შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უხილავად შემაყვარე თავი(14 თავი)


25-05-2017, 17:24
ავტორი მარიამი მ.ბ
ნანახია 1 985

მოგესალმებით!დიდი დიდი ბოდიში დაგვიანებისათვის ამხელა პაუზა არ გამიკეთებია.მომიტევეთ შეცდომებიც რომლებიც შეგხვდებათ...ახლაკი იმედი მაქვს მოგეწონებათ ეს თავი

heart_eyes heart_eyes
14-----------------------------------------------------------------------
საღამომ მშვიდობიანად და ლამაზად ჩაიარა.საღამოს დასასრულს რესტორანში მხოლოდ წყვილები და ლუკა დარჩნენ.ბიჭები სტუმრებს აცილებდნენ,რომლებიც მადლობას უხდიდნენ და კიდევ ერთხელ ულოცავდნენ გეგას,ის კი ღიმილიანი,ბედნიერი სახით იღებდა აცილებდა მათ.რამოდენიმე ხნის შემდეგ კი რესტორანში შემოვიდა და ნინისთან მოსულმა ღრმად ამოისუნთქა.
-მორჩა!-გეგამ ნინის ხელი ჩაკიდა-წავიდეთ?
ნინიმ გაუღიმა და მხრები აიწურა.
-რავიცი...თუ აღარაფერს ვაკეთებთ წავიდეთ.
გეგამ ბიჭებს გადახედა და ანიშნა მივდივართ თუ არაო.სანდრომ და იკამ გეგას თავი დაუკრეს და ირგვილივ დაბნეული თვალებით მიმოიხედეს.
-ლუკა სადაა?-იკითხა გეგამაც.
-აქ ვარ!-კარში ლუკამ შემოიხედა და გაიღიმა-მე ხომ ჯერ ჩემი ძმისთვის საჩუქარიც კიარ მიჩუქებია?!გარეთ გამოდით!
გეგამ ჯერ ნინის შეხედა გაოცებულმა შემდეგ კი ბიჭებს.გეგა გარეთ ნინისხელჩაკიდებული გავიდა და დანარჩენებიც მათ გაჰყვნენ.ლუკამ თითი ასწია და იქმყოფთ ცაზე მიუთითა.უეცრად რაღაცის ხმა გაისმა და ვარსკვლავებით სავსე ცაზე ფეიერვერკმა იფეთქა,რომელშიც ნელ-ნელა გამიკვეთა ასოები"გ ე გ ა 25"
გაოცებული გეგა უყურებდა თბილისის თავზე გამეფებულ მის სახელს და უსაზღვროდ ბედნიერი იყო.გახარებული ლუკას გადაეხვია
-გილოცავ ძმაო!დღეს მთელმა თბილისმა იცის ვისი დაბადების დღეცაა!
-მადლობა საუკეთესო მყავხარ!-ბუტბუტებდა გეგა .
-ჰო და კიდევ მაქვს რაღაც...-ლუკამ ჯიბიდან ორი კოლოფი ამოაძვრინა.ერთი გეგას გაუწოდა.
-ეს შენია ნახე
გეგამ კოლოფი გახსნა და ყუთიდან საათი ამოიღო.
-ვაა...მაგარია ძალიან..მადლობა!-გეგამ საათი მოირგო და კმაყოფილი სახით დახედა.
-ჰო..და ეს შენ!-ლუკამ ყუთი ნინის გადასცა.დაბნეულმა ყუთს დახედა
-მე?
ლუკამ გაუღიმა
-ჰო ჰო შენ..არ ნახავ?
ნინიმ გაიცინა და ყუთი გახსნა.
ყუთიდან იმავე სტილის ზომით ოდნავ მცირე საათი ამოიღო ნინიმ.
-ვაუ..ერთნაირია..-აღმოხდა ნინის და გეგას შეხედა.
-ჰო..თან ნახე...-ლუკამ საათი ამოატრიალა და ნინის კუთხეში ამოყვანილი გ ასო აჩვენა.გეგამ თავისი საათი ამოატრიალა და ასო ნ-ს ღიმილით შეავლო თვალი.
-ეს რა მყავხარ ?!-გეგამ ლუკას სიამაყით შეხედა.
-ძალიან დიდი მადლობა!-ნინი ლუკას გადაეხვია და საათს კიდევ დახედა.
-მინდა სულ ასე იყოთ...ბედნიერები!-ლუკამ ორივეს ხელი აიღო და ბოლოს ერთმანეთს მიაბარა . ნინის გადახედა
-შენთვის ჩამიბარებია!
რესტორანი ერთად დატოვეს სახლთან ყველა ერთად მივიდნენ.ნინი გეგას დაემშვიდობა და მანქანიდან გადმოვიდა.სადარბაზოში შედიოდა როცა გეგამ დაუძახა
-რა მოხდა?-იკითხა ნინიმ
-არაფერი...უბრალოდ ყველაზე ლამაზი იყავი...
.........
დეკემბრის პირველმა კვირეებმაც მშვიდობიანად და კარგად გაიარა.ნინი გადატვირთული იყო სასწავლებელში თუმცა გეგასთვის დროს ნახულობდა.დეკემბრის ბოლოც დადგა და ახალი წელიც მოახლოვდა.ნინის და მის მეგობრებს ყოველთვის ძალიან უყვარდათ ახალი წელი და წელსაც დიდი სიხარულით ელოდებოდნენ.ამ დროს როგორც წესი ოჯახთან ერთად ატარებდნენ მაგრამ წელს გამოცდები სამივეს უგვიანდებოდათ და ამიტომ ვერ ახერხებდნენ წასვლას თუმცა ამ გულდაწყვეტის მიუხედავად მოლოდინი მაინც ჰქონდათ.წინადღეებში ერთად მოემზადნენ.სამზარეულოშიც დატრიალდნენ და სხვადასხვა კერძები მოამზადეს ახლაკი მათი ნახელავი ამშვენებდა საახალწლო სუფრას.ბიჭებს საქმე გამოსჩენოდათ და ვერ მოახერხეს მოსვლა.ამიტომ წელს მხოლოდ მათ მოუწევდათ ახალწელთან შეხვერდრა.
-რომელი საათია?
იკითხა ლილემ და სუფრას თვალი მოავლო.
სალიმ საათს დახედა
-ათი წუთი აკლია თორმეტს
-გავიდეთ აივანზე მაშინ
თქვა ნინიმ.გოგონები აივანზე გავიდნენ. უეცრად ნინიმ უკან დაიხია და დაიყვირა
-ვაიმე!
-რახდება?-იკითხა სალიმ და ზემოთ აიხედა.პირზე ხელი აიფარა და გაეცინა.
ზემოდან ჯერ სამი ადამიანის ფეხები გამოჩნდა შემდეგ კი აივანზე უზარმაზარი თაიგულებით ხელში გეგა სანდრო და იკა დაეშვნენ.გოგონებმა სიხარულისაგან შეჰკივლეს და საყვარელ ადამიანებს ჩაეხუტნენ.
-მაინც მოხვედი...-ჩასჩურჩულა ნინიმ გეგას.
-აბა ახალი წელი შენს გარეშე?...სისულელეა!..
-ლუკა?
-მოვა..აი ზარია მოვიდა.
ლუკაც გამოჩნდა და იქმყოფთ მიესალმა
-აბაა ბევრი დარჩა?!-იკითხა ლუკამ და სანდროს გახედა
სანდრომ საათს შეხედა
-აბაა დავითვალოთ!
-უკვე?
-აჰაამ..ათი..ცხრა...რვა...
ყველამ ერთდროულად დაიწყო თვლა და ცას მიაჩერდნენ.
-სამი...ორი..ეერთიიი..
-გილოცავთ!-დაიყვირეს ბიჭებმა ხმამაღლა და გოგონებს ცაზე ანიშნეს,სადაც უზარმაზარი ფეირვერკი გაიშალა და თბილისის თავზე ფერადი გული მოხატა.გოგონებმა ერთმანეთს აღტაცებით შეხედეს.
-რამაგარია!-თქვა სალიმ და ბიჭებს შეხედა
-ძალიან ლამაზია!-ლილემ ცას ახედა
- ბიჭებო მადლობა!თქვენროარ გვყავდეთ!-გაეცინა ნინის.
-ჩვენ თქვენზე მნიშვნელოვანი საქმე არ გვაქვს გოგოებო..ეს უნდა იცოდეთ!- გეგამ ნინის შეხედა და გაეღიმა
-ამას შეხედეთ რა!-ლუკამ ნინის გეგაზე ანიშნა .ყველას გაეცინა
-ახლა შევიდეთ სუფრა გაშლილია!
-შევიდეთ!
სუფრა შეივსო.გოგონები ტუჩებს თავს ვერ უყრიდნენ და ღიმილიანი სახით უყურებდნენ ერთმანეთს.
იკამ დაბლა ჩაირბინა და ხუთ წუთში სუფრა ნაირნაირი სასმელებით აავსო.
ნინიმ იკას წარბაწევით შეხედა
-იკა ეს რა არის?..ამდენს ვინ დალევს?
-შენ არ დალევ?-ჰკითხა გეგამ
-არა..ამდენ მთვრალს მიხედვა არ უნდა?
-კაი რა ნინ ცოტა..-აწუწუნდა ლილე და ნინის მოღუშული სახით შეხედა.
-კარგი ცოტას დავლევ.
-ჩემი გოგო-გეგამ ხელი გადახვია.
ღამის ოთხი საათი სრულდებოდა. გეგა ფეხზე ძლივსძლივობით წამოდგა.
-სად მიდიხარ?-ნინი წამოდგა და გეგას ხელი მოკიდა.გეგამ ხელი გადახვია და გაუღიმა.სასმლისაგან თვალები გამუქებოდა და უფრო უბრწყინავდა.
-ამათმა იციან რო მიყვარხარ?
იკას გაეცინა.ფეხზე ბარვ
ბაცით წამოდგა,გეგას და ნინის ხელი გადახვია.ორივეს მოეხვია და გეგას გრ ხედა
-კი ძმაო..ვიცით..ვიცით ერთმანეთისთვის რას ნიშნავთ..ისე როგორც შენიცი ჩემთვის რას ნიშნავს ლილე-იკამ მზერა ლილეზე შეაჩერა.ლილეს სახეზე სიწითლე დაეტყო და იკას თბილად გაუღიმა.იკამ სანდროს და სალის შეხედა-და სანდრექსასთვის სალი.არა სანდრექს?
სანდრომ და სალიმ ერთმანეთს შეხედეს.სანდრომ ხელი გადახვია სალის.
-ჰო..ასეა..
გეგას გაეღიმა და ჭიქა ასწია
-ჰოდა მაშინ ახლა ამ გრძნობას გაუმარჯოს.რომელიც ერთმანეთთან გვაკავშირებს.რომელმაც ასე ერთდროულად გაგვაბედნიერა ყველა.მინდა რომ ეს ბედნიერება არასოდეს დასრულდეს არცერთისათვის...
.........
გამთენიისას ნინის გამოეღვიძა სალის და ლილესთან მიწოლილს.დივანზე დაწოლილ გეგას და იკაზე მიყრდნობილ სანდროს და ლუკას ტკბილად ეძინათ.ნინის გაეღიმა.გეგამ თვალები გაახილა და ნინის დანახვისას მასაც გაეღიმა წამოდგომა სცადა თუმცა მასზე მიწოლილმა სანდრომ ხელი შეუშალა.სანდროს დახედა და გაეცინა.
-გათენდა!-დაიყვირა გეგამ.ბიჭები ერთდროულად გამოფხიზლდნენ და თვალების სრესა დაიწყეს
-რა გაყვირებს!-ცალი თვალით შეხედა ლუკამ გეგას.
-ადექით ვერ ვდგები!
ბიჭები წამოდგნენ და გეგაც ადგა თმააჩეჩილი ნინის მიუახლოვდა
-სალამი სიხარულო
-გამარჯობა!-ნინიმ გეგას თმა გაუსწორა
ოთახში სალი და ლილე გამოჩნდნენ
-ოჰ გამარჯობა
თქვა იკამ და ლილეს შეხედა
-გამარჯობა!კარგად ხარ?
-კი
-აბა წავედით ეხლა არცერთს გვცალია დღეს!
სანდრო სალის მიუბრუნდა.
-აუ ჰო..შეგეხმიანები-სალიმ თავი დაუქნია და თბილად დაემშვიდობა.
გოგონების თხოვნის და სურვილის მიუხედავად ბიჭები წავიდნენ და ახალი წელიც კიდევ ერთხელ მიულოცეს მათ.
ახალი წლის დღეებმა ასე ჩაიარა.გოგონები სოფელში გაემგზავრნენ და ოჯახის წევრებს სიხარულით შეეგებნენ.ნინის გეგა ყოველდღე ურეკავდა და ეწუწუნებოდა რომ ვერ ნახულობდა.უნდოდა მასთან ჩამოსულიყო თუმცა ნინი უარობდა.ერთხელ გარეთ გამოსულს თვალში გეგას მანქანა მოხვდა რომელიც მისი სახლის შორიახლოს დადიოდა.ნინის გული აუჩქარდა მის დანახვაზე თუმცა მაშინვე ტელეფონი აიღო და გეგასთან დარეკა
-გისმენ..
-გეგა სად ხარ?
-აუ ნინ..
-მისმინე ხომ გითხარი არ ჩამოხვიდე მეთქი?!კარგი რა გეგა..
-რა მოხდა უბრალოდ დაგინახე და გული დავიმშვიდე.
-მისმინე ახლა უნდა წახვიდე...
-მაგრამ არ გნახო?!
-არა!ხვალ მოვდივარ თბილისში და გნახავ
-მე წაგიყვან..
-გეგა!ხვალამდე.
-კარგი ხვალამდე
ნუნიმ ტელეფონი გათიშა.
მეორე დღეს კი თბილისში დაბრუნებულს გეგა სახლთან დაუხვდა.სალი გეგას მიესალმა და სახლში შევიდა.ნინის დანახვისას გეგას სახე გაუნათდა.მოეხვია და მაღლა აწია.
-ოგორც იქნა!როგორ ხარ ლამაზო..
-დამსვი რას აკეთებ!-ნინიმ ირგვლივ მიმოიხედა
-კარგი ჰო...გუშინ გაბრაზდი არა?
შეპარვით ჰკითხა გეგამ და თვალებში შეხედა
-ჰო ცოტა.ხომ ხვდები რატოც...
-კი ..კაი მოვრჩეთ ჰო?
გეგამ ხელი სახეზე დაადო.ნინიმ თავი დაუქნია და ოდნავ გაუღიმა.
-ჩვენს ადგილას არ წავიდეთ?
-აჰამ წავიდეთ!მომენატრა.
-კარგი მაშინ ჩაიცვი და წავიდეთ..დაგელოდები.
ნინი კიბეებს აუყვა.სახლში შეირბინა გამოიცვალა და სალის დაუბარა გავდივარო.
ცივი დღე იყო თბილისს სრული ზამთრისათვის თოვლიღა აკლდა.ზემოთ ძალიან ციოდა ნინი და გეგა ჩახუტებულები სეირნობდნენ.ნინი გეგას ხელს უყურებდა რომელიც მის ხელს ჩასჭიდებოდა.ნინიმ დაინახა როგორ დაეცა თვითმფრინავს თეთრი ფიფქი და წამებში გადნა.
-ნინ შეხედე..
ნინიმ თავი ასწია.მის წინ გადაშლილ ხედს ფიფქები ეცემოდა.თოვდა ძალიან ლამაზად და ნაზად.გეგამ ხელები გაშალა და ზეცას ახედა.ნინიმაც იგივე გაიმეორა და გაიღიმა.
-რალამაზად თოვს..
ნინი ხელებგაშლილი დატრიალდა გეგას მიუახლოვდა.გეგამ ხელები შემოხვია და ყელზე აკოცა.
-პირველი თოვლია წელს დაყველაზე ლამაზი რაც ოდესმე ყოფილა იმიტომ რომ შენც აქ ხარ!
ნინიმ გაიღიმა და გეგას ხელი მოუჭირა
-მიყვარხარ!
გეგამ წარბი შეხარა და ღიმილი შეეპარა
-როგორ?
-მიყვარხარ თქო
-ვერ გავიგე!
-კარგი..-ნინიმ თავი წამოსწია და მთელი ხმით დაიყვირა
-მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ !
გეგამ ხმამაღლა გაიცინა
-ეს უკვე სხვა იყო!
ნინის ხელი სტაცა და ხელში აყვანილი შემოატარა მაღლობი.ნინი იცინოდა და სიცილისგან ვერაფეს ამბობდა.თოვდა და ფიფქებს დედამიწაზე ბედნიერება ჩამოჰქონდათ.
.....
დილით ნინი ტელეფონის ხმამ გააღვიძა .
-ჰო გეგა..-ტელეფონს დაბოხებული ხმით უპასუხა და ცალი ხელით თვალები მოისრისა.
-დილამშვიდობის.გამოიხედე გარეთ.
ნინის გაეღიმა და საწოლიდან წამოდგა,სპორტული ზედა მოიცვა და აივნის კარი გამოაღო.გარედან ოთახში სიცივე შემოიჭრა.
გარეთ დასადგურებულმა სითეთრემ ნინის თვალი მოჭრა.თვალები მოჭუტა და ფართოდ გაახილა.გარემო თეთრ თოვლს დაეფარა და ულამაზესი პეიზაჟი შეექმნა.ნინის სახეზე ელო ლო მოეფონა და ქვემოთ ჩაიხედა.მანქანას მიყრდნობილი გეგა ნინის ქვემოდან ამოსცქეროდა და იღიმოდა.თოვლი ლამაზად დაფენოდა ქურთუკზე და თმაზე.ნინის გაეცინა გეგას დანახვისას და აივნის მოაჯის დაეყრდნო.
-სულ თეთრი ხარ!
გეგამ ხელები გაშალა
-უფრო გავთეთრდები თუ მალოდინებ!
-გალოდინებ?სადმე მივდივართ?
ოთახის კარი გაიღო და სალი შემოვიდა
-ნინ თოვს,თოვს ნახე...
ნინიმ აივნიდან გამოყო თავი.
-გაიღვიზ?-გაუკვირდა სალის და აივანთან მივიდა.
-არა სალ გამაღვიძეს..ნახე
სალი აივანზე გავიდა და სულ მთლად გათეთრებულ გეგას გადახედა.ხმამაღლა გაეცინა და ნინის მიუბრუნდა.
-სულ თეთრია გაიყინება..
გეგამ ქვემოდან ამოძახა
-ჩამოდით თოვლია..ბავშვობა გავიხსენოთ!
სალიმ ნინის აღტაცებით შეხედა
-წავიდეთ
-წავიდეთ!
-ოღონდ თბილად ჩაიცვი!ისევ არ გამიცივდე!-მოაძახა ნინის გეგამ.
გოგონები მოემზადნენ
და ქვემოთ ჩავიდნენ.გეგა ნინის მოეხვია. ნინიმ თმიდან და მხრებიდან თოვლი მოაცილა და გაუღიმა.
-რა ვქნათ?
-ლილესაც გავუაროთ და ბიჭებიც მოვლენ.
მანქანა ლილეს სახლთან გააჩერეს ნინიმ აირბინა და კარზე დააკაკუნა.ლილემ კარი გააღო და სახე გაუნათდა
-ნინ..მოდი სალი სადაა?
-ჩაიცვი მიდი და წამო დაბლაა.
-სად წამოვიდე?
-მიდი გარეთ თოვს გავერთოთ წამო.
-კაი მარტო ხართ?
-არა გეგაა..იკას ელაპარაკე?
-ჰო ეხლა..სახლშია.
-მიდი გელოდები.
ლილე სწრაფად მოემზადა და მანქანაში ჩაჯდა.გეგას და სალის მიესალმა
-აბა?რას ვაკეთებთ!
-ბაკურიანში მივდივართ!
გეგამ მანქანა დიდი სიჩქარით დაძრა.
-სად?-ნინიმ გეგას შეხედა.
-ბაკურიანში!
გეგამ შემოხედა და გაუღიმა
-მოიცა ეგ როგორ?-დაბნეულმა ლილემ გარშემო მიმოიხედა.
-ასე! სანდრო და იკაც იქ არიან..
-რატოარ გვითხარი?მოვემზადებოდით.
-კაი რა..არაფერია ცოტა ხნით მივდივართ.
ბაკურიანამდე დიდიხანი არ დასჭირვებიათ.გზაში დრომ შეუმჩნევლად გაირბინა და ახლა გმ მანქანა ერთ სასტუმროსთან გააჩერა.გოგონები მანქანიდან გადმოვიდნენ და ირგვლივ ულამაზეს თოვლიან არემარეს გადახედეს.
-ვა ვა ამათ ვის ვხედავ!
ზურგიდან იკას ხმა მოისმა.შემობრუნდნენ და მათკენ მიმავალი სანდრო და იკა დაინახეს.ერთმანეთს მიესალმენ და სალი და ლილე თავიანთ მეწყვილეებთან გაეშურნენ.იკამ ლილე ხელში ასწია და დატრიალდა.მეგობრები ღიმილით შესცქეროდნენ მათ ბედნიერ სახეებს.
-აბაა?რა ვქნათ?-იკითხა იკამ
-ჯერ გოგოებს არ უსაუზმიათ ისე გამოვიტაცე ჰოდა შევიდეთ კაფეში.-თქვა გეგამ ღიმილით და ნინი ხელები წელზე შემოხვია.ბიჭებმა აზრი მოიწონეს და კაფეში შევიდნენ.
ისაუზმეს და ყავის ფინჯნებით ხელში საუბარში გაერთნენ. ფართო მთლიანი მინის ფანჯრიდან თოვლით გადათეთრებული გარემო და ხილამურებზე შემდგარი დამსვენებლები ჩანდნენ.
გარეთ გამოსვლისას ნინი სასტუმროსთან იდგა და არემარეს გასცქეროდა,როცა უეცრად ბიძგი იგრძნო და თოვლზე დაეცა.გაურკვევლობისაგან აქეთიქით ყურება დაიწყო.მასთან ახლოს საშუალო სიმაღლის ბიი იდგა და ნინის თვალებგაფართოვებული უყურებდა.
-უკაცრავად შემთხვევით..
-ნინი!..-უეცრად გეგას ხმამ სიტყვა შეაწყვეტინა. ნინისთან დაიხარა
-კარგად ხარ?-ნინი წამოდგა და თავი დაუქნია.გეგამ კი ანთებული თვალები უცნობს მიაბყრო. ბიჭს მოუახლოვდა და კბილებში გამოსცრა
-წესიერადვერ უნდა იარო?!
-არ გინდა გეგა!-ნინიმ ხელი მკლავზე დაადო.
-ხოარაფერი გეტკინა?
-არა არაფერი მომსვლია კარგი რა!
-!
-გეგა!შემთხვევით დამეჯახა.გეყოს!
მეგობრებს მიუახლოვდნენ სანდრო გეგას მიუახლოვდა
-რა სახე გაქ რამე მოხდა?
გეგამ ნინის შეხედა.
-არაფერი ისეთი.აბა რას შვებით?
-სანამ გამოჩნდით ჩვენ გუნდაობაც მოვასწარით-სიცილით უპასუხა იკამ და გუნდა გამოუქანა.გეგამ გუნდა აიცილაა იკას ახალი ესროლა.ნინის ზურგიდან გუნდა მოხვდა შემცბარმა მიიხედა და ლილე გამარჯვებულის სახით უცქერდა
-ერთით ნული ნინ!
ნინიმ მოზრდილი გუნდა აიღო და ლილეს მიზანში გაარტყა.ბრძოლა დაიწყო სიცილ კისკისით ერთმანეთი გუნდებით სულ გაათეთრეს.
ნინი იდგა გათეთრებული და იცინოდა გუნდა აიღო და გეგას მოარტყა.გეგა შემობრუნდა გაიცინა და მისკენ გამოიქცა.ხელში აიტაცა და თოცლში გადახტა.ეს ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა ნინი ვერ მიხვდა როგორ აფრინდა და თოვლში დაეცა.გეგა თოვლში გაწვა და ნინის ხელი გადახვია.მათკენ მეგობრები სიცილით მოდიოდნენ.
ყველა სათითაოდ გადმოხტა და თოვლში მათი ნაკვალევი გაჩნდა.სიცილისაგან ვერ სუნთქაცდნენ.რამოდენიმე ხნის მერე წამოდგნენ და ტანსაცმელი გაისუფთავეს.
-აბა თხილამურებზე ვინ დადგება?-იდეა მოუვიდა სალის
-მე არა!-განაცხადა ნინიმ
-რატო?-გაიკვირვა გეგამ
-არვიცი დგომა და მეშინია.
გეგას გაეცინა და ნინის ლოყაზე აკოცა
-მე გასწავლი წამო!-ნინი ყოყმანის შემდეგ მაინც დაიყოლიეს.გოგონები თხილამურებზე შეაყენეს და სწავლება დაიწყეს.
WED 9:51AM
-გეგა მეშინია დამანებე თავი!-გაჯიუტდა ნიჯი და თხილამურებს მოხსნა სცადა.გეგამ გაასწორა და ხელები მოხვია
-აი ასე დამეყრდენი ხელს არ გაგიშვებ.
ნინიმ ნელნელა ნაბიჯები გადადგა და შიშნარევი თვალებით გეგას უყურებდა.
-მიდი..ყოჩაღ..ასე
გეგა კმაყოფილი სახით უყურებდა ნინის.
-ახლა ხელი მომკიდე და წავედით.
ხელი ჩაკიდეს და ნინიც დაიძრა.
-ყოჩაღ!აი გამოგივიდა!
ნინი ბედნიერი სახით ჯერ გზას და მერე გეგას უყურებდა.
-ლილე!-უცებ იკას ხმამ მთელი სივრცე მოიცვა და ყველამ მისკენ გაიხედა.ნინის სახე გრ ეშალა და თხილამურებიდან ამოხტა.
-ვაიმე ლილე!-გეგა და ნინი ძირს წაქცეულ ლილესაკენ გაიქცნენ.სახეშეშლილი იკა მასთან იდგა და წამოყენებას ცდილობდა.
-ლილე!რა გჭირს შემომხედე-ნინიმ თავი ააწევინა
-მტკივა ძალიან მტკივა!
ლილეს ტკივილისგან სახე დამანჭვოდა
-ფეხი აუსრიალდა და წაიქცა რა ვქნა?-იკა დაბნეული საუბრობდა და ლილეს უყურებდა.
-ლილე არ გაინძრე მოტეხილი არ იყოს!-სალიმ ფეხზე ხელი დაადო
ლილემ ტკივილისაგან იკივლა.
-ჩქარა წავიდეთ!-იკამ ლილე ხელში აიყვანა
-ბრთხილად.-ნინი მას გაჰყვა და ლილს ხელი მოჰკიდა.
-ნუ გეშინია!-გაუღიმა და გაამხნევა.
-კლინიკა აქვეა წავიდეთ!
-გეგა საჭესთან დაჯდა იკამ და ნინიმ სალი უკანა სავარძელზე მოათავსეს და იკა წინ დაჯდა.ნინი გზაში ლილეს ამხნევებდა და ცსილობდრკივილინშეემსუბუქებინა.იკა მას უყურებდა და ტყჩს იკვნეტდა.
-კარგად იქნება ნუ ნერვიულობ.-ნინიმ იკას მხარზე ხელი დაადო.
იკამ მადლიერი თვალებით შემოხედა ნინის
-ლამის გავგიჟდი.იცი როგორ დაეცა?
-ლილე როგორ ხარ?
-კარგად ვარ დაწყნარდით .
-ააეთ გვაწყნარებს ხომ ხედავ
იკას გაეღიმა.
-მოვედით!-გეგამ მანქანა გააჩერა.



№1 სტუმარი Guest სალი

ძალიან მომეწონნა მაგარია როგორც ყოველთვის

მაგარიია ძალიანნ ვაუუ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent