შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეგობრის ხათრით (თავი 6)


23-05-2017, 21:27
ავტორი ნასტია
ნანახია 2 819

* * *
უკვე ერთი კვირაა ღამ-ღამობით დავდივარ საავადმყოფოში და ნაცნობი ექთანის დახმარებით, რომელიც საავადმყოფოს დირექტორის ქალიშვილია, ვნახულობ რატის.
ყოველ შესვლაზე გულამოსკვნით ვტირი. ამის მიზეზს მისი დალურჯებული სხეული და უსიცოცხლო სახე მაძლევს. ვცადე შევხებოდი, მაგრამ ვერ შევძელი. შემეშინდა ჩემი შეხებით ზიანი არ მიმეყენებინა მისთვის. მართალია, სისულელეებს ვლაპარაკობ, მაგრამ მაინც მეშინია.
- დღეს გონზე მოვიდა.. - შემეგება მარიამი. - სტუმრებიც ყავდა და გადაიღალა.
- გონზე მოვიდა?.. - კინაღამ იქვე ჩავიკეცე და სიხარულით ავტირდი.
- ჰო.. მაგრამ მგონი ახლა სძინავს.
- არაუშავს, შევალ..
პალატისაკენ წავედი და დაახლოებით 15 წუთი დავყავი კართან. ბოლოს გამბედაობა მოვიკრიბე და კარები ფრთხილად შევაღე. მას მართლაც ღრმად ეძინა. მივუახლოვდი და იქვე მდგარ სკამზე ჩამოვჯექი.
- მომენატრე რატი.. - გაბზარული ხმით წარმოვთქვი სიტყვები. - რატომ არ შეგაჩერე იმ დღეს?.. ან საერთოდ რატომ მოგწერე?.. ხომ არ მომიწევდა ღამ-ღამობით შენთან მალულად სიარული?.. ან იქნებ შენი მშობლებიც გამეცნო. დედაშენი რამდენჯერმე ვნახე. მას გავხარ, თან ძალიან. მართალია მას არ შევუმჩნევივარ, მაგრამ მაინც თბილი ადამიანი ჩანს, როგორც შენ. გუშინ უსიცოცხლოდ გამოიყურებოდი, ახლა კი მგონია გღვიძავს და უბრალოდ დახუჭული გაქვს თვალები. ნეტავ გეღვიძოს და შეგეძლოს თუნდაც ერთი სიტყვის თქმა. ან საერთოდაც შემოხედვა. დამნაშავე ვარ რატი, ჩემ გამო წევხარ აქ და იტანჯები. ჩემ გამო მოგიწევს კიდევ დიდი დროის აქ გატარება... მე კი შენს დასახმარებლად არაფრის გაკეთება შემიძლია.. - უკვე ბოლო სიტყვაზე ტირილი დავიწყე. ხელი ჩავკიდე და ლოყაზე მივიდე.
კინაღამ გული გამისკდა, როცა ხელის მოძრაობა ვიგრძენი ლოყაზე. თვალები გავახილე და მის მზერას შევეჩეხე. ლოყები ამიხურდა. ამდენი ლაყბობის შემდეგ ხმაც ვეღარ ამოვიღე. შევამჩნიე როგორ ჩაეღიმა ჩემს დაბნეულობაზე. მე კი ცრემლები უგზოუკვლოდ მცვიოდა თვალებიდან.
- ნინა... - ამოიხავლა ჩახლეჩილი ხმით.
- ჰო.. - გაბზარული ხმით მივუგე პასუხი მე.
- აღარ იტირო რა!.. - შეძლებისდაგვარად გამიღიმა და ხელი მომიჭირა.
- აღარ ვიტირებ!.. - ჩემი თავი დავარწმუნე ამაში და თავი ხელზე დავადე.
თმებზე ნაზად მომეფერა, მოგვიანებით კი მართლა ჩაეძინა. ემოციებით დატვირთულმა დავტოვე პალატა და ფეხით გავუყევი სახლის გზას. უკვე თენდებოდა კიდეც.

* * *
რატის მეგობარმა დამირეკა.
მითხრა თავად მისი სურვილია ღამის მაგივრად, დილით იარო მასთანო.
გახარებული შევვარდი საძინებელში. ტანისამოსი გამოვიცვალე და სახლი დავტოვე.
საავადმყოფოს ეზოში, როგორც ყოველთვის, ახლაც რატის ძმაკაცები შეკრებილიყვნენ. ერთ-ერთმა დამინახა თუ არა, ჩემკენ წამოვიდა.
- ნინა, არა?.. - ხელი გამომიწოდა და გულთბილად გამიღიმა.
- შენ ალბათ ნიკუშა?.. - გავუღიმე მეც.
რატის პალატამდე სანამ მივიდოდით, რამდენიმე სიტყვა გავცვალეთ ერთმანეთში.
- ცოტა ხნის წინ ეძინა, ახლა არ ვიცი რას შვრება. - მითხრა ბოლოს და დერეფანში გაუჩინარდა.
კარები ფრთხილად შევაღე, მაგრამ სულ ტყუილად.
ეღვიძა და ტელეფონით ერთობოდა.
ჩემს დანახვაზე ჩაეღიმა და საწოლზე დასაჯდომი ადგილი გამითავისუფლა.
- თავს როგორ გრძნობ?.. - ლოყაზე ფრთხილად ვაკოცე და იქვე ჩამოვჯექი.
- წოლა მომწყინდა.
- ცოტაც გაუძელი. - დავამშვიდე და ტელეფონი გამოვართვი. - ძლივს მომეცა საშუალება დილით გნახო და შენ მთელი დრო ტელეფონში ჩამძვრალმა უნდა გაატარო?..
- შენღა მაკლდი. - პატარა ბავშვივით გაიბუტა და ხელები მუცელზე ჩამოიწყო.
მასზე უბრალოდ გამეცინა.
- რატომ წამოხვედი მაშინ ჩემს სანახავად?.. - პირველად შევძელი სიტყვებისთვის თავი მომეყარა და ეს კითხვა დამესვა.
- რატომ მომწერე მომენატრეო?..
- იმიტომ, რომ მომენატრე.
- ხო და მეც იმიტომ წამოვედი, რომ მოგენატრე.
- აი შედეგიც. - გავბრაზდი მე. - ჩემ გამო რა დღეში ჩავარდი, ხედავ?..
- ნუ სულელობ!.. - გაბრაზდა ისიც. - მე თუ მანქანის მართვა არ ვიცი, შენ რა შუაში ხარ?..
- ჩემ გამო წამოხვედი თბილისში... - ჩემსას არ ვიშლიდი მე.
- თუ ამაზე სალაპარაკოდ მოხვედი, შეგიძლია წახვიდე!.. - სერიოზულად გაბრაზდა ის.
ხმა აღარ ამომიღია. ფეხზე წამოვდექი და ნელა მივუახლოვდი ფანჯარას.
ისიც ჩუმად იყო. მხოლოდ მისი ღრმა სუნთქვა არღვევდა სიჩუმეს ოთახში.
- რატომ დადიოდი ჩემს სანახავად?.. და რატომ იგდებდი თავს საფრთხეში?.. - ბოლოს ჩახლეჩილი ხმით დაარღვია დუმილი.
თვალები ცრემლებით ამევსო.
- არ მიპასუხებ?.. - ხმა გაიმკაცრა მან.
- მიყვარხარ და იმიტომ.. - ძალიან ჩუმად წარმოვთქვი სიტყვები მე.
- რა?.. - რატიმ ან სიტყვები ვერ გაიგო, ან საერთოდაც, ვერ გაიაზრა.
- მიყვარხარ და იმიტომ... - წამოვიყვირე მე. - ამის გამო მოგწერე მაშინ, ამის გამო ვათენებდი შენთან ერთად ღამეებს, ამის გამო ვტიროდი სახლში, დასვენების მაგივრად... მაგრამ იმედგაცრუების მეშინია, მეშინია რომ შენც მეტყვი, მეგობარო ჩემი გული უკვე დაკავებულიაო... - ხმით დავიწყე ტირილი მე.
ხმა არ ამოუღია, უბრალოდ ხელით მანიშნა მის გვერდით დავმჯდარიყავი.
ჩემი ხელი აიღო ხელში და ფერება დამიწყო.
მე კი ვტიროდი, უკვე მერამდენედ.
- მართალი ხარ!.. - ძლივს ამოიღო ხმა.
გაოცებული ჩავაშტერდი თვალებში.
- რას გულისხმობ?.. - არ ვიცი გაიგონა თუ არა ჩემი ჩურჩული.
- ჩემი გული დიდი ხანია დაკავებულია... - გამიღიმა.
ტირილისგან დაღლილს ისევ მომინდა ტირილი.
- ერთმა ბუტია გოგომ დაიკავა, გაცნობისთანავე რომ გამებუტა, მაგრამ მაინც შემოვირიგე. მერე ჩემთან სახლში წავიყვანე და ბებოჩემს ჩავაბარე... სიმართლე რომ გითხრა, მაშინ მანქანისთვის არც შემიხედავს, მთელი დროის განმავლობაში შენ გიყურებდი. ისე საყვარლად აცეცებდი თვალებს. ბევრი რომ არ ვილაყბო, გეტყვი რომ იმედებს არ გაგიცრუებ, რადგან თვალები ტირილისგან დაგისივდა. მე კი შენში მტირალა გოგო კი არა მხიარული ქალი მიყვარს!... - ჩემი გაყინული ხელები თავისაში მოიქცია და ლოყაზე მიიდო.
- ოღონდ გაფრთხილებ, საშინლად ეჭვიანი ვარ!.. - საყვარლად ჩაეცინა.

* * *
საავადმყოფოში სიარული კედევ ერთი თვე მომიწია. ამასობაში დედამისიც გავიცანი. როგორც რამდენიმე შეხედვითვე მივხვდი, ძალიან სასიამოვნო ქალი აღმოჩნდა. რამდენჯერმე სახლშიც დამპატიჟა და რატის შესახებ მესაუბრა. მომიყვა თუ, როგორი ცელქი ბავშვი იყო. როგორ გამოიცვალა 6 სკოლა. როგორ მოიტახა ხელ-ფეხი ერთად და კიდევ მრავალი ასეთი ისეტორია.
რამდენჯერმე საავადმყოფოში მეგობრებთან ერთადაც ვიყავი. ამასობაში მისი სამეგობრო წრეც გავიცანი. ხან რომელს დავყავდი სახლიდან საავადმყოფოში, ხან რომელს. ყველა ერთმანეთზე უკეთესი იყო, როგორც გარეგნობით, ისე პიროვნულად.
ამასობაში რატიც გამოწერეს. ახლა უკვე სახლიდან მის სახლში მიწევდა სიარული.
- ნინა, აუცილებელი არ არის ყოველდღე იარო.. იღლები. - მზრუნველი ტონით მომმართა და ხელი გადამხვია მის გვერდით მჯდომს.
- მე ასე მინდა!.. - გავჯიუტდი მე.
- ფეხზე წამოვდგები თუ არა, ვიქორწინოთ!.. - გადაჭრით განაცხადა ცოტა ხნის შემდეგ.
- გეკითხა ჩემთვისაც.
- უარზე ხარ?.. - ირონიულად გაეცინა.
- დავფიქრდები!.. - გამეცინა მეც.

* * *
- ნინა, აღარ ვართ პატარები.. - შუა ქუჩაში მირჩევდა საქმეებს რატი. - რით ვერ მოიფიქრე პასუხი?..
- რატი, როცა ვამბობ არა!.. ესეიგი არა!.. - გავჯიუტდი მე. - ახლა ამის დრო არ მაქვს... კარიერაზეც ხომ უნდა ვიფიქრო?..
- ჰო და დროც საკმარისი გექნება მაგისთვის, მე წავედი!.. - გაიბუტა და მიმართულება შეიცვალა.
- რატი... - დავუძახე გაბრაზებულმა.
აღარც შემოუხედავს. ცოტა ხანს ისევ ჩემს ადგილას ვიდექი, შემდეგ კი გზას სახლისაკენ გავუდექი.

* * *
- ნინა, ადექი და მაღაზიაში ჩამომყევი!.. - ჩემს წამოყენებას ცდილობდა ნატა.
- მეზარება!.. - ვწუწუნებდი მე. - ფეხები მტკივა, მუცელიც... შენს ხმაზე თავიც ამტკივდა.
- ადექი! თორემ ახლავე აგატკიებ ყველაფერს, რაც ჩამოთვალე... - დამემუქრა და ხუმრობით დამიქნია საჩვენებელი თითი.
- გზა არ იცი?.. - შევუბღვირე.
- მარტოს მეზარება!.. - დაღლილი გვერდით მომიჯდა.
- მე კი სკამიდან ადგომა მეზარება!.. - ენა გამოვუყავი და მისგან საპირისპიროდ შევტრიალდი.
- გთხოვ, ჩამომყევი!.. - კატის თვალები მიიღო და ჩემს მოთაფვლას შეეცადა.
- არა!.. - გადაჭრით განვუცხადე მე.
- ნინა, ჩემი ხათრით ეგ სიზარმაცე დაძლიე!.. - ამოიკრუსუნა გაბრაზებულმა.
- ნატა, ჩემი ხათრით მარტო ჩაეთრიე მაღაზიაში!... - გულის მოსაგებად გავუცინე.
- იცოდე ხმას აღარ გაგცემ!.. - ახლა მან მაქცია ზურგი.
- კარგი ხო!.. - მაინც მე დავნებდი ბოლოს.
გახარებული ფეხზე წამოდგა და სულ სირბილით მივიდა კარამდე. მასზე გულიანად გამეცინა.

მაღაზიიდან პირველი მე გამოვედი. რაღაცის თქმას ვაპირებდი, როდესაც ვიღაც მამაკაცმა ხელები დამიჭირა, მეორემ ხმის ამოღების საშუალება არ მომცა და ასე მარტივად ჩამტენეს მანქანაში. შებოჭილი და სახეწაშლილი ნატაც გვერდით მომისვეს. ერთადერთი რამ რაც ვიკითხე იყო ის, თუ სად მივდიოდით. არაფერი უპასუხიათ. უბრალოდ ერთმანეთს გადახედეს და ჩაეღიმათ. შეშინებული ნატა აქეთ-იქით აცეცებდა ცრემლიან თვალებს და ამ მოქმედებაში ეძებდა პასუხს.
საღამომდე გზაში ვიყავით. უკვე ბნელდებოდა, როდესაც სახლის ჭიშკარს მივადექით. ახმახი, რომელიც ჩემს გვერდით იჯდა, მანქანიდან გადავიდა და გვანიშნა, რომ ჩვენც გადავსულიყავით. გარეგნულად მხნედ ვიყავი, შინაგანად კი ნამდვილად ვერ ავღწერ, თუ როგორ ვიყავი. ნატა უხმოდ ტიროდა. მისი დამშვიდება არც მიცდია. მივხვდი, რომ ამას არანაირი აზრი არ ექნებოდა. რთულია არ იცოდე თუ, რა გელოდება და ასე ბრმად დაამშვიდო ანერვიულებული მეგობარი.
საკმაოდ კეთილმოწყობილ სახლში შეგვიყვანეს და გვანიშნეს მისაღებში შევსულიყავით.
ცოტა ხანი მოცდა მოგვიწია, შემდეგ კი მოტაცების ინიციატორიც გამოჩნდა.
სპორტულებში გამოცწყობილი რატი უდარდელად მოსეირნობდა დერეფნის ბოლო ოთახიდან ჩვენსკენ. მომიახლოვდა თუ არა ფეხზე წამოვხტი, მასთან მივირბინე და ისეთი სილა გავაწანი, რომ ხელი მე თვითონვე ამეწვა. ჩემი რეაქციის დანახვისთანავე ნატა სხვა ოთახში გაიყვანეს და თვითონაც გავიდნენ. გამწარებული მზერას არ ვაცილებდი სახეაწითლებულ რატის, რომელიც ხმის ამოღებას არ ჩქარობდა. ნერვებმოშლილი მისგან ზურგით შევტრიალდი და ისევ ჩემს ადგილას დავჯექი. ცოტა ხანში ისიც ნელი ნაბიჯებით მომიახლოვდა და ჩემ გვერდით დაიკავა ადგილი. ჩემთვის არ შემოუხედავს.
- ხომ შეიძლებოდა, რომ ეს ნაბიჯი ცოტა ცივილიზირებულად გადაგედგა?.. - თვალს არ ვაცილებდი გამორთული ტელევიზორის ეკრანს.
- არ ვცადე?.. - წარბებშეკრულმა გამომხედა.
- ხომ გთხოვე, რომ ცოტა ხანი მოგეცადა ჩემთვის? - ხმა გამებზარა მე.
- ნინა, პატარა ბიჭი აღარ ვარ, რომ აქეთ-იქით გდიო. - უფრო მეტად გაბრაზდა ის.
- თუ არ გინდა, შეგიძლია უკეთესი იპოვო!.. - შევუბღვირე მეც.
ერთი ამოიხვნეშა, ფეხზე წამოდგა და ფანჯარასთან მივიდა.
მიუხედავად იმისა, რომ ჩემგან ზურგით იჯდა, მაინც კარგად შევამჩნიე, როგორი დაძაბული იყო. თითქოს ეშინოდა, ამ თემაზე საუბარი აღარ გამეგრძელებინა. მეც გავჩუმდი, სათქმელი აღარაფერი მქონდა.
ცოტა ხანს ასე იდგა, შემდეგ კი ჩემკენ არც შემოუხედავს, ისე დატოვა მისაღები ოთახი.

* * *
- გთხოვ შეურიგდი და ბარემ წავიდეთ აქედან რაა!.. - გაუაზრებლად წუწუნებდა ნატა.
- მაგან მომიტაცა, გამომამწყვდია ცხრა კლიტულში და კიდევ ეგ იბუტება?.. - გაბრაზებული ვჩურჩულებდი მე.
- დათა მომენატრა.. - ამოიკრუსუნა მან.
- ტყუილად ცდილობ ჩემს შეცდენას, არ გავყვები და მორჩა!.. რა ეგონა, რომანტიულად მომიტაცებდა და მეც მაშინვე დავთანხმდებოდი?! - ჩავილაპარაკე ხმამაღლა და მაინც შიშით მოვავლე თვალი მისაღები ოთახის კარებებს.
- გთხოვ, ჩემი ხათრით მაინც გააკეთერამე რამე, სახლში მინდა... - კატის თვალები მიიღო ნატამ.
- არა!.. - გადაჭრით განვაცხადე მე და ფეხზე წამოვდექი.

* * *
უკვე ორი დღეა რატი არ მინახავს. ჩემი ვარაუდით, ამ სახლში სულაც არაა... მაგრამ ვარაუდის საწინააღმდეგოს ამტკიცებს ორი ახმახის საუბარი, რომელსაც მალულად ვუგდებ ხოლმე ყურს. რამდენჯერმე ვცადე მეკითხა მათთვის რატის ამბავი, მაგრამ არაფერს მეუბნებიან. ახლაც, ისე მომეშალა მათზე ნერვები, რომ ორივე გემრიელად გამოვლანძღე, მაგრამ მაინც არ ამოუღიათ ხმა. გუშინ ნატამაც ცადა ინფორმაციის გამოტყუება, მაგრამ უშედეგოდ.. არაფერს ამბობენ. ის მაინც ვიცოდეთ, სად ვართ?!..
- რატი დავინახე... - ფიქრებში წასული გამომაფხიზლა ნატას ხმამ.
- სად?.. - საწოლზე წამოვჯექი მე.
- ეზოში იყო, იმ ბოთეებს ელაპარაკებოდა... - აქაქანდა და საუბრის გაგრძელებას აპირებდა, რომ არა ერთ-ერთი ახმახის მომართვა.
- ბოთეები პირველ სართულზე გიხმობთ!.. - სერიოზულად დაიწყო, მაგრამ ბოლოში მაინც ახარხარდა ახმახი.
მე და ნატასაც გაგვეცინა და ასე გაღიმებულები ჩავედით პირველ სართულზე. რატი არ შემინიშნავს, ალბათ ისევ დაბრუნდა თავის ოთახში.
- საუზმე მზად არის, შეგიძლიათ მიირთვათ!.. - უემოციოდ შეგვიძღვა სამზარეულოში მეორე, პირველზე უფრო უჟმური, ახმახი.
- რატი პირველ სართულზე არ ჩამოვა?.. - ვიკითხე მე.
- თვითონ გადაწყვეტს... - მხრები აიჩეჩა პირველმა.
საუზმეზე რატი არ ჩამოსულა. ამის შემდეგ არც სადილზე მინახავს და არც ვახშამზე.
მართლაც რომ სასაცილოა, იმასაც ვერ მივხვდი, რაზე გაბრაზდა?!

* * *
ერთ-ერთი ახმახი მომიახლოვდა ტელევიზორთან მჯდომს და მანიშნა გავყოლოდი. ფეხზე გაჭირვებით წამოვდექი და ცალი ფეხის კოჭლობით უკან გავყევი. გუშინ კიბეებზე დავგორდი და ამ ფეხზე დავეცი ძირს. უნდა აღიაროთ, რომ მოხერხებული ვარ.
ამასობაში ახმახი, რომელმაც ჩემზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა, დაბურულ შუშებიან მანქანას მიუახლოვდა და ისევ სახის გამომეტყველებით მანიშნა, რომ მანქანაში ჩავმჯდარიყავი. მეც დავთანხმდი და კარი გამოვაღე.
საჭესთან რატი იჯდა, მოღუშული სახით.
უყოყმანოდ დავიკავე ადგილი მის გვერდით.
ჩემთვის არაფერი უთქვამს, ისე დაძრა მანქანა. მხოლოდ თხუთმეტიოდე წუთის გასვლის შემდეგღა ინება ხმის ამოღება.
- გადავიდეთ, თუ აქ გირჩევნია?.. - მაინც არ შემოუხედავს ჩემკენ.
- როგორც შენ გინდა. - მივუგე მე.
- მაშინ დავრჩეთ!.. - ძრავი გამორთო და მხრებზე შემოცმული ქურთუკი უკანა სკამზე მიაგდო.
- გისმენ... - მინდოდა დაუყოვნებლივ დაეწყო საუბარი.
- მოკლედ, ბოდიში მინდა მოგიხადო... - აჯლუყუნდა ბატარა ბავშვივით, რომელიც ცუდი საქციელის გამო მასწავლებელს/დირექტორს პატიებას სთხოვს. - მეგონა გინდოდა გამხდარიყავი ჩემი ცოლი, მაგრამ როგორც ჩანს შევცდი...
- რა იცი რომ შეცდი?.. - მასზე გამეღიმა მე.
- არ შევმცდარვარ?.. - პირველად გამომხედა მან.
- მე შენთვის არ მითქვამს, რომ არ გამოგყვებოდი ცოლად, - დავიწყე სიტუაციის ახსნა. - მე გითხარი, რომ ჯერ ამ ნაბიჯის გადასადგმელად მზად არ ვიყავი. შენ კი ჩემი დამოკიდებულება დაოჯახებასთან დაკავშირებით არ მოგეწონა და გამებუტე.
- არ გავბუტულვარ, უბრალოდ დრო მოგეცი ამის მოსაფიქრებლად. - თავი იმართლა მან.
- შენი აზრით, დრო რამეს შეცვლიდა?.. - ეჭვნარევი მზერით გადავხედე.
- ჰო, იქნებ უკვე მოგინდა დაოჯახება?.. - წარბები ეშმაკურად აათამაშა.
- კარგი რა!.. - თვალები გადავატრიალე მე.
- მოსაბეზრებელს რას ვამბობ?.. - მოულოდნელად ისევ მოიღუშა.
- არაფერს... - დანებების ნიშნად ხელები მაღლა ავწიე.
- შენთან ამ თემაზე საუბარს აზრი არ აქვს!.. - მანქანა დაძრა ისევ.
მასზე ნაწყენს ირონიულად ჩამეცინა.
- ჰო, აზრი არ აქვს, - განაგრძო მან. - ერთმანეთი გვიყვარს, აღარ ვართ პატარა ბავშვები, მითუმეტეს, საკმაოდ დიდი დრო გავატარეთ ისე, როგორც შეყვარებულმა წყვილმა, მე მინდა მყავდეს ცოლი, რომელიც, სიმართლე რომ გითხრა, ამ მომენტისთვის ძალიან მჭირდება, შენ კი გინდა, რომ რამდენიმე წელი კიდევ ვიაროთ მოზარდებივით ქუჩა-ქუჩა ნაყინის საჭმელად... მე კი ამისთვის დრო აღარ მაქვს!... - ამოიოხრა და ფანჯარა ჩამოწია.
ხმა აღარ ამომიღია, თავი ფანჯარას მივადე და გავისუსე.
ნახევრად მძინარე, მაინც გულისყურით ვუსმენდი რატის და ვცდილობდი მისი თითოეული წინადადება გამეანალიზებინა. თან მეცინებოდა, ისე საყვარლად ებუშტებოდა ტუჩები გაბრაზებულს. როცა დაინახა დავცინოდი, უფრო მეტად გაბრაზდა და გაჩუმდა.
- კაი, ნუ მებუტები!... - მხარზე მოვეფერე მე.
წარბშეკრულმა გადმომხედა და მაგრძნობინა, რომ სულაც არ იყო სიცილის ხასიათზე.
- რატი!.. არ დაგცინი!.. - თავის მართლება დავიწყე. - უბრალოდ მეღიმება შენზე.
- ჰო, არ დამცინი... - გაბრაზებულმა ჩაიბუტბუტა.
- რატი, მიუხედავად იმისა, რომ ახლა შენ მაგივრად მე უნდა ვიყო ნაწყენი, არ გიბრაზდები!.. ვცდილობ გაგიგო და შენთან ერთად მოვძებნო გამოსავალი...
- მე მხოლოდ ერთი რამის შემოთავაზება შემიძლია. - თავისას არ იშლიდა.
- მე კი ასე მალე ვერ მივიღებ ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას!.. - სიჯიუტეში არ ჩამოვრჩი მე.
- გასაგებია!.. - მზერა მომარიდა.
- ნუ გწყინს!..
- არ მწყინს, ამაში საწყენი არაფერია...

* * *
ჩვენი საუბრის დღესვე დაგვაბრუნეს მე და ნატა სახლში. რატი სოფელში დარჩა. არ ისურვა ჩვენთან ერთად წამოსვლა.
მთელი გზა ჩემს გადაწყვეტილებაზე ვფიქრობდი. რატი სიგიჟემდე მიყვარს, მის გარეშე ცხოვრება არ წარმომიდგენია, მე კიდევ ცოლობაზე უარი ვუთხარი და გული ვატკინე. მაგრამ მხოლოდ გათხოვებაზე ხომ ვერ ვიფიქრებ?... ჩემმა ოჯახის წევრებმა ამის შესახებ არაფერი იციან, კოსტა ვერ გაძლებს დიდ ხანს ჩემ გარეშე, მინდა გათხოვებამდე ჩემი პროფესიით დავიწყო მუშაობა სადმე...
- მე მაინც მგონია, რომ შეცდომა დაუშვი... - თავისას არ იშლიდა ნატა.
- ახლა არ დამიწყო ჭკუის დარიგება!.. - გავაჩუმე მაშინვე.
- არაფრის დაწყებას არ ვაპირებ!.. უბრალოდ მინდა ჩემი აზრი გაგანდო. - მოიღუშა ჩემი მეგობარი.
- ვიფიქრებ ამაზე!.. - თავი ვიმართლე მე.
- მაგდენი ფიქრით ვერაფერს მიაღწევ, რაც უფრო ბევრს იფიქრებ, მით უფრო მეტ შეცდომას დაუშვებ!.. - სიბრძნეების ფრქვევა საიწყო ნატამ.
მე კი ისევ ფიქრებში გადავეშვი.

* * *
უკვე სამი დღეა არ მინახავს.
არც მირეკავს და არც ჩემს ზარებს პასუხობს.
მიუხედავად იმისა, რომ უამრავი საქმე მაქვს, ამის გარდა ვერაფერზე ვფიქრობ. მეშინია საბოლოოდ არ დავკარგო. ნატა ყოველ შეხვედრაზე იმას მიმეორებს, რომ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი შეცდომა დავუშვი, მას რომ უარი ვუთხარი ცოლობაზე. გულის სიღრმეში, რა თქმა უნდა, ვეთანხმები, მაგრამ ყველაფერი ასე მარტივად არ არის.
ხანდახან ვფიქრობ, რა იქნებოდა ჩემი ცხოვრება ზაფხულის იმ დღეს მანქანა რომ არ გამფუჭებოდა... ალბათ არაფერი!..
დიახ.
სწორედაც რომ არაფერი.
თუ დღეს მე ვიცი რა არის, როდესაც საყვარელ ადამიანს ისე უყვარხარ, როგორც შენ, მისი დამსახურებაა.
ამას კი, ნამდვილად ვერ დავუკარგავ.

* * *
- მომენატრა!.. - ვუთხარი ნატას და თვალები ცრემლით ამევსო.
- გვიანია. - ხელი ჩაიქნია მან.

* * *
- ნინა, შენთან სალაპარაკო მაქვს. - სამზარეულოში შემოვიდა ლაშა.
- კოსტამ დაიძინა?.. - სახეზე ჩამოშლილი თმები უკან გადავიწიე.
- ჰო.. - მაგიდასთან მოთავსდა და სერიოზულად დაიწყო ლაპარაკი. - ამ ბოლო დროს გატყობ, რომ რაღაც რიგზე ვერ გაქვს. როგორც შენს ძმას და საუკეთესო მეგაბარს, მინდა ვიცოდე შენი პრობლემების შესახებ და რაღაცმხირვ გეხმარებოდე მათ გადაწყვეტაში. გესმის?..
- ისეთი არაფერია... - მზერა მოვარიდე.
- ნინა, დაბადებიდანვე გიცნობ, შენი აზრით, ვერაფერს ვამჩნევ?.. - ცალი წარბი ზემოთ ასწია მან.
- ყველაფერი მალე მოგვარდება, შენ ამაზე არ ინერვიულო!.. - ფეხზე წამოვდექი და ვცადე გავრიდებოდი, მაგრამ ხელი დამიჭირა.
- ნინა, გისმენ!.. - გადაჭრით მითხრა და ჩემს ადგილზე დამაბრუნა.
- მიჭირს ამ თემაზე შენთან საუბარი. - თავი ვიმართლე მე.
- მე გისმენ და გპირდები, რომ ზედმეტს არაფერს გეტყვი!.. - ხელები ზემოთ ასწია მან.
- საიდან დავიწყო არ ვიცი, - აზრების დალაგება ვცადე მე. - შენ იცი, რომ შეყვარებული მყავს, რომელიც საკმაოდ სერიოზული პიროვნებაა და მე არ მიყურებს, როგორც გასართობ თოჯინას. რამდენიმე დღის წინ ცოლობა მთხოვა. მე კი ვუთხარი, რომ ამისთვის ჯერ მზად არ ვიყავი. თბილისიდან მოულოდნელად რომ წავედი, სწორედ მისი დამსახურება იყო. შეიძლება ითქვას მომიტაცა, მაგრამ მე მაინც უარი ვუთხარი. ის კი განაწყენდა და აღარ მეკონტაქტება...
- გასაკვირი არცაა, ბოლოს და ბოლოს ორჯერ უთხარი უარი. - ჩამერთო ლაშა.
- უარი გადაჭრით არ მითქვამს, ვუთხარი რომ ამისთვის მზად არ ვიყავი.
- თუ სერიოზული პიროვნებაა და ამავდროულად ძალიან უყვარხარ, რატომ ყოვნდები?..
- თქვენი დატოვება არ მინდა. - ჩუმად ჩავილაპარაკე.
- რა სულელი ხარ!.. - გაეცინა ლაშას. - ვინ გითხრა, რომ შენი გათხოვებით ჩვენი ნახვის შესაძლებლობას დაკარგავ?.. მე ხომ გიცნობ და ვიცი, რომ ყოველ მეორე დღეს მაინც აქ გაატარებ!..
- ყველაფერი ასე მარტივად არ არის!..
- ყველაფერს შენ ართულებ!..
- მე არაფერსაც არ ვართულებ, სიმართლეს ვლაპარაკობ.
- ფაქტი ისაა, რომ შენი გადაწყვეტილებით უბედური რჩები. - მითხრა და ოთახი დატოვა.
როგორც ყოველთვის, ახლაც ჩემი ძმა მართალია. ჩემთვის კარგის მეტი არაფერი უნდა და ცდილობს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დამეხმაროს, მაგრამ არა გადაჭრით, არამედ ყველაფრის მთქმელი რჩევებით.



№1  offline წევრი londoni

კარგი იყო, მალე დადე შემდეგი და ცოტა გაზარდე თავები❤

 


№2 სტუმარი სტუმარი ნინო

აუუუ არ მინდა მე რატი დააბრუნეთ ჩემი ბრაზიანი ვატო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent