შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძველი პიანინო - 62


28-05-2017, 11:49
ავტორი Lex
ნანახია 1 281

62.
ფიფო თავზარდაცემული იდგა, ფურცლიანი ხელი უკანკალებდა, თუმცა არავის შეუმჩნევია, ყველა თავისთვის ფუსფუსებდა, კაბინეტიდან კაბინეტში დაუსრულებლად გადი-გამოდიოდნენ. მაშინღა გამოერკვა, როცა შემთხვევით მხარი გაჰკრეს და ფურცელი ისე ძლიერად ჩაბღუჯა, რომ ხელზე დაბერელი ძარღვები გასკდომაზე ჰქონდა...
არც ეს შეუმჩნევია ვინმეს...
არადა თავად ჩააწვეთა კოლეგებს, მთელი იმ კვარტლის შემოგარენში ქუჩის კამერების გადათვალიერება. აბა რას წარმოიდგენდა, რომ მიმის მანქანა ამოტივტივდებოდა...
იმ ღამით ერთი და იგივე მანქანა რამდენჯერმე დაფიქსირდა. სამჯერ ჩაიარა კორპუსების წინ, სამივეჯერ ერთი და იმავე მიმართულებით. ცხადი იყო წრეზე დადიოდა. მერე სადღაც ერთ-ერთ ქუჩასთან შეუხვია, და დიდ ხანს აღარ გამოჩენილა...
ქუჩა ვიწრო იყო, პატარა, ნახევრად ჩაბნელებული და კამერების გარეშე...
გამთენიისას კი იმავე მანქანამ კიდევ ერთხელ ჩაუარა კორპუსებს...
მანქანის გაუჩინარების ინტერვალი სწორედ, რომ მკვლელობის დროს ემთხვეოდა.
ფიფომ სასწრაფოდ მოითხოვა, ამ საეჭვო მანქანის პატრონის ვინაობის დადგენა, არც მისი ტელეფონი და არც მანქანა მისთვის ნაცნობი არ იყო, მხოლოდ სახელისა და გვარის წაკითხვისას კინაღამ ინფარქტმა დაარტყა...
მისამართიც ემთხვეოდა...
ნამდვილად ის იყო... მიმი...
წამსვე ყველაფერმა თვალწინ გაუელვა... გაახსენდა მათი პირველი შეხვედრა...
მაშინაც ხომ იმავე მკვლელს უდგა კვალში და მოულოდნელად შიშისაგან კედელზე აკრულ უსუსურ გოგოს, რომ გადააწყდა...
„ნუთუ მიმი?...
არა... არა... დაუჯერებელია...
შეუძლებელია...
მაგრამ ფაქტებს სად გავექცე?...
იქნებ მანქანაც და ტელეფონიც კვალის ასარევად გამოცვალა?..
დამიმეგობრდა, რომ უფრო მეტი რამ გაეგო ჩემგან..
მე, იდიოტმა კი ჩემს ფაილებში ჩავახედე...
ჰმ... ახია ჩემზე... რა ბრიყვი ვყოფილვარ...
განა მისი იდეა არ იყო თვის ბოლო შაბათიც და ნიღბიანი მსხვერპლიც...
ესეც სპეციალურად ჩამაწვეთა ნუთუ?...
არა!...არა!... შეუძლებელია...
ალბათ მაგიტომაც იყო, რომ ღამ-ღამობით სახლში არ იყო, ან გამთენიისას მოდიოდა...
მე, კი ვეჭვიანობდი... და თურმე რაში ყოფილა საქმე...
მიამიტი სახით დაძვრებოდა სადარბაზოებში და...
მაგას არ სჯობდა, მართლაც ვინმე სხვა ჰყოლოდა...
ამას უფრო ავიტანდი... მღალატობდა და მორჩა... გავწყვეტდი კავშირს და დამთავრდებოდა ამით ყველაფერი....
ახლა კი... იდიტის როლში აღმოვჩნდი...
მაშინაც გულუბრყვილო სახით, დამფრთხალი ჩიტივით, რომ იყო ატუზული სადარბაზოს კედელზე...
ჰმ, იქნებ ვინმეს მალავდა... თავის თანამზრახველს... მე კი მაჭამა... დიდი კოვზით მაჭამა...
ისეთი საბრალო სახე ჰქონდა, რომ მის შემხედვარეს მკვლელის ძებნა წესიერად აღარც გაგვიგრძელებია...
მაგრამ საკვირველია, როგორ უცებ აღმოჩნდა იქ?.. ასე ძლიერად ვერც ირბენდა... თან მისი მანქანაც იქ იდგა...
შეიძლება სულაც შორიახლო გვადევნებდა თვალს და მერე ვითომდა იქვე დაგხვდა...
ჰმ... ისეთი თვალები ჰქონდა, რომ თავგზა ამებნა...
ნუთუ ასე შევცდი, ასე როგორ გამაბრიყვა?...“
საშინელ დღეში იყო, მზად იყო მივარდნოდა სახლშიც, სამსახურშიც აეწიოკებინა, ისეთ დაკითხვას მოუწყობდა, რომ ყველაფერს დააფქვევინებდა...
იმასაც ხვდებოდა, რომ მარტო მიმი ვერაფერს იზამდა, ცხადი იყო თანამზრახველიც ეყოლებოდა და ვინ ნეტავ?
„ნუთუ მხატვარი?...
იქნებ ისიც გარეულია...
თუ მართლა მასეა, ასე როგორ ამიგდეს მასხრად, რომ ეჭვიც კი არ შემპარვია... რომ სასტიკ ბოროტმოქმედებთან მქონდა საქმე...“
ფიფო საშინელ დღეში იყო. ქუჩის კამერებმა, მარტო ის ერთი საეჭვო მანქანა დააფიქსირეს და ისიც მიმის აღმოჩნდა, თუმცა იქვე მახლობლად ფეხით მოსიარულე ვერავინ შენიშნეს. მხოლოდ შედარებით მოგვიანებით, სავარაუდოდ დანაშაულის ჩადენის შემდეგ, მსხვერპლის საცხოვრებელი კვარტლის მოშორებით, ნაგვის ბუნკერთა რიგის მახლობლად ძაღლების ხროვა იყო შემჩნეული და ისიც ფიფომ შენიშნა...
„ალბათ ეს ის იყო...
ქუდში და ხელთათმანებში გახვეული ძეხვი...“
თუმცა ხმამაღლა არაფერი უთქვამს.
ფიფო მართალი იყო, მაგრამ საიდან ან ვინ რა მიუგდო ძაღლებს ეს ვერსად ვერ შენიშნა. ამას არც ერთი კამერა არ აფიქსირებდა.
მიმის გამოძახება დაკითხვაზე სულაც არ უნდოდა, არც მხატვრის ოფიციალურად დაკითხვის სურვილი ჰქონდა. მაშინ ხომ გაირკვეოდა, რომ გამოძიების მასალებში თავად ჩაახედა უცხო პირები და თუ კი ისინი მართლაც დამნაშავენი აღმოჩნდებოდნენ, ჯერ მის პროფესიონალიზმს შეუყენებდა წყალს და ამის გამო გამორიცხული არ იყო სამუდამოდ დამშვიდობებოდა სამსახურს.
გუმანით გრძნობდა მიმი რაღაც კავშირში უნდა ყოფილიყო, მაგრამ დამნაშავედ მაინც ბოლომდე ვერ აღიქვამდა. ყველაზე სწორი გადაწყვეტილება კი მიმისთან გასაუბრება უნდა იყოს. ფარულ დაკითხვას მოუწყობდა, ნელ-ნელა შეაპარებდა კითხვებს...
„იქნებ მიმიმ თავისდაუნებურად ისეთი რამ თქვას რომ...
ხომ შეიძლება რაიმე ისეთი წამოსცდეს...
ისე მაინც, როგორ ვერაფერს ვხვდებოდი... თუმცა, რა ვიცი, დღეს ისეთი ცხოვრებაა, რომ ლამის ყოველ ადამიანს აქვს ფსიქოლოგიური პრობლემა, მაგრამ ხანდახან, ოდნავ მაინც ხომ უნდა გამოევლინა, თუნდაც ერთი ორჯერ მაინც ხომ უნდა შემემჩნია რამე... ისეთი.... თუმცა რა?..
მაგრამ როგორც, წესი, თუ ვერაფერს ამჩნევ და ადამიანი სრულიად სტაბილურია, ყოველთვის მშვიდად და აუღელვებლად გაჩვენებს თავს, ესე იგი რაღაცას მალავს და არ არის გამორიცხული, რომ მშვიდი, დინჯი, უპრობლემო ადამიანის ნაცვლად ჩამოყალიბებული ფსიქოპათი შეგრჩეს ხელში...
აი თუნდაც ისეთი, როგორიც მხატვარია... მშვიდი, უპრობლემო...
ნუთუ მიმი და მხატვარი?...
მხატვარიც კი ჰგავს ისე, რაღაც ასპექტში ფსიქოპატს, მაგრამ მიმი?... “
ფიფო თავისივე ფიქრებს ეწინააღმდეგებოდა, ხან სჯეროდა, ხანაც ვერ წარმოედგინა...
ისიც იფიქრა, რომ კარგი იქნებოდა მიმისთვის მეთვალყურეები დაეყენებინა, მაგრამ ეს ისე უნდა მოეხერხებინა, რომ სამსახურში არ გახმაურებულიყო. ჯერ თავად უნდოდა დარწმუნებულიყო იყო თუ არა მიმი ამ საქმეში გარეული ან რა როლს თამაშობდა.
„იქნებ სულაც არაფერ შუაშია და სულ ტყუილად...“
სულ მიმის სახე ედგა თვალწინ, გული ეწურებოდა, პირველ რიგში თავის თავზე ბრაზობდა...
„ნუთუ ასეთი ბრმა ვიყავი...
ნუთუ რაიმე მაინც როგორ ვერ შევამჩნიე...“
მერე ფიქრები ისევ აერეოდა, ხან ამართლებდა, ხან ამტყუნებდა, და ყველა შემთხვევაში თავისთავს ტუქსავდა...
„იქნებ არაფერ შუაშია...
იქნებ თვითონ არც კი იცის ისე იყენებენ...“
თავიდან იფიქრა, რომ ჯერ თავად უნდა გასაუბრებოდა ისე გაერკვია, მაგრამ მალევე გადაიფიქრა. თუ მართლა გარეულია ამ საქმეში უფრო დაფრთხება, თანამზრახველებს გააფრთხილებს ისინიც შეიძლება ჩაიმალონ სოროში და დიდ ხანს, დიდ ხანს აღარ გამოჩნდნენ.
„ნეტა რამდენი არიან?..
იქნებ იმაზე მეტნი ვიდრე მგონია..
ან იქნებ...
მხატვარიც ამ საქმეშია გარეული და...
არავის ნდობა არ შეიძლება....
არავის...“
ფიფო სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა, ხან გიჟივით წამოვარდებოდა და ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვებოდა... ფიქრისგან ლამის თავი უსკდებოდა. ცდილობდა აეხსნა მიმის დანაშაულებრივი ქმედებანი, მაგრამ გამართლებას ბოლომდე მაინც ვერ უძებნიდა.
„ნუთუ ასეთი რა შეემთხვა მიმის? ასეთი რა გადაიტანა, რომ ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა დასჭირდა?...
რაც არ უნდა იყოს, ნებისმიერ ასპექტში, მკვლელობა მაინც მკვლელობაა და არც ერთ შემთხვევაში არა აქვს გამართლება მას!“

LEX·2017 წლის 2 აპრილი, კვირა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent