შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოთხი დღე (სრულად)


17-05-2017, 19:12
ავტორი Mmariami)
ნანახია 8 940

-თბილებიც ჩაალაგე დედიკო
-ოთხი დღით მივდივარ სამუდამოდ კი არა დედა
ჩანთაში მორიგი ჟაკეტი ჩადო და დედამის მობეზრებულმა გადახედა.
-რო ჩახვალ დარეკე, ბევრი არ დალიო
სიცილით გადაეხვია შვილს და სახლის კარები ანერვიულებულმა მიხურა.

*
-იქ ამბები ატყდებაა
ავტობუსში ჩაჯდომისთანავე სიტყვები გაწელა რუსკამ და ყურსასმენები მოიმარჯვა.
-ძააან ბევრი უნდა დავლიოთ
თვალის ჩაკვრით გადახედა დაქალს მარიამმა.
-მე არ ვსვავ და შენ რაც გინდა ის გიქნია
სასურველი სიმღერა ჩართო და გზას გახედა.

*
მთელი გზა ეძინა, ახმაურებულ კლასელებს რამდენჯერმე გახედავდა და ისევ ძილს აგრძელებდა.
წელს სკოლას ამთავრებდა, ამის მერე ამ ბავშვების უმეტესობას აღარც ნახავდა.
ზოგს საერთოდ არ იცნობდა, მასწავლებლების თხოვნით თუ მოთხოვნით ორი კლასი ერთად წაიყვანეს და ამდენ ხალხში თავს ზედმეტად არეულად გრძნობდა.

*
-ოხ გაიღვიძე?
გვერდით ნინი სიცილით მიუჯდა და რამდენიმე სურათი სწრაფად გადაიღო.
-მალე ჩავალთ?
თვალების ფშვნეტით კითხა კლასელს.
-ახალ ციხეში ვართ, მაქსიმუმ ნახევარ საათში კი
სწრაფად მიაყარა პასუხი და ცეკვით წინ მჯდომი ბავშვებისკენ წავიდა.
*
-მომწონს აქაურობა
ბუხართან მჯდომმა რუსკამ აბასთუმნის ცივი ჰაერი ჩაისუნთქა და კოტეჯს თვალი მოავლო.
-'ვაიფაის' პაროლი გამიგე და ამოდი ზემოთ, გოგოებს მივეხმაროთ
მითითებები სწრაფად მისცა მარიამმა, რუგზაკს ხელი დაავლო და კიბეები სასწრაფოდ აირბინა.

*
-სანდროს გვერდით ვინ არის?
ყავის ჭიქას ხელები შემოხვია, პლედში კარგად გაეხვია და ნინის კითხვის ნიშნის თვალებით გახედა.
-არ იცი?
გაოგნებულმა კითხა და მათ წინ მდგარ ბიჭებს შეხედა.
-ირაკლია გელაძე
-არ შემიმჩნევია აქამდე
დაინტერესებული ტონით უპასუხა ნინის და თავისთვის ჩაფიქრდა.
სანდრო წერეთელი მერვე კლასიდან მეცხრე კლასამდე მოსწონდა, წესიერად არც იცნობდა, უბრალოდ მოწონდა, მერე დაიღალა, ტყუილ უბრალოდ ყოველ დღე მისი ყურებით დაიღალა და შეეშვა.

*
-ყავა ვის უნდა?
პირველ სართულზე ჩასვლისთანავე იკითხა, იცოდა მაინც თვითონ მოუწევდა ყველასთვის ყავის მომზადება და ჯობდა აქედანვე შეგუებოდა ამ აზრს.

-მეც გამიკეთე
მადუღარასთან მდგომი წერეთლის ხრინწიანმა ხმამ შეახუტუნა და მორიდებით ახედა მასზე ორი თავით მაღალს.
-შაქარი?
-უშაქრო
მშვიდად უპასუხა სანდრომ და სამზარეულოდან გავიდა.
*
ყველას სათითაოდ მიუტანა სასურველი ყავა და რუსკას გვერდით მოთავსდა.
-აი სკოლაში ხო ვამბობდი სიმპატიურია თქო მაგრამ ეხლა მიყვარს!
თავდაჯერებით გამოუცხადა და მხარზე თავი დაადო.
-ეგრე გიყვარს შენ ყველა
სიცილით შეხედა და ყავა მოსვა.
-კიდე კაი ყავის გაკეთება მაინც გამოგდის.
სწრაფად დაამატა რუსკამ და ტელეფონს დახედა.

*
-აი შენ რატო წვავ მწვადს ვერ ვხვდები
ინტერესით უყურებდა ჯერ გაგას და მერე ხორცის დიდ ნაჭერს.
-უკეთესი ვინ შეწვავს ძალიან მაინტერესებს
წარბის აწევით კითხა და ხორცის მოზრდილი ნაჭერი შამფურს ჩაამოაცვა.
-ამას მე ვერ ვუყურებ
ზიზღით დაილაპარაკა და ბუხრისკენ წავიდა.
-ვერ უყურებს გოგო და ჭამით კარგად ჭამს
სასაცილოდ გაიწელა გაგა და მარიამს თვალი გააყოლა.


*
ბუხრის გვერდით იჯდა და თვითონაც ვეღარ ითვლიდა მერამდენე ფოტოს იღებდა.
-არ დაიღალე მაინც?
ამ ბიჭის ხმაც კი გონებას ურევდა, მგონი მართლა შეუყვარდა.
-რითი?
-ამდენი ფოტოს გადაღებით
ტუჩის კუთხე ჩატეხა წერეთელმა და მარიამს დახედა.
-არა
ნერვებ მოშლილმა ტელეფონი სასწრაფოდ ჯიბეში ჩაიდო.
-სასაცილო ხარ
გვერდით მდგომ ხის სკამზე ჩამოჯდა წერეთელი.
-იცი რაა
სიტყვები კიდევ უფრო სასაცილოდ გაწელა და როცა ვერაფერი მოიფიქრა, უიმედოდ დანებდა.
-სანდრიკ ამოდი ორი წუთით
დათო გეგეშიძის ხმამ გადაარჩინა, გულში მადლობა მილიონჯერ გადაუხადა, თან დათოს გვერდით მდგომ რუსკას ღიმილით უყურებდა.
-ვისი ჟაკეტი გაცვია?
ინტერესით აათვალიერა დაქალი.
-დათოსი
-და შენი არ გაგაჩნია?
ნერვებ მოშლილმა შეხედა.
-შეყვარებულის ჟაკეტი რო მეცვას არ შეიძლება? საერთოდაც რა გჭირს?
დაეჭვებულმა შეხედა მარიამს.
-არაფერი არ მჭირს, ვიკითხე უბრალოდ
თვალების ტრიალით უთხრა და პასუხს დაელოდა.
-რაც წამოვიღე ყველა თხელია ჩემი
იგივე სახით უპასუხა და გვერდით მიუჯდა.
-სანდრო ნერვებს მიშლის
გაბრაზებულმა დაილაპარაკა და ქვედა ტუჩი ამოატრიალა.
-ოხ აღარ გიყვარს?
სიცილის შეკავებას ცდილობდა რუსკა.
-სიმპატიურია უბრალოდ, მართლა ერთი ნახვით კი არ შემიყვარდა
ეს რა მაკადრე სახით შეხედა და ტელეფონი ჯიბიდან ამოიღო.
*
-მე რო დათო გეგეშიძე ვარ ჩემი მეგობრების დამსახურებაა
ძალიან მთვრალი დათო მორიგ სადღეგრძელოს სვამდა, ხელი რუსკაზე ქონდა გადახვეული და ლოყებ აწითლებულს უარესად აწითლებდა.
-აქ მყოფების უმეტესობა ჩემი მეგობრები ხართ, ზოგი მომავალი მეგობრები, როგორც არის რა, მიხარია თქვენ რო მყავხართ, თქვენ რო არა მე მე არ ვიქნებოდი და არც დათო იქნებოდა დათო გეგეშიძე
თმებზე ხელი გადაისვა და ძმაკაცს სიცილით გადახედა.
-მიხარია რომ მყავხართ და მიხარია რომ დღევანდელ დღეს თქვენთან ერთად ვატარებ
ამჯერად მარიამს შეხედა და
მშვიდი ხმით დაასრულა სანდრომ ლაპარაკი, არაყი დალია და ადგილი გაგას გვერდით დაიკავა.

მასწავლებლებმა როგორც კი დასაძინებლად წასვლა მოთხოვეს, უარესად ახმაურდნენ და მესამე სართულზე ავიდნენ, ბიჭებმა რამდენიმე ბოთლი არაყი აიტანეს, გოგოებმა ერთჯერადი ჭიქები და ბევრი ბრძოლის შემდეგ მასწავლებლები დასაძინებლად წავიდნენ, მოსწავლეები არა.

*
-რუსას რა ჭირს?
მთვრალი გეგეშიძე ძლივს აბავდა სიტყვებს ერთმანეთს.
-რაზე?
არც თვითონ იყო ნაკლებად მთვრალი.
-რავი რა, ისე იქცევა მგონი აღარ ვუყვარვარ
დივანს მიეყუდა დათო და მარიამის პასუხს დაელოდა.
-დაიღალა, რეებს ბოდავ
ძალით გაუცინა და ნიკა ბრეგვაძეს თავი დაადო.
-გეძინება?
თავზე აკოცა და ისე კითხა.
-ძააან
ძლივს ძლივობით ამოილაპარაკა მარიამმა და თვალები დახუჭა.
-წერეთელი და გელაძე ისე გვიყურებენ მგონი რაღაც ხდება
არაყი მოსვა და მარიამს სიცილით გადაულაპარაკა.
-რა სისულელეა
ნახევრად ჩაძინებულმა უპასუხა და სასურველ პოზაში მოთავსდა.
ხმაური საერთოდ არ აწუხებდა, ნიკაზე მიყუდებულს აივანზე მშვიდად ეძინა.
-სანდრიკ რამე გამომიტანე, დავაფარო რა
წინ მდგომ სანდროს თხოვნით მიმართა ნიკამ, თან მშვიდად ჩაძინებულ კლასელს დახედა.
-საყვარელია
ხრინწიანი ხმით ამოილაპარაკა წერეთელმა, ჩამწვარი სიგარეტი საფერფლეში ჩააგდო და ოთახში შევიდა.


*
ოთახიდან საბანი გამოუტანა, თავი ბალიშზე დაადებინეს და ნიკაც განთავისუფლდა მარიამისგან.
-შესცივდება აქ
მოაჯირთან მდგომმა ჩაძინებულ მარიამს დახედა.
-გავაღვიძებ ან შევიყვან ოთახში
წერეთელმა ადგილი მარიამის გვერდით დაიკავა და საბანი თვითონაც გადაიფარა.
-უხდებით ერთმანეთს
ნიკამ ჯერ მძინარე მარიამს შეხედა, მერე მის გვერდით მყოფ სანდროს და სანამ რამეს უპასუხებდა სასწრაფოდ ოთახში შევიდა.

თენდებოდა უკვე, ნელ-ნელა ყველა დასაძინებლად დაიშალა, მარიამმა მაშინ გაიღვიძა, აბურდულ თმებზე ხელი გადაისვა და თვალები ძლივს ძლივობით გაახილა.
ჯერ იმის გაანალიზებას ცდილობდა აივანზე რატო ეძინა, მერე გვერდით ჩაძინებული სანდრო დაინახა და ორმაგად დაიბნა, გაეცინა და სასაცილო პოზაში ჩაძინებულს რამდენიმე ფოტო გადაუღო.
-სანდრო, გაიღვიძე
პასუხად მხოლოდ სანდროს ზმუილი მიიღო და უშედეგოდ გააგრძელა წერეთლის გაღვიძება.
-სანდრო გაიღვიძე თქო
-შემეშვი
ძილისგან ისედაც ბოხი ხმა უფრო დაბოხებოდა.
-რა შეგეშვა, შედი შიგნით გაიყინები აქ
ნერვებ მოშლილმა თვალები გადაატრიალა და წერეთლის გაღვიძებას დაელოდა.
-ჩამეხუტე და აღარ გავიყინები
ტუჩები სასაცილოდ გაამოძრავა და თან ხელები გაშალა.
-გღვიძავს შენ უკვე
ნერვებ მოშლილმა მარიამმა პლედი კარგად მოიხვია და ფეხზე წამოდგა.
-სად მიდიხარ?
თვალების ფახუნით კითხა სანდრომ.
-ქვევით, დაიძინე შენ
-აღარ მეძინება
-კარგი
მხრები აიჩეჩა და პირველი სართულზე ჩავიდა.

რამე ცხელი რო არ დაელია ალბათ მოკვდებოდა, სახლშიც ყველას ეძინა, იძულებული იყო თავის თავს თვითონ მომსახურებოდა და მადუღარასთან მშვიდი სახით იდგა.
-მეც გამიკეთე რა
სანდროს ხმის გაგონებისას შეხტა და მეორე ჭიქა უხმოდ გადმოიღო.
-ძინავს ყველას?
-ჰო, იკას და დათოს გარდა
დივანზე ჩამოჯდა და ტელეფონი დასატენად შეაერთა.
-რა ხდებოდა გუშინ?
უშაქრო ყავა წინ დაუდგა და პასუხს დაელოდა.
-გისწავლია უკვე
ყავა მოსვა წერეთელმა.
-არაფერი ისეთი, ყველა ძაან მთვრალები ვიყავით და როგორც ხდება, უაზრობებს ვლაპარაკობდით ვმღეროდით და ეგრე რა.
-კარგი დღე იყო
-ხო და კიდე სიყვარულს მიხსნიდი
წარბი აუწია და ღიმილით შეხედა ლოყებ აწითლებულ მარიამს.
-რაა? მეე? რა სისულელეა
ხველება აუტყდა და იგრძნო როგორ აუწითლდა ლოყები.
-just kidding მარო
სიცილით უპასუხა სანდრომ და გემრიელად გაიცინა.
-ცანცარა
ნერვებ მოშლილმა მარიამმა ტელევიზორის პულტს დაავლო ხელი და სანდროსთვის ხმაც აღარ გაუცია.
-ვკვდები და აღარ ვცოცხლდები!
კიბეებზე დათო გეგეშიძე ჩამოდიოდა და თავს ძლივს იმაგრებდა არ წაქცეულიყო.
-კიტრი მინდა, მჟავე და საერთოდაც მარიამ ნუ მიღებ ვიდეოს
თვალების ბრიალით შეხედა მარიამს და დივანში ჩაესვენა.
-ტრ*კი რო არ გაქ არ უნდა დალიო
-ამას ამბობს სანდრო რომელსაც სამ ჭიქაში ეძინა
-ოპ ოპ მიგაბანძა სანდრიკ
კიბეებზე საკმაოდ კარგ მდგომარეობაში მყოფი გიორგი დვალი ჩამოვიდა და მარიამის გვერდით ადგილი დაიკავა.
-მარიშკა ყავა გამიკეთე რა
კატის თვალებით შეხედა პარალელურ კლასელს გიორგიმ.
-შემაწუხეთ უკვე
ბუზღუნით წამოდგა მარიამი და სამზარეულოში ნელი ნაბიჯებით გავიდა.
-მარო მჟავე კიტრიც გაჩითე რა
-ეს პახმელიაზეა თუ ორსულად?!
კითხვის ნიშნის თვალებით შეხედა მარიამმა და პარკებში ქილის მოძებნა დაიწყო.
-რომელი საათია რა გაყვირებთ?
კიბეებზე ანასტასია მდივანი ჩამოვიდა, გაბურძგნული თმით და მინიონის ჩუსტებით.
-ათია ტასო
-ვაიმეე თავი მისკდება რა დავლიე ესეთი
თავზე ხელებს იკიდებდა და სასოწარკვეთილი სახით აქეთ-იქეთ იყურებოდა.
-გხედავდეს ლამარა, ეს ათოსანი გოგო როგორ გაგაფუჭეთ, ნტ ნტ შვილო!
ლ რაც შეიძლება მკვეთრად გამოკვეთა მარიამმა და ბავშვებს გვერდით მიუჯდა.
-დანარჩენები არ გავაღვიძოთ?
იდეეით გამოვიდა გეგეშიძე.
-არა ცოდოები არიან
ყველას მაგივრად უპასუხა გიორგიმ.
-მიდი და შენი შეყვარებული გააღვიძე, მაინც ყველაზე ფხიზელი იყო
მავედრებელი სახით შეხედა მარიამმა და დათოც უსიტყვოდ წავიდა გოგოების ოთახისკენ.
*
-ზაზა მას დღეს ოფსერვატორიაში წავალთ?
ყველა გაღვიძებული იყო, ზოგი აივანზე იჯდა, ზოგი სახლში, ზოგიც სუფრას შლიდა.
-კი ბავშვებო, გვიან ავიდეთ
მასწავლებელმა საყვარელ მოსწავლეებს გაუღიმა და მეორე სართულზე ასვლა დააპირა.
-ნინა, ნინა ჩემო ნინა
კიბეებზე სიმღერით ჩამოვიდა ელენე დადიანი.
-არ მინდა გათხოვება არა
სამზარეულოდან სიცილით გამოსძახა ნინა ბრეგვაძემ.
-გვრიტები სად არიან?
სასხვათაშორისოდ იკითხა მარიამმა.
-ვინები?
-რუსკა და დათო
ამას როგორ ვერ მიხვდი სახით შეხედა კლასელს და პასუხს დაელოდა.
-გარეთ ჰამაკში
-ქავთარაძე დაუძახე ყველას და დასხედით ვჭამოთ
მაკა მასწავლებელი ჩაერია ბავშვების დიალოგში.

*
-დღესაც უნდა დავლიოთ?
-ნინი, გადაყლაპე და ისე ილაპარაკე
ნერვებ მოშლილმა უპასუხა წერეთელმა.
-არა, ხვალისთვის ძალები გვჭირდება
-ხვალ რა ხდება მას?
კარტოფილს დაწვდა მარიამი და მასწავლებელს შეხედა.
-ბორჯომში მივდივართ!

*
-წერეთელი სად არის?
განათებულ ეზოში, ავტობუსთან მდგომ ბავშვებს გადახედა მაკამ.
-არ მოდის თიჩერ
გაეკრიჭა ირაკლი.
-რას ნიშნავს არ მოდის?
ტონი გაამკაცრა ზაზამ.
-ცუდად არის ძაან, კვდება მგონი
მხრების აჩეჩვით გასცა პასუხი.
-ვინმე დარჩეს მაშინ მაგასთან
დანებებით დაეთანხმა მაკა.
-აი მაშაშო დარჩება
სწრაფად წამოიყვირა რუსკამ და ქავთარაძეს გადახედა.
-მეე? რა სისულელეა
-მართლა მარიამ, მაინც ბევრჯერ ხარ ნამყოფი და ცოდოა სანდრო
თხოვნით მიმართა მაკამ მოსწავლეს და გაბრაზებული მარიამი დააიგნორა.
-რა უნამუსობაა
ჩხუბით შევიდა კოტეჯში, დიასახლის მორიდებით გაუღიმა და სანდროს ოთახში ისე შევიდა არც კი დააკაკუნა.
-კარებზე კაკუნი არ გასწავლეს მარიამ?
ტელეფონი გვერდით დადო და ლოგინზე წამოწოლილმა მშვიდად შეხედა.
-შენს გამო მე რატო უნდა დავრჩე სახლში ვერ ვხვდები
დაუკითხავად შევიდა ოთახში და მეორე ლოგინზე დაჯდა.
-გიყვარვარ და იმიტომ
ვითომც არაფერი სახით შეხედა ლოყებ აწითლებულს.
-იოცნებე წერეთელო
ნაზად გაუღიმა და კუთხეში დადებულ პლედს ხელი დაავლო.
-ისეთ რაღაცეებზე არ ვოცნებობ რაც რეალურია
პლედში გახვეულს თვალი ჩაუკრა და ლოგინიდან წამოდგა.
-ცუდად ყოფნის არაფერი გეტყობა შენ
თვალების ტრიალით შეხედა მარიამმა.
-არ მოვკვდები ნუ გეშინია
-ხო ნამდვილად არ მინდა მკვდარს გიყურო
პასუხს არ დალოდებია ისე გავიდა ოთახიდან.

-არ იყო გაბრაზებული და ყავას გაგიკეთებ
გვერდით მიუჯდა მარიამს და თავი მხარზე დაადო
-ჯერ გამიკეთე და მერე ვნახოთ
-კარგი
მხარზე ნაზად აკოცა და სამზარეულოსკენ წავიდა.
-შაქარი სამი
ჟრუანტელი მაქსიმალურად დააიგნორა და დამშვიდებულმა დაუძახა.

*
-ლამაზია აქაურობა
აივანზე მყოფს ყავის ჭიქა წინ დაუდგა და ხეებში ჩაძირულ აბასთუმანს შეხედა.
-ჰო
თავის ქნევით დაეთანხმა მარიამი და ყავის ჭიქას ხელები მოხვია.
-შენც ლამაზი ხარ
ღიმილით ამოილაპარაკა წერეთელმა და პლედი თავადაც დაიფარა.
-ბავშვები მალე მოვლენ?
სწრაფად შეცვალა თემა და სანდროს სიცილის დაიგნორებას შეეცადა.
-ალბათ ჯერ არა, ოცი წუთია რაც წავიდნენ
ტელეფონის საათს დახედა და მერე ისევ მარიამისკენ გაიხედა.
-რა ლამაზი მთვარეა, შენს გამო არ ვარ ეხლა ობსერვატორიაში
ნერვებ მოშლილმა შეხედა და ყავის ჭიქა მოაჯირზე დადო.
-ძიძა არ მჭირდებოდა წასულიყავი
იგივე ტონით უპასუხა წერეთელმა და სავარძელზე კომფორტულად გადაწვა.
-ფაქტია შენს გამო მე დავრჩი და შენი ყურება მიწევს
თვალების ბრიალით შეხედა და მოუსვენრობისგან თავთან მიუჯდა.
-ისე ნუ ლაპარაკობ ვითომ ჩემთან ყოფნა არ გინდოდეს
სწრაფად წამოჯდა პლედი მარიამსაც გადააფარა და ვითომც არაფერი ისე გაუღიმა.
-ხომ გეუბნები ბევრს ოცნებობ თქო
ტუჩის კუთხეში მშვიდად ჩაიღიმა, კომფორტულად დაჯდა და ტელეფონს ხელი წაავლო.

*
-მოვიდნენ ბავშვები
ეზოში მომღერალი ბავშვების ხმაზე სწრაფად წამოხტა ფეხზე და პირველ სართულზე ჩაირბინა.
-ვკვდები ისე მშია
შესვლისთანავე დაიწყო ნინამ და ყველა მიხვდა, სუფრის გაშლის დრო იყო.

*
ჭამის შემდეგ ისევ ზევით ავიდმენ, მესამე სართული უფრო ეკომფორტულებოდათ ვიდრე მეორე, იჯდნენ მესამე სართულზე, ბევრი სიგარეტით, ყავით, გიტარით და ერთმანეთის სიყვარულით.
-12 წლის მანძილზე პირველად არ მინდა სკოლის დამთავრება
სიგარეტს გაუკიდა მარიამმა და ბავშვებს გადახედა.
-დაუკარი რა
მუდარით შეხედა ნინიმ ნიკას.
-მოვწევ და დავუკრავ
-შენ კარგი და ის რატო ეწევა?!
წარბ აწევით გახედა წერეთელმა ქავთარაძეს.
-შენ უნდა შეგითანხმო?!
აგრესიული გახდა მარიამმი.
-ესენი რატო კბენენ ერთმანეთს?!
დათოზე მიყუდებულმა რუსკამ, არაფერი არ ვიცი, არაფერი არ მესმის, სახით გადახედა იქ მყოფებს.
-რა დავუკრა?
უპასუხოდ დატოვეს რუსკა და ნიკამ გიტარა მოიმარჯვა.
-მე დავუკრავ რა
წერეთელმა გიტარა ხელებიდან გამოაცალა, მარიამის პირდაპირ კომფორტულად მოთავსდა და ნაზი მელოდია გააჟღერა. ამღერებული სანდრო, გიტარით ხელში დაინახა თუ არა, მაშინვე ვიდეოს გადაღება დაუწყო.
მოსწონდა ეს ბიჭი, თავისი კითხვის ნიშნები, დუმილით, უემოციოდ გამოხატული ემოციებით, და ეს უკანასკნელი ისე აბნევდა თავადაც არ იცოდა რას გრძნობდა, მოწონდა და ვერაფერს ცვლიდა.
წამებში ახერხებდა მისი ზღვისფერი თვალებით დაებნია, მისი გამოხედვით. ეხლაც როდესაც გიტარით ხელში მას უყურებდა, გრძნობდა როგორ უჩერდებოდა გული, გრძნობდა რომ შეუყვარდებოდა, გრძნობდა 'ბავშვობა' თავს გაახსენდებოდა და ისევ ისე ააფორიაქებდა სანდრო წერეთელი როგორც მეცხრე კლასში ახერხებდა.
-შენ რა მაგარი ბიჭი ყოფილხარ
უაზროდ გაიწელა ნუცა კერესელიძე, პასუხად მხოლოდ სანდროს თვალის ჩაკვრა და მარიამის თვალების ბრიალი მიიღო.
-წავალ დავწვები რა
ფეხზე წამოდგა ქავთარაძე.
-რა გეჩქარება?
ხასიათის ცვლილებას მიუხვდა რუსკა.
-დღეს ავადყოფის მოვლამ დამღალა
სწერვა სახით გადახედა სანდროს და ოთახში შევიდა.
ლოგინში კომფორტულად მოთავსდა თუ არა კარები რუსკამ შეუღო, გვერდით ფრთხილად მიუწვა და სიცილი აუტყდა, მერე მარიამი აყვა, ესე უაზროდ, არაფრის გამო, იწვნენ და იცინოდნენ.
-არ შეგიყვარდეს რა მარო
სწრაფად დასერიოზულდა რუსა.
-ორ დღეში ჩავალთ თბილისში
-თემას ნუ ცვლი მაშაშო
სევდიანად გაუღიმა დაქალს.
-არა არ შემიყვარდება
-მაშინ გიყვარდა რო არ იცნობდი და ეხლა ერთად ხართ და იმას მეუბნები რო არ შეგიყვარდება?
-არ მინდა რო შემიყვარდეს
თავი მხარზე დაადო და დაძინება დააპირა.
-მაგრამ გიყვარდება
ლოგინში კომფორტულად მოთავსდა და თვითონაც დაძინება დააპირა.


*
-ისევ წვიმს ისევ თოვს, ისევ სევდაა
სიმღერით შევიდა სალომე ოთახში და გოგოების გაღვიძებას კვლავ სიმღერით აგრძელებდა.
-სალომე მოკეტე
ბალიში თავზე დაიფარა ნინიმ და ძილის გაგრძელებას შეეცადა.
-შენ მოგკეტა სიკვ'თ'ილმა! ადექი, ბორჯომში მივდივართ.
სიცილით კვდებოდა სალომე ჯაფარიძე.
-რა ხდება?
თვალების ცეცებით იკითხა მარიამმა და რუსა შეაჯანჯღარა.
-საფარაში მივდივართ, 15 წუთში ქვემოთ იყავით
ოთახის კარები სწრაფად გაიხურა.

*
-რა ლამაზია აქაურობა
საფარის მონასტერს გულმოდგინედ ათვალიერებდნენ, ბერის მოყოლილ ისტორიასაც ყურადღებით ისმენდნენ.
გარეთ გამოსულს მწვანეში ჩაძირულმა ბუნებამ მიიბყრო მათი ყურადღება, უამრავი სურათი გადაიღეს, ერთად და ცალ-ცალკე.
მშვიდად, გულით მოილოცეს იქაურობა და მერე სადმე ახლოს პიკნიკის მოწყობა გადაწყვიტეს.

*
-ეს თეფში დადეთ მანდ და ნუ დადიხართ ცხვრებივით
პირველ კლასელებივით უბრაზდებოდა მაკა ბავშვებს.
-არ მინდა ხვალ თბილისში
საწყლად ამოილაპარაკა ნინამ.
-არავის არ უნდა
-ნუ მოიწყინეთ ეხლა, დავლიოთ დღესაც!
კიტრს დასწვდა მარიამი.
-ლოთი
თვალი ჩაუკრა წერეთელმა.
-ორ ლოთს გიპოვნიათ ერთმანეთი
ნამიოკი ჩაურტყა ირაკლიმ და სანდროს სახე დააიგნორა.
-შე უბედურო
უაზროდ გაიწელა მარიამი.
-სიმართლე თუ მოქმედება ვითამაშოთ რა
იდეეით გამოვიდა გაგა და ბავშვებს წრეზე დაჯდომისკენ მიუთითა.

*
-მმმ, სიმართლე თუ მოქმედება?
ეშმაკურად შეხედა ნინის გაგამ.
-სიმართლე
-დეისაძე გიყვარდა?
-კი
-ძაან კაი
ბოთლი დაატრიალა და ამჯერად მარიამს და ნიკას დაელოდა.
-აბაა მაშაშო
ხელები ერთმანეთს გაუსვა ნიკამ და მარიამს შეხედა.
-სიმართლე
-ოპააა, სანდრიკა მართლა მოგწონდა?
-არა
-მარიამ სიმართლე თქო!
თვალები დაუბრიალა ნიკამ.
-ნუ ხო კაი, მერვე კლასში
ლოყებზე პომიდვრის ფერი დაედო და თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა.
-რუსკა სიმართლე თუ მოქმედება?
თამაში ჩვეულ რიტმში გააგრძელეს.
*
სასმლისგან გაბრუებული მარიამი აივანზე იდგა, სავსე ჭიქა წინ ედგა და თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა.
-ესეიგი გიყვარდი
წერეთლის ხმაზე შეხტა.
-აპ აპ აპ, კი არ მიყვარდი მომწონდი
უაზრო სიცილი აუტყდა და თავის თავში უხერხულობის გაქრობა ცადა.
-გეთქვა მერე
უფრო ახლოს მივიდა სანდრო.
-რა მეთქვა? გამარჯობა მარიამი ვარ და მომწონხარ თქო? საერთოდაც მეცხრე კლასელი ბავშვი ვიყავი
უხერხულად გაიცინა.
-ეხლა მითხარი
-რა გითხრა?
დაიბნა.
-ის რაც მაშინ უნდა გეთქვა
ტუჩის კუთხეში მშვიდად გაუღიმა.
-მოგატყუო რო ეხლაც მომწონხარ?
ლოყები აუწითლდა მარიამს.
-ეხლაც მატყუებ
-არ გატყუებ
ხმა აუკანკალდა მარიამს.
-სულელი ხარ
ხელი ღიმილით გადახვია და გულზე მიიხუტა.
შეწინააღმეგება არ უცდია.
ხელები თვითონაც შემოხვია და თვალები დახუჭა.
იცოდა ხვალ შერცხვებოდა
ინანებდა
მაგრამ ხელებს მაინც არ უშვებდა.
სიმთვრალეს აბრალებდა და წერეთლის სუნამოს სურნელს ღრმად ისუნთქავდა.
სხვა არაფერზე ფიქრობდა
თვითონ და წერეთელი
სანდრო წერეთელი.
-მეძინება
სანდროზე მიხუტებულმა თვალები მინაბა და ისე ამოილაპარაკა.
-წამო
მარიამს ხელი ჩაკიდა და ოთახისკენ წავიდა.
-დაჯექი აქ
სახლში შესვლისთანავე წითელ დივანზე დასჯილი ბავშვივით დასვა და თვითონ ოთახში შევიდა.
გაოგნებულმა გაიხედა აქეთ-იქით და კიბეებზე ამომავალ რუსას შეხედა.
-მარტო ხარ?
-სანდრო ოთახში შევიდა
მხრები აიჩეჩა და საძინებლისკენ გაიხედა.
-ისეთი საყვარლები იყავით წეღან, სურათები გადაგიღეთ
ხელები ერთმანეთს გაუხახუნა და ოთახიდან საბნით ხელში გამოსულ სანდროს გაუცინა და ქვევით ჩავიდა.
-რა საყვარელი ხარ
საბანში გახვეულმა მარიაამმა საყვარლად გაუცინა და თავი მიადო.
-დაიძინე ეხლა
ხელი მხარზე გადახვია და მიიხუტა.
-ღმერთო არ მჯერა, რამდენი დავლიე
ძილბურანში მყოფმა ამოილაპარაკა და სასურველ პოზაში მოთავსდა.
-დაიძინე რა
ნერვებ მოშლილმა შეხედა სანდრომ და ბალიშს ხელი მოკიდა.

*
დილით წერეთელზე მიხუტებილს გაეღვიძა, კინაღამ გადაირია, აქ რა მინდაო, მეორე სავარძელზე მძინრე გაგაა გააღვიძა, მერე რუსა.
-ბევრი დავლიე?
თავზე ხელი მოიკიდა და ორივეს გადახედა.
-მე რას მეკითხები, პატრონს ვერ ვცნობდი
საოცრად გაიცინა გაგამ და წერეთელს ბალიში ესროლა.
-მმმ
საწყლად ამოიკნავლა სანდრომ.
-მმ და ჯანდაბა შენ
მეორე ბალიშიც არ დაინანა და უკვე გაღვიძებულ სანდროს გაუცინა.
-არ მინდა დღეს თბილისში
საწყალი სახით გადახედა რუსკამ ბავშვებს.
-არც მე
ბალიშს მიეხუტა მარიამი და სანდროს მზერის დაიგნორება სცადა.
-შენი ნომერი საიდან მაქვს ან რატო გირეკავდი?
გაოგნებულმა მარიამმა შეხედა სანდროს და მერე ტელეფონი დაანახა.
-იმიტომ რომ გუშინ ჩაგიწერე და მერე შენ ნომერს რო ვერ იხსენებდი, მირეკავდი
-ღმეერთო! ცხოვრებაში აღარ დავლევ
საცოდავად ლაპარაკობდა და ნომერზე 'სანდრიკო' უამრავი გულებით, შეუცვლელად დატოვა.

*
-არ მინდა წასვლა
რუგზაკი ავტობუსში აიტანა ნინამ და პახმელიისგან ატკიებული თავის დაიგნორება ცადა.
-არც მე, არ მეყო ოთხი დღე
უკანა სავარძელზე დაჯდა მარიამი.
ყველანი ნელ-ნელა ადიოდნენ ავტობუსში და თბილისისკენ წასასვლელად ემზადებოდნენ.
-კმაყოფილები ხართ?
ზაზამ მოსწავლეებს თვალი გადაავლო და ერთად აყვირებული ბავშვების დანახვისას თვითონაც გამხიარულდა.
ისე ეძინებოდა სულ არ აინტერესებდა წინ ახმაურებული ბავშვები, რუსა დათოსთან ერთად იჯდა, თვითონ მარტო დაჯდა და დაძინება დააპირა წერეთელი რომ მიუჯდა გვერდით.
-დაიღალე?
-ჰო, არ მინდა თბილისში
-რატო?
-რავი რა სანდრო, არ მინდა
-ჩემ გარეშე არ გინდა ხო?
გაუღიმა.
-არა თბილისში არ მინდა უბრალოდ.
თავი ფანჯრისკენ შეატრიალა და ყურსასმენები მოიმარჯვა.
*
თბილისამდე ისე ჩავიდნენ მხოლოდ რამდენჯერმე გაიღვიძა, მძინარე სანდროს სურათები გადაუღო, მერე თვითონაც ბავშვებთან ერთად ერთობოდა.
თბილისის ჰაერიც კი არ ესიამოვნა, ისეთი გრძნობა ქონდა ოთხი დღე კი არა, თითქოს მთელი წელი არ ყოფილა აქ.
ამინდიც უაზრო და წვიმიანი იყო.
თბილისში ჩამოსვლისთანავე მამამის დაურეკა სკოლასთან დამხვდიო, ბავშვებს ერთი საათის განმავლობაში ემშვიდობებოდა და მერე რუსასთან ერთად სახლში წავიდა.
მამამის მთელი ემოციებით უყვებოდა ექსკურსიის ამბებს, თავი მეხუტე კლასში ეგონა და უაზროდ ეცინებოდა.
არავის ნახვის თავი არ ქონდა დაწვა და დაიძინა, დილამდე არც გაუღვიძია, ტელეფონიც გამორთო და პახმელიიდან გამოსასვლელად ისევ ძილს მიმართა.

*
მთელი კვირა უაზროდ დადიოდა, ყოველ წამს ექსკურსიის ამბებს იხსენებდა და ბედიერების ღიმილი არ შორდებოდა.
ტანსაცმლის საყიდლად იყო წასული, უამრვი რაღაც იყიდა და დაღლილ დაქანცული ნინიასთან წავიდა.
ექსკურსიის ამბები მეორე დღესვე მოუყვა და პასუხად ისეთი ჩხუბი მიიღო ეგონა სანდროს ცოლად გაყვა ან რამე უარესი.
არადა ვერ ხვდებოდა რა დააშავა
ან
ხვდებოდა და არ აღიარებდა.
ფაქტია თავს ცუდად არ გრძნობდა, პირიქით, ისიც კი უნდოდა დაუსრულებლად გაგრძელებულიყო მისი და წერეთლის ამბავი.
*
აივანზე ისხდნენ და ნინიას მომზადებულ ყავას გემრიელად მიირთმევდა.
-უნივერსიტეტზე რა ხდება?
აბასთუმნის თემა შეცვალეს.
-არც არაფერი, არ იდება ჯერ პასუხები
მობეზრებულმა უპასუხა მარიამმა და ყავა მოსვა.
-მდაა
ლაპარაკს იწყებდა ნინია, ტელეფონის ხმამ როცა შეაწყვეტინა.
-შენია
მარიამს ჯიბეზე მიუთითა და ინტერესით დაელოდა პასუხს, ვინ რეკავდა.
-სანდროა
განათებულ ეკრანს დახედა და სანდრიკოს წაკითხვისას ჟრუანტელმა მილიონჯერ დაუარა, რამდენჯერაც კონტაქტებს ხსნიდა იმდენჯერ 'სანდრიკო' და გულები ხვდებოდა თვალში, არც ერთხელ არ ეგონა თუ დაურეკავდა, არც ერთხელ.
არც სახელის შეცვლა უცდია
წაშლა მითუმეტეს.
ხელების კანკალი დააიგნორა და ტელეფონს მშვიდი ხმით უპასუხა.


დ ა ს ა ს რ უ ლ ი.



№1  offline წევრი liar girl

უკეთეეს ველოდი, არ მოგატყუებ. ეს არ იყო ის რაც უნდა ყოფილიყო, მაგრამ კაი ვატარებ. ვიცი რატომაც და რისთვისაც დაწერე.
სანდრო და მარიამი.
ამ ორ სახელს ერთად, რომ ვამბობ მეუცნაურება, ხვდები ვიცი რატომაც.
იყო საყვარელი მომენტები და იყო მომენტები როცა მომინდა შენთან მეჩხუბა. ხვდები ალათ რატომაც. ;)
ნინია, ალბათ მე ვარ.
ალბათ არა, ვიცი მე ვარ და ტყუილად გგონია, რომ ყველაფერი ისე გაგრძელდება, როგორც სანდრო და მარიამის თემა გაგრძელდა. ;)
მე კატეგორიული წინაარმდეგი ვარ.
ვსო,
მოვრჩი.
აფიქსირებ?
პირველი ვარ.
მარა იცოდე, ეს ის არ იყო, უკეთესებს ველოდები.

პ.ს წერტილები სვი აუცილებლად, ყოველი წინადადების ბოლოს ნუ აფუჩეჩებ.

 


№2  offline წევრი Mmariami)

liar girl
უკეთეეს ველოდი, არ მოგატყუებ. ეს არ იყო ის რაც უნდა ყოფილიყო, მაგრამ კაი ვატარებ. ვიცი რატომაც და რისთვისაც დაწერე.
სანდრო და მარიამი.
ამ ორ სახელს ერთად, რომ ვამბობ მეუცნაურება, ხვდები ვიცი რატომაც.
იყო საყვარელი მომენტები და იყო მომენტები როცა მომინდა შენთან მეჩხუბა. ხვდები ალათ რატომაც. ;)
ნინია, ალბათ მე ვარ.
ალბათ არა, ვიცი მე ვარ და ტყუილად გგონია, რომ ყველაფერი ისე გაგრძელდება, როგორც სანდრო და მარიამის თემა გაგრძელდა. ;)
მე კატეგორიული წინაარმდეგი ვარ.
ვსო,
მოვრჩი.
აფიქსირებ?
პირველი ვარ.
მარა იცოდე, ეს ის არ იყო, უკეთესებს ველოდები.

პ.ს წერტილები სვი აუცილებლად, ყოველი წინადადების ბოლოს ნუ აფუჩეჩებ.


ვიცი რომ უკეთესს ელოდი, მეც უკეთესი მინდოდა თუმცა არ გამოვიდა.
ჰო ჰო ვხვდები, ყველაფერს ძაან კარგად ☺️❤️

 


№3  offline წევრი Katastrofa

მეორე ნაწილს ვითხოვ ❤ მე მომეწონა ❤ მოთხოვნაზე მართალი ვთქვი მართლა ვითხოვ მეორე ნაწილს გექუტუნები ლაიკო ლაა ❤❤

 


№4  offline წევრი Mmariami)

Katastrofa
მეორე ნაწილს ვითხოვ ❤ მე მომეწონა ❤ მოთხოვნაზე მართალი ვთქვი მართლა ვითხოვ მეორე ნაწილს გექუტუნები ლაიკო ლაა ❤❤


ვაიმეე, ძაან ძაან დიდი მადლობა ❤️მეორე ნაწილი რა ვიცი, არა მგონია.
დიდი დიდი მადლობა ❤️

 


№5  offline წევრი ლუკკიანეცცი

რა მეორე ნაწილი? მორჩა ისე როგორც მორჩა და მე ძალიან მომეწონა თავის შინაარსიან-დასასრულიანად. პატარა საყვარელი თბილი და ტკბილი ისტორია იყო. არც უბრალო და არც გაუგებარი დასასრული ჰქონდა, ჩვეულებრივი დასასრული აქვს რომელშიც ყველაფერი ნათელია, ყველა ისტორია ქორწინებით და ბავშვებით ხომ ვერ დამთავრდება?
ნუ...
მოკლედ ბევრი ვილაპარაკე მგონი, და საბოლოო ჯამში მინდა გითხრა ჩვენო ნიჭიეროო ავტორო რომ საყვარლობა ისტორია იყო და მომეწონა. ნუუ წერეთელზე აღარაფერს ვამბობ:)))))

 


№6  offline აქტიური მკითხველი La-Na

კარგია საყვარელო.დარწმუნებული ვარ უფრო და უფრო დახვეწ.დასასრულიც მომეწონა.კარგი იყო
--------------------
ლანა

 


№7  offline წევრი Mmariami)

ლუკკიანეცცი
რა მეორე ნაწილი? მორჩა ისე როგორც მორჩა და მე ძალიან მომეწონა თავის შინაარსიან-დასასრულიანად. პატარა საყვარელი თბილი და ტკბილი ისტორია იყო. არც უბრალო და არც გაუგებარი დასასრული ჰქონდა, ჩვეულებრივი დასასრული აქვს რომელშიც ყველაფერი ნათელია, ყველა ისტორია ქორწინებით და ბავშვებით ხომ ვერ დამთავრდება?
ნუ...
მოკლედ ბევრი ვილაპარაკე მგონი, და საბოლოო ჯამში მინდა გითხრა ჩვენო ნიჭიეროო ავტორო რომ საყვარლობა ისტორია იყო და მომეწონა. ნუუ წერეთელზე აღარაფერს ვამბობ:)))))


"ჩვენო ნიჭიერო ავტოროზე'' ჩვეულებრივად გული გამიჩერე! ძალიან ძალიან დიდი მადლობა ❤️მიხარია თუ მოგეწონა ❤️
ხო დასასრულზე მართალი ხარ, დასრულდა და მორჩა, ისეითია რა, მეორე ნაწილი რომ არ უნდა ქონდეს ^_^.
დიდი დიდი დიდი მადლობა ❤️

La-Na
კარგია საყვარელო.დარწმუნებული ვარ უფრო და უფრო დახვეწ.დასასრულიც მომეწონა.კარგი იყო


ლანა როგორ გამახარეე! ❤️მადლობა ❤️

 


№8  offline მოდერი Maiaabuladze

მაშიკო რას ერჩოდი ამ ნაწერს? რა არ მოგწონდა ჰა? მოვედი ეხლა მთავარი კრიტიკოსი და ექსკლუზივის ავტორი :დ მომიკვდეს თავი ეხლა გამახსენდა რომ არც შენთვის მომიწერია და არც კომენტარი დამიწერია...
მეორესთვის ცუდი არ იყო თქო რომ გითხრა მოგატყუებ იმიტომ რომ ძალიან კარგი იყო, თანდათან უფრო დაიხვეწები მაგრამ ერთს გთხოვ არავის გამო არ შეცვალო შენი წერის ეს სტილი მე მომწონს ეს თითქოს და არაფრისმთქმელი მაგრამ ყველადრისმთქმელი დასასრული ❤❤ მაგარი გოგო ხარ შენ მაშიკო ❤❤

 


№9  offline წევრი Mmariami)

Maiaabuladze
მაშიკო რას ერჩოდი ამ ნაწერს? რა არ მოგწონდა ჰა? მოვედი ეხლა მთავარი კრიტიკოსი და ექსკლუზივის ავტორი :დ მომიკვდეს თავი ეხლა გამახსენდა რომ არც შენთვის მომიწერია და არც კომენტარი დამიწერია...
მეორესთვის ცუდი არ იყო თქო რომ გითხრა მოგატყუებ იმიტომ რომ ძალიან კარგი იყო, თანდათან უფრო დაიხვეწები მაგრამ ერთს გთხოვ არავის გამო არ შეცვალო შენი წერის ეს სტილი მე მომწონს ეს თითქოს და არაფრისმთქმელი მაგრამ ყველადრისმთქმელი დასასრული ❤❤ მაგარი გოგო ხარ შენ მაშიკო ❤❤


ვაიმეეე როგორ გამახარე, მოვკვდი ნერვიულობით, ყოველ ხუთ წამში გამოწმებდი მგონი შემოსული იყავი თუ არა :დ
აუუუ ძალიან გამიხარდა რომ მოგეწონა ❤️ ძალიან ძალიან გამახარე ❤️
დიდი დიდი მადლობა მაიიი ❤️❤️❤️

 


№10  offline მოდერი Maiaabuladze

Mmariami)
Maiaabuladze
მაშიკო რას ერჩოდი ამ ნაწერს? რა არ მოგწონდა ჰა? მოვედი ეხლა მთავარი კრიტიკოსი და ექსკლუზივის ავტორი :დ მომიკვდეს თავი ეხლა გამახსენდა რომ არც შენთვის მომიწერია და არც კომენტარი დამიწერია...
მეორესთვის ცუდი არ იყო თქო რომ გითხრა მოგატყუებ იმიტომ რომ ძალიან კარგი იყო, თანდათან უფრო დაიხვეწები მაგრამ ერთს გთხოვ არავის გამო არ შეცვალო შენი წერის ეს სტილი მე მომწონს ეს თითქოს და არაფრისმთქმელი მაგრამ ყველადრისმთქმელი დასასრული ❤❤ მაგარი გოგო ხარ შენ მაშიკო ❤❤


ვაიმეეე როგორ გამახარე, მოვკვდი ნერვიულობით, ყოველ ხუთ წამში გამოწმებდი მგონი შემოსული იყავი თუ არა :დ
აუუუ ძალიან გამიხარდა რომ მოგეწონა ❤️ ძალიან ძალიან გამახარე ❤️
დიდი დიდი მადლობა მაიიი ❤️❤️❤️

მადლობას რისთვის მიხდი რომ დამავიწყდა მე სულელს და განერვიულე? მაგარი გოგო ხარ შენ მე ეს შენეული პატარა და ტკბილი ვერსიები მომწონს და არც იფიქრო მეორე ნაწილზე და გაწელვებზე ❤

 


№11  offline წევრი Mmariami)

Maiaabuladze
Mmariami)
Maiaabuladze
მაშიკო რას ერჩოდი ამ ნაწერს? რა არ მოგწონდა ჰა? მოვედი ეხლა მთავარი კრიტიკოსი და ექსკლუზივის ავტორი :დ მომიკვდეს თავი ეხლა გამახსენდა რომ არც შენთვის მომიწერია და არც კომენტარი დამიწერია...
მეორესთვის ცუდი არ იყო თქო რომ გითხრა მოგატყუებ იმიტომ რომ ძალიან კარგი იყო, თანდათან უფრო დაიხვეწები მაგრამ ერთს გთხოვ არავის გამო არ შეცვალო შენი წერის ეს სტილი მე მომწონს ეს თითქოს და არაფრისმთქმელი მაგრამ ყველადრისმთქმელი დასასრული ❤❤ მაგარი გოგო ხარ შენ მაშიკო ❤❤


ვაიმეეე როგორ გამახარე, მოვკვდი ნერვიულობით, ყოველ ხუთ წამში გამოწმებდი მგონი შემოსული იყავი თუ არა :დ
აუუუ ძალიან გამიხარდა რომ მოგეწონა ❤️ ძალიან ძალიან გამახარე ❤️
დიდი დიდი მადლობა მაიიი ❤️❤️❤️

მადლობას რისთვის მიხდი რომ დამავიწყდა მე სულელს და განერვიულე? მაგარი გოგო ხარ შენ მე ეს შენეული პატარა და ტკბილი ვერსიები მომწონს და არც იფიქრო მეორე ნაწილზე და გაწელვებზე ❤


მადლობა იმისთვის რომ მოგეწონა და კიდე მადლობა იმისთვის რომ ძალიან ძალიან მამხნევებ ხოლმე ❤️

 


№12  offline მოდერი Maiaabuladze

Mmariami)
Maiaabuladze
Mmariami)
Maiaabuladze
მაშიკო რას ერჩოდი ამ ნაწერს? რა არ მოგწონდა ჰა? მოვედი ეხლა მთავარი კრიტიკოსი და ექსკლუზივის ავტორი :დ მომიკვდეს თავი ეხლა გამახსენდა რომ არც შენთვის მომიწერია და არც კომენტარი დამიწერია...
მეორესთვის ცუდი არ იყო თქო რომ გითხრა მოგატყუებ იმიტომ რომ ძალიან კარგი იყო, თანდათან უფრო დაიხვეწები მაგრამ ერთს გთხოვ არავის გამო არ შეცვალო შენი წერის ეს სტილი მე მომწონს ეს თითქოს და არაფრისმთქმელი მაგრამ ყველადრისმთქმელი დასასრული ❤❤ მაგარი გოგო ხარ შენ მაშიკო ❤❤


ვაიმეეე როგორ გამახარე, მოვკვდი ნერვიულობით, ყოველ ხუთ წამში გამოწმებდი მგონი შემოსული იყავი თუ არა :დ
აუუუ ძალიან გამიხარდა რომ მოგეწონა ❤️ ძალიან ძალიან გამახარე ❤️
დიდი დიდი მადლობა მაიიი ❤️❤️❤️

მადლობას რისთვის მიხდი რომ დამავიწყდა მე სულელს და განერვიულე? მაგარი გოგო ხარ შენ მე ეს შენეული პატარა და ტკბილი ვერსიები მომწონს და არც იფიქრო მეორე ნაწილზე და გაწელვებზე ❤


მადლობა იმისთვის რომ მოგეწონა და კიდე მადლობა იმისთვის რომ ძალიან ძალიან მამხნევებ ხოლმე ❤️

მეგობრებს მადლობას არ უხდიან მაშიკო ❤

 


№13  offline მოდერი ენემი

საოცრებააააა heart_eyes heart_eyes

 


№14  offline წევრი Mmariami)

baby girl for everyone
საოცრებააააა heart_eyes heart_eyes

მადლობა დიდი ❤️
მაშოსეული ჰეფი ენდები არ მავიწყდება :)) ❤️

 


№15  offline მოდერი Nia kvaratskhelia:)

ვერაფერს რო იტყვი ეგეთია
ხო,არ იყო
მაგრამ
დასაწყისისთვის
გუდია
და
ზოგადად ამ საიტისთვისაც გუდია ესეთი'ები(:)
შენი ნიკი,რომ არა არც შემოვიდოდი
ველ
გააგრძელე წერა
და
მერე ვნახოთ.

 


№16  offline წევრი Mmariami)

Nia kvaratskhelia:)
ვერაფერს რო იტყვი ეგეთია
ხო,არ იყო
მაგრამ
დასაწყისისთვის
გუდია
და
ზოგადად ამ საიტისთვისაც გუდია ესეთი'ები(:)
შენი ნიკი,რომ არა არც შემოვიდოდი
ველ
გააგრძელე წერა
და
მერე ვნახოთ.


გამიხარდა, მადლობა ❤️
მერე ვნახოთ, რაღაც იქნება იმედი მაქვს:) ❤️

 


№17 სტუმარი სტუმარი მარია

53 ჰოარსწავლობს ეგსასტავი?ნაცნობი სიტუაციაა

 


№18  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

ამ შენი უეცარი დასრულებებით,მოკლე და ლამაზად გადმოცემული ტექსტებით მინდა გამწარებულმა ვთქვა რომ არ მყოფნის,არაა!!!! მე მინდა მეტიი ხვდები? ცოტაა,აი ძალიან ცოტაა და ცოდოაა ეს ისტორია ასე უცებ რომ დამიმთავრე აქ და მორჩა გოგო საქმეს-(თავხედო) მოვითხოვ კატეგორიულად გაგვაგრბინო რა უთხრა სანდრომ რომ დაურეკა რაზე სად როგორ ილაპარაკეს.პირველი პაემანი სად ქონდათ და ქორწილი როდის იგეგმება.ასე არ შეიძლება ჩემო კარგო მკითხველს რომ აინტრიგებ რა წესია?რა მოქმედებაა? რა ვითარება??? საოცარი გოგო მყავხად ყველა გაგებით !

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent