შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იო (თავი 9)


19-05-2017, 18:00
ავტორი MoonDaughter
ნანახია 2 017

ორი დღე უსაშველოდ გაიწელა ლეასთვის. პრეზიდენტის მანქანა აღარ აკითხავდა და შესაბამისად, იოსთანაც ვერ მიდიოდა. მაგრამ, ამასთან ერთად, ლეას ეჭვს უღრღნიდა ელენესგან წამოსული უარყოფითი ემოცია. მანამდეც ეჭვობდა, რომ იოს ფსიქიკურ პრობლემებთან და მის არაორდინალურ ბუნებასთან, მისი აღმზრდელების გავლენა აღინიშნებოდა. მოაგონდა გივის სიტყვები, როცა ლეას უთხრა რომ პრეზიდენტის მეუღლე, სეანსების წინააღმდეგი იყო. ასევე, დააკავშირა ერთმანეთს ერთი შეხედვით, მარტივი რამ, თუმცა ეს დეტალი ქალბატონ ელენესკენ მიანიშნებდა ლეას. იოს არ მოსწონდა, როდესაც იოანეს ეძახდნენ, ელენემ კი ის იოანეთი მოიხსენია. თითქმის დარწმუნებული იყო ლეა, რომ იოს სიბნელეს, ელენეს გავლენა ჰქონდა.

სრულიად უმოქმედო გახდა ლეა, ვერაფერს აკეთებდა და ეს საშინლად აფორიაქებდა. იოს სახლში კი ვერ მივიდოდა. ორი დღის მანძილზე, ნაცნობ კლუბსაც ესტუმრა, მაგრამ როგორც უთხრეს, მიხეილი ორი დღე არ გამოჩენილა. სრულიად მოსწყდა გოგონა რეალურ სამყაროს და თავით გადაეშვა ფიქრებში. იო რთული თავსატეხი იყო მისთვის, მაგრამ მოცემულობა უკვე ჰქონდა. ორი აზრი არ იყო, ქალბატონი ელენე, დიდ გავლენას ახდენდა მასზე და სწორედ აქედან უნდა დაეწყო ლეას. ვერ მისცემდა თავს უფლებას, რომ მაშინ გაეწყვიტა, როცა უკვე რაღაც ხელმოსაჭიდს მიაგნო. მისთვის იო უბრალოდ პაციენტი აღარ იყო და რომც დაეთხოვა გივის, მაინც იბრძოლებდა ამ ბიჭის გადასარჩენად.

მესამე დღეს, ლეას საიდუმლო სანაპირო გაახსენდა და იქ წასვლა გადაწყვიტა. მთელი დღე სანაპიროსთან მჯდომარემ გაატარა. ჩაიძირა ზღვის მდუმარებაში და შიმშილიც კი არ უგრძვნია. მთელი სხეული მოლოდინის რეჟიმში ჰქონდა, სულმოუთქმელად ელოდა იოს. ყველგან მისი ლურჯები ელანდებოდა, მეტადრე ზღვის პირას, რადგან ზღვა იოს თვალებს აგონებდა. მის საუდუმლოს, მის ამოუცნობ ბუნებასა და ზღვასავით ჩუმ ხმაურს.
ზღვა ღრმაა, ზოგჯერ გგონია რომ უძიროც... ზედაპირი მიმზიდველი ჩანს, მაგრამ თუ ღრმად ჩახვალ, ბევრ საიდუმლოს წააწყდები. ლამაზ, უწყინარ თევზებსაც, კაციჭამია ზვიგენებსაც, ჩაძირულ გემებსაც და დამხრჩვალ ადამიანებსაც. ზღვა უამრავ საიდუმლოს ატარებს, მაგრამ დუმს... აუტანლად დუმს და თან, გიზიდავს. რაც უფრო ღრმად შეხვალ, უფრო და უფრო გითრევს. თუკი ნაპირს წაეთამაშები, აზვირთული ტალღები, ისევ ხმელეთზე გისვრის, მაგრამ თუკი ძალა გეყოფა, თუკი გაუმკლავდები და ღრმად შეხვალ, უფრო ღრმად შეგაქანებს, დაგღლის და ძალაგამოცლილს, მასში ჩაგკარგავს. ზღვა კი ისევ აუტანლად დადუმდება და საიდუმლოდ შეგინახავს, თითქოს წამითაც არ გიბრძოლია, თითქოს წამითაც არ შეწინააღმდეგებიხარ... სწორედ რომ ზღვას გავდა იო, ზღვის საუდუმლო თითქოს იოში განკაცებულიყო. მართლაც, საშიში იყო ამ ბიჭის სიღრმეებში შესვლა, მაგრამ აუტნლად იზიდავდა ლეას ეს სიღრმე, ეს დაუნახავი, მიუწვდომელი ჰორიზონტი, რომელიც ეძახდა ლეას. მისკენ იხმობდა, ეს უკანასკნელი კი როგორც მარტოსული მეზღვაური, მიიწევდა მისკენ ზლაზვნით. ბევრჯერ დაუმსხვრია, ამოუტრიალა ნავი დაუნდობელმა ტალღებმა, მაგრამ მაინც აღადგინა, მაინც განაგრძობდა ჰორიზონტისკენ გზის გაკვლევას. ვინ იცის, იქნებ და ჰორიზონტს მიღმა უფსკრული ელოდა, მაგრამ უკვე გვიანი იყო... ლეა ან მიაღწევდა იქამდე, ან ზღვა შთანთქავდა მას, სამუდამოდ და საიდუმლოდ.
ზღვამ მზე შთანთქა და სულ ჩამობნელდა, ლეა კი კვლავ მდუმარედ ელოდა...

დილით, ზღვის ცივმა სისველემ გამოაღვიძა გოგონა. სახით ჩაფლულუყო ქვიშაში და თავიც გაუსაძლისად სტკიოდა. ძლივს ასწია სხეული მიწიდან და ზლაზვნით გაემართა სახლისაკენ. სამი დღე მაღალი სიცხეები ჰქონდა. ნიკოლოზმა რამდენჯერმე შემოუარა, მაგრამ მხოლოდ წამიერ კადრებად ახსოვდა ლეას მისი ლანდი. სხვა არაფერი აგონდებოდა, ნიკოლოზი ელაპარაკებოდა, ცხელ ჩაისა და წამლებს ასმევდა, მაგრამ გოგონას დაბინდულ, მიბნედილ გონებაში, სადაც სიბნელისა და სიწითლის შეზავებული ფერები ჭარბობდა, მხოლოდ იოს ლურჯები ეჩეხებოდა. მარილიანი ზღვა კი გოგონას ღაწვებზე დუღდნენ. აუტანელი, შეუჩვეველი იყო ეს განცდა, ამას ვერც ეჩვეოდა და არც სურდა შეჩვეოდა. უნდოდა სტკენოდა, კარგად უნდა ჩაესო ტკივილს კლანჭები მისთვის, რომ იო სიახლოვე ასე მაინც ეგრძნო. ის ხომ ასე ძალიან ჰგავდა ამ გრძნობას?!

მეოთხე ღამეს, ისევ გაემართა ლეა საიდუმლო სანაპიროსკენ, თუმცა იმედი აღარ ჰქონდა რომ იო იქ დახვდებოდა. ნელი ნაბიჯებით მიიწევდა წინ და ცდილობდა დრო გაეჭიანურებინა, მოლოდინი დიდხანს შეენარჩუნებინა, რადგან დიდი შანსი იყო, რომ იმედი გაცრუებოდა და ბიჭი იქ არ დახვედროდა. აზვირთულ ქვას ფრთხილად შემოუარა, თვალები დახუჭა და ცალი თვალი ოდნავ შეაღო, იქნებ იოსთვის მოეკრა თვალი?! ცალ თვალს, მეორეც მიაყოლა მომენტალურად და თითქმის სირბილით მივარდა სანაპიროსთან. გვერდით მოუჯდა იოს და მის პროფილს მიაშტერდა. ამ უკანასკნელმა კი იგრძნო რა ლეას მისვლა, მაშინვე გამოატრიალა მისკენ თავი. ერთხანს თვალებში უყურეს ერთმანეთს, მაგრამ სიტყვა არცერთს უთქვამს. ალბათ, არც იცოდნენ საიდან დაეწყოთ ან, რა ეთქვათ ერთმანეთისთვის.
იოში რაღაც კიდევ ახალი დაინახა ლეამ, რაც აქამდე არ შეუმჩვენია. მწუხარება, სინანული, ზიზღი, დაღლა... თუმცა, არცერთი გახლდათ გამოკვეთილი. ყველა ეს შეგრძნება, ერთმანეთში გაჟღინთულიყო. ლაბირინთში გაჭედილივით, გზააბნეულივით, ერთმანეთში გადახლართულიყვნენ და საკუთარი სახე დაეკარგათ. ბევრი რამის წაკითხვა შეიძლებოდა მის მზერაში, მაგრამ ამასთანავე ვერც ვერაფერს აღმოაჩენდით, რადგან მის ამ შეგრძნებას, სახელი არ ერქვა.
რამოდენიმე წუთის შემდეგ, იომ სიგარეტს გაუკიდა და ლეას გაუწოდა, ამ უკანასკნელმაც მაშინვე გამოართვა და ღრმად მოქაჩა. შემდეგ კი, იომაც გაუკიდა. იისფერი კვამლით გაბურეს მათ წინ გადაშლილი ზღვის აღელვებული ტალღები. იო ზურგით ჩაეფლო ქვიშაში და ლეაც მომენტალურად მიუწვა მას. ბიჭი ცას გაჰყურებდა, ლეა კი დახარბებული შეჰყურებდა მის პროფილს. საიდუმლო ნაპირი უჩვეულო მწუხარებას მოეცვა.

ზოგჯერ, მწუხარება უსაშველოდ დიდია, ის ყველგანაა, ატმოსფეროში ტრიალებს და ერთიანად მოგიცავს. გასაქცევი კი არსად გაქვს, სადაც არ უნდა წახვიდე, ყველგან მოგყვება. მერე კი სადღაც, შენში სამუდამოდ ჩაგუბდება და გაჩუმდება. შემდეგ, უამრავჯერ შეგახსენებს თავს, რადგან მარტოობა მასაც არ უყვარს, მასაც სურს გაზიარება, მასაც სურს პარტნიორი. მწუხარება ყველაზე ერთგული რამაა, არასოდეს გშორდება. ბედნიერება კი, ზოგჯერ შემოგირბენს ხოლმე, იმედს მოგცემს, წაგეთამაშება და ისევ გაქრება. მწუხარება რჩება და ბედნიერების ყოველი სტუმრობის შემდეგ, უფრო მეტად გეწებება, უფრო მეტად მოგიცავს, რომ აღარსად გაექცე, რომ კვლავ მარტო არ დარჩეს და ბოლოს, შენც ეჩვევი, შენც გიყვარდება. ერთხელაც, ბედნიერებასაც არ გაუღებ კარს, რადგან გეშინია რომ ისევ წავა, გეშინია რომ კიდევ უფრო ჩაგებღაუჭება მწუხარება და შემდეგ უკვე მასთან ყოფნის ძალაც აღარ გეყოფა. ყველაფრით დაღლილი, სამუდამოდ დახუჭავ თვალს და მწუხარებაც შენთან ერთად მოკვდება, შენთან ერთად გაქრება. მერე და, როგორი მარტოსულია მწუხარება, ალბათ იმიტომაც ჰქვია ეს სახელი რომ მარტო უნდა იყოს და თავგანწირვამდე გიერთგულოს.

შემდეგი რამოდენიმე დღე, ყოველ ღამე საიდუმლო სანაპიროზე ხვდებოდნენ ერთმანეთს ლეა და იო... ისევ მდუმარებაში ატარებდნენ საათებს... იო ისევ ცას შეჰყურებდა, ლეა კი კვლავ მისი ყურებით ძღებოდა. ერთხელაც, როდესაც იომ მისკენ შემოაბრუნა თავი, ლეამ ცდუნებას ვერ გაუძლო და მისი ტუჩებისკენ მიაჩოჩა თავისი ათრთოლებული, ვნებააღძრული. ბიჭმა კი, სწრაფად შეატრიალა თავი. გოგონამ ვერ გაუძლო, თვალიდან ჩამოღოღებული ცხელი ცრემლი, ქვიშაში ჩაიჟღინთა.
-შენც ამაყი ხარ, იო. -აკანკალებული ხმით წარმოთქვა ლეამ. -თავმოყვარე კი ნუგეშს არასოდეს ითხოვს, უსიტყვოდ იტანჯება.
-არც კი დაუშვებ იმას, რომ უბრალოდ შენი კოცნა არ მინდა, არა? -ცალყბა ღიმილით გამოხედა იომ.
-სხვა თემაზე გადაგაქვს საუბარი, მაგრამ თუ მაგ კითხვაზე გულწრფელი პასუხი გინდა, მაშინ გეტყვი რომ შენთვის სულერთია ვის აკოცებ. იქ, კლუბში...
-განსხვავება იმაშია, რომ შენ გიყვარვარ, მათ კი არა. -სიტყვა გააწყვეტინა იომ და სწრაფად წამოჯდა, სიგარეტს გაუკიდა. ოდნავ, აღელდა.
ლეაც მაშინვე წამოჯდა მასთან ერთად.
-მე არასოდეს შეგაწუხებ ჩემი სიყვარულით, იო. უბრალოდ, ნება მომეცი მიყვარდე.
-არა! მე შენ ჩაგიყოლებ, მე შენ მოგკლავ. ეს კი არ მინდა.
-რატომ არ გინდა?
-იმიტომ, რომ ეს ჩემი ცხოვრებაა. შენ ვერ გახდები ამის ნაწილი, რადგან შენ ჩემთვის არავინ ხარ. -იო თავდაჯერებით საუბრობდა, მაგრამ ისეთივე მყარი აღარ იყო ეს მომართვა, როგორიც ადრე. თითქოს, ტყუილიც შეერია.
-მაშინ, ეს რატომ გამიკეთე იო? -ხმას აუწია ლეამ. -რა აზრი ჰქონდა ჩემს შეცვლას, ჩემს გაგიჟებას? რისთვის გჭირდებოდი? გააგრძელე, რაც გინდა ის გააკეთე, უბრალოდ ზურგს ნუ მაქცევ. ალბათ, მე უფრო მჭირდები, ვიდრე შენ. -ისტერიკული ყვირილი, საუბარშივე დაუმშვიდდა გოგონას და ღონემიხდილი დაემხო ქვიშაზე ზურგით. იო კი მდუმარედ იჯდა.
-ასეა, ჩემგან ყველა მიდის. -განაგრძო ლეამ. -10 წლის ვიყავი, როცა დედამ მიგვატოვა მე და მამა. მამაჩემი კი გალოთდა, ყოველ დღე სხვადასხვა ქალი მოჰყავდა სახლში და ლამის ჩემს თვალწინ კავდებოდნენ სექსით. მე კიდევ, ისე მინდოდა მალე მოვშორებოდი მას, რომ წიგნებიდან თავს არ ვწევდი. ერთხელ, სკოლის ბიბლიოთეკაში ჩამეძინა და დედა მესიზმრა. საქმიანი ფორმა ეცვა და მეუბნებოდა რომ ვუყვარდი. რეალურად კი, მხოლოდ მისი შავი თმა მახსოვს. იდეალურად ჰქონდა შეკრული და მუდამ მოვლილი, მოწესრიგებული გადიოდა სახლიდან. მეც მას მინდოდა დავმგვანებოდი. ფსიქოლოგია კი იმიტომ ავირჩიე, რომ გამეგო მიზეზი, თუ რის გამო წავიდა, მაგრამ მაინც ვერ გავიგე. ჩემი სიყვარული ალბათ შეუძლებელია. საკუთარ მშობლებსაც კი, რომლებსაც ბიოლოგიურად ხვდათ წილი, რომ ვყვარებოდი, მათაც კი ვერ შემიყვარეს. არც ნიკოლოზს ვუყვარვარ, რადგან ჩემი არ ესმის. მას უყვარს ის აწყობილი ლეა, რომელსაც 2 საათი მაინც სჭირდება, რომ ნიღაბი ჩამოიცვას. მე ვერც ვიოცნებებ, რომ შენ შეგიყვარდები, მაგრამ ჩემს გრძნობას აბუჩად ნუ აიგდებ. ამას ვერ გავუძლებ, უბრალოდ ვერ. ყველაფერს შევეგუები, თუ მეტყვი რომ ჩემივე სახლის ფანჯრიდან გადმოვხტე, ამასაც გავაკეთებ და იცი რატომ? იმიტომ რომ სხვა გზა აღარ მაქვს. ცხოვრებაში პირველად, ვიგრძენი რომ ჩემი თავი მეკუთვის. ასეთი, მარტივად მანიპულირებადი, ალბათ სუსტიც, მაგრამ ნამდვილი. ცხოვრებაში პირველად მე მე ვარ და ეს შენი დამსახურებაა ან შენი ბრალია. ამასაც არ აქვს აზრი, აღარაფერს აღარ აქვს აზრი, რადგან ამის იქით სიბნელეა, სიცარიელეა. მე კიდევ უკან ვერასოდეს დავბრუნდები. როცა საკუთარ თავს იპოვი, თუნდაც მხდალი იყო, უნდა მიიღო ის ისეთი, როგორიც არის. იქნებ, ჩემი დანიშნულებაც ეს იყო, მეპოვნე და შენთან ერთად მევლო არასწორ გზაზე. შენ თუ სწორი გზის პოვნა არ გინდა, ნება მომეცი შენს ნაკვალევს გამოვყვე. სადაც არ უნდა წახვიდე, რომელ ხრამშიც არ უნდა გადაიჩეხო, მეც შენთან ერთად წამოვალ. იცოდე, რომ თუ ჩემთან ერთად არ გადაიჩეხები, შენს მერე მე წამოვალ და დარჩენილ ცხოვრებას შენს ძებნაში გავატარებ.
იო მდუმარედ იჯდა, ხმას ვერ იღებდა რამოდენიმე ხანი. ალბათ, იმიტომ რომ ლეას სიტყვების შემდეგ, ვეღარ ითამაშებდა თავდაჯერებულის როლს, მაგრამ ბოლოს, გამბედაობა მოიკრიბა.
-რატომ მომიყევი ეს ყველაფერი? გგონია შენი გულახდილობა მეც გადმომედება? -ჩვეული, ცივი ხმით იკითხა იომ.
-არა. მაგიტომ არ მითქვამს, ვიცი რომ არაფერს მეტყვი. თქმა არცაა საჭირო, ისედაც ვიცი რაც ხდება.
იომ მაშინვე გამოხედა ლეას, წარბები ოდნავ შეკრა.
-არაფერიც არ იცის. -ხმას აუწია მან.
-არ ვიცი, მაგრამ ის რაც ფასადის უკან იმალება, ვიცი რომ შემზარავია. -მშვიდად უპასუხა გოგონამ.
იო სწრაფად წამოდგა და ადგილს მოსწყდა.
მათგან მოშორებით, აზვირთული ქვების უკან, შავებში ჩაცმული მამაკაცი იდგა. დიდი კაპიუშონი სახის ნახევარს უფარავდა, მაგრამ მაინც ამჩნევდა ქვიშაზე, ერთმანეთის გვერდიგვერდ მოკალათებულ წყვილს. როგორც კი, იო წამოდგა და წასასვლელად მოემზადა, ეს უკანასკნელიც სწრაფად მოშორდა ადგილს და როდესაც, სანაპიროს კარგა მანძილით მოშორდა, ტელეფონზე გადარეკა.
-ქალბატონო ელენე, სანაპიროზე იყო ლეა დოლიძესთან ერთად. ახლა წავიდა.
ცოტაოდენი ყოყმანის შემდეგ, გამკაცრებული ხმა მოესმა უცნობ მამაკაცს.
-ლეა დოლიძე ხვალ, დაჩაზე მომიყვანე. -სწრაფად უპასუხა მან და ტელეფონი გათიშა.

***
მეორე დღეს, შუადღეზე, როდესაც ლეა უკვე მომზადებულიყო და მოსაღამოვებას ელოდა, რათა საიდუმლო სანაპიროს სტუმრებოდა, კარზე კაკუნის ხმა მოესმა. ეს უკანასკნელიც, მალევე დასწვდა სახელურს და ისე გამოაღო, რომ ჭუჭრუტანაში არც გაუხედავს. მის თვალებს უცნობი, უბრალოდ ჩაცმული მამაკაცი აეღობა, რომელიც თვალის დახამხამებაში შევარდა ლეას ბინაში და თავადვე მიხურა კარი.
-ქალბტონო ლეა, პრეზიდენტის მეუღლეს თქვენთან შეხვედრა სურს. უნდა გამომყვეთ. -კატეგორიული ხმით წარმოთქვა მამაკაცმა.
ლეამ გაკვირვებით შეკრა წარბები, ოდნავ უსიამოვნო შეგრძნებამ მოიცვა, მაგრამ უარის თქმაზე არც უფიქრია. მდუმარედ გაჰყვა უცნობს. მანქანა ძალიან უბრალო იყო, თვალში არავის მოხვდებოდა და ალბათ ასეც უნდა ყოფილიყო. საათნახევრიანი მგზავრობის შემდეგ, მაღლობზე მდგარ, უზარმაზარ სახლთან შეჩერდა მანქანა და ლეაც მაშინვე გადმოვიდა. უსიტყვოდ ედევნებოდა უცნობ მამაკაცს უკან. ამ სახლშიც ჭარბობდა ბორდოსფერი და თითქოს ელოდა კიდეც ამას ლეა. ამავე ფერის, უზარმაზარ დივანზე მოკალათდა გოგონა და მოლოდინით სავსე მზერა მიაპყრო მის წინ აჭიმულ ფართე კიბეს. თითქმის ნახევარსაათიანი ლოდინის შემდეგ კი, კიბეზე ამავე ფერებში ჩაცმულმა ქალმა ჩამოაბიჯა ამაყი, მედიდური ნაბიჯებით. ცივი ღიმილი მოჰფენოდა ქალს სახეზე, თუმცა ისიც შეამჩნია ლეამ, რომ ელენეს არ სურდა აგრესია შეტყობოდა. მაქსიმალურ სიმშვიდეს ინარჩუნებდა, როდესაც მის მოპირდაპირედ მოკალათდა. ფეხი ფეხზე გადაიდო და გამომცდელი მზერით შეაჩერდა ლეას.
-აბა, რა დიაგნოზი დაუსვი ჩემს იოანეს? -სიტყვა „ჩემს“ ძალიან გამოკვეთილად ამბობდა ელენე.
გოგონა ოდნავ შეიშმუშნა, მაგრამ თავდაჯერებულობას ინარჩუნებდა.
-ამის საკითხავად დამიბარეთ, ქალბატონო ელენე?
-კითხვას ბანზე ნუ მიგდებთ, ლეა. -ცივი ღიმილით წარმოთქვა ქალმა და გოგონას სახელის შუა ხმოვანი ისევ გაწელა.
-განსხვავებულია, თუმცა მის ზოგ საქციელს რაღაც ახსნა უნდა ჰქონდეს. კიდევ რომ მოგეცათ დრო, მაგასაც გავარკვევდი. -ნიშნისმოგებით მიუგო ლეამ.
ელენეს სახის კუნთები ოდნავ შეუტოკდა, თითქოს დაიძაბა, მაგრამ ცდილობდა არ შეემჩნია, ამიტომ ღიმილით გადაფარა ეს აღელვება. ღრმად ამოისუნთქა და დივნის საზურგეს მიეყრდნო.
-მე კიდევ, სხვა ეჭვები მაქვს. -გამომცდელად მოჭუტა თვალები ელენემ. -ჩემი იოანე შეგიყვარდათ. -ცივი ხმით წარმოთქვა ქალმა.
ლეამ პირი გააღო რაღაცის სათქმელად, მაგრამ ელენემ შეაწყვეტინა.
-იცით, თქვენს კარიერას რა მოუვა ეს რომ გამჟღავნდეს? -ოდნავ ლეასკენ გადაიხარა ქალი და კმაყოფილი ღიმილი შეაგება მას. -ჰო მესმის, მისი შეყვარება ძალიან მარტივია.
-თქვენ საიდან იცით? -ატომური ბომბის აფეთქებას უდრიდა ეს შეკითხვა ქალბატონი ელენესთვის და მაშინვე ჩამოერეცხა ღიმილი სახიდან.
-რას ნიშნავს, საიდან ვიცი?! ის ჩემი შვილია. -წარბები შეკრა მან.
ლეამაც შეკრა წარბები, მაგრამ ეს უფრო სხვა რამის გამო იყო გამოწვეული. რაღაც შემზარავმა ეჭვმა გაჰკრა გულში, რადგან ეს ქალი რთულად, მაგრამ ამასთანავე მარტივად წასაკითხი იყო. იო უკიდურესობა გახლდათ, მაგრამ ელენე უკიდურესობის მიღმა იმალებოდა და ის სიბნელე, ის შემზარავი მუხტი, რაც მისგან მოდიოდა, ლეას ყოველგვარი სისაძაგლის დაშვებისაკენ მიანიშნებდა. თანაც, მის მიერ წარმოთქმული „მისი შეყვარება ძალიან მარტივია“ და ამასთან ამ ქალის ბოლო ფრაზა, აშკარა აღელვებითა და დაბნეულობით წარმოთქმული, პირდაპირ ხელს იშვერდა ელენეს ბნელი ბუნებისაკენ.
-რას ფიქრობთ, რატომ იძალადა თქვენმა ვაჟმა 14 წლის ასაკში თავის კლასელზე? ან, რატომ პოულობენ მას მძიმე ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ? არა, უფრო მეტად მაინტერესებს, თქვენ რატომ არ გსურდათ ფსიქოლოგიური დახმარების გაწევა თქვენი ვაჟისთვის, მიუხედავად ზემოთ თქმულისა?!
ქალს სახე წამოენთო და თვალები დაქაჩა.
-ჩემს შვილს, მე თავად მივხედავ. -თითქმის ყვირილით წარმოთქვა მან.
-მაშ, რატომ დამიბარეთ? -სრული სიმშვიდით შეეკითხა ლეა, თან გამომცდელად აკვირდებოდა ელენეს ყოველ სიტყვას, ყოველ მიმიკასა და სხეულის რხევას.
-იმიტომ დაგიბარეთ, რომ ჩემს შვილთან ახლოს მისული არ დაგინახოთ. მე ჩემი იოანესთვის ყველაფერზე წავალ, ამიტომ თქვენთვისვე აჯობებს მის ცხოვრებაში თუ არ გამოჩნდებით. იმედი მაქვს, მეტის თქმა აღარ დამჭირდება. ფსიქოლოგი ქალი ხართ, ვერ ვიტყვი რომ პროფესიონალი, მაგრამ ეჭვი მაქვს, მიხვდებით თუ რა ვიგულისხმე. -მშვიდი ღიმილით წარმოთქვა ქალმა, შემდეგ კი წამოდგა და ქალური მოძრაობით, ლეას წინ გადაშლილ კიბეს აუყვა.
რამოდენიმე წამში, ლეას თავზე ნაცნობი უცნობი წამოადგა და ისიც მაშნვე წამოდგა.

***
მთელი საღამო, ლეა ელენეზე ფიქრობდა. მის ყველა სიტყვას იხსენებდა და იოსთან აკავშირებდა. ბორდოსფერი, რომელიც ორივე სახლში ჭარბობდა, ასევე ამ ქალის სამოსიც, პრეზიდენტის სახლის მესამე სართულზე, წითელი ხელები, წითლად შეღებილი ოთახს კარი. სეანსების ოთახში, წითელი აბრეშუმის ზეწრებითა და ბალიშებით გაწყობილი საწოლი... რატომ აირჩია იომ ეს ფერი? ამ ყველაფერს ისევ ქალბატონ ელენესთან მიჰყავდა და ბევრი ფიქრის შემდეგ, ლეა ყველაფერს მიხვდა. მიხვდა და არ უნდოდა მიმხვდარიყო, მიხვდა და არ უნდოდა ესუნთქა, არ უნდოდა ეარსება, არ უნდოდა სიმართლისთვის თვალებში ჩახედვა.
ერთხანს, ღონემიხდილი ეგდო კედელთან მიყუჟული. თავზე ეტაცა ხელები და თვალი უმისამართოდ გაშტერებოდა. შემდეგ კი, სწრაფად წამოხტა და სირბილით გავარდა სახლიდან.

მირბოდა, მთელი ძალით, მთელი სისწრაფით მირბოდა საიდუმლო სანაპიროსაკენ და იმედს იტოვებდა, რომ ბიჭი იქ დახვდებოდა. წამითაც არ უფიქრია საწინააღმდეგოზე, რადგან იოს ის სჭირდებოდა. სჭირდებოდა როგორც თევზს წყალი, როგორც ადამიანს ჟანგბადი, როგორც ჩიტებს ფრენა, როგორც მას იო.
ბიჭი იქ დაუხვდა, წელს ზევით შიშველი იყო და პირით იდგა ზღვისაკენ. ბუმბულების წყობა უფრო გაზრდილიყო, თითქმის დასასრულს უახლოვდებოდა. ლეა კი სწრაფად გაექანა მისკენ და მთელი სხეულით მიეკრო იოს ზურგს. ბიჭმა სწრაფად მოიშორა და თვალები მხეცის გაუხდა. წარბებშეკვრით შემოხედა ლეას და რამოდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია.
-როდის? პირველად როდის მოხდა? -სწრაფად შეეკითხა გოგონა.
ბიჭს სახე მოეღრიცა, ბრაზმა გამოხეთქა მისი თვალებიდან და ლეას ეკლებივით ესობოდა იოს ეს მზერა. გოგონა სწრაფად სუნთქავდა, სახე წაშლილი და შეშლილი ჰქონდა, ბიჭი კი მიუხედავად იმისა, რომ მშვიდად გამოიყურებოდა, მისი მზერა გასცემდა მას. მისი მზერა ყველა კითხვაზე სცემდა პასუხს ლეას.
-თავი დამანებე! -დაიღრიალა უეცრად იომ. -ვინ ხარ საერთოდ? რა უფლებით იქექები ჩემს ცხოვრებაში? შენს მიმართ მხოლოდ ზიზღს ვგრძნობ, ასეთი ზიზიღი არავის მიმართ მიგრძვნია, არასდროს. გული მერევა რომ გიყურებ, საცოდავი ადამიანი ხარ. იმდენად საცოდავი, რომ საკუთარმა მშობლებმაც ვერ აგიტანეს და ახლა ალბათ, ბედნიერებიც არიან, რომ ვერ გხედავენ. ჩემგან რას ელი, გგონია დამეხმარები? ან გგონია საერთოდ ზიზღის გარდა სხვა ემოციას გამოიწვევ ჩემში? რა სულელი ხარ, ლეა. საერთოდ, როგორ იფიქრე, რომ ჩემთან რამეს გახდებოდი?! მოშორდი აქედან, წადი! -მთელი ხმით ღრიალებდა ბიჭი და გოგონას ღონემიხდილი კვნესა აღმოხდა.
იმ წამს, ყველანაირმა გრძნობამ ერთად მოიყარა მასში თავი და წამზე მეტად არ გაჩერებულა, ერთიანად მოსწყდა ლეას სხეულს და სადღაც, დავიწყებაში გაუჩინარდა. შემდეგ კი, უემოციო სახით გაბრუნდა და ნელი მოძრაობით გასწია სახლისაკენ. უსიცოცხლოდ ამოძრავებდა ფეხებს, სიცოცხლის აღარანაირი ნიშანი აღარ ეტყობოდა სახეზე და მუხლმოკვეთილი მიაბიჯებდა, ღრმად ეფლობოდა მისი თხელი ფეხები ქვიშაში და გოგონას იმის ძალაც აღარ ჰქონდა, რომ ათიათასობით წვრილი წერილების მძიმე გროვიდან მყარად ამოეღო ფეხი. რამოდენიმეჯერ წაიქცა კიდეც და ძლივს წამოდგა. ყრუ ხავილი ისმოდა მისი პირიდან, რადგან იოს სიტყვებმა ცოცხლად გახრწნა.

იო კი უყურებდა მას, უყურებდა იქამდე, სანამ ლეას უსისცოცხლო სხეული ბოლომდე არ ჩაყლაპა ჰორიზონტმა.



№1 სტუმარი Natia

ვგიჟ-დე-ბი ამ მოთხრობაზე!!!! გამოდებილებული ველოდებოდი მეცხრე თავს 2დღე და ახლა რომ დაიდო გადავირიე❤️ ეს იყო საუკეთესო თავი!!!
ძალიან, ძალიან მაგარია❤️❤️❤️❤️

 


№2  offline მოდერი MoonDaughter

Natia
ვგიჟ-დე-ბი ამ მოთხრობაზე!!!! გამოდებილებული ველოდებოდი მეცხრე თავს 2დღე და ახლა რომ დაიდო გადავირიე❤️ ეს იყო საუკეთესო თავი!!!
ძალიან, ძალიან მაგარია❤️❤️❤️❤️

უღრმესი მადლობა, ნათი <3 <3 <3 <3

 


№3 სტუმარი Guest ლამაზთვალება

საოცრება იყო აი სიტყვებით ვერ ავღწერ.. ❤❤ გამაგიჟა ამ ისტორიამ ასე გაგრძელე

 


№4  offline მოდერი MoonDaughter

Guest ლამაზთვალება
საოცრება იყო აი სიტყვებით ვერ ავღწერ.. ❤❤ გამაგიჟა ამ ისტორიამ ასე გაგრძელე

უღმესი მადლობა, საყვარელო heart_eyes

 


№5  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

ღმერთო რა მძიმეა !!!! ასეთი ცხოვრება...
იო ძაან ლიერია . ეჭვი არ მეპარება ელენემ დააშანტაჟა და მაგოტო უთხრა ეს სიტყვები, ანდაც. ეს იუო მისი თავდაცვა. სიმართლის სხვაც რო გაიგებდა. ვნახოთ. რა მოხდება.
მოუთმენლად გელი

 


№6  offline მოდერი MoonDaughter

nawkas12345
ღმერთო რა მძიმეა !!!! ასეთი ცხოვრება...
იო ძაან ლიერია . ეჭვი არ მეპარება ელენემ დააშანტაჟა და მაგოტო უთხრა ეს სიტყვები, ანდაც. ეს იუო მისი თავდაცვა. სიმართლის სხვაც რო გაიგებდა. ვნახოთ. რა მოხდება.
მოუთმენლად გელი

იოს შანტაჟი არ სჭირდებოდა, ამ სიტყვების სათქმელად. ელენეს "სიყვარულის" შემდეგ ყველა მასზე შეყვარებული ქალი ეზიზღება. :/ დიდი მადლობა, რომ მომყვები საყვარელო heart_eyes heart_eyes heart_eyes

 


№7  offline წევრი Ponio

არ ვიცი რა, ძააალიან მომწონს.
ეს 2 დღე აიძაან მოუთმენლად ველოდებოდი ახალთავს. ძალიან კარგია, ძალიან კარგად წერ. იმედია აღარ დააგვიანებ ^-^

 


№8  offline მოდერი MoonDaughter

Ponio
არ ვიცი რა, ძააალიან მომწონს.
ეს 2 დღე აიძაან მოუთმენლად ველოდებოდი ახალთავს. ძალიან კარგია, ძალიან კარგად წერ. იმედია აღარ დააგვიანებ ^-^

არა, გპირდები აღარ დავაგვიანებ. ხვალ დაიდება შემდეგი თავი <3 უღრმესი მადლობა ❤️❤️❤️

 


№9  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

ფსიქოლოგი ხარ?

 


№10  offline მოდერი MoonDaughter

nawkas12345
ფსიქოლოგი ხარ?

არა, საყვარელო. არ ვარ ფსიქოლოგი. ❤️

 


№11  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

MoonDaughter
nawkas12345
ფსიქოლოგი ხარ?

არა, საყვარელო. არ ვარ ფსიქოლოგი. ❤️


მე არ ვარ ექსპერტი მაგრამ მომწონს ის თუ. როგოწ კარგად წერ ამსაკიტხზე თანაც მაშინ როცა არ ხარ ფსიქოლოგი. საღოლ!!!!

 


№12  offline მოდერი MoonDaughter

nawkas12345
MoonDaughter
nawkas12345
ფსიქოლოგი ხარ?

არა, საყვარელო. არ ვარ ფსიქოლოგი. ❤️


მე არ ვარ ექსპერტი მაგრამ მომწონს ის თუ. როგოწ კარგად წერ ამსაკიტხზე თანაც მაშინ როცა არ ხარ ფსიქოლოგი. საღოლ!!!!

ვაიმე, უღრმესი მადლობა ❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№13  offline მოდერი MoonDaughter

Lollipop :))
იმდენად საცოდავია და სუსტი ლეა...
თავს ყოველთვის სხვას უძღვნის და მერე იტანჯება.
რაც ააქვს არ აფასებს.
ლეაზე მეტად იოს მივიჩნევ საცოდავად.
მისი ძუკნა დედობილის ზიზღს სხვაზე ანთხევს და ანადგურებს, იმის მიუხედავად, რომ ამ ადამიანს მისი დახმარება სურს.
ლეაზე სუსტია იო. სუსტი, საცოდავი და არაფრის მომცემი. არ ვიცი ამ ისტორიის დამთავრებამდე თუ შემეცვლება აზრი, მაგრამ ვფიქრობ რთული იქნება მისი გარდასახვა.

ამ ისტორიის წაკითხვისას სულ ჰარლი ქვინი და ჯოკერი მახსენდებოდა.
აგრესიული, ბოროტმოქმედი ბიჭი და ფსიქოლოგი, ახალგაზრდა გოგო, რომელსაც ეს შიზოფრენი უყვარდება.
ჯოკერი მთლიანად ცვლის ჰარლის და მის ჭკუაზე გადმოყავს, მაგრამ მათ შორის არის ის, რაც ლეასა და იოს შორის არ არის. სიყვვარული!

ჰარლი და ჯოკერი, უფრო სხვანაირი შეშლილები არიან. ერთადერთი, ფსიქოლოგის და პაციენტის თემა ემთხვევა. ისე, მათი "სიყვარულიც" რთულად გასაგებია, რადგან ნორმალური არ არის. ჩავიდეთ ბოლოში, იქნებ და რა ხდება :დდ მადლობა, რომ მომყვები <3

 


№14 სტუმარი Guest keta

არ ვფიქრობ, რომ ლეა სუსტი და საცოდავია. შეიძლება არის, გარკვეულწილად, მაგრამ უფრო სასოწარკვეთილი ეთქმის. ლეას სჭირდება ვიღაც, ვინც შეიყვარებს და დააფასებს.
იო კიდევ ძლიერი ადამიანია სისუსტეებით და არ უნდა ვინმემ ამის შესახებ იცოდეს.
შეიძლება ზუსტად ვერ ვამბობ, რისი თქმაც მინდა, მაგრამ თითქმის ჩავწვდი (ამ თავის შემდეგ განსაკუთრებით) ორივე პერსონაჟის შინაგან ბუნებას და თუ ადრე ვფიქრობდი, რომ ლეა სუსტია, ახლა გავუგე და თუ ადრე ვფიქრობდი, რომ იო ჩვეულებრივი დეპრესიული ბიჭი იყო, რომელსაც არაფერი შეეძლო ტკივილის მიყენების, ახლა პირიქით!
ელენე საზიზღარი ადამიანია და არა მგონია რამე ამართლებდეს მის საქციელს.
მიყვარს, მიყვარს და მიყვარს ეს მოთხრობაა!!!!!!!!!!!
პ.ს ახალი თავი როდის იქნება?;დდდდ

 


№15  offline მოდერი MoonDaughter

Guest keta
არ ვფიქრობ, რომ ლეა სუსტი და საცოდავია. შეიძლება არის, გარკვეულწილად, მაგრამ უფრო სასოწარკვეთილი ეთქმის. ლეას სჭირდება ვიღაც, ვინც შეიყვარებს და დააფასებს.
იო კიდევ ძლიერი ადამიანია სისუსტეებით და არ უნდა ვინმემ ამის შესახებ იცოდეს.
შეიძლება ზუსტად ვერ ვამბობ, რისი თქმაც მინდა, მაგრამ თითქმის ჩავწვდი (ამ თავის შემდეგ განსაკუთრებით) ორივე პერსონაჟის შინაგან ბუნებას და თუ ადრე ვფიქრობდი, რომ ლეა სუსტია, ახლა გავუგე და თუ ადრე ვფიქრობდი, რომ იო ჩვეულებრივი დეპრესიული ბიჭი იყო, რომელსაც არაფერი შეეძლო ტკივილის მიყენების, ახლა პირიქით!
ელენე საზიზღარი ადამიანია და არა მგონია რამე ამართლებდეს მის საქციელს.
მიყვარს, მიყვარს და მიყვარს ეს მოთხრობაა!!!!!!!!!!!
პ.ს ახალი თავი როდის იქნება?;დდდდ

ვაიმე, როგორ გამახარა შენმა სიტყვებმა ვერ წარმოიდგენ. ჩემი სათქმელი თქვი :დ <3 <3 უღრმესი მადლობა, ქეთა. აი ამ წამს ვდებ შემდეგ თავს <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent