იო (თავი 5)
ლეა თვალის დახამხამებაში აღმოჩნდა თავისი კორპუსის ეზოში და სადარბაზოსთან მდგარ, შავი ფერის, თუმცა სხვა მარკის მანქანასთან მიირბინა. მძღოლის მხარეს, ოდნავ ჩამოწეული ფანჯრიდან მოჰკრა თვალი გოგონამ ცინიკურად ანთებულ ლურჯებს. ერთხანს სახეწაშლილი უყურა, შემდეგ კი ნელი ნაბიჯებით მოუარა მანქანას და ჩაჯდა. ბიჭმა მანქანა დაძრა, ისე რომ ლეასკენ არ გაუხედავს და არც ლეას შეუხედავს მისთვის. ასე, მდუმარედ იმგზავრეს. იოს ისევ იგივე სიმღერა ჩაერთო და ლეას გულს უჩქარებდა მუსიკის მღგზნებარე რიტმები, თუმცა არაფერს ამბობდა. შეეჩვია თითქოს ამ ხმასაც და ვერც კი მიხვდა, რომ ის, რაც მას სიძლიერედ მიაჩნდა, სწორედ ის ღუპავდა. სწორედ ის მიაქანებდა იოს სულის უფსკრულში და ვინ იცის, იქნებ ვერც გადარჩენილიყო?! მაინც, რა საზიზღარია ადამიანი, ყველაფერს მარტივად ეჩვევა. მთელი ცხოვრება, საკუთარ სიძლიერეს ეძებს, საკუთარ თავს, საკუთარ დანიშნულებას ეძებს და როცა ჰგონია, რომ იპოვა, სწორედ მაშინ აღმოჩნდება, რომ სულ ტყუილად უძებნია. სულ სხვა მხარეს წასულა, რადგან ადამიანი ვერ მიაღწევს სრულყოფილებას. სრულყოფილება არ არსებობს, რადგან მის პარალელურად არსებობს არასრულყოფილება, რომელსაც საკმაოდ დიდი იარაღი აქვს მის წინააღმდეგ და ისიც, ვერ ერევა. ვერ ერევა, რადგან თავი ყოვლისშემძლედ ჩათვალა. აი სრულყოფილების ნაკლი, გაყეყეჩებს და უფსკრულისკენ მიგაქანებს. ლეა ერთი უკიდურესობა იყო, ჩარჩოებში მოქცეული უკიდურესობა, რომელსაც იო ნელ-ნელა, მტანჯველად ატეხდა კუთხეებს. ლეა კი ვერ მიხვდა, რომ ამ ყველაფერთან შეჩვევა, არათუ იოსკენ მიმართული ტყვია, არამედ თვითმკვლელობა იყო. თითქმის ნახევარსაათიანი დამაყრუებელი მგზავრობის შემდეგ, იოს მანქანა ერთ-ერთ ღამის კლუბთან კაჩერდა. იო რამოდენიმე ნაბიჯით წინ უსწრებდა გოგონას, ეს უკანასკნელი კი ქუჩის მშიერი, უპატრონო ძაღლივით ეკიდებოდა უკან. ლეამ შეამჩნია, რომ იოს მთელი კლუბი იცნობდა. რაღაცნაირი შიში ჰქონდათ მის მიმართ, ეს იგრძნობოდა მათ მზერაში, თუმცა ისიც შეამჩნია გოგონამ, რომ კლუბში მყოფთა აზრი, ორად იხლიჩებოდა იოსთან დაკავშირებით. ერთ ნაწილს, უყვარდა იგი, ძირითადად მანდილოსნებს. მეორე ნაწილს კი ეჯავრებოდა. თუმცა აღსანიშნავი იყო, რომ ორივე მხარეს გიჟური ემოცია ჰქონდა ამ ბიჭის მიმართ. არცერთი არ იყო ნორმალური, რადგან უკიდურესობამდე მიდიოდნენ. ბართან მისულებს, ბარმენებმა იოს მიხეილით მიმართეს. ეს დიდად გასაკვირი არ გახლდათ ლეასთვის, წინა დღეს, გოგონას ძახილის შემდგომ, ამიტომ თითქმის ყურადღებაც არ მიუქცევია. ლეამ კოქტეილი დალია, იომ კი ვისკი, ყინულის გარეშე. რამოდენიმე წუთში, ბიჭმა თვალებით ანიშნა კლუბში მყოფთაგან ერთ-ერთ ბიჭს, ისიც მაშინვე მივიდა მასთან და ჩუმად ჩაუცურა ჯიბეში შეხვეული ქაღალდი. ლეა ოდნავ შეიშმუშნა ადგილზე, შემდეგ კი სწრაფად ჩაცალა კოქტეილის ჭიქა და კიდევ ერთი შეუკვეთა ბარმენს. იომ სიგარეტს გაუკიდა და ერთხანს ლეას პროფილს შეჰყურებდა. გოგონამაც მაშინვე გახედა მას, საშინლად აკომპლექსებდა მისი მზერა. თვალებითაც კი მახინჯს ეძახდა თითქოს და ეს თავდაჯერებას უკარგავდა ახალგაზრდა ქალს. გაშლილი თმა მარჯვენა მახარეს კარგად გადმოიფინა, რომ იოს ვეღარ შეეხედა მისთვის, მაგრამ მაინც გრძნობდა ბიჭის მწველ მზერას. იმ წამს მხოლოდ გონების გათიშვაზე ფიქრობდა, რადგან გული უგრძნობდა, ფხიზელი გონებით ვერაფერს გააკეთებდა. იოსგან კი ყველაფერი იყო მოსალოდნელი, აბსოლუტურად ყველაფერი. რამოდენიმე წუთის შემდეგ კი, ლეამ გაბედა იოსკენ გახედვა. საინტერესო სცენა დახვდა, ქერა ლამაზმანს ჰკოცნიდა გამალებით. აღსანიშნავი იყო, რომ თვალებით ლეას უყურებდა. ხელიც კი არ შემოეხვია ქალისთვის, იჯდა ბარის სკამზე და მის ფეხებთან მდარი ლამაზმანი მთელი სხეულით ეკვროდა მას. ბიჭი უგულოდ, თუმცა ვნებიანად ჰკოცნიდა ქერას და პარალელურად, ლეას თვალს არ აშორებდა. რამოდენიმე წამის შემდეგ კი, თმაზე მოქაჩა ქალს და გვერდზე გააგდო. ეს უკანასკნელი თითქოს ელოდა იოსგან მსგავს ქმედებას და ჯერ თავი ჩახარა, შემდეგ კი ლეას გახედა, თუმცა გოგონა იოს უყურებდა ენაჩავარდნილი. ბიჭმა ცალყბად გაუღიმა მას, შემდეგ კი სკამიდან ჩამოხტა და ბრბოს შეერია. ლეა მაშინვე წამოდგა და უკან აედევნა. რამოდენიმე წამში, კლუბის საპირფარეშოში აღმოჩდნენ, იქ მყოფებმა იო რომ დაინახეს, ერთმანეთს ასწრებდნენ იქედან გასვმას. წამებში საპირფარეშო სრულიად დაიცალა და მარტონი დარჩნენ. იომ ჯიბიდან გადახვეული ქაღალდი ამოიღო და ნიჟარის დაფაზე გაშალა. თეთრი ფხვნილი შეამჩნია ლეამ და მაშინვე მიხვდა, რომ ეს ნარკოტიკი იყო. რამოდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია, ბიჭმა კი სარკიდან ამოხედა ცივი ღიმილით. -მე ამას არ შევიყნოსავ. -კატეგორიული ხმით წარმოთქვა გოგონამ. -შენი ნებაა. -მშვიდად უპასუხა ბიჭმა და ფხვნილი შეიყნოსა. შემდეგ, თავი უკან გადააგდო და ხმაურით შეისუნთქა კიდევ ერთხელ. -რაში გჭირდება ეს ყველაფერი? ნუთუ რეალობისგან გაქცევა ასე ძალიან გინდა? ბიჭმა გამოხედა, თავიდან ფეხებამდე შეათვალიერა გოგონა და ენა კბილებში აატრიალა. -საღ გონებაზე, შენ ვერ გიყურებ. -მშვიდად მიუგო მან, შემდე კი ქაღალდი დაკეცა და ისევ ჯიბეში ჩაიდო. -დავიჯერო, ის ქერა ლამაზი იყო? -წამოსცდა ლეას. იოს კი ხმამაღალი ხარხარი აუტყდა და საპირფარეშოს კარისკენ დაიძრა. მას ლეაც გაჰყვა უკან. იოს ფეხებს უყურებდა და თავჩაქინდრული მისდევდა მას. მოცეკვავეთა ბრბოს შეერივნენ და იომ იგივე ქერას დაუსტვინა. ეს უკანასკნელი მაშინვე გამოექანა მისკენ და ახლა უკვე, ორნი მიჰყვებოდნენ ბიჭს უკან. რამოდენიმე წამში, იო ერთ-ერთი ოთახის კართან გაჩერდა. იქვე მდგარმი ორი შევერცხლილი კაცი, მაშინვე გამოეშურა მისკენ. მან კი ჯიბეში გადახვეული ფული ჩაუცურა მათ და რაღაც გადაუჩურჩულა. ამ უკანასკნელებს ღიმილი მოეფინათ სახეზე და თავი დაუქნიეს. იომ კარი გამოაღო და გოგონებიც მას შეჰყვნენ. ბნელ, წითელი მჟუტავი შუქით განათებულ ოთახში მოხვდნენ, სადაც ლეა საშინელ სცენას შეესწრო. ახალგაზრდებს ორგია გაემართათ, ოთახის შუაში მდგარ საწოლზე. კუთხეებიც არ გახლდათ თავისუფალი, ყველა თავისი საქმით იყო დაკავებული და საშინელი შეძახილები ისმოდა. ლეას გულის რევის შეგრძნება დაეუფლა და თვალები დახუჭა, ყურებზე ხელი აიფარა, რომ საშინელ ხმებს ვერ შეეღწიათ მის ცნობიერებაში, თუმცა მაინც არ გამოსდიოდა. იომ თავით ანიშნა ოთახის საწოლზე გამართული სცენის მონაწილეებს და ისინიც სწრაფად დაიშალნენ, კარისაკენ დაიძრნენ, თუმცა იომ ხელების აწევით დარჩენისაკენ აუწყა მათ. -ოთახი დიდია, ყველა დავეტევით. -თეატრალურად წარმოთქვა მან და ხელები ჰაერში აასავსავა. შემდეგ კი, ფეხსაცმელი გაიხადა, შავი გრძელი მაისური, რომელიც შუა ბარძაყებამდე სწვდებოდა, გადაიძრო და საწოლზე წამოდგა. მისი მიხვრა-მოხვრა, მოგაგონებდათ, რომ იო შოუს წამყვანი გახლდათ, მის ქვევით კი მაყურებელთა არმია იდგა. იომ მარჯვენა ხელი გულ-მკერდთან მიიდო და თავი დაუკრა დამსწრეთ. შემდეგ კი ლეას შეხედა და თითი დაუქნია მისკენ. ეს უკანასკნელი ადგილს შეეყინა, ვერ გაეგო რა გაეკეთებინა, როცა ქერა მაჯაში სწვდა და თითქმის ძალით აათრია საწოლზე. ოთახის დანარჩენი წევრები ინტერესითა და გარყვნილი ღიმილით შეჰყურებდნენ მათ. იო მუხლებზე დადგა და მასთან ერთად ქერაც. ლეამ ინსტიქტურად გაიმეორა მისი მოქმედება და ისიც მუხლებს დაეყრდნო. იოსა და ლეას შორის ქერა იჯდა, რომელიც ზურგით გოგონასკენ იყო, სახით კი იოსკენ. ბიჭი თვალს არ აშორებდა ლეას, შემდეგ კი ქერას სწვდა თმაში და თავი უკან გადაუწია, ენა ყელში ჩაუცურა, ლეა კი მხოლოდ იოს თვალებს ეჩეხებოდა, რომელიც ქალის ყელიდან, ზუსტად მისკენ იყო მომართული. შემდეგ კი, ქალმა იოს სხეულზე მოაბნია თავისი ურიცხვ კოცნათა დამაყრუებელი ხმა. ჩაუყვა ბიჭის მკერდს, მუცელს, სულ უფრო ქვევით მიიწევდა, იო კი ცივი ღიმილით შეჰყურებდა ლეას. ვერ გაეგო, რა დაემართა გოგონას იმ მომენტში, მაგრამ ვერ აიტანა ის, რომ იოს სხეულს სხვა ეპატრონებოდა. შემდეგ, თმაში სწვდა ქერას და სწრაფად მოაშორა მისი სახე იოს სხეულს. ქალის თავი მხარზე გადაიგო და ყურის ბიბილოზე ჩაასო ბასრი კბილები, ქერას კვნესა აღმოხდა და ხელები კეფაზე ჩამოუცურა ლეას. გოგონა იოს უყურებდა და თან მის ქმედებას იმეორებდა, ვნებიანად ჰკოცნიდა ქერას კისერში და ვნებააღძრულ კვნესას აყოლებდა. იომ ქალს ერთი ხელის მოსმით შემოახია ტანსაცმელი და მის მარცხენა მკერდს დაეწაფა, ლეამ სწრაფად ჩააცურა თავი ქერას მარჯვენა მკერდისაკენ და ტუჩებში მოიქცია, თან თვალებში უყურებდა იოს და გრძნობდა ბიჭის მზერისგან უცნაურ მუხტს, რომელიც სირცხვილის გრძნობას თანდათან უქრობდა მას. ლეა იოს ყოველ ქმედებას იმეორებდა, სრულიად გაშიშვლდა ქერა და მის სხეულს ორივე ურცხვად ეპატრონებოდა. იო ლეას თითსაც არ ადებდა, არც ლეა იოს. მათი სხეულის წერტილები მხოლოდ მათ შორის მოქცეულ ქალს ეტანებოდა. ლეამ საღი გონება მთლიანად დაკარგა და თავით გადაეშვა სიგიჟის გარყვნილ მორევში... როცა ყველაფერი მორჩა, ვერც კი გააცნობიერა გოგონამ, რომ თავადაც სულ შემოძარცვოდა ტანსაცმელი. მაშინღა იგრძნო სირცხვილის გრძნობა და მაშინღა გააანალიზა, რომ ოთახში მათთან ერთად ათამდე ადამიანი მაინც იყო. საწოლზე იოს შიშველ სხეულზე გადაფენილი ქერა ქალის სხეული დაინახა გოგონამ და თითქოს მეხსიარებამ უმტყუნა წამით. ვერ გაიხსენა რას აკეთებდა და სწრაფად დასწვდა ირგვლივ მიმოფენილ ტანსაცმელს. შემდეგ კი, ჩქარი ნაბიჯებით გაქანდა კარისკენ და უკან მოუხედევად გავარდა კლუბის შენობიდან. ტროტუარის კიდესთან ჩამოჯდა და თავზე იტაცა ხელი. ვერ იჯერებდა, რომ ამ დონეზე დაეშვა. ვერ იჯერებდა, რომ საკუთარმა პრინციპულმა და ამაყმა ბუნებამ უმტყუნა. ვერ იჯერებდა რომ ეს პატარა ბიჭი, ასე ძლიერად მოქმედებდა მის ფსიქიკაზე. მაშინღა იგრძნო გაუსაძლისი შიში საკუთარი მეობის დაკარგვისა. მაშინღა იგრძნო სულის ტკივილი და შელახული თავმოყვარეობა, თუმცა ტირილიც აღარ შეეძლო. მოუნდა გასცლოდა ამ სამყაროს, გადაკარგულიყო და რეალობას მოსწყვეტოდა. -ხალხს ყველაზე მეტად ახალი სიტყვის და ახალი ნაბიჯის ეშინია, საკუთარისაც კი. -მძიმედ დაეცა გოგონას გვერდით იო. ლეას მისკენ გახედვა არ უნდოდა, სირცხვილის გრძნობა ჭამდა. სისუსტის შიში იგრძნო, რომელსაც თითქოს ხორცი შეესხა და იოში განკაცებულიყო. -ახლა არაფერზე არ მინდა საუბარი. მარტო ყოფნა მინდა. -ძლივს მოაბა წინადადებას თავი ლეამ. -ვინც მეტს გაბედავს, ძლიერიც ის არის. ვისაც ყველა ფეხებზე ჰკიდია, მეფეც ის არის და ვინაც ეს ყველაფერი იცის და მოქმედებს, მართალიც ის არის. -მშვიდად წარმოთქვა ბიჭმა და იქაურობას გაეცალა. *** ლეამ კიდევ რამოდენიმე ხანი დაჰყო ტროტუარის პირას მჯდომარემ. შემდეგ კი, წამოდგა. ტაქსი გააჩერა და სახლში მივიდა. მთელი ღამე თეთრად გაათენა, თუმცა არაფერზე უფიქრია. ვერაფერს გრძნობდა, ვერც განიცდიდა და არც ძილი ერეოდა. ტანსაცმლით იწვა ლოგინში და ჭერს მიშტერებოდა. მეორე დღესაც ასე, გაშეშებული იწვა საწოლზე და როცა ტელეფონის წკრიალის ხმა გაიგო, მაშინღა გამოფხიზლდა. დახედა ტელეფონს, ფარული ნომერი იყო და მიხვდა, რომ პრეზიდენტის მანქანამ მოაკითხა. გოგონა არ ჩასულა. არც იმ დღეს, არც მეორე დღეს... დღეები გარბოდნენ, ამ ხნის განმავლობაში ერთხელ ესტუმრა მას ნიკოლოზი, თუმცა სიტყვა ვერ ათქმევინა ლეას. გივის ზარებიც არ წყდებოდნენ მის ტელეფონში, თუმცა ეს უკანასკნელი არ პასუხობდა. არავის ნახვა სურდა და არც არაფერზე ფიქრობდა. მადაც დაეკარგა, წყურვილსაც ვერ გრძნობდა, დღეში მხოლოდ რამოდენიმეჯერ მოსვამდა წყალს. ძალა სულ დაეკარგა, თავბრუს ხვევას გრძნობდა, თვალთ უბნელდებოდა შიმშილობისგან და მაშინღა მოეგო გონს. მიხვდა, რომ თავს უნდა მორეოდა და დეპრესიაში არ ჩავარდნილიყო. ერთი კვირის თავზე, გივი თავად ესტუმრა მას. გაცოფებული იყო, თუმცა მაქსიმალურად ცდილობდა სიმშვიდე შეენარჩუნებინა, როცა გოგონას გამოფიტული სხეული და ჩაშავებული თვალები დაუხვდა. -პრეზიდენტი თავად შემხვდა, თურმე ერთ კვირაზე მეტია, აღარ დადიხარ იოანესთან. -ნაძალადევი სიმშვიდით საუბრობდა კაცი. -მას არ სურს ჩემთან თანამშრომლობა. -ნუ მაფიქრებინებ, რომ სუსტი ფსიქოლოგი ხარ, ლეა. პრეზიდენტი რომ გადამამტერო, იცოდე სამსახურს დაემშვიდობე. -მუქარანარევად წარმოთქვა კაცმა. ლეას თვალები გაუფართოვდა ამის მოსმენისას. -დღესვე მიხვალ და გააგრძელებ სეანსებს. მე ვუთხარი, რომ ავად იყავი და მაგის გამო ვერ მიდიოდი. ყალბი ცნობაც კი გავამზადებინე, წარმოგიდგენია? -თვალები დაქაჩა კაცმა. ლეამ თავი ჩახარა, არაფერი უპასუხა გივის. თავს კი საშინლად გრძნობდა, უსუსურად. ცხოვრებაში პირველად იგრძნო გამოუვალი მდგომარეობა და სირთულის შიში. გივიმ ერთხანს შეიცადა, შემდეგ კი კიდევ ერთხელ დაუქნია თავი მუქარანარევად და სახლი დატოვა. ლეა აბანოში შევიდა, ცხელ წყალში ჩაესვენა და მდუმარედ გაატარა თითქმის საათზე მეტი. სიკვდილზე მეტად აშინებდ იოს ნახვა, მაგრამ კარიერა ჯერ კიდევ ფასობდა მისთვის იმდენად, რომ შიში დაეძლია. ისევ მოემზადა, ჩაიცვა თავისი ყოველდღიური საქმიანი ფორმა, მაგრამ არაკომფორტულად იგრძნო თავი. იცოდა რომ ეს სამოსი ვეღარ ნიღბავდა მას, იოს წინაშე მაინც დამცირებული და სუსტი გამოჩნდებოდა. თავდაჯერებული თვალები ჩაუქრა თითქოს და მიხვდა, რომ მასში რაღაც მოკვდა და მის ადგილას ახალი აღმოცენდა. რაღაც უცხო, ჯერ კიდევ შეუცნობელი, თუმცა ისეთი, ფარულად რომ არსებობდა მასში და მდუმარედ იყო მთელი 25 წლის მანძილზე. მანქანამ მოაკითხა და უღიმღამოდ ჩაჯდა გოგონა შიგნით. გულის ცემა, პრეზიდენტის სახლთან მიახლოვებასთან ერთად, უჩქარდებოდა გოგონა, იოს ოთახის კართან მისულს კი ლამის კრუნჩხვები დაემართა. ერთხანს კართან იდგა მდუმარედ, თავს აიძულებდა, რომ დამშვიდებულიყო, შემდეგ კი ფრთხილად დააკაკუნა და გამოაღო. იო მაგიდაზე იწვა, ზურგით გადმოფენოდა მის კიდეს და ყირამალა შესცქეროდა ოთახში შესულ ლეას. ეს უკანასკნელი მაგიდას მიუახლოვდა და ჩამოჯდა. იო კი, რამოდენიმე წუთი ასე იწვა, შემდეგ კი, ისიც წამოჯდა მაგიდაზე და ლეას მოპირდაპირე სკამზე ჩასრიალდა. -დეპრესია გადალახეთ, ქალბატონო ფსიქოლოგო? -ირონიულად დაუსისინა ბიჭმა. -არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც შეზღუდულები არიან. კომპლექსები ჭამთ და ამის გამო მთელს ქვეყანას ადანაშაულებენ. ამოიცანი შენი თავი? -მშვიდად შეეკითხა ლეა. -ვერა. -მოკლედ მოუჭრა მან. -მაშ, რას დაარქმევ შენს ქმედებებს? -ჩემი ქმედება პროტესტია, ადამიანთა სულმდაბლობის წინააღმდეგ. შენ კი, სხვის ჭკუაზე ჩანჩალი შეგიძლია მხოლოდ. აქამდე, ადამიანთა ჭკუაზე დაჩანჩალებდი, ახლა ჩემსაზე და დეპრესიაში ჩავარდი იმის გამო, რომ ცხოვრებაში ერთხელ ჩაიდინე ის, რაც ყოველთვის გინდოდა, მაგრამ ვერ აკეთებდი. -მერე და ვინ თქვა, რომ ადამიანმა ყველა თავისი სურვილი უნდა დაიკმაყოფილოს? თუკი თავის კონტროლო დაკარგე, გიჟი ხდები, შეშლილი და შენი სურვილები დაგატარებენ ყურით. -ჩემი სიგიჟე, სხვის ნორმალურობას ჯობს, რადგან პირველ შემთხვევაში თავისუფალი ხარ, მეორე შემთხვევაში კი, უბრალოდ თუთიყუში. -თავისუფლება ერთი შეხედვით მომხიბვლელად გამოიყურება, მაგრამ მასზე მტანჯველი არაფერი არსებობს. -მშვიდად წარმოთქვა ლეამ და უზარმაზარი სარკმლის იქით მომზირალ მარადმწვანე ნაძვებს გახედა. -შენ შენს მწუხარებაში იკარგები და არ იცი როგორ გამოხატო. -ისევ იოს გაუსწორა მზერა ქალმა, რომელიც სერიოზული გამომეტყველებით აშტერდებოდა მას. -ბედნიერი ხარ, იო? -რამოდენიმეწამიანი მდუმარების შემდეგ, იკითხა ლეამ. -ბედნიერება? ბედნიერების შეგრძნება სუსტი ადამიანების ხვედრია. იბრძოლო იმისთვის, რომ ბედნიერების წამიერი განცდა დაგეუფლოს, მეორეს მხრივ წამიერად ისეთი რამ ჩაიდინო, რომ უბედურების შეგრძნებამ მოგიცვას. ბედნიერება უბედურების გარეშე არ არსებობს და არც უბედურება არსებობს ბედნიერების გარეშე. მაინც, რაშია სხვაობა? -პასუხი არ გაქვს? -პასუხი არ არსებობს. არცერთ კითხვაზე არ არსებობს ზუსტი პასუხი. -შენს აღმზრდელებზე რას მეტყვი? შეგიძლია, კარგი მოგონება გაიხსენო? ან ცუდი? იოს ზიზღი მოეფინა სახეზე და ტუჩები აუთამაშდა. -არაფერი მახსენდება. -მოკლედ მოუჭრა მან. -ყველაზე საშინელი ოჯახისგანაც შეიძლება კარგი მოგონება გაგაჩნდეს, თუკი ძიების უნარი გაგაჩნია. -სურვილი არ გამაჩნია. -მაშ, რატომ? შენს ქმედებებს რაიმე აზრი ხომ უნდა ჰქონდეს? ბიჭს სახეზე ირონიული ღიმილი გადაეკრო, რომელიც თითქმის შეუმჩნეველი გახლდათ, თუმცა ლეასთვის ყოველთვის შესამჩნევი იყო. -არავითარი. სწორედ ამაშია მთელი აზრი. -ცივი ღიმილით წარმოთქვა ბიჭმა და ქვევიდან ახედა ლეას. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.