შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე არ ვაპირებ უშენოდ ვიცხოვრო< 15 თავი


15-05-2017, 18:12
ავტორი zia-maria
ნანახია 2 600

ნანამ გავიდა და ნინიკოს ტანისამოსი ჩაუწყო რამოდენიმე ხელი,თავადაც გამოიცვალა და ჩანთა შემოსასვლელში დადო.ჩქარა მოძრაობდა,მირიანი თვალს ძლივს ატანდა,ვერანდაზე გასულს მაგიდა ალაგებული დახვდა და გაოცებულმა გადახედა ბიჭებს.
---ყოჩაღ თქვენ.უთხრა ბიჭებს სიცილით.
---მხოლოდ დარეცხვა ვერ მოვასწარით.უთხრა ზაზამ სიცილით.
---არა უშავს ზაზუნა რომ დავრუნდებით შემდეგ შეგიძლიათ გააგრძელოთ.ნანას გაეცინა ზაზას სახეს რომ შეხედა და თავად ამორეცხა უცებ ყველაფერი მიალაგა და უკვე იმედაც მოვიდა.ყველა გარეთ გავიდნენ და იმედამ გაკვირვებულმა თქვა.---ყველა აქ იყავით?
---ხო აქ ვიყავით რომ დარეკე და გაგვიკვირდა,რადგან დათოს არაფერი არ უთქვამს ჩვენთვის.უთხრა მირიანმა.
---საით მივდივართ?იკითხა გელამ.
---მოკლედ ერთ ადგილზე გავალთ,ნინიკოს დავტოვებთ და შემდეგ შენ გამოგყვებით.უთხრა ნანამ იმედას.
---მაშინ თქვენ წადით ჯერ წინ და ჩემთან დაჯდეს რომელიმე,მე მარტო ვარ.
---მერე რა,გეშინია?უთხრა ნანამ და ენა გამოუყო.
---ნანა არ ვარ ხასიათზე.შეუბღვირა იმედამ.
---ნუ გეშინია, მალე მოხვალ.ზაზა და ალეკო იმედას გაყვა და სხვები მირიანის მანქანაში დაჯდნენ.მალე მივიდნენ თამროსთან და დაცვამ არ შეუშვა სახლში ბიჭები,მაგრამ ნანა რომ დაინახეს მანქანიდან გადმოვიდა და მირიანმა ეტლს მოკიდა ხელი,უთქმელად გაატარე სტუმრები.ეზოში შესულებმა ზაზამ და ალეკომ ხმამაღლა დაუსტვინეს და მირიანმა გაოცებულმა მიმოატარა თვალები და ნანას უთხრა.
---აი სად ყოფილხართ ის დღეები რომ გაუჩინარდით,აწი მეცოდინება სად უნდა გეძებო.უთხრა ღიმილით ნანას.თამარი ღიმილიანი სახით შემოეგება სტუმრებს და ნანა და ნინი გულში ჩაიკრა.
---მამიდა დრო არ გვაქვს,ვერ შემოვალთ.ნინიკოს დავტოვებ რამოდენიმე დღით და ვეცდე ბით მალე დავბრუნდეთ.
---ასე ერთიანად სად მიდიხართ?იკითხა ღიმილით თამრომ მაგრამ, ნანამ ხელი მოკიდა და გვერძე გაიყვანა.
---შენ რაღაც იცი და მიმალავ რამეს?თამროს გაეცინა და უთხრა.
---მთელი საქართველო ფეხით რომ დაიაროთ,მაინც ვერ ნახავთ ჩემს გვრიტებს.დააცადეთ ერთმანეთით ტკბობა ახალგაზრდებს.
---არ არსებობს,შენ დაეხმარე?თამრომ ღიმილით დაუქნია თავი და უხაროდა ნანას აციმციმებულ თვალებს რომ ხედავდა.შემდეგ ბიჭებს მიუბრუნდა და უთხრა.
---წავიდეთ გველოდებიან.დაემშვიდობნენ ნინიკოს და თამროს და ჩაჯდნენ თუ არა მანქანაში, მირიანმა თქვა.
---მახსოვს ეს სახლი,უცხოელი ბიზმესმენის არისო ამბობდნენ.შენი მამიდა ამ სახლში, საიდან სად?
---ეს დიდი ისტორიაა,ოდესმე ალბად მეც გავიგებ დაწვრილებით.სევდიანად თქვა ნანამ.
---რა ხდება, ნანა რამე კავშირშია შენს ცხოვრებასთან ეს სახლი?
---ძალიან დიდ კავშირშია მირიან მაგრამ ჯერ ამის გამხელა არ შეგვიძლია,ჯერ სიმართლე უნდა დამტკიცდეს.გაოცებული უსმენდა ბიჭები და მირიანმა უთხრა.
---თქვი რისი თქმაც გინდა და იქნებ ჩვენ, ჩვენი გზებით დაგეხმაროთ.ჩვენ, ყველგან ხალხი გვყავს ნანა.ნუ ვენდობით უცხოს,ჩვენი იურისტი ავიყვანოთ და გავარკვიოთ.ამაზე სერიოზული საუბარი მოგვიწევს შენს მამიდასთან.შენ კი ნაწილობრივ თქვი რა ხდება,რაც იცი.
---ეს სახლი ბერძენ წყვილს ეკუთნის,რომლებმაც 6 თვის პატარა გოგონა დატოვეს და თავად ავარიის მსხვერპლი გახდნენ.დღეს იმ გოგონას ეძებენ და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება,თუ გაიგეს, ვინ არის და სად არის.
---არ მითხრა,რომ ეს ბავში შენ ხარ ნანა.მირიანმა უცებ დაატორმუზა მანქანა და ამ ამბის მოსმენით შოკირებულმა ნანას შეხედა.ნანამ ცრემლით სავსე თვალებით შეხედა მირიანს და თავი დაუქნია.
---კი მირიან მე ვარ ის ბავშვი,ვისაც ეძებენ და ვისაც სიკვდილით ემუქრებიან.
---ისინი თუ ბერძნები იყვნენ,ის მამიდა როგორაა.თქვა გაოცებულმა გეგიმ.
---თამრო მამას და დედას საუკეთესო მეგობარი ყოფილა და ეს სახლი თამროს სახელზე დაუწერია.ის ჩემი ნათლიაცაა და მამიდაც.ახლა ცდილობს გაარკვიოს რა მოხდა 27 წლის წინ,ეს რა თქმა უნდა ძნელი დასადგენია,მტერი თავიდან გამოფხიზლდება და მსხვერპლის ძებნას დაიწყებს.სისხლის ანალიზი მოითხოვა ჩემგან იურისტმა,მხოლოდ მასთან ერთად უნდა ავიღო ეს ანალიზი,ისე არაო.დაასრულა თხრობა ნანამ და ისევ მირიანმა თქვა.
---აქ რაღაც,ძალიან ჩახლართულია.მე გაგყვები ანალიზის ასაღებად,რადგან ეს იურისტი რაღაცას ჩმახავს.
---ჩვენ რას ვაკეთებთ? იკითხა გელამ.
---იცით თქვენ რაც უნდა გააკეთოთ,ჯერ უნდა გაიგოთ იმ იურისტის სახელი და გვარი და შემდეგ,უნდა ნახოთ ის ჩვენი მეგობარი და ჩუმად უნდა იმოქმედოს.ჯერ თქვენ დაელაპარაკეთ,შემდეგ კი მე თავად ვნახავ.ამ იურისტს ჩამოშორდება თამრო ვარიანტი არ არის,რომ კავშირი არ ქონდეს მტერთან.
---მეც მასე ვფიქრობ.მხოლოდ იმას დაადგენს,რომ მე ნამდვილად მისი შვილი ვარ,შემდეგ სახლს გადმოვიფორმებ და ცოტა ხანში მეც იმ გზას გამისტუმრებენ,როგორც ჩემი მშობლები. და ასე დარჩებათ ეს სახლიც მათ,სხვა ყველაფერი წაართვეს,რაც კი ქონდა მამას.
---რატომ აქამდე არ თქვი არაფერი ნანა.დათომ იცის ალბად ყველაფერი ხომ?
---დათომ იცის და განქორწინებასაც ამიტომ ვერ მოვახერხეთ,მაგრამ ახლა უნდა გავაკეთოთ,თავად ხომ უნდა მოაწეროს ხელი მარინასთან.
---ყველაფერი მოგვარდება და ყველაფერს ეშველება.თქვა მკაცრად მირიანმა.ნანამ უცებ ხმამაღლა გადაიკისკისა და ბიჭებს შეხედა.
---იცით ახლა ტყუილად რომ დავდივართ და ვეძებთ ჩვენს გვრიტებს?ისინი აქედან ძალიან შორს არიან,მათ მამიდამ დაეხმარა აქედან წასვლაში.
---რისი თქმა გინდა,ისინი საბერძნეთშია?
---აჰამ,ევროპაშია გვრიტები.ბიჭებს გაეცინათ და იმედა გიჟს გავდა,რომ ვერსად ვერ მიაგნო გაპარულები და ცოფებს ყრიდა.ყველგან იყო სადაც ეგონა იქნებოდა და წყნეთის გზაზე გააჩერა მანქანა,გადმოვიდა ძირს და თავის დასამშვიდებლად ცოტა დაისვენა,სიგარეტი გააბოლა და ნანას შეხედა თვალებმოჭუტულმა.
---შენ იცი,შე კუდიანო და მარბებინებ ტყუილად,არ მეუბნები სიმართლეს.
---გეფიცები თუ ვიცოდე,ან ის თუ რას აპირებდნენ,ჩემთვის არაფერი არ უთქვია არცერთს.
---არ დაგიჯერებდი,რომ არ ვიცოდე როდის ამბობ ტყუილს,მაგრამ ახლა მჯერავს რატომღაც.ამ დროს იმედას ტელეფონი ახმაურდა და უხალისოდ უპასუხა....გისმენ დედა,ახალი ხომ არაფერია.
---შენ სადახარ შვილო,სახლში მოდი,ვერ ნახავ მათ.
---რატომ ვერ ვნახავ,რა იცი შენ.
---დათომ დაგვირეკა ახლახანს და გვითხრა საბერძნეთში წასულან.
---საააად?იყვირა იმედამ.სიგარეტის ანთებული ღერი მოისროლა და გაბრაზებულმა თქვა.-ქალის გასაჟიმად ევროპაში არ წასულიყო,აქ მაგის ადილს ვერ ნახავდნენ სადმე?
---უზრდელი ხარ იმედა.უთხრა გაბრაზებულმა დედამ და გაუთიშა.იმედამ უკან მიბრუნდა ბიჭებისთვის რაღაც უნდა ეთქვა და რას ხედავს,ბიჭები სიცილისგან ფართხალებდნენ.
---არა,რა გაცინებთ,იქ წასვლა რად უნდოდა ამ საქმეს,აქ ვერ დაეტეოდნენ?გადამრებს ეს ხალხი.უცხოეთის ნომერიც დაფიქსირდა და მიხვდა ვინც იყო,ამიტომ უცბად უთხრა.
---დღეს ხომ დამარბენინემ მთელი დღე და სამჯერ გავავსე ბაკი ბენზინით,რომ ჩამობრძანდები სიძევ ბატონო ამ ყველაფერს აანაზღაურებ თორემ თვალით არ დამენახოთ არცერთი.
---რატომ არაფერი არ მითხარი,ლამის მომგუდა იმედამ შენ იცი სად არიან და მითხარიო.ტელეფონი წაართვა ნანამ იმედას და გაბრაზებულმა ჩასძახა.
---ნუ აბუქებ ახლა,მოსაგუდად ვერ გაგიმეტებ მანჭია.სიცილით უთხრა იმედამ.შემდეგ ბიჭებს მიუბრუნდა და უთხრა.-არ დამიწყოთ ახლა პაიჯი და პრანჭვა,ყველა ჩემთან მოდიხართ და უნდა დავლოცოთ სიძე-პატარძალი.ის ღამე კარგად იქეიფეს,ძალიან კარგად გაერთეს.ცოტა ნანამაც დალია და ლოყები აუწითლდა.ძალიან ლამაზი შესახედი იყო და თვალებით ეფერებოდა მირიანი.იმედამ გიტარა გამოიტანა,ნანა გვერდით მოისვა და ორივემ ძალიან ლამაზად იმთერა.,,რა ვქნა ვერ ვერევი სურვილს,ცეცხლისკენ მთვრალივ ით მივალ. მადლობ რომ ამივსე სული, მადლობ რომ ამინთე დილა. მიყვარხარ, მიყვარხარ მოდი, ეწამე ნაწამებ წამს,შენია ეს თბილი ცოლი,შენია ეს თეთრი ცაააა''.
მირიანმა არ დალია და ყველა სახლებში დაარიგა.სახლში შესულს კი ნანას უფრო მოკიდებოდა სასმელი და პირდაპირ სააბაზანოში შევიდა. წყალი გადაივლო და პირსახოცის შეტანა დაავიწყდა.იქვე მისი ხალათი იყო და სველ ტანზე ის შემოიმცვა და ჩუმი ნაბიჯებით წავიდა თავის საძინებლისაკენ,მაგრამ ბედი არ გინდა?ამ დროს გამოვიდა მაინდამაინც მირიანი თავის საძინებლიდან,ტანზე გამოეცვალა და გაშტერებული მიაჩერდნენ ერთმანეთს.თმა აწეული ქონდა ნანას და ალაგ-ალაგ ჩამოყრილი.ძალიან უხდებოდა,ასე ნაუცბადევვად შეკრული თმა.ვეღარ მოითმინა მირიანმა და კარებში შესვლამდე ხელი დაავლო და კედელზე ააკრა.
ნანა შეკრთა და მირიანის ხელებში აცახცახდა,მირიანმა კი ჩუმად უჩურჩულა.
---რაცარუნდა ვეცადო დღეს არ მოხდება თავის შეკავება.ნუ გეშინია,გთხოვ მე მომენდე.კისერში აკოცა და თავის სხეულზე აიკრა აცახცახებული,შეშინებული და სულ სველი.სახეზე ჯერ ისევ ჩამოსდიოდა წყლის წვეთები,რაც მირიანს უფრო აგიჟებდა.
---რას,რას აკეთებ.ხვდები რას აკეთებ?კითხა შეშინებულმა.მირიანმა თვალებში ჩახედა და უთხრა.
---იცი?პირველად რომ გნახე ამ სახლში,მას მერე გადმოვედი აქ საცხოვრებლად.იმ დღის შემდეგ შემიყვარდა ამ ბინის კედლები,ნანუჩი ძალიან მიყვარხარ და ძალიან მინდიხარ.ვნებიანად აკოცა და ასე კოცნა-კოცნით შეიყვანა საძინებელში.სველი ხალათი შემოაცალა ნანას აკანკალებულ სხეულს და საწოლზე გადააწვინა ფრთხილად. ეს არის ღამე, სადაც არაჩვეულებრივად ჩანს ორ ადამიანის სიყვარული,რომლებიც ჰარმონიულად შეერწყმნა ერთმანეთს., ვნება, ცეცხლი და დიდი სიყვარული.იმ ღამით შეერთდა სიყვარულით სავსე, ორი პატრა გული დიდი გრძნობით სავსე,
---მართლა ძალიან შემიყვარდი ნანუჩი.
---ამიტომ მიმწარებ სულს?
---არც შენ მაკლებ ენას,ისე რომ იცოდე.
---ასე მგონია,მალე დაგავიწყდები.უთხრა მოწყენილმა.მირიანმა თავი ააწევინ და უთხრა.
---მომისმინე,მე შენ დასავიწყებლად რომ შემყვარებოდი,მაშინ შენს სახელს ჩემს გულში კიარა,დაორთქლილ მინაზე დავწერდი,რომელიც მზის ამოსვლისას წაიშლებოდა.
---რასაც ამბობ გულით ამბობ?
---არ გჯერა ჩემი?წყენა ჩანდა მირიანის თვალებში.ნანამ სახეზე ჩამოუსვა ხელი და უთხრა.
---იმ ღამით, შენ რომ მოხვედი მე მოვისმინე ბიჭებს რაც უთხარი.ისიც ვიცი,ვის გამო და რის გამო იჯექი.სულარ მაინტერესებს, მირიან ჩემთვის სულერთია შენ რა გზებით იარე აქამდე და რატომ,დღეიდან ჩვენ ორნი სულ ერთდ ვივლით.
----შენ რომ წახვედი ნანა ამ სახლში უშენობა გამძაფრდა.უშენობის ტკივილი მკლავდა და სულშიც დაბინდდა.,,მე არ ვაპირებ უშენოდ ცხოვრებას'',უშენოდ სიცოცხლეც არ მინდა.ჩემი სამყარო შენ ხარ და მთელი ჩემი სამყარო მხოლოდ შენს იქით მთავრდება.შენს გარდა მე არავინი არ მჭირდება,გესმის?
---ნინიკოს როგორ ვუთხრათ?
---ჩვეულებრივად,სახლში რომ მოვიყვანთ,მე თავად ვეტყვი.დავიძინოთ ახლა,დღევანდელი დღე ყველამ მივაცდინეთ,დათოც არ არის და ხვალ მნიშვნელოვანი შეხვედრა გვაქვს.შემომხედე,მაშინდელივით ტარაკანები არ ჩამიყარო ჩანთაში,თორემ მართლა ვერ გადამირჩები.
---არა,ტარაკანები არა,არც მიფიქრია.მე ხვალისათვის უფრო სხვა გეგმა მაქვს.
---რა?თვალები ფართოდ გაახილა მირიანმა.
---ხვალ კოცნას გაგატან,მაგრამ თუ გამაბრაზებ ერთი კარგი გეგმა მაქვს შემუშავებული,რომელიც არ აგცდება.
---აბა უნდა მეშინოდეს აწი შენი?თქვა სიცილით მირიანმა.
---არა ფრთხილად უნდა იყო,რადგან შენ დღეიდან მარტო ჩემი ხარ,გესმის?მარტო ჩემი,ჩემი საკუთრება.
---ძალიან მესაკუთრე ხომ არახარ შემთხვევით?
---არა,მე ყოველთვის დავიცავ მას,რაც მე მეკუთნის.ჩახუტებულებს ჩაეძინათ და ორივეს ბედნიერი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე.



№1  offline აქტიური მკითხველი Anuki96

ვაიმეეე გვრიტებიიიი ♡♡

 


№2  offline მოდერი zia-maria

ერთი დავაქორწინეთ. smiley ახლა შემდეგია რიგში.

 


№3  offline აქტიური მკითხველი La-Na

ეს მომეწონა.უკვე ორი წყვილი გვყავს
--------------------
ლანა

 


№4  offline მოდერი zia-maria

La-Na
ეს მომეწონა.უკვე ორი წყვილი გვყავს

მატება და სიმრავლე კარგ ხალხს. smiley kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent