შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეწირულნი


20-05-2017, 13:18
ავტორი Salivan
ნანახია 1 234

რაც თავი მახსოვს, მთელი ბავშვობა, საპირისპირო შეგონებებით მიტენიდნენ ტვინს. კონკრეტულად კი ბებია - დედის წინააღმდეგ. და მეც მთელი ბავშვობა პიროვნების გაორებით დაავადებულის შთაბეჭდილებას ვტოვებდი - დაახლოებით 10 წლამდე. საქმე იმაშია რომ, როცა წესით და რიგით ისე უნდა მოვქცეულიყავი როგორც დედა მასწავლიდა და რასაც ზოგადად ქცევის ნორმა-წესი და ტრადიცია ითხოვდა მე ბებიას დარიგებებს ვითვალისწინებდი და გამოდიოდა რომ ოჯახს და გვარს ჩემდაუნებურად ვარცხვენდი. და მაშინ როცა ბებიას ნასწავლი უნდა გამეთვალისწინებინა, დედის დარიგებები მახსენდებოდა და ამიტომ ყველას დებილი ან შეშლილი ვეგონე. არადა მთელი ჩემი არსებით და შეგნებით ვცდილობდი არცერთისთვის დამეწყვიტა გული და ორივესთვის მესიამოვნებინა. შედეგად კი ხალხის უიმედო მზერას და თანაგრძნობით სავსე ხელის თათუნს იღებდა ჩემი ოჯახი.
საბოლოოდ კი ისე გამოვიდა რომ მთელს სოფელში სიბრძნით და სიავით ცნობილი ბებიას შეგონებების მიმდევარი აღმოვჩნდი. იმიტომ რომ ის რასაც ბებო მასწავლიდა თავის გადარჩენაში მეხმარებოდა დღეს.
ათი წლის ასაკში კი იმ საშინელების მომსწრე გავხდი რამაც ბავშვობა წამართვა და მთელი სიცხადით დამანახა ჩემს ირგვლივ გამეფებული რეალობა. ათი წლის ასაკში მთელი სიმძაფრით დავიწყე რეალობის აღქმა, ხალხის ყოფის, ცხოვრების, აზროვნების, მისწრაფებების, მორალისა და ტრადიციების ათვისება და მივხვდი. ტყუილად არ იყო ბებია ერთადერთი პატივსაცემი ქალი მთელს სოფელში. დიახ ერთადერთი ქალი რომელსაც როგორც პიროვნებას ისე აღიქვამდნენ და მის სიტყვას პატივს სცემდნენ. არადა არც მდიდრები ვიყავით და არც ტყის თანამფლობელნი. ერთადერთი რამ რაც სხვა ოჯახებისგან გამოგვარჩევდა და რითაც ჩემი ოჯახი პატივისცემას იმსახურებდა ის იყო რომ ჩემი დიდი პაპა ერთადერთი ქართველი იყო ამ სოფელში, რომელიც დარჩა და კერა არ მიატოვა. ერთადერთი კავშირი ამ სოფლისა საქართველოსთან. არადა ოდესღაც ეს სოფელი ქართული იყო, ქართველებით დასახლებული და ქრისტიანული. თუმცა საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა დამპყრობელის საკუთრება გახდა. დღეს კი სოფლის მოსახლეობას ეთნიკურად ნარევი, ტრადიციებ აღრეული, დამახინჯებული აზროვნებისა და არაქრისტიანული სარწმუნოების მოსახლეობა შეადგენს. ამიტომაც იყო რომ ბაბუას ბოლო წლებში ხშირად უწევდა მათთვის იმის შეხსენება თუ სად იმყოფებოდნენ, ვის მიწაზე და ვის ელაპარაკებოდნენ. ერთ დროს ბაბუას სიტყვა წესაა და ტრადიციაზე მაღლა იდგა. თუმცა მერე კი ყველაფერი შეიცვალა. იგი გარდაიცვალა და მისი ადგილი მისმა ქალიშვილმა, ჩემმა ბებიამ დაიკავა. ახლა მას უწევდა ხშირად "მე ქართველი ვარს" გამეორება და სოფლელებზე წარმომავლობის შეხსენება. მაგრამ სამწუხაროდ იგი ქალი იყო. ქალი კი ჩვენს სოფელში პირუტყვთან უფრო იყო ახლოს სტატუსით ვიდრე ადამიანთან. თუმცა ბებიას ქართული წარმომავლობა თავისას შვრებოდა, მისი განათლება და გამჭრიახობა კი ყველას ჯაბნიდა. ამიტომ იყო ბებია ერთადერთი ქალი მთელს სოფელში რომელსაც უსმენდნენ და პატივს სცემდნენ. თუმცა თავის დროზე ისიც ისე მოიტაცეს და გათელეს როგორც სოფლის სხვა გოგონები. მაგრამ მათგან განსხვავებით ბებია არ გატყდა. ქართული გამძლეობა და უტეხობა გამოიჩინა. არც გვარი დათმო და არც ქონება. თავისი სიბრძნით და მოთმინებით კი მის ქმარს ქალის სიყვარული და პატივისცემა ასწავლა. ერთი შვილო გაუჩინა ბებიამ პაპას. ერთი გოგონა და ისიც ქორწინებიდან 10 წელში. ამდენი წელი დაჭირდა ბებიას იმისთვის რომ პაპას გულში სიყვარულს გაეღვიძა. არადა ამბობენ აღმერთებდა ბებიაშენსო. იმასაც ამბობდნენ ბებიასაც უყვარდა ქმარიო. მაგრამ ეს ბებიას ჩემთვის არასდროს უთქვამს და არც უსწავლებია. სიყვარული ერთადერთი გრძნობა იყო რასაც ბებია ბოლომდე უარყოფდა. სამაგიეროდ სულ მიმეორებდა ნუ ვიქნებოდი სხვების მსგავსი. ნუ ჩავიცვამდი გრძელს,ნუ ვატარებდი თავსაბურავს, ნუ გავიზრდისი თმებს, ნუ დავემორჩილებოდი ბრძანებებს. მზრდიდა წესების დაუმორჩილებელსა და ველურს. უშიშარსა და გაბედულს. მანამდე ვერ ვხვდებოდი რატომ მოითხოვდა ჩემგან მესწავლა ცხენზე ჯირითი, ურმის ტარება ან ბნელ ღამეში საათობით მეკითხა წიგნები. თუმცა მისმა ამდენ წლიანმა შრომამ და ამ სოფელში გაბატონებულმა სიბნელემ ყველაზე საშინელი ხერხით ამიხილა თვალი და დამანახა ის ჭაობი რომელშიც უმეტესობა ნებაყოფლობით, უმცირესობა კი ძალდატანებით იძირებოდა. ბებია კი ის ერთადერთი ხსნის ხიდი იყო ამ ჭაობზე რომელსაც მტრად მიიჩნევდა ზემოთხსენებული უმრავლესობა. ამიტომაც იყო რომ თუ კი რამ იცოდა და შეეძლო ბებიას ყველაფერს მასწავლოდა და მაჩვენებდა. და მეც სულ პატარაობიდან დავიწყე მისი ქცევებისა და აზრების გახმოვანება. ხუთი წლისამ მეც დავიწყე "ქართველი ვარ"ს ძახილი და კინაღამ მამას სიცოცხლე შევიწირე.შვიდი წლისამ უზარმაზარი სათლით წყალი გადავავლე მეზობლის ბიჭს თავზე, რომელიც შეშლილს მეძახდა. რვა წლისამ მამას ფეხებთან მივუგდე სათლი და საბოლოო უარი განვაცხადე კილომეტრებზე წყლის ზიდვისგან. ცხრა წლისამ კოჭებამდე კაბა გადავხიე მუხლებზე და სოფლის ცენტრში მდგარ "უხუცესთა ხეზე" შემოსკუპულმა თავში დავუშინე ბავშვებს ჯერ კიდევ მკუხე ნაყოფი. ათი წლისამ სოფლის კაცებს გავუსწარი შეუკაზმავ ცხენზე მომჯდარმა და ასე ჩავუშალე მორიგი უაზრო დღესასწაული.
ალბათ გაინტერესებთ მოყვებოდა თუ არა ჩემს ამდენ დაუმორჩილებლობას დასჯა საპასუხოდ. არა. პირველ რიგში ბებიას ხათრით ვერ მეხებოდნენ, მეორე რიგში მამაჩემის უმოქმედობის გამო არაფერს მეუბნებოდნენ და მესამე რიგში ან შეიძლება ეს იყო ერთადერთი მიზეზი თუ რატომ არავინ არ მსჯიდა, მცემდა, მაშინებდა ან მიტაცებდა - ყველას დებილი და შეშლილი ვეგონე.
თუმცა უკვე ვსვამდი ათასობით კითხვას. ვკითხულობდი უამრავ წიგნს და როცა იმ სამყაროს ჩემსას ვადარებდი შიში მიპყრობდა. ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა ჩემს ირგვლივ. ამიტომ 10 წლისამ დავიწყე დედაჩემისა და ჩემი დის დაკვირვება. ვუსმენდი და ვუყურებდი მათ ყოველდღიურობას და ბრაზი მახრჩობდა. ვაპროტესტებდი, ვჩხუბობდი, ვეწინააღმდეგებოდი, მაგრამ უშედეგოდ. უკვე ვიცოდი რომ ბებია ამ წლების განმავლობაში თავის დაცვას და გატანას მასწავლიდა. როგორც პიროვნებას ისე მექცეოდა და ჩემში მეამბოხეს ძერწავდა. ათი წლის ასაკში თავს სრულფასოვან ადამიანად მივიჩნევდი და ჩემი ოჯახის სხვა წევრებისგან განსხვავებით ვიყავი კიდეც. მაშინ როდესაც დედაჩემი და ჩემი და ყოველდღიურად უამრავ საქმეს აკეთებდნენ. მიწასთან მუშაობით დაწყებული, პორუტყვების პატრონობით გაგრძელებული და კილომეტრებზე წყლის თრევით დამთავრებული. ასეთი იყო წესი და რიგი. კაცებს შრომა არ შეშვენოდათ. დასვენება, ლაყბობა, ქეიფი და გართობა. თუ სეზონი იყო, კვირაობით სანადიროდ მთებში გადაკარგვა. ქალების მიერ მოტეხილ ყანაზე ნადიმობა. კილომეტრებზე ნატარებ თხებზე თავის წაცლა და დილამდე ლოთობა. მაშინ როდესაც ქალები მთელი დღის განმავლობაში ოჯახს სარჩოთი და სანოვაგეთი ავსებდნენ. კილომეტრებზე წყალსა და შეშას ათრევდნენ. ცხოველებს უვლიდნენ და ამრავლებდნენ. ყანებს თესავდნენ და ტეხდნე. გაყინულ წყალში რეცხდნენ, ოჯახს უვლიდნენ და რაც მთავარია მათ მოდგმას ამრავლებდნენ. ვერ ვხვდებოდი, არ მესმოდა რა აიძულებდა დედას ან სად პოულობდა ამხელა მოთმინებას, როცა მთელი დღე შრომისგან დავარდნილი საღამოს მუხლდაჩოქილი ბანდა მამაჩემს ფეხებს. მეზიზღებოდა და ვერ ვიტანდი იმ წამს ვერც ერთს. ერთხელ კი როცა ისევ მსგავს შემთხვევას წავაწყდი აღარ ჩავუარე მათ უჩუმრად და ავლაპარაკდი.
- მამა- დავუძახე ხმამაღლა და მის ხელს გავაყოლე მზერა. თავჩახრილ დედას რომ ეალერსებოდა თავზე.
- რა მოხდა?- გაოცებულმა შემომხედა. ეს ხომ პირველი შემთხვევა იყო როცა პირადად მივმართავდი და თანაც უჩხუბრად.
- დედა გიყვარს?- დავსვი მათთვის მოულოდნელი კითხვა და მათ რეაქციებს დავაკვირდი. აფორიაქებული მზერით შემომხედა ორივემ, პასუხი კი მაინც ვერ მივიღე. - გეკითხები მამა, დედა გიყვარსთქო?- ერთი ტონით ხმამაღლა გავუმეორე კითხვა.
- კკ...ი- იყო მისი დაბნეული პასუხი. ტახტზე გადაწოლილი სწრაფად გასწორდა წელში და დედას თმებს ხელი უშვა. გამეღიმა, დანაშაულზე წასწრებული ბავშვივით იქცეოდა. და ამას მე თუ ვამჩნევდი 10 წლის ბავშვი დედაჩემს სად ქონდა თვალები ? ან ნუთუ ვერ გრძნობდა? არადა მასაც ბებია ზრდიდა, ის ხომ მისი შვილი იყო.
- იტყუები მამა- მივახალე სწრაფად და სიტყვის თქმა არ დავაცადე. - იტყუები არ გიყვარს და ამას მეც კი ვხედავ. არც მოგწონს და ამას დედაც კი გრძნობს. არც გადარდებს, ეს ხომ ასე ცხადია და არც გეფიქრება, ეს კი შენზე უკეთ არავინ იცის. ხომ მართალი ვარ მამა?- ყვირილისგან ჩახლეჩილო ხმით დავუსვი ბოლოს კითხვა და ფეხზე წამომხტარ მამას უტეხად გავუყარე თვალი-თვალში. ჩემსკენ გამოიწია მამა, თუმცა დედას სახის დანახვისას ადგილზე შედგა. დედაჩემი შეშლილი სახით წამოდგა ფეხზე. ჩაწითლებული თვალებით გამომხედა. არ ვიცი რას აპირებდა მაგრამ ის კი ვიცი რა დახვდებოდა ჩემს სახეზე. ტირილის პირას მისული, ბრაზისა და უსამართლობისგან გაბერილი ვიდექი ისევ იქ და უტეხად არ ვხუჭავდი თვალებს. არ მინდოდა იქ მეტირა. დედას სახე აერია, თვალები ნელა ამარიდა და მამას მიუტრიალდა. იქ კი რაც მამას დახვდა იმდენად ძლიერი და უდრეკი იყო რომ მთასავით კაცი წელში მოხარა. მოცელილივით დავარდა მამაჩემი ტახტზე და ხელები თავზე წაიჭირა. "გეშინოდეს, ხო უნდა გეშინოდეს" შევაძაგე მამაჩემი გულში და სახლის კარი ხმაურით გამოვიხურე. არადა უყვარდა მამას დედაჩემი.ყველაზე მეტადაც კი. ერთადერთი კაცი იყო მთელს სოფელში რომელიც ცოლს არ ღალატობდა. არადა რომ იცოდეთ რა საამაყოა ეგ. რაც უფრო მეტი ქალი ყავს კაცს მით უფრო მეტად იმსახურებს ის ვაჟკაცის წოდებას. ალბათ ხვდებით როგორ ძლიერ უყვარდა მამაჩემს დედა. თუმცა მიუხედავად ამისა არც ერთი წამით არ ეტყობოდა ეს დედაჩემის ყოველდღიურ ყოფას. ისიც ისე შრომობდა, წვალობდა, იღლებოდა და ნაადრევად ბერდებოდა როგორც სხვა ამ სოფლის მაცხოვრებელი ქალები. მე კი იმ დღეს მივიღე გადაწყვეტილებ, სახლიდან წავედი და ბებიასთან გადავსახლდი. ---------ვბრუნდები ახალი ისტორიით და დიდი მოლოდინებით. იმედი მაქვს შევძლებ და განსხვავებულს, საინტერესოს და რაც მთავარია აქტუალურ თემას ისე მოვიტან თქვენამდე რომ ყველა ის ემოცია და გრძნობა გაცოცხლდეს თქვენში რომელსაც ჩემი გმირები განიცდიან. ასევე ძალიან დიდი იმედი მაქვს თქვენი მხარდაჭერის, რჩევისა და კრიტიკის. ისე ვნერვიულობ როგორც არასდროს. მადლობა წინასწარ.
პატივისცემით სალი



№1 სტუმარი natali7777

დასაწყისი საოცარია ...მომწონს თემა საკმაოდ პრობლემატურია..და მიხარია რომ შეეჭიდე ამ ყველაფერს მეც ვერ ვიტან გაქსუებულ მამაკაცებს სავაჟკაცოზე რო ჩაისვრიან და ქალი რომელიც უნდა გაანებივრო, ეფერო ,სიყვარული დაანახო...მონად გყავს...მეამბოხე გოგო ძალიან მომწონს...მჯერა თავს გაართმევ.წარმატებები...

 


№2  offline წევრი Salivan

ჩემო კარგებო და მონატრებულებო. პორველ რიგში ბოდიში შეცდომებისთვის. მეორე რიგში მომენატრეთ საშინლად. ის განცდა და მოლოდინი მომენატრა რომელიც ყოველი თავის დადების შემდეგ მიფრთხიალებდა გულს და მაფორიაქებდა. თქვენი შეფასებები და აზრები, ასეთი მნიშვნელოვანი და ჩემეული რომ ხდებოდა. მომენატრეთ ბავშვებო და ამიტომ ვიჩქარე ახალი ისტორიის დადება. და მესამე რიგში წინა ისტორიის ეპილოგს აუცილებლად დავდებ. უბრალოდ ჯერ ვერა.
პატივისცემით სალი

 


№3 სტუმარი natali7777

ვეძებე დასასრული არჩევანის მომენატრნენ შენი გმირები დაასრულე რააა გთხოოოვ

 


№4  offline აქტიური მკითხველი lalita

ძალიან საინტერესო თემაა, მუსულმანებში ასეა მიღებული ქალი მუშაობს და კაცი ისვენებს . კარგია რომ ამ თემით დაინტერესდი , დაველოდები მოვლენების განვითარებას.

 


№5  offline წევრი Salivan

natali7777
დასაწყისი საოცარია ...მომწონს თემა საკმაოდ პრობლემატურია..და მიხარია რომ შეეჭიდე ამ ყველაფერს მეც ვერ ვიტან გაქსუებულ მამაკაცებს სავაჟკაცოზე რო ჩაისვრიან და ქალი რომელიც უნდა გაანებივრო, ეფერო ,სიყვარული დაანახო...მონად გყავს...მეამბოხე გოგო ძალიან მომწონს...მჯერა თავს გაართმევ.წარმატებები...

მადლობა ნატალი. ყველანაირად ვეცდები რომ მოლოდინები გაგიმართლოთ. მეამბოხე გოგოს სურათი დავდე მაგრამ რატომღაც არ ჩანს, თორემ დარწმუნებული ვარ უფრო მოგეწონებოდა. წინ დიდი თავგადასავალი გელით. იმედი მაქვს ბოლომდე ჩემთან იქნებით. მადლობა რომ კითხულობთ

natali7777
ვეძებე დასასრული არჩევანის მომენატრნენ შენი გმირები დაასრულე რააა გთხოოოვ

აუცილებლად უბრალოდ ახლა ამ ისტორიის განწყობა მაქვს. მოგვიანებით, მაგრამ აუცილებლად დავდებ არჩევანის ეპილოგს.

eremar
ყოჩაღ,სალი! დიდი სამოვნებით წავიკითხავ ამ მოთხრობას.

მადლობა დიდი. ვეცდები მალ-მალე დავდო ახალი თავი. თქვენი თანადგომის იმედი მაქვს.

lalita
ძალიან საინტერესო თემაა, მუსულმანებში ასეა მიღებული ქალი მუშაობს და კაცი ისვენებს . კარგია რომ ამ თემით დაინტერესდი , დაველოდები მოვლენების განვითარებას.

ლალიტა მადლობა დიდი. ძალაინ მახარებთ თქვენი კომენტარებით. ახალი თავი ხვალ დაიდება.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent