შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ასეც ხდება ხოლმე (27 თავი)


15-05-2017, 02:09
ავტორი tatiachelo
ნანახია 2 493

ნიკოლოზი ბანცალით წავიდა ნიდასკენ, გოგონამ ხელი შეაშველა მეუღლეს, რომ არ წაქცეულიყო და ღვინის ჭიქა ხელიდან გამოართვა.
-ზომაზე მეტი გაქვს დალეული.. უკმაყოფილოდ გააქნია თავი გაღიმებულმა..
-მე მეგონა.. მეგონა.. მეტყოდი რო... თვალების ფახუნით დახედა გოგონას.
-გეგონა გეტყოდი, რომ მიყვარზარ? ასეთი გონება დაკარგული, მთვრალი, აბლუყუნებული და საზიზღარი ნიკოლოზი? ხო მართლაც, რომ მიყვარხარ. ნიკა გოგოს მოეხვია..
-ღვინის სუნი აგდის.. ნიდამ ცხვირი შეჭმუხნა.
-შენ ქოქოსის სუნი გაქვს.. გაიცინა დვალმა და გოგოს ოდნავ მოცილდა თვალებში, რომ ჩაეხედა.რამდენიმე წუთი დუმილით უმზერდნენ ერთმანეთს.
-ჩემი სული ხარ.. ნიკოლოზმა ტუჩები შუბლზე მიაკრო და ძლიერად მოხვია ხელები მეუღლეს..
-ნიკა დამექცევა ეს ღვინო ასე. ხელში დაკავებულ ჭიქაზე მიანიშნა.
-იცი რაა?
-რა.? დაბნეულმა შეხედა ბიჭს.
-აი ამ ჭიქით.. მეუღლეს ჭიქა გამოართვა ნიკამ. -იმ ბედს გაუმარჯოს, რომელშიც ჩვენ ვეწერეთ. გაუღიმა გოგოს და ღვინოც გადაჰკრა. დაცლილი ჭიქა აივნის მოაჯირზე დადო.
-მიყვარხარ.. გაბედნიერებულმა ამოთქვა.
-მე კი მესიცოცხლევები.
-გეტყობა მთვრალი, რომ ხარ და საერთოდ რო ვერ ხარ.. გადაიკისკისა ნიდამ..
-შენი დამსახურებით ვერ ვარ.. გაუღიმა ცოლს
-ნიდ ქეთა უნდა გავიყვანო სახლში მე და გიკოს ყავს მაქსიმე. აივანზე გამოსულმა იომ ნიდას მიმართა.. უკან გაბრუნებას აპირებდა მისმა გონებამ ჩახუტებული წყვილის აღქმა, რომ მოასწრო.. ქარიშხალივით შებრუნდა უკან და ცოლ-ქმარს წინ აესვეტა.. -მოიცა თქვენ? აბჭყვიალებული თვალები ნიკოლოზს გაუშტერა. სიძევ შე ძველის ძველო.. მხიარულად დაჰკრა მთვრალ ბიჭს ხელი მხარზე.. დვალს გაეღიმა. ნიდმ მორცხვად ჩახარა თავი და ნიკოლოზს უფრო მაგრად მიეხუტა გულ-მკერდზე.
-აღარ მოხვალ? ჩუმად კითხა ძმას
-რას ქვია აღარ მოვალ ტო? თქვენი შერიგებაა თუ რაცაა ხო უნდა ავღნისნოთ სასტავმა. ქეთას მივიყვან და მოვალ.. თვალი ჩაუკრა წყვილს და აივანიც დატოვა.
-წამო შევიდეთ.. მაქსიმე იმ გიჟთან ერთადაა და უკვე შიში მიპყრობს.
-შესვლის რა გითხრა და აქედან გაპარვას კი შემოგთავაზებ. მთვრალი მზერით დახედა ცოლს..
-გაპარვის არსს ვერ ვხედავ... ტუჩები დაბრიცა ნიდამ და ქმარს ეშმაკურად ახედა..
-არსი? მაგალითად მაქსიმესნაირი მეორე.. ტუჩის კუთხე ჩატეხა და გოგონას მოწყვეტით აკოცა ტუჩებზე.
-ეხა მაგის თავი ნამდვილად არ გაქვს, ამიტომ ეგ მომავალში განვახორციელოთ. გაუცინა მთვრალს.
-ოჰ ნიდა.. თავი უკმაყოფილოდ გააქნია, ნიდას ხელი მოხვია და კარებისკენ დაიძრა.
-მოიცა ჭიქას ავიღებ.. უკან მიბრუნება სცადა ნიდამ , მაგრამ ნიკოლოზმა არ გაუშვა.
-იყოს მანდ.
შიგნით შესულები სასტავისკენ წავიდნენ.. ნიდამ გვერდით მჯდომ გიკოს მაქსიმე გამოართვა.
ნიკოლოზი ისევ ნიდას წინ მოთავსდა..
ომიკომ ძმას ღვინის ჭიქა მიაწოდა.
-აპ აპ აპ.. ნიკოლოზი აღარ სვავს...წარბები შეკრა ქალბატონმა, ფეხზე წამოდგა და ომიკოს თავზე დაადგა..
-მაზლო ადგილი გამიცვალე რა. გაღიმებული და ბედნიერი დააცქერდა ბიჭს.. დაბნეული ომო ფეხზე ადგა და სკამი გამოუწია გოგონას..
-მოიცადე.. გიკომ საჩვენებელი თითი ასწია ზევით.. -შერიგდით? ნიდამ თავი დაუქნია და ბედნიერ ნიკოლოზს ლოყაზე აკოცა.
-აუ ჩემი..გიკო ფეხზე წამოხტა.. დამისხი შენ კიდე ეს ღვინო.. მხარზე ხელი დაარტყა გუროს.
-ჩემი რძალი ხარ რა.. ომიკომ ნიდას ლოყაზე აკოცა და ყურში ჩუმად ჩასჩურჩულა -ჯიგარი ხაარო..
-ეეეე ჩვენი რძალიცაა. ფეხზე წამოდგნენ ბიჭებიც და ნიდას მოეხვივნენ.
-ჩემი დაქალია.. სიცილით ჩააკვეხა სიტყვა ანიმ და მეგობარს გადაეხვია..
-ჩემი ცოლია.. ყველას მოუჯოკრა ნიკამ..
-აქ რა ამბებია აბა? სასტავთან მოახლოებულმა ლუკამ იკითხა.
-შერიგდნენ. გურომ თვალით ანიშნა წყვილზე..
-ღადაობ? პირი ღია დარჩა ლუკიტოს. -აი ხო ვთქვი შერიგდებიანთქო?
-ეგ მე ვთქვი. დაჩიმ წარბ აწეულმა გახედა ლუკას.
-შენ სანამ იტყოდი მანამდე ვთქვი.. გამხიარულებული მიუახლოვდა ნიდას და თავზე აკოცა.. ნიკოლოზს კი მხარზე დაკრა ხელი და თავი კმაყოფილი ღიმილით დაუქნია.
ჩახუტებულები ისხდნენ და თვალს ადევნებდნენ მოცეკვავე წყვილებს. ნიკოლოზი ნაბეღლავის სმით ცოტა გამოფხიზლდა. ნიდას ხელში მოთვსებულ შვილს დახედა, რომელსაც დედის ხელებში მშვიდად ეძინა.
-ნიდ ჯობია სახლში წავიდეთ.. ღიმილით შეხედა გოგონას და ლოყაზე აკოცა. -ესეც ცოდოა ასე..
-იოს ვეტყვი და გაგვიყვანს..
-შენ იყავი მე დავუძახებ.
-არ მინდა დაძახება ეგერ ვარ.. გაკრეჭილი იოანე ნიდასთან მივიდა და მაქსიმე ფრთხილად აიყვანა ხელში.
ყველას დაემშვიდობნენ და რესტორნიდან ხელჩაკიდებულები გავიდნენ.. ნიდა უკან დაჯდა, იომ ჩაძინებული დიშვილი მიაწოდა და საჭესთან მოთავსდა. ნიკოლოზმა ნიდას გვერდით დაიკავა ადგილი და თავი მხარზე ჩამოადო. მანქანაში გამეფებული სიჩუმე იოანემ დაარღვია და მუსიკა ჩართო, დაბალ ხმაზე.
-მიყვარხარ. თვალებ დახუჭულმა დვალმა ამოთქვა და გოგონას ყელსი აკოცა. ნიდამ გაიღიმა და ტუჩები შუბლზე მიაკრო.
-ძაან დათვერი..
-გამოვფხიზლდები.
-გრილი შხაპი გიშველის.
იოანემ ავტომობილი სადარბაზოს წინ გააჩერა .
-იო ამო ცოტახნით და მერე წადი.. მანქანიდან გადმოსულმა ნიდამ ძმას გახედა.
-არა ნიდ.. მშობლები უნდა გავიყვანო სახლში და მივაკითხავ იმათ. ხვალ ამოგივლით..
-კაი მაშინ.. სახლში, რომ მიხვალ დამირეკე.
-კაი.. კარგად ნიკუშ. ხელი აუწია სიძეს.
-სპასიბა.. თვალი ჩაუკრა ბიჭს და ცოლს წელზე ხელი მოხვია..
სახლში ფრთხილად შევიდნენ.. ნიდამ მაქსიმე თავის საწოლში ჩააწვინა და მისაღებში გავიდა.. ქუსლიანი ფეხსაცმელი, რომელიც უკვე გაუსაძლისი იყო მისთვის, სწრაფად გაიხადა და იქვე მიყარა.
-ეგ კაბა ზედმეტად მოკლეა.. სამზარეულოდან გამოსულმა ნიკოლოზმა ცალი წარბი ზევით აწია..
-არც ისე. მხრები აიჩეჩა ნიდამ, კედელზე მიყრდნობილ დვალს მიუახლოვდა და ხელი ლოყაზე მიადო. ნიკას გააჟრჟოლა .. გოგონას ხელი თავის ხელში მოიქცია და ხელის გულზე აკოცა.
-რა არის არა ცხოვრება? თვალებ დახუჭულმა ისე ამოთქვა, რომ ტუჩებიდან გოგონას ხელი არ მოუცილებია. -ის წლები, რომელიც ერთად გავატარეთ არ მახსოვს, მავრამ გულს ახსოვხარ. ნახე როგორ ცემს. ნიდას ხელი გულთან დაიდო.. უბედნიერესი ვარ შენ რომ გხედავ, გეხები და გგრძნობ.
-ნიკოლოზ.
-არაფერი თქვა.. ეხა დავიძინოთ და ხვალ ვილაპარაკოთ. ნიდას სურნელი ფილტვებში ჩაუშვა და ოთახისკენ წავიდა ცოლთან ერთად.
-აბაზანაში შედი, წყალი გადაივლე... მე მანამდე მაქსს გამოვუცვლი ტანსაცმელს. კაი? ნიკამ უხმოდ დაუქნია თავი და გოგონას პირსახოცი გამოართვა.
აბაზანიდან გამოსულს ნიდა უკვე საწოლში დაწოლილი დახვდა, რომელსაც ჩაძინებული მაქსიმე ეწვა გვერდით.
-პატარა გოჭი. ჩაძინებულ შვილს აკოცა, თავის საწოლში ფრთხილად ჩააწვინა და ცოლის გვერდით მოთავსდა..
-ხვალ ნათიასთან ავიდეთ, მერე შენებთანაც გავიდეთ და დავიწყოთ ცოლ-ქმრული თანა ცხოვრება ახლიდან.
-ხვალ უნივერსიტეტში მივდივარ დილით..
-კვირას მეგონა ისვენებდი.
-ტურიზმის შესახებ არის ლექცია უცხოელი მოწვეული ლექტორები ატარებენ. მეც არ ველოდი კვირას, რომ დაამთხვევდნენ მაგრამ..
-კაი არაუშავს უნის მერე გავიდეთ. მეუღლეს ჩაეხუტა და თვალები დახუჭა. გოგონა გაიტრუნა და ნიკოლოზის ყელში ჩარგო ცხვირი..
დილით გაღვიძებულ ნიკოლოზს თავი უსკდებოდა. თვალები ძლივს გაახილა და მძინარე ცოლს გახედა, რომელსაც ტკბილად ეძინა.
-რა საყვარელი ხარ ტო.. თავისთვის ჩაილაპარაკა და ჩაიღიმა. ცოლს გემრიელად აკოცა ლოყაზე, მძინარე შვილსაც დახედა და ოთახიდან გავიდა. სამზარეულოში შებრძანდა, ბორჯომი გამოიღო მაცივრიდან და მოიყუდა. სიგარეტის ასაღებად ისევ ოთახში შებრუნდა.. სკამზე გადაკიდებულ შარვალს დასწვდა, ჯიბეში ჩადებული სიგარეტი ამოიღო და ფანჯარა გამოაღო.
-ნიკოლოზ ჩაიცვი რამე.. ნიდას ხმის გაგონებისას უკან მიბრუნდა.
-შენც მაგას გირჩევ, რომ მალე ჩაიცვა ან მაგ გამჭირვალე პენუარზე დროზე მოიცვა რაღაც.. თვალებში ჭინკები აუხტ-დაუხტა ვაჟბატონს.
-ნიკა მე სერიოზულად გეუბნები, კი არ ვხუმრობ.. მაქსიმეს დახედა ნიდამ და გაღიმებული გაემართა ქმრისკენ.
-არც მე ვხუმრობ.. ნახევრად ჩამწვარი სიგარეტი ფანჯრიდან მოისროლა, მოახლოებულ ცოლს ხელები წელზე შემოხვია და მის ბაგეებს დაეწაფა. ტუჩებით გოგონას ყელიც დალაშქრა, ყურის ბიბილოებზეც წაეტანა და ვნება აშლილმა გადააწვინა საწოლზე, მაგრამ მაქსიმეს ტიტინმა ხელი შეუშალა ცოლით ტკბობაში. ნიდა სიცილით წამოდგა ფეხზე და შვილთან მივიდა..
-კაი რა მამა.. კაი რა. საწყლად ამოიბუზღუნა და ლოგინზე გაიშოტა -მგონი ამ შენს სიყვარულში იმპოტენტი გავხდები..
-იმპონტენტიც მეყვარები.. გაიცინა ნიდამ
-ჯობია უიმპოტენტო გიყვარდე. წარბ შეკრულმა გახედა ცოლს.
-მობილური გირეკავს. მოზუზუნე მობილურს გახედა ბატონმა ნიკამ.
-მესმის, მაგრამ მაქსიმე მიკავია ხელში და ვერ ვუპასუხებ.. შენ აიღე. ნიკოლოზი საწოლიდან წამოდგა და ტუმბოზე დადებულ ტელეფონს დასწვდა. კბილები ერთმანეთს ძლიერად დააჭირა, როდესაც ეკრანზე დაწერილი ასოებით გეგა ამოიკითხა.. სისხლი აუდუღდა და ჩასისხლიანებული თვალებით გახედა ნიდას..
-ვინაა?
-გეგა მეტრეველი. ამოიღრინა და მობილურს უპასუხა. -გისმენ..
-მე ნიდა მინდოდა..მეტრეველი აშკარად არ ელოდა ბიჭის ხმას.
-ჩემი ცოლი, ჩვენს შვილს უვლის და არ ცალია ვიღაც ვიღაცეებთან საბაასოდ. კბილებში გამოსცრა გაღიზიანებულმა.
-ვა ნიკუს შენ ხარ.. აგდებით უპასუხა გეგამ და გაიცინა.. ნიკამ მობილური ყურიდან მოიცილა და ხელში დაატრიალა .. ხომ არ მომესმაო. გაცოფებული შეგინებას აპირებდა ნიდამ ხელიდან რო გამოსტაცა ტელეფონი.
-გისმენ გეგა.. გოგომ მაქსიმე ნიკას მიაჩეჩა რო დაწყნარებულიყო.
-ნიდ თხოვნა მაქ შენთან..
-მითხარი.. ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა გოგომ და გაცოფებულ მეუღლეს ნაძალადევად გაუღიმა.
- გარკვეული მიზეზის გამო ორი დღით მივდივარ ბათუმში, არადა უნის ბიბლიოთეკაში მაქვს მისატანი წიგნი და გთხოვ რა შენ მოგაწვდი და მიუტანე თორე დამბლოკავენ.
-არაა პრობლემა დღეს 12ზე უნდა ვიყო იქ და სადმე შემხვდი მაშინ.. ნიკა ვაფშე გაგიჟდა..
-შენ გოგო შოკში ხო არ ხარ? იღრიალა ნიკოლოზმა . ნიდამ ხელი ტუჩებზე ააფარა.
-აუ ჯიგარი ხარ ნიდ.. ეხა გამოვალ შენთან და მოგაწვდი .
-11ამდე გელოდები..
-კაი..
მობილური როგორც კი გათიშა ნიკას აალებულ თვალებს შეეჩეხა..
-გეგამ დამირეკა წიგნი უნდა გადმომცეს უბრალოდ.. სწრაფად მიაყარა სიტყვები ერთმანეთს..
-ვაააააა.. გადავჩენილვარ ხო იცი პაემანზე რო არ დაგპატიჟა.. ისე მაგას უნდა ველოდო ხო? მაქსიმე ლოგინზე დასვა და გოგოს ალმაცერად შეხედა.
-ნიკოლოზ.
-რა ნიკოლოზ? კედელთან მდგომ ცოლს მიუახლოვდა.
-ჯობია ჩაიცვა.. ნერწყვი გადაყლაპა და საცვლის ამარა მდგომ ბიჭს თვალი აარიდა.
-რა იყო გაწუხებ? ტუჩის კუთხე აუხტა, გოგოს უფრო მიუახლოვდა და ცხვირი ცხვირზე გაუხახუნა.
-აშკარად.. დაბნეულმა ძლივს თქვა.
-მე არ ვწუხდები რატომრაც. წარბი ზევით ასწია და ნიდას ზევიდან დახედა.
-არა? ეჭვნარევი ხმით კითხა
-არა.
-კაი.. პენუარი გადაიძრო ნიდამ. ნიკას ტუჩის კუთხეში გამეფებული ღიმილი სახეზე შეეყინა.. თვალებ ამღვრეულმა აათვალიერა "თითქმის" შიშველი სხეული .
-როგორც ჩანს ვიღაც ძალიან შეწუხდა.. გამარჯვებულმა ასწია ცალი წარბი და ბიჭს ხელები კისერზე მოხვია..
-თან ძაან. დაეთანხმა ნიკოლოზი და გოგონას ტუჩებს დაეწაფა.
ნიდა მოსცილდა დვალს და გაუღიმა..
-დროა ჩავიცვათ.
-რა დროს ჩაცმაა ესეც უნდა გავიხადოთ.. სუნთქვა გახშირებულმა ამოთქვა.
-რა უნდა გავიხადოთ ნიკა უნივერსიტეტში მეჩქარება, თან მაქსიმეა აქ..
-დავაძინოთ..
-შენ ვერახარ კარგად. ეხა გაიღვიძა რა უნდა დავაძინოთ? ქმარს მოსცილდა და შვილი ხელში აიყვანა. -წადი წყალი გადაივლე და გიშველის. გაუცინა ბიჭს.
-არ მიშველის. წარბები შეკრა, გარდირობიდან პირსახოცი გამოიღო და აბაზანისკენ გაემართა. -ასე უნდა მაწამო და იძიო შური ხო?
-უი რა ჭკვიანი ხარ. როგორ მიხვდი? ეშმაკურად შეხედა ქმარს.
-რა მიხვედრა უნდოდა? გაბრაზებულმა შეუბღვირა მოკისკისე ცოლს.. -რო გამოვალ ჩაცმული დამხვდი..
-ოქეი..
-ეგ რა ქართულია.. აბაზანაში შესული ისევ უკან გამოვიდა და ცოლს გახედა..
-კაი ხო ვიცმევ .
-ეგრე ჯობს. კიდევ ერთხელ აათვალიერ-ჩაათვალიერა "მადის აღმრძვრელი" სხეული და აბზანაში შებრძანდა..
ნიდამ ფანჯარა მიხურა, მაქსიმეს ტანსაცმელი ჩააცვა, მოაწესრიგა თვითონ ატლასის ხალათი მოიცვა და მისაღებში გავიდა "გოჭტან ერთად". მაქსიმე ხალიჩაზე დასვა და სამზარეულოში შევიდა.
-გეგმაში ჩაცმული უნდა დამხვედროდი.. ნიკოლოზის ხმა გაიგო და მისკენ მიბრუნდა.. ვაჟბატონი კედელს მიყრდნობოდა და სიგარეტს ეწეოდა..
-გეგმაში შენც ჩაცმული უნდა ყოფილიყავი . თვალით პირსახოცზე ანიშნა, რომელიც ნიკოლოზის ღირსებას ფარავდა.
-ჩავიცმევ ხო... ტიტველ სიარულს მაინც აზრი არ ააქვს. არაო და.. მხრები საწყლად აიჩეჩა.. ნიდას უკნიდან ჩაეხუტა, მარცხენა ხელი მუცელზე მოხვია და კისერში აკოცა.
-ნიკა ბევრს ეწევი.. ქმრისკენ შებრუნდა, მარჯვენა ხელით დაკავებული სიგარეტი გამოართვა და თვითონ დაიკავა.. -მიხდება ხო? სიგარეტის ღერი ტუჩებთან მიიტანა. დვალი უემოციოდ აკვირდებოდა ცოლის მოქმედებას, მაგრამ ტუჩებთან მიტანისთანავე ჩაუდგა თვალებში სიწითლე.
-სიგარეტი არავის უხდება.. ცოლს სიგარეტი ხელიდან გამოართვა და საფერფლეში ჩასრისა. -იცი რატომ ვეწევით? აი აკრძალული, რომ არის მაგიტომ. კიდევ იმიტო რო ვეჩვევით და კიდევ იმიტომ რო გვგონია მაგარი ტიპები ვართ სიგარით ხელში... ეგ ყველაფერი მამენტ მაგრად მარა შენ, რომ სიგარეტით ხელში დაგინახო მიგახრჩობ.
-კოცნით? თვალები გააფართოვა და სერიოზული გამომეტყველებით შეხედა ბიჭს.
-ოხ ნიდა.. ნერვიულად გაიცინა და გოგონა ჩაიხუტა.. -ნეტავ იცოდე რამდენად ხარ ჩემში შემოსული და გამჯდარი..თავზე აკოცა, ტუჩები საფეთქელზე მიაკრო და "ქოქოსის სურნელი" უფრო ღრმად ჩაისუნთქა.
-ნიკა ჩაიცვი მართლა... გაცივდები მასე.. მზრუნველად უთხრა და ბიჭს მოსცილდა.
-მაგრად მეზარება ეხა იმ კოსტუმით სიარული.. თვალები აატრიალა..
-არ ჩაიცვა მერე.. გამოსავალი უცებ იპოვა ქალბატონმა..
-აბა რა ჩავიცვა?
-რაც გუშინ გეცვა ის, მარა კოსტუმის გარეშე.
-მეზიზღება კლასიკური სამოსი. სახე ზიზღით დამანჭა.
-არა და ძაან გიხდება..
-ხოო?
-აჰამ.
-კაი ჯანდაბას წავალ ჩავიცმევ და დღეს უკვე აქ გადმოვბარგდები, შენი თანხმობით. სამზარეულოდან გასვლისას ცოლს მიაძახა ყავა მეც მინდაო და ოთახში შევიდა.
ყავის ფინჯნებით ხელში შებძანდა ოთახში ნიდა და ღიმილით შეხედა "გამოწყობილ" მეუღლეს..
-აჰა და შენ იძახი მეზიზღებაო.. ყავა ტუმბოზე დადო და ქმარი უფრო უკეთ აათვალიერა.
-დაილოცოს ამ კეტების მომგონი თორე რა გეშველებოდა... სიცილით თქვა გოგომ..
-აბა.. გაიცინა დვალმაც .. აი ამ კოსტუმსაც ავიტან მარა იმ "სვეცკ ფეხსაცმელს" ვერ ვქაჩავ.. ჩემი კეტები მირჩევნია თან შავი.. დააზუსტა ნიკოლოზმა და ღიმილით დახედა კეტებს.-ამას წინ ვიყიდე ისე ხო კაია? სარკესთან დადგა და ფეხების ტრიალი დაიწყო.
-ჩვეულებრივი კეტია.. მხრები აიჩეჩა ნიდამ
-ჩვეულებრივი კეტი არაა.. დაუბღვირა მომცინარს.. -შენ და იმ გოჭსაც გიყიდეთ ოღონდ თეთრები, ომიკომ ამარჩევინა. ბედნიერებისგან გააჟრჟოლა და თვალებ გაბრწყინებული შებრუნდა ცოლისკენ. -უნიში აღარ მიდიხარ?
-რომელია?
-11ს აკლია 10წუთი.
-ჩავიცმევ ეხლა, ყავას დავლევ და გავარდები.. ნიკა შენ მაქსიმე წაიყვანე ნათიასთან და მე იქ ამოვალ პირდაპირ.
-აუ არა რა..
-რა არა?
-ნათია მე არ მელაპარაკება. მოღუშულმა თქვა და საწოლზე ჩამოჯდა..
-არ იღელვო დაგელაპარაკება. უბრალოდ მიდი შენ, თან მაქსიმესთან ერთად რო დაგინახავს უფრო მოლბება.
-კაი მაშინ ჯერ ნათიასთან ავალ, მერე შენც ხო მოხვალ და ერთად გავიდეთ შენებთან. შენ მშობლებთანაც მაგარი არაკაცის სახელი დავირქვი ხო? სევდიანად თქვა და თავი ჩახარა.
-ჩემი არაკაცი ხარ..გაიცინა ნიდამ და ნიკოლოზს კალთაში ჩაუჯდა..
-ნიდა.
-შენ თვითონ თქვი..
-შენ მაინც ნუ მიმატებ.. ხელები მოხვია საყვარელ ქალს..
-ნიკოლოზ
-ჰო
-შემცივდა
-ჰომ გითხარი ჩაიცვითქო..მხარზე ხელი გაუსვა ნიდას.
-ეხა კი არა.. შენ, რომ ჩემ გვერდით არ იყავი მაშინ.. იცი როგორ მციოდა? გაუსაძლისად . თავი ქმრის მხარზე ჩამოდო..
-მეც მციოდა.. თავზე აკოცა მის კალთაში მოთავსებულს. -სული მქონდა გაყინული.. ახლა კი ისე მშვიდად ვარ, ასე მგონია ის ვიპოვე რასაც ვეძებდი. კაი მიდი ჩაიცვი მალე თორე დაგაგვიანდება უნიში.
-უი ხო. სწრაფად წამოხტა და გარდირობთან მივიდა.
-ნუ მოკლედ ჩემთან, რომ ხარ ყველაფერი გავიწყდება.. ჩაიცინა ნიკამ, ყავის ფინჯანი ხელში აიღო და მაქსიმესთან გავიდა მისაღებში.
ნიდა მალე მოწესრიგდა და სახლიც ერთდროულად დატოვეს.
-ტაქსს გავაჩერებ და ერთად წავიდეთ.. ჯერ შენ მიგაცილებთ უნივერსიტეტში და მერე წავალთ ჩვენ ბებოსთან.. პიპი პიპის ძახილით გართულ მაქსიმეს ლოყაზე აკოცა და ტაქსი გააჩერა..
-ნიკა შენ წაიყვანე ეს ჯობია, დითხანს მგზავრობას ვერ იტანს მაინც და მე ჩემით გავალ.. თან გეგას წიგნი უნდა გამოვართვა..
-კაი მაშინ. ფრთხილად იყავი და ტელე არ გამორთო. იმ გეგას კი გადაკოცნების გარეშე მიესალმე.. საფეთქელზე აკოცა საყვარელ ქალს და ავტომობილში შვილთან ერთად მოთავსდა..
ნიდამ მობილური ამოიღო და გეგას დაურეკა.
-ნიდ 5 წუთში ვიქნები შენ კორპუსთან..
-კაი გელოდები.
რამდენიმე წუთში მივიდა მეტრეველიც. მანქანიდან გადმოვიდა და გაღიმებულმა შეხედა გოგონას..
-ბოდიში რა ნიდ, რო შეგაწუხე.
-რა შეწუხებაა.. უხერხულად გაიღიმა
-მე კი წავიღებდი მარა ძაან მეჩქარება, ეხა პირდაპირ ბათუმში მივდივარ...სამას არაგველზე გასვლას კიდე ,შენთან გამოსვლა ჯობდა.
-კაი არაა პრობლემა, მომე წიგნი და მივიტან ბიბლიოთეკაში.
-აი აიღე.. მანქანიდან გადმოიღო ყვითელ ყდიანი, სქელი წიგნი.. -ხუთშაბათს გნახავ ლექციაზე.
-დროებით. გაუღიმა ბიჭს და მომავალ ტაქსს ხელი დაუქნია..
ტაქსში იჯდა, ბედნიერებისგან გაბრწყინებული სახით, შვილი კალთაში ეჯინა და დროდა დრო თავზე კოცნიდა. ომიკოს მონაყოლი წარსული ცხოვრებით შთაგონებული და რეალობით გაბედნიერებული სახიდან ღიმილს ვერ იცილებდა. უყვარდა მთელი არსებით... უყვარდა თავისი ცოლი.
ნიდაც მის დღეში იყო. სულელივით იცინოდა და გულზე ხელს იდებდა, რომ აჩქარებული გულისცემა დაემშვიდებინა.



№1  offline აქტიური მკითხველი თაკოთაკო

ვაიმე უმაგრესი ხარ ყოჩაღ
--------------------
თ.ჭიღლაძე

 


№2  offline წევრი anuki15

მალე დამთავრდება? ან ნიკას მაინც არაფერი გაახსენდება?

 


№3  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

კარგი ძალიან, როგორი სითბო ჩამეღვარა :*

 


№4  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Dzalian sasiamovno wasakitxi iyo dzalian magram, ratom mawvaleb??? ar gecodebii:((
Ise gamixarda rom sjerigdnen ro raviciiiii veli moutbenlad shemdegs!!!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent