შეწიტულნი (თავი 2)
რატომ ეძახდნენ ჩვენს დასახლებას სოფელს ვერ ვხვდები. საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე გადაჭიმულ, მრავალმოსახლე დაბა უფრო იყო ვიდრე სოფელი. იმდენად დიდი იყო რომ სამი სკოლა გვქონდა. თავში, ბოლოში და შუაში. არ ვიცი რატომ მაგრამ ჩვენი მომკითხავი და გონს მომყვანი არსაიდან არ ჩანდა. არც საქართველოდან, არც თურქეთიდან და არც სომხეთიდან. არადა ვიცოდით რომ სამი ქვეყნის საზღვარზე ვიმყოფებოდით, ოღონდ ვის საზღვრებში ეს არავინ იცოდა. ამიტომაც გაბატონებულიყო ჩვენს სოფელში სრული სიბნელე, განუკითხაობა და ბოროტება. ვიღაცის წამიერი ახირება წყვეტდა ამდენი ადამიანის ბედს და მომავალს. და თითქოსდა მისთანების სასიკეთოდ ჰორიზონტზეც არაფერი ჩანდა. მაღალ, ცამდე აწოწილ მთებს დაეფარა ირგვლივ ყველაფერი და ასე უსასრულოდ. მათი გადამლახი კი ჯერ არავინ ყოფილა და არც ჩანდა. იმიტომ რომ ბავშვობიდან გვაფრთხილებდნენ რომ თუ გავიპარებოდით და რომელიმე მხრიდან საზღვრებს დავარღვევდით მესაზღვრე ჯარიაკაცები უბრალოდ დაგვხოცავდნენ. და ამ შეგონებებმაც წლების განმავლობაში შედეგი გამოიღო. ხალხი მრავლდებოდა, იხოცებოდა, თხოვდებოდა თუ ქვრივდებოდა ისევ სოფელში რჩებოდა. სოფელს კი უხუცესი მართავდა რომელიც გვარით მემკვიდრეზე გადადიოდა. ყველანაირი მმართველობის სადავეები ერთი კაცის ხელში იყო მოქცეული და არავინ კითხულობდა თუ რა ადამიანი იყო ის. განუკითხაობა და სისასტიკე გაბატონებულიყო ჩვენთან. თუმცა ჩემმა იმღამინდელმა ურჩობამ შედწგი მაინც გამოიღო. მეორე დილით ოთხი სათლით წყაროზე მიმავალი დედა და ჩემი და მამამ უმიზეზოდ შეკაზმულ ურემზე შემოისვა და წყარომდე წაიყვანა. მერე იქედან ვითომ სახლში რაღაც დამრჩაო დაელოდა და სავსე სათლებით უკან წამოიყვანა. ეს საქციელი იმდენად მოულოდნელი იყო დედაჩემისთვის, ჩემი დისა და სოფლელებისთვის, რომ სანამ მამაჩემის ამ "ახირებას" შეეჩვეოდნენ ჩემს სიდებილეააც მოუძებნეს ახსნა - საწყალი ბავშვი მამას დამგვანებიაო. მერე საქმე იქამდე მივიდა რომ მამაჩემს თავის მართლებაც კი მოუწია. ბოლოს კი რომ ვერაფერი შეაგნებინა სოფლელებს ბიჭი მინდა გამიჩინოს და იმიტომ ვეხმარებიო ტყუილების თქმაზეც გადავიდა. აი ასეთ ხალხში ვიზრდებოდი. ყოველგვარ ზნეობას, მორალს, კულტურასა და განათლებას მოკლებულ ბბრბოში. ადამიანებში სადაც ქალების განათლება ცოდვად, ხოლო მათი სიყვარული სისუსტედ ითვლებოდა. სადაც ქალი არა პიროვნებად, არამედ საჭირო ნივთად, აქსექსუარად და შეთავსებით ცხოველური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებელ, გამრავლების საშუალებად ითვლებოდა. არცერთ ეტაპზე ქალის ცხოვრება დაცული არ იყო. საკუთარი ქმარიც კი არ იცავდა მას. ყველა ასაკში ჩვენი არსებობა უდიდესი რისკის და საფრთხის წინაშე იდგა. და ამ დაუძლეველ საფრთხესა და მტერს კი ისევ ადამიანი და ისევ კაცი წარმოადგენდა. ჩვენივე მამები, ძმები, პაპები თუ ქმრები. შეურაცხოფას, ჩაგვრას და დამცირებას რომ არ დაჯერდნენ, მერე ცემას და ძალადობას მიყვეს ხელი. ეს კი ყველაზე ეფექტური საშუალება აღმოჩნდა ისედაც დაჩაგრული სუსტი სქესის უფრო გასათელად. ათი წლის ვიყავი."ქალწულების დღესასწაული" ახლოვდებოდა. დღესასწაული კი არა გამოფენა უფრო იყო ის. ყველა გასათხოვარი გოგოს მშობელი მოუთმენლად ელოდა ზაფხულის ამ უმნიშვნელოვანეს დღესასწაულს. იქნებ დადგომოდათ საშველი და მოეცილებინათ თავიდან "კიდევ ერთი მჭამელი". ისე რთავდნენ და ალამაზებდნენ ქალწულებს როგორც საშობაო გოჭებს სუფრისთვის. ერთო ბოლოკის გათხრაღა აკლდათ გოგონებს პირში თორემ ღორზე მეტს რომ არ წარმოადგენდნენ კაცებისთვის ეს მათ მშვენივრად იცოდნენ. მაგრამ ყველაზე საშინელი ის იყო რომ ეს შეკაზმულ-გადაპრანჭული ღორები უფრო დიდი მოლოდინით ელოდნენ ამ დღის დადგომას. იმ წელს ჩემს დას პირველად უწევდა მონაწილეობის მიღება იმ "შეწირვის" ცერემონიალში. ეს დღე თავისი დატვირთვით ახლოსაც კი ვერ მიდიოდა დღესასწაულის წოდებასთან. და მაშინ პირველი შემთხვევა იყო როცა ჩემმა დამ ბებიას მხარე დაიჭირა და მამას თხოვნით მიმართა არ გაეშვა იმ ღამით დღესასწაულზე. ალბათ დათანხმდებოდა მამა, საუბრისას ჩემს დას ბებია რომ არ ეხსენებინა. სამწუხაროდ მისი ერთი ხსენებაც კი საკმარისი აღმოჩნდა რომ მამას ხელისკვრით შეეგდო ოთახში ჩემი და და კართან აყუდებული დალოდებოდა მის მორთვას. სულ ხელის კანკალით დაუწნა დედამ ქერა თმები მაიას. ოქროსფერი კაბის ჩაცმაში დაეხმარა და თავზე დაწნული გვირილების გვირგვინი დაადგა. ულამაზესი იყო მაია და რამდენადაც ლამაზი იყო იგი იმდენად დისი საშინელების მოლოდინში ვიყავით სამივე ქალი. იმ დღეს 16 წლის განმავლობაში პირველად დაელაპარაკა ბებია მამას. 16 წლის განმავლობაში პირველად ჩახედა თვალებაი და 16 წლის განმავლობაში პირველად თხოვა "არ გაეშვა მაია იმ ცოდვით სავსე საღამოზე". ბებიას ყურადღებამ და მისი თხოვნით გაჟღერებულმა ხმამ სულ გადარია მამა. როგორც თოკზე გამობმულ ცხოველს ისე მოქაჩა მაიას მკლავზე და გარეთ გაათრია. ქალებს ისედაც არ ქონდათ იქ მისვლის უფლება. მამამ კი ადგა და გარედან გადაგვირაზა კარები. ბებიას ზიზღით სავსე თვალებით შეხედა და ფანჯარასთან ვედრებით მივარდნილი ქალი ხელის კვრით უკან გადააგდო. ბებიამაც თავი ვერ შეიკავა და ზურგით მაგიდას დაასკდა, შემდეგ კი ქვის ცივ იატაკს. დედამ შეკივლა, მე ბებიას დასახმარებლად მივვარდი. მამამ კი შეშლილი სახით გადაკეტა ფანჯარა გარიდან და სირბილით წაათრია მაია მდინარეზე. ამდენ ალიაქოთში არც დედას და არც ბებიას გახსენებია მაია. არც მის დამფრთხალ სახეს დაკვირვებიან, არც მის ცრემლიან თვალებს და არც მისი ჩურჩულისთვის მოუსმენიათ. მე კი ერთიც დავინახე, მეორეც და ჩურჩულით წარმოთქმულ აბდულაჰსაც მოვკარი ყური. მთელი საათი მოვუნდით ბებიას აზრზე მოყვანას. ბოდავდა ქალი, ბორგავდა. აგონიაში იყო ბებია. კვდებოდა თამარ გურჯიშვილი. ერთადერთი ადამიანი ამდენ კაციჭამიაში. შეღამებული იყო რომ ჩაწყნარდა ბებია. თვალები ძლივს გაახილა და უაზრო მზერა გადაატარა ოთახს. მერე დედას შეხედა და ისევ აერია გამომეტყველება. ხელების ქნება და ძახილი დაიწყო. - მაიაა.....მაიაა შვილოოო...- ეძახდა ჩემა დას და წამოდგომას ცდილობდა. - დედა დაწყნარდი დეა!- ყვირილით ცდილობდა დედაჩემი ბებიას გამოფხიზლებას და თითქოს გააგონაო ბებიაც ჩაწყნარდა. ჩემსკენ მობრუნდა და დაწმენდილი თვალებით შემომხედა. - ანინე უშველწ- ორად ორი სიტყვით დამანახა იმ მოსალოდნელი უბედურების სიმძაფრე რაზეც აქამდე თვალება ბრმად ვხუჭავდით. მისი სასოწარკვეთილებისგან გაფითრებული სახე კი საკმარისი აღმოჩნდ, რომ მძიმე ხის სკამი მთელი ძალით მომექნია და ფანჯარა ნამსხვრევებად დამეფშვნა. მთელი სისწრაფით გავექანე და ფანჯრის რაფას გადავაფრინდი. მიწაზე დამხტარი კი მთელი სისწრაფით გავქანდი მდინარისკენ. ზუსტად არ ვიცოდი სად უნდა მივსულიყავი. ბებია არასდროს გვიშვებდა ამ დღეს სახლიდან არცერთს. მხოლოდ გადმოცემით ვიცოდი რომ პროცესია მდინარეზე იწყებოდა. ამ მორთულ- მოკაზმულ გოგონებს ჩანჩქერის ქვემოთ წვეტიან ქვებზე უშვებდნენ თითო-თითოდ და იქედან წყალში ახტუნებდნენ. მდინარის ნაპორზე გამოსულებს კი ერთად აჯგუფებდნენ და განბანილებს ტყის პირას კოცონამდე ისე მიერეკებოდნენ როგორც ნახირს. მდინარე შორიდანვე დავინახე ბნელი და უკაცრიელი იყო. ამიტომ მოვბრუნდი და ტყისკენ გავვარდი. მთელი ძალით მივიჩაროდი და ვერც კი ვფიქრობდი იმაზე თუ რა მელოდა წინ. ხან ბუჩქებში ვეფლობოდი, ხან ვარსებში ვიჭედებოდი, ხანაც ხის ტოტებს ვეხეთქებოდი, მაგრამ მაინც ვერ ვახერხებდი ისე შემემოკლებინა გზა რომ რაც შეიძლება მალე მივსულიყავი ტყემდე. იქ კი არ ქონდა მნიშვნელობა რას ვიზამდი. ვიცოდი რომ მაინც ჩავშლიდი იმ დღესასწაულს. მთავარი იყო ჩემი და დამხვედროდა საღ-სალამათი. მჯეროდა რატომღაც, მჯეროდა რომ ღმერთი რომლისაც ასე მწამდა მე ერთს მთელს ოჯახში არ გაგვწირავდა. ჩვენ თუ არა უკეთილშობილეს მაიას მაინც არ გაიმეტებდა ტანჯვისთვის. ძალიან მიდოდა, იმდენად მინდოდა რომ ყველაფერი ასე ყოფილიყო რომ მჯეროდა კიდეც იქ მისულს მაია ჩვეული ღიმილით შემომხედავდა და ვითომ დატუქსვის მიზნით ხელა ჩამავლებდა და როგორც ადრე ახლაც სიცილ-კისკისით წამაჩანჩალებდა სახლში. "ცოტაც კიდევ ცოტაც ანინე." ვამხნევებდი თავს და დაცემის პირას მისული მეტი სისწრაფით ვიჭრებოდი წინ. როგორც იქნა დასახლებულ პუნქტსაც გავცდი და ახალი შემართებით გავიჭერი მინდორში. ვიცოდი სულ ცოტა 10 წუთში იქ ვიქნებოდი. შიშისგან კინაღამ გული გამისკდა მინდორში გაჭრილს წინ შავი სილუეტები რომ გადამიდგნენ. წამით შევყოვნდი მაგრამ როცა სმენას მამაჩემის ხმა მოწვდა სწრაფად გავარღვიე მომლოდინე მამების რიგი და წინ გავიჭერი. - საით ანინე?!- დაიგრგვინა მამამ. მაგრამ მე უკვე შორს ვიყავი მისგან. წინ კი ნათელ წერტილს ვხედავდი. უზარმაზარი კოცონი დაენთოთ ტყის პირას. ხალვათად მოძრაობდნენ ფიგურები. მაია კი არსად ჩანდა. და მაშინ პირველად დამრია პანიკამ ხელი. აღარ მახსოვს როგორ, რამდენ ხანში და სად მაგრამ ვიპოვე მაია. ვიპოვე დაჯიჯგნილი, დალურჯებული, დასისხლიანებული, გაუბედურებული და ჩამქრალი. დავყურებდი ჩემი დის გონდაკარგულ სხეულს და ვცდილობდი მასაი ჩემი მაია ამომეცნო. მერწ კი როცა ის ოდნავ შეირხა და თვალები გაახილა, მისმა ცისფერებმა აზრზე მომიყვანეს. მარტოდ მარტო ტყეაი მიგდებული განაჩენის მოლოდინში კვდებოდა ჩემი და. და მეც არ ვიცი რა ძალებით ან როგორ... მაგრამ შევძელი და მთელი სოფელი იქ შევყარწ. სასოწარკვეთილი ვკიოდი, ვყვიროდი, ვბღაოდი და ირგვლივ ყველაფერს ვლეწავდი. ოღონდაც კი ჩემს ხმას ვინმემდე მიეღწია და ჩემი და გადაერჩინა. პირველი კი დედაჩემი მოვარდა. შეშლილი სახით გადაატარა მზერა მიდამოს და როცა მაიას სხეული დაინახა დაფეთებული დაეტაკა. ხან ყურებს უსრესდა და ხან ხელებს. დაჯიჯგნილ სხეულზე კაბის ნაგლეჯებს აფარებდა და ჩემზე უფრო უარესი ყმუილით იკლებდა იქაურობას. რა ექნა, დედას შვილი უკვდებოდა. მეორე მამაჩემი მოვარდა. დედას ზურგს ზემოდან დახედა მაიას უგონო სხეულს და დაჭრილი ნადირივით ამოუშვა ღმუილი. მაიას გვერსით დაეცა მუხლებზე და მისი დასისხლიანებული სახე გულზე მიიკრა. -ააააააა- ბღაოდა მამაჩემი და საშველი მაინც არ ჩანდა. უკვე მთელი სოფელი იქ იყო ჩვენს ირგვლივ შეკრებილიყო და დამუნჯებული ადევნებდა თვალს ჩვენი ოჯახის უბედურებას. მერე კი სამივემ ერთდროულად ვიგრძენით რაღაც. რაღაც ამოუცნობი და მტკინვეული და ერთდროულად შევწყვიტეთ სუნთქვა. ორი წამიც და გავიგეთ. მისი ბოლო ამოსუნთვის ხმა. თითქოს დავინახე კიდეც და აღარ იყო მაია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.