შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერების რეცეპტი (ოცდამეექვსე თავი)


28-05-2017, 20:03
ავტორი murachashvili
ნანახია 4 039

გვერდი-გვერდ ჩუმად მიუყვებოდნენ საავადმყოფოს კიბეებს, ელენე ფიქრებით აშკარად ისევ თორნიკესთან ტრიალებდა.
- ბატონო ჯუმბერ, როგორ ფიქრობთ, საავადმყოფოში რამდენ ხანს დატოვებენ? - როგორც იქნა გაბედა და ჰკითხა მამაკაცს.
- არა, ხვალ თუ არა, ზეგ გადაიყვანენ ისევ ციხეში.
- ასე სწრაფად?! მოძრაობა უჭირს, ვერ დგება, ვერ წვება, რამდენიმე დღე რომ დატოვონ არ შეიძლება?! - მუდარით უმზერდა გოგონა.
- თორნიკე კერკეტი კაკალია, უარესადაც ყოფილა, მაგრამ როგორღაც გამომძვრალა.
- უარესად?! - ხმა გაებზარა ელეს.
- მომისმინე, ელე. ძალიან მინდა შეგირბილო და შეგილამაზო მისი მდგომარეობა, მაგრამ სამწუხაროდ არ შემიძლია. რამდენადაც მთავარმა ექიმმა მითხრა, დაზიანებული სერიოზული არაფერი აქვს. შენს მეგობარს სულ რამდენიმე ნეკნი აქვს დამტვრეული, ეგაა და ეგ. მისდა საბედნიეროდ, დამტვრეული ძვლები სასიცოცხლო ორგანოებს არ შეჰხებიან. ნელ-ნელა მოუშუშდება ჭრილობები. ყოჩაღი ბიჭია, კარგად იქნება!...
- სულ რამდენიმე ნეკნი?! ზედმეტად მარტივად ხომ არ აღწერთ?! - ირონიულად ვერ დაფარა ქალიშვილმა.
- უცნაური გოგო ხარ, იმის მაგივრად გიხაროდეს, შენი მეგობარი ბედის ანაბარა რომ არ მივატოვეთ, კიდევ ჩემზე ბრაზობ?! - გაოცებულმა, ცოტა არ იყოს განაწყენებულმა გამოხედა ჯუმბერმა - ერთი ადამიანის გამო მთებს ვერ გადავდგავთ, ვერც სისტემას შევცვლით. ის კი ზედმეტად ფიცხია, ურჩი, არც ადმინისტრაციასთან თანამშრომლობა უნდა, არც კომპრომისებზე წასვლა, რქებით აწვება ყველას და ყველაფერს. მხოლოდ მისი სიმართლე აქვს და იმის იქით არ იყურება.
- იქნებ არის კიდეც მართალი?! იქნებ მისი გზაა სწორი?! ამაზე გიფიქრიათ?! რადგან არ ემორჩილება უნდა ურტყან?! - სიბრაზისგან ცახცახებდა ელე.
- არ გესმით და არც გინდათ გაიგოთ, - გაღიზიანდა მამაკაცი - ზოგჯერ მოთმინებით უფრო მეტის მიღწევა შეგიძლია. ხვდებით მაინც რა მოჰყვება დღევანდელ ცემას?! მის საქმეს გადავხედე, პირველი სასჯელის შემდეგ, მეორე დაიმატა. როგორც იქნა გასვლა უწევდა, ხუთ თვეში, სულ რაღაც ხუთ თვეში ციხიდან გავიდოდა, პატიმრობას ასრულებდა. ახლა კი.. - საავადმყოფოს კარების გამოუხსნა და წინ გოგონა გაატარა მამაკაცმა.
- ვერ გავიგე?! დღევანდელი ინციდენტი იმოქმედებს მის ბედზე?!
- სავარაუდოდ...
- ეგაა თქვენი სამართლიანობა?! ირაკლის ნაცვლად თორნიკეს დასჯიან?!...
- სამართლიანობა არა, რეალობა იქნება! - გოგონასთვის არ შეუხედავს, კბილებში გამოსცრა ჯუმბერმა და იქვე მდგომ ავტომობილში მოთავსდა.
- სხვა გზა არ არსებობს?! - გვერდით დაუსკუპდა ელენეც.
- კი, მაგრამ თორნიკეს არ უნდა გაგონება.
- მაინც რას სთავაზობთ ასეთს?! - ინტერესით ჩაეკითხა თანამოსაუბრე.
- ირაკლის წინააღმდეგ კომპრომატების შეგროვებას. ის ციხის უფროსის მოშორებაში გვეხმარება, ჩვენ კი ვანთავისუფლებთ! - ავტომობილი ნელ-ნელა დაძრა ადგილიდან, ავტოსადგომიდან გამოვიდნენ და ისევ ორთაჭალისკენ დუყვნენ გზას - მისი არ მესმის, ჩახვეული აქვს არ ვიქნებიო.
- სხვა გზა არ არსებობს?! - თორნიკესგან ჩვენების მიცემას არც ელენე ელოდა.
- ირაკლი მის წინააღმდეგ ახალ საქმეს ააწყობს, ადმინისტრაციისთვის დაუმორჩილებლობის გამო, ახალ ბრალდებას წაუყენებენ. თუ თორნიკე თავს არ დაიცავს, განაჩენიც შესაბამისი დადგება.
- კი, მაგრამ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა?! ექიმების დასკვნები? ხომ შეიძლება სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება?
- ალბათ, შეიძლება, მაგრამ თუ შენი მეგობარი თავად არ მოინდომებს, მის ნაცვლად ჩვენ ვერ ვიმოქმედებთ.
- შეუძლებელია. გამორიცხულია. ირაკლი ვერ შეძლებს ყალბი ბრალდების შეთითხვნას, უფლებას არ მივცემ!
ღიმილით გამოხედა გვერდით მჯდომმა მამაკაცმა. ელენე ცოტა ყურადღებით რომ ყოფილიყო, აშკარად შენიშნავდა ჯუმბერის ზედმეტად კმაყოფილ სახეს, თუმცა იმ წუთებში მამაკაცზე დაკვირვებისთვის ნამდვილად არ ეცალა, ფიქრებით ისევ ბავშვობის მეგობართან ტრიალებდა. უკვე გრძნობდა, რომ სული ეხუთებოდა, აღარც ავტომობილში ჯდომა შეეძლო, აღარც ჯუმბერთან საუბარი, ორთაჭალის ციხეს გახედა. იმ წუთას ყველა და ყველაფერი სძულდა, მხოლოდ საკუთარ თავთან მარტო ყოფნა უნდოდა.
- თუ არ შეწუხდებით, აქ გამიჩერეთ! - ზიზღი ხმაშიც გაჰპარვოდა ელენეს.
- უკვე გვიანია, იქნებ სჯობს სახლში წაგიყვანო?! - გვერდულად გამოხედა მამაკაცმა.
- არა, გმადლობთ! - იმის წარმოდგენაზეც კი, რომ ავტომობილით გააგრძელებდა მგზავრობას, გულის რევის შეგრძნებამ შეაწუხა - გამიჩერეთ! გამიჩერეთ! - პანიკა გაერია ხმაში.
მკვეთრი მურხუჭით გააჩერა ავტომობილი. აღარაფერი უკითხავს ჯუმბერს, იქნებ ესმოდა კიდეც მისი, შესაშური სისწრაფით გადმოხტა ელენე და სირბილით დაუყვა სანაპიროსკენ. მამაკაცი იქამდე გაჰყურებდა გოგონას ვიდრე თვალს არ მიეფარა, შემდეგ ავტომობილი შემოაბრუნა და ისევ დეპარტამენტში დაბრუნდა. რაოდენ უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო, თავმჯდომარის კაბინეტში სინათლე ისევ ენთო, ჯუმბერმაც პიდაპირ მისი ოთახისკენ აიღო გეზი.
ჩაფიქრებული ვაჟი მაგიდასთან იჯდა, სიგარეტს-სიგარეტზე ეწეოდა და ბიჩოკებით სავსე საფერფლეში აფერფლებდა.
- ასე გვიან არ გელოდი, რამე გაარკვიე?! - დაღლილი თვალებით ახედა სავარძელში მოთავსებულ მოადგილეს.
- რომ არ დავბრუნებულიყავი, ვერ მოვითმენდი! - კმაყოფილი იფშვნეტდა ხელებს წინ მჯდომი - იმაზე მარტივი გამოდგა, ვიდრე გვეგონა. ლამაზმანი ფსიქოლოგის იდეამ გაამართლა.
- ანუ ირაკლის მოეწონა? - ირონიულად ჩაიცინა ვაჟმა.
- მაგის ამბავი ხომ იცი, ქალს არ დატოვებს ისე. მით უმეტეს ასეთ გოგოს.
- დარწმუნებული ხარ, რომ ელენეს ვერ შეაბამს? როცა უნდა ქალთან ქცევის წესებიც იცის მაგ ახვარმა!
- გამორიცხულია. ამ გოგონას ვერაფერს მოუხერხებს.
- იმედია რეალური სასურველში არ გერევა, ასე დარწმუნებული რატომ ხარ?! - ინეტერესით ჩაეკითხა თავმჯდომარე.
- გოგონას მარტო კი არ სძულს, ეზიზღება. ეს კი იმდენად გულწრფელი გრძნობაა, რომ შეუძლებელია ასე მარტივად შეიცვალოს აზრი... ელენესთვის თხოვნაც არ გვჭირდება, ისე გაუთხრის სამარეს, ხელიც არ აუკანკალდება. ირაკლის წინააღმდეგ სამხილებს თავადვე მოიძიებს...
- რატომ ხარ ასე დარწმუნებული?! - ისევ გაუმეორა კითხვა ჯუმბერს.
- ელენეს დამსახურებით, პატიმრებს შორისაც საკმაოდ სერიოზული მოკავშირე გამოგვიჩნდა.
- ხომ იცი, ვერ ვიტან ქარაგმებით საუბარს. -გაღიზიანდა თავმჯდომარე - აღარ იტყვი, როგორ მოახერხე მისი დაყოლიება?!
- ღმერთია მოწმე, არც არაფერი შემითავაზებია და არც დამიძალებია, უბრალოდ ჩვენი ფსიქოლოგის მეგობარი არც მეტი, არც ნაკლები, ქართველიშვილია, დიახ, დიახ სწორედ ის თორნიკე ქართველიშვილი დღეს შემთხვევით რომ „შემოეცემა“ ჩვენს ირაკლის, ყველა სიკეთესთან ერთად კი ამ ფაქტს ელენეც შეესწრო...
- ეს ამბავი ზედმეტად ხომ არ გართობს?! - მოადგილის კმაყოფილი სახე არ მოეწონა თავმჯდომარეს - ზუსტად ვერ გავიგე, ქართველიშვილი როგორი მეგობარია, ფსიქოლოგთან რა აკავშირებს?
- არ ვიცი, თავად ბავშვობის მეგობრად მოიხსენიებს. თუმცა რა მნიშვნელობა აქვს? ჩვენთვის ხომ შედეგია მთავარი?!
- მხოლოდ შედეგია მთავარი! ზოგჯერ მგონია, რომ ნელ-ნელა ჩვენც ვკარგავთ ადამიანის სახეს და ირაკლის ვემსგავსებით... - დანანებით ჩაილაპარაკა თავმჯდომარემ.
- სხვა გზა არ დაგვიტოვა, გაფრთხილება არ ჭრის და შეგონება. ისევ მისივე მეთოდებით უნდა გავანადგუროთ!
- ალბათ, ალბათ!
მამაკაცები კიდევ დიდხანს საუბრობდნენ, კიდევ დიდხანს აწყობდნენ სამომავლო გეგმებს.
ელენემ კი, ორთაჭალის ხიდი გადაკვეთა და გეზი ნარიყალასკენ აიღო.
გორგასლის ძეგლთან მდგომი, მოაჯირს დაჰყრდნობოდა და ამაყად გადმოჰყურებდა აბანოთუბანს. მართალია მთელი დღის ემოციებით დატვირთულს მხრები უკანკალებდა, ტუჩებს იჭამდა სიმწრისგან, მაგრამ არ ტიროდა. ახლა ტირილის დრო არ ჰქონდა. უნდა ეფიქრა და გამოსავალი მოეძებნა.
ფიქრი მობილურის ზარმა შეაწყვეტინა.
- გისმენ, დე..
- დაგიტოვეს ციხეში?! - ქალიშვილის დაღლილი ხმა თითქოს არ შეიმჩნია, მხიარულად ჰკითხა მაიკომ.
- არა, დე... ასე მითხრეს, შენთვის ადგვილი არ გვაქს, ჩვენი პატიმრებიც გვყოფნისო! - ხუმრობაში ცდილობდა ტკივილის დაფარვას.
- გაგვმართლებია. - სიცილი წასკდა - მალე მოხვალ?! - როგორც იქნა დასერიოზულდა ქალი.
- უკვე მოვდივარ! - იქვე მდგომ თავისუფალ ტაქსს დაუქნა ხელი და მუხიანის მისამართი უკარნახა ელენემ.
შემოდგომის თბილი დილა გათენდა. მიუხედავად იმისა, რომ უჭირდა მოძრაობა ლოგინიდან წამომდგარიყო თორნიკე, წონასწორობის შესანარჩუნებლად, იქვე მდგომ რკინის სკამს დაყრდნობოდა, „რეზბალნიცის“ გისოსებიდან უმზერდა ცისფერ ცაზე გაშლილ სხვადასხვა ფორმის თეთრ ღრუბლებს აკვირდებოდა და საკუთარ მოგონებებში იქექებოდა:
- ის ჩემი ცხენია, თეთრი და ლამაზი.... - თითქოს ისევ ეტიტინებოდა პატარა ელენე და კოტიტა, ბუთხუზა თითს იშვერდა ერთ-ერთი ღრუბლისკენ.
- კარგი რა, ენე. ცხენი კი არა ლეკვია, ნახე რამხელა თავი აქვს! - შეეწინააღმდეგა ვაჟი.
- არაფერიც, ცხენია. აი, ვკითხოთ მამაოს! - ამჯრად ნიკოლოზის მიმართულებით გაიქცა ქალიშვილი.
- აბა, რომელი? - ღიმილით ჩაეკითხა მოძღვარი.
- აი, აი! - ისევ თითს იშვერდა თითქმის გაშლილი ღრუბლისკენ გოგონა.
- ვერაფერს ვხედავ, ერთი მეტიჩარა გოგოს გარდა!- ხელში აიტაცა ნიკოლოზმა და აკისკისებულ პატარას რამდენიმეჯერ შეუღიტინა.
- დამსვი, დამსვი! - აფართხალებული ელენე ფეხებს იქნევდა და ხმამაღლა კისკისებდა.
- მე-ტი-ჩა-რა! - ისე წარმოთქვა, თითქოს წინ ახლაც ელენე ედგა.
მიუხედავად ტკივილისა სახე ღიმილმა მაინც გაუნათა. მართალია ჭრილობები ისევ აწუხებდა, მაგრამ მაინც უჩვეულოდ მშვიდად გრძნობდა თავს, შინაგანად რაღაც უხაროდა, რაღაც რასაც სახელს ჯიუტად არ არქმევდა.უბრალოდ ვერ არქმევდა.
- ციხის ყველაზე ურჩ პაციენტს ღიმილიც შესძლებია?! - იმდენად გაუკვირდა მისი სახეზე დანახული გამომეტყველება, რომ ავადმყოფის მოსანახულებლად შესულმა მთავარმა ექიმმა გაოცება ვერ დამალა.
- ზოგჯერ ასეც ხდება.. - სწრაფად დასერიოზულდა ვაჟი.
- ვხედავ ფეხზე წამოდგომაც შეძელი...
- ასეა, ექიმო, ახლა ლოგინში საგორაოდ ნამდვილად არ მცალია, აბა, ციხეში როდის გადამიყვანთ?
- ჯუმბერმა დაიბარა, დღეს ან ხვალო, მაგრამ რამდენიმე დღე აქ დარჩენა ნამდვილად არ გაწყენდა.
- არ მითხრათ, რომ ჩემზე ღელავთ?!- ირონიული სიცილი ვერ შეიკავა თორნიკემ.
- იქნებ ვღელავთ კიდეც?!
- იქნებ?!...
- შენი მტერი არ ვარ, თუმცა ზოგჯერ არსებობენ გარემოებები, რომელთაც ვერ გადაახტები, ვერ შეცლი...
- არ გინდათ ეს ტრაფარეტული საუბარი, ხომ იცით პათეტიკას ვერ ვიტან! - გაღიზიანდა ქართველიშვილი ექიმის ხელოვნურ სიბრალულზე - არც პირველია და არც უკანასკნელი, მცემენ, მიმკურნალებენ, შემდეგ ისევ მცემენ და ისევ მიმკურნალებენ.
- მაგრამ ერთხელაც შეიძლება მკურნალობამდე ვერც მიხვიდე... - ბრაზი გაერია ხმაში ექიმს.
- არც ეგაა გამორიცხული, ადრე თუ გვიან ყველა კვდება, ექიმო! - აგდებით გახედა გვერდით მდგომ მამაკაცს.
- დავიჯერო, მართლა ასე იაფად აფასებ საკუთარ სიცოცხლეს?!
- იქნებ არც ვაფასებ, მაგრამ რეალობას ვერ ვცვლი...
- ყოველთვის არსებობენ ადამიანები, რომელთა გამოც სიცოცხლე გიღირს, რომელთა გამოც გმირობა გინდა. შენ მსგავსი არავინ გყავს? მართლა ასეთი უმნიშვნელოა შენი არსებობა?!
- რა იცით ექიმო, იქნებ არსებობენ კიდეც, იქნებ არც. ყველაფერს დრო გვიჩვენებს. - ელენეს ცრემლებით სავსე თვალების გახსენებაზე ისევ ოდნავ შესამჩნევად გაეღიმა ქართველიშვილს.
- დღეს რომც მითხრან შენი ციხეში გადაყვანა, მეც არ გაგიშვებ.
- ჩემს გამო პრობლემების შექმნა არ ღირს, თუ გითხრეს დღეს გადაიყვანონო...
- იმდენი კი შემიძლია, როგორც პაციენტი ერთი დღით კიდევ შეგინახო. - რატომღაც ჯიბრი იგრძნობოდა ექიმის ხმაში - ხვალ დილით გადავიყვანთ მეთქი ვიტყვი და დროს საღამომდე გავჭიმავ.
- ერთი დღე აქეთ, ერთი დღე იქით, რას ცვლის?! ტყუილად პრობლემებს ნუ შეიქმნით. - ფეხზე დგომა ვეღარ შეძლო ვაჟმა, ფრთხილი მოძრაობით ლოგინზე ჩამოჯდა.
- ზოგჯერ ერთი დღე კი არა, წუთიც ცვლის ყველაფერს... - უჩვეულოდ ტკივილით ჩაილაპარაკა მამაკაცმა, წინ მჯდომ პაციენტს თვალი აარიდა და პალატის სარკმლიდან ამჯერად თავად გაიხედა - უბრალოდ მომისმინე. დასკვნები კი შენით გააკეთე. ჭკვიანი ბიჭი ჩანხარ და ვიცი ზუსტად მიმიხვდები სათქმელს. შენი მოსახელე შვილი მყავდა, თავად უმამოდ გაზრდილს, შვილზე ჭკუა მეკეტებოდა. თუმცა მისთვის ეს ხმამაღლა არ მითქვამს, პირიქით, თითქოს მეშინოდა ზედმეტი სიყვარულით არ გამეტუტუცებინა, თავში არ ავარდნოდა. ალბათ კარგი მამა არ ვყოფილვარ, იქნებ ზედმეტად მკაცრადაც ვექცეოდი, მაგრამ მაშინ მყარად მჯეროდა, რომ ჩემს სიმკაცრეს სწორად გაიგებდა. მინდოდა დამოუკიდებლად ცხოვრება მესწავლებინა, მისი შრომით თავის გატანა. მიუხედავად იმისა, რომ ფინანსურად არ მიჭირდა, სახარჯად დიდი თანხა არასოდეს მიმიცია. თუმცა არც ისე იყო, რომ ვინმესთვის ხელში ეყურებინა, მისი სამყოფი ყოველთვის ჰქონდა.
მის მეგობრებს ვიცნობდი, სულ ვაკონტროლებდი, მუდამ ვიცოდი სად იყო, ვისთან ერთად მოძრაობდა,მაგრამ მაინც გამომეპარა. ყველაზე მთავარი მაინც ვერ შევნიშნე.
ოცი წლის იყო სხვისი ნივთების უკანონოდ მისაკუთრების გამო რომ დააკავეს. ხუთი წელი მიუსაჯეს.
პირველად მაშინ მოვკვდი, სასამართლოს დარბაზში ჩემს გაზრდილს ქურდი რომ უწოდეს. როგორც გაირკვა, ტოტალიზატორში ითამაშა მეგობრებთან ერთად. რათქმა უნდა წააგეს, ზუსტად არ ვიცი რამდენი, მაგრამ ფაქტი იყო, რომ ამხელა თანხა არ ჰქონდათ. ვალის გადახდა ვერ შეძლეს. მშობლებისთვის გამხელაც ვერ გაბედეს. გამოსავალი კი ზედმეტად მარტივი ნახეს. ერთ-ერთ მის მეგობარს შეძლებული ნათესავი ჰყავდა და მისი გაქურდვა გადაწყვიტეს. იმდენი კი ვერ გათვალეს, რომ ნათესავს ბინა სიგნალიზაციაზე ჰქონდა აყვანილი და დანაშაულის ადგილზევე აიყვანეს.
მეორედ მაშინ მოვკვდი - მისი გარდაცვალების ამბავი რომ შემატყობინეს. ციხეში, საკუთარ კამერაში ნახეს ვენებ გადაჭრილი. ციხის ადმინისტრაციის წარმომადგენლები მიმტკიცებდნენ, რომ მსგავსი რამ ხშირად ხდებოდა, მაგრამ მათი არ მჯეროდა.
- მაინც რატომ არ უჯერებდით? ეჭვი რამ გაგიჩინათ? - ინტრესით ჩაეკითხა ვაჟი.
- მორწმუნე იყო, მიუხედავად იმისა, რომ შეცდა ჩემი შვილი იმდენად სიცოცხლის მოყვარე იყო, რომ ზუსტად ვიცოდი, სიცოცხლეს თვითმკვლელობით არ დაასრულებდა. მათ მონაჩმახს ვერც დავიჯერებდი და არც დამიჯერებია. სსიპ „ლევან სამხარაულის ეროვნული ექსპერტიზის ბიუროში“ ნაცნობი სამედიცონო ექსპერტები მუშაობდნენ, მათ ვთხოვე სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება. მესამედ სწორედ მაშინ მოვკვდი, როცა წინ შვილის გარდაცვალების მიზეზის თაობაზე სსიპ „ლევან სამხარაულის ეროვნული ექსპერტიზის ბიუროს“ მიერ გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის პასუხი ვნახე.
- ასეთი რა ეწერა დასკვნაში?
- ჩემი შვილი სხეულის ბლაგვი ნივთით მრავალგზის დაზიანების შედეგად იყო გარდაცვლილი. იცი ეს რას ნიშნავს?! ცემით მოკლეს, რეზინის ხელკეტებით ურტყეს და ისე მოკლეს. მე რომ მაშინ აქ მემუშავა, მას რომ ჯუმბერის მსგავსი ადამიანი შეჰხვედროდა, იქნებ ახლა ცოცხალიც ყოფილიყო?!
- აზრი აქვს ვიკითხო, მაშინ ვინ იყო ციხის უფროსი?!
- პასუხი ხომ ისედაც იცი?! - ირონიულად გაეცინა მამაკაცს - ვიცი, რომ სწორად გამიგებ, უნდა გამიგო. - ვაჟის ტკივილით მომუშტული ხელები არ გამოჰპარვია ექიმს - ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, არ არსებობს გამოუსწორებელი დანაშაული. ახალგაზრდა ბიჭი ხარ, ჯერ კიდევ გაქვს აქედან გაღწევს შანსი და ეს შანსი უნდა გამოიყენო, რადაც არ უნდა დაგიჯდეს, უნდა გახვიდე. თუნდაც ჩემს გამო, ან ჩემი თორნიკეს გამო... - პალატაში გაჩერება ვეღარ შეძლო, გასასვლელისკენ შებრუნდა მამაკაცი.
- ბავშვები ყოველთვის გრძნობენ გულწრფელ სიყვარულს, თქვენი შვილიც იგრძნობდა, აუცილებლად იგრძნობდა! - კარში მდგომს დაეწია ვაჟის სიტყვები, ერთხელ კიდევ შეხედა ლოგინზე მწოლიარე პაციენტს.
- მინდა იმედი ვიქონიო, რომ აქ, პაციენტის სახით აღარ გნახავ!..
- მეც..
სულ ოდნავ დაუკრა თავი დამშვიდობების ნიშნად ექიმმა და პალატიდან გავიდა.



№1  offline წევრი crete20

არ მეყოო unamused
ეს ისტორია ძალიან მომწონს მგონი ჭირვეულ სტუმარზე მეტად!
ველი ახალ თავს!

 


№2  offline ახალბედა მწერალი murachashvili

crete20
არ მეყოო unamused
ეს ისტორია ძალიან მომწონს მგონი ჭირვეულ სტუმარზე მეტად!
ველი ახალ თავს!

ეჭვი მაქვს, რომ ისტორია დასრულდება და თქვენ ისევ მისაყვედურებთ, რომ არ გეყოთ smile ალბათ უნდა მიხაროდეს სხვა ისტორიებს თუ სჯობს, თუმცა ჭირვეული სტუმარი ჩემთვის სრულიად სხვა დატვირთვას ატარებს. სასიამოვნო კითხვას გისურვებთ kissing_heart

 


№3 სტუმარი Nene

Mgoni tornike azrs icvlis....kargi iyo madliba shen da geli moutmenlad

 


№4  offline ახალბედა მწერალი murachashvili

Nene
Mgoni tornike azrs icvlis....kargi iyo madliba shen da geli moutmenlad

სხვა გზა რომ არ დარჩება, შეიცვლის და ეგ იქნება smile

 


№5 სტუმარი cat

dzalian momewona, dzalian kargad wer, ogond gtxov bednieri dasasruli hqondes tore movkvdebi tirilit, mecodeba tornike.......

 


№6  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ძალიან ძალიან ძალიან მომწონს ეს ნაწარმოები... ძალიან შენეულია, ისევ დეტალებში გადმოგვცემ ყველაფერს და არა "მიფუჩეჩებულს" ამას კი შენც კარგად იცი როგორ ვაფასებ... ზოგჯერ ძალიან საჭიროა და სასურველი ყველაფერი დაწვრილებით აღწერო. მე როგორც მკითხველს ძალიან მიზიდავს ეს შენში ალბათ ამიტომაც ვარ ასე შენზე მოჯაჭვული...
ძალიან ძალიან მომწონს თორნიკეს პროტოტიპი თუმცა მინდა იბრძოლოს საკუთარი მომავლისთვის და ალბათ ასეც იქნება... ნიკუშა კი ჩემი ტკივილია და მის პერსონაჟს ამ ისტორიაში ასე რომ სვამ ძალიან მომწონს...
ახლა იმაზეც ვიფქრობ თორნიკე სიმართლეს რომ გაიგებს მშობლებზე თუ როგორ მოკვდნენ აუცილებლად შურს იძიებს და არ მინდა ამას შეეწიროს ან ისევ ციხეში აღმოჩნდეს, მინდა მალე დაბრუნდეს მეგობრებისა და ოჯაცის გარემოცვაში და მათაც მიცეს უფლება თორნიკეს უფლებების დაცვის...
მოკლ

მოკლედ ემოციებში ვარ ძალიან და იმდენად არ მყოფნის შენი ისტორიები სულ მინდა ვიკითხო და ვიკითხო...
და ბოლოს ახალ თავს ველოდები მოუთმენლად...

 


№7  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

ძალიან მომწონს ეს მოთხრობა ერთი სული მაქვს როდის დამთავრდება რომ მთლიანად ვიგემო ერთიანად.. ძალიან მომწონს პერსონაჟები. სიუჟეტიც მაინტერესებ ს რა მოხდებ . თავიდან მეშIნოდ არომ თორნიკე კრიმინალური ავტორიტეტი თუ როგორც ქვია არ გამხდარიყო და ვნახოთ რა მოდება ახლა ვიცი რომ ელენეს გამო ამას არ გააკეთებს. საკმაოდ რეალურად წერ და ეს ძალიან მომწონს. გელოდები მოუთბენლად!!!!

 


№8 სტუმარი Teo.

Vgijdebi tqvenze chemo avtoro.armyofnis minda dausruleblad vikitxo .

 


№9 სტუმარი Guest buzguna

dzalian momwon es novela. minda rom bednieri dasasruli qondes

 


№10  offline წევრი ნინუცი

ან ეს ციხის უფროსი რაღაცით იმ დამპლებს ხომ არ უკავშირდებიან თორნოს მშობლები ვინც დაუხოცა? გული მიგრძნობს ჩემი თხოკო ერთი კარგად მიბეგვავს მაგ ირაკლის თუ ვიღაც ჯანდაბას. ისე სხვანაირად დაიწყო და ისე მაგრა გრძელდება ვაფშე რომ ვერ წარმოვიდგენდი.
ჩემი ისტორიაა ეს

 


№11  offline ახალბედა მწერალი murachashvili

cat
dzalian momewona, dzalian kargad wer, ogond gtxov bednieri dasasruli hqondes tore movkvdebi tirilit, mecodeba tornike.......

დრამატულსა და ტრაგიკულ დასასრულს ნამდვილად არ ვგეგმავ kissing_heart

უცნობი ქ
ძალიან ძალიან ძალიან მომწონს ეს ნაწარმოები... ძალიან შენეულია, ისევ დეტალებში გადმოგვცემ ყველაფერს და არა "მიფუჩეჩებულს" ამას კი შენც კარგად იცი როგორ ვაფასებ... ზოგჯერ ძალიან საჭიროა და სასურველი ყველაფერი დაწვრილებით აღწერო. მე როგორც მკითხველს ძალიან მიზიდავს ეს შენში ალბათ ამიტომაც ვარ ასე შენზე მოჯაჭვული...
ძალიან ძალიან მომწონს თორნიკეს პროტოტიპი თუმცა მინდა იბრძოლოს საკუთარი მომავლისთვის და ალბათ ასეც იქნება... ნიკუშა კი ჩემი ტკივილია და მის პერსონაჟს ამ ისტორიაში ასე რომ სვამ ძალიან მომწონს...
ახლა იმაზეც ვიფქრობ თორნიკე სიმართლეს რომ გაიგებს მშობლებზე თუ როგორ მოკვდნენ აუცილებლად შურს იძიებს და არ მინდა ამას შეეწიროს ან ისევ ციხეში აღმოჩნდეს, მინდა მალე დაბრუნდეს მეგობრებისა და ოჯაცის გარემოცვაში და მათაც მიცეს უფლება თორნიკეს უფლებების დაცვის...
მოკლ

მოკლედ ემოციებში ვარ ძალიან და იმდენად არ მყოფნის შენი ისტორიები სულ მინდა ვიკითხო და ვიკითხო...
და ბოლოს ახალ თავს ველოდები მოუთმენლად...

როგორ მიხარია ასე თავებად რომ დაიწყე კითხვა, შენი კომენტარების ხილვა ერთი სიამოვნებაა kissing_heart ორმაგად კი ის მიხარია, ისტორია რომ მოგწონს. თორნიკეს პერსონაჟი მეც საკმაოდ მიყვარს, მგონი თუკი ვინმე მყავდა ოდნავ ავარა ცხოვრებისკენ მიდრეკილი, ყველას სახე ამ პერსონაჟში გაერთიანდა. რაც შეეხება მშობლების თემას, ეს ცალკე ეპიზოდად მაქვს დაგეგმილი, სადაც წესით ბევრი ნიუანსი უნდა გაირკვეს და ისტორიის მსვლელობისას დასმულ საკამოდ ბევრ კითხვის ნისანსაც გასცეს პასუხი. იმედია მოვახერხებ თქვენი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას kissing_heart

nawkas12345
ძალიან მომწონს ეს მოთხრობა ერთი სული მაქვს როდის დამთავრდება რომ მთლიანად ვიგემო ერთიანად.. ძალიან მომწონს პერსონაჟები. სიუჟეტიც მაინტერესებ ს რა მოხდება. თავიდან მეშინოდა, რომ თორნიკე კრიმინალური ავტორიტეტი თუ როგორც ქვია არ გამხდარიყო და ვნახოთ რა მოდება ახლა ვიცი რომ ელენეს გამო ამას არ გააკეთებს. საკმაოდ რეალურად წერ და ეს ძალიან მომწონს. გელოდები მოუთბენლად!!!!


დიდი მადლობა ჩემო ძვირფასო, მეც მოუთმენლად ველი თქვენს რეაქციებს შემდეგი თავების ხილვისას kissing_heart kissing_heart kissing_heart

Teo.
Vgijdebi tqvenze chemo avtoro.armyofnis minda dausruleblad vikitxo .

kissing_heart kissing_heart kissing_heart

Guest buzguna
dzalian momwon es novela. minda rom bednieri dasasruli qondes

ალბათ რეალურთან ახლოს მივალთ. ზღაპარივით კეთილ დასასრულს ვერ დაგპირდებით, თუმცა ცუდი დასასრული არ იქნება heart_eyes kissing_heart

ნინუცი
ან ეს ციხის უფროსი რაღაცით იმ დამპლებს ხომ არ უკავშირდებიან თორნოს მშობლები ვინც დაუხოცა? გული მიგრძნობს ჩემი თხოკო ერთი კარგად მიბეგვავს მაგ ირაკლის თუ ვიღაც ჯანდაბას. ისე სხვანაირად დაიწყო და ისე მაგრა გრძელდება ვაფშე რომ ვერ წარმოვიდგენდი.
ჩემი ისტორიაა ეს

როგორც ეგოისტ ადამიანს, შენი აღშფოთებული კომენტარები ძალიან მახარებს heart_eyes პირველ დასმულ კითხვაზე პასუხს მგონი ზემოთ მოცემულ კომენტარებითაც მიხვდები. ირაკლის ცემას რაც შეეხება, ხელები მეც მექავება smile

 


№12 სტუმარი Guest emily

dzalian momwons, dzalian kargad wert.

 


№13  offline წევრი crete20

murachashvili
crete20
არ მეყოო unamused
ეს ისტორია ძალიან მომწონს მგონი ჭირვეულ სტუმარზე მეტად!
ველი ახალ თავს!

ეჭვი მაქვს, რომ ისტორია დასრულდება და თქვენ ისევ მისაყვედურებთ, რომ არ გეყოთ smile ალბათ უნდა მიხაროდეს სხვა ისტორიებს თუ სჯობს, თუმცა ჭირვეული სტუმარი ჩემთვის სრულიად სხვა დატვირთვას ატარებს. სასიამოვნო კითხვას გისურვებთ kissing_heart


ხო მართალი ხარ რაც არ უნდა დიდი თავი დადო ისეთი კარგია მაინც არ მეყოფა smile smiley ძალიან მომწონს თორნიკესნაირი ბიჭებიი heart_eyes

 


№14  offline ახალბედა მწერალი murachashvili

Guest emily
dzalian momwons, dzalian kargad wert.

დიდი მადლობა kissing_heart

crete20
murachashvili
crete20
არ მეყოო unamused
ეს ისტორია ძალიან მომწონს მგონი ჭირვეულ სტუმარზე მეტად!
ველი ახალ თავს!

ეჭვი მაქვს, რომ ისტორია დასრულდება და თქვენ ისევ მისაყვედურებთ, რომ არ გეყოთ smile ალბათ უნდა მიხაროდეს სხვა ისტორიებს თუ სჯობს, თუმცა ჭირვეული სტუმარი ჩემთვის სრულიად სხვა დატვირთვას ატარებს. სასიამოვნო კითხვას გისურვებთ kissing_heart


ხო მართალი ხარ რაც არ უნდა დიდი თავი დადო ისეთი კარგია მაინც არ მეყოფა smile smiley ძალიან მომწონს თორნიკესნაირი ბიჭებიი heart_eyes

თორნიკეს მსგავსი ბიჭები მათი ხიფათით სავსე ცხოვრებით გვიზიდავენ, თუმცა ჩემი აზრით მათი ცხოვრება მხოლოდ ისტორიებში ჩანს ლამაზად.

 


№15  offline აქტიური მკითხველი ნიტა♡♡

ეს ისტორია არასდროს მეყოფაა ისე ძალიან მიყვარს და მწყვეტავს რეალობას .ირაკლიიისთვის სამაგიეროს გადახდაა იქნება თორნიკეს მშობლეების მკვლელიის დასჯაც ასე მგონია.მიყვარს თორნიკეს პერსონაჟიი და ძალიან მეცოდება და განვიცდიი მის ასეთ მდგომარეობაას !თუმცა რეალურად რომ წარმოვიდგინე ყველაზე მტკივნეულიი და მტანჯველი მომენტიაა ასეთ სიტუაციაში ჩავარდნილი ადამიანი გიყვარდეს არც ისე რთულია წარმოიდგინო რას გრძნობს ელენე და გულწრფელად მეცოდება ორივეე!იმედი მაქვს ბოლოს მაინც იქნებიან ბედნიეერებიი და ერთად რაც მთავარიაა

 


№16  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ნიტა♡♡
ეს ისტორია არასდროს მეყოფაა ისე ძალიან მიყვარს და მწყვეტავს რეალობას .ირაკლიიისთვის სამაგიეროს გადახდაა იქნება თორნიკეს მშობლეების მკვლელიის დასჯაც ასე მგონია.მიყვარს თორნიკეს პერსონაჟიი და ძალიან მეცოდება და განვიცდიი მის ასეთ მდგომარეობაას !თუმცა რეალურად რომ წარმოვიდგინე ყველაზე მტკივნეულიი და მტანჯველი მომენტიაა ასეთ სიტუაციაში ჩავარდნილი ადამიანი გიყვარდეს არც ისე რთულია წარმოიდგინო რას გრძნობს ელენე და გულწრფელად მეცოდება ორივეე!იმედი მაქვს ბოლოს მაინც იქნებიან ბედნიეერებიი და ერთად რაც მთავარიაა

ძალიან მიხარია თქვენი სიტყვები kissing_heart რაც შეეხება ირაკლის სამაგიეროს გადახდას, ვფიქრობ სამართლიანობა მოითხოვს მსგავსი ტიპების დასჯას, ამ პერსონაჟისთვის შესაბამისი სასჯელის მოფიქრება ელენესა და თორნიკესთვის მიმინდვია, რაც შეეხება მინდიასა და გვანცას გარდაცვალებას, ვფიქრობ სამაოდ ბევრ კითხვაზე გაგცემთ პასუხს შემდეგი თავები. უბრალოდ სულ ცოტა მოთმინება და...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent