ბურდული და სხვა კატასტროფები (18)
დროა გაიხსენოთ ისტორიის შესავალი. ხვალიდან შაბათის ჩათვლით შუალედური გამოცდები მაქვს ამიტომ ბოლო თავი დაიდება მომდევნო კვირას ახლა მეტს ვერაფერს ვერ გეუბნებით ბოლო თავამდე ბავშვებო ----------------------------------------------------- ნინი. სარკეს მიჩერებული დაჰიპნოზებულივით ვიხსენებ დაბადების დღის მეორე დილას, ლექსოს დაბნეულ სახეს, გაპასტული ლოყით მორბენალ ხვედელიძეს, ყელში ამოსულ მოთმინებას და არ ვიცი რა ძალამ მათქმევინა გუშინდელი ღამე თუ გახსოვს მეთქი, არც ის ვიცი რა ძალამ ათქმევინა კი და არ ვნანობო. -დაგეძინა ნინელი?-რეალობაში მაბრუნებს წივილით აფრიალებული ხელი -ისეთი რამე დაგმართნია აი ერთი და იგივე კადრი რომ ათი დღეა გიტრიალებდეს თავში?- აფორიაქებული ვაჩერდები მაშოს -კი ნინელი, ერთი კვირაა ზუსტად მასე მიტრიალებს გულნარას არამიწიერი სახე გამოცდების შედეგებს რომ გვიცხადებდა-ბოროტი ქირქილით აქნევს თავს-წამო ახლა თორე დავრჩი უკაბოდ! ნაჩქარევად ვავლებ ჩანთას ხელს და ფეხაკრეფით მივყვები ღია კართან ატუზულ მაშოს -დღეს მიდის ხო?-მწვანეფორმიან კაცებს მეზობელი კარიდან სათითაოდ გამოაქვთ შეფუთული ნივთები -ხო-ხმადაბლა მპასუხობს -აი იმდენჯერ ინატრე მართლა მიდის-ვცდილობ მხიარულად მოვხვიო ხელი -არ მეგონა ერთ დღეს მართლა თუ წავიდოდა-ნელა ბრუნდება ლიფტისკენ -ამ საღამოს ისიც იქნება?-კისერს ვიგრძელებ ლიფტში შესული -ჰო მაგიტომ დარჩა ამდენ ხანს, კურსის დამამთავრებელი წვეულება ბურდულის გარეშე სად გაგონილა-ოდნავ გაღიმებული აჭერს ღილაკს-თავისი გენია ბოლოჯერ თუ არ გადმოაფრქვია ხომ დავიღუპეთ! მერე წავა და ბონში გადმოაფრქვევს. სადარბაზოდან გასულს მანქანასთან აწურული ლექსოს გვერდით ბოლო დღეებში მეტად გაბოროტებული ლუკაც გვხვდება. ოდნავ ჩამორჩენილი უკვე გაზეპირებული მოძრაობით ვაქნევ თავს რაც სამეულის ენაზე რომ ვთარგმნოთ „საუკეთესო დაქალს ჯერაც ვერ ვუთხარი შენი საუკეთესო მეგობარი მიყვარს რომელიც ჩემი საუკეთესო მეგობარიც იყო მეთქის“ ნიშნავს. -რეკლამაში მართლა გიღებენ პუტკუნ?-ხელებგაშლილი მიემართება მაშო -დღეს ვიყავი გასაუბრებაზე და თუ რამე დაგირეკავთო-პირველკლასელივით არაკრაკებს ლუკა ლექსოს ოდნავ დამშვიდებულ სახეს ვავლებ თვალს და როგორც წინა ცხრა დღე ახლაც ვლოცულობ ხვედელიძემ თავისი უაღრესად აღშფოთებული პირის მოღება კიდევ რამდენიმე დღით გადადოს. მანქანასთან მისული ამჯერად უკანა სავარძელზე ვხტები მაშოს გვერდით, რაც მეტი დისტანცია იქნება სიხარულიძის ავ ცუგასავით მომზირალ ლუკამდე მით უკეთესი! პეკინზე გასვლისთანავე გახსნილად ცხადდება შოპინგის სესია და სადღაც ორსაათიანი ბოდიალის შემდეგ ქანცგაწყვეტილი ვაჭრი მომდევნო კარში ტუჩაბზუებული მაშოს, სასოწარკვეთილი ლექსოს და ენაგადმოგდებული ხვედელიძის თანხლებით. -ამათ მოვისინჯავ-მოკლე შავ და გრძელ ვერცხლისფერ კაბას იღებს ხელახლა აჟიტირებული მაშო. გაკრეჭილები ველოდებით გასახდელში შესვლას და სამივე მოწყვეტით ვეჟღერტებით მოსაცდელში -მთლად საფრთხობელასაც რომ გავდეს ერთხმად ვეუბნებით გიხდებაო-ქოშინით იყუდებს წყალს ხვედელიძე-აღარ შემიძლია მეტი! -დილით ვერ დაგელაპარაკე ნინელი-გრძელი მკლავი მეხვევა მხარზე-არ გითქვამს ჯერ ხო? -ვერა, მეშინია-შავ თვალებს მიჩერებული ვინაბები -უნდა გეშინოდეთ, დაგხოცავთ მაშო-ავისმომასწავებელი ყვავივით დაგვჩხავის ხვედელიძე, ახლა მივხვდი რომ ჭამის დროს უფრო მომწონხარ ლუკა! -ადრე თუ გვიან გვაპატიებს-ტუჩებს შუბლზე მადებს ლექსო, ხარბად ვისუნთქავ მენთოლის სუნს და აი ამ წამს დედამიწა ოთხკუთხააო რომ მითხრან მაგასაც დავიჯერებ. -არ გაპატიებთ-თავს აქიცინებს ლუკა და ლექსოს ხელს ცხვირაბზუებული ექაჩება-მოღალატეებო! და ნუ ეხუტებით მეთქი ჩემს წინ! ამან რომ არ ჩამიშხამოს ბედნიერების წუთები ხომ განუტევა აფორიაქებული სული! -აბა როგორია?-გასახდელიდან მოაბიჯებს შავ კაბაში გამოწყობილი მაშო -გადასარევი ეგ ჩაიცვი-სიტყვის დამთავრებასაც არ აცლის ხვედელიძე -შემოგეხედა ჯერ ადამიანო!-წარბებს სწევს მაშო-შენ მითხარი ნინელი,ამათ ჩემი მტერი ენდო! -ცუდი არაა-ლუკას შიშით კნავილით ამომდის ბგერები -ცუდი არაა ანუ არაფრად არ ვარგა, მართალი ხარ მეც მაგას ვფიქრობდი-ისევ გასახდელისკენ მიკაკუნევს თავაწეული, მე კი წინასწარ ვემზადები ჭარბწონიანი ვულკანის ამოფრქვევისთვის. -რა ჩაიდინე ნინელი?-ორ წამში ბესელიასავით გაჰკივის ბოხი ხმა, აი ხომ ვთქვი. ის-ისაა თავის გასამართლებლად პირი უნდა მოვაღო ორი გოგო რომ შემოდის არანაკლებ განადგურებული სახეებით -მორჩა თავს ვიკლავ-ხელებს ჰაერში ატრიალებს წითური -კაი რა კატო ვიპოვით რამეს, თითქმის ყველა კაბა გიხდებოდა-საცოდავი სახით მიყვება ჩალისფერთმიანი -კი ლიკუნა ერთი ეგენი მიხდებოდა და მეორე ბრეჟნევის დროინდელი ლამარას საღამური, მორჩა შორტებით მივალ ქორწილში-თმების სწორებით საპატარძლო კაბების სექციისკენ მიაბიჯებს წითური. -ყველა გოგო ერთნაირია-ღაბაბს აქნევს ხვედელიძე. გადმოაფრქვია ახალი სიბრძნე! ხელს წელზე მალულად მოხვეული თითებისკენ ვაპარებ, გაუთხოვარი მასწავლებელივით ჩასაფრებულმა ლუკამ თუ დაგვინახა წასულია საქმე! -აბა?-გასახდელიდან მოაბიჯებს გაბადრული მაშო -აუ რა მაგარია-უმკლავებო ვერცხისფერ კაბას ვავლებ თვალს -გიხდება შიკო-თავს სწევს გაკრეჭილი ლექსო -ეს მართლა გიხდება, წინაში რას გავდი-ჭკუაზე არაა ხვედელიძე-ახლა მაინც დავჯდეთ კაფეში! -სულ ჭამაზე როგორ უნდა ფიქრობდე ადამიანო!-საფირმო ფრაზით ისევ გასახდელისკენ მიალაჯებს მაშო. ოთხმაგი სიხარულით გადახდილი თანხის, ნახევარსაათიანი საცობის და დღის პრინცესის სალონში დატოვების შემდეგ როგორც იქნა ლუკას გაბედნიერების დროც დგება და ყველაზე დიდ ხაჭაპურს ვუკვეთავთ სალონის გვერდით განთავსებულ კაფეში. -არა რა, უეჭველი უნდა ვუთხრათ-მაგიდაზე მკლავებით ეყრდნობა ლექსო -დანას აიღებს, სათითაოდ აგკუწავთ და მიიმალება-ლაღად ღიღინებს ხვდელიძე -თან მალე უნდა ვუთხრათ-თავის ქნევით ვეთანხმები -სახლიდან გაგყრით და ცხოვრების ბოლომდე არ გაგცემთ ხმას-ბანს მაძლევს ლუკა, დროზე მოუტანონ ამას შეკვეთა! -მართლა რომ არ გვაპატიოს?-ამღვრეული ვაჩერდები თეფშს-შეიძლება შეეგუოს მაგრამ ძველებურად აღარ იქნება -ეე ხომ იცი როგორ უყვარხარ ნინელი, მე დავიბრალებ, არასდროს არ დაგკარგავს შენ-თავის მკლავებში მაქცევს ახლოს მოწეული ლექსო -მეც აქ ვარ ისე ცნობისთვის-ხელებს იქნევს აბობოქრებული ლუკა. -შენ ხომ გაგვიგე ისიც გაგვიგებს-საკუთარი თავის დამშვიდებაში ათიანი ნინი! -არაფერიც არ გამიგია, უბრალოდ ვერ გკლავთ, მაშო მოგკლავთ-ლოყებგაბერილი მიყალიბებს ბოლო იმედი, ოცნების კოშკების დანგრევაში როგორც ყოველთვის ათიანი პლიუსით ხვედელიძე! -ისე იმ რეკლამაში რა უნდა გააკეთო?-აშკარად თემის გადატანას ცდილობს ლექსო -ახლა მოგიყვეთ-გაქაფული იწყებს როლებში შესული ლუკა და მთელი საათი ჩახვეულ კასეტასავით ტარტალებს როგორ უნდა ეჭიროს ხელში მსხლის ლიმონათი და გამომწვევი მზერით თქვას „ნატახტარის ლიმონათი გინდა?“. მგონი ისევ მუქარების მოსმენა ჯობდა, იქ პაუზებს მაინც აკეთებდა წინადადებებს შორის. სალონიდან გამოსული მაშოს დანახვაზე სამივე გაბრწყინებული სახით ვიჭრებით ფეხზე, ნუ მე და ლექსო ვიჭრებით, ხვედელიძე ჯერ კიდევ ცდილობს. -ეს შენ ხარ შიკო?-ყბაც ღაღაბივით უვარდება ლუკას -ხო ვიცი ლამის საკუთარ თავს გავყვე ცოლად-კისკისით მოაბიჯებს მაშო -იმაზე მაგარია ვიდრე ველოდი-ტაშის კვრით ვათვალიერებ თმის წვერიდან ქუსლიანების ბოლომდე -წავედით რვა ხდება უკვე-მანქანისკენ მიკაკუნებს მაშო. ორ წუთში სრულ მზადყოფნაში მყოფი სამეული და მორჩენილ ხაჭაპურს ჩაფრენილი ხვედელიძე ფართხუნით ვიკავებთ ადგილებს. კუს ტბისკენ მიმავალ გზაზე შედარებით გულდამშვიდებული გავყურებ გარემოს, მანამ უნდა დავტკბე ამ მდგომარეობით სანამ ჭამას მორჩება და ისევ აწიკწიკებულ ბომბად გადაიქცევა ერთი სულიერი. -უკანა გზაზე სანდრო წამომიყვანს-გაჩერებული მანქანიდან ფრთხილად გადადის მაშო -ასეთ პატარა რესტორანში დაეტიეთ?-თვალებს იჩრდილავს ხვედელიძე -არა ამის უკან მინდორია და ღია ცის ქვეშ ვქეიფობთ-მხიარულად გვატყობინებს შესასვლელისკენ მიმავალი -შიკო-მარცხენა მხრიდან ჩამესმის ბოხი ხმა და მხარზე ნაზად მეხვევა ხელი-რაღაც უნდა გითხრათ! მგონი მე და ლუკამ ერთნაირი სისწრაფით და ერთნაირად გაოგნებულებმა მოვაბრუნეთ თავები. არა, ახლაც არ ვარ მზად, არ შემიძლია! -მე და ნინელი...მოკლედ...ჩვენ ერთად ვართ, სხვანაირად ვართ ერთად-მძიმე ხმით ბუტბუტებს თავჩახრილი ლექსო. ახლა მოვკვდები! -და ვინმე ამიხსნის სხვანაირად ერთად ყოფნა რას ნიშნავს? ანუ თქვენ ორი-ხელს სათითაოდ გვიშვერს მაშო, კიდევ ერთხელ ვუყურებ გაკვირვებულ სახეს, არა, არ გვაპატიებს და ვერ გადავიტან! -ერთმანეთი გვიყვარს-გაბზარული ხმით ამთავრებს ლექსო და ახლაღა ვამჩნევ თვით ხვედელიძეც კი გატრუნული რომ გვისმენს ამდენი ხანია. -შენ ნინელი-თვალს მისწორებს გაოგნებული სახით-და შენ ფაჩულია კაცო-ახლა მისკენ გადააქვს მზერა-შეყვარებულები ხართ? -ჰო-ტირილამდე მისული ვაქნევ თავს -ძლივს!-თვალების ტრიალით გვაქცევს ზურგს მაშო-გავიქეცი და ვილაპარაკოთ მერე. დაადგათ საშველი!-ხელების ქნევას აგრძელებს შენობისკენ მიმავალი. ადგილს მიყინული ვცდილობ მომხდარის გადახარშვას და თავს აშკარად ჩემსავით გაჩიჩინებული ლექსოსკენ ვაბრუნებ -მოიცა! მკვლელობა სადაა! რატო არ დაგხოცათ?-ახლა თვალებგაფართოებული ლუკა გამოდის სიტყვაში-მგონი არასწორად გაიგო. მაშო დაბრუნდი და გალანძღე! ერთმანეთს სიყვარული აუხსნეს! -როგორც მაშო იტყოდა გაგისკდა უხეირო თავი ხვედელიძე! .მაშო. ბუშტებით გაწყობილ თაღში შევდივარ და ღია ცის ქვეშ გაშლილ თეთრ ალაფურშეტის მაგიდებს ვავლებ თვალს. ჩამავალი მზის ფონზე საღამოს განათებაც ჩაურთავთ, კარგი, ასეთ საოცრებასაც არ ველოდი. სტუდენტებით გავსებულ მწვანე მინდორზე თვალების ცეცებით მივიკვლევ გზას, თუ გამოჩნდეს ახლა! ოდნავ ამაღლებულ სცენაზე დიჯეის გვერდით თვით ბოღმის დედა შემდგარა გაგანია ივნისშიც კი გრძელსახელოებიან კაბაში გამოწყობილი, ჰო ალბათ მოდაში იყო ეს სტილი, ორი საუკუნის წინ. მგონი ახლა დები იშხნელების სიმღერას მოვისმენთ. -ზღარბო?-უკვე ჩვენი კარის ზარზე უფრო ნაცნობი ხმა ჩამესმის ზურგიდან და ადგილზე ვხტები, ყოჩაღ სანდრო, გამოცდებზე გადარჩენილს ლამის ახლა დამმართე გულის შეტევა. მოწყვეტით ვბრუნდები უკან, ჰო მგონი ახლა ნამდვილად ვარ გულის შეტევის ზღვარზე. უკუნითი უკუნისამდე აპრეხილი ქოჩორი უფრო აუპრიხავს, წვერიც გაგვიპარსავს და ეს ყელზე წაჭერილი ბაბოჩკაც სასტიკად უხდება. ამ წასვლის ხანს მოგინდა ბრედ პიტობა ადამიანო? -ე რა ლამაზი ხარ-შუბლამდე ააქვს წარბები -ჰოი ეს რა მოისმინა ჩემმა ყურებმა, ალექსანდრე დიდს კომპლიმენტი წამოცდა ხალხო!-დემონსტრაციულად ვწევ ხელებს -შენთვის არ მითქვამს ზღარბო-ორი წლის ბავშვივით იჯღანება -აბა ვის უთხარი? -შენს უკან რომ გოგო დგას-წვენის წრუპვით ათამაშებს წარბებს. ტუჩებმოპრუწული ვაბრუნებ თავს, გოგო არ ვიცი და მგონი უკან მდგომი ერთადერთი ცოცხალი არსება ჭრელ ფუშფუშა კაბაში გამოწყობილი რუსიკოა, ახლა ნამდვილად გავს კლეოპატრას და ფუფალას ნაზავს. -სექტანტივით ჩაკრასკულ რუსუდანზე უკეთესი არ გღირსებოდეს სანდრო-ფრუტუნით ვაგრძელებ თეთრი პერანგის და შავი პიჯაკის თვალიერებას. -ჰო კარგი შენ გითხარი-გაღიმებული მანათებს მომწვანო თვალებს. ის-ისაა პირი უნდა მოვაღო რაღაც ნაცნობი მელოდია რომ ჩამესმის ყურში და ორ წამში ელვის პრესლის Can’t Help Falling In Love იღვრება დინამიკებიდან, ყოჩაღ გულნარა, გამოუჩნდა იშხნელებს კონკურენტი. -წამო და დატკბი, ერთი და იმავე გოგოს ორჯერ არ ვეცეკვები-მაჯაში ჩავლებული თითები თავისკენ მექაჩება. -საცოდავი თვითმფრინავის მგზავრები შვიდი საათი რომ მოუწევთ შენი ატანა-ორივე ხელს კისერზე ვხვევ -ზღარბო გახსოვს ათი დღის წინ რომ მაკოცე? -კი სანდრო,ისიც მახსოვს ათ დღეში ათასჯერ რომ გამახსენე-ნელი მოძრაობით ვყვები მელოდიას -და ისიც გითხარი შენი გმირი რომ ვარ?-წელზე ვგრძობ მკლავებს -კი სანდრო, გუშინ სახლიდან გასვლამდე, ლიფტშიც, სადარბაზოში ორჯერ, ზემო მეზობელ ჟენიასაც უთხარი, იმ კაცსაც მაღაზიასთან რომ ზის ხოლმე, ყრუა და ვერ გაიგებდა მარა არაა ეგ მთავარი, ჰო სტაიანშიკსაც მიაძახე ამის გმირი ვარო, გამოცდის დამკვირებლებს და იმ ძუნკალ კატასაც მგონი -რას იზამ რთულია გმირობა-ხვნეშით აქნევს თავს. ვუყურებ ისეთივე ცანცარას როგორიც გაცნობის დღიდან იყო, იმ ღიმილით დღეში თექვსმეტი საათი რომ აკერია და ისიც დარჩენილი რვა სძინავს და ფიზიკურად ვერ ახერხებს გაკრეჭვას, იგივე მოწკურული თვალებით ხან ნაცრისფერი რომაა, ხან მწვანე და ხან ორივე ერთად, ჰოდა არ შეიძლება ჩემი მრავალთვიანი ოცნება დღეს ამისრულოს, არ შეიძლება ასე უბრალოდ ადგეს და წავიდეს. -დატრიალდი ზღარბო-ფიქრებიდან გამოვყავარ აღნიშნულის ხმას. ინსტიქტურად მივყვები მოხვეული ხელის მოძრაობას და ორმაგი ბრუნით ვუბრუნდები დანიშნულების ადგილს -თეიკ მაი ჰენდ-გამანადგურებელი ინგლისურით თავზე დამყროყინებს მეცო სოპრანო -ნუ დამაყრუე-კისკისით ვიჭყანები -ამყევი ზღარბო, take my whole life too-ნელი მოძრაობით მისწორებს მზერას -For I can’t help-სუნთქვაშეკრული ვწევ თავს -Falling in love with you-ჩურჩულით ასრულებს ბოლო სტროფს და შეცვლილი სახით მაჩერდება. ჯანდაბა, აზრზე მოდი მაშო! და ახლა,საუკუნედ გაწელილ სამ წამში, ელვისის ბოლოჯერ ნათქვამი For I cant help falling in love with you-ს და მზის საბოლოოდ ჩასვლის ფონზე იმაზე მეტად მინდა ხვალ ისევ „გახსოვს თერთმეტი დღის წინ რომ მაკოცე ზღარბო“-თი დაიწყოს დილა ვიდრე ოდესმე მდომებია. -დაჯდომა მინდა-შეძლებისდაგვარად ომახიანად ვარღვევ უხერხულ სიჩუმეს და მინდვრის კიდეში დადგმული გრძელი სკამებისკენ მივიწევ. გზად კისერწაგრძელებული რუსუდანი გვჩუქნის საფირმო ღიმილს. გრძელ სკამზე ჩამოსკუპულ ფილოსოფიის ლექტორს უკვე მოუსწრია გამოთრობა და ახლა პლატონის მოძღვრებებზე ესაუბრება საკუთარ თავს ხელების ქნევით, ახლა გასაგებია ვის ეძებდა რუსიკო. -რომელზეა ფრენა?-დაჯდომისთანავე ვაბრუნებ კისერს -ორზე-სივრცეს მიჩერებული მიბრუნებს პასუხს სანამ ფურშეტის მაგიდიდან აღებულ ჭიქას ნერვიულად ვათამაშებ ფილოსოფოსების ძმაკაცი პლატონიდან არისტოტელეს რიტორიკის განხილვაზე გადასულა, მგონი ვიღაც დიოგენესავით კასრში ჯდომით დაამთავრებს ამ საღამოს. -ზღარბო მზად ვარ,გისმენ-ფიქრებიდან გამოვყავარ მეტად სერიოზულ ხმას -რისთვის ხარ მზად?-ცნობისმოყვარედ ვაბრუნებ თავს -მხსნელი გტოვებს და არ უნდა ეხვეწო?-ვითომ აღშფოთებული გამომეტყველებით მომჩერებია-შეგიძლია დარჩი გმიროთი დაიწყო და თვითმკვლელობის მუქარით გააგრძელო -ეს და სხვა ოცნებები მოისმინეთ სანდროს მომდევნო უაზრო გამოშვებაში-ტუჩებმოპრუწული ვაქნევ თავს -ისე გაგიმართლა, ხვალ ვეღარ გამოვალ აივანზე შორტებით და შენც გადარჩები ნერწყვების ყლაპვით დახრჩობას-მხიარულად მხვევს ხელს. შენ გაგისკდა ცამდე ამაღლებული თავი! -მეც აღარ გეტყვი, სანდრო საუკუნეების წინ ერთი კარგი რამ გამოიგონეს, მაისური ქვია მეთქი-თვალებდაქაჩული ვუყოფ ენას -მომიკიდეთ...მომიკიდეთ ვინმემ-მარცხენა მხრიდან ჩამესმის გონდაკარგული ბურტყუნი და თავს თვალებმინაბული ფილოსოფიის ლექტორისკენ ვაბრუნებ, სიგარეტი საპირისპირო მხრიდან გაურჭვია პირში და მარჯვენა ხელს დირიჟორივით იქნევს, მოიცა დაგინახოს რუსიკომ, მოვა მალე შენი წამალი! კისრის მოსაბრუნებლად გამზადებული ცხვირწინ გაშვერილ სანთებელიან ხელს ვექაჩები -გაგიჟდი? გალეწილი მთვრალია, ან თავს დაიწვავს ან რამეს გადაწვავს -აბა არ გაჩერდება ისე-თვალების ტრიალით აბრუნებს სახეს. ზემოთ აღნიშნული და სიფხიზლეს მოკლებული ვაჟბატონი ისევ განაგრძობს ბურდღუნს. -მოვიფიქრე ზღარბო,დახუჭე თვალები-მეცნობა ეს ავისმომასწავებელი ღიმილი. კი აბა, წამში არ შეგისრულო ბრძანება -არა-თავს უარყოფის ნიშნად ვაქნევ -ბოლოჯერ გაფრთხილებ -არა მეთქი -მერე უზრდელოს და ტუტუცოს ძახილს არ ვართ-ტუჩჩატეხილი იღებს საფულეს. ახლა რაღა მოაფიქრდა უნაოჭო ტვინს? თვალებგაფართოებული ვუყურებ როგორ აძრობს პატარა ლურჯ კოლოფს, მომკალი და ვერაფერი ვერ გავიგე! -მოუკიდეთ ბატონო გურამ-აღნიშნულ კოლოფს ნახევრადმიძინებულ კაცს აჩეჩებს ხელში -მადლო..ჰო..მმ-ბურდღუნით ატრიალებს ლურჯ ნივთს ფილოსოფიის მამა. -რა მიეცი დეგენერატო?-პირდაღებული ახლაღა ვარჩევ მთელ სიგრძეზე წაწერილ “Durex”-ს -ძაან არ გაარჩიოს სანთებელასგან-ახითხითებული მადებს თავს მხარზე. ვის დააქვს მთელი შეკვრა პრეზე*ვატივი საფულით? გაბუსხული ვაჯვარედინებ ხელებს. -გარყვნილო! -არ ვარ გარყვნილი,ბარგს მილაგებს დედაჩემი და სახლში დამეტოვებინა?-თვალების ტრიალით მიდგება წინ- მებუტე ახლა! მთელი ათი წამი ოლიმპიური გმირის გამძლეობით ვინარჩუნებ მკაცრ გამომეტყველებას, მომდევნო სამი წამი ტუჩზე კბილდაჭერილი ვუმზერ როგორ გამწარებით ცდილობს თვალებმოჭუტული გურამი სულ სხვა რაღაცისთვის განკუთვნილი ყუთის სანთებელად გამოყენებას, მეთოთხმეტე წამზე კი ამდენ ხანს შეკავებული არაამექვეყნიური კისკისი ერთიანად ამომდის ყელიდან და ლამის მიწაზე ჩაკეცილი ბურდულის გვერდით გიჟივით ვაბაკუნებ ფეხებს. თავის სტიქიაში მყოფი არქიმედე აშკარად არ აპირებს დანებებას, ახლა მეორე მხარეს გადატრიალებულ ყუთს უჩხაკუნებს ცერა თითს. -ზღარბო ავითესეთ-მაჯაზე შემოჭდობილი ხელი წამში მაწყვეტინებს ხმას და მზერა სკამებისკენ მომავალ რუსუდანზე გადამაქვს -ამას რა ვუყოთ?-ნაჩქარევად ვხტები ფეხზე -საჩუქრად დავუტოვოთ, გამოადგებათ-ხითხითით მექაჩება ბავშვებისკენ. მოფუსფუსე სტუდენტებამდე მიღწეული ქოშინით ვაპარებ თვალს შედარებით ჩაბნელებული მინდვრის ბოლოსკენ, წაკუზული რუსუდანი გამწარებული ექაჩება გურამის ხელში ჩაბღუჯულ ნივთს, როგორც ჩანს არც დაბნეული გურამი აპირებს დანებებას და თვალებმიბნედილი ცალ ხელს მოსაგერიებლად იქნევს მეორეთი კი არაფრით არ თმობს თავის განძს. -არ წავიდეთ? თერთმეტი ხდება მგონი-ჯერ კიდევ გიჟივით მოხარხარე დავყურებ საათს -ერთი ცეკვაც და წავიდეთ-გაღიმებული მანათებს მომწვანო მონაცრისფრო თვალებს -აბა ერთ გოგოსთან ორჯერ არ ვცეკვავო?-გამარჯვებულის სახით ვწევ წარბს. აქ დაუდგით ბიუსტი გონებამახვილ მაშოს! -მერე შენ გოგო ხარ ზღარბო?-ახითხითებული მიტრიალებს მობილურს. აქ დაუნგრიეთ აგებული ბიუსტი გონებამახვილ მაშოს! დადუმებული ვაყოლებ თვალს დიჯეის სცენისკენ მიმავალს, აპარატურასთან მდგარ ბიჭს ტელეფონს უტრიალებს ცხვირწინ და კმაყოფილი სახით მოაბიჯებს ბავშვებს შორის. -მარჯანჯა რომ ჩაირთოს ტაქსით წავალ სახლში იცოდე-თითს გამაფრთხილებლად ვუწევ წინ ასვეტებულს -ეგეც ვიფიქრე ზღარბო,მაგრამ ჩვენს ბოლო ცეკვას ვერ გავაფუჭებდი-სევდანარევი ღიმილით მიშვერს მობილურის ეკრანს, ფლეილისტზე წინ გამოვარდნილ სახელს ვავლებ თვალს Pete Yorn-Lose You. -ახლა არ მითხრა მეგან ტრეინორის ქოვერი უნდა მოგასმენინოო-იმედგაცრუებული ვუსწორებ მზერას -დაიცადე და ნახავ-თავის ქნევით მხვევს ხელებს. ორ წამში კი ბურდულის მკერდზე აკრულს ცხრაჯერ გადაღეჭილის მაგივრად სულ სხვა შესავალი მრჩება ხელში, პირველ სიტყვაზე ვხვდები ძალიან რომ შევცდი, მეორეზე ვაცნობიერებ რა შარში ვარ, მესამეზე მთელი ძალით ვეხვევი, მეოთხეზე მთელი ძალით მეხვევა. ცხოვრებაში პირველად დგას ასე ახლოს გაჩუმებული და ცხოვრებაში პირველად ვერც ვლაპარაკობ და არც ვცდილობ ხმის ამოღებას. თვალებდახუჭული ვგრძნობ ყელთან დასხმულ ასე ნაცნობ სუნამოს სუნს, იგივე სუნი ქონდა როცა სახეზე მინდორს მახატავდა თვეების წინ, იგივე სუნი ქონდა კარუსელზე ჰაერში გამოკიდულს ჩემი ხელი რომ ეჭირა და ბოლო ხმაზე ხარხარებდა, ახლაც ის სუნი აქვს. ყურში ბუნდოვნად ჩამესმის მისამღერის Cause I’m gonna lose ya და ყელში ვრგავ თავს... Yes I’m gonna lose ya ისევ აგრძელებს ხმა და საფეთქელთან მეხება ლოყა... If I’m gonna lose ya- დასასრულის მოლოდინში გულამოვარდნილი ვეწებები სხეულს. ვხვდები უკვე ბოლო აკორდი ჩამესმის ყურში და ასე მგონია დრო, ჩვენ და მუსიკა ერთად ვმთავრდებით. -ახლა შეგვიძლია წავიდეთ-ჩახლეჩილი ხმით მშორდება ბურდულის სხეული. მხოლოდ თავის დაქნევას ვახერხებ და ნელი სვლით მივაბიჯებ გასასვლელისკენ. მანქანაში ჩაჯდომიდან კორპუსთან მისვლამდე გაშეშებული ვაშტერდები საქარე მინას, სამარესავით დადუმებული სილუეტიც ჯიუტად არ არღვევს სიჩუმეს, ალბათ ასე უკეთესიცაა. -აბა ზღარბო, ნახევარი საათიც და გავდივარ-თავის კართან ჩერდება ლიფტიდან გამოსული -წასვლის წინ დამიძახე-მთელი ძალით ვცდილობ გაღიმებას. -არ ჩაგეძინოს იცოდე-დაბრუნებული ღიმილით მიკრავს თვალს. ოთახში შესულს მხოლოდ მისაღებში მხვდება შუქი. როგორც ჩანს ნინელის სძინავს უკვე, მორჩა, აზრზე უნდა მოხვიდე მაშო! ცივი წყ’ლით ავსებული ჭიქის ნახევარს ვსვამ, მეორე ნახევარს სახეზე ვისხამ, ტონალურის ჩამორეცხვას თუ არ ჩავთვლით აშკარად კრახით დავასრულე მცდელობა. ის-ისაა დანებებული უნდა დავჯდე დივანზე და ისევ თვითმფრინავის ბორბლების დახვრეტაზე დავიწყო ოცნება, მესიჯი რომ ანათებს ეკრანს, პირველს მეორე მოყვება, მეორეს მესამე და ოც წუთში უკვე წინას წაკითხვასაც ვერ ვასწრებ ახლის მოსვლამდე, მგონი ვიღაცას აეროპორტის მაგივრად ასათიანში მოუწევს წაყვანა. ბოლთის ცემაში გართულს ბოლოს და ბოლოს სწვდება ყურს კაკუნის ხმა, კაი თუ მაღირსე! -სანდრო სიცხე გაქვს?-წინასწარ დაყენებული სახით მივალაჯებ სადარბაზოში -არა ზღარბო-გაკრეჭილი აქნევს თავს -აბა ახალ წელს რატო მილოცავ შუა ივნისში? ან ქალთა დღეს?-რიგრიგობით ვხსნი წერილებს -გერმანიაში ეს ნომერი არ გამომადგება და წინასწარ მოგილოცე ყველაფერი,იქედან მაინც არ გაღირსებ ხომ იცი-აშკარად გამხიარულებული მკრავს ცხვირზე თითს, ანგარიში ქონია დასახარჯი და იშოვა საქმე! -რა ქენი მერე ამოწურე ბალანსი?-თვალების ტრიალით ვუტყაპუნებ გამოშვერილ მარჯვენაზე -ნწ, ერთი მესიჯი დამრჩა და ახლა ვფიქრობ რაში გამოვიყენო-ისე იდებს ნიკაპთან ხელს გეგონება მსოფლიოს გადარჩენა-არ გადარჩენის საკითხს წყვეტდეს. -ზღარბო-დამთბარ ხმას დღეს უკვე მესამედ გამოვყავარ ფიქრებიდან -რა? -ეს შენ-პატარა შავ ყუთს იღებს ჯიბიდან -რა არის? -ყელსაბამი, ვიღაც გოგოს დარჩა ჩემთან და-გაღიმებული მანათებს თვალებს -ვიღაცის ყელსაბამი რად მინდა?-წარბაწეული ვუსწორებ მზერას -აბა მე რად მინდა?-გაოცებული სახით იჩეჩავს მხრებს -მორჩა წავედი! -კაი ჰო შენ გიყიდე-მკლავში ჩავლებული ხელი ადგილზე მაბრუნებს. ჰო მეც მივხვდი ყუთით რომ არ დაუტოვებიათ მაგრამ შენი პირით ხომ უნდა გეთქვა! -ზღარბო-მადლობის თქმამდე მასწრებს ხმა -რა? -ვერ ვიტან ბანალურ დამშვიდობებებს -ჰოდა არ დამემშვიდობო-ძლივს დარეგულირებული პულსი ისევ თვითნებურად გამოდის მწყობრიდან. -თხუთმეტ წელში გნახავ ხიდის თავში დამჯდარს და ხურდას ჩაგიგდებ-გაკრეჭილი მესვეტება წინ -ან ათ წელში შემოგივლი ზოოპარკში და თვალი ჩამიკარი-სუნთქვაშეკრული ოდნავ გვერდით ვხრი თავს -სერიოზულად, ათი ბევრია ხუთში შევხვდეთ სადმე მუზეუმში, მე იმ ქალთან ვიდგები გაღიმებული რომაა -ჯოკონდა -ჰო ჯოკონდასთან შევხვდებით -ჰო -წავალ ახლა,არ მომწერო ხოლმე მაინც არ გიპასუხებ-დაჯღანული ისწორებს ზურგზე მოკიდულ ჩანთას -წადი და ხელის დაქნევა არც იფიქრო-პირდაპირ თვალებში ვუყურებ და მგონი ორივე ვხვდებით რამდენად აბსურდულია რაც წამის წინ წამოროშა, ვეღარ ვნახავ ვერც ზეგ ან მაზეგ,ვერც ორ თვეში, არც ხუთი წლის შემდეგ მუზეუმში შეხვედრას აქვს დიდი პოტენციალი,ნეტა ოდესმე თუ შეუდგამს მუზეუმში ფეხი, ვხვდები ბოლოჯერ დამაწყვიტა ნერვები,ბოლოჯერ შემიძლია მივახალო რა ლენჩია და რომ ნორმალურობისგან ისე შორსაა როგორც ფეისბუქი და ნეანდერტანელი. შეიძლება ოც წელიწადში შევხვდეთ სადმე ქუჩაში და უცნობებივით ავუაროთ გვერდი ერთმანეთს,ან ზედაპირულად მოვიკითხავთ უნიჭო ფილმებში რომ ხდება ხოლმე. ბოლოჯერ ვავლებ თვალს იმ სულელური სახის ყველა ნაკვთი რომ დავიმახსოვრო და ზურგს ვაქცევ. მორჩა, დამთავრდა, დაკარგულია. -მაშო-მაინც მაბრუნებს შეცვლილი ხმა -რა გაგახსენდა?-ალბათ უკანასკნელი იდიოტის გამომეტყველება მაქვს აკრული -ჩახუტება დაგვავიწყდა-ფართოდ შლის ხელებს. დაპროგრამებულივით ვეხვევი წელზე და ალბათ უკანასკნელად ვრგავ ცხვირს მის ყელში, მგონი დღეს სამყაროს გაპარსული და სევდიანი ბურდულის ხილვა ერთად ეღირსა. ოღონდ ახლა არ წავიდეს, ოღონდ ამ ღამით არა. ოთხ ჩასუნთქვას ვითვლი სხეულის მოშორებამდე და მეხუთეზე უკვე კიბეებზე ეშვება ზურგშექცეული. ხმაჩამწყდარი ვბრუნდები მისაღებ ოთახში, თითები კი თავისით ეძებს ნაცნობ სათაურს ლეპტოპის ეკრანზე. იმედგადაწურული ვავლებ თვალს ძებნის პირველ სამ შედეგს და სულმოუთქმელად ვაჭერ მეოთხეს წარწერით Pete Yorn, ესეც ერთადერთი Lose You. გონებაში სტრიქონებთან ერთად სათითაოდ გარბის ყველა მოგონება, ჯანდაბა, უბრალოდ დაივიწყე მაშო,ვითომ ეს სემესტრი არც ყოფილა, არც აბასთუმნის მიყრუებულ სასტუმროში გაგითენებიათ ერთად,არც თავისი პლედი მოუფარებია თვითონ, არც იმ კარუსელიდან ჩამოუყვანიხარ ხელში აყვანილი და არც მის მხარზე ჩაგძინებია ხვედელიძის არაყით გათიშულს. თითებში გაშეშებულ ყუთს ფრთხილად ვხსნი თავს, ზღარბი, ხომ ვიცოდი! გაღიმებასაც ვერ ვასწრებ ისე ჩამესმის ლეპტოპის დინამიკებიდან წამოსული Cause I’m gonna lose ya და მგონი მართლა დავკარგე Yeas I’m gonna lose ya- ჰო ნამდვილად დავკარგე If I’m gonna lose ya - ვეღარც დავაბრუნებ დივანზე ოთხად მოკეცილი ამღვრეული თვალებით ვუსმენ განადგურებული მომღერლის მონოტონურ ხმას და ზუსტად 01:59 საათზე ბოლო მესიჯიც ანათებს მობილურის ეკრანს „მომენატრები ზღარბო-შენი გმირი“ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.