შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იო (თავი 6)


14-05-2017, 20:47
ავტორი MoonDaughter
ნანახია 1 843

დღეები გადიოდა... ლეა ყოველ დღე დადიოდა იოსთან, თუმცა მათი დიალოგები ძალიან მოკლე იყო. ბიჭში რაღაც ახალი აღმოაჩინა ლეამ, მისი სითამამისა და სიგიჟის მიღმა იმალებოდა რაღაც დიდი, ფარული და შეუცნობელი, რომელიც იოს ყოველ დღე სხვადასხვანაირს ხდიდა. ერთ-ერთ სეანსზე, ბიჭმა ფარდები ჩამოაფარა ოთახს და სრულ სიბნელეში გაიარა მთელმა სეანსმა, მიზეზად კი იომ უბრალოდ სიბნელეში საუბრის სურვილი მოიყვანა. ბნელში გატარებული სეანსები დაახლოებით 5 დღეს გაგრძელდა, შემდეგ უკვე ბიჭმა ისურვა, რომ ლეასთან ძალიან ახლოს დამჯდარიყო და ისე ესაუბრათ. ეს უკანასკნელი კი ყველანაირ შანსს იყენებდა, იოს ყველა ახირებას თანხმდებოდა, რომ მისგან რაღაც ახალი გაეგო. თუმცა აღსანიშნი გახლდათ, რომ ლეასთვის შეუმჩნევლად, თავად გოგონაც იცვლებოდა იოსთან ერთად. თითქოს მისი ესმოდა კიდეც... სახლში დაბრუნებული, ღამე ქუჩაში დაეხეტებოდა და ადამიანებს აკვირდებოდა. შეამჩნია, რომ მართლაც ჩარჩოებში იყვნენ მოქცეულნი და მართლაც ვერ იყვნენ ისინი, რაც რეალურად სურდათ, რომ ყოფილიყვნენ. საკუთარი თავიც მოაქცია მათ შორის. შემდეგ, იოს სიტყვებზე დაფიქრდა, როცა სარკესთან იდგა და თავის თავს აკვირდებოდა. ადამიანმა ტანისამოსიც კი დაყო ხასიათებად და კლასებად. ის კი თავს თავდაჯერებულად გრძნობდა თავის საქმიან ფორმაში და ეს იმას ნიშნავდა, რომ ის საზოგადოების გავლენისა და აზრის ქვეშ მოექცა. იო კი თავისუფალი იყო და რატომ თვლიდნენ გიჟად მას, თუკი სხვის ჭკუაზე სიარული არ მოსწონდა? ფიქრობდა ლეა, გაუთავებლად ფიქრობდა და ვერც ამჩვენდა, რომ ამაზე ფიქრიც კი იმას ნიშნავდა, რომ შეიცვალა. მაშინ თუ, 3 კვირის წინ, იოს საუბარი და ქმედებები აღიზიანებდა, ახლა ესმოდა მისი და მეტიც, თითქოს ამშვიდებდა მასთან სიახლოვე.
ნიკოლოზი ისევ მოდიოდა მასთან, მაგრამ ლეას აღარ ესმოდა მისი, თითქოს. უსმენდა, მაგრამ ვეღარ იგებდა, უყურებდა, მაგრამ თავს უცხოდ გრძნობდა მასთან. ეს უკანასკნელი კი ცდილობდა მის გატყდომას, ცდილობდა მისგან მიზეზი გაეგო შეცვლის, მაგრამ სიმართლე ის გახლდათ, რომ ლეა მეტად ვეღარ გატყდებოდა, ლეა უკვე გატეხილი იყო. ის უკვე თავის თავს ემგვანებოდა, ყველაზე დაუჯერებელი კი ეს არის. როცა საკუთარ თავს ემგვანები, არავის სჯერა შენი, გიჟს გეძახიან. ნორმალური კი მაშინ ხარ, როდესაც სხვებისგან არაფრით გამოირჩევი. ერევი საზოგადოებში, ერევი ბრბოში და იმდენად ემგვანები მათ, რომ ვეღარც კი გამჩნევენ. სულ რომ ქვეყანა დააქციო ყვირილითა და ძახილით, ვერავინ გაგიგონებს, ვერავინ გაიგებს თუ რა იმალება ამ დამაყრუებელი გამოძახილის მიღმა, რადგან არ ესმით, რადგან არ იციან, რადგან საკუთარ თავსაც კი არ უსმენენ.

ლეა ფარულ შიშს გრძნობდა ყოველი სეანსზე მისვლის წინ, თუმცა ვერ ხვდებოდა ეს რისი შიში იყო, იოსი თუ საკუთარი თავის?! მასთან მუშაობის თვე იწურებოდა, ბოლო კვირის თავზე კი იო ოთახში არ დახვდა გოგონას. არც ნელიმ იცოდა მისი ადგილსამყოფელი და ლეას მოუწია, რომ სახლში დაბრუნებულიყო. ჯერ საღამოს 8 საათი იწურებოდა, მაგრამ საკმაოდ შებინდებულიყო. სახლში ვერ გაჩერდა ლეა, ზღვის სურნელის შეგრძნება და ნახვა მოუნდა. ისევ თავისი ფორმა ეცვა, თუმცა ტერფები გაითავისუფლა არაკომფორტული ფეხსაცმლისაგან, მარჯვენა ხელში მოიქცია და ნელა გაუყვა ზღვის ცარიელ ნაპირს. იმ მომენტში, სრულიად დაასვენა გონება ფიქრისაგან და ზღვის ყურებით ტკბებოდა. ვერც კი გააცნობიერა, ისე მოშორდა ქალაქთან ახლოს მდებარე ნაპირს და მაღალი ქვებით გარშემორტყმულ ადგილზე მოხვდა. უკვე გვარიანად შეღამებულიყო და კარგად ვერ გაარჩია, თუ სად იყო. ძალიან მშვიდად და მყურდოდ იგრძნო ლეამ თავი ამ დგილას. თითქოს უზარმაზარი ქვის ლოდებით დაცული პატარა ნაპირი, მასაც იცავდა და სულს უმშვიდებდა.
ნაპირთან ჩამოჯდა ლეა, ღრმად ჩაეფლო ქვიშაში და მის წინ გაშლილ მდუმარე ზღვის მშვიდ ბუჟბუჟს უსმენდა. რამოდენიმე წუთი გაატარა ასე, მდუმარედ და შემდეგ, შეამჩნია მისგან მოშორებით, ზღვასთან უფრო ახლოს მბჟუტავი წითელი წერტილი და მისგან ამომავალი იისფერი კვამლი. სხეული ვერ გაარჩია სიბნელეში გოგონამ, მაგრამ რატომღაც შიში იგრძნო და სწრაფად წამოდგა. გადაწყვიტა, შეუმჩნევლად გაპარულიყო იქედან

-დამდევ? -ზურგს უკან მოესმა გოგონას ნაცნობი, ბოხი ხმა და მაშინვე შედგა.
ლეას ბევრი არ უფიქრია, სწრაფად დაიძრა ზღვის ნაპირისაკენ და ჯერ რამოდენიმე წამი თავზე წამოადგა იოს, შემდეგ კი მის გვერდით დაჯდა. ბიჭი ისევ ზღვას უყურებდა და მდუმარედ იჯდა. რამოდენიმეწამიანი მყუდროების შემდეგ კი, გამოხედა მას. ფეხები მოხრილ მუხლებზე შემოეწყო, გაუთავებლად უშვებდა პირიდან იისფერ კვამლს, თუმცა ლეას აღარ აბოლებდა სახეში.
-მომწონს ეს ადგილი. -დამთბარი ხმით წარმოთქვა ლეამ და ღრმად შეისუნთქა ზღვისაგან ამლაშებული ჟანგბადი.
იო კი მდუმარედ იჯდა და ხმას არ იღებდა. არც ლეას აწუხებდა მისი მდუმარება და ეს სიჩუმე ლამაზად მოეჩვენა. ორი ადამიანის მდუმარებაში დიადი აზრი დევს, მათ სულაც არ ჭირდებათ სიტყვები, თითქოს... რადგან, ისინი ერთმანეთის ფიქრებზე ფიქრობენ და ეს უფრო ბევრის მთქმელია, ვიდრე სიტყვები, რომელიც საერთოდაც ვერაფერს ამბობს, ზოგი ადამიანის შეგრძნებების გამოსახატავად.
-ყველა ადამიანს აქვს უფლება, გამოიყენოს საკუთარი თავისუფალი ნება, რომელიც დაბადებიდან მოგვენიჭა. მე მესმის შენი, მაგრამ არ მესმის რატომ იყენებ ამას სისასტიკისთვის? რატომ აძლევ საკუთარ ნებას ზიზღის უფლებას? იმასაც ვხვდები, რომ ჩემში ჩემი ბნელი ნაწილის გაღვიძებას ცდილობ, მაგრამ ვერ ვხვდები, რატომ? -დაარღვია სიჩუმე ლეამ.
-ეს ჩემი ბუნებაა, გავანადგურო ყველაფერი, რასაც შევეხები. გავანადგურო ყველა, ვინც შემიყვარებს, რადგან მეზიზღება ჩემზე შეყვარებული ადამიანები, მეზიზღება საკუთარი სხეული, მეზიზღება საჭმელი, რომელიც ამ სხეულს აჯანსაღებს, მეზიზღება ყველა და ყველაფერი, რასაც ჩემი თვალები ხედავენ. მე თავისუფლება მჭირდება, მე ციხეში ვარ, გისოსები კი ეს წყეული სხეულია, რომელიც ისე ჩამომაცვეს, რომ არ მკითხეს. მე ვგრძნობ საკუთარი სულის ძახილს, აქედან გაქცევა უნდა, გესმის? -გულზე ხელი მიიდო იომ და ლეას გამოხედა. -აქედან თავის დაღწევა სურს. ჩემი თავისუფალი ნება დაბადებსთანავე წამართვეს, რადგან მე არ მინდოდა ამ წყეულ სხეულში, არ მინდოდა ადამიანებს შორის მეარსება. არ მინდა მიჯაჭვული ვიყო მიწაზე, არ მინდა.
ლეა ერთხანს ჩაფიქრებული იჯდა, შემდეგ კი ენით ტუჩები გაისველა და ღრმად ამოისუნთქა.
-შენ თქვი, ვინც შემიყვარებს...
-ჰო, შენც გიყვარდები. -სიტყვა გააწყვეტინა ბიჭმა.
-საიდან მოიტანე, რომ მიყვარდები? -შუბლი შეკრა გოგონამ.
იოს კი ჩაეცინა კითხვაზე და სიგარეტს გაუკიდა.
-ჩემზე შეყვარებულ ადამიანებს, ხორცით ვგრძნობ. მაშინვე მატყობინებს, რომ უნდა მძულდეს. -თქვა ბიჭმა და კვამლით გაბურა მათ შორის მოქცეული სივრცე.
-მე შეყვარებული ვარ იო, მაგრამ ის შენ არ ხარ.
იომ სერიოზული გამომეტყველებით გამოხედა და სახე ოდნავ დაეჭყანა.
-ესე იგი, ჯერ ვერ გაერკვიე. -მოკლედ მოუჭრა მან.
ლეას ამაზე საუბრის გაგრძელება აღარ სურდა, რადგან პასუხის ეშინოდა თითქოს. მსჯელობაში დაბადებული ჭეშმარიტი აზრი აშინებდა ამ საკითხზე, თუმცა მაინც ეუცხოვა ეს ნათქვამი. იოს ერთი შეხედვით არაფერი ჰქონდა შესაყვარებელი, გარეგნობის გარდა, თუმცა ისეთ მუხტს ატარებდა, რომელიც მაგნიტივით მიიზიდავდა ნებისმიერს, ვინც მასთან საქმეს დაიჭერდა და ვერცერთი მის მიერ ჩადენილი სისაძაგლე ვერ დაგაშორებდა მასთან, პირიქით, რაც უფრო მეტს აშავებდა, უფრო გიზიდავდა, შენდაუნებურად.
-რატომ გეზიზღება შენზე შეყვარებული ადამიანები?
-უბრალოდ, მეზიზღება და მორჩა.
-კარგი. -ხვნეშით ამოისუნთქა ლეამ. -შენი სიტყვებიდან გამომდინარე, სიკვდილი უნდა გინდოდეს, თუკი ამ სამყაროსთან გაუცხოვებას გრძნობ, მაგრამ თავს ვერ იკლავ. ესე იგი, შენს ცხოვრებას უნდა ჰქონდეს აზრი, მიზანი.
-მაქვს კიდეც.
-რისი მიზანი გაქვს?
ბიჭმა ჯერ არაფერი უპასუხა, შემდეგ კი ხვნეშით ამოისუნთქა და ლეას გახედა.
-მხოლოდ დაფარულია უსაფრთხო. -უპასუხა მან და ფეხზე წამოდგა.
ლეაც ადგა მასთან ერთად, თუმცა ბიჭი სწრაფი ნაბიჯებით მიდიოდა და ლეას მცდელობის მიუხედავად, ვერ დაეწია მას.

***
მეორე დღეს არ მოუკითხავს პრეზიდენტის მანქანას ლეასთვის, რამაც ფრიად გააკვირვა და ამასთან, ააღელვა გოგონა, თუმცა გაიფიქრა, რომ თავად იო მოაკითხავდა, ღამით. წესით, ამის გამო უნდა აფორიაქებულიყო, რადგან იოს მოკითხვა, კარგს არაფერს ნიშნავდა, მაგრამ არ უგრძვნია შიში. მოემზადა კიდეც, საღამოს რომ დახვედროდა, მაგრამ ბიჭი არ გამოჩენილა არც იმ დღეს, არც მეორე დღეს. პრეზიდენტის მანქანაც აღარ აკითხავდა, არც გივის დაურეკავს მისთვის. ლეა აღელვებული იყო, არ იცოდა რა მოემოქმედებინა, ბოლოს კი გივისთან მისვლა გადაწყვიტა.

ნერვიულობას ვერ მალავდა უკვე გივის კაბინეტში მჯდომარე გოგონა, როდესაც ეს უკანასკნელი თითქმის 15 წუთი გაბმულად საუბრობდა ტელეფონზე და დროდადრო ხმამაღლა იცინოდა. მშვიდად სუნთქვაც კი აღარ შეეძლო გოგონას, იმდენად აღელვებდა ეს გაურკვევლობა, რაც მის თავს ხდებოდა. ბოლოს, როგორც იქნა გივიმ გაწყვიტა ტელეფონზე ლაპარაკი და მაშინვე დაუსერიოზულდა გამომეტყველება. ლეა ცნობისმოყვარედ შეაჩერდა სახეში მას.
-პრეზიდენტის მანქანა აღარ მაკითხავს, ბატონო გივი. -სწრაფად საუბრობდა გოგონა.
-ვიცი, შემატყობინეს. -მშვიდად მიუგო მამაკაცმა.
-რა ხდება? -გაწელილი ხმოვნებით იკითხა ლეამ.
-იოანემ სეანსების შეწყვეტა მოითხოვა, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ შესაძლოა გადაეფიქრებინა.
ლეამ შუბლი შეკრა და ოდნავ დამფრთხალი მზერით შეაჩერდა სახეში კაცს.
-რას ნიშნავს, სეანსების შეწყვეტა მოითხოვა. რატომ?
კაცმა ხვნეშით ამოისუნთქა და გამომცდელი თვალებით შეხედა ლეას.
-როგორც ჩანს, ამ ერთ თვეს ფუჭად ჩაუვლია, ლეა. ჯერ-ჯერობით, ვერაფერს მოვიმოქმედებთ, რადგან იოანეს სიტყვაზეა დამოკიდებული ყველაფერი. ამის შემდეგ კი, ბევრს ვიფიქრებ, სანამ ახალ დავალებას მოგცემ. -სიმკაცრეშერეული ხმით წარმოთქვა მამაკაცმა.
ლეას კი მისი ტონისთვის და ასევე საკუთარი კარიერის კითხვის ნიშნის ქვეშ მოქცევისათვის მნიშვნელობა არ მიუნიჭებია. საგონებელში ჩავარდა, რა მოხდა ისეთი, რამაც იოს მსგავსი ნაბიჯის გადადგმა მოაფიქრა. როგორ დატოვა გივის კაბინეტი აღარ ახსოვდა, მთელი გზა გაურკვევლად აცეცებდა თვალებს. მანქანა სამჯერ გადააყენა გზიდან, რადგან თვალთ უბნელდებოდა. ის შიში, რაც იოს კართან მისვლამდე ეუფლებოდა, უფრო გაუმძაფრდა გოგონას და მთელი მისი სხეული ამ გრძნობამ მოიცვა. ალბათ, იოს გაცნობის პირველ დღეებში, მისი ეს გადაწყვეტილება გაახარებდა, მაგრამ ახლა რაღაც შეიცვალა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ბიჭს თითქმის არაფერი ჰქონდა ნათელი, მთელი მისი შინაგანი სამყარო ბნელი ბურუსით იყო მოცული. მაინც რაღაც ჩასწყდა გოგონას, რაღაც ეტკინა შიგნით, რაც გაუსაძლისად ეჩვენებოდა.

იმ ღამეს, ნაცნობ კლუბს ესტუმრა, იოს ეძებდა. იკითხა კიდეც მიხეილი, მაგრამ არავინ იცოდა, სად იყო. ლეას კი უცნაურად აკვირდებოდნენ, თითქოს ამ სახელის ხსენებაც კი საკმარისი იყო მათთვის, რომ ასეთი გამომეტყველება მიეღოთ. ლეა ვერ წყნარდებოდა, აფორიაქებული იყო. პასუხი სჭირდებოდა, იოსგან მოსმენილი პასუხი უნდოდა, თუ რის გამო თქვა მან სეანსებზე უარი. სხვადასხვა კლუბებს სტუმრობდა ყოველ ღამე, შემდეგი ერთი კვირის განმავლობაში, მაგრამ ვერსად პოულობდა მას. პრეზიდენტის სახლში მისვლას კი ვერ ბედავდა.

ერთ საღამოს, ნიკოლოზი ესტუმრა მას და იმ ღამეს, ლეასთან დარჩა. საწოლში თავს არაკომფორტულად გრძნობდა გოგონა, მუდამ იოს სიტყვები აგონდებოდა, როცა უთხრა რომ საკუთარ გრძნობებში ვერ გაერკვია. ამიტომ თავს ძალას ატანდა, ამაზე გამარჯვება მაინც სურდა. თუ ამ ბიჭის ფსიქიკას ვერ მოერია, საკუთარი გრძნობები მაინც შეენარჩუნებინა. შეენარჩუნებინა კაცი, რომელსაც ერთი წელი ხვდებოდა და მისდამი გრძნობებს მოფრთხილებოდა, ამიტომ თავს მაქსიმალურად ატანდა ძალას და მთელი სხეულით ეკვროდა მის გვერდით მწოლიარე კაცს. ეს უკანასკნელიც გათამამდა, მთელ სხეულზე მოაბნია სველი კოცნა. ვნებააღძრული ეტანებოდა ქალის სხეულს და ლეაც თავს ძალას ატანდა, თუმცა რაც უფრო მეტად იწელებოდა დრო ფერებაში, უფრო და უფრო აღარ შეეძლო. ბოლოს კი, გულის რევის შეგრძნება დაეუფლა და მაშინვე მოსწყდა მამაკაცის სხეულს. მთელი ცხოვრების მანძილზე ნაგროვებმა დარდმა, ახლა გაიღვიძა მასში და ისტერიკული, ხმამაღალი ტირილი აუტყდა. ბალიშზე დამხობილი, მთელი ხმით ღრიალებდა და ზეწარს ცრემლებით ასველებდა. ნიკოლოზი სწრაფად გამოიხარა მისკენ და პატარა ბავშვივით დაუწყო ფერება, ლეას კი მისი შეხება აღიზიანებდა. ხვდებოდა, რომ ვერ იტანდა ამ კაცის შეხებას და ეს უფრო და უფრო იწვევდა ცრემლების ზღვას მის სახეზე.
-რა დაგემართა, ლეა? დამელაპარაკე. -თავზე უსვამდა ხელს ნიკოლოზი და სითბოშერეული ხმით ეკითხებოდა.
ლეა კი ტიროდა, გაუსაძლისად სტკიოდა რაღაც შიგნით და ვერ ხვდებოდა ეს რა იყო, ან არ უნდოდა მიმხვდარიყო. ნიკოლოზი ცდილობდა მოეთმინა, სანამ ლეა დამშვიდდებოდა, მაგრამ ეს უკანასკნელი დამშვიდების ნაცვლად, უფრო უმატებდა ტირილს. რამოდენიმეწუთიანი, გაუსაძლისი ღრიალის შემდეგ კი, ერთბაშად დამშვიდდა ლეა. თითქოს ტირილმა, ოდნავ ჩააწყნარა, მაგრამ მაინც ჭამდა შიგნიდან რაღაც. შემდეგ, საწოლზე წამოჯდა და თვალებდასიებულმა გახედა მის გვერდით წამომჯდარ ნიკოლოზს.
-მაპატიე. -წაიბურტყუნა მან.
-საპატიებელი არაფერი გაქვს, ლეა. უბრალოდ, დამელაპარაკე. რა მოხდა? ჩვენ საუკეთესო მეგობრებიც ვართ ყველაფერთან ერთად. ყოველი შემთხვევისთვის, აქამდე ვიყავით. -ბოლო წინადადება ყრუ ხმით წარმოთქვა მამაკაცმა.
-სათქმელი არაფერი მაქვს, უბრალოდ... -აკანკალებული ხმით ამოისუნთქა გოგონამ და ისევ მოაწვა ცრემლები თვალებში, ამიტომ სიტყვა ვეღარ დაასრულა.
ნიკოლოზმა კი კეფაზე მოჰხვია გოგონას ხელი და მხარზე დაადებინა თავი. ლეამ მაგრად დახუჭა თვალები, ვერ ეგუებოდა მის შეხებას, მაგრამ თავს ძალას ატანდა, რომ თავი არ დაეძვრინა. ეს უკანასკნელი კი მიხვდა, რომ ლეას საუბარი არ შეეძლო, ამიტომ ზედმეტი კითხვებისგან თავს იკავებდა.
რამოდენიმე წუთში კი ლეა სწრაფად წამოხტა საწოლიდან და თვალისდახამხამებაში ჩაიცვა. ნიკოლოზიც წამოდგა თვალებგაფართოვებული.
-რას აკეთებ, ლეა? სად მიდიხარ? -აედევნა უკან კაცი, მაგრამ ლეა თავქუდმოგლეჯილი გარბოდა სახლიდან და მამაკაცმა ჩაცმაც კი ვერ მოასწრო, ისე დატოვა გოგონამ სახლი.

მთელი ძალით აჭერდა ლეა ფეხს მანქანის გაზს და სწრაფად მიაქროლებდა. დაახლოებით ნახევარ საათში, ლურჯმა პეჟომ ნაცნობი კლუბის წინ დაამუხრუჭა. ლეა სუნთქვააჩქარებული შევარდა შიგნით და თვალებგაფართოვებული ეძებდა იოს მოცეკვავეთა ბრბოს შორის. რატომღაც, გული უგრძნობდა რომ იმ დღეს მას იქ იპოვნიდა. ჯერ ბართან მივიდა და ყველაზე მძიმე სასმელი შეუკვეთა. ტირილისაგან მისუსტებულ ორგანიზმს სწრაფადვე მოერია ალკოჰოლი და თვალები მიებნიდა.
-მიხეილი არ გამოჩენილა? -ნამთვრალევი ხმით შეეკითხა გოგონა ბარმენს.
-ცოტა ხნის წინ აქ იყო, ვხედავდი. -თავის ცეცება დაიწყო ბარმენმა და თვალებმოჭუტული იხედებოდა ლეას ზურგს უკან. -აი, იქ არის. -თავით ანიშნა ბოლოს გოგონას.
ლეა სწრაფად ჩამოძვრა ბარის სკამიდან და დაკვირვებული თვალი მოავლო მოცეკვავეებს. წამებში კი, იოც დაინახა. ისევ წითელი ტყავის სავარძელში იჯდა, სამ ნამდილოსანთან ერთად. ერთ-ერთი კალთაში ეჯდა და ყურში რაღაცას ეჩურჩულებოდა. ლეა სწრაფად დაიძრა მათკენ და რამოდენიმე წუთში თავზე დაადგა ბიჭს.
-საქმე მაქვს შენთან. -დასჭექა ლეამ.
იოს კი არც გაუხედავს, სიცილით ეჩურჩულებოდა რაღაცას მის კალთაში მჯდარ გოგონას. ლეას მოთმინების ფიალა თანდათან ეწურებოდა და თვალებდახუჭული, ღრმად სუნთქავდა რომ ნერვებს არ ემტყუნათ მისთვის. იო კი ზედაც არ უყურებდა მას. რამოდენიმეწამიანი გაუსაძლისი ლოდინის შემდეგ კი გოგონა მკლავში სწვდა იოს კალთაში მოკალათებულ ქალს და ფეხზე წამოაგდო. გოგონა სახეში შეაცხრა ლეას და ხელი ჰკრა, ლეამაც საპასუხო მუჯლუგუნი გააქანა მისკენ. ამაზე დანარჩენი ორი გოგოც წამოდგა და გააფთრებული სახით წამოადგნენ ლეას თავზე. ამ უკანასკნელმა მათ შორის იოს მზერა დალანდა, ცივი, უგრძნობი და კმაყოფილი.
-ახლავე მოშორდი აქედან! -დაუღრინა ერთ-ერთმა ლეას.
-მიხეილის ნათესავი ვარ და თუ პრობლემები არ გინდათ მასთან, თქვენთვისვე აჯობებს მომშორდეთ. -მშვიდად მიუგო ლეამ და პასუხს არც დალოდებია, ისე გაიარა მათ შორის.
ამ უკანასკნელებმა ჯერ ერთმანეთს გადახედეს, შემდეგ კი იოს, რომელიც მის თავზე წამომდგარ ლეას შეშტერებოდა. ბოლოს კი, წასვლა გადაწყვიტეს და ფრთხილად დატოვეს იქაურობა. იო ერთხანს შეუმჩნეველი ღიმილით ათვალიერებდა გოგონას ქვევიდან ზევით, შემდეგ კი, წამოდგა. მაჯაში სწვდა და შენობიდან გაათრია.
იქ ცივად შეუშვა ხელი ბიჭმა, ყურში გაჩხერილი სიგარეტი გამოიძრო და გაუკიდა, თუმცა სანამ ნაფაზს მოარტყამდა, ლეამ გამოგლიჯა პირიდან და თავად მოარტყა ღრმა ნაფაზი.
-რატომ თქვი სეანსებზე უარი? -გოგონა ნერვიულად საუბრობდა და წამდაუწუმ ისვამდა აკანკალებულ თითებს შუბლზე, პარალელურად სწრაფ-სწრაფად ქაჩავდა სიგარეტიდან ნაფაზებს.
იომ მშვიდად ამოიღო მეორე ღერი ტყავის ქურთუკის ჯიბიდან და გაუკიდა.
-სიცოცხლე მოგბეზრდა? -სახეში შეაბოლა იომ.
-კითხვაზე მიპასუხე!
-რა შენი საქმეა? შენი მოვალეობა შეასრულე და წადი, არ მჭირდები! -კბილებიდან გამოსცრა იომ.
-გჭირდები, ჯერ არ დამისრულებია. გჭირდები, ჯერ გჭირდები. -აკანკალებული, შეშლილი ხმით იმეორებდა გოგონა და მთელი ძალით ისრესდა სახეს.
-მე შენ გაგაფრთხილე. -ჩუმად წაიბურტყუნა ბიჭმა და ზიზღნარევი სახით დახედა ლეას.
-რა გამაფრთხილე?
-რომ ის არ დაგმართნოდა, რაც ახლა გჭირს. იმაზე სუსტი ყოფილხარ, ვიდრე მეგონე.
გოგონა თავისი მანქანისკენ დაიძრა და მას მიეყრდნო ზურგით. ძალა სულ გამოეცალა ფეხებში. მთელი სხეულით ცახცახებდა, შემდეგ კი გადმოიხარა, ხელის გულებით მუხლებს დაეყრდნო. იო ნელა მიუახლოვდა მას და ზევიდან დახედა.
-მახსოვს, ქალაქში რომ ჩამოვედი, იყო პერიოდები თეთრიც არ მქონდა. -კანკალშერეული ხმით დაიწყო ლეამ, ისე რომ არ გასწორებულა. -მციოდა, მშიოდა, ვსწავლობდი და ლექციების შემდეგ, ჩემსავე უნივერსიტეტში ტუალეტებს ვრეცხავდი შუა ხნის ქალებთან ერთად. მე მახსოვს სტუდენტების მზერა, ზოგის ჩუმი სიცილიც, მაგრამ მე გრძნობები მოვკალი. ამ წლებმა, მე მოთმინება მასწავლა და გავძლიერდი. შენ შეგიძლია ეს სისუსტედ ჩათვალო, მაგრამ მე ჩემით ავაშენე ჩემივე სიამაყე. მივხვდი რომ საკუთარი თავის დაფასებით, სხვასაც ვაიძულებდი ჩემს დაფასებას.
-ყველაზე ამაყიც კი ბოლოს ყველაზე საზიზღარი მონა ხდება ხოლმე. -ამრეზით დახედა იომ და კიდევ ერთი სიგარეტის ღერს გაუკიდა.
ლეა გასწორდა, ღრმად ამოისუნთქა და იოს თვალი თვალში გაუყარა.
-მე შენ არ მიყვარხარ, იო. აქ სწორედ ამის სათქმელად მოვედი.
-ჰოდა, წადი.
ლეა სწრაფად ჩაჯდა მანქანაში და ადგილს მოსწყდა. იო კი ერთხანს გაშეშებული იდგა. ერთ წერტილს მიშტერებოდა და უცნაური ღიმილი გამოჰკვეთოდა სახეზე, შემდეგ კი ადგილიდან დაიძრა და სიბნელეში გაუჩინარდა.



№1  offline მოდერი MoonDaughter

MoonLady
როგორ გითხრა, რომ სასაცილოდაც არ მყოფნის, რაც ლეამ თქვა ?))) ციკლი დაიტოტა, გალაბირინთდა და ვენაცვალე იოსპირველი ნაბიჯის გადადგმისთვის. ვერ გაძლებს ლეა იოს გარეშე. უბრალოდ ვერ. ვგიჟდები შენი წერის სტილზე....

ამის გარეშე, როგორ უნდა გაძლო. ან მასთან როგორ უნდა გაძლო, ან მის გარეშე?! მეორე მთლად უარესია :დდდ მიყვარხარ მე შენ <3

 


№2  offline მოდერი MoonDaughter

Lollipop :))
მგონია ციტატების გროვას ვკითხულობ. ყველა მეორე წინადადება რო გმოძღვრავს და რაღაცას გასწავლის. არანაირი ზედმეტობა, არანაირი გადამეტება. კარგი იყო ❤

უღრმესი, უდიდესი მადლობა <3 <3 <3 <3 heart_eyes

 


№3  offline წევრი SillyGirl

ძალიან კარგი თავი იყო.
ლეას ტრანსფორმაციაც საკმაოდ გამოჩნდა.
ვაი რომ სულ ტყუილად უთხრა იოს არ მიყვარხარო.
ხო ვიცი რიმ ვერ გაძლებს მაინც ?
კარგია მომწონს როგორც წერ.
ძალიამ მაინტერესებს ამის შემდეგ რა მოხდება
როგორ განვითარდება მოვლენები.

 


№4  offline წევრი Ponio

მიყვარს ეს მოთხრობა, ძააააალიან!

 


№5  offline მოდერი MoonDaughter

SillyGirl
ძალიან კარგი თავი იყო.
ლეას ტრანსფორმაციაც საკმაოდ გამოჩნდა.
ვაი რომ სულ ტყუილად უთხრა იოს არ მიყვარხარო.
ხო ვიცი რიმ ვერ გაძლებს მაინც ?
კარგია მომწონს როგორც წერ.
ძალიამ მაინტერესებს ამის შემდეგ რა მოხდება
როგორ განვითარდება მოვლენები.

მადლობა, ჩემო საყვარელო <3 მეც მაინტერესებს რა მოხდება, მხოლოდ დასასრული ვიცი ჯერ, წერის დროს ვიფიქრებ შუა სიუჟეტს :დდ <3 მადლობა კიდევ ერთხელ <3

Ponio
მიყვარს ეს მოთხრობა, ძააააალიან!

მადლობაააა <3 heart_eyes heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent