იო (თავი 7)
წითელი ფოსფორისფერი განათების ფონზე, მოცეკვავეთა შეჯგუფულ ბრბოში აშრიალებდა ლეა თავისი თმის შავ ტალღებს. თვალები დაეხუჭა და მთელი არსებით გრძნობდა მუსიკის რიტმებსა და მინიშნებებს. ურცხვად ამოძრავებდა ტანს და სურდა შემოეგლიჯა სხეულზე წამოცმული ტანისამოსი, იმდენად ათამამებდა მუსიკის მღგზნებარე რიტმები. რამდენიმე წამში, თმაზე დიდი, მამაკაცის ხელის ჩაბღაუჭება იგრძნო, მალევე მოქაჩეს და თავი უკან გადააგდებინეს. ლეამ იცოდა ეს ვინც იყო, მაგრამ ჯიუტად არ ახელდა თვალს. სურდა მას ეფიქრა, რომ ვერაფერს მიხვდა. თვალის გახელის შემთხვევაში კი, ყველაფერს ფარდა აეხდებოდა და მოუწევდა თავი გაეთავისუფლებინა მისგან. ეს კი არ შეეძლო, არ შეეძლო, რადგან ეს შეხება უდაბნოში მოწყურებულივით სჭირდებოდა. მალევე იგრძნო ყელში მამაკაცის ენის სველი კვალი და ბასრი კბილების ხახუნი მასზე. ამ უკანასკნლს კი მაზოხისტურად სიამოვნებდა ეს ტკივილი, უფრო მეტად, უფრო მტკივნეულადაც კი სურდა. ისიც თითქოს მიუხვდა ჩანაფიქრს და მაგრად მოუჭირა ხელი ნეკნებზე, უფრო ძლიერად ქაჩავდა თმაში და უფრო ძლიერად არჭობდა კბილებს. შემდეგ თავი წამოაწევინა ბიჭმა და თითქოს ლეას ენიშნა, რომ თვალი გაეხილა. გოგონას არ სურდა, არ სურდა თვალის გახელა, მაგრამ წინააღმდეგობას ვერ უწევდა. ფრთხილად მოაშორა ერთმანეთზე მყარად დაბჯენილი ქუთუთოები ერთმანეთს, მაგრამ ლურჯი თვალების ნაცვლად, მხოლოდ თავისი ოთახის ჭერს შეხედა. ლეას ეტკინა, გაუსაძლისად ეტკინა ეს სიზმარი, რადგან სურდა რომ რეალობა ყოფილიყო. ჯერ საწოლზე წამოჯდა, რაღაც მტკივნეულ სიცარიელეს გრძნობდა შიგნით და სურდა ხორცი აეგლიჯა, სხვა ტკივილით ჩაენაცვლებინა ის, რასაც იმ მომენტში გრძნობდა, მაგრამ ხვდებოდა გოგონა, რომ ვერანაირი დარდი, ვერანაირი მწუხარება ახლოსაც ვერ მივიდოდა იმ განცდებთან, რასაც იმ მომენტში გრძნობდა. ერთხანს საწოლზე წამომჯდარიყო, მდუმარედ. ერთ წერტილს შეშტერებოდა და გონება სრულიად გაეთიშა. რამოდენიმე ხნის შემდეგ კი, ისტერიკული ტირილი აუტყდა, სიმწრით ქაჩავდა ზეწას და მუჭში იქცევდა. ბალიშს უჭერდა კბილებს, რომ ყვირილი ოთახს გარეთ არ გასულიყო. შემდეგ, ერთბაშად დაწყნარდა და თვალი ისევ გაუშტერდა. ასე, დაუსრულებდა გრძელდებოდა დღეების განმავლობაში. ლეა ინსტიქტებით ცხოვრობდა, ჭამდა, სვამდა, ბანაობდა, ნაძალადევად ხვდებოდა ნიკოლოზსაც, მაგრამ სახლიდან არ გადიოდა. საღამოობით, ფანჯრიდან იყურებოდა და რამოდენიმეჯერ იოც დაინახა. თუმცა ვერ ხვდებოდა ეს სინამდვილე იყო, თუ მისი წარმოსახვა. ყოველ ღამე ნახულობდა ერთსა და იმავე სიზმარს, თუმცა მის თვალებს ვეღარ უყურებდა. იმ წამს, როგორც კი თვალს გაახელდა, თავისი ოთახის კრემისფერ ჭერს ეჩეხებოდა და ყოველ დღე უარესდებოდა ამის გამო. ყოველი თვალის გახელა, ამძაფრებდა მის ტკივილს. ნიკოლოზი ვეღარაფერს ატყობდა მას, რადგან ლეა თითქოს მშვენივრად იყო. მხოლოდ მის თვალებში, თუკი დიდხანს დააკვირდებოდით, შეძლებდით მისი ტკივილის ამოკითხვას, მაგრამ მზერას დიდხანს არ აჩერებდა. თვალებში არც უყურებდა ნიკოლოზს წამზე დიდხანს. ერთადერთი რამ, რაც მამაკაცს უკვირდა მისგან, ის იყო რომ ლეა გაუთავებლად ბევრს ლაპარაკობდა. ყვებოდა ანეკდოტებს, რომელიც საერთოდ არ იყო სასაცილო, მაგრამ თავად ისტერიკულად იცინოდა. ნიკოლოზიც ნაძალადევად აჰყვებოდა ხოლმე მას სიცილში, ერთის მხრივ, ხვდებოდა რომ გოგონას რაღაც ძალიან სერიოზული სჭირდა, მაგრამ მეორეს მხრივ, უხაროდა რომ ლეა ისევ მასთან იყო და მომცინარს უყურებდა. საღამოობით, ტელევიზორს უყურებდნენ და სრულიად უწყინარი რეკლამების დროს, ლეას გული უჩუყდებოდა და ხმამაღლა ტიროდა, მეორე წამს კი ისტერიკული სიცილი უტყდებოდა. თავიდან, ნიკოლოზი გაგებით ეკიდებოდა მის გაუგებარ რეაქციებს, მაგრამ მერე და მერე თითქოს შიში ჩაუდგა, რომ ლეა ჭკუიდან იშლებოდა. უკვე მისი სახლში მარტო დატოვებისაც კი ეშინოდა, მაგრამ ხვდებოდა, რომ სიტუაციას უნდა გაცნობოდა. ლეასგან ვერაფერს გაიგებდა, ამიტომ გივისთან წასვლა გადაწყვიტა. ბატონი გივის კაბინეტში მჯდომარე ნიკოლოზს, ეს უკანასკნელი წარბებშეკვრით უყურებდა, როდესაც მამაკაცმა იკითხა, თუ ვისთან მუშაობდა ლეა. -ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა, ნიკოლოზ. -თითქმის ჩხუბით წარმოთქვა მამაკაცმა. -მესმის. არ გეგონოთ, რომ ლეამ რაიმე მითხრა, უბრალოდ მაინტერესებს სად მუშაობს ჩემი საყვარელი ქალი. -მშვიდად საუბრობდა ნიკოლოზი. -მშვენივრად მესმის, ნიკოლოზ, მაგრამ ეს დახურული თემაა. ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია, ისაა რომ ლეა იქ აღარ მუშაობს. ჯერ-ჯერობით, ასეა. -თავის ქნევით უპასუხა გივიმ. უკანა გზაზე ნიკოლოზი გაუთავებლად ფიქრობდა, ლეას შეცვლის მიზეზებზე და უამრავი ვარიანტის განხილვის შემდებ, მიხვდა რომ პაციენტმა თავად ლეაზე მოახდინა სერიოზული გავლენა და არა პირიქით. ლეასთან მისულს, გოგონა იისფერ დინავზე წამომდგარი დახვდა, გაშლილი ხელებით დარაბების მინებს მიყრდნობოდა და ჰორიზონტს გაჰყურებდა. მამაკაცის შესვლა ვერ გაიგო და ვერც დივნის ოდნავი რყევა, როცა ნიკოლოზი დაჯდა მასზე. ამ უკანასკნელმა, ფეხებიდან ახედა ლეას, ოდნავ სინანული გადაჰკვროდა სახეზე. შემდეგ კი, ცერა და საჩვენებელი თითით თვალები მოისრისა და თავი დივნის საზურგეზე გადააგდო. რამოდენიმე წუთის შემდეგ ლეა მოწყვეტით დაეცა დინავზე, მოხრილ ფეხებს შემოაჭდო ხელები და შუბლი მუხლებს დაადო. რამოდენიმე წუთი, ასე მდუმარედ ისხდნენ. შემდეგ კი, ლეამ ნიკოლოზს გახედა მუხლებიდან. -ასე მგონია, დღევანდელი დღე უკვე მეასედ მეორდება. -დამშვიდებული ხმით წარმოთქვა გოგონამ. მამაკაცმა მაშინვე გამოხედა და კარგად მოკალათდა. -მოდი, სადმე წავიდეთ. ჩვენ, ორნი. დავისვენოთ, მოვშორდეთ აქაურობას ცოტა ხნით. ლეას მრავლისმთქმელად ჩაეღიმა. -მე ვეღარსად ვეღარ წავალ, ნიკოლოზ. შენ წადი, შენთვისვე ჯობია წახვიდე. -მე არსად წასვლას არ ვაპირებ შენს გარეშე, ლეა. ყველაფერი გაივლის, აი ნახავ. -არაფერი არ გაივლის. -ოდნავ ხმას აუწია ლეამ. -არც მინდა გაიაროს. -რა ნახე მასში, რამაც ასე შეგცვალა? -გამომცდელი თვალებით შეაშტერდა გოგონას ნიკოლოზი. -მთელი სამყარო. ყველაფერი ვნახე და თან არაფერი. -გაურკვევლად ბურტყუნებდა ლეა. მამაკაცს ჩაეცინა, შემდეგ კი ლეას ოდნავ თვალებმოჭუტული ჩააშტერდა და რამდენიმეწამიანი პაუზა ჩასვა. -იცი? ზოგ ადამიანს სევდა ყველაფერს ურჩევნია. მართლაც არის მასში რაღაც მიმზიდველი, საინტერესო და როდესაც ადამიანი ერთხელაც იგემებს სევდის ტკბილ-მწარე გემოს, არაფრის დიდებით აღარ გაუშვებს ხელიდან. -ღიმილშეპარული ხმით წარმოთქვა მამაკაცმა. ლეამ სინანულით გახედა ნიკოლოზს, თავი ოდნავ დააქნია და ხვნეშით ამოისუნთქა. შემდეგ კი, წარბები შეკრა, ნიკაპი აუკანკალდა და ცრემლები ჩამოუგორდა. გაუსაძლისად ეჩვენა ეს ტკივილი და ისიც, რომ მისი გაგება ნიკოლოზსაც აღარ შეეძლო. -მის ტკივილს ვგრძნობ, მის ტანჯვას. აღარ შემიძლია, უფრო ცუდად ვხდები. -სიმწრისგან აკანკალებული ხელები უფრო მაგრად შემოიხვია გოგონამ მოხრილ ფეხებზე და სველი სახე ჩარგო მუხლებში. -ჩემი სევდა არაფერია იმასთან შედარებით, რასაც ის გრძნობს. ადამიანი ვერასოდეს მიხვდება, რომ ის რაღაცას გრძნობს, მაგრამ სიმართლე ის არის, რომ ის ყველაფერს იმაზე მეტად განიცდის, ვიდრე თითოეული ჩვენთაგანი. -შენი საუბარი ყველანაირ ობიექტურ ჩარჩოს სცდება, ლეა. -ხმას აუწია ნიკოლოზმა. -შენ დაგავიწყდა, რომ ის შენი პაციენტი იყო. შენ მის მიმართ გრძნობები გაგიჩნდა, ამას თავიდანვე მივხვდი, მაგრამ კიდევ ვერ ვიჯერებდი. ახლა კი, ვიცი. ახლა ზუსტად ვიცი, რაც ხდება. -მამაკაცმა ნერვიულად მოისრისა სახე, ოდნავ გადმოიხარა და იდაყვები გაშლილ მუხლებზე ჩამოაგდო. -უბრალოდ, მისი მესმის. სულ ეს არის. -ცრემლები შეეყინა გოგონას და თვალები გაუშტერდა. -სწორედ, რომ გესმის და პრობლემას ვერ ხედავ. -შენ პრობლემას იმაში ხედავ, რომ მისი მესმის. იმდენად ხარ მოქცეული ჩარჩოებში, რომ შენი პიროვნულობა არ გაგაჩნია. რით განვსხვავდებოდით მე და შენ? მხოლოდ იმით, რომ შენ სიგარეტს ეწეოდი, მე არა. შენ შარვალი გეცვა, მე კაბა. მხოლოდ ეს შეიძლება იყოს ადამიანებს შორის განსხვავება? ჩვენ გვასწავლეს, რომ ადამიანს არ აქვს უფლება ინდივიდუალურობის. ჩვენ, ფსიქოლოგები, მკვლელები ვართ. ადამიანის პიროვნულობას, თავისუფლებას ვკლავთ და ეს მიგვაჩნია წარმატებად. -სისულელეს ამბობ, ლეა. ადამიანობა ჩარჩოებში უნდა იყოს მოქცეული, ეს დაუწერელი კანონია. თუკი საზოგადოების წევრობა გსურს, სწორედ რომ საერთო სურვილების მიხედვით უნდა იცხოვრო. შენი თავისუფლება იქ მთავრდება, სადაც სხვის თავისუფლებას ეხები. -მეც სწორედ მანდ ვარ, ნიკოლოზ. ჩვენ ყველას თავისუფლებას ვზღუდავთ. დავყავით ადამიანები გიჟებად და ნორმალურებად და თავი თავისუფლები გვგონია. -როცა შენი თავისუფლება, სხვა ადამიანს ვნებს, ეს უკვე სადიზმია და არა თავისუფლება. -ჩვენ ერთმანეთის აღარ გვესმის, ნიკოლოზ. -ზე წამოიჭრა ლეა და ოთახში გაიარ-გამოიარა. -დაბრმავებული ხარ, ლეა. მისი დახმარების სურვილით დაბრმავებული. იმ ადამიანის გაიდეალება, ვინაც შენი ცხოვრება თავდაყირა დააყენა, ვინაც შენში ჩაკლა ყველაფერი, რაც ფასეული იყო, რითაც ცხოვრება შეგეძლო და ასეთი ადამიანი ყველაფრის მიუხედავად ხატად დაისვა, ეს უბრალოდ შენი დახმარების სურვილით შეიძლება იყოს გამართლებული. ან იქნებ იმიტომ შეგიყვარდა, რომ ის ყველაზე ნაკლებად არის სიყვარულის ღირსი. -მამაკაცი წამოდგა და კარისაკენ დაიძრა. ლეა კი მდუმარედ შეშტერებოდა ერთ წერტილს და გონება გაეთიშა. -ის ყველაზე მეტად იმსახურებს სიყვარულს. -უეცრად დაუყვირა მან სახლიდან მიმავალ ნიკოლოზს, თუმცა მხოლოდ კარის ხმამაღალი ჯახუნი მოესმა საპასუხოდ. ლეა მოწყვეტით დავარდა იატაკზე და თავზე იტაცა ხელი. მაშინ ჩათვალა, რომ ვერასოდეს, ვერავინ გაუგებდა იოს. მაშინ ჩათვალა, რომ ადამიანი ყველაზე სასტიკი, დაუნდობელი ხდება მათ მიმართ, ვინც მისგან განსხვავდება, რომ ადამიანში სიძულვილი იმთავითვე დევს. იოსაც სძულდა მისგან განსხვავებული ადამიანები და ადამიანებსაც სძულდათ იო, იმავე მიზეზით. ლეასთვის კი მთელი სამყარო ამ ბიჭში იყო მოქცეული, მთელი ჭეშმარიტება. სწორედ ეს ბიჭი იყო მისთვის სიკეთეც, ბოროტებაც, მრისხანებაც, სიამოვნებაც და გადარჩენაც. მისი სამყარო ერთიანად მოქცეულიყო იოში, თუმცა არ იცოდა ამისთვის რა სახელი დაერქვა?! იყო კი ეს სიყვარული? მაინც, რა არის სიყვარული? ესეც ხომ ადამიანურია, იქნებ ეს სულაც არ იყო ისეთი გრძნობა, როგორიც ადამიანებს აქვთ ერთმანეთის მიმართ? მათაც ჩარჩოებში მოაქციეს ეს გრძნობა, ლეა კი ვერ აქცევდა მას ჩარჩოებში, რადგან სახელსაც კი ვერ არქმევდა მას. სახელის დარქმევა კი იმთავითვე ჩარჩოებში მოქცევას გულისხმობს. ვერც იმ განცდას არქმევდა სახელს, რაც იმ ხანად ჭამდა. ასეთ დაუსრულებელ, ცოცხლად ხრწნაში მიილია მეორე კვირაც იოს გარეშე. ლეა კი თანდათან ლპებოდა, ის შეგრძნებები ჭამდა, რაც იოს გარეშე ყოფნას მოჰქონდა მისთვის. *** მესამე კვირის, მეორე ღამეს, კოკისპირულად წვიმდა. ლეა მარტოობის შეგრძნებამ იმდენად მოიცვა, რომ უკვე გაუსაძლისი იყო სახლში ჯდომა და ფანჯრიდან ყურება. იოზე ფიქრებს, უკვე ჭკუიდან გადაჰყავდა გოგონა და ვეღარც ტიროდა, ვეღარც მწუხარებას გამოხატავდა. საერთოდ ყველანაირი ემოცია გაუქრა და იმ ღამეს, განსაკუთრებული მარტოობა იგრძნო. თითქოს, სულერთი გახდა მისთვის ყველაფერი, ამიტომ სწრაფად ჩაიცვა. პირველი ხელში რაც მოჰყვა თავისი არაკომფორტული კაბა იყო, მაგრამ მისთვის ესეც სულერთი გახლდათ. ტერფები დიდ შავ ბათინკებში ჩარგო, ზედატანად კი ნაქსოვი ზედა გადაიცვა, რომელიც თითქმის შუა ბარძაყებამდე სწვდებოდა. ურჩი თმა, ხელის ერთი მოძრაობით გადაიგდო ბეჭებზე და სახლი დატოვა. უჩვეულოდ ნელი მოძრაობით ჩაცალა 9 სართულის კიბეები და ამავე მოძრაობით მივიდა თავის მანქანასთან. წვიმამ სულ მთლიანად დაასველა გოგონა. თითქმის მშრალი ადგილი აღარ დარჩა სხეულზე. მიაპობდა ლურჯი პეჟო, ციდან ჩამოქცეული წვიმის ნიაღვარს და რამოდენიმე წუთში, ნაცნობ კლუბთან შეჩერდა. ზანტი მოძრაობით შევიდა გოგონა შენობაში. სველი თმა თვალებში ჩამოჰყროდა, მაგრამ არ აწუხებდა, თითქოს. სახე მიბნედილი და არაფრისმთქმელი ჰქონდა. ბართან არ მისულა, პირდაპირ შეუერთდა მოცეკვავეთა ბრბოს და გაჯგიმული იდგა მათ შორის. სხეულს მხოლოდ ადამიანების დაჯაება უტოკებდა. იდგა და მიშტერებოდა ცარიელ წითელი ტყავის სავარძელს, სადაც იო იჯდა ხოლმე თავის ლამაზმანებთან ერთად. რამოდენიმე წუთის შემდეგ, გაიაზრა გოგონამ, რომ უცხო ხელები ურცხვად ეტანებოდნენ მის სხეულს, თუმცა ლეა არ ინძრეოდა. ვერც სიამოვნებას გრძნობდა და ვერც გაღიზიანებას. შემდეგ, ყელში იგრძნო ენის სრიალი, მკერდზე, უკანალზე ხელების მოჭერა. ეს უკანასკნელი კი ისევ წითელ სავარძელს მიშტერებოდა და შეგრძნებები სულ დაჰკარგვოდა. გაირბინა წუთებმა და ლეამ ლურჯი თვალები დალანდა, სავარძლიდან მომზირალი. თვალები მოჭუტა, კარგად დააკვირდა და მიხვდა, რომ სავარძელში უკვე იო იჯდა. გამჭოლი მზერით უყურებდა ლეას და ამ მზერაში სიცივე აშკარად გამოიკვეთებოდა. გოგონამ ვერ გააცნობიერა იმ მომენტში, რატომ, მაგრამ ინსტიქტების მინიშნებებს მიჰყვებოდა. თავი შეაბრუნა და მის სხეულზე მოკრულ ახალგაზრდა კაცს, ტუჩებზე დააცხრა. გამალებით ჰკოცნიდა და ეს უკანასკნელიც ვნებიანად იკრავდა მას. ლეა თავიდან, ჩუმ მზერას აპარებდა იოსკენ, მისი რეაქციის დანახვა სურდა, მაგრამ ის არც კი შერხეულა, არც გამომეტყველება შეცვლია. ცივად აკვირდებოდა, თუ როგორ ჰკოცნიდა ლეა უცხო პიროვნებას. რამოდენიმე წამში, იო მის სხეულზე აკრულმა უცხო სხეულმა ჩაყლაპა და წინ აეღობა ლეას მზერას. გოგონა ვეღარ უყურებდა იოს და მაშინღა მოეგო გონს. აღარ სურდა ამ მამაკაცის შეხება, თუმცა თავს ვეღარ აღწევდა. მთელი ძალით იკრავდა ბიჭი მას და ხელებს გამალებით უსვამდა სხეულზე, საჯდომისკენ აპარებდა ხელს. გაირბინა რამდენიმე წამმა და ერთიანად მოსწყდა უცხო სხეული ლეას. თავით მოცეკვავეთა ბრბოში შევარდა და იატაკზე დაენარცხა მთელი ძალით. ლეამ კი გააზრება ვერ მოასწრო, ისე სწვდა იო მკლავში და შენობიდან გაათრია. -ხელი გამიშვი. -მიბნედილი ხმით წამოიკნავლა ლეამ, როდესაც წვიმის უზარმაზარმა წვეთებმა, თუ იოს შეხებამ აზროვნების საშუალება დაუბრუნა. ბიჭი კი ყურსაც არ უგდებდა, მთელი ძალით მიარბენინებდა ლეას და რამოდენიმე წუთში, მოშორებით, სიბნელეში მდგარი მანქანის საბარგულის თავზე დაანარცხა მთელი სხეულით. თვითონ კი აქეთ-იქეთ შემოაწყო ხელები და ქვევიდან, ზიზღის თვალებით შეაჩერდა ლეას. -გინდა, რომ გაგ*იმო არა? -ცინიკურად, თუმცა სადისტური მზერით შეეკითხა ბიჭი. ლეა მაშინვე წამოიწია და მანქანიდან ჩამოხტომა სცადა, მაგრამ ბიჭმა ხელი ჰკრა და ლეა ზურგით დაენარცხა მანქანის საბარგულის ზედაპირს. სიმწრისგან ამოიკვნესა გოგონამ, წვიმა კი გამალებით ეხეთქებოდა მის სხეულს. იომ ერთიანად ჩაავლო ხელი მისი მარჯვენა ფეხის წვივს და მაგრად გამოქაჩა, ლეა მაშინვე ჩასრიალდა ბიჭისკენ, თუმცა მისმა შეხებამ მთელი სხეულით შეატოკა. იომ თავი დახარა და ტუჩებით აუყვა ბარძაყისკენ. ლეამ თვალები აატრიალა სიამოვნებისგან და ქვედა ტუჩს კბილებით ჩაებღაუჭა. რამდენიმე წამში, იომ კბილებით დაითრია ლეას გრძელი წინდის თავი, რომელიც გოგონას შუა ბარძაყთან წყდებოდა და ქვევით ჩამოასრიალა. გოგონამ ვნებააღძრული კვნესა გააყოლა საკუთარ წინდას, რომელიც უკვე კოჭებამდე ჩამოეყვანა ბიჭს და მაშინღა მიხვდა გოგონა, რომ ფეხსაცმელი აღარ ეცვა. ლეამ ხელები აქეთ იქეთ დააწყო მანქანის ცივ ზედაპირს და მკერდი ზევით ამოსწია, წვიმის ცივი წვეთები კი მაშინვე ცხელდებოდნენ გოგონას ახურებულ კანზე. შემდეგ, იომ ორივე ხელი ჩაავლო გოგონას ბარძაყებზე და ერთიანად გაასრიალა მისკენ, ლეა მთელი ძალით შეეხეთქა ბიჭის ქამრის ზედაპირს. ამის შემდეგ, იო ყბებში სწვდა მას ცალი ხელით და ზედა ტანი ააწევინა. როცა ლეამ თვალი გაახილა, ძალიან ახლოს იყო იოს სახესთან. -აქ მოსული აღარ დაგინახო! -ზიზღით დაუსისინა ბიჭმა. -შენთან არ მოვსულვარ. -ძლივს მოაბა სიტყვის თქმას თავი გოგონამ, ისე ახლოს იყო იოს ტუჩებთან და თვალიც მისკენ გაურბოდა. იომ ცივად შეუშვა ხელი ლეას და ისტერიკული ხარხარი აუტყდა, შემდეგ კი სახე ერთიანად დაუსერიოზულდა. -შენ რა გგონია, ჩემთან ყოფნა როგორ დასრულდება შენთვის? ცხოვრობდნენ ტკბილად და ბედნიერად? -შენ ხომ საერთოდ არ განაღვლებს ეგ? -ცივად შეეკითხა გოგონა. -მართალი ხარ, არ მანაღვლებს. მაგრამ, რაც უფრო მეტად ეცდები ჩემთან მოახლოვებას, უფრო მეტად მომინდება, რომ გაგანადგურო. ეს კი, არ შედის ჩემს გეგმებში. -სხვა რაღა უნდა ქნა?! -ჩუმად ჩაიბურტყუნა გოგონამ. ბიჭი კი, სწრაფად გატრიალდა. მძღოლის სავარძელში მოთავსდა და დაძრა. ლეამ ბიძგს ვერ გაუძლო და მთელი ძალით დაენარცხა მიწაზე. ერთხანს გაუნძრევლად ეგდო წვიმისგან ატალახებულ გუბეში, შემდეგ კი ძლივს წამოდგა, თავის მანქანაში ჩაჯდა და მთავარ გზაზე, მამქანების რიგს შეუერთდა. *** ოთახის სამი კედელი და იატაკი, წითელი საღებავებით იყო მოსვრილი. ბორდოსფერ ფარდებს დაემალათ კედელში გამოჭრილი უზარმაზარი სარკმელი და წითელი, მბჟუტავი განათება გაჰკიოდა. კედლებზე მისხმულ წითელ საღებავებს შორის, გამოკვეთილიყო ადამიანის თითები. ოთახის შუაში უზარმაზარი, მაღალი, ჩუქურთმებიანი სავარძელი იდგა, მასში კი წელს ზევით შიშველი, ახალგაზრდა ბიჭი ჩასვენებულიყო. მარჯვენა ხელში შავტარიანი დანა ეჭირა, რომელიც წითელი საღებავით თუ სისხლით იყო დასვრილი, მეორე ხელი კი თავისუფალი ჰქონდა და უდარდელად გადაეფინა სავარძლის სახელურზე. ბიჭს გრძელი, სველი თმა ჩამოჰყროდა თვალებში და ცივად გაჰყურებდა მის წინ გაშლილ, ოთახის მეოთხე კედელს. შემდეგ, დანა მაღლა ასწია, ცოტა ხანი მასზე გაუშტერდა თვალი, მერე კი ცალი თვალი მოჭუტა, კარგად დაუმიზნა და ერთი მოქნევით გააქანა მის მოპირდაპირე კედელზე. ბიჭი ისევ კედელს მიშტერებოდა, მაგრამ ამჯერად გამომეტყველება შესცვლოდა. მის მზერასა და ცალყბა ღიმილში, სისასტიკე, სიცივე და კმაყოფილება ეთობლივად გამოსჭვივოდა. *** მეორე დღეს, ლეას სხეული, სასოწარკვეთილი ეფინა საწოლზე, როდესაც ტელეფონის წკრიალის ხმა შემოესმა. გოგონამ უღიმღამოდ დახედა ეკრანს და გივის სახელი რომ დაინახა, სწრაფად წამოჯდა საწოლზე. -გისმენთ, ბატონო გივი. -გამარჯობა, ლეა. იოანემ სეანსების აღდგენა გადაწყვიტა, დღესვე იწყებ. -მშვიდად წარმოთქვა კაცმა. -გასაგებია. -უპასუხა გოგონამ და ნელი მოძრაობით ჩამოასრიალა ტელეფონი ყურიდან. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.