ჩანაწერი დღიურიდან ( სრულად )
ახლა თეთრ ფურცელს დავყურებ და მინდა რომ დავწერო,ბოლომდე გავშიშვლდე და ყველაფერი დაწვრილებით აღვწერო,მინდა რომ ყველაფერი მოგიყვე. შემიძლია გენდო? იქნები კი ჩემი მეგობარი? ხომ არავის გაუმხელ ვინმეს იმას რასაც შენს ფურცლებზე დავწერ? უამარავ საიდუმლოს ვმალავ რომლის შესახებაც არავინ არაფერი იცის... არავინ იცნობს ჩემს ნამდვილ "მეს". " "სწერვა", მეგობრული, მხიარული და რაც მთავარია მოსმენა და რჩევის მოცემა შეუძლია"-ჩემს მეგობრებს რომ კითხოთ,როგორი ვარ,სწორედ ამას გიპასუხებენ... მაგრამ ეს უბრალოდ ნიღაბია და არიან კი სინამდვილეში ისინი ჩემი მეგობრები? ისინი ხომ არ მიცნობენ,არ იცნობენ ჩემს ნამდვილ "მეს". მე ისევ ის მეექვსე კლასელი ვარ, რომელსაც ყველა ამცირებდა,ის ბიჭიც კი რომელიც პირველად შემიყვარდა... პირველი სიყვარული... ყველაზე დამამახსოვრებელი მაგრამ ამავდროულოდ ყველაზე მტკივნეული! სკოლა ჯოჯოხეთი იყო,მასწავლებლები სასჯელი,ხოლო კლასელები ცეცხლი,რომელიც ყოველდღე მწვავდა... მაგრამ მათ ჩემი დაფერფვლა ვერ შეძლეს! მახსოვს საკუთარ თავში ჩავიკეტე, თითეულ დაცინვას და დამცირებას არად ვიღებდი. კლასში,სულ ბოლოში ვჯდებოდი და ვწერდი... ვწერდი ყველგან,ყველაფერზე და ყოველთვის. ვწერდი სახლში,სკოლაში,ავტობუსში,გაკვეთილებზე და შესვენებებზეც კი! "მოსე მწერალი" შემარქვეს,მათ უბრალოდ არ ესმოდათ ჩემი... მხოლოდ დედას სჯეროდა ჩემი,მყიდულობდა რვეულებს რომლებსაც ნაწერებით ვავსებდი,შემდგომ კი ვწვავდი,ვხევდი,ვანადგურებდი... ეს მშველოდა,ყველა ტკივილი რომელსაც ბავშვები და მასწავლებლები მაყენებნდენ,უკვალოდ ქრებოდა. ოთხი წლის მანძილზე საკუთარ თავში ჩაკეტილი,ჩუმი და უხასიათო ბავშვი ვიყავი,რომლის ერთადერთი მეგობარი ფურცლები და კალამი იყო. წერა ჩემს ცხოვრებად იქცა,ჩემი მესაიდუმლე და ჩემი ერთადერთი ნუგეში გახდა. სიმარტოვე შემიყვარდა,უფროსწორად სიმარტოვეში წერა... შემდეგ კი მე ერთხელაც შევწყვიტე არსებობა,ის გოგონა რომელსაც ყველა იცნობდა,რომელსაც ყველა ამცირებდა... აღარ არსებობდა! ის სამუდამოდ გაქრა.... მაშინ პირველად მოვირგე მეამბოხე,ენამწარე და მეგობრული გოგოს როლი. მორცხვი, თავის თავში ჩაკეტილი და გულუბრყვილო გოგონა გაქრა... მაგრამ არა სამუდამოდ! ნიღაბს მხოლოდ მარტო ყოფნისას ვიხსნი,ამიტომა მიყვარს მარტოობა... ჩემი ძველი მე ბრუნდება! მე შევიძულე ადამიანებში ჩამალული ცხოველები რომლებიც ყოველ დღე მიმტკიცებდენ რა სუსტი ვიყავი,მათ წინაშე. მე შევიძულე რომანტიკა მასში ჩამალული ბოროტების და სიბინძურის გამო,როგორადაც ის ხალხმა აქცია. მე არ მყავდა მეგობრები იმიტომ რომ ვერ ვიპოვე სანდო ადამიანი,მე უბრალოდ არავის არ ვენდობოდი. წერა მიჭირდა,მაგრამ უფრო მეტად იმის გააზრება მიჭირდა რომ ჩემი ნაწერები ვინმეს უნდა წაეკითხა,მას შემდეგ რაც მეშვიდე კლასში მოხდა. მეოთხე გაკვეთილი იყო,საახალწლო არდაგეგებამდე რამდენიმე დღე რჩებოდა,კლასში ათიოდე ბავშვი იყო. მე კი როგორც ყოველთვის ბოლო მერხთან ვიჯექი,დროდადრო ფანჯარაში ვიხედებოდი და თვალს ვადევნებდი ფიფქებს,შემდეგ კი ისევ წერას ვიწყებდი. ჩემი პატარა სამყარო მქონდა,რომელშიც არავის არ ვუშვებდი და რომელიც იმ დღეს თავზე დამანგრიეს. ინგლისურის მასწავლებელი,მის წინ მჯდარ სამ ბავშვს ახალ გაკვეთილს უხსნიდა,დანარჩენი რამდენიმე ჯგუფად იყვნენ დაყოფილები და ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ. ერთერთ ჯგუფს ბიჭი გამოეყო და ჩემს მერხს მოუახლოვდა. -ისევ წერ? ეს მოსაწყენია!-დამცინავი ხმით წარმოთქვა,ამოვიოხრე,რვეული სწრაფად დავხურე და ვცადე ჩანთაში ჩამედო,მაგრამ მან ხელიდან გამომტაცა და უკან დაიხია. -დამიბრუნე!-კბილებში გამოვცერი,მან კი თავი გააქნია და კლასის შუაგულისკენ დაიძრა. სწრაფად წამოვდექი და უკან მივყევი,ვცდილობდი რომ რვეული წამერთმია,მაგრამ არაფერი გამომდიოდა.მან სწრაფად ასწია რვეული ჰაერში რომ ვერ მივწვდომოდი და გაიღიმა,მთელი კლასი და მასწავლებელი დაინტერესებული გვადევნებდა თვალს. -გთხოვ!-ამოვიჩურჩულე,მან რათქმუანდა გაიგო და ღიმლით შემომხედა თვალებში,იმ წუთს დავიფიცე რომ არცერთ ბიჭს არასოდეს არაფერს ვთხოვდი,სიკვდილ-სიცოცხლის საქმეც რომ ყოფილიყო,მან სწრაფად წაიკითხა პირველ გვერდზე ნაწერი. - მარტოსული პეპელა ვარ, სიყვარულის აღარ მჯერა, რადგან ერთადერთმა ადამიანმა რომელიც მიყვარდა, უმოწყალოდ მიმატოვა... ჰაჰ ,სასაცილოა! რას აკეთებდა მასწავლებელი? ისიც ბავშვებთან ერთად დამცინოდა! -გიორგი,დამიბრუნე!-დავიყვირე,როდესაც მივხვდი რის გაკეთებასაც აპირებდა,მან ჩაიცინა და ჩემი რვეული მასწავლებელს მიაწოდა. -მასწ,იქნებ "მარტოსული პეპლის" სხვა ლექსები თქვენ წაგვიკითხოთ? მასწავლებელი კითხულობდა,ბავშვები იცინოდნენ,გიორგი კი ღიმილით მიყურებდა. მე და ის კატას და თაგვს ვგავდით,ერთმანეთს ვერ ვიტანდით და ერთმანეთს სულ ვამწარებდით,მაგრამ ამჯერად ზედმეტი მოუვიდა. ვგრძნობდი როგორ მომაწვა სისხლი ლოყებზე,ავწითლდი და დარწმუნებული ვარ თვალები ჩამიცრემლიანდა... ის კი მიყურებდა და ელოდა რომ ვიტირებდი... იმ წუთს ყველა მძულდა,გიორგი,ბავშვები,მასწავლებელი... ჩემი თავი,წერაც კი,მინდოდა რომ მიწა გამსკდარიყო და კვესკნელში ჩავეტანე. და მაინც მე ის მიყვარდა... რატომ? არ ვიცოდი! მისი თვალები მიყვარდა,თაფლისფერი.როცა ბრაზდებოდა და მუქდებოდა... შოკოლადიფერი ხებოდა. როგორ შეიძლება ადამიანი თან გეზიზღებოდეს და თან გიყვარდეს? ვგრძნობდი რომ დიდი ხანი ვერ გავძლებდი,ჩანთას ხელი მოვკიდე და კლასიდან გამოვვარდი.ყურადღება არ მიმიქცევია მასწავლებლის ყვირილისთვის,ცრემლები მომდიოდა და კიბეებზე ჩავრბოდი,ცრემლებმა თვალთახედვა დამიბინდა და დავეცი,მორიგე მასწავლებელმა გაოცებულმა გამომხედა,სწრაფად წამოვდექი ბოლო საფეხურები ჩავირბინე და სკოლიდან გამოვიქეცი. იმ დღეს საბოლოოდ შევიძულე ბიჭი რომელიც ჩემი პირველი სიყვარული გახდა. მეორე დღეს მერხზე სანახევროდ დახეული,დაჯღაპნილი და დახეული რვეული დამხვდა... ისიც ჩემს მგომარეობაში იყო,განადგურებული. მას შემდეგ აღარ ვწერდი,გაკვეთილებზე ვიჯექი და დაფას მივშტერებოდი,ხმას არ ვიღებდი,არც მაშინ როცა შეურაცყოფას მაყენებდენ და არც მაშინ როცა მამცირებდნენ.ერთადერთი რასაც ვამბობდი იყო "არ ვიცი" , როდესაც მასწავლებელი მეკითხებოდა ვიცოდი თუ არა გაკვეთილი. წერა საკუთარ თავს ავუკრძალე,ცრემლები კი ჩემი ცხოვრების თანამგზავრი გავხადე.ისინი დასცინოდნენ მორცხვ,ჩუმ და მსუქან გოგოს მხოლოდ იმიტომ რომ იცოდნენ თავს ვერ დავიცავდი... და მაინც როდესაც ის ავარიაში მოჰყვა,მე წავედი ეკლესიაში ,მის სახელზე სანთელი ავანთე და ვილოცე... რაღაც ჩემში ისევ ცოცხლობდა... ალბათ მისდამი სიყვარული. მეცხრე კლასის დამთავრების შემდეგ დედამ სვანეთში წამიყვანა და სწორედ მაშინ შეიცვალა ყველაფერი,მოვიხიბლე სვანი ხალხის სიძლიერით და ბუნებით,წერა ისევ დავიწყე და სახეზე მეამბოხე ,ძლიერი გოგოს ნიღაბი ავიფარე რომელსაც ხალხის აზრი არ აინტერესებს.ნიღაბი,რომლითაც ახლა მიცნობენ. ჩემი ცხოვრებიდან ერთი დასკვნა გამოვტანე,წერა ჩემი ერთადერთი წამალი იყო რომელმაც დაცემის საშუალება არ მომცა და თუ გტკივა უნდა დამალო,ცრემლები უნდა მოიწმინდო,გაიღიმო და აპატიო! მათ შეიძლება არ ახსოვთ არაფერი,მაგრამ მე მახსოვს დღეები რომლებმაც ჩემი ცხოვრება შეცვალეს,მახსოვს თითეული სიტყვა,თითეული დამცინავი მზერა და დარტყმა.... მაგრამ რომ არა ისინი,მე ასეთი ძლიერი არ ვიქნებოდი.ახლა კი მე წერა მჭირდება ისე როგორც სუნთქვა... და მე აღარასოდეს შევწყვეტ სუნთქვას... აღარასოდეს შევწყვეტ წერას. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.