ბურდული და სხვა კატასტროფები (15)
ნინი. -მაინც არ ვარ დარწმუნებული-ლეკვის თვალებით ვაჩერდები მაშოს -უიმე ბარგი ჩალაგებულია ნინელი, ლექსოც გზაშია უკვე, ყოველ წელს არ დავდივართ? სამდღიანი დასვენება არ გაწყენს-თავის ჟაკეტსაც მიტენის ჩანთაში. ჰო წინა კვირის შემდეგ სოფელში კი არა საერთოდ სხვა პლანეტაზე წასვლაც არ მაწყენს. -შენ რომ არ მოდიხარ?-გაბუსხული ვაჯვარედინებ ხელებს -მომცემენ დღეს საგამოცდო საკითხებს და ხვალ მეც დაგადგებით-თვალების ტრიალით მიკრავს ჩანთას -ერთ კვირაში მეც დადგმა მაქვს-ხელების ფრიალით ვცემ ბოლთას -ნუ გეშინია გამეცადინებს ლექსო-ბოლო არგუმენტსაც ყავაში ჩაყრილი შაქარივით მიქრობს მაშო. მორჩა ნინი, აქ დამთავრდა შენი წუწუნისთვის გამოყოფილი საეთერო დრო! ის-ისაა საათს კიდევ ერთხელ უნდა დავხედო არაამქვენიური წივილი რომ სწვდება სმენას, მეჩვენება თუ ჩვენი კარის ზარი დღითიდღე უფრო საზარელი ხდება? -მე გავაღებ-შემოსასვლელისკენ მიდის მაშო და სანამ სარისკოდ აჩქარებული პულსის დაგდებას ერთ დროს ქიმიის სწავლასავით ამაოდ ვცდილობ უკვე სამი სილუეტი მოაბიჯებს მისაღებში. -მზად ხარ ნინელი?-გაბადრული შლის ხელებს ლექსო. რაც არ უნდა მეთქვა დარჩენაზე, გადავიფიქრე, ერთი თვით წავიდეთ თუ უნდათ. თანხმობის ნიშნად აცქმუტებული ვიქნევ თავს. -ჰე ადექით, გველოდება ბალიაშვილის ბებია-ლამის დორბლები გადმოსცვივდეს ლუკას -ვიღაცას აღნიშნულ ბებიაზე მეტად აშკარად მისი გამომცხვარი ხაჭაპურები მოენატრა-კისკისით უტყაპუნებს ხელს მაშო -ბალიაშვილის ბებია ერთადერთია ყველა წელს რომ ეუბნება როგორ დასუსტებულხარ ბებოო-ახლა ლექსოს ხარხარი ყვება ხმაში -არადა არ ეკადრება ამ ხნის ქალს ტყუილები-ჭკუაზე არაა მაშო -აღარ გელაპარაკებით-ისედაც გაბერილ ლოყებს კიდევ უფრო ბერავს ხვედელიძე, კი კი ხუთი წუთიც და ოთხივემ კარგად ვიცით სოფელში ჩასვლამდე ენას რომ ვერ გააჩერებინებს კაცი. -ჩემ ჩამოსვლამდე ნუ გადაბრდღვნით ყველაფერს-ფეხსაცმელებს იცვამს მაშო. -დამირეკე რომ გამოხვალ და ტრაფარეტთან დაგხვდები, მანამდე ხომ გახსოვს გზა?-ჩანთებს ხელს ავლებს ლექსო. სანამ მთელი ემოციებით უხსნის სად უნდა შეუხვიოს და რას უნდა გასცდეს სავარაუდოდ მაღალი დონის დებილივით ვაჩერდები შავ თვალებს და ოდნავ მოზრდილ წვერს, მორჩა ჩაირთო ჰიპნოზის რეჟიმი. -რატო გაშტერდი ნინი?-სახესთან აფრიალებული ტორი კი არ მაბრუნებს პირდაპირ ცხვირით მაჟღერტებს დედამიწაზე. რა თქმა უნდა, ვინ არ შეგარგებდა ნეტარების წუთებს თუ არა ხვედელიძე. -არაფერია, წავედით- „შენ გაგისკდა თავი“ მზერას ვტყორცნი ყველგან და ყოველთვის ყველაზე ბედნიერ ლუკას. -გნახავთ ხვალ, ორ პირ ტყავს ნუ გადამაძრობთ სახეზე-უკოცნელად გვიშორებს გასაღებმომარჯვებული მაშო. სადარბაზოდან მანქანებისკენ წასვლისას ხვედელიძე მაინც ასწრებს ლოყაზე მიხტომას. -ტონალურს რომ წავისვამ მაშინ გაუსკდება სიყვარულის ბუშტი-თმების სწორებით გვემშვიდობება მაშო -წავედით აბა-კონკურენტის გამოჩენამდე აჟიტირებული ვიკავებ წინა სავარძელს. -შენი ფლეშკა სახლში დამრჩა მეთქი ვუთხარი-გატენილ ჩემოდანთან მებრძოლ ხვედელიძეზე თითით მანიშნებს ახითხითებული ლექსო და ლურჯ ბარათს სათავსოში აგდებს . ანუ სხვა ყველაფერთან ერთად ნორმალური მუსიკაც გვეღირსება გზაში? დღეს აშკარად შენი დღეა ნინი! -გენიოსი ხარ-კისკისით ვათამაშებ წარბებს. ამასობაში პუტკუნათა სექტის თავმჯდომარესაც მოუსწრია თავისი განძის საბარგულში ჩატენვა და ქოშინით თავსდება უკანა სავარძელზე. -წინ ბალიაშვილის ბებიისკენ!-ხელს ფიურერივით იშვერს ხვედელიძე. -მაქეთ კახეთია ლუკა, ჩვენ ქუთაისისკენ მივდივართ-მანქანას ძრავს გამხიარულებული ლექსო და ჰიტლერისეული მკლავიც მაშინვე იცვლის მიმართულებას. ბოლო ხმაზე აწეული Flo Rida-Club Can’t Handle Me-ის, ლექსოს გაღიმებული პროფილის და ჩაწეული ფანჯრების ფონზე ლუკას ტიკტიკიც კი ვერ მაგდებს ბედნიერების მწვერვალიდან. სურამთან მიახლოვება და თვალებგაფართოეული ხვედელიძის მინაზე აკვრა ერთია. -ნაზუქებს ვიყიდი თორე დარდს გადაყვება ეს-მანქანას მესამე ჯიხურთან აჩერებს გაბადრული კალათბურთის მამა. დაპროგრამებულივით ვაყოლებ თვალს, ჯანდაბა, ნუ ხარ ასეთი იდიოტი ნინი! სანამ საკუთარ თავს ყველა არსებული და მომავალში გამოსაგონებელი სალანძღავი სიტყვებით ვამკობ უკან ნავაჭრით ხელში ბრუნდება ყველაფრის თავიც, ბოლოც და შუა ნაწილიც. -რა ქენი ყველა გამოზიდე?-ცელოფნებში სამ-სამად განაწილებულ ნაზუქებს სათითაოდ ვართმევ. -მინიმუმ შვიდს ეს მოინელებს, იმათაც ხომ უნდა მივუტანოთ-გაკრეჭილი სკუპდება საჭესთან -უჰ ჯერაც თბილებია-სამ ცელოფანს კმაყოფილი სახით მართმევს ლუკა -დანარჩენები სად დავდო?-მუხლებზე ახოხოლებულ ნაზუქებზე გადამაქვს მზერა -ბარდაჩოკში შედე ნინელი-სათავსოსკენ იშვერს თითს ლექსო. ცალი ხელი გაჭირვებით მიმაქვს ნაცნობი გრძელი თითები რომ მასწრებს გამოღებას და უკან გაწევისას წამით შეხებული ცერი ან მართლა დამუხტული იყო ან ჩემმა ტანმა დაიწყო ჰიდროელექტროსადგურივით ფუნქციონირება, ჰო ოღონდ ეს ლექსოელექტროსადგური უფროა. სანამ ცხრა მთას იქეთ გადაკარგული ტვინი მისიის დასრულებას მოისაზრებდეს თვალი ლურჯ საგანს განგაშით აღიქვამს -უი აქ დაგრჩენია ჩემი ფლეშკა-მაშინვე სწვდება სმენას ხვედელიძის აშკარად გამოტენილი პირით ნათქვამი სიტყვები, ჯანდაბა! როგორც ჩანს მარტო ჩემმა თვალმა არ აღიქვა. „ეს რა ჩავიდინეთ“ სახით ვუყურებ ლეკვის თვალებით მომზირალ ლექსოს. აქ დამთავრდა ჩვენი კონცერტი! სურამიდან ქუთაისამდე ბალიაშვილის ბებიასთან მივდივართ თუ ემინემისადმი მიძღვნილ საიუბილეო კონცერტზე ვერ გაარჩევ, სოფლის გზაზე გადახვევა და რეპის ბოლო ნიმუშის მოსმენა ერთია, ძლივს, დაუმთავრდა მემგონი ჰიტები. -მომდევნო სამი დღე სიტყვა მუსიკაც არ გამაგონოთ-თვალებდახუჭული ვადებ თავს საზურგეზე. ათ წუთში სუფთა ჰაერს და მცენარეების სასიამოვნო სუნს ერთდროულად აღიქვამს ემინემის შედევრებისგან გადარჩენილი გრძნობის ორგანოები და თუ მომდევნო ხუთ წუთში ყურებამდე მოწვდენილ ჩიტების ჭიკჭიკსაც გავითვალისწინებთ ესე იგი სმენაც მიბრუნდება ნელ-ნელა. -მოვედით-ბოლო ხმაზე ღრიალებს ხვედელიძე, ჰო მგონი ამ წამს ხელახლა დავყრუვდი. თეთრ ჭიშკართან გაჩერებული მანქანიდან ნაჩქარევად ვხტები. ორსართულიანი სახლიდან შესასვლელამდე გადაჭიმულ მინდორზე უკვე მოუსწრიათ სუფრის გაშლა. გაკრეჭილი ბალიაშვილი და თავსაფარწაკრული ჩია ქალი ხელების ქნევით მოაბიჯებენ მანქანისკენ -გამარჯობა თინა ბებო-მთელი ტანით იხრება ჩანთებმომარჯვებული ლექსო, ასეთ მომენტებში მიხვდები სწორად რომ მიენიჭა აყლაყუდას სტატუსი. -გამარჯობა თინა ბებო-ჯერ მოხუცს ვეხვევი შემდეგ ლოყებაწითლებულ ბალიაშვილს, მგონი ვიღაცამ უჩემოდ დაიწყო თავისი ძმრის ძმაკაცი ღვინის სმა. -მობრძანდით შვილებო-ღია ჭიშკრისკენ მიგვიძღვება ხვედელიძის ფავორიტი ხაჭაპურების მცხობელი. ყანჩაველი და მაღრაძე სიცილ-სიცილით ატყაპუნებენ ხელებს ერთმანეთის თავებზე, ანუ საღამოსთვის როგორც ყოველთვის ან ერთი ივლის დალურჯებული ან მეორე. -ოჰ ლურჯთვალა-ფეხზე ხტება ლუკას ანტიპოდი სიხარულიძე, არც ბანკეტის წლისთავის მერე გაზრდილა სიმაღლეში. -როგორ დასუსტებულხარ ბებო-ხვედელიძეს თეფშს უდებს გაღიმებული თინა. სიტყვაც არ აქვს დამთავრებული ლექსოსთან ერთად რომ მიტყდება ხარხარი, რატომ არ გვყავს მაშო, სამ ხმაში უფრო მაგარი იქნებოდა. მზერით მოკვლა რომ შეიძლებოდეს ახლა არც ჩემი ფერფლი იქნებოდა დარჩენილი და არც გვერდით დასკუპული კალათბურთის ვარსკვლავის. სანამ ნაწილი ტოტალიზოტში წაგებულ ფულზე ბჭობს და მეორე ნაწილი კალათბურთის გასულ მატჩებს განიხილავს ქიმიასავით არაამქვეყნიური ტერმინოლოგიით, ხვედელიძე წარბშეუხრელად ლაშქრავს ბრძოლის ველზე მამაცურად შემორჩენილ საჭმელს, მე კი მხოლოდ ერთის ხმა ჩამესმის ყურში. ჯანდაბა, ახლა როგით მეორე გაშტერების სტადია დაგეწყება ნინი! -გადაიღე რამე ნინელი-მხარზე მეხვევა აღნიშნული ხმის და სტადიის ეპიცენტრის თითები, გადასარევია, ახლა ლექსოელექტროსადგურიც გავხდები. მორჩა, სასწრაფოდ მჭირდება სუფთა ჰაერი და რაც შეიძლება შორი დისტანცია! -აღარ მინდა, გავისეირნებ მე-ხმაჩახლეჩილი ძლივს ვშორდები ადგილს. ჯანდაბა, ჯულიეტაც კი უფრო ნაკლებად ტრაგიკულია ნინი! სახლის და ამწვანებული ბაღის გავლით მოდიდო ეზოში ვაჭრი, იჰ წელსაც ყოლია წიწილები! ფრთხილად ვცდები აკრიახებულ ქათმებს და გაბუტულ ლუკასავით გაფხორილ ინდაურს. ჰო აქ აშკარად უკეთესია, მხოლოდ ბუნება და არანაირი ადამიანი. -რაშვები ნინელი?-ზურგს უკან ჩამესმის მძიმე ნაბიჯებს მოყოლილი როხროხის ხმა. ესეც შენი არანაირი ადამიანი. -მარტოობა მომინდა ლუკა და გამოვედი-ასკინკილით მივაბიჯებ ერთად შეკრებილ წიწილებს შორის -მეც-მხიარულად მოაბოტებს გვერდით. -მერე გრძნობ თავს მარტოსულად? არა მე ვეღარ ვგრძნობ და შენ ხო არ გრძნობ მეთქი-თავის ქნევით ვუტყაპუნებ ერთი ორად გამობერილ ღიპზე -შეხედე ნინელი-ვაშლებმოსხმული ხისკენ იშვერს ხელს -როგორც მაშო იტყოდა სულ ჭამაზე როგორ უნდა ფიქრობდე ადამიანო? სიტყვაც არ მაქვს დამთავრებული უცნაური ხმა რომ ჩამესმის ზურგს უკან, ინსტიქტურად ვაბრუნებ თავს საპირისპირო მიმართულებით -ლუკა რატო მორბიან ეს ბატები ჩვენკენ?-თვალებგაფართოებული ვავლებ ხელს -რავიცი ნინელი მოფერება უნდათ ალბათ-ტუჩგადმობრუნებული იჩეჩავს მხრებს -აბა სისინით რატო მორბიან თან კისერწაგრძელებულები?-დამფრთხალი ვაბრუნებ თავს -გავიქეცით ნინელი-ისე მეჭიდება თითქოს ნათურა ახლაღა გაუნათდა თავშიო. ახლა ოფიციალურად ხარ ტრაგიკომედიის გმირი ნინი, ჰო თუ დროზე არ მოკურცხლავ ბატებისგან მრავალგზის დაკბენილი ტრაგიკომედიის გმირიც გახდები. -ჩქარა სასიმინდეზე!-წივილით ვიშვერ თითს მაღალი კიბისკენ -ვერ ამოვალ მე მანდ-უკვე ახლოს მოსისინე ბატების ფონზე მესმის ხვედელიძის განწირული ქოშინი -მაშინ საქათმეში შეძვერი-მარჯვენა მხარეს აყუდებული შენობისკენ ვიქნევ თავს -მანდ სუნი იქნება-ნაწყვეტებად ჩამესმის ხმა, ახლა მომინდომა კომფორტი! -დაგვკბენენ იცოდე-გიჟივით ვაფრიალებ ხელებს და თავი ბრძოლის ველზე გასული სილვესტერ სტალონე მგონია -ჯანდაბას მივრბივარ!-საქათმისკენ უხვევს ხვედელიძის ღიპგაშვერილი გიგანტური სხეული. ბოლო ძალებსაც ვიკრებ და სისინს აყოლილი ყროყინისმაგვარი ხმებით შეძრწუნებული კივილით მივძვრები ძველი ხის იმ კიბეზე სხვა დროს ახლოსაც რომ არ გავეკარებოდი. -ახლა რა ვქნათ ნინელი-მეშვიდე საფეხურზე ამძვრალს მეწევა საწყალი კნავილი, მავთულბადით გაკეთებული საქათმის კარიდან ნათლად ჩანს გულამოვარდნილი ლუკას აწითლებული ლოყები. კარის წინ კი ამაყადაა გამაგრებული სამი კისერწაგრძელებული ბატი -შენთან სამი მაინცაა მე ხუთი მდარაჯობს-განწირული ხმით ვუბრუნებ პასუხს და ის-ისაა თავი წინასწარ უნდა გამოვიგლოვო მაღალი სილუეტი რომ ჩნდება ეზოს მეორე ბოლოში -ლექსო გვიშველე-წივილით ვაფართხალებ ცალ ხელს -რა გინდა მანდ ნინელი?-შორიდან მესმის სიცილნარევი ხმა. სიმინდის გარჩევა გადავწყვიტე, რა მენდომება, კაციჭამია ბატები მომდევდნენ! -ესენი დაგვესხნენ თავს-მხარს მიბამს საქათმეში გოლიათივით გამაგრებული ხვედელიძე. ორ წუთში მოახლოვებული ლექსოს სახე გაკვირვებიდან ჯერ გაღიმებით და ბოლოს ხარხარით იცვლება -მანდ რამ შეგიყვანა ბიჭო?-ლამის ჩაკეცვამდე მისული იშვერს ხელს -თინა ბებოს დაუძახე-მუხლებაკანკალებული უფრო მაგრად ვეჭიდები სახელურებს -ნუ გეშინია არ გიკბენენ-სასიმინდისკენ მოემართება დინჯი ნაბიჯებით -არა მეგობრობის ნიშნად სისინებენ-მბრალდებელივით ვიშვერ თითს-არ მოხვიდე გამოგეკიდებიან! -ყურადღება არ უნდა მიაქციო და გაჩერდებიან-ბატოლოგიის პროფესორივით აქნევს თავს. კი როგორ არა, ოღონდ ჯერ კბილებს დაგასობენ და მერე გაჩერდებიან. პირდაღებული ვუყურებ როგორ მოაბიჯებს ასისინებულ ფრინველებში და კიბესთან დგება -ხომ ხედავ არ მკბენენ,ჩამო ნინელი-გაღიმებული მიყურებს ქვემოდან. -შანსი არაა-ტუჩგადმობრუნებული ვიქნევ თავს -კაი რა მე აქ არ ვარ ნინელი? -შენ არ გკბენენ, მე მიკბენენ-უფრო მაგრად ვეჭიდები მრგვალ საფეხურებს -ხელში დაგიჭერ და ისე წაგიყვან-გაღიმებული მანათებს შავ თვალებს -დაიფიცე რომ სახლამდე არ დამსვამ-გამაფრთხილებლად ვწევ თითს -შენ თავს ვფიცავარ არ დაგსვამ-ორივე ხელს ზემოთ იშვერს. ორწამიანი ყოყმანის შემდეგ ფრთხილად ჩავდივარ მეოთხე საფეხურამდე და კიბიდან პირდაპირ ლექსოს მკლავებში ვებერტყები -რა ბოთე ხარ ნინელი-ახითხითებული ბრუნდება სახლისკენ -მოგვდევენ ლექსო-წივილით ვეხვები ყელზე. ნაცნობი მენთოლის სუნი ორ წამში მაკარგვინებს აზროვნების უნარს. ჯანდაბას, ნეტა სულ დამდევდნენ ბატები. -მე აქ მტოვებთ?-ზურგს უკან ისმის ხვედელიძის ყროყინი -ხელში აყვანაზე არც იოცნებო-ხარხარით ატრიალებს თავს ლექსო-დავუძახებ თინა ბებოს და გიშველის! -ესაა გენდერული თანასწორობა?-აშკარად არ ნებდება ლუკა. საქათმეში გამოკეტილიც რომ არ შეგარგებს ბედნიერების წუთებს! სამშვიდობოზე გასულს თვალებმოწკურული ბალიაშვილი გვხვდება სახლის უკანა კართან -სანამ რამეს მკითხავდე ბატები გამოეკიდა ამათ და სადაა თინა ბებო?-ფრთხილად მსვამს აშკარად გამხიარულებული ლექსო -ხვედელიძე საქათმეში ჩარჩა-აჟიტირებული ვიშვერ ხელს -მოიცა ამხელა ხვედელიძე საქათმეშია ჩაკეტილი?-მობილურს სინათლის სიჩქარით იღებს წესით საშველად რომ უნდა გარბოდეს ის მასპინძელი და მგონი სამივე ვხვდებით ამ საღამოს ვინ იქნება ფეისბუქ პოსტების მთავარი გმირი. ის-ისაა დამხმარე ძალის მოსახმობად მაგიდასთან უნდა დავბრუნდეთ გადარჩენის ბოლო იმედი კარიდან რომ მოაბიჯებს ლანგრით ხელში. -დაჯექი ნინელი და მოვიყვანთ ჩვენ იმას-თმებს მიჩეჩავს ლექსო. ლამის თეფშზე ჩამოსაძინებლად გამზადებული სიხარულიძე გმირულად არ თმობს თამადის სტატუსს. გრძელ-გრძელი სადღეგრძელოების ფონზე კი რიგით მესამედ მესმის ტელეფონის ხმა. -ლექსო გირეკავენ!-თავს ვაბრუნებ უკვე ბაღის მიმართულებით მიმავალისკენ -უპასუხე და გადავურეკავ ნინელი-ხელის ქნევით აგრძელებს გზას.ინსტიქტურად მეოთხედ აწკრიალებულ ეკრანზე გადამაქვს მზერა, აჰ თურმე ვის აუფეთქებია მობილური, სატრფო მოგვენატრა ალბათ. გაღიზიანებული ვაბრუნებ ეკრანს და ის-ისაა სასწაულებრივად გადარჩენილი მწვადი უნდა გადმოვიღო იგივე ხმა რომ წვდება ყურს, ამჯერად ვიდეოზარი ეხატება მთელ სიგრძეზე. ჯანდაბა ნუ ხარ იდიოტი ნინი, იქნებ რა უჭირს! ღრმად ვისუნთქავ და აწკრიალებული ტელეფონით სახლისკენ მივაბიჯებ. მწვანე ღილაკის დაჭერა და ტუჩებდაპრუწული ნატოს ეკრანზე გამოხტომა ერთია, რაც არ უნდა უჭირდეს წითელი პომადის წასმა მაინც მოუსწრია. -გამარჯობა, გასულია ლექსო და მოვა მალე-დაფასთან გასული მეორეკლასელივით ვურაკრაკებ ტექსტს -და შენ რატომ გაქვს მისი მობილური?-მარჯვენა წარბი ჩვეულებისამებრ ეწევა. ღირსი ხარ ნინი, მომინდომა ზრდილობა და სათნოება, უყურე ახლა ამის სწერვობას! -როცა გასულია მე მაბარებს ხოლმე-რიგით მეხუთე მადლობას ვუთვლი მიმიკების ლექტორს. -რომ მოვა გადმომირეკოს-კევის ღეჭვით გასცემს ბრძანებას. -კარგი, გადავცემ-ხრიალით ამომდის ხმა და ის-ისაა ნანატრ წითელ ღილაკს უნდა მივახტე აშკარად კიდევ რაღაცის სათქმელად რომ აღებს პირს. -ისე ისევ იმ ავადმყოფს დასდევ ნინიკო?-თეთრ კბილებს ყბამდე გადაღებილ ტუჩებს შორის აჩენს. გაშტერებული ვუყურებ ეკრანს, ან მომესმა ან გადამეტებული სითავხედით წამკბინა ამ წამს. ერთი კვირის ნავიწყებ რეალობას თავიდან ვეხეთქები, ამჯერად უფრო მწარედ. -მე და შენ სალაპარაკო გვაქვს ნატალი-ზურგს უკან მესმის უცნაურად შეცვლილი ნაცნობი ხმა და მგონი ცხოვრებაში პირველად მიხარია არასწორ დროს არასწორ ადგილას რომ ჩნდება ხოლმე ლექსო. -უბრალოდ მდგომარეობა მაინტერესებდა, ასე ბრმად მხოლოდ დაუფიქრებელი გოგონები მიყვებიან ბიჭებს ნინი-წამში უტკბება ხმა, გადასარევია აქამდე თუ ისედაც ვიცოდი რა შტერი ვარ ახლა მაღალი დონის აფერისტისგანაც ვისმენ იგივეს. -ნატალი-ხმა უმკაცრდება ლექსოს, ის-ისაა მობილური პატრონს უნდა მივცე და სადმე ბნელ კუთხეში სასლუკუნოდ მოვემზადო მაშოს სიტყვები რომ ახსენდება გათიშულ ტვინს. -ბრმად ნდობაზე გამახსენდა,შენ და ნატალი შემთხვევით დაეჯახეთ არა ერთმანეთს?-თავს ლექსოსკენ ვაბრუნებ -ჰო თვითონ დამეჯახა უეცრად-არამკითხე მოამბე ასწრებს პასუხის გაცემას -უცნაურია, იუბილარის ვიდეობს ვუყურებდით ამას წინათ,გარკვევით ჩანს ჯერ როგორ ათვალიერებდი და შემდეგ სრულიად გაცნობიერებულად დაეჯახე-უკვე თვალებდაქაჩულ ნატოზე გადამაქვს მზერა. სხვა თუ არაფერი ახლა გულდამშვიდებული მაინც ვისლუკუნებ. -მგონი მე და შენ ბევრი სალაპარაკო გვაქვს ნატალი-მობილურს ფრთხილად მართმევს ლექსო. .მაშო. სოციოლოგიის კაბინეტში ფურცლებმომარჯვებული შევრბივარ, აუდიტორია შემეშალა ვითომ? კიდევ ერთხელ ვაკვირდები მაგიდასთან აყუდებულ ავად მომზირალ ქალს, სახეზე რომ აწერია „ცხოვრებაზე გამწარებული ლექტორი“ ქვეტექსტით „სისხლს გაგიშრობთ და გაჩენის დღეს გაწყევლინებთ ლექტორი“. სადაა გუბაზი? ახლავე დამიბრუნონ ჩემი პატარა და საყვარელი გუბაზი! ლაბორატორიული სამუშაოსთვის განცალკევებულ მერხებს შორის ფრთხილი ნაბიჯებით ვძვრები და გეზს დაბადებიდან დასიცხულისკენ ვიღებ -მოაღწიე ზღარბო?-თითით მანიშნებს ნახევარი მეტრით დაშორებული მეზობელი მერხისკენ -ვინაა ეს ქალი?-ჩურჩულით ვიკავებ ადგილს -შენი კაცი ავად გამხდარა და ბოლო ორი კვირა ეს ჩაგვიტარებს-მხრების ჩეჩვით იღებს საფირმო „ნიკოფსიიდან დარუბანდამდე“ პოზას. -გუბაზს თუ არ დააბრუნებენ სამოქალაქო ომს მოვაწყობ-მზერა წინ დადებულ ტესტის მაგვარ ქაღალდზე გადამაქვს -დამშვიდდი მომდევნო კურსიდან ისევ ის ასწავლის-პირში გარჭობილი კალმით იგრძელებს კისერს. მზერა ისევ მაგიდასთან ცხვირაბზუებულ ქალზე გადამაქვს, ეს პლაში სად ნახა ამ გაგანია ზაფხულში, პირდაპირ შუბით მოსულიყო. -ყველას გიდევთ წინ ქვეცნობიერის შესაცნობი ტესტი სტუდენტებო, თხუთმეტ წუთში ყოველ ფერს პირველივე სახელი უნდა მიაწეროთ რაც თავში მოგივათ- ტრანკვილიზატორით გათიშულ ზარმაცასავით გვაძლევს მითითებას. რაღა გვიჭირს, სავარაუდოდ კიდევ ერთი თვითონ სამკურნალო ფსიქოლოგი შეგვრჩა ხელში, უთხრას ამას ვინმემ სოციოლოგიის ლექციაზე რომ შემოუშვეს და ფინალური გამოცდისთვის რომ ვართ მოსამზადებლები! თვალების ტრიალით ვიღებ კალამს და მთელ სიგრძეზე ჩამოწერილ სიას ვავლებ თვალს 1.ყვითელი 2.მწვანე 3.ლურჯი 4.წითელი 5.ნაცრისფერი ჰოი საოცრებავ, ტესტის სტქუქტურაა ისეთი გენიალური პასუხები წარმომიდგენია რა იქნება. ფრუტუნით ვცდილობ ყვითელ ფერთან პიროვნების ასოცირებას და მარტო რუსული კარაქი მომდის თავში. ჯანდაბას, ხვედელიძეს მივაწერ, ყვითელთან თუ არა კარაქთან მაინც ხომაა კავშირში მით უმეტეს თუ ეგ კარაქი პურზეა გადასმული და ლუკას ხახისკენ მიექანება. მწვანეზე ლექსო ახსენდება ტვინს აუხსნელ მიზეზთა გამო. ჰაჰ ლურჯი ნინელის ფერია! მეშველა! წითელი ფერი და ბურდულის სახე ერთდროულად ანათებს გონებაში, არც იფიქრო მაშო! ფურცელზე დაწერილ საკუთარ სახელს რომ მოკრას თვალი ხომ გადადგა ქვეყანა. ორი წუთის განმავლობაში სულ ტყუილად ვცდილობ წითელთან ვინმე ნორმალურის ასოცირებას, ჯანდაბა! რაც არის, არის! ნაცრისფერის დანახვისას ჯერ კიდევ უსახელო ლექტორი მომდის თავში, ჰო ამის ფსიქოლოგიური განმარტება აშკარად არ უნდა იყოს ია-ვარდებით მოფენილი. მორჩა? შევიცანი მეორე მე და გავხდი უკვე ნიცშე? ზუსტად ათ წუთში მაინც ინტერესით ვაჩერდები კედელზე პროექტორით განათებულ პასუხებს 1.ყვითელი-ვისი შეცვლაც არ გსურთ რა ქნა ოდნოდან გადმოწერა ეს ტესტი თუ მეგობრობის დღიურში იპოვა მიჯრაბნილი. პრინციპში ხვედელიძე ხვედელიძეა და საერთოდ არ სჭირდება შეცვლა. ტუჩებმოპრუწული ველოდები მეორე სლაიდს 2.მწვანე-ვისაც ენდობით თქვა ახალი ამბავი! ფაჩულია კაცს ყველა ენდობა 3.ლურჯი-ვისაც არასდროს დატოვებდით გასაჭირში კაი? დაქალს კი არა იმ საზიზღარ კატასაც არ დატოვებს ადამიანი გასაჭირში მანქანას რომ მიკაწრავს 4.წითელი-ვის გარეშეც სიცოცხლე ვერ წარმოგიდგენიათ ორჯერ ვაკვირდები წარწერას და ნერწყვს გაჭირვებით ვყლაპავ, ტესტია თუ ბრაზილიური სერიალის სცენარი. უიმე მაშო მიდი ახლა და იფიქრე ამ სისულელეებზე, ჰო კარგი ნაწილობრივ გამართლებად სისულელეებზე, ნებისმიერის სახელი შეიძლება დამეწერა მანდ, არ ეთვლება! ინსტიქტურად ვაბრუნებ თავს ამ სიაში საერთოდ რომ არ უნდა მოხვედრილიყო იმისკენ, აპრეხილ ქოჩორთა მამათ-მამა გაღიმებული მიყრის თვალს თვალში, მოიცა თვითონ რატო იყურება აქეთ. ფერარის სპიდომეტრივით ავარდნილი პულსით სასწრაფოდ გადამაქვს მზერა წინ დადებულ ქაღალდზე, ღმერთო რა სირცხვილია! შენი ცხოვრების ეს ორი წამი უბრალოდ ამოჭერი და როგორც გინდა ისე დაივიწყე მაშო! 5.ნაცრისფერი-ვისაც არ ენდობით ბოლო სლაიდს ვავლებ თვალს, ჰო ეს ნამდვილად სწორად გაარტყა. -სულ ეს იყო სტუდენტებო, ახლა მომდევნო მასალაზე გადავიდეთ დამხმარე წიგნიდან- ფენტეზის ჟანრის ჯადოქრები შელოცვების ხუთტომეულს რომ დაათრევენ ხოლმე საშიში შავი ყრდებით ზუსტად ისეთ წიგნს იღებს ჩანთიდან. რა დამხმარე წიგნი დავამთავრეთ უკვე პროგრამა, არაა ეს ქალი ნორმალური! ერთი ახალდაბადებულ ბავშვს ესმის გეხვეწები დაიძინეს ძახილი და მეორე ჩემს ჯერ კიდევ ტესტში ჩარჩენილ გონებას ამ პალტოიანის ბუტბუტი. აი ზარის ხმა აშკარად იავნანასავით ჩაესმის ყურს. -ქალბატონო გულნარა საგამოცდო თემებს როდის მოგვცემთ?-ორმოცი კაცის სათქმელს ერთად ამბობს ხუჭუჭა ბიჭი -ბატონმა გუბაზმა დამიტოვა რაღაც საკითხები სტუდენტებო-ჩანთას არისტოკრატიულად იდებს მკლავზე ნაცრისფერი ფერის დამსახურებულად მიმღები-მაგრამ ჩემი მეთოდით სტუდენტი რომელიც კარგად ფლობს მასალას ამის გარეშეც ჩააბარებს გამოცდებს! -ყველა ლექტორი გვაძლევს კონკრეტულ თემებს-თვალებგაფართოებული ვწევ ხელს -წელს გამონაკლისს დაუშვებთ-ირონიული ღიმილით ავლებს დარბაზს თვალს და გასასვლელისკენ მიკაკუნებს. რვაასგვერდიანი წიგნის ყველა თემა როგორ უნდა ისწავლო, ამას თავი ხომ არ მიურტყამს რამეზე? -საჩივარი დავწეროთ-არანაკლებ აღშფოთებული ქერა ხტება ფეხზე -ერთი თვე ექნებათ განსახილველად და ჩვენ სამ კვირაში გვაქვს გამოცდა-გულწასულის ხმით ლუღლუღებს გაწრიპული ბიჭი. ამჯერად ნამდვილად მშვიდობით წითელო დიპლომო, მწვანევ, შავო, ყვითელო და რაც კი ფერის არსებობს ყველავ! შიზოფრენიკმა გულნარამ უნდა შეიწიროს ჩემი სამი წლის შრომა? -წამო ზღარბო იდეა მაქვს-მაჯაში ხელს მავლებს გონებიდან რომ უნდა ამოვშალო იმ უხერხული ორი წამის გმირი. ახლა რომელმა სიბრძნემ აატკივა ტვინით გატენილი თავი? -რუსიკოს ლექცია გვაქვს სანდრო-არქეოლოგიის კაბინეტისკენ ვექაჩები დერეფანში გასულს -კარგი იქ გეტყვი-წამში იცვლის გეზს. აუდიტორიაში შესულს ჩონჩხების დედოფალიც კი ბულკად მეჩვენება მრისხანე გულნარასთან შედარებით, ჰო იმ ბულკად ხვედელიძე რომ თვალის დახამხამებაში უშვებს ყბაში. -მოკლედ ზღარბო გუბაზის კაბინეტში შევალთ და თემებს გამოვიტანთ, შანსი არაა სამუშაო კომპიუტერში არ დაეტოვებინა-ფიქრებიდან გამოვყავარ ნაცნობ ხმას, ხომ ვიცოდი რამე სიბრძნეს რომ გადმოაფრქვევდა. -ახლა ის მითხარი დიადო სანდრო კაბინეტში რომელი ჭკვიანი შეგიშვებს თემების გამოსატანად -შევიპაროთ ზღარბო-ისე უდარდელად ათამაშებს წარბებს გეგონება ლექტორის ოთახში შესვლაზე კი არა მზესუმზირის საყიდლად მარკეტში ჩარბენაზე ლაპარაკობდეს -არ ხარ შენ ნორმალური-თვალების ტრიალით ვაქნევ თავს -სტუდენტობისგან მოგონებები არ უნდა დაგჩეს ზღარბო? კაი რა მაგარი იქნება-ქვედა ტუჩს კბილებს შორის იქცევს-თან მთელ კურსს გადავარჩენთ -მოსპე შენში შვარცნეგერი სანდრო-ფრუტუნით ვუყურებ გაქაფულ რუსიკოს. მთელი საათი ერთი მხრიდან აღორძინებას მოწადინებული დევგმირი მიჭამს ტვინს მეორე მხრიდან სტუდენტების დამოძღვრას მოწყურებული რუსუდანი. -ახლა კი ბოლო ექსკურსიის ადგილი შეარჩიეთ-საუბარს ასრულებს გაბადრული ნეფერტიტის ახლობელი. ჰოი საოცრებავ, სიტყვის თავისუფლებასაც მიუღწევია რუსიკოს არქეოლოგიურ გულამდე, მგონი ვარძიაში მოკუნტრუშე გიდმა აუხილა თვალები. -ციხისძირში წავიდეთ რა მას-უკანა რიგიდან ისმის განწირული ყვირილი -ხო რა ბათუმშიც გავივლით საცურაოდ-მეორე ხმა აძლევს ბანს -ციცინათელაშიც გავივლით-აღფრთოვანებული ვფართხალებ სკამზე -ზღვა არაა უსაფრთხო ახალგაზრდებო-თავს აქიცინებს სათვალეებიანი რუსიკო. ოჰ მგლებისთვის დაგებულ მახეში რომ ჩავხტი ის ხომ იყო უსაფრთხო? ნახევარსაათიანი ხვეწნა-მუდარის, ფარნავაზ მეფიდან მოყოლებული ყველა წინაპრის დაფიცების და ოცდაათი წყვილი ლეკვის თვალის მინათების შემდეგ ანგარიშით 1:0-ით გამარჯვების ყიჟინით ვტოვებთ აუდიტორიას. დერეფანში გასვლა და ეკრანზე ხვედელიძის ნომრის აციმციმება ერთია -ხო ლუკა-ნაჩქარევად ვაჭერ ღილაკს -მაშო შენს დივანზე კრეკერები დამრჩა და ხვალ გამომიყოლე რა-ქურდივით ჩუჩულებს ყურმილში -კაი, მშვიდობაა მანდ?-გასასვლელისკენ ვიღებ გეზს -მგონი ლექსო ნატალის დაშორდა-კიდევ უფრო უდაბლებს ტონს. -რატო? იჩხუბეს? -ჰო, არ ვიცი მიზეზი, აგენტმა ხვედელიძემ მარტო ეს გაიგო- ახლა სიამაყე ერევა ხმაში. შენი ნოლნოლ შვიდობა დაირუპა ხვედელიძე! -კარგი წავედი და დაგირეკავთ სახლიდან-ფრთხილად ჩავდივარ კიბეებზე -გემშვიდობება აგენტი ხვედელიძე-ან მართლა დაშორდა იმ ლოპესის მკერდიანს ან ლუკას გონებას აშკარად აწყინა სოფლის ჰაერმა. -ზღარბო კატაბალახას წვეთები წამოიღე ექსკურსიაზე-ავტოსადგომისკენ მიმავალ გზაზე ხმა და ხმის პატრონის უკანონოდ გადახვეული ხელი ერთდროულად მაბრუნებს რეალობაში. -კატაბალახა რად მინდა-თვალებდაწვრილებული ვიწევ წინ ჩამოყრილ თმებს -წელზემოთ შიშველს რომ მნახავ შეიძლება გულმა ვერ გაგიძლოს-ხითხითით იღებს გასაღებს. -დარწმუნებული ხარ რომ სიცხეები აღარ გაქვს სანდრო?-წარბშეკრული ვადებ ხელს შუბლზე-აჰ შენ ხო ისედაც ვერ ხარ -ენა გამოყევი ზღარბო, გამიგია ქვეწარმავლებს ორად ეყოფათო-სიცილით ჩერდება თავის რაშთან -იდიოტო-ბუზღუნით ვჯდები მანქანაში. პირველ შუქნიშნამდე უკანა ხედვის სარკეში ჩანს როგორ მომყვება უკან, ყვითელის ანთება ჯერ ასე არ გახარებია გულს, აჟიტირებული ვასწრებ გზის გადაჭრას, დღეს ჩემი ხარ კუთვნილო ადგილო! Love Me Again-ის ღიღინით ვაღწევ დანიშნულების ადგილამდე და სადარბაზოს წინ ამაყად ვაჩერებ, შუმახერი ხარ რა მაშო. მიწაზე ფეხის დადგმა და კაპოტზე ნამუსგარეცხილი კატის ახტომა ერთია, ბურდულის მოგზავნილო! ჩანთის სწორებით მივემართები ლიფტისკენ ვიღაცის ხელის დადება რომ მაშეშებს გაჭედილი ოპერას ბრაუზერივით -ნინის მეგობარი არ ხარ?-წინ მესვეტება სიგარეტმომარჯვებული სილუეტი -დიახ-შუბლშეჭმუხნილი ვავლებ თვალს, თუ მარცხენა ყვრიმალთან დატოვებული ჩალურჯებით ვიმსჯელებთ ან კარს გლიჯა შემთხვევით ან ეს ისაა ვინც მე მგონია -ნინი სადაა-ლერწამივით ირწევა იქეთ აქეთ, წადი შვილო გამოფხიზლდი! ჰო აშკარად ისაა, გახარებული კიდევ ერთხელ ვავლებ თვალს შერჩენილ დალურჯებას, საღოლ ფაჩულია კაცო, მომესწრო ბიჭი. -ზურა ხო შენ? სახლში არაა და როგორც ვიცი ურთიერთობა გაწყვიტა შენთან-სასწრაფოდ ვუკარკლავ და ლიფტისკენ ვიღებ გეზს, რამდენჯერაც დათვრება ასე უნდა დაადგეს ახლა თავზე? მგონი მეორედაც მოუწევს ვიღაცის მუშტის დაგემოვნება. ორი ნაბიჯიც არ მაქვს გადადგმული მაჯაში უხეში ჩავლება რომ მაბრუნებს უკან, ჰო ახლა ნამდვილად მოუწევს! -შენ თავი ვინ გგონია?-გაცეცხლებული ვუსწორებ თვალს -ნინის დაუძახე-სიგარეტიან ხელს დირიჟორივით იქნევს -შენთვისვე აჯობებს ხელი გამიშვა!-ჩანთამომარჯვებული ვემზადები აკრძალული ილეთის ჩასატარებლად. მორჩა, სენსეი მაშო ახლა ვიღაცას უშთამომავლოდ დატოვებს! ის-ისაა ახალნაყიდი ქუსლიანები წინასწარ უნდა გამოვიგლოვო მანქანის ფარები რომ მანათებს თვალებში. ამდენ ხანს სად იყავი ადამიანო? -რა ხდება აქ?-ზედ სასოწარკვეთილი ოტელოს წინ ხტება ჩემი ფეხსაცმელების და ვიღაცის განძის გადამრჩენელი -არაფერი ძმაო-როგორც ჩამავლო ისე მიშვებს თავის ბინძურ ტორს განაყოფიერების უნარშერჩენილი. -მეორეჯერ არ შეეხები-ამდენი თვეა ცალი თვალითაც რომ არ მინახავს ისეთი სერიოზული ბურდული მიდგას მხარზე აკრული, მგონი რუსიკოს ლექციაზე ჩამეძინა და არაორდინალურ სიზმარს ვხედავ, მიჩქმიტოს ვინმემ! ჯანდაბას კატავ შენ მაინც დამკაწრე. -წავიდეთ-ყვაჩამოვარდილი ვექაჩები ბურდულის მკლავს და ოდნავ ყბააწეული მივაბიჯებ ლიფტში -ვინ იყო ზღარბო?-კარის დახურვა და ნაცნობი გამომეტყველების დაბრუნება ერთია -ნინელის შეშლილი თაყვანისმცემელი-ჯერ კიდევ გაოგნებული ვუკარკლავ -მეც არ ვიფიქრე ზღარბი რომელ იდიოტს შეუყვარდა მეთქი-წარბების თამაშით მკრავს თითს ცხვირზე -გაგისკდა თავი სანდრო -ტატუ უნდა გავიკეთო-აშკარად მომავალ სიბრძნეს უკეთებს შესავალს-მკითხე ახლა რას ვიწერ -რა საოცრებას იწერ?-ტუჩებმოპრუწული ვაბრუნებ კისერს -მაშოს გმირს ზღარბო-ხითხითით მიბურდავს თმებს. პირველად შემაქვს ეჭვი კატაბალახას საჭიროებაში, მე და ნახევრადშიშველი გმირი ბათუმში, გადასარევია! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.