცვალო
ისე საუბრობს თითქოს იქ საერთოდაც არ ვიყო, ამიტომ სამაგიეროს სახით ბალიშს ვესვრი თავში და სააბაზანოსკენ გავრბივარ, ის კი მიცინის მისი საფირმო ღიმილით, იცის რომ ასე მოქმედებს ჩემზე და ამიტომ ჩემივე წესებით მეთამაშება. მალევე ვწესრიგდები და უკან ჩემი ტანსაცმელით ვბრუნდები, ერთი ამათვალიერ-ჩამათვალიერა და ჩაიბურტყუნა
- აშკარად ჩემ მაისური უფრო გიხდებოდა
- ხო, მაგრამ შემეცოდე ჩემო ბიჭო, ვიცოდი რომ ამდენ შიშიშვლეს ვერ გაუძლებდი, რამე მოგივიდოდა ამდენი ნერწყვის ნაყლაპი, კაცცი ხარ და მესმის შენი ჰორმონებისიც და ამიტომაც დავბრუნდი ჩემი ტანსაცმელით
ვეკრიჭები და პერანგის საყელოს ისე ვუსწორებ რომ თითებს ვასრიალებ მის ყელზე პარალელურად, მაშინვე ებერება მფეთქავი არტერია და ყბები ეჭიმება, ხელს იდაყვში მავლებს და მინიმუნამდე ამცირებს ჩვენს შორის მანძილს.
- ჯენი, მერამდენჯერ გითხრა, ნუ მეთამაშები, თორემ ერთხელაც დავკარგავ თავშეკავებულობის უნარს, რომელსაც არ ვიცი საიდან ვაგროვებ, რომ შენს შემოტევებს გავუძლო და.. დამნ. ჯანდაბა.. ჯენი რატომ მაჰიპნოზებ.. ჯადოქარი ხარ თუ კუდიანი.
სწრაფად მატრიალებს, კუდს ეძებს..
მე მის ბავშვურ ქცევაზე გულიანად ვხარხარებ და ბეჭის მიკვრით ვანიშნებ რომ გავიდეთ თორემ, თვითონ ადგილიდან არ იძვრის.
სწრაფად გავდივართ ოთახიდან და მოულოდნელობისაგან ვცბები ლექტორის გაკვირვებულ მზერას რომ ვაწყდები დერეფამში,არასდროს მიყვარდა ეს ქალი აშკარად გაუკვირდა რომ გუკას ოთახიდან გამომავლი დამინახა, შეშინებულმა გადავხედე გუკას, მან კი მანიშნა არაფერიაო, მეც მოვეშვი და ისე წვედით ლექტორისკენ, მივესალმეთ, ჩვეულებრივად დაგვიწყო საუბარი, თუმცა აშკარად ვატყობდი აინტერესებდა ჩემი გუკას ოთახში სტუმრობის მიზეზი, ეს გუკამაც შემაჩნია ამიტომ, გამოცდილმა მსახიობმა პროფესინალურად იცრუა:
- გატყობთ გაინტერესებთ, ჯენის ჩემს ოთახში სტუმრობის მიზეზი, მიუხედავად იმისა რომ ეს თვენ საერთოდ არ გეხებათ , მაინც დავაკმაყოფილებ თქვენს ინტერესებს და გეტყვით რომ მე და ჯენის გსურდა სცენარის დამუშავება , მოგეხსენებათ და მთავარ როლებზე ჩვენ დაგვამტკიცეს, ამიტომ გადავწყვიტეთ რომ დრო არ დაგვეკარგა და მყუდრო გარემოში ვვენახას სცენარი, ვინაიდან ჯენის ოთახის მეზობელი, ელენე შეუძლოთ იყო და არ გვინდოდა შეგვეწუხებინა, ამიტომ გადავწყვიტეთ სცენარის ჩემს ოთახში განხილვა. იმედია თქვენი ყველა ინტერესი დავაკმაყოფილე, თქვენის ნებართვი წავალთ, უამრავი საქმე გვაქვს .
სათქმელი ერთი ამოსუნთვქით ჩამოურაკრაკა, დამშვიდოების ნიშნად თავი დაუკრა და ის ის იყო შემოვბრუნდით მოკისკეს ელენე რომ დავინახეთ ნიკას მოსდევდა და რაღაცებს გაჰკიოდა თან.
- ვსიო, დავიღუპეთ
თვალები მობეზრებულმა ავატრიალე და წასულ და შემდეგ მობრუნებულ ლექტორს მზერა გავსწორე.
ელენე ჩვენსკენ წამოვიდა, რა დაემართა , ნეტა ასე რა უხარია, მონათლა ალბათ მისმა ვაჟვატონმა? მაგრამ მე ვიზე ვლაპარაკობ საერთოდ. მაინდამაინც ახლა რომ არის ასეთ ენერგიაზე. ჩემს თვალების ბრიალს ყურადღებას არ აქცევს და მხიარულ ნოტაზე მყოფი გვესალმება
- როგორც ვხედავ უკვე უკეთ ხარ ელენე
ლექრტორი გამომცდელად უყურებს ელენეს და დროდადრო ჩემსკენ აპარებს მზერას.
- როდის ვიყავი ცუდად ?
დავნეული იღიმის და მე ჩუმად მეჩურჩულება
- მგონი ჩვენი ლექრორი რაღაცას ეწევა ჩვენს ჩუმად
- გუშინ ელენე, გუშინ ხომ შეუძლოთ იყავი და ჩვენც რომ არ შეგვეწუხებინე გუკას ოთახში მოგვიწია განხილვა
ლექტორის დასანახად ვეკრიჭებოდი, მალულად კი თვალებს ვუბრიალებდი და როგორც იქნა მიხვდა ჩემი ზე მიხვედრილი დაქალი ყველაფერს, სხვა სიტუაციაში რომ ყველაფერი პირველმა იცის და ახლა დაიბნა ბრინჯივით.
- ააა, ხო გუშინ, რათქმაუნდა, შუძლოთ ვიყავი ხო, მგონი ძალიან გადავიღალე
დაბნეული ასავსავებდა ხელებს ჰაერში და სიტყვას- სიტყვას გაჭირვებით აბამდა, ნიკა კი უბრალოდ იცინოდა, ელენესგამ გამსხვავებით ადრე მიხვდა რა მაფია ტრიალებდა საუბარში.
ლექტორი კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ გმირად მოევლიმა ეკე და რომ დაუძახა აუცილებელი საქმეაო.
შვებით ამოვისნთქე როცა წავიდა და ახლა ელენეს შევუბრუნდი გაცოფებული სახით
- რა დაგემართა ქალბატონო როცა გინდა ყველაფერს პირველი ხვდები, ახლა კი ლამის თვალები გადმოგილაგე და გაჭირვებით ამოხსენი რებუსი
- მე რა ვიცოდი თვენ ლექტორმა როდის გამოგიჭირათ და რა მომენტში
გაიბუსხა და ნიკას ისე პატარა ბავშვივით მიეკრა გულზე ლამის მივვარდი და დავვკოცნე ისეთი საყვარელი იყო .
- კარგი, რაც იყო იყო, ჯენი სწრაფად მოემზადე, რაც უფრო მალე დავიწყებთ რეპეტიციებს, მით უკეთეს შედეგს დავდებთ..
- გააჩნია რის რეპეტიციებს გადიხართ
ნიკამ ამოიბლუკუნა და ორი მასხარა ერთად ახარხარდა, გუკამ ნიკას შეუბღვირა მე კი ელენეს
- გნახავ დამუნჯებულს ელენე და მერე მე ვიცინებ იცოდე
ახლა მე ჩავავლე ხელი სანამ რამეს იტყოდა და სწრაფად წავიყვანე ოთახისკენ, ჯერ ამბბი გავცვალეთ , ერთი სიტყვით ვიჭორავეთ, ერმანეთს რჩევა-დარიგებები მივეცით, მოვწესრიგდით და დავიშალეთ, ის რათქმაუნდა ნიკასთან წავიდა მე კი ბატონ წიკლაურთან. სასტუმროს აუდიტორიაში გავდიოდით რეპეტიციებს, გუკასთან მუშაობა იმაზე რთული აღმოჩნდა ვიდრე მეგონა, წამით არ მპატიობდა, არც ემოციის ჩავარდნას და არც მოდუნების საშუალებას მაძლევდა, ყოველ წუთში მაჩერებდა და ათასჯერ მამეორებინებდა მონოლოგს .
- გუკა დავიღალე, უკვე თხუთმეტჯერ გამამეორებინე ერთი და იგივე
ხელებ ჩამოყრილი ჩამოვჯექი პიანინოსთან და კლავიშებს რომ შუბლი დავადე, უეცარი ხმისგან შეეშინდაწიკლაურს და შეხტა, ისეთი სიცილი ამიტყდა ლამის გული გამიჩერდა, ვერაფრით ვიკავებდი თავს, გაბრაზდა და დასაჭრად გამომრკიდა მეც გავიქეცი და მაგიდბს შორის დავიეყე სირბილი, ის ის იყო ხელს მავლებდა რომ აუდიტორიის კარი გაიღო და ...

.....
ვეცადე რომ კარგი თავი გამოსულიყო, მინდა თვქენი შეფასებები გამიზიაროთ, რო უკეთესად შევძლო წერა.



№1  offline აქტიური მკითხველი თაკოთაკო

ვაუ მაგარია ყოჩაღ
--------------------
თ.ჭიღლაძე

 


№2  offline წევრი Kukrali

აუ ძაან მომწონს ეს ისტორია ყოჩაღ კარგია ძაან იმედია მალე დადებ<3

 


№3  offline წევრი ანა ბალზაკი

თაკოთაკო
ვაუ მაგარია ყოჩაღ

მადლობა დიდი <3

Kukrali
აუ ძაან მომწონს ეს ისტორია ყოჩაღ კარგია ძაან იმედია მალე დადებ<3

მადლობა დიდი.. დღეს დავდებ ახალს <3

bowtie მადლობა დიდი.. ვეცდები რომ დღეს სარამოს დავდო <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent