შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძველი პიანინო - 59


25-05-2017, 23:15
ავტორი Lex
ნანახია 1 268

59.
ერთხანს მოსაცდელში აყურყუტეს, მერე როგორც იქნა კაბინეტის კარი გაიღო, თითქოს არ ეთმობოდათო, ნელ-ნელა ზლაზვნით იწყეს გამოსვლა, ბოლოს უფროსიც გამობრძანდა, ფიფო ფეხზე წამოდგა
- აჰ შენ აქ ხარ... –
წამით ჩაფიქრდა, შეეპატიჟებინა კაბინეტში თუ სხვა დროს დაებარებინა.
- წამოდი, წამოდი შენ ჩემთან -
პასუხსაც არ დაელოდა ისე შეაქცია ფიფოს ზურგი და გასასვლელისკენ გაემართა...
ფიფოს ბავშვობიდან უყვარდა მათთან სტუმრობა. დიასახლისი ძალიან თბილი და კეთილი ქალი იყო უშვილო ოჯახში საყვარელი ნათლულის გამოჩენა ყოველთვის დღესასწაული იყო...
- შეეშვი ბიჭო მაგ საქმეს... –
სავარძელში მძიმედ ჩაეფლო და კონიაკი მოსვა.
ფიფო თვალს არ აშორებდა, ხმა არ ამოუღია. არც ჭიქისთვის უხლია ხელი.
- უშენოდაც გამოიძებენ - ისევ მოსვა ყლუპი და მხიარული თვალები შეანათა. - ან ვერ გამოიძიებენ... ეს შენ უკვე აღარ გეხება და ნუ დააინტრიგე ხალხი... რას ეძებ? ვის რას უმტკიცებ?... ან რის დამტკიცებას ცდილობ?
- არაფერს განსაკუთრებულს, ისე უბრალოდ მეგობრებს ერთი ორჯერ დავეხმარე, რა მოხდა მერე?
- მოხდა!.. ის მოხდა, რომ იმაზე მეტად ჩანხარ ვიდრე შენ გინდა რომ გამოჩნდე... გგონია ვერ ვხვდები რაც გაწუხებს? რა მოხდა მერე? საქმეს ჩამოაშორეს ბიჭი და გულზე სკდება?
ფიფომ კონიაკით შევსებული ჭიქა მთლიანად გადაჰკრა.
- ჰო! მასეა! ბოღმა მახრჩობს! და ყველაზე მეტად საკუთარ ნათლიაზე ვარ განაწყენებული... რატომ ჩამომაშორე ამ საქმეს ისე რომ ახლოსაც არ მაკარებ? რა ხდება ამიხსენი და გავჩერდები!
- რა ხდება? არაფერიც არ ხდება! ცხოვრება უაზროდ აიწეწე, დაკისრებული საქმის წარმოება პირადულ პრობლემას დაამსგავსე, შეცდომაზე კიდევ უფრო დიდ შეცდომას ამატებდი... მსაყვედურობდნენ შენს გამო... აი შენი მოყვანილი სანაქებო ნათლულიო...
ცოტა ხნით იყუჩა, ჭიქები შეავსო და განაგრძო:
- დაიმახსოვრე, არც ერთმა საქმემ არ უნდა გადაგიყოლოს. მერე რა თუ ვერ გაიხსნა, ზოგჯერ ასეც ხდება, ზოგჯერ კი არა ბევრჯერაც, დროებით შეიძლება კიდევაც გვერდზე გადადო და სხვა საქმეს მოჰკიდო ხელი, და მერე უცებ, იმ დროს, როცა საერთოდ არ ელოდები ისეთი კვანძი გაიხსნას რომ.... ან იქნებ საერთოდ არაფერი გამოვიდეს, მაგრამ თავი კი არ უნდა დაკარგო...
აი რანაირად დადიხარ სამსახურში, არც თავს უვლი, წვერსაც წესიერად არ იპარსავ! ან სულ მოუშვი ან მოიწესრიგე... ან რა პიჯაკი გაცვია?.. რა არის?.. მეტი არ გაქვს ვითომ! არ გიცნობდე მაინც...
მიდი დაალაგე ჯერ შენი პირადი ცხოვრება და კაცს დაემსგავსე და მერე რა ვიცი, ვნახოთ, თუ ვერავინ მოაბამს თავს ამ საქმეს, შესაძლებელია ისევ შენ დაგიბრუნდეს...
ფიფოს თვალებში იმედის ნაპერწკალმა იელვა. ვახშამზეც არც დარჩენილა, ისე ფრთებ შესხმული გამორბოდა იქედან. მართალი იყო ნათლია, რას დაემსგავსა... დეტექტივს კი არა უფრო მაწანწალა მაძებარს ჰგავდა. თავიდან სახლისკენ დააპირა წასვლა, მაგრამ გზიდან გადაუხვია და პირდაპირ იმ ექიმისკენ აიღო გეზი, საჭირო იყო პირადად დაეკითხა, ტელეფონით დადასტურებულს არ დასჯერდა. ახლა უფრო მეტად გაუჩნდა წყურვილი, რომ ეს საქმე ბოლომდე მიეყვანა.
ექიმის დაკითხვამ ახალი არაფერი მოიტანა, დაკითხვა უფრო გამოკითხვას ჰგავდა, აუღელვებლად და დინჯად პასუხობდა, ხოლო როცა ფიფომ უთხრა, მოგვიანებით ოფიციალური ჩვენების მისაცემად განყოფილებაში დაგიბარებთო, ამაზე ექიმი საშინლად გაფითრდა, ძლივს ამოილუღლუღა წინასწარ შემითანხმდითო, ფიფოს თვალიც ვეღარ გაუსწორა, სულ აქეთ-იქეთ აცეცებდა, ბოლოს დაცვარული შუბლი მოიწმინდა, დაღლილობა მოიმიზეზა, თან უკვე მართლაც გვიანიც იყო და დიდი პატივით მიაცილა „სასურველი“ სტუმარი კარამდე.
ფიფო სახლში გაბრწყინებული დაბრუნდა, დიდ სარკეში კარგად შეათვალიერა საკუთარი თავი. საშინლად არ მოეწონა, უფრო დაბერებული მოეჩვენა. ერთ დროს გამოწკეპილი ფიფო დღეს ჩველებრივ მოუვლელ, ზარმაც ბიჭს უფრო ჰგავდა...
ხვალიდან ყველაფერს მიხედავს, ახალ ტანსაცმელსაც შეიძენს, წვერსაც სუფთად გაიპარსავს, ჯაგარივით დამდგარ თმასაც შეისწორებს. მერე დროსაც გამოძებნის და ბავშვის სანახავადაც წავა. მთელი თვეა არ ყოფილა. მედექსპერტი მართალია ცხვირ აბზუებული დახვდება, მაგრამ არაუშავს, როგორც ყოველთვის, ისევ შემოირიგებს.
ვერა და ვერ მოხერხდა მათი ბოლომდე დაწყვილება, მუდმივი კამათის გამო, თანდათან შეუძლებელი ხდებოდა მათი ერთ ჭერ ქვეშ ცხოვრება. სილაღის მოყვარული ფიფო არაფერს იკლებდა და უკან არაფერზე იხევდა. ქალი გამუდმებით, ზოგჯერ ზამართლიანად, ზოგჯერ კი უსამართლოდაც ეჭვიანობდა. ხშირად მიმისაც ღვარძლიანად უხსენებდა, რაზეც ფიფო საშინლად ბრაზობდა და სახლიდანაც კი გარბოდა, ბოლოს სმასაც მოუმატა...
ფიფოს დაბნეული ათვალიერებდა ერთ დროს თავის უსაყვარლეს მაღაზიას, თავბრუ დაახვია პიჯაკების სიმრავლემ, აღარ იცოდა საიდან დაეწყო, ცალკე პერანგებმა მოსჭრა თვალი...
ეჰ, რა დრო იყო...
შემოსვლისთანავე მიეგებებოდნენ სასურველ კლიენტს, რომელმაც ზუსტად იცოდა რა უნდოდა და რა უხდებოდა...
მერე რამდენჯერ ყოფილა აქ მიმისთან ერთად...
ერთად არჩევდნენ ერთმანეთისთვის შესაფერ სამოსს...
ერთად...
ერთმანეთისთვის...
რა ლამაზი წყვილი იყო...
„... ისევ მიმი... ჰმ... “
- კი ეს სტილი მეც მომწონს, ფერიც უხდება პერანგს! –
მოულოდნელად, სადღაც ახლოს, მის ზურგსუკან მიმის ხმამ გაიწკრიალა
ფიფო შეკრთა, პიჯაკის საკიდიდან ჩამოსახსნილი პიჯაკი ისე ძლიერად ჩაბღუჯა ხელში, რომ შენიშვნაც კი მისცეს, თუმცა სხვა არაფერი ესმოდა, გარდა მიმის ხმისა. არა არ ცდებოდა. ნამდვილად მიმის ხმა იყო...
„ალბათ ახლა სხვასთან ერთად არის...
მასთან ერთად არჩევს...“
ფიფო ფიქრებმა შეიპყრო უკან მიხედვასაც ვერ ბედავდა. თანაც ასეთ გაბურძგუნლი მოუვლელი მიმის როგორ უნდა დანახვებოდა...
მომსახურე პერსონალი გოგონა რაღაცას ეკითხებოდა ფიფო კი გაშტერებული იდგა, ბოლოს მაშინ მოეგო გონს როცა უფრო ხმამაღლა ჩასძახა...
***
- არა სასმელი არ მინდა, აი ყავას კი სიამოვნებით დავლევ -
ფიფომ სიგარეტს მოუკიდა და მხატვრის სავარძელში ჩაეშვა...
არც ახსოვს, როგორ გამოვიდა ტანსაცმლის მაღაზიიდან, როგორ ჩაჯდა მანქანაში და როგორ ესტუმრა მხატვარს, გონს მხოლოდ მაშინ მოეგო როცა მასპინძლის კუთვნილი სავარძელი დაიკავა, თუმცა მაინც დაუთმეს, მხატვარმა მისი გაფითრებული სახე რომ დაინახა, იყავი არ ადგეო. მის მოპირდაპირედ ადგილი დაიკავა და ამბის მოსასმენად მოემზადა.
სტუმარმა აღელვებით უყვებოდა, რაც გადახდა ამ ერთი წლის მანძილზე, მოუბოდიშა კიდევაც ამდენი ხანი, რომ არ ინახულა მეგობარი. მერე მიმისთან მოულოდნელი შეხვედრის ინციდენტიც მოუყვა.
მხატვარს ძალიან გაუკვირდა:
- მერე რატომ არ მიბრუნდი და არ დარწმუნდი, იქნებ სხვა იყო.
- არა! ნამდვილად მიმის ხმა იყო...
- მე შენს ადგილას მივტრიალდებოდი და მივიდოდი კიდევაც.
- არა, არ მინდოდა, თან ძალიან მინდოდა, მაგრამ...
მხატვარი თვალს არ აცილებდა, ფიფო საუბარს, თითქოს უფრო თავისთვის განაგრძობდა და არც აქცევდა ყურადღებას უსმენდა თუ არა მხატვარი.
„მაინც რა საოცრებაა, ამდენი ინტერვალის მერე ჯერ მიმის ვიზიტი და ახლა კი იმავე დღეს ფიფოსი...
მართლაც მიმის ხმა იქნებოდა...
ალბათ ამიტომაც მეკითხებოდა, როგორ შეიძლება გავუკეთოო მეგობარს სიურპრიზი, ისე რომ არ ეწყინოსო...
სიურპრიზი რა საწყენია...
თუმცა გააჩნია სიურპრიზსაც...
იქნებ ვინმესთვის ტანსაცმლის ყიდვა უნდა... და თან ერიდება...
იქნებ ისე ვერ გაუგონ...“

LEX·2017 წლის 2 თებერვალი, ხუთშაბათი



№1  offline წევრი ბაბუაწვერა

კარგია რომ დაბრუნდი smiley ცოტა დიდი შუალედი გამოგივიდა იმისდა მიხედვით, რომ ყოველდღე დებდი ახალ თავს. იმედი მაქვს აღარ დააგვიანებ..))

 


№2  offline წევრი Lex

ბაბუაწვერა
კარგია რომ დაბრუნდი smiley ცოტა დიდი შუალედი გამოგივიდა იმისდა მიხედვით, რომ ყოველდღე დებდი ახალ თავს. იმედი მაქვს აღარ დააგვიანებ..))

გპირდებით ყოველდღე დავდებ, ჯერ საკმარისად მაქვს დაწერილი :)
<3 გმადლობთ
--------------------
Lex

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent