მორჩილება 33 (დასასრული)
ლექსომ ძალ-ღონე მოიკრიბა და მარიამის მშობლებს.მალე ყველა ადგილზე იყო.თავიდან არ ჰქონდა მომხდარის შესახებ ნათქვამი მშობლებისთვის და ამის სათქმელადაც დიდი ძალისხმევა დასჭირდა.დედამისი ცუდად გახდა და გონება დაკარგა,ამიტომ ექიმებს მისი პალატაში მოთავსება დასჭირდათ.მამამისმაც არანაკლებ განიცადა და იქვე დაიწყო უჩუმრად ტირილი.ხმამაღლა არ ამბობდა,თუმცა დარწმუნებული იყო,რომ მისი ცხოვრების განადგურებაში თვითონაც მიუძღვოდა წვლილი,თუმცა აუცილებლად უნდა გაეკეთებინა ის,რაც გააკეთა.ცოტა ხალში მარიამის დედა,მამა,თეკლა და რამოდენიმე ნაცნობი საავადმყოფოში გაჩნდნენ.შვილის გარდაცვალების გაგების შემდეგ ლანამ ყველანაირი ემოციის და სიტყვის გარეშე გონება დაკარგა. *** გათენებამდე ყველანი იქ იყვნენ.მარიამის დედაც ამ დროს გამოფხიზლდა.თავი სიზმარში ეგონა და თვალის გახელისთანავე მიხვდა,რომ საავადმყოფოში იყო და არც მომხდარი ამბავი არ იყო ტყუილი.ჯერ კიდევ სუსტად იყო და ბოდავდა. -ჩემი შვილი - სუნთქვა უჭირდა ლანას სკამზე ჩამომჯდარ ლექსოს და თეკლას მის ხმაზე უცებ გაეღვიძათ. -ლანა,დამშვიდდი რა,არ შეიძლება შენთვის ნერვიულობა.არ დაიღალო,ნუ ილაპარაკებ - მშვიდად უთხრა ლექომ -ლექსო,სიზმარში ვარ,ხომ? - ტირილს იწყებდა ლამა ლექსომ დამნაშავესავით დახარა თავი იმის ნიშნად,რომ ყველაფერი სინამდვილეში ხდებოდა. -ლექსო,რა ხდება,მითხარი - ტირილს განაგრძობდა ლანა -დამშვიდდი,ძალიან გთხოვ,ჩვენც ცუდად ვართ - საუბარში თეკლა ჩაერთო -ექიმს დავუძახებ,რომ დააძინოს,თორემ ძალიან ცუდადაა - ჩუმად უთხრა ლექსომ თეკლას -კაი,მიდი ლექსო პალატიდან გავიდა მორიგე ექიმის მოსაყვანად.დაღლილმა თეკლამ ლანას საწოლთან დადო თავი და ლამის ჩაეძინა,როცა ექიმი შემოვიდა პალატაში და ლამას დამამშვიდებელი გაუკეთა.სისუსტის გამო მაშინვე ჩაეძინა. -მიდი დაიძინე შენ - უთხრა ლექსომ და იქვე მდგარი საწოლისკენ მიუთითა -მერე შენ -მე სავარძელში დავიძინებ -კაი დილიტ 5 საათზე ორივეს გაეღვიძათ მოუხერხებელი ადგილების გამო.ჯლანას ჯერ კიდევ ღრმად ეძინა. -ყავა არ გინდა? - შესთავაზა ლექსომ -ხო დავლევ - თეკლა ადგა და ერთად გავიდნენ პალატიდან ყავის მოტანის შემდეგ ლექსო პალატაში აპირებდა დაბრუნებას და თეკლამ გააჩერა. -საქმე მაქვს,2 წუთით - უხერხულად უთხრა თეკლამ - დავსხდეთ წამოდი იქვე მდგარ სავარძელზე დასხდნენ. -რა ხდება? - ჰკითხა მძინარე ლექსომ -არ მინდა გეწყინოს,ან სხვანაირად გამიგო,მაგრამ მგონია,რომ ზურასაც უნდა გავაგებინოთ -რატომ გგონია? -რატომ უნდა მეგონოს ვერ ხვდები? ლექსომ ღრმად ჩაისუნთქა და ამოისუნთქა -კარგი.დაურეკე თუ გინდა -ახლა? -ხო ახლა,თორემ არ მინდა მერე სახლში ხალხმა ნახონ -კარგი.დაიძინე შენ თუ გინდა -არა,ვიქნები თეკლა სავარძლიდან ადგა და ზურასთან გაუშვა ზარი.რამოდენიმე ზარის შემდეგ ნამძინარევმა ზურამ უპასუხა. -გისმენთ -ზურა -თეკლა?რა ხდება,შუაღამეა,მეძინება -რაღაც მოხდა -რა? - გამოფხიზლდა ზურა -საავადმყოფოს ადგილს გეტყვი და შეგიძლია მოხვიდე? -რა მოხდა? -მოდი რა,არ მომაყოლო ტელეფონოთ - ხმა აუთრთოლდა თეკლას და ეტირებოდა -რეზოს ჭირს რამე? -არა არა -აბა,დედაშენს? -არათქო.მოდი რაა - ცრემლები ვეღარ შეიკავა თეკლამ ზურამ რამოდენიმე წამით ხმა არ ამოიღო. -მარიამს დაემართა რამე? - ჰკითხა შიშნარევი ხმით.თეკლამ პასუხი არ გასცა კითხვაზე და პირდაპირ მისამართი უთხრა. *** ზურა რამოდენიმე წამით ლოგინზე იჯდა და ფიქრობდა.კითხვაზე არ უპასუხია,ე.ი მისი ვარაუდი მართალი იყო და მარიამს სჭირდა რაღაც.ლოგინიდან უცებ წამოდგა და ჩაცმა დაიწყო.მის ადგომაზე ნათიასაც გაეღვიძა და გაოგნებულმა შეხედა. -რომელი საათია?სად მიდიხარ? -საავადმყოფოში.მოვალ მალე -რამე მოხდა? - შეეშინდა ნათიას -არაფერი.დაიძინე - მოკლედ უპასუხა ზურამ და ოთახიდან გავიდა. *** ნათიას ლექსოს ხმარზე ჩამოეძინა და ლექსოსაც ეძინა.დერეფანში ნაბიჯების ხმამ ორივე გამოაფხიზლა.მათ წინ ზურა იდგა. -რა მოხდა? - შეწუხებული ხმით ჰკითხა ზურამ რამოდენიმე წამით ორივე დუმდა.ახლა ზურაც და ლექსოც ხვდებოდნენ,რომ კინკლაობის და კონკურენციის დრო არ იყო მათ შორის და ამიტომ ზურა ხან თეკლას,ხან ლექსოს უყურებდა და ლექსოც ისე უყურებდა,როგორც ჩვეულებრივ ნაცნობს და არა კონკურენტს.ყოველ შემთხვევაში მათ შორის კონკურენცია უკვე დასრულებული იყო. -დაჯექი - წყნარად უთხრა თეკლამ -თქვი რა რა ხდება ბოლო ბოლო - გაღიზიანდა ზურა - მარიამს სჭირს რამე? -კი -რა? -მოკვდა ზურა რამოდენიმე წამით დადუმდა და სახეზე არანაირი ემოცია არ ეწერა. -რა თქვი? -ხო ზურა მის გვერდით დაჯდა გაოცებული და გაყინული სახით.მოსმენილის აღქმა აშკარად ძალიან გაუჭირდა.ხელებში თავი ჩარგო და იგივე უემოციო სახეზე მხოლოდ თვალები აუცრემლიანდა. -სადაა? -მორგში -ნახვა მინდა -ექიმს უთხარი -დავუძახებ - საუბარში ლექსო ჩაერთო და ექიმის მოსაყვანად წავიდა. ზურას თავი ისევ ხელებში ჰქონდა ჩარგული და ჩუმად ქვითინებდა. -დამშვიდდი,რა - დააწყნარა თეკლამ და მხარზე ხელი დაადო. ამასობაში ექიმი მოვიდა და მორგში შესვლის ნება დართო. -მარტო შეხვალ? - ჰკითხა თეკლამ ზურა -ხო - უთხრა და ექიმს გაყვა მძინარე თეკლას თვალები აუცრემლიანდა და თავი ლექსოს მხარზე დაადო და მაშინვე ჩაეძინა.ლექსოსაც მასთან ერთად მიეძინა. ექიმმა ზურა მორგში შეიყვანა და ერთ-ერთი მაგიდისკენ მიუთითა,სადაც სხეული იყო თეთრი ზეწრით გადაფარებული,თუმცა რთული მისახვედრი არ იყო,რომ მარიამი იყო,რადგან მისი მაგიდის გარდა ყველა თავისუფალი იყო. ზურას მასთან მისვლის შეეშინდა.იმის,რომ მას ცოცხალს ვეღარ ნახავდა,იმის,რომ თავის საყვარელ ადამიანს მართლა მკვდარს ნახავდა,საკუთარ შვილთან ერთად. ჩანდა ექიმი წასვლას არ აპირებდა და უძილობისგან ერთ ადგილს მიშტერებოდა. -დამტოვეთ,რა - სთხოვა ზურამ ექიმი გამოფხიზლდა და მორგიდან გავიდა. ზურას მასთან მიახლოების უფრო და უფრო ეშინოდა,თუმცა ამის მიზეზი რაიმე პარანორმალური მოვლენის შიში კი არა,მისი სამუდამოდ დაკარგვის შიში იყო.ამ ზეწარში უფრო შემზარავი ეჩვენებოდა ეს ყველაფერი.მის მაგიდასთან მდგარი სკამის დანახვისთანავე მიხვდა,რომ იქ მისი რომელიმე ოჯახის წევრი,თეკლა ან ლექსო უნდა მჯდარიყო.რატომღაც ლექსოზე იფიქრა და არ შემცდარა კიდეც.სკამს მიუახლოვდა და დაჯდა.მუცელზე ხელი დაადო,ისე,რომ ზეწარი არც გადაუხდია.ცრემლები ღვარღვარით მოსდიოდა,თუმცა ეს მაინც ვერ გამოხატავდა იმ ემოციას,რასაც სინამდვილეში გრძნობდა.ბოლოს ზეწრის გადახდა მოინდომა,ძალ-ღონე მოიკრიბა და ზეწარი მთლიანად გადახადა.უნდოდა ბოლოჯერ ნანახი სამუდამოდ ისეთი დამახსოვრებოდა,როგორიც ბოლო წუთებში იყო.უფრო ძლიერად აქვითინდა მის დანახვაზე.ფერი ოდნავ დაკარგული ჰქონდა,თუმცა ვერავინ იფიქრებდა,რომ მკვდარი იყო.მისი ხელი ხელებში მოიქცია და იგრძნო,თუ როგორი ცივი იყო.ტუჩებთან მიიტანა და აკოცა.ასე დიდხანს იყო,თითქოს ათბობსო.თმაზე ხელი გადაუსვა და სახეზე უყურებდა იმის მოლოდინში,რომ უცებ თვალებს გაახელდა,თუმცა ამას სულ ტყუილად ელოდა...იჯდა და მთელი ღამე ელოდა...ტირილისგან დაღლილმა ხელი მის თმას მოაცილა და ახლა მუცელზე დაადო,რომლითაც მის შვილს ატარებდა.ამაზე გული უფრო უკვდებოდა და თავისკენ მიიზიდა და მუცელზე თავი დაადო,თითქოს შვილს უსმენსო.ეს ყველაზე დიდი სითბო იყო,რომელსაც მისი შვილი ოდესმე მამისგან მიიღებდა.მისთვის ახლა არ დაბადებული და გარდაცვლილი შვილი მისი ყველაზე საყვარელი შვილი გამხდარიყო.შვილი,რომელსაც არ იცნობდა.თავს დამნაშავედ გრძნობდა ბავშვის დედის წინაშეც,რომელიც მაშინ მიატოვა,როცა ყველაზე მეტად სჭირდებოდა მისი დახმარება,როცა ხელი გაუწოდა დასახმარებლად,თვითონ კი უკანასკნელი ნაძირალასავით მოიქცა და დახმარებაზე უარი უთხრა.სწორედაც,რომ თავის თავს ადანაშაულებდა ამაში.მხოლოდ მაშინ ხვდება ადამიანი თავის შეცდომას,როცა უკვე გვიანია გამოსასწორებლად.ალბათ ყველაზე უკეთ მას შეეძლო მისი დახმარება,თუმცა იმასაც ხვდებოდა,რომ ცოტა-ცოტა დანაშაული ყველას ჰქონდა მის მიმართ,რადგან გვერდში არავინ დასდგომია...ლექსოს გარდა...მხოლოდ ლექსო იყო მისი ღირსი,რომელსაც იმდენად უყვარდა,რომ სხვისი შვილის გაზრდაზეც კი თანახმა იყო.შვილის,რომლის მამაც ბოლოს ნაგავი აღმოჩნდა.ზურას ამ ფიქრებში ნელ-ნელა ეძინებოდა.ახლა ყველაფერს მისცემდა დროის უკან დასაბრუნებლად და მისი საყვარელი ადამიანის და შვილის დასაბრუნებლად.გამოფხიზლება არც უცდია.უნდოდა ჩასძინებოდა და რომ გაიღვიძებდა ყველაფერი სხვანაირად ყოფილიყო.ახლა იძინებდა მარიამზე,მის შვილზე და თავის თავზე ფიქრში.ფიქრებში მისი ოცნების ოჯახს ქმნიდა მასთან ერთად,სადაც არავინ იყო მათ გარდა. *** დილით ექიმმა გააღვიძა და მორგიდან გასვლა სთხოვა.გავიდა და გარეთ ისევ ლექსო და თეკლა დახვდნენ. -ზურა,წადი სახლში,ცოდო ხარ.გამოიძინე - უთხრა თეკლამ -არ მინდა,დავრჩები -ჯობია წახვიდე -თეკლა,მოვალეობის გამო არ ვრჩები.დარჩენა მინდა -მაგიტომ არ გეუბნევი.მარიამის მამა ისევ მოვა და აქ რომ გნახოს,ხომ ხვდები.ჯობია წახვიდე -არ მეშინია მამამისის -ვიცი,რომ არ გეშინია,უბრალოდ არაა საჭირო ზედმეტი ჩხუბი და ხმაური ზურამ ხმა არ ამოიღო. -მარიამის ხათრით,ჯობია წახვიდე - განაგრძობდა თეკლა მარიამის ხსენებაზე ზურამ სახეში შეხედა -კარგი - დაეთანხმა ბოლოს. *** სახლში მივიდა და კარზე დააკაკუნა.დილის 7 საათი იყო.ნათიას ჯერ კიდევ ეძინა და ცოტა ხანში გააღო კიდეც. -რა მოხდა,სად გავარდი? - გაბრაზებულმა ნათიამ ჩხუბი დაიწყო დაღლილი ზურა ხმას არ იღებდა. -ზურა,რა მოხდა? -მარიამი -რა მარიამი? -მოკვდა -რაა? - გულწრფელად შეეცოდა ნათიას მარიამი და ზურაც - როგორ? -თავი მოიკლა ნათიამ პირზე ხელი აიფარა და ზუსტად მიხვდა ქმრის მდგომარეობას,ამიტომ ჩხუბის ნაცვლად მისი გამხნევება გადაწყვიტა და ქმარს ძლიერად ჩაეხუტა.მისდა გასაკვირად ზურაც ჩაეხუტა და ნათია მიხვდა,რომ ტიროდა -დამშვიდდი - აწყნარებდა ნათია - დაიძინე,დაისვენე - უთხრა და ერთად წავიდნენ დასაძინებლად. ზურამ შუადღისას გაიღვიძა,თუმცა ადგომის თავი არ ჰქონდა და არც სურდა,ამიტომ ლოგინში ყოფნა გადაწყვიტა. ნათიამ ოთახში შეიხედა და გაღვიძებული ქმრის დანახვაზე მისთვის მომზადებული სადილი შეუტანა. -ჭამე რამე -არ მშია -არ შეიძლება ეგრე.ლოგინიდან ვერ დგები,ვერ ხედავ? -არ მინდა,მადლობ -კარგი,აქ დავტოვებ.თუ რამე დაგჭირდა დამიძახე - უთხრა და ოთახიდან გავიდა. რამოდენიმე დღე ასე გრძელდებოდა.ზურა ვერც ლოგინიდან დგებოდა და რომც ამდგარიყო სამძიმარზე ვერ წავიდოდა თეკლას თხოვნის და მამამისის გამო.არც ის სურდა მის დანახვაზე ხალხს ლაპარაკი დაეწყო და მარიამთან ერთად მისი განკითხვაც. როცა მისი დაკრძალვის დღე გათენდა თავს საშინლად გრძნობდა.მხოლოდ დასაფლავების და ხალხის წასვლის შემდეგ შეეძლო იქ წასვლა.ამის ყურება ისედაც გაუჭირდებოდა და არასოდეს დაავიწყდებოდა,ამიტომ მთელი დღე ლოგინში გაატარა.შუადღისას თეკლას დაურეკა და ყველაფერი გამოჰკითხა.გაიგო მისი საფლავი სად იყო და წასვლა გადაწყვიტა.1 საათში უკვე ადგილზე იყო და საფლავის ძებნას შეუდგა.ბევრი სიარულის შემდეგ ოდნავ მოშორებით შენიშნა ახალი დაყრილი მიწა და მასზე ყვავილების გროვა.მიუახლოვდა და ქვას შეხედა.სურათი ეცნო და მისი დანახვისთანავე თვალები დახუჭა,შემდეგ ისევ გაახილა და მის სურათს მიუახლოვდა.მუხლებზე დადგა და სახელი და გვარი ასე წაიკითხა.თვალებს ვერ უჯერებდა,რომ ამ სახელს ხედავდა და ამ სახეს.მისდა უნებურად ცრემლები წამოუვიდა.მისი საყვარელი ადამიანი მკვდარი,სიყვარულის ისტორია კი საბედისწერო აღმოჩნდა.ხვდებოდა,რომ ამ ადგილიდან მოცილება ძალიან გაუჭირდებოდა.ახლა ის და თავის შვილი მხოლოდ თავის მეხსიერებაში დარჩებოდა.ამ მომენტიდან იგრძნო უსასრული მონატრება,მოლოდინი,დარდი,რომლის შემსუბუქებასაც ვერავინ და ვერაფერი მოახერხებდა.რა მისცემდა მოსვენებას,ამაზე პასუხი არ ჰქონია,ერთადერთი ვინც ამას შეძლებდა მხოლოდ მიწის ნაწილიღა იყო.აღარ არსებობდა ადამიანი,რომელიც მთელი სულით და გულით უნდოდა,რომ მასთან ყოფილიყო.არსებობენ მხოლოდ მოგონებები და ოცნებები,სადაც ისინი კვლავ ერთად არიან,სადაც ერთად არიან,სადაც ცოცხლობენ.სიცოცხლის ბოლომდე ემახსოვრება ადამიანი,რომელმაც მთელი მისი ცხოვრება შეცვალა,ის შეცვალა.მაგრამ ცხოვრებას ვაგრძელებთ,რადგან გულით ვატაროთ საყვარელი ადამიანები,რადგან ხსოვნას შემორჩეს მოგონებები,რაც მათთან გვაკავშირებს,რაც გვაერთიანებს.ალბათ დროსთან ერთად,გრძნობებიც გაგვინელდება,დავბერდებით და ისე აღარ გავიხსენებთ საყვარელ ადამიანს,როგორც უწინ,ვეღარ ვიგრძნობთ იმას,რასაც ვგრძნობდით დიდი ხნის წინ,გავიხსენებთ ისე,როგორც ჩვეულებრივი მოვლენა,მაგრამ გვემახსოვრება ისე,როგორც მოვლენა,რომელმაც შეგვცვალა.ტვინის იმ უჯრედებს,რომლებიც ცოცხლობენ,ბუნდოვნად ემახსოვრებათ ადამიანის სახელი,რომელმაც დაგვიტოვა სევდა.ვიხსენებ ყველაფერს,რაც ტვინც შემორჩენოდა და გულს დასავიწყებლად ვერ გაემეტებინა,ვიხსენებთ ყველა მომენტს,რაც მასთან გვაკავშირებდა.ზურას ამ დროს ახსენდება ის დრო,როცა პირველად ნახა.1 საათიანი ჯდომის შემდეგ სახლში წასვლა გადაწყვიტა.გზაშიც ბევრს ფიქრობდა ამ ყველაფერზე და ერთ რაღაცას მიხვდა,რამაც გონება გაუნათა,ალბათ ეს მისი ასაკის ბრალიც იყო.სახლში მისულს ნათიამ გაუღო კარი,რომელიც სამზარეულოში ტრიალებდა.ზურა ჩვეულებრივად მიიღო,მიუხედავად იმისა,რომ კარგად იცოდა,სადაც იყო.ზურამაც იცოდა,რომ ცოლი ყველაფერს ხვდებოდა. -არ გშია? - საჭმელი შესთავაზა ნათიამ -ბავშვები სად არიან? -მასწავლებლებთან.შენ არ შეჭამ? -მადლობა - უთხრა თავდახრილმა ზურამ -რაა? - გაუკვირდა ნათიას -მადლობა -რისთვის? - მართლა ვერაფერს ხვდებოდა -ამდენი რამისთვის.იმისთვის,რომ ღალატი მოითმინე,ჩემი გაუთავებელი ჩხუბის მოთმენა გიწევდა ყოველთვის და შენს მდგომარეობაში არასდროს შევდიოდი,არასდროს მესმოდა შენი და ამ ყველაფრის ფონზე მაინც კეთილი და ჭკვიანი შვილები გაზარდე,რომლებსაც ნაგავი მამა ყავთ.არამარტო მამა,ქმარიც ლაჩარი ვარ და ადამიანიც.მადლობა იმისთვისაც,რომ ყველაზე რთულ მომენტში გვერდში დამიდექი და ჩემგან განსხვავებით შენ ყოველთვის იცოდი რა მინდოდა და რა მჭირდებოდა.მიჭირს ამის თქმა ეგოიზმის გამო,მაგრამ შენ ჩემზე უკეთესი ადამიანი გეკუთვნის ნათია გაოცებული უსმენდა და თბილად გაეღიმა ქმრის სიტყვებზე. -შეიძლება,მაგრამ მე შენ მიყვარხარ და შენ აგირჩიე ზურას ამაზე გაეღიმა და ცოლი გულში ჩაიკრა.ცოტა ხანში ცხოვრება ჩვეულებრივ განაგრძეს. -ჭამე საჭმელი,მოდი - მაგიდისკენ მიუთითა ნათიამ ზურა მაგიდას მიუჯდა და საუბარი ისე განაგრძეს,თითქოს არაფერი მომხდარა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.