შეგეჩვიე 26
-, მთელი გეგმა ჩამიშალეს. -რა მოხდა ვიკუ ასე ანერვიულებული რატომ ხარ? -არ ვიცი როგორ მაგრამ რაღაცას მიხვდნენ ბავშვი ვერ წამოვიყვანე. პალატაში არ დამხვდა. -დამშვიდდი სხვა გზას ვიპოვით. -ნუ მამშვიდებ გაიგე? როგორ მინდა იმ დაჩია თუ ვიღაცაა ყელში ვწვდე და მივახრჩო. -მერე მიახრჩე რა პრობლემაა. -შენ რა დამცინი კიდეც? -სულაც არა. ერთი მტრით ნაკლები გეყოლება. -არაფერში გამომადგება მაგის სიკვდილი თორე შენ გგონია არ მიფიქრია ეგ? -რატომ არ? აბა დაფიქრდი ბატონი იოანესთვის ერთგული მეგობრის და მესაიდუმლეს დაკარგვა რამხელა ტრამვა იქნება. უფრო მარტივად შეძლებ შემდეგ მის გამწარებას და ჩამოშორებას. -ღირს დაფიქრებად ეგ. -ამიტომაც უნდა მკითხო ხანდახან რაღაც ხომ ხედავ მეც შემიძლია შენსავით აზროვნება. -არა ჩემო საყვარელო, შენ საუკეთესო მყავხარ. ... -ხომ გეუბნებოდი მოვათქო. ეგალქაჯი ეგ. უნდა გენახა რა გამწარებული სახე ჰქონდა. -ახლა კი დაჩი მაგრამ სულ ყურადღებით უნდა ვიყოთ. -რას ჩურჩულებთ თქვენ მანდ? -საუბარში თებეა ჩაგვერთო. -არაფერს რძალო მხოლოდ იმას ვამბობდით რომ უკვე ორივე მამები ვართ და უნდა დავსერიოზულდეთ. -ეე, მე უკვე სერიოზული ვარ ეს შენ ხარ ისევ ცანცარა. -გავუწყერი და მხარზე ვუჯიკე ხელი.~ -აუ მეტკინაა. -პატარა ბავშვი ხარ რაა. -კარგი რა იოანე ვიხუმრე თორე ჩემზე სერიოზულ, გამოცდილ და ჭკვიან ადამიანს მეორეს ვერ შეხვდები დედამიწის ზურგზე. -ნიშნის მოგებით გამომხედ და მივხვდი რომ გუშინდელი ამბების გამო ამაყობდა. -კი ძმამო ხელები ამიწევია გაღიარე უკვე. -როგორი კარგი მეგობრობა გცოდნიათ ბიჭებო რა კარგები ხართ. -პალატაში ვიქტორიას სილუეტს დავლანდე. -ღმერთო რა უტიფარია. -კბილებში გამოცრა დაჩიმ. -შენ ვერც კი წარმოიდგენ მათ რა შეგვიძლია. -თავდაჯერებული პასუხი გასცა თებეამ და მომეწონა მისი ეს საქციელი. -წარმომიდგენია თებეა წარმომიდგენია. -ირონიამ გაიელვა მის ხმაში. -როგორ ხარ? პატარას როდის მაჩვენებთ? -მალე უნდა მოიყვანენ ალბათ უნდა ვაჭამო, თან დღეს სახლშიც წავალთ. -ძალიან კარგი. კიდევ ერთხელ დიდ და უსაზღვრო ბედნიერებას გისურვებთ. -კიდევ ერთხელ? -გაიკვირვა დაჩიმ ვითომ არ იცოდა რას ამბობდა. ვიქტორიას სახეზე წითელმა ფერმა გადაუარა. -ჰო ვიქტორია წუხელ იყო მოსული, მანამდე ვერ მოვახერხეო და მოგვილოცა. -მართლა? ძალიან კარგი. და შენი მეგობარი როგორ არის აქ რომ მოიყვანეს. -მადლობა კარგად არის.... კარგით ახლა მე უნდა წავიდე. შენ ქმარს და მის მეგობარს ალბათ სიხარულისგან დაავიწყდათ რომ საქმე აქვთ მაგრამ მე რისთვის ვარ, საჭიროების შემთხვევაში მათ გვერდით თუ არდავუდექი. -შენ რა მაგარი ხარ.. შენ რომ არა დავიღუპებოდით. -დაჩი თუ ატყობ ამ ბოლო დროს ზედმეტი მოგდის და ზღვარს ნუ გადახვალ თორემ?.. -და შენ თუ ატყობ რომ ისევ მემუქრები... აა უკაცრავად, დამავიწყდა, კი არ მემუქრები მაფრთხილებ. -კარგით ხალხნო რა გჭირთ, რა გაჩხუბებთ. -ეჰ თებეამ რომ იცოდეს რა ხდება, თმით ითრევდა ვიქტორიას. -გადავულაპარაკე დაჩის. -ვუთხრათ მერე ქალების ჩხუბი მაგარი სანახავია. -არა ხარ ნორმალური. -ვიცი. -თვალი ჩამიკრა და ორივეს გაგვეცინა. -ზედმეტად მხიარულობთ რომ გატყობთ და ჩემი რჩევა იქნება ფრთხილად იყოთ, ხშირად დიდ ბედნიერებას დიდი უბედურება ცვლის. -შენი რჩევები შენთვის შეინახე. -კი ბატონო როგორც გინდათ. როგორც ვხედავ აქ ჩემი ყოფნა არავის ახარებს და სჯობს წავიდე. -არ შემიძლია არ დაგეთანხმოთ. კარგად ბრძანდებოდეთ. -კარგად იყავი თებეა. -კარგად მაგრამ ბავშვი ისევ ვერ ნახე, ცუდია. -არაუშავს მაგის დროც მოვა,.... არა დაჩი?? -ყველაფერს დრო გვიჩვენებს რისი დრო მოვა ან არ მოვა. -წავიდა და ფსიქოლოგიურად მოვეშვი.ისე მინდა ხანდახან მისი მოკვლა მაგრამ თავს მაქსიმალურად ვიკავებ. დაჩის მეტად შეუძლია მისი ანტიპატიის გამოხატვა. -რა გჭირთ თქვენ ადამიანს ნორმალურად ვერ დაელაპარაკებით? -ვინაა ადამიანი? ეს ალქაჯი? არ მოგატყუოს თებეა თავისი უმანკო გამომეტყველებით. შენ არ იცი ეგ რა გველია. -შენ რა დაგიშავა ასეთი ასე რომ გაგაბოროტა. -არაფერი თებეა სამსახურში მოუვიდათ რაღაც უსიამოვნება. -უნდა გამეჩერებინა თორემ დაჩიმ პირი ააღო რაღაცის სათქმელად და სანამ ცხელ გულზე რაიმე სისულელეს იტყოდა ჯობდა ჩავრეულიყავი. -ხო სამსახურის გამო. -თავი გადააქნია და ძალდატანებით დამეთანხმა. -გამარჯობა დედიკო, ბაიას ჭამა უნდა. -ექთანმა ჩემი პატარა შემოიყვანა და თითქოს ოთახში მზემ გამოანათა. თებეას სახე გაებადრა და მისი ბედნიერება კედლებსაც კი მოედო. ეს ორი ერთად სამყაროს მირჩევნია. ეს არის ჩემი ბედნიერება. -მოდე დედი, ჩემო პატარა ანგელოზო. იცი დედიკოს როგორ ძალიან უყვარხარ? -მამოკოსაც ძალიან უყვარხართ ორივენი. -საწოლზე ჩამოვჯექი და ჩემს გოგონას ხელი ჩავჭიდე. მან ისევ ისე ძლიერად ჩამჭიდა მისი პატარახელი თითზე. მეც ძლიერი ვარო მაიმედებდა. -მე წავალ კარგი? საქმეები მაქვს. -დაჩიმ მხარზე ხელი მომითათუნა თებეას აკოცა და კესანეს თავზე ნაზად ხელი გადაუსვა და წავიდა. დავრჩით ჩვენ სამი. ჩვენი პატარა ოჯახი. -იოანე მეშინია იციი? -რისი გეშინი თებეა? -იმის რომ კარგი დედობა ვერ გავუწიო. -ეგ მე რომ ვთქვი ლამის მცემე რას ამბობ არაჩვეულებრივი მამა იქნებიო დაა....დამშვიდდი თებეა, ერთად ყველაფერს შევძლებთ. ჩვენი პატარა მსოფლიოში უბედნიერესი ბავშვი იქნება. იმიტომ რომ შენნაირი კარგი დედა -და შენნაირი მზრუნველი მამა ყავს. -ძალიან მიყვარხარ. -რამდენი ხანია მისი ტუჩების გემო აღარ შემიგრძვნია. დავეწაფე მონატრებულ ტუჩებს და ისინი უფრო გაგემრიელებულა. -უკაცრავად. -კარზე ექიმმა მოაკაკუნა. -დიახ მობრძანდით. -მაპატიეთ რომ შემოგეჭერით მაგრამ კარგი ამბავი უნდა შეგატყობინოთ. ბავშვიც და დედაც კარგ მდგომარეობაში არიან ასე რომ დღესვე შეგიძლიათ გაეწეროთ საავადმყოფოდან. -მადლობა ექიმო ყველაფრისათვის. -არაფრის. თქვენს სამსახურში მიგულეთ. პატრას ჯანმრთელობას ვუსურვებ. -მადლოობა. -ახლა თებეამ გადაუხადა მადლობა და როგორც კი ექიმი გავიდა კესანეს მიეალერსა. გაიგონე დედიი, დღეს სახლში წავალთ. მაგრაამ... -უცებ სახე მოეღუშა. -რა მაგრამ თებეა რა მოხდა კარგად ხარ? -რა და მისთვის ოთახი რომ არ მოგვიწყვია? არც საწოლი გვიყიდია. მხოლოდ ტანსაცმელები აქვს. -არაუშავს დღეს როგორმე ჩვენთან დავაწვინოთ და მერე ყველაფერს ისე მოვაწყობთ როგორც შენ გინდა კარგი? -კარგი. -დამეთანხმა მაგრამ მაინც მოღუშული იყო. ... სულ რაღაც სამი დღეა სახლში არ ვყოფილვარ და სხვანაირად მიცემს გული როდესაც კიბეებს მივაბიჯებ. თანაც ხელსი ჩემი კესანე ჩემი ბედნიერება მიჭირავს. ჩვენს პატარა ოჯახში კიდევ ერთი წევრი შემოემატა. დღეიდნ ჩვენ პატარა სამყაროში ახალი საზრუნავი გაჩნდა. ღმერთო გთხოვ რომ ნათელი მომავალი აჩუქე ჩემს პატარას, ის და ყველა ბავშვი იმსახურებს ბედნიერებას. ბოლო საფეხურსაც ავაბიჯე და იოანემ გასაღები მოიმარჯვა კარის გასაღებად. უცებ კარი ნატუკამ გამოაღო. -სურპრიზიი..... -იყვირა ნატუკას უკან მომღიმარმა დაჩიმ, ხელში კატალეა ეჭირა. -კეთილი იყოს შენი მოსვლა კესანე. -ჩუმად რა გაღრიალებს, ნუ გადარიე ბავშვი. -უუპს, ბოდიში. -დაიჩურჩულა დაჩიმ და გაგვეცინა. მისგან სხვანაირად არც მოველოდი. -შემოდით თებეა. -მადლობა ნატუ რატომ გაწვალდით. -სულაც არა. ჩემ დიშვილს სხვანაირად არც ეკადრებოდა. -სახლი ბუშტებით და ტოჯონებით ჰქონდათ მორთული. მაგიდაზე კი პატარა ტორტი ედოთ, ზედ კესანეს მონაცემები იყო დაწერილი და პატარა გოგო იჯდა ზედ. ისეთი საყვარელი რაღაცაა ამის გაჭრა როგორ შეიძლება. -შენ ეს იცოდი? -იოანეს მივუბრუნდი და გამომეტყველებაზე შევატყვე რომ ამ არეულობის მონაწილე თვითონაც იყო. -არ მოგეწონა? -სულელო როგორ არ მომეწონა, პირიქით ძალიან გამახარეთ. -მოდით მოდით, პირველი სამახსოვრო ფოტო გადავიღოთ. -აპარატი მოიმარჯვა დაჩიმ მე და ნატუკა გვერდიგვერდ დავდქით ბავშვებით ხელში, აქეთ-იქედან კი დაჩი და იოანე ამოგვიდგნენ. -აბა გაიღიმეეთ, ჩიტი გამოფრინდებაა... ესეც ასეე. ვაიმე ღმერთო ჩემო რა კარგი ვარ. -თვითკმაყოფილი. -ჩაილაპარაკა ნატუკამ. -დაანბე ნატუკა თავი რა მისი ბრალია ასეთი დამატყვევებელი სილამაზით რომ დააჯილდოვა ღმერთმა. -დიახააც, ყველას კი არ ძალიძს ჩემნაირი მშვენიერი იყოოს. -როგორ შეუძლია ამ ბიჭს ყველაფერზე ხუმრობა. მასთან ადამიანი ვერ მოიწყენს. პირველად როდესაც შევხვდი მის შემდეგ უკვე მიყვარდა. თბილი და მოსიყვარულეა. ნატუკა ძალიან უყვარს და მეც მშვიდად ვარ რომ ჩემთვის ძვირფას ადამიანს გვერდით ასეთი მეუღლე უდგას. ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ. მე, იოანე, დაჩი, ნატუკა, კატალეა და კესანე. -იოანე ეგ ჩანთები ჩვენს ოთახში შეიტანე და მერე მივხედავ. -ესენი ბავშვისაა? -იკითხა დაჩინ და ინტერესეით შემომხედა. -ხო დაჩი აბა აწი სხვისი რა იქნება ამ სახლში. -ჩაიცინა იოანემ. -მაშინ ეგ ბავშვის ოთახში უნდა შევიტანოთ. -სამწუხაროდ ჯერ არ გვაქვს მოწყობილი ბავშვის ოთახი, ვერ მოვასწარით. -რაღაცნაირად გული ჩამწყდა ეს რომ ვთქვი. როგორ მინდოდა ყველაფერი წინასწარ გამემზადებინა და გამელამაზებინა. -აბა ეს ვიცი ოთახია? -დაჩიმ იმ ოტახის კარი შეაღო სადაც პირველად მე ვწვებოდი, როდესაც ამ სახლსი გადმოვედი. ოთახიდან ვარდისფერი შუქი გამოკრთა. ნელ-ნელა მივედი კარებამდე და თვალები გამიპფართოვდა ოთახში რომ შევიხედე. ყველაფერი მოუწყვიათ. კედლები ვარდისფრად იყო გაღებილი, ფარდები თეტრი იყო ვარდისფერი ფერიებით გაფორმებული. კედელთან თეთრი კარადა იყო მიდგმული ვარდისფერი სახელურებით. კედლებზე სურათები ეკიდა. ერთერთზე კი პაწაწინა კესანეს ფოტო იყო და ზედ მისი დაბადების მონაცემები ეწერა. გული ამიჩუყდა ცრემლებმა თავისთვის იწყეს დენა. კარადის მოპირდაპირე მხარეს საწოლი დაუდგამთ. თეთრი ქათქათა საწოლი იყო. ზემოთ სათამაშოები ეკიდა. საწოლის გვერდით პატარა ტუმბო. ზედ ყველაფერი დაუდევთ რაც საჭირო იყო. ბოთლები, საწოვარები, ბავშვის მოვლის ყველა საშუალება. -ეს ნახე... -წინადადებით გამოვიდა დაჩი და კარადა გამოაღო. საკიდებზე პამპერსები ქონდად დაკიდებული. ისეთი სასაცილო და საყვარელი იყო. მეორე თაროზე ბოდეები ეკიდა. მერე ფურჩალა კაბები. -როგორ მოიფიქრეთ ასეთი რამები? -ანუ მოგეწონა? -გაფართოებული თვალებით მომაშტერდნენ პასუხის მოლოდინში. -მომეწონა რომელია, გავგიჭდი. ყველაფერი ძალიან ლამაზია. დიდი მადლობა ბავშვებო. დავალებული ვარ თქვენგან. -არ გრცხვენია თებეა. აბა მეგობრები რისთვის არსებობენ. -არა დაჩი თქვენ მეგობრებზე მეტი ხართ. -ტირილი ამივარდა, თავი ვერარ შევიკავე. -ბედნიერებაა გყავდეს თქვენნაირი ადამიანები გვერდით. მადლობა -მორცი ახლა მადლობები გადახდას და ჩვენი პატარა თავის საწოლსი დააწვინე. -კესანეს პლედი შემოვხსენი და თავის საწოლში ჩავაწვინე. მშვიდდ განაგრძო ძილი. უფრო მშვენიერი სანახავი იყო თავის ოტახში, თავის საწოლში. -ისე რამდენი ვარდისფერია. -რა არ გინდოდა? -გაიკვირვა იოანემ. -არა კი მინდოდა მაგრამ ამდენიც არა. -მერე შეცვალე ისე როგორც შენ გინდოდეს. -არა არაფრის შეცვლას არ ვაპირებ, რომ წამოიზრდება მერე მისი გემოვნებით გავაკეთოთ. -კარგით თქვენ როგორც გინდათ ისე მოაყვეთ ოთახი, ჩვენ წავალთ და თქვენც დაისვენეთ. -წაიდნენ დაჩი და ნატუკა. მე ისევ საწოლთან ვიდექი და ვუყურებდი როგორ მშვიდად ეძინა ჩემს პრინცესას. წელზე იოანეს ძლიერი მკლავები ვიგრძენი. ზურგზე ამეკრა და მაგრად მომეხვია. -რა ლამაზია. შენ გგავს. -არა შენ გგავს. ნახე შენი ტუჩები აქვს. -ტუჩებზე გამახსენდა, ასეთი სიურპრიზი რომ მოგიწყვეთ ერთხელ მაინც გეკოცნა. -ჯერ ვიბანავებ და მერე გაკოცებ. საავადმყოფოს სუნი მდის. საკუთარი თავი მეზარება. -კარი წადი, კესანესთან მე დავრჩები. ერთი ბედნიერებაა შხაპის მიღება. ასე მგონია გავახალგაზრდავდი და მხრებიდან ტვირთიც მოვიხსენი. სააბაზანოდან რომ გამოვედი კესანეს ოთახის კარი ღია დამხვდა. იოანე მისაღებში დივანზე დაწოლილიყო და ტელევიზორს უყურებს. ნამდვილად უყურებს იმიტომ რომ ხმა საერთოდ არ ისმის. -იოანე რას აკეთებ? -რაას? მაღალზეა ხმა? გავაღვიძე? -რა მაღალზე, გესმის საერთოდ? აუწიე ნუ გეშინია ეგრე იოალად არ გაიღვიძებს. -მოდი ჩემთან. წამოიწია და მის თავთან მანიშნა. კალთაში ჩამიდო თავი და ხელზე სახე დამადო. -სახლი უშენოდ ცარიელი იყო. -ხომ შევავსეთ ახლა რა გინდა. -არაფერი. ახლა მშვიდად დამეძინება რომ ვიცი ორივე გვერდით მყავხართ. -გინდა შენც იავნანა გიმღერო? -ნუ ცელქობ და სიყუაციით ნუ სარგებლობ თორემ იცოდე აგანაზღაურებინებ. -კარგი, დაიძინე. -ვუთხარი და თმაში თითები შევუცურე. -ასე არა, შენც ცოდო ხარ. -წამოიწია და მეც გვერდით მივუწექი. მუცელზე შემომხვია ხელები. მკერდზე მიმიკრა და თავი კისერში ჩამიყო. ... ტელეფონის ხმა პირდაპირ ტვინში მირტყამს მაგრამ თავს ვერ ვწევ რომ ვუპასუხო. თებეამ მუჯლუგუნი მკრა. -უპასუხე თორე კესანე ისევ გაიღვიძებს. -ისევ? -გამიკვირდა როდის გაიღვიძა, არაფერი გამიგია. -ოო უპასუხე მეთქი. -ხო კარგი... ჰო დაჩი გისმენ. -ადექი, დეტექტივმა დამირეკა რაღაც ინფორმაცია აქვს და საც ვხვდებით ხოლმე იქ მოდი. -კარგი მოვდივარ. -ძლივს ავითრიე წელი. იქ რომ მივედი უკვე დაჩის მანქანაში ისხდნენ და რაღაცაზე საუბრობდნენ. პირდაპირ ჩავჯექი მანქანაში. -გამარჯობათ, დიდი ხანია დაიწყეთ? -რაღაცას გვიჩალიჩებენ. -რა იცი? -ჯერ ერთი ის რომ ლიანა ვიქტორიას და ყოფილა მერე მეორე გახსოვს ის რომ გვითხრა საელჩოდან ვიღაც უცხო მამაკაცთან ერთად გამოვიდა და მერე კაფეში ისაუბრესო. -ხო, მერე? -აბა დაძაბე გონება და გამოიცანი რა ქვია იმ მამაკაცს. -ოო...არაა... -ოო...კიი..... დაჩი გელაშვილი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.