შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იო (თავი 8)


17-05-2017, 00:24
ავტორი MoonDaughter
ნანახია 2 022

პრეზიდენტის მიერ გამოგზავნილ მანქანაში, ლეა მდუმარედ იჯდა. თითქოს, მის ცხოვრებას აზრი მიეცა, მაგრამ ამასთანავე, თავს უსუსურად გრძნობდა. ის ასეც იყო, როგორც ახალდაბადებული ბავშვი, რომელიც ახლა სწავლობს სიარულს, ლაპარაკს, აზროვნებას და ახლა ეცნობა სამყაროს. მართლაც, რომ ახალი იყო მისთვის ის შეგრძნებები, რაც იოს გაცნობის შემდეგ ეუფლებოდა მას. ესმოდა მისი, ესმოდა იოს პროტესტის, არასრულფასოვნების შეგრძნების ადამიანებს შორის, მაგრამ თვლიდა რომ დახმარება მაინც სჭირდებოდა, რადგან ადრე თუ გვიან, ეს ბიჭი დაიღლებოდა და სიცოცხლეს დაასრულებდა. ეს კი, ისეთივე წარმოუდგენელი, ისეთივე დაუშვებელი გახლდათ ლეასთვის, როგორც ძველი ხედვები სამყაროს მიმართ. სწორედ ამაში ხედავდა მის დანიშნულება, ესღა დარჩენოდა ახალგაზრდა ქალს. იცოდა, რომ ეს ბიჭი მასთან ყოფნის უფლებას არ მისცემდა გოგონას, მაგრამ იმას მაინც მოახერხებდა რომ სიცოცხლის სურვილი დაებრუნებინა მისთვის. ამ ბიჭის მიმართ, ერთის მხრივ ეგოიზმსაც გრძნობდა, რადგან ეს სამყარო ცარიელი იყო უკვე გოგონასთვის, ცარიელი, სადაც მხოლოდ იო ცხოვრობდა. მეორეს მხრივ კი, ეგოიზმზე მეტი იყო მისი დამოკიდებულება ამ ბიჭის მიმართ, რადგან მას თავგანწირვაც შეეძლო მის გამო. თავგანწირვაში კი იოსგან მოშორებით ცხოვრება იგულისხმებოდა, თუკი ბიჭს ეს ენდომებოდა. ამიტომ საკუთარ თავში მოძებნა გოგონამ დანიშნულება და ამ აზრს ჩაბღაუჭებული, მთელი სულით და გულით სწყუროდა მალე ჩაემთავრებინა მანქანას გზა და დანიშნულების ადგილას მისულიყო.
თეთრი სახლის ეზოში, წითელი ვარდებისა და მწვანე ნაძვების შერეულ ფერებში, ქერა კულულები დალანდა გოგონამ. 7 წლამდე პატარა გოგო კისკისით დარბოდა ეზოში და წრეებს ურტყამდა ნაძვებს. მასთან ერთად ქალბატონი ნელიც იყო და სიყვარულით შესცქეროდა გოგონას. ლეა მიხვდა, რომ ეს ბავშვი თამარი იყო, იოს და. მსგავსება თავისთავად ვერ აღმოაჩინა, რადგან ბიოლოგიურად არ იყვნენ და-ძმანი, თუმცა ვერც სხვა მსგავსებას შეამჩნევდით, რადგან თამარი სიცოცხლით სავსე, მხიარული ბავშვი იყო, იოს ბავშვობაზე კი ფლობდა ინფორმაციას ლეა. ნელიმ როგორც კი ლეა დაინახა, სახე დაუსერიოზულდა და მისკენ გამოეშურა.
-გამარჯობა, ქალბატონო ლეა. -მკრთალი ღიმილით შეეგება ნელი.
ლეამ კი თავი დაუქნია საპასუხოდ და სახლში შევიდა. სამი სართული სწრაფად ჩაცალა გოგონამ და დერეფანს გაუყვა. მანამდე, თვალი გააყოლა წითელ კარს და ძველებურად, საზარლად ეჩვენა მისი დანახვა, ამიტომ სწრაფად აარიდა თვალი და იოს ოთახთან შეჩერდა.

ღრმად ამოისუნთქა გოგონამ, ჯერ ორჯერ ფრთხილად დააკაკუნა, შემდეგ კი, ნელა გამოაღო კარი. ფარდები ჩამოფარებული დახვდა, ამიტომ ოთახში ბნელი სიმყუდროვე დაბუდებულიყო. იო სარკმელთან იდგა, მისკენ ზურგით და ფარდებს შორის იჭყიტებოდა, ეზოს გაჰყურებდა. ლეამ მიხვდა, რომ თავის დას აკვირდებოდა ბიჭი და იმედის ნაპერწკალი მიეცა, რომ მას სიყვარული შეეძლო. ასევე, შეამჩნია რომ იოს ზურგზე, ბუმბულების წყობა უფრო გაზრდილიყო, თითქმის ზურგის შუა ნაწილსაც სცდებოდა.
როცა ლეას ნაბიჯების ხმა მოესმა ბიჭს, სწრაფად შემოტრიალდა. მკრთალად აათვალიერა და ოდნავ ჩაეცინა, შემდეგ კი სკამზე მოკალათდა.
-გამარჯობა, იო. -დაჯდა მის მოპირდაპირედ ლეა და მაქსიმალური სიმშვიდით მიესალმა ბიჭს.
-გამარჯობა, ლეა. -ცალყბა, ცივი ღიმილით მიესალმა იოც.
-როგორც ჩანს, გადაიფიქრე. -გამომცდელი ღიმილით შეაშტერდა ლეა სახეში.
-როგორც ჩანს. -სახე არ ეცვლებოდა ბიჭს და პირდაპირ თვალებში უყურებდა ლეას.
-როგორ ფიქრობ, რამდენად ცვალებადია შენი განწყობა და გადაწყვეტილებები?
-არ არის ცვალებადი.
-მაშ, რატომ შეიცვალე აზრი?
-ის გავაკეთე, რაც თავიდანვე ჩაფიქრებული მქონდა.
-მე რომ შემიყვარდებოდი, ეგეც? -თავი ვერ შეიკავა ლეამ.
ბიჭს კი მკრთალად გაეღიმა და თითქმის შეუმჩნევლად დაუქნია თავი თანხმობის ნიშნად.
-ჰო, მაგრამ შენ ხომ გეზიზღება ყველა შენზე შეყვარებული ადამიანი? -წარბები ასწია გოგონამ.
-მერე?
-ყოველთვის ორაზროვნად საუბრობ. არ გინდა, ერთხელ მაინც ერთმნიშვნელოვანი პასუხები გამცე?
-ასე უფრო ვიგებ, ვინ ხარ. -მოკლედ მოუჭრა იომ.
-რას გულისხმობ? -თავი გვერდზე გადახარა ლეამ.
-იმ ორაზროვან პასუხებს შორის, რომელს მიიღებ.
-როგორც ჩანს, მთელი ცხოვრება დაგეგმილი გქონია. -სკამის საზურგეს მიეყრდნო ლეა და თვალები ოდნავ მოჭუტა.
ბიჭმა არაფერი უპასუხა. მდუმარედ შეშტერებოდა თვალებში. თანდათან ბნელდებოდა და თითქმის შეუმჩნეველი ხდებოდა იო, მხოლოდ ბნელ სილუეტსღა ხედავდა ლეა, თუმცა ბნელშიც კი შესამჩნევი იყო მისი გამჭოლი მზერა.
-მაინც, რატომ გადაიფიქრე? ან, მე რატომ ამირჩიე? -არ ნებდებოდა ლეა.
-შენ რატომ აგირჩიე? სწორედ იმის გამო, ახლა რადაც იქეცი. -ზევიდან ქვევით დახედა ბიჭმა. -რაც შეეხება იმას, თუ რატომ გადავიფიქრე, მაგას არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია რომ შენ მაინც მოხვედი.
-არჩევანი არ მქონდა. -სწრაფად უპასუხა ლეამ.
-არჩევანი ყოველთვის არის.
ლეამ ხვნეშით ამოისუნთქა და სახე მოისრისა. უიმედობის ფერი გადაჰკვროდა და ეს ნამდვილად გამოხატავდა მის შეგრძნებას იმ მომენტში. დამარცხებისგან გამოწვეულ სინანულს.
-ჰო, შენ სუსტი ფსიქოლოგი გჭირდებოდა, ვისაც მარტივად გაუმკლავდებოდი. სწორედ ამიტომ აირჩიე 25 წლის, გამოუცდელი... -სიტყვა გაუწყდა ლეას, როცა სიბნელეში იოს კბილებმა გაიელვა. მისი სიცილი ლეას სიტყვების დასტური იყო, მაგრამ იმ მომენტში ლეას სინანული არ უგრძვნია იმის გამო, რომ იოს მახეში გაება. საერთოდ აღარაფერი აღარ უგრძვნია, ერთ ადგილას გახევდა და გრძნობებიც შემოეძარცვა.
-რისთვის გჭირდები, რა მიზანი გაქვს? -ძლივს ამოილუღლუღა ბოლოს გოგონამ.
-სეანსი ამოიწურა, ქალბატონო ფსიქოლოგო. -სიბნელეში გაიჟღერა ბოხმა ხმამ.
ლეა კი ერთხანს მდუმარედ იჯდა, შემდეგ კი ღრმად ამოისუნთქა და ოთახიდან გავიდა.

***
ლეა უკვე აღარაფერზე ფიქრობდა. მის აღარცერთ აზრს, აღარცერთ მოქმედებას აღარ ჰქონდა მნიშვნელობა, რადგან თითქოს მისთვის რაღაც დასრულდა. ამის იქეთ უკვე ვეღარაფერს ხედავდა, აღარც ცხოვრების გაგრძელება შეეძლო. იოს უყურებდა, როგორც მშიერ ლომს, რომელიც მისკენ მორბოდა, რომ დაეგლიჯა, ის კი ადგილიდან არ იძვროდა, რადგან აზრი არ ჰქონდა. რამდენიც არ უნდა ერბინა, ლომი მასზე სწრაფი იყო და ადრე თუ გვიან, აუცილებლად ჩაყლაპავდა. უიმედობა და სასოწარკვეთილება გაჰკიოდა მის გონებაში და ხვდებოდა, რომ უკვე გვიანი იყო. იოს უკვე იმოდენა გავლენა ჰქონდა მასზე, რომ მისი სიტყვა, ლეს ცნობიერსა და ქვეცნობიერში, მაშინვე ილექებოდა და უბრალოდ არ შეეძლო მისგან თავის დაღწევა. ეგონა, რომ თუკი მის თამაშს აჰყვებოდა, ძალა ეყოფოდა, რომ უკან ჭრილობების გარეშე გამომძვრალიყო, მაგრამ თამაშში აყოლა, სწორედ რომ დაღუპვას უქადდა გოგონას და ამას თავიდან ვერ მიხვდა. მის ნაცვლად, სხვა ალბათ უარს იტყოდა მასთან სეანსებზე, როდესაც მიხვდებოდა რომ პაციენტი მასთან არ თანამშრომლობდა, მაგრამ ლეა ამარტავნებამ, დიდების სიყვარულმა თუ კარიერამ შეიწირა. ორი აზრი არ იყო, ლეას იო უყვარდა, თუმცა თავადაც ვერ ხვდებოდა, რატომ?! იქნებ, სულაც არ უყვარდა და უბრალოდ ამ ბიჭის სიტყვას ვერ გადადიოდა?! იომ უთხრა, გიყვარდებიო და მანაც დაიჯერა... თუმცა აღარც ერთ სიტყვას აღარ ჰქონდა უკვე მნიშვნელობა, რადგან ლეას ძალა აღარ ჰქონდა, რომ ამ გრძნობას მორეოდა. ერთადერთი გზა, რაც ამ ბიჭისგან თავის დაღწევაში დაეხმარებოდა, ის იყო რომ ტანჯვასთან ერთად ცხოვრება ესწავლა, იოს გარეშე ყოფნაზე მეტად კი ვერაფერი დატანჯავდა...

მეორე დღეს, ლეა ბატონ გივისთან მივიდა. აღარც ფორმა ეცვა და აღარც უნერვიულია, კაბინეტში შესვლის წინ. სახე არაფრისმთქმელი ჰქონდა, თითქოს იმასაც აღარ ჰქონდა მნიშვნელობა, ცოცხალი იყო თუ არა?! მამაკაცი წარბებშეკვრით შეაჩერდა გოგონას და თითქმის თავისი ხელით წააჩანჩალა კარებში გაჯგიმული ლეა სავარძლისკენ.
-უარს ვამბობ იოსთან სეანსებზე. -ამოიბურდღუნა გოგონამ. თვალი უმისამართოდ გაშტერებოდა და ვეღარც აზროვნებდა თითქოს. ვერც მყარად გამოთქვამდა სიტყვებს.
გივი ერთხანს ადგილზე გახევდა, შემდეგ კი სწრაფად მოთავსდა სავარძელში.
-აბა, რა ხდება? რას ნიშნავს, უარს ამბობ? ხომ იცი ეს...
-არ მაინტერესებს. -სიტყვა გააწყვეტინა ლეამ. -დამითხოვეთ სამსახურიდან, არ აქვს მნიშვნელობა და სანამ დამაშანტაჟებთ სამსახურიდან გაგდების ცნობით, მანამდე გეტყვით რომ ეგეც ფეხებზე მ*იდია.
ლეა წამოდგა სავარძლიდან და კარისკენ აიღო გეზი. ბატონი გივი სწრაფი ნაბიჯებით აედევნა მას.
-რას ნიშნავს? რა უფლებით? ლეა. ის პრეზიდენტის შვილია, უარი როგორ ვუთხრა? -სწრაფად აყრიდა სიტყვებს ერთმანეთს მამაკაცი.
ლეამ კი არეზით გამოხედა მას, ერთხანს უყურა. შემდეგ კი ოთახი დატოვა.
ბატონი გივი ღონემიხდილი ჩაესვენა სავარძელში და მაგიდაზე დადებული კალამი მთელი ძალით მოისროლა კარისკენ.

***
გავიდა 3 დღე. ლეა სიმშვიდეს ინარჩუნებდა, მაგრამ თითქოს რაღაცას ელოდა, თავადაც არ იცოდა რას, მაგრამ გული უგრძნობდა, რომ რაღაც უნდა მომხდარიყო... პირველი ორი დღე პრეზიდენტის მანქანა აკითხავდა, მესამე დღეს კი აღარ მოუკითხავს, გივისგან კი შეტყობინება მიიღო, რომ დროს აძლევდა დასაფიქრებლად, რომ ის ცუდი ფსიქოლოგი არ იყო, რომ ის ნამდვილად ღირსი იყო ამ წოდებისა. ლეას ერთმნიშვნელოვნად ჩაეცინა, რა მარტივი წასაკითხი იყო, თუ რა იგულისხმებოდა ამ შეტყობინებაში?! რა აშკარა იყო ამ კაცის შიში პრეზიდენტთან უთანხმოებისა...

საღამოს, ლეა იისფერ დივანზე იჯდა და ხმაჩავარდნილ ტელევიზორს უყურებდა. მესამე ჩაის ჭიქა ცივდებოდა უკვე, მის წინ მდგომ პატარა მაგიდაზე. სამივე სავსე იყო, ლეას კი ან ავიწყდებოდა დალევა, ან კიდევ ჩაის გამზადების პროცესი მოსწონდა... კარზე ზარის ხმამ გამოარკვია გოგონა და ზლაზვნით წამოდგა, თითქმის დარწმუნებული იყო, რომ ნიკოლოზი იქნებოდა და გაუკვირდა კიდეც, თუ რატომ შეაშინა ასე ამ ზარმა?! ფრთხილად მივიდა კართან, თუმცა ჭუჭრუტანაში სიბნელის გარდა ვერაფერს მოკრა თვალი. კარი გამოაღო და ადგილზე გახევდა. ზღურბლზე ნიკოლოზის ნაცვლად იო იდგა და სახეზე მისდაგასაკვირად ღიმილი აღარ შეემჩნეოდა. ბიჭი თამამად შევიდა სახლში ისე, რომ ლეასთვის არც შეუხედავს. ოსტატურად გააგნო მისაღების ოთახს და იისფერ დივანზე მოკალათდა. თავი ისე ეჭირა, როგორც საკუთარ სახლში. ლეა კი ისევ კართან იდგა და თვალებგაფართოვებული შჰეყინვოდა ერთ ადგილს. შემდეგ, უზარმაზარი ნერწყვი გადააგორა ყელში და კარი მიხურა. ფრთხილად, კუს ნაბიჯებით შევიდა მისაღებში და ერთხანდ დივანზე კომფორტულად მოკალათებულ ბიჭს უყურა, შემდეგ კი მიუახლოვდა და მის გვერდით ჩამოჯდა.
-აქ რა გინდა? -იოს პროფილს შეაშტერდა გოგონა.
ამ უკანასკნელმა გამოხედა, ცალყბად გაუღიმა და თავი სავარძლის საზურგეზე გადააგდო.
-ჩემთან ბრძოლა გადაწყვიტე? -სერიოზული სახით ჩააშტერდა ბიჭი.
-სეანსების აზრს ვეღარ ვხედავ, ამიტომ სამსახურიდან წამოვედი. შენთან ბრძოლას არ ვაპირებ.
-რომ წამოხვედი, ეს ჩემთან ბრძოლას ნიშნავს. -ხმას აუწია იომ.
-მე აღარ ვაპირებ შენს მახეში ყოფნას. -ლეა მაქსიმალურად ცდილობდა თავდაჯერებულად ესაუბრა, რადგან იოს გარემოცვაში ყოფნა ძალიან ასუსტებდა.
იომ ტუჩები ენით გაისველა, თითქმის ხმამაღლა გაეცინა და მზერა აარიდა ლეას. ეს უკანასკნელი კი ერთხანს ჩაფიქრებული იჯდა, შემდეგ კი რაღაც აზრმა გაუევლა თავში, რითად დაამტკიცებდა იოს უბრალოდ განსხვავებულობა სურდა, თუ ნამდვილად ასეთი იყო?!
-შენ იცი, ხედვითი მახსოვრობა ჭკვიან ადამიანებს ახასიათებთ. ერთ თამაშში თუ ამყვები, ვნახავთ რამდენად ჭკვიანი ხარ.
იომ ენა კბილებში აატრიალა და უდარდელად გადმოხედა ლეას. ეს უკანასკნელი კი მაშინვე წამოდგა, ჩანთიდან წიგნაკი ამოიღო, ერთი ფურცელი ამოგლიჯა და კალამთან ერთად გაუწოდა იოს.
-მონიშნე ათი წერტილი და დაიმახსოვრე. შემდეგ, თვალები დახუჭე და ეცადე ხაზებით ერთმანეთთან დააკავშირო. ვნახოთ, რამდენად სწორად შეაერთებ შენივე მონიშნულ წერტილებს. მე ოთახიდან გავალ.
იოს ისტერიკული ხარხარი აუტყდა.
-რა გაცინებს? -მშვიდად შეეკითხა ბიჭს.
-ესე იგი, შენ ოთახიდან გახვალ. -ხარხარით წარმოთქვა იომ. -ათივე წერტილის ერთმანეთთან სწორად დაკავშირება, შეუძლებელია, ლეა. მე რომ თვალები გავახილო და სწორად შევაერთო, დაასკვნი რომ ჭკვიანი მინდა გამოვჩნდე, თუკი მართლა დავხუჭავ თვალს და არასწორი ხაზები მექნება, შესაბამისად, ჩათვლი რომ მართლა მაინტერესებს ვარ თუ არა ჭკვიანი.
ლეას კმაყოფილი სახე მთლიანად ჩამოერეცხა. ვერანაირი ხერხით ვერ ახერხებდა მის გამოცდას და ეს თითქმის აცოფებდა.
-შენ? -შეეკითხა უეცრად იო.
ლეამ მაშინვე გახედა მას.
-რა მე?
-ბედნიერი ხარ?
-მე... -თავი ჩახარა ლეამ. -ალბათ, ოდესღაც ვიყავი. ახლა, არ ვიცი. -მხრები აიჩეჩა მან.
-როცა თავს იტყუებდი, მაშინ იყავი.
-ჩვენ ყველანი ვატყუებთ საკუთარ თავებს, იო. ვისაც ეს უკეთ გამოსდის, ბედნიერიც ის არის. სხვა შემთხვევაში კი, როცა იცი რომ მიუხედავად ყველაფრისა, ბოლოს მაინც კვდები, ბედნიერი როგორ უნდა იყო?!
-სიკვდილი უბედურებაა? -ცალყბად გაეღიმა იოს.
-ამ საკითხზე ყველას ინდივიდუალური აზრი აქვს. პირადად მე, მეშინია სიკვდილის. შენ არა?
-ზოგს სანახაობა მოსწონს, მე კი ყოველთვის მაინტერესებდა რა ხდებოდა კულისებს მიღმა, ვინ ქმნიდა ამ სანახაობას.
-შენი აზრით, ეს სანახაობა ღმერთმა შექმნა?
-ვნახოთ, იქნებ კულისები სულ ცარიელი დამხვდეს.
-ასე მგონია, სიკვდილი გეჩქარება.
-წარმოიდგინე ორი კარი. ერთში ზუსტად იცი რაც დაგხვდება, მეორე კარზე კი წარმოდგენა არ გაქვს. -ხელები აქეთ-იქეთ გაშალა ბიჭმა. -რომელში შეხვალ?
-მეორე კარი მაცდური ჩანს, მაგრამ მირჩევნია ვიცოდე სად ვყოფ თავს.
-აი მე მეორე კარს ავირჩევდი. -საჩვენებელი თითი ცხვირთან აუქნია გოგონას.
-თუკი პირველ კარში ამ სამყაროს გულისხმობ, შენ ეგეც არ იცი აქ რა გელის.
-სწორედ რომ ვიცი, რაც მელის. -მშვიდი ღიმილით მიუგო იომ. -ეს სამყარო უკვე ვეღარაფერს შემომთავაზებს საინტერესოს.
- რომ შეგძლებოდა, აქამდე მოიკლავდი. სიკვდილი საიქიოს შიშია იო, ამიტომ ინტერესის გამო ვერავინ იკლავს თავს. ეს ასეა, როგორი განსხვავებულიც არ უნდა იყო.
-შეიძლება. -მრავლისმთქმელად გაიღიმა ბიჭმა და წამოდგა.
-მიდიხარ? -სწრაფად შეეკითხა ლეა.
-ხვალ გელოდები. -უპასუხა ბიჭმა, ისე რომ მისკენ არ შემობრუნებულა და ჩქარი ნაბიჯებით დატოვა ლეას სახლი.

***
ლეა სასიამოვნო შეგრძნებამ მოიცვა, თუმცა გულის სიღრმეში იცოდა თუ რატომ ესტუმრა მას იო. იცოდა, რომ ამ ბიჭს ის რაღაცაში სჭირდებოდა და ამიტომ არ შეეგუა მის წამოსვლას. თუმცა, არ იცოდა თუ რაში შეიძლებოდა ის იოს დასჭირვებოდა. ცდუნება მისკენ ექაჩებოდა ლეას, თუმცა მეორე მხარე დუმდა. მეორე მხარე ალბათ არც არსებობდა რომ ამ ცდუნებას შეწინააღმდეგებოდა. ლეა უკვე მთელი ტანით იყო ჭაობში და ხავსიც აღარ ეგულებოდა, რომ მოსჭიდებოდა. ალბათ, სურვილიც აღარ ჰქონდა საკუთარი თავის ხსნის, რადგან მისდაუნებურად, გრძნობები გაუჩნდა ამ ბიჭის მიმართ. მთელი ღამე ბოლთას სცემდა ლეა და ნერვიულად ისრესდა ხელებს, ვერ გადაეწყვიტა რა გაეკეთებინა?! წასულიყო იოსთან თუ თავისივე გადაწყვეტილებისთვის არ ემტყუნა?! მთელი ღამე, თვალი ვერ მოხუჭა გოგონამ. შემდეგ კი, გადაწყვიტა ბოლო შანსი მიეცა იოსთვის და ერთხელ მისულიყო. გონებაში თავს იმართლებდა, დაასკვნა რომ ეს უკანასკნელი შანსი იქნებოდა, სხვა შანსს აღარ მისცემდა ბიჭს, ამიტომ კმაყოფილს ჩაეძინა. თუმცა ღამე 2ჯერ გამოეღვიძა, ისევ დაალაგა თავში აზრები და ისევ კმაყოფილი მიეცა ძილს.

მეორე დღეს, მოაკითხა პრეზიდენტის მანქანამ და იოსთან მივიდა. მოეჩვენა რომ ბიჭი თანდათან იხსნებოდა მასთან, თუმცა გულს ეჭვი უღრღნიდა რომ იო უბრალოდ თამაშობდა და სინამდვილეში, სულაც არ ეხსნებოდა. შემდეგი სეანსები თითქოს წარმატებით მიმდინარეობდა, ბიჭი ლეას სიტყვებზე დროდადრო ჩაფიქრებულ სახეს იღებდა, თითქოს მნიშნველობას ანიჭებდა მის სიყვებს, მაგრამ ეს უკანასკნელი ვერ იჯერებდა თითქოს ამ ყველაფერს. ერთი შეხედვით, იო გულწრფელი ჩანდა, თუმცა მეორეს მხრივ, ისეთი ბუნების ბიჭს, როგორიც იო იყო, სრულიად ბუნებრივად შეეძლო თავის მოკატუნება. ამას კი, ალბათ იმის გამო აკეთებდა, რომ ლეა დაეკავებინა. გოგონას იმედი მიეცა, თითქოს გამოცოცხლა, ისევ შეეძინა თავდაჯერებულობა, როდესაც იოს ცინიკური რეაქციები აღარ ეჩეხებოდა მის სიტყვებს და თანდათან მის ეჭვებსაც ერეოდა.
მეორე თვეც მიიწურა „წარმატებულ“ სეანსებში. ერთ დღესაც, შუა საუბრის დროს, ოთახში თამამად შემოაბიჯა ქერა ქალბატონმა. იოს მზერა არ მოუშორებია ლეასთვის, ამ უკანასკნელმა კი ფეხებიდან აათვალიერა ოთახში შემოსული პიროვნება.

თითქმის მაღალი, 45 წლამდე, გამხდარი, ლამაზი ფორმების ქალი იყო. ქერა, გრძელი თმა კარგად გადაეწია და მხრებზე გადმოჰფენოდა აწეული ქერა თმის გრძელი კუდი. ცხვირი ოდნავ აპრეხილი ჰქონდა, დიდი ტუჩები და ლამაზი, გრძელი თვალის ჭრილი ჰქონდა, რომლიდანაც ღია თაფლისფერი თვალები ელავდნენ. საქმიანად ჩაცმული გახლდათ, ისეთი როგორიც პრეზიდენტის მეუღლეს შეეფერება. მარჯვენა ხელის არათითს ქორწილების ბეჭედი უმშვენებდა. ლეას ეს ქალი ტელევიზორში ჰყავდა ნანახი, მაგრამ ცხოვრებაში უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებოდა. იდგა ამაყად კარის ზღურბლზე და მისი მაქსიმალური მცდელობის მიუხედავად, მშვიდად წარმოეჩინა თავი, მაინც შეამჩნია ლეამ მის სახეზე მღელვარება. ქალმა მკრთალად გაუღიმა ლეას.
-მოგესალმებით, ქალბატონო... -ოდნავ ყელი მოიღერა ქალმა და წარბები ასწია.
-ლეა, ლეა მქვია. -წამოდგა გოგონა სკამიდან და საპასუხოდ გაუღიმა ელენეს.
-ლეა. -შუა ხმოვანი გაწელა ქალმა და ხელოვნურად, თითქმის შესამჩნევად გაიღიმა.
ქალბატონებმა ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს და როცა ლეა საკუთარი სკამისაკენ შებრუნდა, მომღიმარმა ხმამ გააწყვეტინა.
-დღეისთვის საკმარისია, ქალბატონო ლეა. -შუა ხმოვანი ისევ გაწელა ქალმა და ხელით კარისაკენ ანიშნა გოგონას.
ლეამ ჯერ იოს გახედა, რომელიც ლეას სკამს მისჩერებოდა სერიოზული გამომეტყველებით, შემდეგ კი ელენეს ხელს გაჰყვა და ოთახი დატოვა. უკან ქალბატონიც გამოედევნა ამაყი ნაბიჯებით.
-იცით, ქალბატონო ლეა. მე ვფიქრობ, რომ ჩემს შვილს სამკურნალო არაფერი სჭირს. ამიტომ, თქვენი სტუმრობა საჭირო აღარ არის. ჩემს იოანეს დედიკო უკვე ჰყავს. -სიყვარულით სავსე ხმით წარმოთქვა ქალმა, მაგრამ ლეას საშინელი შეგრძნება მოჰგვარა მისმა ღიმილმა. ბოროტი, ან უფრო მატყუარა ეგონა ეს ღიმილი.
-დიახ, მესმის. -ძლივს ამოიბურდღუნა ლეამ და კიბისაკენ გაეშურა.

იოს ოთახში დაბრუნებულმა ელენემ, კარგად მოკეტა კარი. იომ მაშინვე გამოხედა, ქალი კი მისკენ წავიდა სწრაფი ნაბიჯებით და მუხლებზე დადგა იოსთან მისული.
-ჩემო იოანე, ჩემო ბიჭო, მომენატრე, ჩემო სიცოცხლე. -ქალმა შიშველ მკლავებზე კოცნა დაუწყო ბიჭს, ამ უკანასკნელს კი ზიზღი ეფინებოდა სახეზე, თუმცა ქალს არ იშორებდა. თითქოს, მოსწონდა ეს ზიზღი რასაც ელენეს შეხება ჰგვრიდა მას. ქალი კი არ ჩერდებოდა, უფრო გამალებით ჰკოცნიდა მას კისერში, მკერდთან, ბოლოს კი სახეზე აუყვა, ტუჩებს მიუახლოვდა და ფრთხილად შეახო თავისი ბიჭისას. იო კი ყელში სწვდა, მთელი ძალით მოუჭირა ხელი და ზიზღით დააცქერდა. ქალმა კი პირი დააღო, თვალები ჩაუსისხლიანდა ისე მაგრად უჭერდა იო ხელს. ბოლოს კი, მთელი ძალით მოისროლა იატაკზე ბიჭმა და ქალიც ღონემიხდილი დავარდა. ყელზე მოისვა ხელი და ისტერიკული ხველება აუტყდა.
იო სწრაფად წამოდგა და ოთახიდან თითქმის სირბილით გავარდა.

***
წითელი ოთახიდან ახალგაზრდა ბიჭის ღრიალი ისმოდა. ქერა ქალი კი, შიგნიდან ჩაკეტილ ოთახს ფრთხილად ადებდა თითებს და ყოველ დაღრიალებაზე მთელი ტანით ხტოდა. ბნელი ოთახის მეოთხე კედელთან იდგა ახალგაზრდა ბიჭი და მთელი ძალით ურტყამდა დანას კედელს. ყოველი დარტყმის შემდეგ კი სახე წითელი წვეთებით ევსებოდა.



№1  offline მოდერი MoonDaughter

MoonLady
არ ვიცი რა ვთქვა. გახსოვს გითხარი დაიტოტა მეთქი ? ერთ ტოტზე მიაბიჯებს ეს ბიჭი მიზანმიმართულად... მომწონს, ძალიან მომწონს... სუსტია, სუსტია ლეა, მაგრამ ახლა, ზუსტად ახლა შეუძლია იპოვოს სისუსტეში ძალა...

ვნახოთ, რას იზამს :/ <3

 


№2  offline აქტიური მკითხველი La-Na

აი ახლა მესმის რატომ სძულს ყველა იოს.ახლა უნდა გაძლიერდეს ლეა,რომ დაეხმაროს მას.აი როგორ მინდა ელენეს მოკვლა ვერ წარმოიდგენ.ბიოლოგიური შვილი თუ არაა,მისი გაზრდილი ხომაა.საზიზღარი ადამიანია.
--------------------
ლანა

 


№3  offline მოდერი MoonDaughter

La-Na
აი ახლა მესმის რატომ სძულს ყველა იოს.ახლა უნდა გაძლიერდეს ლეა,რომ დაეხმაროს მას.აი როგორ მინდა ელენეს მოკვლა ვერ წარმოიდგენ.ბიოლოგიური შვილი თუ არაა,მისი გაზრდილი ხომაა.საზიზღარი ადამიანია.

მეც იგივე სურვილი მაქვს, ლანა :(

 


№4  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Dzalian momwons. Bednieri var rom cota movitbine da ax$a cota mainc ertad wavikitxe. Gadasarevi surati gaqvs daxatuli. Xo mdzimea magra m ise ikitxeba ro ar vici. Mec mifiqria imaze rasac io ambobs magram gambedaoba ar myofnida masavit ro moviqce da ubralod vigrdzeni tavi mastan shedarebit, iseve rogorc leam. Moutbenlad geli usasrulod azriania da mainteresebs ra moxdeba!!!!

 


№5  offline მოდერი MoonDaughter

nawkas12345
Dzalian momwons. Bednieri var rom cota movitbine da ax$a cota mainc ertad wavikitxe. Gadasarevi surati gaqvs daxatuli. Xo mdzimea magra m ise ikitxeba ro ar vici. Mec mifiqria imaze rasac io ambobs magram gambedaoba ar myofnida masavit ro moviqce da ubralod vigrdzeni tavi mastan shedarebit, iseve rogorc leam. Moutbenlad geli usasrulod azriania da mainteresebs ra moxdeba!!!!

უღრმესი მადლობა, აი არ ვიცი ვერც კი გადმოვცემ რას ნიშნავს ჩემთვის ეს სიტყვები <3 როგორი სტიმული მეძლევა და საერთოდ, როცა მთელს სულს და გულს დებ რაღაცაში და გიფასდება ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია <3 უღრმესი მადლობა ❤️❤️❤️❤️

 


№6  offline წევრი ვივი

ყველაზე მეტად მესმის იოსი.. არც კი ვიცი როგორ გამოვხატო.. გენიალური ხარ! საოცრად წერ! <3

 


№7  offline მოდერი MoonDaughter

ვივი
ყველაზე მეტად მესმის იოსი.. არც კი ვიცი როგორ გამოვხატო.. გენიალური ხარ! საოცრად წერ! <3

მადლობა, სიყვარულო <3

 


№8 სტუმარი Guest ანა

ძალიან მაგრად წერ!!! როდის დადებ ახალ თავს?

 


№9  offline მოდერი MoonDaughter

Guest ანა
ძალიან მაგრად წერ!!! როდის დადებ ახალ თავს?

დიდი მადლობა, საყვარელო. საერთოდ, ყოველ დღე ვდებ ახალ თავს, უბრალოდ ეს ორი დღე ვერ მოვიცალე. დღეს დაიდება <3 <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent