შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მონსტრი თავი (13-14-15) (დასასრული)


24-05-2017, 22:37
ავტორი Cruella-De-Vill
ნანახია 1 755

თავი 13
თვალები რომ გაახილა,უცხო გარემო ვერ იცნო.მუქ,ლურჯად შეღებილ ოთახში ,საწოლზე იწვა.შავი ფარდები დღის შუქს ოთახში არ უშვებდა...
-აუჩ!-ამოოხრა და თმებში ხელი შეიცურათავი სტკიოდა და ამასთანვე ხელიც.თავი გააქნია,შედეგ კი საწოლზე წამოჯდა.ხელს დახედა,რომელიც შეხევული ჰქონდა,დაბნეულმა ოთახი მოათვალიერა და მზერა სავარძელში ჩაძინებულ ჰარიზე შეაჩერა.
ყველაფერი ბუნდოვნად,მაგრამ მაინც ახსოვდა... თითქოს მის ძველ ცხოვრებას შავი ფარდის უკან ხედავდა და ხმები დახშულად და მოგუდულად ესმოდა.უეცრად ჩაიცინა,ჰარის მოუახლოვდა,ფეხებში ხელები მოჰკიდა და მისკენ გამოქაჩა,წამებში კი იატაკზე დავარდნის ხმა გასიმა რომელსაც ჰარის ყვირილიც მოჰყვა.
-ნაილ ჰორან!-იღრიალა და ამჯერად ნაილს ჩაავლო ფეხებში ხელი,ნაილს ღიმილიანი სახე შეეცვალა როცა მთელი ძალით დაეხეთქა იატაკს.
-მეტკინა!-შეუღრინა ჰარის.
-მე უფრო მეტკინა!-არ დაუთმო ჰარიმაც.ორივეს გაეცინათ,ჯერ ნაილი წამოდგა შემდეგ კი ჰარი წამოაყენა.
-ნეკნები ჩამემტვრა!-უკმაყოფილოდ გადაატრიალა თვალები ჰარიმ და ნაილს გახედა.
-მენატრებოდი!-გაეცინა ნაილს და მხარზე ხურობით ხელი დაარტყა.
-მაშინ არ გენატრებოდი,როცა კარები ისეთი ძალით მიიჯახუნე ჩემს წინ რომ კინაღამ მთელი შენობა თავზე დამანგრიე?-ჩაიცინა ჰარიმ.
-ეს რიტორიკული შეკითხვა იყო?-სახე მოეღუშა ნაილს-საინად იცოდი რომ ტკივილი უკან დამაბრუნდებდა?
-საგიჟეთის გამოცდილება!-თვალი ჩაუკრა ჰარიმ-წამოდი,იქნებ ჩემს სახლშიც აღმოჩნდეს რაიმე საჭმელი!
"Nothing Lasts Forever"-ჩურჩული მის გონებაში გაისმა,ნაილმა თავი გააქნია,ჰარის ვითომც არაფერი ისე გაუღიმა და სამზარეულოში გაჰყვა.
***
ორივე უხმოდ მიშტერებოდა ტელევიზორის ეკრანს,ზოგჯერ ერთმანეთს გახედავდნენ შემდეგ კი ისევ ეკრანს მიაშტერდებოდნენ.ჰარი გრძნობდა რომ ნაილი ახლა მისი საუკეთესო მეგობარი კი არა მისთვის სრულიად უცხო ადამიანი გამხდარიყო,ესმოდა რომ ნაილმა ბევრი გადაიტანა და კიდევ უმარავი რამე ელოდა წინ,მაგრამ მაინც ცდილობდა მისგან დისტანცია დაჭირა,ნაილი კი ყველაფერს მშვენივრად ხვდებოდა,არ სურდა ჰარის დატოვება და მის ცივ და მარტოსულ ბინაში დაბრუნდება,სადაც ყველაფერი ისე იყო მოწყობილი როგორც "ჯეიმსი" ისურებდა...
-როდესაც "ის" განაცვლებს ,რამდენი ხნით ვეღარ ბრუნდები?
-რაში გაინტერესებს?-უხეშად ჰკითხა და წამოდგა.
-რატომ ბრაზდები?-ჩაიღიმა ჰარიმ.
-მე..მე...უბრალოდ...-დაბნეულმა ამოიბლუყუნა-ზედმეტად პირად შეკითხვას მისვამ!
-სულაც არა,ფსიქოლოგიურზე ტყვილად არ ჩამიბარებია!-თვალები გადაატრიალა ჰარიმ -არ მენდობი?
-გენდობი!-ამოიღრინა ნაილმა და ისევ ჰარის გვერდით მოთავსდა-უბრალოდ არც სურვილი მაქვს რამე გავიხსენო და თან არც მახსოვს რაიმე ნორმალურად!
-ანუ?-წარბი ასწია და ნაილს გახედა.
-როდესაც "ის" მანაცვლებს ,ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს უკან ვეღარასდროს ვხედავ,ყველაფერი ბურუსშია და უბრალოდ ყველაფერს ბუნდოვნად ვხედავ,თითქოს ჩემს თვალებს სქელი,შავი ფარდა ჩამოაფარეს. ირგვლივ მხოლოდ სიბნელეა და საშინელ სიცივეს ვგრძნობ... უბრალოდ არ მსურს ამაზე ლაპარაკი!-აოიოხრა და ლაპარაკი შეწყვიტა.
-ნალ,ლონდონში დაბრუნდები?
-იქ არაფერი დამრჩენია!-მხრები აიჩეჩა ნაილმა-შენც აქ ხარ... იქ კი აღარავინ მყავს!
-ლუსი?-დაბნეულმა გადახედა ძმაკაცს ჰარიმ- აღარ გიყვარს?
-ლუსი თუ რებეკა?-გამყინავი ხმით იკითხა ნაილმა.
-რამნიშვნელობა აქვს რა ჰქვია?-ამოიხრა ჰარიმ-ის არის გოგო რომელიც გიყვარს!
-დარწმუნებული ხარ?-ჩაიღიმა და ჰარის გახედა.
-შეიცვალე!-ამოიჩურჩულა-ჯეიმსმა შეგცვალა...
-როგორც ჩანს სალაპარაკო არაფერი გვქონია!-ჩაისისინა ნაილმა და სწრაფი ნაბიჯებით გავიდა ჰარის ბინიდან.
ზოგჯერ ვერც კი ვამჩნევთ ისე იცვლებიან ჩვენი მეგობრები,ჩვენთვის სრულიად უცხო ადამიანებად იქცევიან და ჩვენ უბრალოდ ვეღარ ვეწყობით მათ.
ასე სრულდება მეგობრობა,რომელმაც დიდხანს გასტანა,რომელმაც "მთები გადადგა",რომელმაც უმარავი კარგი და ცუდი მოგონება დაგიტოვა...
მაშინ რატომ ამბობენ რომ მეგობრობას დასასრული არ აქვსო? დასასრული დამდვილად აქვს... მთვარია კარგად დასრულდება თუ ცუდად ,მხოლოდ ნამდვილი მეგობრობა არ მთავრდება....
ჰარის ფიქრები ტელეფონის ზარმა გააწყვეტინა,მობილურს დახედა და როდესაც ეკრანზე ლუის სახელი ამოიკითხა,სასწრაფოდ გათიშა...
ერთდროს ლუი და ჰარიც მეგობრები იყვნენ,მაგრამ მათი მეგობრობა ტყუილმა დაანგრია.ლუიმ კვლავ დარეკა,ზარებს არ წყვეტდა,ჰარიმ მობილური უხმო რეჟიმზე დააყენა,მდივანზე მიაგდო და სამზარეულოსკენ გამართა,თასში ჩიფსები ჩაყარა და უკან დაბრუნდა,ტელევიზორში ფეხბურთი ჩართო და მობილურს გახედა,რომელიც კვლავ განაგრძობდა რეკვას.
-ბოლოს რომ გნახე,გითხარი რომ ჩემთვის აღარ დაგერეკა და ჩემთან დაკონტაქტება არც გეცადა!-ცივი ხმით წარმოსთქვა ჰარიმ როდესაც,ბოლოსდაბოლოს მობილურს უპასუხა.
-ჰარი...ჰარი...ლუსი გაქრა!-აღელვებულმა ამოილუღლუღა ლუიმ.
-ეგ ჩემი საქმე არ არის! ვიმეორებ....
-ლუსი გაქრა! ეს კი იმას ნიშანავს რომ ფულს ვეღარ გადაიხდის! მე და შენ ისევ საფთხეში ვართ!
-რა?-ჰარის ხმა აუკანკალდა.
-მამაჩემი უკვე გეძე.....-მობილურის მეორე მხრიდან ლუის წამოყვირება და დაცემის ხმა გაისმა.
-ლუის!-დაიყვირა შეშინებულმა.ახლა ჰარის მხოლოდ ერთი რამ ესმოდა,თუ მას იპოვიდნენ,ნაილსაც იპოვიდნენ მაშინ კი ლუსი მათ ვეღარ დაეხმარებოდათ....
თავი 14
*Flashback*
ლუი დივანზე წამოჯდა და მობილური აიღო რადგან ტექსტური შეტყობინება მოუვიდა და სწრაფად გახსნა.
"სასწარაფოდ დარეკე!"-ლუსისგან იყო,მხრები აიჩეჩა და სასწრაფოდ აკრიფა მისი ნომერი.
-ლუი... მათ მე მიპოვეს... გესმის ? მიპოვეს!-ლუსის აღელვებული ხმა მოესმა და მთელს სხეულში უცნაურმა ჭრუანტელმა დაუარა.
-ლუსი რას ამბობ? ხომ არ დაგავიწყდა რომ ისინი რებეკას ეძებენ და არა ლუსი სტოუნს?
-მამაშენმა გამცა! დევიდ როდრიგესს ჩემი ადგილსამყოფელი უთხრა!!! ლუი ჰარის დაურეკე და უთხარი რომ სხვაგან წავიდეს! თუ ჰარის იპოვიან ,ნაილსაც იპოვიან! გააფრთხილე და შენც წადი სახლიდან! ახლავე,დარწმუნებული ვარ მამაშენი ისევ შენ სიკვდილს გაითმაშებს....
-ლუსი,ნაილი მკვდარია!-ამოიხრა ლუიმ-სახლში მოდი!
-ჩემს ოთახში ადი ახლავე,ნოუთბუქი ჩართულია და ჩემი სახელი და გვარი ჩაწერე საძიებოში! ახლავე.
ლუიმ კიბეები აირბინა,ლუსის ოთახში შევიდა და კომპიუტერი გახსნა.
-აქ ბევრი პროგრამაა!რომელში ჩავწერო?-თვალები გადაატრიალა ლუიმ
-ხედავ პროგრამას Searchvideocam pro 23?მასში შედი და ჩემი სახელი და გვარი ჩაწერე!
ლუიმ სწრაფად შეასრულა ლუსის მოთხოვნა და კომპიუტერის ეკრანზე ლუსი გამოჩნდა,პირდაპირი ეთერი იყო ქუჩის კამერებიდან....
-ჯანდაბა! მე შენ გხედავ!-თვალებგაფართოებულმა წამოიძახა-უკან რამდენიმე ბიჭი მოგყვება!
-ვიცი!-ამოიოხრა-როგორც კი გავიქცევი,5 წუთი გაქვს რომ ჰარის საფრთხის შესახებ შეატყობინო და სახლიდან გაიქცე გასაგებია?
-კი!-დაბნეულმა ამოიჩურჩულა,ლუსიმ მობილური გათიშა,ჯიბეში ჩაიდო და კამერას ახედა,ტუჩების მოძრაობით გაარჩია ლუსის სიტყვები.
"დროა"
ნოუთბუკის ეკრანზე კარგად გამოჩნდა როგორ გაიქცა ლუსი და რამდენიმე მას გაკიდა,ლუიმ სწრაფად აკრიფა ჰარის ნომერი,რომელიც სულ უთიშავდა და ზარს არ პასუხობდა,5 წუთი მასთან დარეკვას შეალია. ახლა მთავარი იყო ჰარი გაეფთხილებინა,თვითონ ვერ მოასწრებდა გაქცევას.ქვედა სართულიდან ნაბიჯების ხმა გაისმა,ლუი წამოდგა და შეშინებული კედელს აეკრო.
-ბოლოს რომ გნახე,გითხარი რომ ჩემთვის აღარ დაგერეკა და ჩემთან დაკონტაქტება არც გეცადა!-ცივი ხმით წარმოსთქვა ჰარიმ როდესაც,ბოლოსდაბოლოს მობილურს უპასუხა.
-ჰარი...ჰარი...ლუსი გაქრა!-აღელვებულმა ამოილუღლუღა ლუიმ.
-ეგ ჩემი საქმე არ არის! ვიმეორებ....
-ლუსი გაქრა! ეს კი იმას ნიშანავს რომ ფულს ვეღარ გადაიხდის! მე და შენ ისევ საფთხეში ვართ!
-რა?-ჰარის ხმა აუკანკალდა.კარები შემოაღეს და ლუმ ნათლად დაინახა მამამისი,რომლის გვერდითაც 2 ადამიანი იდგა.
-მამაჩემი უკვე გეძე.....-ლუიმ სიტყვის დასრულება ვერ მოასწრო,იგრძნო როგორ შეერჭო მარჯვენა ხელში ნემსი,რომელიც როგორც ყოველთვის დამაძინებელი საშუალებით იყო სავსე. წამოიყვირა და მუხლებზე ჩაიკეცა.
-ლუის!-დაიყვირა შეშინებულმა ჰარიმ,მისი ხმა მობილურიდან ისმოდა .ჯერემი დაიხარა ,მობილური ხელში აიტაცა და გათიშა.კავშირი შეწყდა.
-იმაზე დიდი საზრუნავი გამიჩინე,ვიდრე ველოდი!-ამოიხრა და ლუის გახედა,რომელიც უკვე უგონოდ ეგდო იატაკზე.
* End Of Flashback*
***
მელანქოლია მაშინ გერევა, როცა ცხოვრებაზე, სიცოცხლეზე ფიქრობ, ხოლო ცინიკოსი კი მაშინ ხდები როდესაც ხედავ თუ რად აქცევს ადამიანთა უმრავლესობა ამ ცხოვრებას. ნაილი უსმართლობის მსხვერპლი გახდა,დედამ თავი შესწირა მის გადარჩენას,ჰარი ისევ უმისამართოდ გადაიკარგა რომ ნაილი დაეცვა,ლუი "მკვდეთით აღდგა" და დაბრუნდა რომ ნაილი გაეფთხილებინა და ბოლოს...
ლუსიმაც მისთვის საყვარელი ადამიანის გადარჩენისთვის გადადგა ნაბიჯი,ნაბიჯი რომლითაც ნაილი დაიცვა მაგრამ მისი ,ლუის და ჰარიც ცხოვრება გაუფუჩა.
განა ცოდვაა ვინმე თუ გიყვარს? ან ის,რომ გინდა ვინმეს უყვარდე? განა ცოდვაა,სიცოცხლე რომ უსიყვარულოდ არ შეგიძლია? სამწუხაროდ მხოლოდ გული ხედავს კარგად, თვალს არ ძალუძს დაინახოს ის, რაც მთავარია და არსებითი.
ბოდიშის მოსახდელად უკან,ჰარის სახლში დაბრუნებულ ნაილს სახლის კარები ღია დახვდა,სახლი კი არეული,ნაილმა სწრაფად გააბიჯა ჰარის ოთახში,კარადის კარები გამოხსნილი იყო,თუმცა ცარიელი.
"ის შენს გამო წავიდა"-მის გონებაში ჯეიმსის ხმა გაისმა,ნაილი შეკრთა ,უარყოფის ნიშნად თავი გააქნია და გამოსვლა დააპირა როდესაც თვალი წერილს მოკრა,სწრაფად აიღო ხელში.
"ნაილ,ლუსი გაქრა... არ ვიცი ეს რას ნიშანავს,მაგრამ თუ აქ დავრჩები შენ საფრთხე დაგემუქრება,ჩემთვის კი სულერთია თავს რა გადამხდება,იმედია შენს დაავადებას გაუმკლავდები...."
მეტის წაკითხვა ვეღარ შეძლო,იგრძნო როგორ ასტკივდა თავი,რაღაც ძალამ ან იქნებ ჯეიმსმა აიძულა ფურცელი მოეკუჭა,მის გონებაში კვლავ ისმოდა ჩურჩული რომელიც ნელ-ნელა ზლიერდებოდა და მალევე ყვირილში გადაიზარდა. ხმები ერთმანეთში ირეოდა,მას მარტო ჯეიმსის ხმა აღარ ესმოდა,თითქოს რამდენიმე ადამიანი მის გონებაში ერთმანეთს უყვიროდნენ.
"ყველაფერი შენი ბრალია...ყველა გტოვებს..ყველა შენს გამო მიდის... ისინი აღარ დაბრუნდებიან!"
რამდენიმე ხმა იმეორებდა.
(იდენტურობის დისოციაციური აშლილობა არის გაორება, მაგრამ გაორება შეიძლება უფრო გამწვავდეს და გამწვავებულ გაორებას ეწოდება მრავალრიცხოვანი პიროვნებების აშლილობა ,ამ შემთხვევაში ემოციების მოზღვავებამ და თავის დადანაშაულებამ გამოიწვია კიდევ რამდენიმე "მეს" გაჩენა)
-არა! გაჩუმდით!-წამოიყვირა ნაილმა და ხელისგულები ყურებზე მიიბჯინა.
ხმები კი არ ჩუმჩუმებდნენ,ზოგი ზურჩულებდა ზოგი კი ყვიროდა,მის გონებაში ისევე როგორც გულში არეულობა სუფევდა.არაფერი აინტერესებდა,მხოლოდ ერთი აინტერესებდა....გაეჩუმებინა რამოდენიმე ალტერ ეგო,წინ წაიწია და ფანჯარა გამოხსნა.
"შენი ბრალია...შენს გამო მოკვდა დედა...შენი მეგზური სიკვდილია!"
იმეორებდნენ ხმები,ნაილმა ურწმუნოდ ადგა ფანჯარაზე ფეხი,შემდეგ კი გაღებულ ფანჯარაში ლოს-ანჯელესს გახედა,მზე ჩადიოდა და ცას სისხლისფრად ღებავდა.
"შენი ბრალია"-ხმები არ ჩუმდებოდნენ და ნაილს ჭკუიდან შეშლას უქადდნენ.
-მინდა ყველაფერი დამთავრდეს!-ამოიჩურჩულა ნაილმა და ფანჯრის რაფაზე მეორე ფეხიც ადგა,შემოტრიალდა და ოთახს თვალი მოავლო.
მხოლოდ რამდენიმე საათის წინ აქ ჰარი იყო და მასთან ლაპარაკი შეეძლო... ახლა კი ბინა დაცარიელებული და ცივი გამხდარიყო...
ხმა არ ჩუმდებოდა,ჩურჩული რომელიც მის გონებაში ისმოდა,გაძლიერდა და ყვირილში გადაიზარდა.
-არ ვიცი გაიგონებ,თუ არა... მაგრამ ,მინდა იცოდე რომ სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ,ლუსი!-ამოიჩურჩულა ნაილმა ,ხელები გაშალა და თვალები დახუჭა,წამებში კი რამდენიმე ნაბიჯი უკან გადადგა,შემდეგ კი მის სხეულს ქვემოთ სიცარიელე იგრძნო.
თვალწინ დედის სახემ გაუელვა,რომელმაც ნაილის დასაცავად სიცოცხლე გასწირა...
ჰარის სახემ,რომელიც მისი ერთადერთი მეგობარი იყო და რომელსაც მუდამ ესმოდა მისი...
ლუისის სახემ,რომელმაც ის ფსიქიატრიულ კლინიკას გადაარჩინა...
და სულ ბოლოს ლუსის სახემ გაიელვა,რომელიც მართლაც რომ სიცოცხლეზე მეტად უყვარდა,რომელიც მუდამ მის გვერდით იდგა,ბავშვობიდან მის გვერდით მყოფი ადამიანის...
შემდეგ კი ყველაფერი საშინელმა ტკივილმა დაჩრდილა და მეხუთე სართულიდან გადმოვარდნილი ნაილის სხეული მანქანას დაეხეთქა.
თავი 15
ზოგჯერ დგება დრო როცა ყველაფერი სულერთია და ბრძოლოსაც აღარ აპირებ,უბრალოდ არ შეგიძლია და არც გსურს.ზოგჯერ კი გულის ტკივილი იმაზე უფრო დიდია ვიდრე ჩვენ შეგვიძლია გავუძლოთ...
-ექიმი მერვე პალატაში! პაციენტს გული გაუჩერდა!-ყვირის მერვე პალატიდანგამოსული ექთანი და უკან,პალატაში ბრუნდება რომ რაიმეთი დაეხმაროს პაციენტს ,მაგრამ თითქოს მისი გადარჩენა შეუძლებელია.გადარჩა როდესაც "თავისუფალი ფრენა განიცადა" მეხუთე სართულიდან გადმოვარდნისას და მისი სხეული მანქანას დაეხეთქა.ბოლოს რაც იგრძნო ეს იყო ტკივილი შემდეგ კი "სიბნელეში ჩაიძირა"
***
ის იდგა სრულ სიბნელეში,მთელი სხეული სტკიოდა...
ყვიროდა თუმცა მისი არავის ესმოდა....
შველას ითხოვდა თუმცა არავინ შველოდა...
ის იდგა და ელოდა მხსნელს....
მაგრამ ზოგჯერ ის ვისაც ველით,თვითონ ჩვენ ვართ. სხვა არავინ დაგვეხმარება,სხვა ვერ გაგვიგებს ისე როგორც ჩვენ გავუგებთ ჩვენს თავს. ჩვენ ჩვენი თავის მხსნელიც უნდა ვიყოთ,ბნელი მხარეც და გმირიც....
"ვინმეს ელოდები?"-ჩაცინების ხმა მოესმა,ცივი და გამყინავი,სწორედ ისეთი მთელს სხეულში უხილავ ელექტროშოკს რომ მიგაღებინებთ.
ნაილმა თავი ჩახარა,სუთქვა უჭირდა,თითქოს საშინელი ,ცივი ქარი იყო სულ იყინებოდა.
ჯეიმსი იდგა ნაილის წინ და დამცინავად შეჰყურებდა,სიბნელეში მხოლოდ ცივი ცისფერი თვალები ელვარებდენ.
"მე მოვიგე,ნაილ! ეს შენი დასასრულია!"-ჩაიღიმა ჯეიმსმა,ნაილმა თავი ასწია და მას შეხედა.
"შენ... ვერასდროს... გაიმარჯვებ!"-ნაწყვეტ-ნაწყვეტ წარმოსთქვა ნაილმა-შენ ჩემი ნაწილი ხარ! ჩემი შიშისგან დაიბადე! მე შეგქმენი და მევე გაგანადგურებ"
რამდენიმე ძლიერი დარტყმა იგრძნო მკერდის ანრეში,ღრმად ჩასუნთქვას შეეცადა თუმცა მისი სხეული თითქოს აღარ ემორჩილებოდა.
"კლინიკურ სიკვდილს მხოლოდ ერთერთი ჩვენთაგანი გადაიტანს"
ისევ ცივი ხმით წარმოსთქვა ჯეიმს,ნაილმა მას შეხედა,თითქოს ბოლოჯერ...
შემდეგ კი კიდევ ერთი ძლიერი დარტყმა იგრძნო მკერდის არეში,იგრძნო როგორ გაუთბა მთელი სხეული,თვალები გაახილა....
-სასიცოცხლო მაჩვენებლები ნორმაშია!-წამოიძახა მედდამ,ჰაერს მოწყურებულმა ნაილმა ღრმად ჩაისუნთქა და მეთთად,თბილი,ცისფერი თვალები შეანათა.
მის გონებაში არეულობა სუფედა მაგრამ ერთი რამ იცოდა,ჯეიმსი აღარ არსებობდა .... მისი განაჩენი აღარ იყო გაორება!
***
დრო სწრაფად გადის... წამის მეასედში შეიძლება ყველაფერი დაკარგო ან მთელი ცხოვრება შექმნა. როდესაც საავადმყოფოდან გამოწერეს მან არ იცოდა სად წასულიყო,არ ჰყავდა არავინ ვისთვისაც შეიზლება რამე მოეყოლა,ვისაც შეეძლო რჩევა მოეცა... არ ჰყავდა არავინ.
ცდების მიუხედავად ვერც ჰარი იპოვა,ვერც ლუისი და ვერც ლუსი თითქოს ისინი მიწამ ჩაყლაპაო. ბოლოს უკვე იმედგაცრუებულმა ხელი ჩაიქნია ყველაფერზე,ახალი ცხოვრების დაწყება სცადა თუმცა არ გამოუვიდა...დიდი ძებნის შემდეგ მხოლოდ ლიდია იპოვა,რომელიც უკვე 9 თვის ორსული იყო....
შემდეგ კი ისიც დაკარგა როდესაც ლიდია ბავშვზე მშობიარობას გადაჰყვა.
... და დარჩა ნაილი,ბავშვით ხელში,სრულიად მარტო.
ასე ხშირად ხდება,როდესაც ყველაფერს კარგავ და იმედიც აღარ გაქვს,შენთვის ნუგეში გამოჩნდება ხოლმე.
-მამიკოს სიხაულო!-ამოიჩურჩულა ნაილმა,პატარა გოგონა ჩაიხუტა და ლოყები დაუკოცნა,ბავშვს კი ისევ ეძინა...ნეტავ ხვდებოდა რომ ნაილის ერთადერთი ნუგეში იყო ამ უსამართლო სამყაროში? ნეტავ ხვდებოდა რა ძლიერ უყვარდა ის ნაილს? ხვდებოდა კი რომ მხოლოდ მისთვის ცოცხლობდა?
ბავშვი მიიხუტა და ტელევიზორს გახედა,ფეხბურთის მატჩი გადიოდა,ხმა დაწეული ჰქონდა რომ ბავშვისთვის ძილში არ შეეშალა ხელი.
დივანზე ჩამოჯდა და ბავშვი კალთაში ჩაიწვინა,პატარამ თვალები გაახილა და მთქანებით ახედა მამას.
-რაო,სიხარულო გაიღვიძე?-გახარებულმა წამოიძახა ნაილმა და პატარას ხელზე წაეთამაშა.
-ნეტავ იცოდე როგორ მიყვარხარ,რებეკა!-ამოიჩურჩულა ნაილმა და რებეკას შუბლზე აკოცა. დიახ! არ მოგესმათ,რებეკა ლუსის ნამდვილი სახელი!
პატარამ გაუღიმა და მისკენ დახრილ მამიკოს ცხვირზე წაეპოტინა. ზარის ხმა უაზრო დროს გაისმა ,ნაილმა ბავშვი ხელში აიყვანა,თან კოცნიდა და თან იჭერდა,ადრე თუ ფიქრობდა რომ მამის ამპულაში ვერასდროს წარმოიდგენდა თავს,ახლა ხვდება როგორ უყვარს მისი ბნელი ცხოვრების,ერთადერთი ნათელი წერტილი.
კარები გამოაღო და დაბნეულმა გახედა მის წინ მდგარ კულულებიან ბიჭს.
-ბოდიში!-ამოიჩურჩულა ბიჭმა და მისი მწვანე თვალები ნაილს შეანათა.
***
-ჰარი ბიძია!-დაიყვირა რებეკამ და ჰარისკენ გაქცა,ჰარი დაიხარა და თეთრკაბიანი,5 წლის გოგონა ხელში აიტაცა.
-ასე გაგიხარდა ჩემი დანახვა?-გაეცინა ჰარის და გოგონას შუბლზე აკოცა.
-მგონი მამაზე მეტად,შენ უყვარხარ!-ამოიბუზღუნა ნაილმა და იატაკიდან რებეკას სათამაშოების აკრეფვა და სპეციალურ კალათაში ჩაყრა განაგრძო.
ჰარიმ სიცილით დასვა რებეკა და ნაილს მხარზე ხელი დაჰკრა.
-სამაგიეროდ ჩემს შვილებსაც შენ უყვარხარ!
-მეც მიყვარს მამა!-ამოიბუზღუნა რებეკამ,მამასთან მივიდა და წინ დაუდგა.
-აბა ,როგორ გიყვარვარ?-ნაილი რებეკასკენ დაიხარა.
-ისე როგორც ბებოს შენ უყვარდი,ისე როგორც ჰარის შენ უყვარხარ და ისე როგორც დედას უყვარდი...-ბოლოს ამოიჩურჩულა,ნაილმა კი რებეკა მიიხუტა და ლოყები დაუკოცნა.
-მეც,სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ! ახლა კი გაქეცი და ითამაშე კარგი?
რებეკამ თავი დაუქნია ,ჰარის ნაჩუქარ დიდ დათუნიას ხელი დაავლო და ეზოში გაიქცა .
-ისევ თუ უნდა მკითხო ლუი და ლუსის შესახება არც შეწუხდე!-ამოიოხრა ჰარიმ-ნაილ 5 წელი გავიდა! ისინი კი უგზოუკვლოდ გაქრნენ!
-იმედი ბოლოს კვდება!-ამოიხრა ნაილმა და ფანჯრიდან ეზოში გაიხედა,სადაც რებეკა თამაშობდა.
****
ჟურნალი "London News"
"ჯერემი ტომლსონის გარდაცვალების შემდეგ ლოლვუდის ფსიქიატრიულ საავდმყოფოდან პაციენტები სხვადასხვა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს,თიმცა პაციენტების გარდა შემოწმების ჩატარებისას აღმოჩნდა რომ იქ იმყოფებოდა ცნობილი ჰაკერი რებეკა კოლინზი,ცნობილი როგორც ლუსი სტოუნი,ასევე ლუის ტომლონი .ორივე მათგანი იმდენად გაბრუებული იყო ფსიქოტროპული წამლების მეშვეობით რომ გამოვლინდა მხედველობის და მხედველობის პრობლემები....ისინი გადაიყვანეს წმ.პერტეს საავადმყოფოში..."
***
-ბატონონაილ,სად მიდიხართ?-გაოცებით წამოიძახა რებეკას ძიძამ,რუბიმ-ჩვენ ხომ შევთანხმდით რომ 6 საათის შედეგ თავისუფალი ვიქნებოდი?
-რუბი სასწრაფო საქმე მაქვს,გთხოვ რებეკასთან დარჩი სანამ ჰარი მოვა კარგი?
-კარგი!-დაბნეულმა დაეთანხმა და სახლიდან გასულ ნაილს თვალი გააყოლა.
ნაილი კი მიდიოდა...მიდიოდა მის წარსულთან შესახვედრად.
****
-მასთან ვერ შეგიშვებთ!-მედდამ უკვე მეათედ გაუმეორა ნაილს.
-რატომ?-შეუღრინა ნაილმა.
-მასთან მხოლოდ ოჯახის წევრებს უშვებენ!-არ დაუთმო მედდამაც.
-მას ოჯახი არ ჰყავს! -შეუღრინა ნაილმაც.
-აქ რა ხდება?-დაბნეული ექიმი ლუსის პალატიდან გამოვიდა.
-ამ ახალგაზრდას პაციენტის ნახვა სურს მაგრამ ის არ არის მისი ოჯახის წევრი!-თვალები გადაატრიალა მედდამ და მთავარ ექიმს შეხედა.
-თქვენი სახელი!-ცივად წარმოსთქვა ექიმმა.
-დაცვის გამოძახებას აპიებთ?-ამოიხრა ნაილმა-მხოლოდ 5 წუთით ვნახავ,გთხოვთ!
-თქვენი სახელითქო!-თითქმის დაიყვირა მთვარმა ექიმმა.
-ნაილ ჰორანი!-შეუბღვირა ნაილმა
-ნაილი?-გაბრაზებული გამომეტყველება შეეცვალა ექიმს და სახეზე ღიმილი მოეფინა-მაშ,ის თქვენ გახსენებთ!
-ლუსი მე მახსენებს ხოლმე?-თვალები წამოენთო ნაილს.
-სულ!-ჩაიღიმა ექიმმა-შებრძანდით მასთან...
ნაილმა ექიმს მადლიერად გაუღიმა ,შემდეგ კი მედდას დამცინავად ჩაუკრა თვალი და კარები შეაღო. ლარები შეაღო ოთახში სადაც მას მისი წარსული ელოდა...
ახლა მისი წარსული-ლუსი და მომავალი-რებეკა ერთმანეთს შეერწყა და ნაილს პირველად ამდენი წლის მანძილზე შეეძლო ეთქვა რომ ბედნიერი იყო...
მათი სიყვარულისთვის კი აღარ არსებობდა დაბრკოლებები.
მათი წმინდა სიყვარულმა შეძლო და გადალახა ყველა დაბრკოლებები,ყველაფერი უკან მოიტოვა და გაიმარჯვა!
სიყვარულმა როგორც ყოველთვის გაიმარჯვა!!!
დასასრული <3



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Zustad dges gamaxsendi da mogisaklise :ddd wavedi aba wavikitxo!!!

Kargi iyo. Jeimsis ganadgurebis es varianti momewona. Realuradac asea?

 


№2  offline წევრი Cruella-De-Vill

nawkas12345
Zustad dges gamaxsendi da mogisaklise :ddd wavedi aba wavikitxo!!!

Kargi iyo. Jeimsis ganadgurebis es varianti momewona. Realuradac asea?

რეალურად სამწუხაროდ არ იკურნება გაორება, პირიქით რთულდება და ადამიანში მცხოვრები პიროვნებები უფრო მეტი ხდება . მადლობა რომ კითხულობდი. kissing_heart heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent