შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როიალები (10)


17-05-2017, 20:49
ავტორი MariamG
ნანახია 1 789

***

ჩაბნელებულ, წვიმისაგან დამპალ ქუჩაში მიბარბაცებდა სილუეტი. დაბალი ჩრდილით ჩანდა, როგორ მიათრევდა თითებს შორის მოქცეულ ბოთლს და თითო ამოსუნთქვას შხამად აყოლებდა. გადასახვევთან, ერთი ლამპიონი ბჟუტავდა, შიგნით ჩასმული პაწაწინა ნათურა გაჭირვებით ანათებდა, ქრებოდა და ინთებოდა. სილუეტმა სიცილით შეავლო თვალი ზემოთ, ცისკენ მიმართულ ლამპიონს და ხელი ასწია, ცარიელი ბოთლი ხელისგულიდან გადაუგორდა, ხმამაღლა დაეხეთქა ქვაფენილს და გაიბზარა, საცოდავად გაგორდა და გატყდა.
გატყდა.
ყველაფრის მსგავსად, მასაც გაუჩნდა ბზარი და აღარაფრად ღირებული, დასრულდა.
ახალგაზრდა კაცი იქვე ჩამოჯდა, პალტოს ძირები წვიმისაგან დამდგარ გუბეში დასველდა, გაიჟღინთა აყროლებული ტალახით. კაცმა თავი ხელებში ჩარგო, შიგნეულობა უდუღდა, საათების წინ გაჩენილ ადრენალინს მისი სხეული ჯერ კიდევ არ დაეტოვებინა, უცნაური მისახვევ-მოსახვევებით გადიოდა გზას შურისძიების სურვილით მოწამლული სისხლი და თვალებზე აწვებოდა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს სხეული და სული ცალკევდებოდნენ. შემორჩენილი, კარგად შენახული სინანულისა და სიყვარულის გრძნობა გაქცევას ცდილობდა იმ გახრწნილი, დამპალი და აყროლებული სხეულიდან, რომელიც მოშხამული, საწამლავად ქცეული ბოროტებით იყო ამოვსებული. გრძნობდა, მისი კანი გუბეში ჩაგდებულ ძვირფას ნაჭერს გავდა. ფერდაკარგული, ჭუჭყიანი და შემზარავი იყო.
გაახსენდა იარაღი, ერთი გასროლა და მის ფეხებთან დაგდებული უსიცოცხლო სხეული. იცოდა, რომ მან გააკეთა, მან ისროლა, მან გამოასალმა სიცოცხლეს კაცი, რომელსაც აუცილებლად ელოდა სახლში ვინმე, როგორიც არ უნდა ყოფილიყო იგი.

***

ორი დღით ადრე, ნიკო და მათე მუსიკალურის ერთ-ერთ ოთახში ისხდნენ და ვისკის მშვიდად წრუპავდნენ. მას შემდეგ, რაც შერიგებულ მეგობრებს სასტუმროს ნომერში შეუცვივდნენ და იქიდან გამოათრიეს, მეათე დღე გასულიყო. მათე გაგიჟებული, გაცოფებული ცდილობდა გარკვევას, ვისმა ხალხმა სცადა დანაშაულის ჩადენა და ნიკოლას მოკვლა, თუმცა ფაქტები ცხადზე ცხადი იყო. ამ ყველაფრის უკან ან ლევანი იდგა, ან ის, ვინც მეათე დღეს გამოჩნდა.
ნიკოლამ ტუჩებთან მიტანილი ვისკის ჭიქა უკან დააბრუნა, უძილობისაგან დაღლილ თვალებზე ხელი ჩამოისვა, ოდნავ მოშვებული წვერი არასასიამოვნოდ მოხვდა ხელისგულებზე.
-რას ფიქრობ, ვინ გგონია? -ეჭვით გადახედა ჩაფიქრებულ მათეს და სავარძელში გასწორდა.
-არ ვიცი. ვითომ, შენი ბიძაშვილი, გამკეთებელია?
-ჰმ. -ირონიულად ჩაეცინა ნიკოლას. -გამკეთებელია და მერე როგორ. ზურაბს დავურეკოთ, სხვა გზა არაა.
-მოაშორე ეგ ბებერი ვირი ჩვენს საქმეს, თორემ გეფიცები, ჩემი ხელით მოგკლავ და მერე მასაც მოგაყოლებ! -საჩვენებელი თითი გამაფრთხილებლად ასწია მათემ და ცეცხლივით ანთებული თვალებით მიაჩერდა ნიკოს.
-ვერ გავიგე, რას ერჩი ამ კაცს?
-ერთი ჩვეულებრივი კანონს ამოფარებული ნაბი*ვარია! ოღონდ რაიმე სარგებელი დაანახე, წამში ფრთებს შეასხამს საქმეს და სამშვიდობოზე გაგიყვანს. გეუბნები, ნიკო, ეგ კაცი საქმეს მოაშორე, თორემ მე აქედან გავდივარ.
-რაც თავი მახსოვს, გადიოდი, რით ვერ გახვედი? -კამათში აჰყვა მახარაძე. კარი ხმადაბალი ღრჭიალით შემოხსნა ჩია კაცმა, კვერცხის ფორმის თავი შემოჰყო და ნიკოლას მიაჩერდა.
-ბატონებო, თქვენთან სტუმარია.
-არ გვცალია -ხელი აუქნია ნიკოლამ და მათეზე მიშტერებული თვალები უფრო დაძაბა, თითქოს უნდოდა მასაც გაეხედა და თვალი თვალში გაეყარა.
-დაჟინებით მოითხოვს შეხვედრას. დამიბარა, თუ უარს გეტყვის, უთხარი, რომ ალექსანდრე მახარაძე ვარო. -ნიკოლამ ელვის სისწრაფით მოაშორა მზერა მათეს და დაძაბულმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია კაცს. სავარძელში ჩაესვენა, იდაყვებით დაეყრდნო მუხლებს და ღრმად ჩაისუნთქა.
-გეფიცები, ისე მინდა მოვკლა, ლამის სურვილმა მომახრჩოს.
-დაწყნარდი. -ხელი აიქნია მათემ და დარბაზის ბოლოში, ფანჯრისკენ დაიძრა. მხრით მიეყრდნო კედელს და ბორდოსფერი ფარდა გადასწია, თვითონაც სურდა მზერა აერიდებინა ალექსანდრე მახარაძესთვის.
ოთახში ნაბიჯების ხმამ ორივე მამაკაცი შიგნიდან გააქვავა, ნიკოლას თვალიც არ გაუპარებია მისკენ, მშვიდად იჯდა და შინაგანი ქაოსის ჩახშობას ცდილობდა. მუქ ნაცრისფერ კოსტიუმსა და შარვალში გამოწყობილი ალექსანდრე პირდაპირ მის წინ, რძისფერ სავარძელში ჩაესვენა და პიჯაკის ღილი შეიხსნა. სახეზე ძველებურად ცინიკური ღიმილი დასთამაშებდა, საზიზღარ ცისფერ თვალებს, რომლებიც მუდამ სიცივითა და სიცარიელით იყვნენ ამოვსებულნი, შემზარავად ატრიალებდა. ალექსანდრე ძველებურად თავისუფალი, საკუთარ თავში დარწმუნებული და შეუცვლელად გულცივი დარჩენილიყო. ნიკოლას არც კი გაჰკვირვებია მისი დანახვა, მხოლოდ ერთხელ შეავლო ცივი მზერა და როცა დაინახა და დარწმუნდა, რომ უფროსი მახარაძის გარეგნობაში არაფერი შეცვლილიყო, მზერა უფრო საინტერესო ქანდაკებას ესროლა და მასზე გააქვავა. როგორიც ახსოვდა, ისეთივე იჯდა მის წინ. ნიკოს ყელში მყესები დაეჭიმა, ისედაც მუდამ გაქვავებული ნაკვთები ლამის კანიდან ამოსცვივდა.
-გამარჯობა, ნიკოლა. -ახალგაზრდა კაცს ღიმილმა გადაურბინა სახეზე, ფართოდ გამოუჩნდა თეთრი კბილები, რძისფერი კანის ფონზე კი ნიკოს მხოლოდ გულისრევის შეგრძნებას უჩენდა. -ვიფიქრე, დიდი ხანია ბიძაშვილი არ მინახავს, ჩემი უმცროსი და საყვარელი ძმა-მეთქი. ხოდა, ჩამოვედი. თან, შენზე რაღაც გავარკვიე და გული მეტკინა, როცა ლამაზი თათას ამბავი შევიტყვე. საწყალო, გაქცეულხარ კიდეც. ხომ მშვიდობით დაბრუნდი, ნიკოლა? არ დამიმალო. -ყალბი, მოჩვენებითი თანაგრძნობით გადახედა ჩაფიქრებულ და გაცოფებულ ნიკოლას, რომელმაც ცივი მზერა გააპარა ალექსანდრეს ცისფერი თვალებისკენ.
-შენ როგორ ხარ?
-მე კარგად. -ხელები გაშალა უფროსმა მახარაძემ და სავარძელში უკეთესად მოკალათდა.
-გავიგე, ისევ არ უმართლებს და მარტო დაეხეტებაო. -დასძინა ნიკოლამ. არ გამოჰპარვია მახარაძის ბრაზით აღვსილი მზერა. -რა საცოდაობაა, ძალით მისაკუთრებულ ქონებას ერთი მოკვდავი რომ უვლის, თანაც ისე, მემკვიდრეს ვერ ტოვებს. -ალექსანდრემ ერთ ხანს გაკვირვებულმა და გაბრაზებულმა უყურა, მერე გაეცინა. შემზარავი, გულისამრევი სიცილით იცინოდა და ისევე ეტყობოდა სიყალბე, როგორც ყველაფერ დანარჩენში.
-მათე, ჩემი უმცროსი ბიძაშვილის ყურმოჭრილო მონა’ვ, როგორ ხარ? მოდი ახლოს, დამენახე! -გამხიარულებულმა ალექსანდრემ მათეს ჰკიდა თვალი.
-იყოს, რაც უფრო შორს ვარ ეშმაკებისგან, მით უკეთესად ვგრძნობ თავს. -ხელი აუქნია მათემ და დარბაზის ბოლოში დადგმული მაგიდიდან ვისკი აიტაცა, ხელს კიდევ რაღაც გააყოლა და პიჯაკის შიგნითა ჯიბეში ჩაიდო. წარმოდგენა არ ჰქონდა როგორ უნდა გაეძლო ორი მახარაძისთვის. მითუმეტეს, როცა ერთი აქედან ადამიანი მაინც იყო, ასე თუ ისე, ცხოვრებისგან მიღებული დარტყმებით და რაც მთავარია, მაინც შემორჩენილი ღირსებით, სიდიადითა და საკუთარი შრომით მიღწეული მწვერვალით. მეორე, ბავშვობიდან ცივი, ზარმაცი და უკონტროლოდ ბოროტი ადამიანი იყო. მუდამ ცდილობდა სხვისი აშენებული მიეთვისებინა, ან დაენგრია. ალექსანდრემ მზერა მოაშორა, მონატრებულ ბიძაშვილს გადახედა.
-ორივემ ვიცით, აქ უმიზეზოდ არ ჩამოხვიდოდი. თქვი რა გინდა, რის მიღწევას ცდილობ და მერე, შენს გზაზე გაგაცილებთ.
-ნიკოლა, რა უხეში ხარ, სულ გაგატუტუცა ამ მუსიკამ. -თვალი მოავლო დარბაზის მოხატულ ჭერსა და კედლებს. გულის სიღრმეში, შურით ათვალიერებდა იმას, რაც ყოველთვის სურდა საკუთარი თავისთვის და ვერასდროს მიაღწია, სამაგიეროდ, ის დარჩა, რაც არ სურდა.
-მუსიკის რა დანაშაულია, შენ თუ ვერაფერში გამოგიყენებს კაცი? -ნერვიულად ჩაეცინა უმცროს მახარაძეს. ალექსანდრემ მხრები აიჩეჩა, სახიდან ის გულისამრევი ღიმილი არა და არ შორდებოდა.
-შენს ცხოვრებაში დაბრუნება მინდა. ხომ ხვდები, შენი ყოველდღიურობის ნაწილად ყოფნა მომენატრა, ძმაო. ბავშვობაში ხომ ვიყავით ერთად? აი, მათეს ემახსოვრება, წყალი რომ მომინდებოდა მას ვაგზავნიდი ხოლმე. -ახარხარდა ალექსანდრე. მათემ თვალები გადაატრიალა, ბოლომდე ჩაცალა ვისკი და მოთმინებით გამაგრდა კედელთან.
-გაზვიადებისთვის რომ არ მიგეძღვნა შენი მთელი ცხოვრება, კაცი მაინც იქნებოდი, ბიძაშვილო. იტყვი რა გინდა, თუ ვისხდეთ და ტკბილი მოგონებები ვატრიალოთ?
-თათა, ჩვენი... მაპატიე, შენი საბრალო თათა. -თითი გაიშვირა ალექსანდრემ და არ გამოჰპარვია, როგორ გასწორდა სკამზე ნიკოლა და როგორ ცდილობდა ყელამდე ამოსული ბრაზის ჩახშობას. -ეს როგორ დაემართა? ჭორები დადის, ნიკოლა აეჭვიანებდა, ვიღაც ქალთან დაძვრებოდა, კონცერტებზე დაჰყავდა, მდიდრული კაბებით მის კარადას ავსებდა და საცოდავი, სოფლელი გოგო მიავიწყდაო. მასაც, მოთმინება დაუკარგავს, დანა აუღია და თეთრ, ნაზ კანზე გადაუსვია. დრამატულია. ვგიჟდები დრამაზე. მუდამ ჩემი სტილი იყო, მაგრამ ვერასდროს ვახერხებდი დრამის დადგმას. ეს მხოლოდ შენ შეგეძლო, ყველაფერს თავდაყირა მხოლოდ შენ აყენებდი. -ალექსანდრე წამოდგა, სავარძელს შემოუარა და მის საზურგეს იდაყვებით დაეყრდნო, სახიდან ღიმილი ჩამოერეცხა, მტრულად მიაშტერდა ნიკოლას ჭაობისფერ, ცეცხლად ქცეულ თვალებს და ჩაიცინა. -ჰო. არა, მგონი მნიშვნელოვანი რამ გამოვტოვე. საწყალ, უბედურ გოგოს ვინ ანუგეშებდა? მოიცა, გავიხსენო. -უფროსმა მახარაძემ საფეთქელთან მიიჭირა თითი და თვალები დახუჭა. -აჰ! მე! მე ვყოფილვარ ის გმირი.
-ხო, შენ დაძვრებოდი ჩემს საცოლესთან. -თავი დაუკრა ნიკომ და მაგიდაზე გადადებული ვისკი დაცალა.
-ახლა, გულს მტკენ. -მის წინ ჩამოჯდა ალექსანდრე. -მერე, ისიც გავიგეთ ვინ იყო ის ლამაზი, მდიდარი ქალბატონი. ბელა არ ერქვა? საცოდავი, იმედია გადარჩება. თუმცა დიდი იმედი არ გქონდეს, შენი ხათრით ცოტა ჟანგბადს უყოფენ, გვირაბიდან ალბათ დიდი ხნის გასულია. არაუშავს, ხალხი კვდება. შენს ადგილას რომ ვიყო, უახლოეს დღეებში ვესტუმრებოდი და ადამიანურად ვთხოვდი, ქალი ტანჯვისგან გაეთავისუფლებინათ და პირიდან იმ მილს ამოვაღებინებდი. -სახე დამანჭა ალექსანდრემ. ნიკო თითებით დააწვა თვალის ქუთუთოებს, მათეს გახედა, რომელიც გაუჩერებლად სვამდა და თან ნიკოლას თვალს არ სწყვეტდა. თავს რაღაცის ნიშნად აქნევდა, ჩუმად ემუდარებოდა მეგობარს, არ აჰყოლოდა.
-შხამის გადმონთხევა თუ დაასრულე, შეგიძლია დაგვტოვო. -მშვიდად ჩაილაპარაკა მახარაძემ. ალექსანდრემ კმაყოფილების ნიშნად თავი უკან გადააგდო, ჩაფიქრდა.
-იყო კეთილი ან ბოროტი თეორიულად არაფერია, მაგრამ ცხოვრებაში არჩევანის გაკეთება მაინც გიწევს. -დასძინა და თითი ასწია ალექსანდრემ. ნიკოლას ჩაეცინა.
-მაგ კაცმა ისიც თქვა, თუ ჯენტლმენობა არ შეგიძლია, ღორი მაინც ნუ იქნებიო. -ნიკომ თვალი ჩაუკრა საკუთარი სიტყვებით გაბრწყინებულ ალექსანდრეს, რომელსაც ბედნიერების ნაპერწკალი წამშივე გაუქრა.
-ბავშვობიდან ვგიჟდებოდი ბუკოვსკის სიბრძნეებზე, სისულელეები რომ არ ებოდიალა. ისე, ნიკო, ახალი გოგო არ გყავს?
-ჭკუა ვისწავლე და ლეშისმჭამელ ბაქტერიას ძვირფას ხორცს აღარ ვუგდებ. -ალექსანდრე ფეხზე წამოიჭრა, პიჯაკი შეისწორა და მტრულად გადახედა ნიკოლას.
-დაჭერობანას თამაში დასრულდა. ალბათ ხვდები, ვერსად დამემალები. ხო, შეიძლება თათას სიკვდილის მიზეზი შენზე მეტად მე ვიყავი, მაგრამ ამას ვერც ვერასდროს დაამტკიცებ, ვერც სამაგიეროს გადახდით დამემუქრები. ცხოვრებას ისეთ ნაგავსაყრელად გიქცევ, ყელამდე ამოგივა და შიგნით დაიხრჩობი. -უკანმოუხედავად გაბრუნდა ალექსანდრე მახარაძე და დარბაზის კარი ხმამაღლა მიაჯახუნა. ნიკო წამოფრინდა, ნერვიულად დაიწყო აქეთ-იქით სიარული, სახეზე ხელს ისვამდა, თმაში იცურებდა და ნერვიულად სწევდა უკან.
-ყველაფერი აღიარა და კიდევ ერთხელ, არასწორ ადგილას. -სავარძელი ხელში აიტაცა მახარაძემ და კედელს მოუქნია. ხმამაღალი ზათქით მიენარცხა ბუხარს, ფეხი მოსტყდა და საცოდავად დაეცა. მათე მისკენ დაიძრა, გატეხილი სავარძელი გაასწორა, ნიკოს მიუახლოვდა და კმაყოფილმა ჩაიცინა.
-ზურაბს უთხარი, ტყეში, ჩემს სახლში ორ საათში შეგვხვდეს. მგონი, მაგ ბებერ ვირსაც გამოვიყენებ. -მათემ პიჯაკის ჯიბიდან შავი მოწყობილობა ამოაძვრინა, ნიკოლას მიუშვირა და დაატრიალა.
-ყველაფერი ჩაიწერე? -გაოცებულმა შეავლო თვალი მეგობარს. მათემ თავი დაუქნია, ჯიბიდან ტელეფონი ამოაძვრინა და ნიკოს გაუწოდა.

***
-ერთი წუთით! ალექსანდრე ჩამოვიდა? -გაგიჟებულმა ზურაბმა მაგიდას მუშტები დასცხო.
-ზურაბ, მორჩი კითხვების დასმას და რასაც გეუბნებიან იმაზე იფიქრე. აი ჩანაწერი. ახლა მისი საქმიანობის წერილობითი აღწერა გვჭირდება. -მოწყობილობა მაგიდაზე დადო მახარაძემ და შეძრწუნებულ ვაშაძეს ახედა. კაცს ეტყობოდა, ფიქრობდა, ნამდვილად ღირდა გარისკვა თუ არა.
-კარგი. თავიდან მომიყევი ყველაფერი. -დანებდა ბოლოს და მათ წინ ჩამოჯდა სკამზე, ხელები ნერვიულად ახლართა ერთმანეთში.
-ალექსანდრე ალბათ გახსოვს, ერთად ვიზრდებოდით, თუმცა იმის მერე ნანახი არ გეყოლება, რაც მამაჩემი გარდაიცვალა. -ხელები გაშალა ნიკომ. ზურაბი თითქოს აზარტში შევიდაო, მონუსხულმა დაუქნია თავი. -როცა მამაჩემი და მე ერთმანეთს დავშორდით, კანონიერად მამის ქონება მე მრჩებოდა, თუმცა ბიძაჩემი, დაავადებული და უუნარო, უფულოდ დარჩა. მამას შევთავაზე ჩვენი ქონება ალექსანდრეს სახელზე გადაეფორმებინა, რადგან მე უკვე საკუთარი გზა მქონდა არჩეული. გულუბრყვილოდ მეგონა, რომ ბიძაშვილი მადლიერებას იგრძნობდა და ოდესმე, ჩვენი გზები ძმურად გადაიკვეთებოდა. ამის სანაცვლოდ, იმაზე მეტად გაბოროტდა, ვიდრე ბავშვობაში იყო. როცა იგებდა, რომ წარმატებული ახალგაზრდა მუსიკოსი ვიყავი, ცდილობდა სასწავლებელში საქმის გაფუჭებას. ერთხელ, გასვლითი კონცერტიც კი ჩამიშალა, საბუთებში ცდომილება შეატანინა და აეროპორტში მისული, უკან გამაბრუნეს. -ნიკოლამ ოფლით დაცვარულ შუბლზე ხელი გადაისვა. ძალიან არ უნდოდა იმ მომენტს მიახლოებოდა, სადაც თათაზე უნდა მოეყოლა. თავს იკავებდა, თუმცა მთავარიც ეს იყო. -როცა თათა გავიცანი და ალექსანდრეს, უფროს ძმას მოვუყევი, მაშინვე ჩამოვიდა. ჩავთვალე, ჩემი ბედნიერება გაუხარდა. ის კი თურმე, თათასთან დადიოდა, როცა გოგო ჩემს გამო თავს ცუდად გრძნობდა, ალექსანდრე ამშვიდებდა და საბოლოოდ, მათი ურთიერთობის შესახებ ჩემთვისაც ცნობილი გახდა. სწორედ ის დრო იყო, როცა თათამ დამაშინა, თავს მოვიკლავო. ნანობდა. გულწრფელად. ყოველთვის ვიცოდი, როდის თამაშობდა თათა, თუმცა მათ ურთიერთობაში იყო რაღაც, რაც დარწმუნებული ვარ, თათას სტკენდა. სახეზე ეწერა, რომ რაც ხდებოდა ტანჯავდა, მაგრამ ისე ვიყავი შიგნიდან გაქვავებული და დაწყლულებული, არაფერში ჩავრეულვარ და მხოლოდ გულგრილი, მოვალეობის მოსახდელი ურთიერთობა განვაგრძე თათასთან. ბელა რომ დამყავდა კონცერტებზე, ამასაც ალბათ ალექსანდრე ამბობდა. ბოლოს, სახლში მისულს, ამბავი დამხვდა, რომ ალექსანდრემ ქვეყანა დატოვა. რამდენიმე დღეში კი თათამ მოიკლა თავი და წერილი დატოვა. -ნიკოლა საზურგეს მიეყრდნო, ღრმად ჩაისუნთქა და თვალები დახუჭა. შიგნიდან რაღაც მწარედ, ძალიან მტკივნეულად ჩასწყდა. თავისთვის ფიქრობდა, ალექსანდრე რომ არ ყოფილიყო, იქნებ თათას და ნიკოლას ურთიერთობას არაფერი დამართნოდა და ახლა მის გვერდით ყოფილიყო?! ან შეიძლება, არც ყოფილიყო, მაგრამ ცოცხალი მაინც იქნებოდა. ერთი კი იყო, ეჭვი არასდროს მიუტანია ბიძაშვილზე. სიძულვილისა და ბოღმის მიუხედავად, ვერასდროს იფიქრებდა, რომ ალექსანდრეს მკვლელობაზე წასვლა შეეძლო. ასეთი ადამიანები, ნიკოლას ძირითადად, მშიშარა, განდიდების მანიით შეპყრობილ კაცუნებად მიაჩნდა. ისინი ყველა საშინელებას აკეთებდნენ სხვისი წარმატების დასაპატრონებლად, თუმცა არ შეეძლოთ საზღვრების მორღვევა და შორს გასვლა, რადგან ისინი ჩანდნენ. თეთრ ფონზე მუდამ შავი პაიკები იყვნენ, რომლებსაც ფერის შეცვლა არ შეეძლოთ. მათ თუ გამოიჭერდი, სამუდამოდ გამომწყვდეული გეყოლებოდა. ნიკოლა ფიქრებიდან ზურაბის ხმამ გამოაფხიზლა.
-კარგი, გავიგე, რომ ამ ჩანაწერში ეს კაცი თათაზე საუბრობს. გავიგე, რომ თათასთან ჰქონდა ურთიერთობა, მაგრამ ეს ისედაც ხომ ყველამ იცოდა? შენი ბიძაშვილი შენს საცოლეს სხვანაირად რომ უყურებდა, ისედაც ვიცოდი.
-არა, ზურაბ. ძალიან, ძალიან მნიშვნელოვან დეტალს ტოვებ. -თითები მაგიდაზე აათამაშა მათემ და კმაყოფილმა გადაახვია ჩანაწერი -„ხო, შეიძლება თათას სიკვდილის მიზეზი შენზე მეტად მე ვიყავი, მაგრამ ამას ვერც ვერასდროს დაამტკიცებ, ვერც სამაგიეროს გადახდით დამემუქრები.“ -მათემ ჩანაწერი ორჯერ დააბრუნა ერთსა და იმავე ფრაზაზე. შემდეგ კიდევ გადაახვია -„ვგიჟდები დრამაზე. მუდამ ჩემი სტილი იყო, მაგრამ ვერასდროს ვახერხებდი დრამის დადგმას. ეს მხოლოდ შენ შეგეძლო“ - გაოცებული ზურაბი და გათიშული, ფიქრებში ჩაძირული ნიკოლა უემოციოდ უმზერდნენ. ერთს მოგონებების ჭაობი ახრჩობდა, მეორე კი ორ საათიანი გარჩევის შემდეგაც ვერ ხვდებოდა, რა აზრი ჰქონდა ალექსანდრეს გამოჭერას. მათემ ღრმად ჩაისუნთქა, პიჯაკი იქვე მიაგდო და მაგიდაზე ხელები დააწყო.
-როცა ალექსანდრე შემოვიდა, ტრადიციულად, ირონიულ რეპლიკებს არ იშურებდა. სახიდან ღიმილი არ შორდებოდა, მაგრამ თითქოს გამოზომილად საუბრობდა. ამის მიუხედავად, ერთ საათიანი საუბრის განმავლობაში, ყველაზე საინტერესო და უცნაური მონოლოგი მიუგდო ნიკოს. ისე მშვიდად, წინასწარ შერჩეული სიტყვებით საუბრობდა, უცხო ადამიანის ყურს ადვილად მოატყუებდა. წყალი არ გაუვა, ათი დღის წინ იმ სასტუმროდან რომ წამოგვათრიეს და შუბლზე იარაღი მოგვაბჯინეს, ალექსანდრეს ვაჟკაცური ნაბიჯი იყო, მაგრამ ნიკოსთან მოსვლა და თათასთან ურთიერთობის ასე გაჟღერება, თანაც რამდენჯერმე გამეორება, რომ ის უკვე მკვდარია, პირდაპირ ერთ ადამიანზე მიუთითებს. -მათემ თვალები ფართოდ გაახილა, შეამჩნია, როგორ გასწორდა ნიკოლა, თუმცა იმდენად დაბნეული იყო, აზრის გაგება გაუჭირდა. აი, ვაშაძე, გაფართოებული თვალებით მისჩერებოდა მათეს და გაწვრთნილი ცხოველივით, დანაშაულს ყნოსავდა. მათემ კმაყოფილება იგრძნო, საზურგეს მიეყრდნო და ხელები გაშალა. ჩანაწერი კიდევ ერთხელ გადაახვია და იქ მყოფების გონებასაც, წამში მოჰფინა ნათელი.
-ნაბი*ვარი! სი*ი! -წამოფრინდა მახარაძე. მაგიდაზე დაყრილი ნივთები ააფრიალა და მუშტები დასცხო. -ლევანი იმ ციხიდან ამან გამოათრია.
-და წამოსცდა, რომ თათას სიკვდილისთვის ვერ დაემუქრები, რადგან ყველაფერი, ისედაც ლევანს შეე*ენება. -დასძინა ვაშაძემ. მხოლოდ მათე ჩანდა უკმაყოფილო, თავი გადააქნია და წამოდგა. აქეთ-იქით ბოლთის ცემის შემდეგ, გაჩერდა და გამოფიტულ კაცებს გადახედა.
-თქვენი აზრით, ამხელა ამბავი იმისთვის ავტეხე, რომ ალექსანდრესა და ლევანის ურთიერთობის მეტი ვერაფერი გაგეგოთ? -გაბრაზებულმა გადახედა ორივეს. წარბებს შორის ნაოჭი გასჩენოდა და თავს ძლივს თოკავდა, რომ არ ეყვირა. -კიდევ მოუსმინეთ, როცა დადგმაზე საუბრობს. -მათემ ჩანაწერი კვლავ უკან დააბრუნა, ორჯერ მოასმენინა და გათიშა, შორს გადააგდო, რადგან დარწმუნდა, ჩანაწერის ტრიალით ვერაფერს აღწევდა.
-გახსოვს, რომ გეუბნებოდი, წერილი ყალბია-მეთქი? -ირონიულად გადახედა მათემ ნიკოს, რომელმაც მობეზრებულად დაუქნია თავი და გაახსენდა, რა გამოატარა იმ წერილმა და მასში დაწერილმა სიტყვებმა.
-აი, ახლა, შემიძლია დარწმუნებული ვიყო, რომ არა მხოლოდ წერილი, არამედ ყველაფერი დადგმულია. -ჯიბეებში ხელები ჩაიწყო მათემ. -თათამ თავი შენს გამო არ მოიკლა. ერთი შემახსენეთ, რა დასკვნა დადეს ექსპერტებმა, როცა გვამი მათ ხელში იყო?
-არაფერი. საქმე დაიმალა. -ხელი სახეზე გადაისვა ვაშაძემ.
-ზუსტად. შენმა არც თუ ისე ჭკვიანმა ბიძაშვილმა, მაგარი სპექტაკლი ითამაშა! მას ჰქონდა ინტიმური ურთიერთობა შენს საცოლესთან, ან არ ჰქონია, როგორც ამბობ, თათა მუდამ ჩაფიქრებული და დატანჯული დადიოდა. უცებ, ალექსანდრე მიდის, რამდენიმე დღეში კი სამზარეულოში, სისხლისაგან დაცლილ გვამს პოულობ. და უცებ, არსაიდან წერილი ჩნდება. სადაც ბრალი იმაში წესიერადაც კი არ გედება, რაც არ გაგიკეთებია. ჩვენ, ყველამ ვიცით, რომ ბელასთან მეგობრობდი. კონცერტზე კი იმიტომ დაგყავდა, რომ მისი აწ გარდაცვლილი მეუღლე შენთან მუშაობდა. სამაგიეროდ, ზუსტად ვიცით, ალექსანდრეს შენი შურდა და წარმატებას ყოველთვის ერთი ნაბიჯით გაშორებდა. -მათემ მონოლოგი დაასრულა, ხელები გაშალა და ნიკოს სახეზე ამოკითხულმა ბრაზმა მიახვედრა, რომ ახალგაზრდა კაცი ყველაფერს მიხვდა. დრამა, რომელზეც მუდამ ჩიოდა ალექსანდრე მახარაძე, უკვე დადგმული იყო და ფინალიც შესანიშნავი ჰქონდა - რომ არა სახელი, ნიკოლა მახარაძე სამუდამოდ დაემშვიდობებოდა სიცოცხლეს.
-ევა! -ამოიხავლა უცებ მან. მათე, ვერაფერს მიუხვდა, ისე იყო აღფრთოვანებული საკუთარი აღმოჩენით. ზურაბმა უაზროდ გადახედა ნიკოლას. ისედაც თვლიდა, რომ ევა მისი აკვიატება იყო და მითუმეტეს მაშინ, როცა შესაძლოა, მათეს მონოლოგი საქმის გასაღები ყოფილიყო, იმ გოგონას ხსენება უადგილოდ მიაჩნდა.
-ევა რა შუაშია, ნიკო? -დაეჭვებულმა ჰკითხა. მათემ ხელები ჩამოისვა სახეზე, ახლაღა მიუხვდა ნიკოს სათქმელს, მის სახეზე კითხულობდა იმის საჭიროებას, რაც უნდა გაეკეთებინა.
-რა ხდება, გამაგებინეთ! -იყვირა ზურაბმა და ისიც წამოდგა, გაფითრებულ მამაკაცებს მიაშტერდა.
-ალექსანდრემ მკითხა, ახალი ვინმე თუ მყავდა. -თქვა ნიკოლამ და პირში სიმშრალე იგრძნო, გაჭირვებით გადაყლაპა ნერწყვი და ხელში მანქანის გასაღები შეათამაშა. -ზურაბ, ჩანაწერი წაიღე და ყველაფერი მოამზადე, ის ნაბი*ვარი ან ციხეში ამოლპება, ან მოკვდება! -სწრაფად დაუბარა სათქმელი ნათლიას და მათესთან ერთად მანქანაში ჩაჯდა.
უნდა მიესწრო.
არ უნდა მომხდარიყო ის, რაც ვერ ააცილა თათას.

***

ევამ მაგიდაზე ჩაის ფინჯანი დადო და სტუმარს გადახედა. რაღაც ცუდს გრძნობდა, თუმცა წარმოდგენა არ ჰქონდა, რატომ. სტუმარმა ჩაის ფინჯანი ტუჩებთან მიიტანა, ცისფერი თვალები აატრიალა და გოგონას გადახედა.
-ევა, უგემრიელეს ჩაის ამზადებ! -გოგონამ მხოლოდ ღიმილით დაუკრა თავი, მის წინ ჩამოჯდა და მაგიდაზე თითები ნელა აათამაშა. ცალი ხელით კი მობილურის მომარჯვებას ცდილობდა, რომ როგორმე ხმა მიეწვდინა მათესთვის, თუმცა სტუმარი ისე უყურებდა და ათვალიერებდა, უეჭველად გამოიჭერდა, თუკი რაიმეს ეცდებოდა. ევას კი ეს კაცი ძალიან საშიშად და იდუმალად ეჩვენებოდა. შიგნეულობას უმღვრევდა კაცის შემზარავი, წყალივით თვალები.
-ლამაზი თითები გაქვს, შენც უკრავ?
-არა. თქვენ?
-ვუკრავდი. მე და ნიკო, როცა პატარები ვიყავით, დაკვრაში ვეჯიბრებოდით. სახლში დიდი, ძველებური როიალი გვქონდა, ბაბუას დატოვებული. უნდა ვაღიარო, ნიკო ყოველთვის უკეთესი მსახიობი იყო,გართობაზე უარს აცხადებდა, სახლში იჯდა და იმ სულელურ ნივთს დასტრიალებდა. მიუხედავად იმისა, რომ არ ჩამოვუვარდებოდი, ხოტბას მხოლოდ მას ასხამდნენ. საქებარი სიტყვები ნიკოსთვის ემეტებოდათ, მუსიკოსის მომავალს მასში ხედავდნენ. სინამდვილეში, ამ ეგოისტი კაცის გონებაში მანამ არ გაუვლია მუსიკას, სანამ ჩემგან არ მოისმინა, რომ მუსიკოსობა მინდოდა. ამაზე ოჯახში ბევრი იცინეს. -კაცმა თავი გააქნია, ჩაი კიდევ ერთხელ მოსვა. მართალია, ევას მისი ერთი სიტყვისაც არ სჯეროდა, მაგრამ ნიკოლაზე ცუდი ტონით საუბარმა, მასზე რაღაცნაირი გავლენა მაინც მოახდინა.
-შენ, ახლოს ხარ ნიკოსთან? საცოლე რომ ჰყავდა, ალბათ იცი. ისე ექცეოდა იმ საწყალს, გოგომ ვეღარ გაუძლო და თავი მოიკლა. ერთადერთი ვიყავი, ვისიც სჯეროდა და მენდობოდა. ბოლოს, სანამ ამ ქვეყანას დატოვებდა, იცი რა თქვა? -ევასკენ გადაიწია ალექსანდრე. გოგონა უკან გადაიხარა, კაცის თვალებს მოშორდა. -ორსულად ვარო. ჰო, აი, ასე. მარტივად მოკლა ნიკომ შვილიც და საცოლეც. ისეთი კაცია, არავის დაინდობს. ერთ ქალთან გაჩერება არ შეუძლია.
-უბრალოდ მეგობრები ვართ. -თქვა ევამ და შიგნიდან რაღაც ჩასწყდა, თუმცა არ სურდა უცნობი მამაკაცისთვის ეჩვენებინა, რომ მის სიტყვებს რაიმე გავლენა ჰქონდათ. მხოლოდ, გულზე დააწვა რაღაც, კანქვეშ სისხლის მოძრაობა თითქოს შეუწყდა და კანიდან გამოსვლას ცდილობდა. პულსაცია აუჩქარდა, პიკს აღწევდა. დაძაბულობა და ნერვიულობა მოემატა.
-ძალიან კარგი, დარწმუნებული ვარ, ჭკვიანი ქალი ხარ და მასთან სხვა ურთიერთობას არც მოისურვებ.
-ვფიქრობ, ეს თქვენი საქმე არ არის. -თავი ასწია ევამ და ჯიბიდან ჩუმად გადმოასრიალა ტელეფონი. ალექსანდრეს ბრაზით აემღვრა თვალები, თუმცა თავის მოთოკვა გადაწყვიტა და სკამზე გასწორდა. ზიზღით შეავლო მზერა სამზარეულოს, აშკარად არ შეეფერებოდა მის წრეს, თუმცა აიტანდა. უარესიც აუტანია, როცა საქმე უმცროს მახარაძეს ეხებოდა.
-როგორ, არ უნდა მოვსულიყავი და არ უნდა გამეფრთხილებინე?
-მე იმ ადამიანების რიცხვს არ მივეკუთვნები, რომლებსაც თვალს უბრალო სიტყვებით აუხვევთ. არც ის ქალი ვარ, ვინც ჭორებში ცვლის ახლობლებს. დარწმუნებული ვარ, მძიმე ბავშვობა გამოიარეთ, მაგრამ თუ ნიკოლა რაიმეთი უკეთესი იყო, ამას ნუ მისცემთ უფლებას, ყელამდე ამოვიდეს და მოგახრჩოთ. ახლა კი, თუ შეიძლება, ცოტა ხნით გავალ. -ევა წამოდგა, ტელეფონი ხელში დამალა და კარისკენ გაემართა, სახელურის ჩამოწევას აპირებდა, მკლავში ძლიერად რომ ჩაეჭიდა ხელი და კედელს მიანარცხა. ხელისგულში მოქცეული ტელეფონი გამოჰგლიჯა და ხმამაღალი ზათქით დაახეთქა იატაკს. კაცი გაყინული მზერით უყურებდა ევას, სახეზე ზიზღი და ბოროტება ეხატა, მკლავზე შემოჭერილი ხელი უფრო მაგრად მოუჭირა, მეორე ხელით თმაში ჩააფრინდა გოგონას და თავი ძლიერად მიახეთქებინა კედელზე.
-ასე, არა? საცოდავი ქალები. როცა საქმე ნიკოლას ეხება, ყოველთვის ეთიშებიან სამყაროს. კარგად შემომხედე და დაიმახსოვრე, ყველაფერი, რაც ნიკოს ეხება, მეც მეხება და ტკივილი, რომელიც შიგნეულობას დაულპობს, ჩემგან დახვდება. ჯერჯერობით, მთლიანად არ მჭირდები, მაგრამ გასართობად არც ისე ცუდი ხარ. -ალექსანდრემ ხმამაღლა გაიცინა, გოგონას ყურისკენ დაიხარა და კოცნით ჩაჰყვა მის გრძელ, თეთრ კისერს. თხელი მაისური ხელში მოიქცია, ძლიერად გაქაჩა და ტანზე შემოახია. ევამ წამოიყვირა, თუმცა კაცის ძლიერი ხელი პირზე აეფარა, მისი მოგუდული კივილიც ჩაახშო და მტკივნეულად მიახეთქა კედელზე. დაუკითხავად ასრიალებდა მის სხეულზე ხელებს, მოუსვენრობა კლავდა, ისევ იგივე სურვილს გრძნობდა, რასაც დიდი ხნის წინ, თათას მიმართ. შიგნიდან უტრიალებდა აზრი, რომ ეს უდანაშაულო ქალიც უნდა ექცია ლუკმად, მსხვერპლად შეეწირა და ნიკოლას მომავალი დაემახინჯებინა. მოენატრა, როგორ უყურებდა შორიდან მგლოვიარე ნიკოს, მოენატრა მისი გაწამებული, ტანჯვისაგან ერთიანად მოღრეცილი სახე. ტკივილისაგან გაჩენილი ნაოჭები, შეკავებული ყვირილისაგან გამტყდარი ხმა, შემხმარი ცრემლების დატოვებული კვალი. ახლა კი გოგონა ჰყავდა. თათასავით ახალგაზრდა, ლამაზი და გულუბრყვილო, თუმცა იმდენად არა, რამდენადაც თათა იყო. ევა უფრო გამჭრიახი, რთულად სამტვრევი თოჯინა იყო. სხვანაირი მასალისგან დამზადებული, უფრო მყარი და თითქოს, უყოყმანო. თუმცა იცოდა, სიჩქარე არ ივარგებდა. გოგონას მოშორდა, კმაყოფილმა შეათვალიერა საკუთარი „ნამუშევარი“. ტუჩებზე ცერა თითი გადაისვა, ტირილისაგან ჩაკეცილ გოგონას თავი ააწევინა.
-ნიკოლას გადაეცი, ბელას მის ნაცვლად მოვიკითხავ. ბელაზე მაინც ხომ გსმენია? შენზე, თათაზე და სხვებზე უკეთესია, ამიტომ არასდროს ყოყმანობს ნიკო, როცა საქმე გაცვლას ეხება. -ალექსანდრე სწრაფად მოშორდა გოგონას, მისი სახლი დატოვა და იქაურობას მოშორდა. პირდაპირ იქით გაემართა, სადაც საბოლოო სამიზნე ელოდებოდა. ხმამაღლა გადაიხარხარა და ადგილს მოსწყდა.

***

გაცოფებულ, გაგიჟებულ ნიკოლას ევას სახე არ შორდებოდა. სახლში მისულსაც კი ეჩვენებოდა, როგორ ტკივილიანად ამოხედა გოგონამ, ამოიხავლა და ოთახში ჩაიკეტა. დანაბარების კი გადასცა, სიძულვილით სავსე ხმით. იცოდა, იცოდა რომ გოგონასაც გარევდა, მასაც მოუკლავდა იმედებს, ცხოვრებას აურევდა. იცოდა, რომ ყველაფერი, რაც ხდებოდა, მისი მიზეზით იყო.
ნიკომ უჯრიდან იარაღი ამოაძვრინა, კარგად დამალა. დაასრულებდა. ყველას ტანჯვას დაასრულებდა და მერე თუნდაც, თვითონაც დასჯილიყო, არაფრად უღირდა ის ბედნიერება, რომელიც გამუდმებით მსხვერპლს ითხოვდა.
წუთები დათვლილი იყო.

ნიკოლამ დერეფნის კარი შეანგრია, ბელას პალატისკენ მირბოდა. უჩვეულო გარემო იყო საავადმყოფოში. თითქოს განგებ მოედუნებინა ყველას ყურადღება, თითქოს ვიღაცას დაებარებინა, ნებისმიერ შემთხვევაში ჩუმად დარჩენილიყვნენ. მუდამ ხმაურსა და აურზაურში გახვეული პერსონალი გაფითრებული, სიჩუმეში ჩაძირული იჯდა. შეიძლება, არც არაფერი ხდებოდა და ნიკოს ეჩვენებოდა ასე. ან უნდოდა,რომ ყველაფერი მარტივად ყოფილიყო. მაშინ,როცა იარაღს შუბლზე მიადებდა ბიძაშვილს, უნდოდა ხმაზე არავის ეყვირა, არავინ შემოვარდნილიყო და მისი გაჩერება არავის ეცადა.
ნიკოლამ შორიდან დაინახა, როგორ დაიხარა თეთრხალათიანი ბელას საწოლისკენ დაიხარა, მილს მისწვდა და გაამოძრავა. ნიკოლამ შიგნიდან წვა იგრძნო. უყურებდა, როგორ აცლიდნენ ბელას ბოლოს იმედს და უნდოდა, ხმამაღლა ეყვირა. დამალული იარაღი ამოაძვრინა, რეანიმაციის პალატის კარი შეანგრია.
-ექიმო, რას აკეთებთ? -გამოსცრა გაფითრებულმა.
-ბატონმა ალექსანდრემ საბუთებს ხელი მოაწერა, ქალბატონს აპარატიდან ვთიშავთ.
-და ვინ მისცა ამის გაკეთების უფლება? -შეჰყვირა ნიკოლამ და იარაღი კვლავ დამალა, არ უნდოდა ზედმეტი აურზაურის გამოწვევა. -ახლავე წადი და ის საბუთები დაწვი, თორემ ღმერთს გეფიცები, სათითაო ნაგლეჯს პირში ჩაგტენი!
-კანონი ვალდებულს მხდის...
-ფეხებზე მ*იდია შენი კანონი! -დაჭრილი ველურივით იღმუვლა მახარაძემ და ექიმს სწვდა, ხალათის საყელოები აუწია და კედელს მიახეთქა. -რასაც გეუბნები ის გააკეთე. ხუთ წუთში იმ ნაბი*ვარის ხელმოწერა გამქრალი იყოს, თორემ არ დაგინდობ. -ექიმმა თვალები დაახამხამა, ნიკოლას ხელი დააშვებინა.
-და კიდევ, სად წავიდა?
-არ ვიცი. როგორც მახსოვს, ამბობდა, კონცერტზე მაგვიანდებაო. ხელი მოაწერა და წავიდა.
-წადი. და აღარ გაბედო, ღმერთმაც რომ გადმოგძახოს ზემოდან, ამ ქალს ხელი არ დააკარო, თორემ თითებს დაგამტვრევ! -ნიკოლა ბელასკენ შებრუნდა. გული ეწურებოდა როცა ასეთს ხედავდა. გაფითრებული, გამომშრალი და შეცვლილი იყო. მისკენ დაიხარა, შუბლზე აკოცა. ქალის ხელი საკუთარში მოიქცია და დაუკოცნა.
-გპირდები, კარგად იქნები.

***

გველს სიმყუდროვე უყვარს. ყოველთვის გზაზე მიდის და მის დანახვაზე, უკან თუ არ დაიხევ, აუცილებლად დაგგესლავს. ცივსისხლიანია, თუმცა ამ თვისებას სასარგებლოდ იყენებს - როდესაც დაავადებულ ვირთხას ჭამს, ცხელსისხლიანისგან ცივსისხლიანზე დაავადება არ გადადის. ნიკოლა სწრაფად მიაქროლებდა მანქანას, გამუდმებით იმაზე ფიქრობდა, რა იქნებოდა მომდევნო, რაც დახვდებოდა. თენდებოდა. მეორე დღე თენდებოდა და გრძნობდა, ვირთხას ისე გადაყლაპავდა, მის სიბინძურეს წამით არ შეეხებოდა.
დარბაზიდან მუსიკის ხმა ისმოდა. ნიკოლამ იარაღი ამოიღო, გადატენა და კარისკენ ნელი ნაბიჯით დაიძრა. თეთრი გველი მის ფეხებთან მისრიალებდა, აქამდე დადუმებული, შხამიან ენას ყოფდა და საზიზღარი ხმით სისინებდა.
ნიკოლამ დარბაზის კარი შეაღო. შავ როიალთან ალექსანდრე იჯდა, ნიკოლას მუსიკას უკრავდა, ამახინჯებდა და გველსაც აფრთხობდა. ნაბიჯების ხმაზე გაჩერდა, ღიმილით გადმოიხედა და ნიკოს თვალი ჩაუკრა.
-ხედავ? შენს მუსიკას შენზე კარგად ვაჟღერებ.
-რა თქმა უნდა, საკუთარის შექმნის უნარი შენთვის არავის მოუცია.
-ცდები, ნიკო. -მისკენ შებრუნდა ალექსანდრე და ფეხი ფეხზე გადაიდო. -მე ბევრი რამ შევქმენი. მაგალითად, შენი საცოდავი არსებობა მეტად საინტერესო გავხადე. ისე, ყოველთვის მეგონა, რომ შრომას შედეგი აქვს. მიხარია, რომ ტყუილად დრო არ დავკარგე. ჯერ რამდენჯერმე ჩამოგაგდე მწვერვალიდან, შენი საცოლე მივისაკუთრე. ჰო, დამეთანხმები, არაჩვეულებრივია მკლავებში მოქცეული. -წარბები ასწია ალექსანდრემ და ნიკოს გაუღიმა. -ხო, ერთი რამ გამოგრჩა. შენს ჯიუტ საცოლესთან ძალის გამოყენება მომიწია, მაგრამ არაუშავს. ბოლოს ისიც კმაყოფილი დარჩა, განსაკუთრებით მაშინ, როცა შეიტყო, სასიყვარულო სამკუთხედს მეოთხე წევრი ემატებოდა. -ნიკოლამ წარბები შეკრა, წარმოდგენა არ ჰქონდა რაზე საუბრობდა ალექსანდრე. იარაღს ხელი უფრო მაგრად მოუჭირა.
-რა ჯანდაბას ამბობ?
-არ იცი? აი, ნიკო, ქალებში არასდროს გიმართლებდა. სულ მატყუარებს, ღარიბ, გაუთლელ ღლაპებს ხვდებოდი. შენი საცოლე დაორსულდა, თუმცა ვერ გაიგო ვისგან და ასე, ძალიან მარტივად, თავი მოიკლა. არა, უფროსწორად, თუ სწორად მახსოვს, მე ვუთხარი, რომ ბავშვი დამრჩებოდა. ვერ გავაგებინე, ალბათ მე გავხდი მიზეზი, რომ მკვდარია. ოღონდ, სხვანაირ მიზეზს ვგულისხმობ, ბიძაშვილო. დავფიქრდები და გეტყვი, ნამდვილად მე გავგზავნე ვინმე, თუ არა. -ალექსანდრეს თვალები კმაყოფილებით გაუბწყინდა. მიზანთან ძალიან ახლოს იყო. ხედავდა ნიკოს სახეზე გამოხატულ ტკივილს, იმედგაცრუებას და გრძნობდა, როგორ ეცლებოდა ძალა მის წინ მდგომ მამაკაცს.
-ნიკოლა მახარაძე, არაფერი ყოფილხარ და არაფერი ხარ ამ ხის ნივთის გარეშე, რომელიც ხომ იცი, ლპება ხოლმე. ეს რომ გაგიფუჭდება, ალბათ ახალს იყიდი, მაგრამ ევაზე რას იტყვი? თათა ნამდვილად ჩაგინაცვლებია.
-ესე იგი, წერილიც შენი დაწერილია. -გამოსცრა ნიკოლამ. ალექსანდრემ თავი გააქნია, ხმამაღლა გაიცინა.
-არა, არა. წერილზე არაფერი ვიცი. ამდენი დრამატიზმი სასაცილო იქნებოდა. მე იმის წარმოდგენა უფრო მომწონს, ლურჯი ვენებიდან რომ გადმოდის წითელი სისხლი და თეთრი კანი იღებება. ნიკოლა, გპირდები, დარჩენილ ცხოვრებას სიმწარეში გაგატარებინებ. ჯერ ბელას გავისტუმრებ, შემდეგ შენს კარიერას, ევასაც დავაგემოვნებ და როცა დრო მოვა, შენს ერთგულ, თეთრ გველს კუდსა და თავს მოვაჭრი - მათეს წაგართმევ. -ალექსანდრემ ხელები ჯიბეებში ჩაიწყო, კმაყოფილმა დაიწყო ადგილზე რწევა. ნიკოლამ იარაღი აღმართა, უფროს მახარაძეს მიუახლოვდა და შუბლზე მიადო.
-სერიოზულად? ამ ყალბი ფასადის მიღმა, ორივემ ვიცით რა იმალება. ისევ ის გულუბრყვილო ბავშვი ხარ, რომელსაც ჩიტის სიკვდილზეც კი შეეძლო გლოვა. გლოვაზე გამახსენდა, შენი რექვიემი ისევ ჟღერს? რა თქმა უნდა, რა დაადუმებს, შენ ხომ გარშემო ყველა გიკვდება! -ცისფერი თვალები მიანათა ალექსანდრემ ნიკოლას. -შენ ყველაფერი შეგიძლია, თუმცა ერთი რამ მე კი არა, შენ გამოგყვა. ის მშიშარა, რომელიც ვერასდროს ვერავის მოკლავს, შენ ხარ. თანაც, წარმოიდგინე საკუთარი თავი, როცა მესვრი და მიხვდები, რომ მომკალი. ო, ეს დრამაა! ჩემი საყვარელი ნაწილი. თუკი იქაც გავიგონებ შენს რექვიემს, მზად ვარ ხელებში ჩაგაკვდე. მესროლე ნიკო! ახლა მოვიფიქრე, რა მშვენიერი იქნები მკვლელობით დატანჯული! -ნიკოლამ თავი გააქნია, მის ხელში მომარჯვებული იარაღი გადაიტენა, გრძნობდა ადრენალინს, ძარღვებში შეყინულ სისხლს. იმ წუთას, თვითონაც გველი იყო, ცივსისხლიანი, რომელსაც დაავადება არ გადაედებოდა. და მაინც, გველი ყველა შემთხვევაში გარდასახვას განასახიერებს, ხოლო სიკვდილს, ყოველი ჩვენგანი ისეთად წარმოიდგენს, როგორიც საკუთარი თავისთვის სურს. იქ, სადაც მუდამ სიბნელეა, ნაპერწკალი ვერ გაღვივდება.
თენდებოდა, როცა ექოდ გაისმა, კედლებს მიეხეთქა, ერთად შეგროვდა, ცამდე აიჭრა და იქიდან ნაწილებად დაიშალა შემზარავი კივილის, ტყვიის გავარდნის ხმა.
სისხლად შეიღება დარბაზი. ნიკოლამ ხელი ჩამოისვა სახეზე, შესხმული სისხლის წვეთები ჩამოიწმინდა და ყელამდე ამოსულ გველს თვალი შეავლო... -მაგრამ ის, ვინც სიყვარულს გასწავლის, უკანასკნელ გაკვეთილად იქნება გაკვეთილი მარტო დარჩენის.და იმჟამს, როდესაც ამ გრძნობას მთლიანად შეისწავლი, დაკარგავ მას. - კარში მათე იდგა.

***
იმ ღამეს, გზაზე მობარბაცე სილუეტს ვიღაც უნდა მიშველებოდა, ხელი უნდა გაეწოდებინა და ნაპირზე ამოეთრია. ზურგით მჯდომ მახარაძეს მხრებში სწვდა ვიღაც, წამოაყენა, მხრის ქვეშ ამოუდგა და ნელ-ნელა დაუყვა ქვაფენილს.
-ღირსად მიცნიხარ მარტოობისთვის, დაუღალავად, მოგონებების მოგონებისთვის. -ჩუმად ჩაიჩურჩულა სილუეტმა. მთვრალ მახარაძეს ჩაეცინა. იცნო ის, ვის გამოც მუდამ იყო მოღალატე. თეთრი გველივით გაიკლაკნა შავ ცაზე ელვა.



№1  offline მოდერი Maiaabuladze

უუუფ... ეხლა ამოვისუნთქე, მარიამ რა ვთქვა არ ვიცი მთელი თავი დაჭიმული სხეულით წავიკითხე.. არაფერი მესმოდა გარშემო მეც იქ ვიყავი ნიკოლასთან და მათესთან ყველა მომენტში მათ ვუყურებდი... რაღაც სასწაულს კი ველოდი შენგან მაგრამ ასეთ თავს არ ველოდი ნამდვილად... უბრალოდ არ ვიცი რა უნდა ვთქვა.
ჰილეგი წავიკითხე ნამდვილად აღფრთოვანებული დავრჩი მაგრამ ალბათ როიალები იქნება ისტორია რომლისგან გამოწვეული ეიფორია დიდი ხანი არ განელდება ჩემში ❤

 


№2  offline ახალბედა მწერალი MariamG

Maiaabuladze
უუუფ... ეხლა ამოვისუნთქე, მარიამ რა ვთქვა არ ვიცი მთელი თავი დაჭიმული სხეულით წავიკითხე.. არაფერი მესმოდა გარშემო მეც იქ ვიყავი ნიკოლასთან და მათესთან ყველა მომენტში მათ ვუყურებდი... რაღაც სასწაულს კი ველოდი შენგან მაგრამ ასეთ თავს არ ველოდი ნამდვილად... უბრალოდ არ ვიცი რა უნდა ვთქვა.
ჰილეგი წავიკითხე ნამდვილად აღფრთოვანებული დავრჩი მაგრამ ალბათ როიალები იქნება ისტორია რომლისგან გამოწვეული ეიფორია დიდი ხანი არ განელდება ჩემში ❤

უღრმესი მადლობა ამისთვის და კიდევ უფრო დიდი მადლობა "ჰილეგისთვის".
პირდაპირ გულზე მომხვდი და სასიამოვნოდ ვასრულებ ამ საღამოს❤ !

 


№3  offline წევრი An-El

ვაა ეს ახალი გმირი ყოფილა ვინც ყოფილა,ბოროტების თავი და თავიი, ეს ნაგავი ალექსანდრე :@ საწყალი თათა რა გაუკეთა,საკადრისად მიიღო ბოლოს . ეს ბოლოს ვერ გავიგე ევა წაეშველა lთუ მათე?

 


№4  offline ახალბედა მწერალი MariamG

An-El
ვაა ეს ახალი გმირი ყოფილა ვინც ყოფილა,ბოროტების თავი და თავიი, ეს ნაგავი ალექსანდრე :@ საწყალი თათა რა გაუკეთა,საკადრისად მიიღო ბოლოს . ეს ბოლოს ვერ გავიგე ევა წაეშველა lთუ მათე?

მათე. მის გარდა ასეთად ქცეულ ნიკოლას არავინ მიეშველებოდა.
დიდი მადლობა.

 


№5  offline აქტიური მკითხველი La-Na

როგორ შეგიძლია ყოველი ახალი თავი ასეთი ემოციური და უცხო იყოს.მათე ხომ სასწაულია.ყველას უნდა ყავდეს ასეთი ერთგული მეგობარი.საოცრება ხარ მარ
--------------------
ლანა

 


№6  offline ახალბედა მწერალი lullaby

მარ, ყველა აბზაი, ყველა წინადადება ჟრუანტელით წავიკითხე... არ ვიცი... აქამდე აღფრთოვანებული ვიყავი... ახლა არ ვიცი რა ჰქვია ამ გრძნობას. ყველა სიტყვა ისეთი გრძნობითაა დაწერილი, იმხელა ძალა და მრავალფეროვნებაა მათში...
ხომ ყველაფერი გაირკვა ამ თავში, მაგრამ ისეთი გაბრუებული ვარ... ისეთი ნასიამოვნები, ვერ წარმოიდგენ.
არც კი ვიცი დაისვენა თუ არა ნიკომ, მაგრამ ალექსანდრეს მეც მოვკლავდი. თვალს არ დავახამხამებდი, ისე...
მაგრამ...
საიდან გაჩნდა წერილი? ვითომ მართლა თათამ დაწერა?
და თათა - ხსენებაც არ მინდა ამ პერსონაჟის. აქამდე მხოლოდ სუსტი ადამიანი მეგონა. რაღაც უფრო უარესი ყოფილა. (თუ რა თქმა უნდა ალექსანდრეს დაეჯერება).
ევა ძალუან მებრალება, რომ ეს ტალახი ხვდება და ისვრება. არ მუნდოდა, ძალიან არ მინდოდა.
მათე კი :დდ ფბზე ისე დაგიტოვე კომენტარი, არ მქონდა ეს თავი წაკითხული, მხოლოდ ის ნაწყვეტი.
სიტყვები არ მყოფნის.
მადზე უაზროდ არ ვარ შეყვარებული. ბევრი აზრი და მიზეზი მაქვს ამისთვის, რომელსაც ის მაძლევს და ისე მეამაყება...
მარიამ... დიდხანს ვიფიქრებ ამ თავზე...

 


№7  offline ახალბედა მწერალი MariamG

La-Na
როგორ შეგიძლია ყოველი ახალი თავი ასეთი ემოციური და უცხო იყოს.მათე ხომ სასწაულია.ყველას უნდა ყავდეს ასეთი ერთგული მეგობარი.საოცრება ხარ მარ

დიდი მადლობა ლანა!

lullaby
მარ, ყველა აბზაი, ყველა წინადადება ჟრუანტელით წავიკითხე... არ ვიცი... აქამდე აღფრთოვანებული ვიყავი... ახლა არ ვიცი რა ჰქვია ამ გრძნობას. ყველა სიტყვა ისეთი გრძნობითაა დაწერილი, იმხელა ძალა და მრავალფეროვნებაა მათში...
ხომ ყველაფერი გაირკვა ამ თავში, მაგრამ ისეთი გაბრუებული ვარ... ისეთი ნასიამოვნები, ვერ წარმოიდგენ.
არც კი ვიცი დაისვენა თუ არა ნიკომ, მაგრამ ალექსანდრეს მეც მოვკლავდი. თვალს არ დავახამხამებდი, ისე...
მაგრამ...
საიდან გაჩნდა წერილი? ვითომ მართლა თათამ დაწერა?
და თათა - ხსენებაც არ მინდა ამ პერსონაჟის. აქამდე მხოლოდ სუსტი ადამიანი მეგონა. რაღაც უფრო უარესი ყოფილა. (თუ რა თქმა უნდა ალექსანდრეს დაეჯერება).
ევა ძალუან მებრალება, რომ ეს ტალახი ხვდება და ისვრება. არ მუნდოდა, ძალიან არ მინდოდა.
მათე კი :დდ ფბზე ისე დაგიტოვე კომენტარი, არ მქონდა ეს თავი წაკითხული, მხოლოდ ის ნაწყვეტი.
სიტყვები არ მყოფნის.
მადზე უაზროდ არ ვარ შეყვარებული. ბევრი აზრი და მიზეზი მაქვს ამისთვის, რომელსაც ის მაძლევს და ისე მეამაყება...
მარიამ... დიდხანს ვიფიქრებ ამ თავზე...

ვაიმე, მარ! აი, ვკითხულობ შენს კომენტარებს და არასდროს ვიცი ბოლომდე რა გიპასუხო. იცი,როგორ ველოდები ხოლმე შენს შეფასებას.
რომ ვწერდი ისე ვიყავი დაძაბული, ბოლო სიტყვა რომ დავწერე ამოვისუნთქე.
არ ვიცი რა გიპასუხო. მაგრამ სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, მხოლოდ ალექსანდრეთი არ დამთავრებულა ეს საქმე. მიუხედავად იმისა, რომ თათა ჩემთვისაც არაა სრულად მისაღები პერსონაჟი, ის არ ყოფილა ალექსანდრესთან სურვილით და ამასაც გავარკვევთ მომდევნო თავში.
ევას კი ნასროლი ტალახი არ ასცდენია. დასანანია.
ძალიან, ძალიან დიდი მადლობა ამ ყველაფრისთვის! ჩემთვის ბედნიერებაა და უდიდესი სტიმულია, რომ პირადად შენ ასე განეწყვე ამ ისტორიის მიმართ.
ვერასდროს გადმოსცემს სიტყვა "მადლობა" ჩემს დამოკიდებულებას. <3

 


№8  offline წევრი An_Gel

ვაიმე,ვაიმე, ვ-ა-ი-მ-ე!!!
მაინცდამაინც ეს თავი უნდა წამეკითხა დაგვიანებით,ხო?
ეს...ეს რა იყო? ახლაც ვერ ვხვდები რაღაცეებს და ვერ ვიაზრებ. აქ რეები დაატრიალე,ჰა?!
ალექსანდრე როგორ ქარიშხალივით შემოიჭრა ამ თავში და ამავეში გააკეთა ყველაფერი. არვიცი,მასთან დაკავშირებით კიდევ უამრავი შეკითხვა მაქვს,მაგრამ თუ მას არ დაუწერია წერილი აბა ვის?!
თათა გეხვეწები ცოცხალი იყო რა,მე უნდა მოვკლა!!! მერე თავიდან გავაცოცხლოთ და თავიდან მოვკლათ! არ დამენანება ეგ ავადმყოფი ქალი ამისთვის! მაგრამ თითქოს ამ თავში სადღაც მომენტში შევატყვე,რომ მომავალ თავში ოდნავ სხივს მიაყენებ მის პერსონაჟს. ანუ მთლად იმდენ ტალახს არ ესვრი,რამდენიც ჩვენ (ჯერჯერობით) გვინდა რომ ესროლო. თუმცა ამას ვნახავთ და მაინც, ეგ ქალი არასდროს იქნება ჩემთვის მსხვერპლი!
მათე და თეთრი გველი... - მთელი ისტორიაა ერთად მოდიან და ამ თავში მომეჩვენა,რომ გადაიკვეთნენ. თეთრი გველი მათეს მეტაფორაა? ასეთი შთაბეჭდილება შემექმნა რატომღაც. ახლა მე ისევ უნდა დავიწყო მათესთვის სიყვარულის ახნა და დაუღალავად იმის მტკიცება,რომ ის არის ყველაფერი! მათე არის არა-ადამიანურად ადამიანი. არვიცი,არ წყვეტს ეს პერსონაჟი ჩემს გაოცებას. გაოცებას კი არა,თავის შეყვარებას და აღფრთოვანებას.
და მაინც,ხომ ყველაფერი იყო ამ თავში?! ისინიც კი,რაც წინა თავებში არა,თუმცა ერთი მომენტი და ერთი სიტყვა იყო ჩემთვის მთელი თავის ტოლფასი. რომ გამინათა თვალები და გამითბო გული. "ახლობელ" ადამიანებს რომ არ ცვლის ევა...აი ამ სიტყვამ, ნიკოს "ახლობლობამ" სითბოდ დამღვარა და ჩამღვარა ამ ისტორიაში. ხომ თითქოს არაფერი იყო? ერთი სიტყვა,მაგრამ ჩემთვის იყო ყველაფერი!
ახლა ისე ველი ახალ თავს,როგორც არასდროს და გთხოვ,რომ არ იჩქარო. არეული ვარ და ჯერ კიდევ აქაოსებული და შემდეგ თავში იმედი მაქვს მოეფინება ნათელი სიმართლეს საბოლოოდ.
შენზე აღარ ვილაპარაკებ. ახლა არა,მერე...მერე გეტყვი მე შენ ყველაფერს,აუცილებლად!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent