შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სველი იასამანი [4]


13-05-2017, 23:03
ავტორი მარრიამი
ნანახია 7 459

თვალების გახელისთანავე თავის ტკივილს ვგრძნობ.
ჩემს ოთახში ვარ, ჩემს საწოლზე, ტუმბოზე მინერალური წყალი დგას, მეღიმება. ადგომა მინდა, მაგრამ ვერ ვდგები. თავი საოცრად მაქვს დამძიმებული და როგორც კი წამოვიწევი, მაშინვე ისევ ბრუნვას იწყებს.
ჯანდაბა! რა მინდოდა.
ალბათ ნახევარი საათი მაინც გაუნძრევლად ვწევარ და ვცდილობ დავაიგნორო ჩემს სხეულში არსებული არასასიამოვნო შეგრძნებები.
ხელს ბოთლისკენ ვიწვდი და ვიღებ, მაგრამ რაღაც ვარდება იატაკზე.
ოღონდ ახლა გადავრჩე და წვეთს აღარ დავლევ! კარგი, სულ ცოტას დავლევ ხოლმე.
ვდგები, ფეხებს მაგრად ვაბჯენ იატაკს და კედელზე ერთ წერტილს ვაშტერდები. რომ ვხვდები შედარებით უკეთ ვარ, ძირსაც ვიხედები.
“ჩემთან ერთად რომ გაგეღვიძა, ისევ იტირებდი“ - ვკითხულობ ფურცელზე, რომელსაც იატაკიდან ვიღებ. მეცინება.
ჯანადაბა! მართლა იდეალურია.
მაგრამ მგონი მრცხვენია, არა, ნამდვილად მრცხვენია, გოგო რომ ამდენს დალევ, ბიჭის მოსავლელი რომ გახდები, ღმერთო, რა სირცხვილია.
სანამ მე ჩემი ფიქრებით გართული უფრო და უფრო საცოდავ სახეს ვიღებ, ტელეფონზე მოდის შეტყობინება: „იასამნისფრად გათენდა.“
აი, ისევ!
შარში ვარ!
„ან უფრო ლოთურად“ - ვპასუხობ და მეცინება.
„მაცივარში მინერალური წყალია.“
„იდეალურობამდე აღარაფერი გაკლია.“
„შენ ისედაც არ გაკლდა.“
იცით რა გრძნობაა ერთიანად რომ ტრიალდება ყველაფერი? გული რომ აღმა-დაღმა დარბის თითქოს, უჰაერობის გამო ღმად რომ სუნთქავ და მუცლის კუნთებიც კი გეწვის ვერ-გამოთქმული ემოციებისგან. ვეღარაფერს ვწერ, ვეღარაფერს ვპასუხობ, გაღიმებული ვუყურებ ეკრანს და ვერ ვხვდები რას ვგრძნობ, სახელს ვერ ვარქმევ.

შუადღისთვის ლენკა მირეკავს წამებულის ხმით.
- შანსი არ გაქვს ლენკა, ვერ გამოვალ.
- კაცი ვერაფერში გამოგიყენებს რა - წუწუნებს.
- აუ ქმარი ხომ გყავს? რატომ არ მეშვები? მოგხედოს მაგან რა - ისედაც თავი მისკდება და ახლა კიდევ მისი წუწუნი.
- ხვალ დაბადების დღე აქვს ქმარს.
- ისე ძაან ბოთეები ხართ რა, ხვალ უნდა გადაგეხადათ ქორწილი.
- ხო, კარგი, შენ ჭკვიანი ხარ, ხვალ საღამოს მოდიხარ უეჭველი.
- ეგ ხო ისედაც ვიცოდი. ლენ წავედი და, უნდა დავიძინო.
- წაი, წადი, მაგრამ ვიცი, რომ სახლამდე დათამ მიგიყვანა - ფხუკუნებს, მეც მეცინება და ვუთიშავ.

დათა, დათა, დათა - მგონი გაცნობის დღიდან წამი არ ყოფილა მასზე არ მეფიქროს.
„რა ჰქვია იმსა, ადამიანის გარეშე ერთი წამიც რომ ვერ ძლებ?“ - ვერ ვხვდები რა ვუპასუხო.
„ეს შეჩვევაა, მიჩვევა“ - ვწერ ყველაზე ცუდ პასუხს, რაც შეიძლება ამ შეტყობინებას ვუპასუხო.
„სხვა არაფერი?“
„არ ვიცი.“
„კარგი, ერთად გავარკვიოთ, ეზოში საჩუქარია“ - რაო? საჩუქარი? თან ეზოში?
ვერც კი ვფიქრობ რა უნდა იყოს.
გულაჩქარებული კუს ნაბიჯებით მივიწევ აივისკენ..
ეზოში დანთებული გული? - შუადღეა, ბავშვურია და თან ბანალური.
ასფალტზე წარწერა? - ესეც ბანალურია.
ნახატი? - ამას კიდევ არაუშავს.
სერენადა? - არ არსებობს!
მანქანა? - ზედმეტად ძვირი საჩუქარია რამდენიმე დღის გაცნობილი გოგოსთვის.

აივანზე გავდივარ და ეზოში ვიყურები. დათა დგას, ცალი ხელით მანქანას ეყრდნობა, ჩემკენ იყურება და ისე მიღიმის, მე რომ მიყვარს, თვალები რომ უღიმის, თვალებით რომ მეფერება. მერე მარჯვნივ რაღაცას მანიშნებს და მხრებს იჩეჩავს.
გიგრძვნიათ უეცრად ცაში აჭრა? აი, ამ წამს რომ მიწაზე ხარ და მერე უეცრად ძალიან მაღლა აიჭრები, ამ „გზაზე“ რომ გული ლამისაა ამოგივარდეს, ადრენალინის მოზღვავებას გრძნობ და ამოსუნთქვას ვეღარ ახერხებ. ზუსტად ასე ვარ, გეფიცებით. მოაჯირს მღელი ძალით ვუჭერ ხელს, რომ წონასწორობა შევინარჩუნო. ვერც კი ვიფიქრებდი, გონებაშიც ვერ გავივლებდი, სახეზე ხელებს ვიფარებ და გიჟივით ვიცინი.

„ახლა არ იტირო რა“ - შეტყობინება მომდის და ახლა უკვე ხმამაღლა ვიცინი. თავს აქეთ-აქით ვაქნევ უარის ნიშნად.
ხო, საჩუქარი - საჩუქარი ჩემი სახლის წინ, ბაღშია, ხე, იასამნის ხე, აყვავილებული, ლამაზი, ღია იასამნისფერი - ლამისაა გავგიჟდე სიხარულით.

- გიჟი ხარ - ჩურჩულით ვამბობ და ღიმილს ვერ ვიკავებ.
„შენც გაგიჟებ?“ - მწერს და მიცინის.
„დაგიმახსოვრებია“ - თვალს ვუკრავ.
„მე ყველაფერს ვიმახსოვრებ.“

ამოდი-მეთქი ხელით ვანიშნებ და ისიც მოდის.
ღმერთო, წარმოგიდგენიათ? - იასამნის ხე, ჩემს ეზოში, ჩემი აივნის წინ, ჩემთვის, ყოველი გახედვისას რომ დავინახავ.
კარებს ვაღებ და ვუყურებ, მერე წამიერად ვიწევი მისკენ და აჟიტირებული ვეხუტები.

- მადლობა, მადლობა, მადლობა.
- აუ ხომ შევთანხმდით, რომ ამ ყველაფერს მადლობის გამო არ ვაკეთებ? - ხელებს მხვევს და თავზე მკოცნის.
- მაშინ - ვფიქრობ რა შეიძლება ვუთხრა - მაშინ, ყოველთვის ძალიან მინდოდა საკუთარი იასამნის ხე - მხრებს ვიჩეჩავ და მეცინება.
- ხოდა გაქვს, მხოლოდ შენთვის და მხოლოდ შენი.
- მართლა გიჟი ხარ - სახლში ვუშვებ.
- შეიძლება.
- ანუ აღიარებ?
- შეიძლება ვინმემ გიჟად ჩამთვალოს ერთი ღიმილისთვის რომ ყველაფერს ვაკეთებ - თვალებში მაშტერდება და თითით ძალიან ნაზად მეფერება ტუჩის კუთხეზე. ზღვის თვალებში ჩანს სითბო, რომელიც ყველაზე მეტია, სინაზე, რომელიც ყველაზე ძირფასია და ღიმილი, რომელიც ყველაფერს მავიწყებს.
- ყავას დალევ?
- შენ მოამზადებ? - იცინის.
- ნუ მახსენებ - მეც მეცინება.
- ახლა არ მითხრა, რომ გრცხვენია თორემ ძაან „გამიტყდება“ რა - ისე მიყურებს, რა ნამუსით უნდა ვუთხრა, რომ მრცხვენია.
- ვეცდები აღარ შერცხვეს - ვერც ვატყუებ.
- არ უნდა შეგრცხვეს - მიღიმის და მეც ყავისთვის მივდივარ.
ყავასთან ერთად შოკოლადს ვდებ მაგიდაზე და სავარძელში ვჯდები.
- მარტო შეჩვევა არაა.
- რაა?
- შეჩვევის წინ სურვილია მაკა, თუ არ გინდა, არ შეეჩვევი ადამიანს და თუ ეჩვევი, ე.ი. გინდა და რადგან გინდა, ე.ი. ამ ადამიანის მიმართ რაღაც სხვა ინტერესსაც გრძნობ.
- ძალიან დიდი და ჩახლართული წინადადებაა - ღელვის დაფარვას ვცდილობ.
- ლენკასთან უნდა ჩაგწერო რომანტიკის კურსებზე - სიცილით ამბობს და ყავას სვამს.
- მასე ნუ გამიმეტებ - სიცილითვე ვპასუხობ და ტელეფონს ვუყურებ - ახსენე და - ვანიშნებ - გისმენ ლენ.
- რას აკეთებ?
- ყავას ვსვამ.
- მარტო?
- არა.
- ჰა? თუ გაპატიო - იცხადებს.
- ლენ არ მცალია, სირცხვილია.
- მაგ სირცხვილის მიზეზს გადაეცი, რომ საღამოს ჩვენთან გელოდებით.
- აი ამიხსენით, ახალდაქორწილებულ წყვილს მარტო ყოფნა რატომ არ გინდათ?
- მარტოობასაც ვასწრებთ, შენ მაგაზე არ იდარდო - ხითხითებს და მითიშავს.
- ესეც ვერაა - მეცინება - საღამოს გელოდებითო - ვუხსნი დათას.
- იმდენად კარგები ვართ, ვერ ძლებენ ჩვენ გარეშე - იცინის.
- წარმოდგენები მკლავს.
- კაი, წავალ მაშინ და საღამოს გამოგივლი.
- კარგი - კარებამდე მივყვები, ლოყაზე მკოცნის.
- და შეჩვევაზე იფიქრე - თვალს მიკრავს, მიდის.

როგორ გინდა ბედნიერი არ იყო?
როგორ გინდა იფიქრო, რომ იდეალური არაა?
იდეალურია!

საღამოს არაფერი იცვლება, ამინდი კვლავ კარგია, არ წვიმს. მშვენიერ ხასიათზე მყოფი „იმ“ იასამნისფერ კაბას ვიცვამ, თმებს კოსად ვიწევ და ეზოში ჩავდივარ. ჯერ იასამნისკენ მივიწევ, სურნელით ვტკბები და მხოლოდ შემდეგ ვჯდები მანქანაში.

- ეე, ეს რა არის?
- რა? შეშინებული ვუყურები, სახლიდან გამოსვლამდე არაფერი მჭირდა.
- თმები, გაიშალე რა - ისე მეუბნება, თიტქოს სამყარო იქცევა ჩემი კოსით.
- გული გამისკდა - წუწუნით ვბრუნდები - გაშლილ თმებში მცხელა - თავს ვიმართლებ.
- მაკა - მიყურებს, მიღიმის - მერე ხელს იწვდენს და წამებში შლის ჩემს კოსას - ასე უკეთესია, უფრო შორს აღწევს შენი თმების სურნელი.
- კარგი - მხრებს ვიჩეჩავ - იყოს ასე.

საღამო ჩვეულებრივია, ჩვენებური, შინაურული, ბევრი მხიარულებით, გემრიელი სასუსნავბით და სითბოთი სავსე.

- ბევრი ხალხი გეყოლება ხვალ?
- არც ისე, მეგობრები მარტო, ახალგაზრდები რა - წარბებს ათამაშებს.
- ხო, შენი სამეგობრო ვიცი, ერთი ქორწილი გაიშლება ისევ - მეცინება და დივნის საზურგეს ვეყუდები.
- ქორწილშიც სამეგობრო და საახლობლო იყო მხოლოდ - დათასაც ეცინება, ისიც საზურგეს ეყრდნობა და ხელს დებს მასზე ისე, რომ მისი მკლავი მედება კისერზე. მალე ვგრძნობ როგორ მიცურებს თითებს თმებში და თამაშობს, მიბურდავს.
- რა ვქნა, ასეთი კარგი გყავართ, კომუნიკაბელური - თავს იქებს.
- არც ცოლის მოყვანამ გიშველა - ხელს იქნევს თაზო.

მხიარული საღამოს შემდეგ სახლში ვბრუნდებით. განსაკუთრებული არაფერი ხდება, ბაღში იასამანი იწონებს თავს და ცაზე მთვარე.

- კარგად - ღიმილით ვემშვიდობები და ლოყაზე ვკოცნი.
- ხვალამდე - თავს მიკრავს ოდნავ.

სახლში ასული აივანზე გავდივარ, ის ისევ იქ დგას, ნეკიდება, ხელს ვუქნევ და ოთახში შევდივარ.
დაძინებამდე ვფიქრობ რა ჩავიცვა ხვალ, საჩუქარიც საყიდელი მაქვს. ზედმეტად ჩახუთული ამინდია, ფანჯარას ვაღებ და ისე ვწვები. მაინც ვერ ვიძინებ, ვწრიალებ, ვერ ვისვენებ, რაღაც არ მასვენებს. ბოლოს ისევ ადგომას ვამჯობინებ, შუქს ვანთებ და ოთახში სიარულს ვიწყებ. ესეც მბეზრდება, ყავას ვაკეთებ, ყავიდან ჩაიზე გადავდივარ, მაცივარში სასუსნავებს ვანადგურებ, საშინელებაა უძილობა. შუაღამისას ლოგინის ბოლოში ვჯდები და გაღიზიანებული ვათამაშებ ფეხს.

„უძილობა ცუდია იმ შემთხვევაში, თუ ამის მიზეზი მე ან ჩემზე ფიქრი არაა“ - ვუყურებ, ვუყურებ, ვუყურებ და მეცინება.
„ე.ი. ცუდია.“
„გული მატკინე“ - მისი სახის წარმოდგენისას ისევ მეცინება.
საწოლზე ვწვები და ისევ ვაგრძელებ წერას.
„რას ვიზამთ.“
„არ შეგცივდეს.“
„შენ ისევ მითვალთვალებ.“
„არა, არ გითვალთვალებ.“
„აბა? გრძნობ?“
„შენც დაგიმახსოვრებია.“
„ყველაფერს ვერ, მაგრამ ბევრ რამეს ვიმახსოვრებ.“
„დაიძინე, გათენება ხვალაც გეყოფა.“
„შენ?“
„მეც დავიძინებ, მხოლოდ თქვენს შემდეგ.“
„კარგი.“
„გინდა საჩუქარზე ერთად გავიდეთ?“
„მინდა.“
„ხვალამდე.“
„ძილინების.“
„იასამნისფერი სიზმრები.“

ნუთუ ეს მჭირდებოდა? ერთი წვეთი სითბო, ერთი წვეთი ყურადღება და ბევრი რამ გულში.
დილა ისეთივე ლამაზი არაა, მზე არსად ჩანს, ღრუბლები ფარავენ, ასე მგონია უკვე საღამოა.
ყავას ვამზადებ და ისევ საძინებელში ვბრუნდები. საწოლში ყავა კიდევ უფრო გემრიელია.

„სურნელმა წხვირი ამწვა, გემრიელად მიირთვი.“
„მართლა მითვალთვალებ?“ - სწრაფად ვდგები, ფანჯრიდანაც ვიხედები, აივანზეც გავდივარ.
„გგრძნობ, მაკა.“
„გიჟი ხარ შენ და მაშინებ უკვე.“
„კაი? მართლა? გეხუმრე.“
„მეხუმრე?“
„გეხუმრე, უბრალოდ მგონი დაემთხვა და სიმართლე გამოვიდა.“
„მე კი შემაშინე და.“
„არ მინდოდა, ორ საათში გამოგივლი და გავიდეთ საჩუქარზე.“
“კარგი.“

საჩუქრის შესარჩევად ერთად მივდივართ. დილის შემთხვევის გამო ბოდიშს მიხდის. მე საათს ვარჩევ, ის სუნამოს.

- ყავაც რომ დაგველია სადმე?
- კარგი, დავლიოთ - ცხელი ყავა ნამდვილად არ მაწყენს.

ვსხედვართ საოცრად მყუდრო გარემოში და ვსვამთ ცხელ ყავას. მიყურებს და მიღიმის, მათბობს, საოცარ ემოციებს ასხივებს მისი თვალები. არაფერს ამბობს, უბრალოდ მიყურებს, უბრალოდ მსწავლობს და ეს სიჩუმე უხერხულობას სულაც არ ქმნის.
იცით რა არის ყველაზე კარგი?
ვუყურებ ზღვისთვალას და მის თვალებში მართლა ვხედავ ზღვას, სითბოს ზღვას. ვიკარგები და თითქოს არც მინდა ამ ლაბირინთიდან გამოსვლა.

- შენი უბრალოება მაგიჟებს.
- ანუ? - ახლა მე ვაკვირდები.
- ყველანაირად, გარეგნობით დაწყებული, ხასიათით დამთავრებული - სერიოზულია.
- მადლობა - ვიფერებ.
- ვერც კი ხვდები როგორი სხვანაირი ხარ.
- გავწითლდები - მეცინება.
- გაწითლდი, ეგეც ბუნებრივი იქნება.
- წავიდეთ კარგი? მოსამზადებელი ვარ საღამოსთვის, არ დაგვაგვიანდეს.
- წავიდეთ, მაკა, წავიდეთ.

გზაში ხმას ისევ არ მცემს, მგონი ცოტა ვაწყენინე, ისე უბრალოდ შევხვდი მის ნათქვამს, არადა მე ხომ ვიცი, რომ ასე არ იყო? მე ხომ ვიცი რამხელა ბედნიერება იყო ამ სიტყვების მოსმენა? ემოციების გამოხატვის ნიჭით დაჯილდოებული არ ვარ, შინაგად ვისვები და მთლინად ჩემში ვტოვებ. ამასაც ვისწავლი ალბათ.
_____
ესეც მეოთხე.. ვიცი, რომ პატარა თავია, მომიტევეთ.. შემდეგი თავი დასკვნითი იქნება და ამ თავში მეტს ვეღარაფერს დავწერდი.. ძალიან დიდი მადლობა თქვენიი შეფასებებისთვის, საოცრად ბედნიერს მხდის თითოეული კომენტარი.. მაქსიმალურად ვეცდები, რომ ბოლო თავმა არ დააგვიანოს და იყოს ისეთი, როგორიც მინდა, მობილიზება და დრო დამჭირდება ამისთვის..
მიყვარხართ მე თქვენ ძალიან <3



№1  offline მოდერი Maiaabuladze

მარიამ, მარიამ, მარიამ აი ხომ პატარა იყო მაგრამ ისე გამათბო რომ დამცხა კიდეც :დ
რა არ მესმის იცი ესეთ იდეალურ მამაკაცებზე ისტორიებს რომ ვკითხულობ ჩვეულებრივი ბიჭი როგორ უნდა მომეწონოს? :დ
მარიამ მე შენ მიყვარხარ, კიდე დათა ❤
ხო და თაზოს ვინმე ყავს? ეგეც მაჩუქე რა :დ

 


№2  offline წევრი Okokitsalright

უბრალოდ მიყვარს ეს მოთხრობა ! <3 ველი შემდეგ თავს <3

 


№3  offline მოდერი მარრიამი

Maiaabuladze
მარიამ, მარიამ, მარიამ აი ხომ პატარა იყო მაგრამ ისე გამათბო რომ დამცხა კიდეც :დ
რა არ მესმის იცი ესეთ იდეალურ მამაკაცებზე ისტორიებს რომ ვკითხულობ ჩვეულებრივი ბიჭი როგორ უნდა მომეწონოს? :დ
მარიამ მე შენ მიყვარხარ, კიდე დათა ❤
ხო და თაზოს ვინმე ყავს? ეგეც მაჩუქე რა :დ

მაიი, მადლობა ჩემო საყვარელო <3
სხვისთვის ჩვეულებრივი ბიჭი, შეიძლება შენთვის იდეალური იყოს და მოგეწონება <3
დათასაც უყვარხარ, მეც მიყვარხარ <3
ხო და თაზოს არავინ არ ჰყავს :D გაჩუქე :დ

Okokitsalright
უბრალოდ მიყვარს ეს მოთხრობა ! <3 ველი შემდეგ თავს <3

ძალიან დიდი მადლობა <3 ვეცდები არ დავიგვიანო

 


№4  offline მოდერი მარრიამი

ნონორე.
იასამნისფერი მხოლოდ ჩემი გოგოა.
იასამანი მხოლოდ მე დავურგე ეზოში.
იასამნის_ფერი კაბა მხოლოდ მე ვუყიდე დაბადების დღეზე.
იასამნის სუნიც მარტო ნინის აქვს.
იასამნისფერ გულებს მხოლოდ ის წერს
და სამყაოს იასამნისფერერად მხოლოდ ის ხედავს.
რატომ მეცილები ?
რა გინდა?
მყავს უკვე ერთი იასამანი
მაკაც შემაყვარო გინდა?
რატო მინგრევ ოჯახს ? : //
წავაკითხებ..
გაუხარდება ^

ძალიან მიხარია თუ გაუხარდება <3 მიხარია თუ თქვენ თქვენი იასამნისფერი გყავთ <3 ყველას თავისი იასამანი ჰყავს <3 ^_^

 


№5  offline წევრი Mariammmo

ეეე ნუ ექცევა ამ ოქრო ბიჭს ესე :(
კარგები არიან ძალიან <3

 


№6  offline წევრი londoni

სითბო, სიხარული, სიყვარული და ბედნიერება❤ ყველა თბილი და კარგი ემოცია ამ ერთ პატარა თავში იყო ჩატეული❤ ერთი ამოსუნთქვით და ღიმილიანი სახით წავიკითხე❤ ძალიან მომწონს და მიყვარს ეს მოთხრობა❤ დიდი მადლობა მარიამ, ასეთი თბილი და კარგი მოთხრობისთვის❤

 


№7  offline ადმინი მწარე

როგორი სააოცრებები არიაან როგორი კარგებიი
--------------------
ბედნიერება წვრილმანებშია

 


№8  offline მოდერი მარრიამი

Mariammmo
ეეე ნუ ექცევა ამ ოქრო ბიჭს ესე :(
კარგები არიან ძალიან <3

მადლობა <3 ოქროს ბიჭია მართლა :დ <3
londoni
სითბო, სიხარული, სიყვარული და ბედნიერება❤ ყველა თბილი და კარგი ემოცია ამ ერთ პატარა თავში იყო ჩატეული❤ ერთი ამოსუნთქვით და ღიმილიანი სახით წავიკითხე❤ ძალიან მომწონს და მიყვარს ეს მოთხრობა❤ დიდი მადლობა მარიამ, ასეთი თბილი და კარგი მოთხრობისთვის❤

ძალიან, ძალიან დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის <3
მწარე
როგორი სააოცრებები არიაან როგორი კარგებიი

ჩემი მწარე გოგო <3

 


№9  offline აქტიური მკითხველი La Llorona

ძალიან კარგია, მომეწონა
--------------------
M.D

 


№10  offline წევრი marikuna (1)

Velodebi shemdeg tavs ise maka ragacit mgavs

 


№11  offline მოდერი მარრიამი

La Llorona
ძალიან კარგია, მომეწონა

მადლობა საყვარელო <3
Mariiiiami
არვიცი ახლა რამდენად გამოვხატავ ჩემს გრძნობებს მაგრამ მთელი მოთხრობა იასამნისფერია ჩემთვის (ვგიჟდები მაგ ფერზე)

ყველაზე მაგარი შეფასება იყო! ეს ისტორია იწერება ზუსტად იმისთვის, რომ იასამნისფერი იყოს <3 მადლობა <3
marikuna (1)
Velodebi shemdeg tavs ise maka ragacit mgavs

ვეცდები მალე იყოს <3

 


№12  offline აქტიური მკითხველი terooo

შეიძლება ვინმემ გიჟად ჩამთვალოს ერთი ღიმილისთვის რომ ყველაფერს ვაკეთებ - თვალებში მაშტერდება და თითით ძალიან ნაზად მეფერება ტუჩის კუთხეზე. ზღვის თვალებში ჩანს სითბო, რომელიც ყველაზე მეტია, სინაზე, რომელიც ყველაზე ძირფასია და ღიმილი, რომელიც ყველაფერს მავიწყებს.
რა ძალიან კარგი ხარ..
ბედნიერდებიიი....

 


№13  offline მოდერი მარრიამი

terooo
შეიძლება ვინმემ გიჟად ჩამთვალოს ერთი ღიმილისთვის რომ ყველაფერს ვაკეთებ - თვალებში მაშტერდება და თითით ძალიან ნაზად მეფერება ტუჩის კუთხეზე. ზღვის თვალებში ჩანს სითბო, რომელიც ყველაზე მეტია, სინაზე, რომელიც ყველაზე ძირფასია და ღიმილი, რომელიც ყველაფერს მავიწყებს.
რა ძალიან კარგი ხარ..
ბედნიერდებიიი....

როგორ მიხარია ^_^ მაბედნიერებთ <3

 


№14  offline აქტიური მკითხველი terooo

დათა შემიყვარდა... სიგიჟემდეეე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent