მე არ ვაპირებ უშენოდ ვიცხოვრო< 16 თავი
გვრიტების ევროპიდან დაბრუნებას,სამეგობრო ოვაციებით დახვდა აეროპორტში.ორი ბედნიერი ადამიანი სიხარულის,სიყვარულს და ბედნიერებას არც ფარავდნენ.როცა მარინა იმედას წინ დადგა,ღიმილი სახეზე შეაცივდა მის გაბრაზებულ თვალებს რომ წააწყდა და თავადაც თვალები ცრემლებით აევსო.იმედამ ჯერ უცქირა ცრემლებამდე მისულ დას,მაგრამ თავადაც ვერ გაუძლო მარინას ტანჯვას და მისდაუნებურად გაეცინა.მისკენ მიიწია და მისივე ხელებით მოწმინდა ცრემლები,თან გულში ჩაიკრა. ---საცემი ხარ,მაგრამ როგორ გცემო.აწი ხმამაღალი ხმითაც ვერ გეტყვი ვერაფერს,უკვე გათხოვილი ქალი ხარ,იმედია ცოტა ჭკუა მაინც მოგემატა,მაგრამ რაღაც არა მგონია,იმაზე მეტი გიჟი მეჩვენები რაც იყავი.უთხრა ღიმილით.მარინამ ხელები მაგრად შემოხვია ერთადერთ ძმას და გული ამოაჯდა ტირილით.დათომ თვალები დაუბრიალა იმედას და მასაც გადაწვდა იმედა. ---რას მიბრიალებ მაგ შავ თვალებს,დაიკო წამართვი და კიდე მე მიბღვერ?გაფიცებ ყველაფერს,ევრიპაში აუცილებელი იყო წასვლა ქალის დასაპყრობად თუ იქ გაჩაღებულ სე...ს უფრო სხვა გემო აქვს? მარინამ უბწკინა მწარედ ხელზე იმედას და ააყვირა.ასე ხალისით და ჟრიამულით მთელი ღამე გაატარეს ერთად. ---ნანუჩი რატომ არ სვამ?შეეკითხა იმედამ. ---არ ვიცი,რაღაც არ მინდა დალევა.უთხრა მორცხვად და თან მირიანს შეასწრო თვალი რომ ჩაეღიმა. ---ნანუჩის მგონი ცუდად აქვს დაცდილი დალევა.თქვა ლუკამ და ნანას ენა გამოუყო და მირიანისგან თვალების ბრიალს კი ყურადღება არ მიაქცია .მეორე დღეს ყველას თავის ტკივილი კლავდა სამსახურში და ყველა უხასიათოდ იყო,გადაწყვიტეს ნაბახუსევზე გამოსასვლელად გასულიყვნენ და რამე დაელიათ,რომ მათ წინ მოტოციკლეტი გაჩერდა და ზაზამ გულზე მიიდო ხელი შეშინებულმა.მოტოციკლეტს კი გოგონა მართავდა რადგან გრძელი თმები გაშლილი ქონდა და შლეიფი რომ მოიხსნა მათ წინ ულამაზესი 16-17 წლის გოგონა დადგა.ისეთი ლამაზი და მიმზიდველი იყო.ყველას ყურადღება მიიპყრო და გოგონამაც სათითაოდ მოათვალიერა ყველა და თვალი ლუკას დაასო. ---გამარჯობათ. ---გაგიმარჯოს ლამაზო.უთზრა ზაზამ.გოგონას შავ თვალებში მრისხანების ნაპერწკალმა გაიელვა,მის წინ დადგა და ცივი,მკაცრი ხმით უთხრა. ---უკან დაიწი ბიძი,უფრთხილდი სახე არ გაგილამაზო.მირიანი უცქერდა გოგონას და ფიქრობდა.შემდეგ ლუკას გახედა და შეამჩნია,გოგონას ლუკასნაირად შუბლზე სიბრაზისაგან გამოწვეული წითელი ზოლი აჩნდა.არ იყო დარწმუნებული,მაგრამ გულში გაიფიქრა, ,,თუ ეს მართალია ლუკა როდის მოასწარი''?ზაზა არ ელოდა ამოდენა რეაქციას გოგონასგან და დაიბნა,გოგონამ კი ზაზას დაბნევით ისარგებლა და მტკიცე ხმით თქვა. ---რომელია თქვენში ლუკა კალანდაძე? ---მე ვარ,რაშია საქმე?თბილად და წყნარად უთხრა გოგონას ლუკამ.გოგონამ ლუკას მიაჩერდა და რამდენი,რამ გაიფიქრა იმ წუთში. ---მოხდა რამე? ვცნობთ ერთმანეთს? ---არ ვიცნობთ ერთმანეთს,პირველად გხედავ,მაგრამ დარწმუნებული ვარ მოინდომებ და გამიცნობ.ლუკა გაოცებული მიაჩერდა და ვერ გაეგო,გოგონა საით უმიზნებდა.მირიანი კი უკვე იღიმოდა. ---სალაპარაკო გვაქვს.თქვა ბოლოს გოგონამ. ---თქვი გისმენ.უკვე ვეღარც ლუკა ითმენდა,რადგან გოგონას სახე თანდათან შეიცნო და ის ძალიან ახლობელი გახდა მისთვის,ამიტომ გული აუჩქარდა.---აქ ვისაუბროთ? --- კი აქ ვისაუბროთ,მე საიდუმლო არაფერი არ მაქვს,არაფერს არ ვმალავ.ესენი კი ჩემი ოჯახია,ჩემი ძმები არიან. ---დარწმუნებული ხარ,რომ საიდუმლო არ გაქვს არაფერი?გოგონა არ ეშვებოდა ლუკას წვალებას. ---კი დარწმუნებული ვარ,მტკიცე იყო ლუკას ხმა. ---ლუკა ცუდად არის შენი საქმე,მგონი უკვე მისახვედრია ყველასთვის რაც ხდება შენს თავს.ჩაულაპარაკა გელამ და მირიანმა უთხრა. ---მეც შენსავით ვფიქრობ. ---თქვი რა ხდება გისმენ.უკვე ლუკას ხმა უკანკალებდა ---18 წლის წინ მომხდარ ამბავს შეგახსენებთ,სახელი მარგარიტა რამეს ან ვინმეს გახსენებს ან გაგონებს? ---მარგო?დაიბნა ლუკა და გოგონას უფრო ყურადღებით დააცქერდა.მართალი იყო გელაც და მირიანიც თითქოს,ორივემ უწინასწარმეტყველა ლუკას წარსულის აჩრდილი.თავი ხელში აიყვანა და ჩახლეჩილი ხმით უთხრა გოგონას. ---გვარი,გვარი შეგიძლია მითხრა? ---იამანიძე მარგალიტა.საყვარელი ადამიანისათვის კი მარგო. ---შენ,შენ მისი გოგონა ხარ?შეეკითხა დაბნეულმა. ---ეს კი მგონი უკვე,ცალკე სალაპარაკო თემაა,რომელიც მხოლოდ ჩვენ ორს გვეხება.მაგრამ თუ აქ გინდათ გითხრათ,გეტყვით რომ არა მარტო მარგოსი არამედ,მე თქვენი შვილიც ვარ.ლუკა გაფითრდდა და ვეღარაფერი ვეღარ თქვა,ეს ლუკასთვის უეცარი შოკი იყო და არა მარტო ლუკასთვის.გოგონა შებრუნდა და უხმოდ წავიდა,უეცრად მობრუნდა და უთხრა. ---ვიცი, რომ ეს უეცარი დარტყმა იყო თქვენთვის და ალბად არც გჯერავთ,მაგრამ სიმართლე გითხრათ ეს თავად ჩემთვისაც დიდი შოკი იყო,რადგან აქამდე ვიცოდი,რომ მამა მკვდარი მყავდა.რაც მახსოვს და მახსოვრობა მაქვს მამის საფლავზე დავდივარ და ვესაუბრები მას.სეზონის მიხედვით ყვავილები მიმაქვს და ვფიქრობ ამით მის ლამაზ სულსაც ვალამაზებდი,მაგრამ ერთ დღეს დედას და მისი მეგობრის საუბარს მოვკარი ყური და გავიგე რომ ის არა მამა,არამედ ჩემი ბიძა ყოფილა,დედის ძმა.ლუკამ უეცრად თავი ასწია მაღლა და გაოცებული თვალებით შეხედა და ხმამაღლალი ხმით უთხრა. ---თაზო? თაზო აღარ არის? ---დიახ, თაზო ძია.ჩემი ძია ის ჩვენს გვერდით აღარ არის, უკვე 10 წელია. ---სახელი რა გქვია.თანდათან მზერაც და ხმაც დაუთბა ლუკას.ელეონორა.ისიც კი ვიცი,რომ ეს სახელი თქვენ გყვარებიათ. ---ლუკა თქვენ ძალიან ბევრი სალაპარაკო გაქვთ და ჩვენ წავალთ.უთხრა მირიანმა.შემდეგ გოგონას მიუბრუნდა და თბილი ღიმილით უთხრა.-ძალიან გამიხარდება,თუ საერთო ენას გამონახავ მამასთან და ჩვენთან ერთად იქნები. ---აბა კარგად შემოგვხედე,ჩვენც შენი ძიოები ვართ.ერთი დაკარგე მაგრამ ხუთი შეიძინე.უთხრა ალეკომ.ლუკამ გაიღიმა ბიჭების სიხარულით ანთებულ თვალებს რომ შეხედა,მაგრამ ჯერ კიდევ ვერ წარმოედგინა,ეს ყველაფერი თუ მის თავს ხდებოდა სინამდვილეში. ---დატოვე მოტოციკლეტი და მანქანით წავიდეთ.უთხრა ლუკას გოგონამ. ---არა,დღეს არ შემიძლია. დღეს ვერსად ვერ წამოგყვები.თუ წინააღმდეგი არ იქნებით,დღეს იმისთვის მოვედი თქვენთან,რომ ორივე დავრწმუნდეთ სიმართლეში და დნმ-ის ანალიზი ავიღოთ,თუნდაც ახლავეს.ლუკამ ბიჭებს გადახედა და თავადაც დაინტერესებულმა პიჯაკი რომელიც ხელში ეჭირა ჩქარი მოძრაობით შემომიცვა,გოგონას თავი დაუქნია წავიდეთო და უკან მიყვა მის წინ მიმავალ მოტოციკლეტს. ---ეეეეე ლუკა?ნახეთ რამხელა შვილი ყავს და თან რა ანგელოზი.ვიღაცას შეაკვდება ან ვიღაცა შემოაკვდება ამ გოგოს რომ ვინმემ დაუშავოს.თქვა ღიმილით დათომ. ---აიიი,აიიი უკვე სამეგობროში მესამე ძმა გვიქორწინდებააააა,მგონი ძალიან ვშორდებით ერთმანეთს და ეს ძალიან არ მომწონს ძმებო.თქვა ზაზამ. ---უაზრო კიარ ვშორდებით,უფრო მჭიდრო ვხდებით,წავედით თქვა მირიანმა და ისინი ბარში წავიდნენ ლუკა კი გოგონასთან ერთად საავადმყოფოში მივიდა და ორივემ ჩააბარა სისხლი,ერთმანეთს დაემშვიდობნენ და ათი დღის განმავლობაში ლუკა ძალიან შეიცვალა და სულ დაბნეული დადიოდა,არც ჭამდა და არც საუბრობდა. საერთოდ არაფერს არ ამბობდა,სულ ჩუმად იყო და გაოცებული იყო ბიჭებიც,არ ეგონათ ამ გოგონას გამოჩენა ასე თუ იმოქმედებდა ლუკაზე.შეკითხვაზე რომ ეტყოდნენ, ,,რა დაგემართა გამოფხიზლდი,''მუდამ ერთი პასუხი ქონდა, ,,არაფერი''.ერთ დღეს მირიანს ყელში ამოუვიდა და თავზე დაამხო ყველაფერი. ---რა გემართება,რა მოგდის ლუკა.გოგონამ თავად მოგძებნა,თავად მოვიდა და პირდაპირ გითხრა ვინც იყო,გაიკეთეთ ანალიზი ხომ? სულ ცოტაც და შედეგსაც გაიგებთ,თუ შენი შვილი არ არის,დაშორდებით ერთმანეთს და მე კი დარწმუნებული ვარ,ის შენი შვილია ლუკა.თქვენ გავხართ ერთმანეთს და მიიღე ისე,როგორც ნამდვილ მამაკაცს შეეფერება და საუკეთესო მამას. ---მირიან მას მივიღებ,მაგრამ დედამისს რა ვუყო?ხომ იცი როგორ მიყვარს მე ის დღემდე,ვერასოდეს ვერ შევეგუები მის სხვასთან ერთად ყოფნას. ---დაილაპარაკეთ მეგობარო და გაარკვიეთ,მომავალი თავად გიჩვენებს,რა როგორ უნდა გააკეთო,მხოლოდ გამოფხიზლდი.როგორც იქნა გავიდა ათი დღეც და გაიგონა თეთრი კონვერტით ხელში მივიდა ლუკასთან.ლუკამ შეხედა და ხმის ამოუღებლად ადგა და გოგონას აჩვენა მანქანაში ჩამჯდარიყო. ---მე გამომყევი დღეს,მე მიგიყვან ერთ ადგილზე და იქ ვილაპარაკოთ.. შემდეგ მისამართი უთხრა და ლუკამ გაოცებულმა შეხედა,როცა მისი და მარგოს საყვარელი ბარის მისამართი გაიგონა.უხმოდ წავიდა და ყელში ცრემლი ახრჩობდა.შევიდნენ მყუდრო ბარში,დასხდნენ და კონვერტი მაგდაზე დადო.ლუკამ კონვერტს დააცქერდა და ანიშნა გაეხსნა,პირველი მას ენახა.გოგონამ ხელის კანკალით გახსნა და წაიკითხა.შემდეგ კი ლუკას გადასცა და ლუკამაც ყურადღებით ჩაიკითხა იქ დადებითი პასუხი მის მამობაზე რომ მიუთითებდა.გოგონამ კი ღიმილით უთხრა. ---ქუჩაში რომ შემხვედროდი მიცნობდი?ლუკამ მიაჩერდა და უთხრა. ---არ ვიცი,მართლა არ ვიცი.ძალიან დაბნეული ვარ და მიკვირს,რატომ უნდა ვიგებდე მე ამას ახლა, 17 წლის შემდეგ? ---ეს მეც არ ვიცი,მთავარია რომ ახლა ვიცი მეც მყავს მამა,თან ძალიან სმპატიური მამა.გაეცინა გოგონას და ლუკამაც გაიღიმა.თუნდაც რომ არ მაღიარო შვილად ეს არაფერია,ვიცი ოდესღაც გაიღვიძებს თქვენში მამობის გრძნობა და თავად მომძებნი.ახლა კი იცით,რომ თქვენს წინ თქვენი შვილი ზის.მე არ მინდა ოჯახში პრობლემები შეგიქმნათ,ისიც საკმარისია ხანდახან გნახოთ.აქ მაინც არ ვცხოვრობ და ამიტომ,არც თვალში შეგეჩხირები დიდად. ---არ მყავს ოჯახი,არ დავქორწინებულვარ.ამ დროს ბარში მაღალი,ქერა ძალიან მომხიბვლელი მანდილოსანი შემოვიდა.პირდაპირ ლუკასკენ წამოვიდა და თბილად მიესალმა.ლუკა კი გაოცებული უსმენდა საოცრად შეცვლილ,უფრო გალამაზებულ და უკვე დაქალებულ,ერთ დროს მისი გულის ამფორიაქებელს.მის წინ დაჯდა და მონატრებული ხმით მიესალმა. ---გამარჯობა ლუკა. --გამარჯობა მარგალიტა.ლუკას თვალები სიბრაზით ანთებოდა,მაგრამ ამ სიბრაზეს რაღაცნაირი ეშხი ქონდა. ---როგორ ხარ,რას შვრები ლუკა.გოგონა ფეხზე წამოდგა და ორივეს გასაგონად თქვა. ---თქვენ ძალიან ბევრი რამ გაქვთ სათქმელი ერთმანეთთან და მე დაგტოვებთ.ლუკამ კი ერთი სიტყვა უთხრა. ---დაჯექი.გოგონაც ცივად დაუბრუნდა მის ადგილს,რადგან ლუკას ხმა ცივი და მკაცრი იყო და თან შეუვალი. ---საერთო შვილიც გვყოლია ჩვენ ორს,როგორც გავიგე მარგო.მარგომ თავი დახარა,დამნაშავე იყო ლუკას წინაშე და ჩუმად დაადასტურა. ---მართალია ლუკა.ჩვენ საერთო შვილი გვყავს. ---დამაგვიანდა ამ ამბის გაგება და თან ძალიან. ---ესეც მართალია,რომ ბავშვები ვიყავით,მაგრამ ძალიან მინდოდა შვილი მყოლოდა და დედა გავხდარიყავი,თან შენგან მინდოდა შვილი,მაგრამ იმაზედაც ვფიქრობდი,რომ იმ პატარა ასაკში შენი ცხოვრება არ დამენგრია და მე ოჯახთან ერთად საქართველოდან წავედი. ---უნდა გეთქვა მარგო.ეს არ უნდა გადაგეწყვიტა მარტო შენ,შენი ბავშვური ჭკუით.ხვდები მაინც რას მომწყვიტე?იმას თუ ხვდები,რა საოცრად ლამაზი წლები წამართვი. ---არც ჩემთვის იყო ამის გაკეთება ადვილი ლუკა. ---არ იყო ადვილი,მაგრამ მაინც გააკეთე ის რაც არ უნდა გაგეკეთებინა,არ უნდა გადაგეწყვიტა მ,არტო შენ ეს საკითხი. ---ნუ გეშინია, ლუკა მე არაფერს არ გთხოვ.ელეონორას მხოლოდ ის უნდოდა გაეგო,ვინ იყო მისი მამა. ---მე არ მქონდა სიტყვის თქმის უფლება?უყვირა ლუკამ და ელეონორა დაიძაბა და ლუკას მიაჩერდა.ლუკამ შეამჩნია და ცოტა დამშვიდდა,მაგრამ მარგოს მიმართ გაბრაზებას ვერ ფარავდა. ---გინდოდა 17 წლის ასაკში მამა გამხდარიყავი?არ მოისურვებდი ლუკა და მე კი პრობლემები მქონდა.რომ მომეშორებია ნაყოფი,ექიმის თქმით დედა ვერასდროს ვერ გავხდებოდი,მე კი მინდოდა დედა გავხდარიყავი,ქალად მეგრძნო თავი და არა ქალის ფიტულად.ეს ბავშვი უნდა გაჩენილიყო და მეც გავაჩინე, მევე გავზარდე ლუკა. რამე მოგთხოვე? დაგავალდებულე? მე ახლაც არ მინდოდა გაგეგო ეს ამბავი,მაგრამ შენსავით ჯინიანია და ჯიუტია.შენსავეთ რომ იტყვის არ გადათქვამს მის ნათქვამს. ლუკამ ელეონორას გახედა და გაეღიმა ,თან თვალი ჩაუკრა.ელეონორა აღფრთოვანებული იყო ლუკათი ძალიან მოეწონა მისი ჩაცმულობის სტილი,მისი ვარცხნილობა და საერთოდ უხაროდა,რომ ასეთი ახალგაზრდა მამა ყავდა.ლუკამ მარგოს მიუბრუნდა და უთხრა. ---ქმარი გყავს თუ გაშორებული ხარ.საერთოდ სად ხარ,სად ცხოვრობ,რას აკეთებ.სხვა შვილებიც გყავს?როგორ ძალიან აინტერესებდა ლუკას ამ კითხვებზე პასუხი მიეღო და პასუხი მისი სასარგებლოდ ყოფილიყო. ---არა ელი მყავს მხოლოდ.გათხოვებით არ გავთხოვილვარ, არც მეგობარი არ მყოლია არასდროს. ცხოვრებით კი ინგლისში ვცხოვრობთ. ელიც იქ გაიზარდა, თაზოს სიკვდილის შემდეგ ხან აქ ვარ და ხან იქ. ელიმ კი გადაწყვიტა აქ დაასრულოს სკოლა, უკვე ერთი წელია აქ სწავლობს და ალბად გაგიკვირდება ლუკა. ელი ჩვენს სკოლაში სწავლობს, სადაც ჩვენი ბავშვობა იყო ლამაზი და სუფთა მოგონებებით.წელს კი გადაწყვიტა ექსტერნად ჩააბაროს, კარგად ესმის ჩვენი ბიზნესის საქმე და დამეხმარება. ლუკამ ელეონორას გახედა და გაუხარდა ასეთი თავდაჯერებული გოგო რომ აღმოჩბდა ელი.შემდეგ მარგოს შეხედა და შეეკითხა. ---მართლა არავინი არ გყოლია ეს წლები?მარგომ გაოცებულმა შეხედა და ლუკამ თვალი ჩაუკრა,ეგონა ჩუმად გააკეთა,მაგრამ ელიმ შეასწრო თვალი და გაეცინა.მარგომ კი მკაცრად გახედა შვილს და ინგლისურად უთხრა. ---არ დააგვიანო სახლში. ---თუ დაგვიანებს უცხოსთან არ არის და ამიერიდან მარტო შენ აღარ იზრუნებ მის დაგვიანებაზე და სწავლა-განათლებაზე. ---ოჰ,ინგლისური იცი? ---დღეს საქართველოში ინგლისური ენა,არ არის ძნელი ენა.თითქმის ყოველ მეორემ თუ არა,ყოველი მესამემ იცის.უთხრა ლუკამ ამაყად.მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს ჩვენი ენა აღარ ვისაუბროთ.შენიშვნაც ქართულად მიეცი და საერთოდ,ქართველი ხარ და მშობლიურ ენაზე ესაუბრე ბავშვს.ნუ დაგავიწყდება შენს სამშობლოში ხარ ამჟამად,ჩვენმა წინაპრებმა საუკუნეების მანძილზე იბრძოლეს,რათა ჩვენთვის ჩვენი ენა,მამული და სარწმუნოება შეენარჩუნებინათ და მადლობა უფალს,ეს შეძლეს.თქვენ კი ქალბატონო მარგალიტა უცხო ენით არა,საქართველოში მხოლოდ ქართულად. კარგი შევეშვათ ამაზე საუბარს.თქვენ ქალბატონო გაშორებული არ ბრძანდებით,გათხოვებით არ გათხოვილხართ,მეგობარი არ გყავთ,შეყვარებული?შეეკითხა და გამომცდელად მიაჩერდა მარგოს. ---რას ელოდები,რისი მოსმენა გინდა ლუკა.გგონია ყველა კითხვაზე გულწრფელად გიპასუხებ? ---არა? ანუ თუ არ მიპასუხებ,ესე იგი არსებობს ვიღაც და სადღაც ხომ?არა არ გავალდებულებ,მაგრამ ვცდილობ გავიგო,ამ წლებმა რა შეცვალა შენში. ---ბევრი რამ,ძალიან ბევრი რამ ლუკა. ქალი რომელიც,ჩემსავით მარტოობაში ატარებს წლებს,მას არ შეუძლია თავის თავსაც გამოუტყდეს სიმართლეში.შენ რას ეძებ,რაც მე თავად ვერ ვიპოვნე ჩემში ლუკა. ---გასაგებია.ჩაილაპარაკა ლუკამ და კმაყოფილმა ჩაიღიმა.ელი იჯდა და ტელეფონში მესიჯობდა,მაგრამ ყურადღებით ადევნებდა თვალს ორივეს და კმაყოფილებისგან იღიმოდა,გულში უხაროდა მისი მშობლების ისევ ერთ გზაზე შეხვედრა და ორივეს როგორ უყვარდათ ჯერ კიდევ ერთმანეთი,ეს მათ სახეზე ეწერა.მარგო წამოდგა წასასვლელად და ლუკამ უთხრა. ---ხვალ ჩვენს ადგილზე გელოდები,იმედია გზა გახსოვს. ---არ მოვალ.უთხრა მარგომ და სადაც იყო ატირდებოდა თუ დროზე არ გაეცლებოდა ლუკას სიახლოვეს. ---მაგასაც ვნახავ თუ არ მოხვალ,მე გელოდები იქ ისევ ისე,როგორც ამ 18 წლის წინათ.ზედმეტებს არ გთხოვ არაფერს,უბრალოდ მგონი თავადაც უნდა მიხვდე,რომ ჩვენ ორს საკმაოდ ბევრი სალაპარაკო გვაქვს.დროა,ღიად დარჩენილი ჭრილობები შეხორცდეს მარგო. ---ოდესღაც ყველაფერი მთავრდება და სალაპარაკოც არაფერია ლუკა.17 წლის წინ ჩვენ ორმა შეცდომა დავუშვით და აი შენს წინ ზის ის შეცდომა,მაგრამ ის ჩემი შვილია,მხოლოდ ჩემი. ---რომ დაფიქრდე ცოტა და გაანალიზო,ის რომ ის ბავშვი აღარ ხარ და გაიზარდე,ძალიან კარგს იზამ.მაგრამ მართლა იმ ტვინის ხარ დარჩენილი,რაც იყავი.შენ,მხოლოდ შენი სიამაყე და ამპარტავნობა დაგღუპავს მარგო.ბავშვის წინ ვდგევარ და ამ წუთებში ჩემს თავს არ ვაკადრებ იმას,რასაც შენ იმსახურებ.შენ შენი თავი გადარდებს და შენი მელანხორიული ცხოვრება,სხვა არავინ და არაფერი.რომ დაიკერე შეცდომა,შეცდომაო,ეს შეცდომა 18 წელი რომ დამიმალე,რა იფიქრე მე ეს სიტუაცია გამიხარდებოდა?გამიხარდებოდა ის,რომ ჩემი შვილი ჩემგან შორს გაიზარდა?იფიქრე ჩემზე საერთოდ,მე როგორ ვარ ამ ათი დღის განმავლობაში?ლუკამ ხმას აუწია და ყველას ყურადღება მიიპყრო,ელი კი ვერაფერს ამბობდა,რადგან ლუკას თვალები იმ წუთში დიდ ტკივილს გადმოცემდნენ.-ჩვენს დაშვებულ შეცდომას,ყოველ წინადადებაში მახსენებ და შენს შეცდომას არ უნდა შევეხო,არ უნდა გაგახსენო და არ უნდა გატკინო.ჯერ როგორ უწოდებ შენს გაჩენილ შვილს შეცდომას,შეხედე ამ ანგელოზს და მის წინაშე მყოფი მაინც ნუ იტყვი ამ სიტყვას,შენ რა იცი,მას ეს როგორ ტკივა.სწორედ ამ სიტყვის შედეგია რომ გადაწყვიტა გაეგო სიმართლე,თუ ვინ იყო მისი მამა და ამისათვის დიდ მადლობას ვუხდი.შეცდომაო და შემდეგ ამბობ,მარტო ჩემი შვილი არისო. ---შეგიძლია იფიქრო ის,რაც შენ გინდა.ჩემი ცხოვრება მხოლოდ ჩემია,ელიც ჩემია და ეს უნდა შეიგნო,ეს უნდა გაიგო.ლუკამ ფეხზე წამოდგა და თვალებში ჩახედა მარგოს თითქოს იქ უნდოდა ამოეკითხა სინამდვილე და გამოეცნო რამდენად შეცვლილი იყო მარგოს გრძნობები,რამდენად სიმართლეს ამბოიბდა მარგოს ბაგეები და გული რას ფიქრობდა.ტუჩები ყურთან მიუტანა და უჩურჩულა. ---ყველაფერი გამიახლე შენი გამოჩენით მარგო.როცა შენზე ვფიქრობდი,ყოველთის წვიმის წვეთები მიფრთხობდა ფიქრებს.შენ მე და მე შენ სიყვარული 17 წლის ასაკში ვასწავლეთ ერმანეთს.მაგრამ ეს სიყვარული იმდენად ძლიერი აღმოჩნდა ჩემში დარჩა და სევდად მექცა,სევდა რომელიც ჩემს გულს დღემდე მტკივნეულ იარად აჩნია.ვერ ველევი შენზე გლოვას,დღეს ამდენი წლის შემდეგ ჩვენი შეხვედრა ჩვენი სხეულის ნაწილის მომატებით,ამად ღირდა ლოდინი.გეფიცები ელეონორას წინაშე,მაგ სიამაყეს მოგაშლევინებ,რომელიც ბავშვობიდან მოგყვება.ვიბრძოლებ შენს დასაბრუნებლად და მაგ რქებსაც მოგამტვრევ.მარგომ თვალებში ჩახედა და ჯადოსნური ღიმილით გაუღიმა და უთხრა ლუკას. ---მოუთმენლად დაველოდები დროის განაჩენს,ის ალბად შენზე უფრო ლმობიერია. ---ყველა ტკივილი იძინებს ბოლოს.უთხრა ლუკამ და თვალი ჩაუკრა.მარჯვენა ხელის თითები კი ნაზად ჩამოუსვა მარგოს გაფითებულ სახეზე და გვერდულად ჩაიცინა,რადგან გაუხარდა მისი შეხებისას,მარგოს როგორ დაეხორკლა კანი.უეცრად მოშორდა და მის ადგილს დაუბრუნდა,ელის წინ დაჯდა ისევ და თვალს არ აცილებდა კარებში გამავალ მარგოს.ელიმ შეხედა და ღიმილით უთხრა. ---მომეწონე მე შენ.რას გრძნობ ახლა?ლუკამ ღრმად ამოიოხრა და გულწრფელად უთხრა. ---იმაზე მეტი ბედნიერება არაფერია მამაკაცისათვის,როცა წლების შემდეგ საყვარელ ადამიანს თვალებში ჩახედავ და სიყვარულით,მონატრებით სავსე მზერას წააწყდები.რომელიც იმ მონატრებული თვალებით დაუფარავად გეუბნება, ,,ისევ მიყვარხარ,ისევ მახსოვხარ და ახლაც ისევ მჭირდები,როგორც მაშინ.''ელი წამოდგა და ლუკას უთხრა. ---მალე დავბრუნდები,დამელოდე.გარეთ გავიდა სირბილით და შეხედა მოშორებით როგორ მხრებში მოხრილი და თითქოს დაპატარავებული მიდიოდა მარგო და შეეცოდა.დაეწია,ხელი მოკიდა და მისკენ შემოაბრუნა,ცრემლით სავსე თვალებში შეხედა და ცოტა მკაცრად უთხრა. ---ვერ მეტყვი და ვერც შეძლებ ამ საუბრის შემდეგ,რაც მე მოვისმინე ტყუილი მითხრა დედა.შენ მამა ისევ გიყვარს და მან სწორი გითხრა,შენ შენი სიამაყე გღუპავს.გიყვარს და არ გინდა შეიმჩნიო ეს სიყვარული,მისგან ელოდები პირველ ნაბიჯს? ეს მართალიცაა ვერ გაგამტყუნებ,ახლა მისი ჯერია.ნუ უარყოფ ამ სიყვარულს დედა,ნუთუ ვერ იგრძენი, შენ მას ახლაც როგორ უყვარხარ?შვილი დაუმალე წლებია,მაგრამ ის ყველაფერს გპატიობს, იცი რატომ? უყვარხარ და იმიტომ.გამოტყდი რომ გიყვარს და მთელი ეს წლები მასზე ფიქრობ.გამოტყდი დედა იბრძოლე დაკარგული სიყვარულის დასაბრუნებლად,თორემ თავად დაინახავ შორიდან როგორ გართმევს სხვა,შენს სიმპატიურ სიყვარულს და ვეღარ შეძლებ ვეღარაფერს მის დასაბრუნებლად,მამაკაცსაც წყინდება ხვეწნა და მუდარა.ასე მარტო დარჩები,რადგან შენ გული სხვისკენ არასოდეს არ გაგიწევს. ---მარტო არ ვარ.შენ მყავხარ შვილო,მაგრამ ის მაინც მაკლია.გარშემო ყველა მიღიმის,მაგრამ სულ სხვაა მისი გვერდულად გაღიმება.მას ისევ ის სურნელი აქვს,როგორც წლების წინ.ვეღარ გავუძელი მონატრებულ მძაფრ სუნს,ამიტომ წამოვედი.მე სახლში ვიქნები,უნდა დავისვენო,ძალიან დავიღალე.შვილს შუბლზე აკოცა და თვალცრემლიანი გაუყვა ქუჩას. ---დედა მანქანა სად გყავს. ---აქ ვტოვბ,ხვალ წავიყვან.არ შემიძლია ახლა მანქანით წასვლა.უთხრა ელის და წავიდა.ელიმ უცქირა ცოტა ხანი მიმავალ დარდით სავსე დედას და ისევ დაბრუნდა ბარში.ლუკა წამომდგარიყო და უკვე წასასვლელად ემზადებოდა. ---დაბრუნდი?მე ვიფიქრე წავიდათქო და მეც მივდიოდი უკვე.. ---ხო დავბრუნდი.დედას რაღაც ვუთხარი და ისევ შენთან მოვედი.ძალიან მაინტერესებს და მაქვს უფლება ვიცოდე,რატომ დაშორდით.გავიგე რომ ბავშვები იყავით ორივე,მაგრამ რატომ გაიყო თქვენი გზები.ლუკამ ძალიან უკან დაბრუნდა,მის წარსულში და ღიმილი მოეფინა სახეზე.მოემზადა სასაუბროდ,მაგრამ მისმა ტელეფონმა შეაჩერა,დახედა და მირიანი იყო. ---გისმენ მირიან. ---სად ხარ ლუკა ყველა ვნერვიულობთ შენზე. ---მე და ელეონორა ვსაუბრობთ,მარგოც იყო მოსული და ახლახანს წავიდა. ---წამოიყვანე ჩვენთან და წამოდი,გელოდებით. ---თუ წამომყვა,მოვალთ.მაგრამ ზაზას ვერ დაადგა კარგად თვალი თავიდან.გაიცინა ხმამაღლა ლუკამ და ელის თვალი ჩაუკრა. ---უთხარი,რომ ერთი ტვინით ავადმყოფი გვყავს სამეგობროში და არ შეგეშინდესთქო.გაეცინა მირიანსაც. ---ჩემს სამეგობროს,შენი გაცნობა უნდა წავიდეთ? ---მინდა როგორ არა,მაგრამ ჯერ საუბარი არ დაგვისრულებია. ---ერთ საათში მოვალთ მირიან,უთხრა და გაუთიშა.შემდეგ ელის შეხედა,ღრმად ამოისუნთქა და დაიწყო წარსულის გახსენება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.