შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძიძა თავი მეოთხე


29-05-2017, 00:30
ავტორი ana_aneta
ნანახია 3 640

პირდაპირ ჩემს ყურთან სუნთქავდა, თავს უხეხულად ვგრძნობდი.წამოვიწიე რომ ბავშვებისთვის დამეხედა, ორივეს მშვიდად ეძინა, უფრო სწორად სამივეს, მე კი ღამის 2 საათზე თვალები მქონდა დაჭყეტილი. ნიკო ისეთი მხურვალი იყო, ლამის გავიგუდე თან ნაქსოვი კაბა მეცვა, თვითონ გაეხადა მაისური, უფრო ჩამომცხა. ვცადე როგორმე გამოვმძვრალიყავი,მაგრამ ვერ მოვერიე, სამაგიეროდ წინდები გავიხადე მოხერხებულად ფეხის ერთი მოძრაობით. ჩემს თავზე მეცინებოდა, ისე უსუსურად ვფრართხალებდი, ზურგზე გადმოვბრუნდი და ვცადე მისი ტორი მომეშორებინა, ეს ნამდვილად ბოლო მცდელობა იყო, რაგდან უკვე ძალა აღარ მქონდა..
-რატო ვერ ისვენებ? პირდაპირ ყურზე მომადო ტუჩები.საბედნიეროდ მკვეთრი რეაქცია არ მქონია.
-ძალიან ცხელი ხარ.კაცს ჩაეცინა, მაგრამ უკან დახევას აშკარად არ აპირებდა.ცხვირი ჩემს თმაში ჩარგო და ძილი გააგრძელა, მეც მალე ჩამეძინა, მაგრამ მთელი ღამე გაშეშებული ვიწექი.ძილშიც კი ვგრძნობდი უხერხულობას.
დილით ადრე გამეღვიძა,თავისუფლად ვიყავი, მივხვდი რომ ნიკოს უკვე გაეღვიძა და საწოლში იყო წამომჯდარი,ვგრძნობდი რომ იღიმოდა.მეც გამეღიმა, მაგრამ არ მინდოდა რომ შეემჩნია და ბალიშში ჩავრგე თავი.
-გღვიძავს ანა?დაიჩურჩულა ბიჭმა ცოტა ხნის შემდეგ.
-ჰო. ჩურჩულითვე ვუპასუხე მე.
-მაპატიე უხერხულად გამოვიდა, უბრალოდ ისე ჩამეძინა ვერც გავიგე.არ მინდა ამის გამო უხერხულობა იყოს ჩვენს შორის.
-არ იქნება დამიჯერე.ცოტა მკვახედ მომივიდა, მაგრამ არაუშავს.
-ფეხი ისევ გტკივა?
-არა, მგონი დღეს უკვე კარგად გავივლი. გვერდი ვიცვალე და სახეში შევხედე.
-იმედია თორემ სოფიასთან კოჭლობით რომ მიხვიდე წვეულებაზე, არ გაპატიებს.
საწოლში წამოვჯექი და ბავშვებს გადავხედე ჯერ არ აპირებდნენ გაღვიძებას.ფრთხილად ავდექი და სააბაზანოში შევედი, უკან დაბრუნებულს ნიკო წასული დამხვდა, სწრაფად გამოვიცვალე. შავი ამერიკული ჯინსი და ლურჯი მაისური ჩავიცვი. ფეხზე კედები ამოვიცვი და სამზარეულოსკენ გავწიე ბავშვებისთვი საუზმე უნდა მომემზადებინა.
მარკო უკვე სამზარეულოში დამხვდა. რომ შევედი ჩამეხუტა და სკამზე ჩამოჯდა.
-სად იყავი მთელი ღამე?
-არ მკითხო, იმ დებილმა ჩხუბი ატეხა და დაკეთხვაზე ვიყავით ყველა.ოღონდ არ თქვა თორე, საქმის გარჩევა არ ამცდება.გაიცინა ბიჭმა.
-ბავშვები რას ჭამენ ხოლმე დილაობით?
-ბლინებს, ხილით და შოკოლადი კარაქით თუ გააკეთებ კარგია.მოხარშული კვერცხი და ფრეში.მოდი ფრეშს მე გავაკეთებ და შენ ბლინებს მიხედე.
-მე ვიზამ ყველაფერს, შენ დაღლილი იქნები, წადი წამოწექი და მზად რომ იქნება დაგიძახებ.
-კარგი, მაგრამ აქ ვიჯდები,არ მინდა წამოწოლა.
მაცივრიდან პროდუქტები გამოვიღე და ბლინების კეთებას შევუდექი.ნუთელა წავუსვი, ხილი მოვაყარე და თეფშებზე დავაწყე. კვერცხიც მოვხარშე, ფრეშიც მაგიდაზე დავდე და ჩემი ოთახისკენ წავედი ბავშვები უნდა გამეღვიძებინა, მაგრამ უკვე ორივეს ეღვიძა და ერთმანეთს ეტიტინებოდნენ. პირი დავბანე ჩავაცვი და ქვემოთ ჩავიყვანე.ბავშვიბის მოვლა კარგად გამომდოდა, ძალიან მიხაროდა რომ ორივეს მოვწონდი და მენდობოდნენ.
ვივი მე ჩავისვი კალთაში, ლიზა ბიძამისმა.
- ჩაის მომასმევინებ.მიჩურჩულა ვივიმ.
-კარგი რა ხომ შევთანხმდით რომ ჯერ პატარა ხარ.
-ცოტას თუ მოსვამს არაფერი დაშავდება. პაოლოს ხმა მომესმა ზურგს უკან ყველამ გაკვირვებულმა შევხედეთ, ასე ადრე არ ველოდით.აშკარად მიგვიხვდა და გონებაში დასმულ კითხვაზე პასუხი გაგვცა.
-იქ ვერ გავძელი, ნერვები მომიშალა ყველამ და ყველაფერმა და სახლში გამოვიპარე.კაცმა ძმის გვარდით დაიკავა ადგილი.-თქვენ ხომ კარგად ხართ? ანა ფეხი როგორ გაქვს?
-უკეთესად უკვე კოჭლობის გარეშე დავდივარ.
-კარგია.ნიკო სადაა?ამის თქმა და მისი შემოსვლა ერთი იყო.თეთრი პერანგი და კლასიკური შარვალი ეცვა თმა წინ ჩამოყროდა , მაგრამ მის გამჭოლ მზერას და ულამაზეს ლურჯ თვალებს ვერ მალავდა.
-ვაუუ, მისტერ სრულყოფილება, მამაკაცურობა, გალანტურობა,რა ვიდზე ხარ.- ჩამონათვალზე ყველას სიცილი აგვიტყდა-ვის გაგიჟებას აპირებ? კითხა და მზერა ჩემსკენ გამოაპარა მარკომ მე არ შევიმჩნიე ვივის, კვერცხს ვუფცქვნიდი.
-სად იყავი? კითხა პაოლომ.
-იმ ტიპთან შენ რომ მთხოვე.
-მერე როგორაა საქმე იმაზე?
-უკეთესად ვიდრე გვეგონა.
-კარგი შემდეგ შეხვედრაზე მეც წამოვალ.
-აბა რა, კარგად იქნება, ასეთ ვიდზე თუ გაეჩითე უარს ვერ გეტყოდნენ.მე და მარკოს სიცილი აგვიტყდა. ნიკომ ძმას თავში წამოარტყა და სამზარეყლოს ბარს მიეყრდნო.
-ისიც გაარკვიე რაც გთხოვე?
-მაგაზე მერე ვილაპარაკოთ.რაღაც სერიოზული იყო აშკარად.
-უჩემოდ რეებს არკვევთ, ვითომ გაბრაზდა მარკო.მაფიოზები ხართ და მიმალავთ. ინტერესიანი გამომძიებლის მზერა მიიღო ბიჭმა.
-ამას საქმე როგორ ვანდოთ?ხელი ჩაიქნია პაოლომ.
-ანა რაღაც მინდა გთხოვო, სოფიას ყურადღება არ მიაქციო, ვერ ზომავს ვის რა უნდა უთხრას, არ გეწყინოს ხო.მე თავი დაუქნიე კაცს.-ამ საღამოს აუცილებლად კაბა უნდა გეცვას ოღონს წითელი არა გთხოვ მარტო თვითონ იცვამს წითელს და ვინმეზე თუ ნახავს გადაირევა და მე ჩხუბის თავი ნამდვილად არ მაქვს. მობეზრებულად თქვა კაცმა.
-ეხლა ჯინაზე წითლებით მოდი, მე კიდე მაგარი კვასკვასა წითელი სპორტულები ვნახე მაღაზიაში გავიქცევი დავითრევ და იმით გავიჩითბი.-ყველას სიცილი აგვიტყდა.
-ან კაბა მოპარე და პირდაპირ იმით მოდი.თქვა ნიკომ. ამაზე უკვე ვხარხარებდით.
მე და მარკომ სამზარეულო მივალაგეთ და გადავწყვიტეთ ბავშვები დუომოს სანახავად წაგვეყვანა.
-მაპატიე, რომ ამას გეკითხები, მაგრამ შენ ძმას იმ ქალთან რა საქმე აქვს?
-რაღაც ისეთი ამბავია, რაც მარტო ნიკომ და პაოლომ იციან და არავის ეუბნებიან, მაგრამ დამიჯერე დიდხანს ვერ დამალავენ. ორი თვეა ეს ქალი ჩვენთან ჩითავს, მაგრამ ერთხელაც არ დამინახავ ჩემი ძმა თბილად მოქცეოდეს ან რამე მსგავსი,არასოდეს ურეკავს, მოკლედ რაღაც სხვა ამბავია.-კითხე ნიკოს.
-გაგიჟდი?
-რატო? შენ არამგონია უარი გითხრას. კაი ხო დაიკიდე მაინც გავიგებთ.
-ჩვენ გვინდა რომ მერე რომშიც წავიდეთ, ფლორენციაშიც და შენ ნახატებზე და შენობებზე მოგვიყვე.მითხრა ლიზამ.როცა წასასვლელად ვერმზადებოდით
-აუცილებლად ყველგან წავალთ და ყველაფერს მოგიყვებით საყვარელო.
-გაკვეთილებს კარგად ვისწავლი არ გაგაბრაზებ.
- ვიცი რომ კარგად ისწავლი. ჩავეხუტე გოგოს.
- მე არ მინდა სწავლა. გამოაცხადა ვივიმ.
-მერე სოფიას დაემსგავსები. მოურიდებლად უთხრა მარკომ.
-ფუუ არ მინდა..დაიჭყანა გოგო.
ბავშვებს ფეხზე ჩავაცვი და გარეთ გავედით. ნახევარ საათში უკვე ქალაქის ცენტრში ვიყავით. ბავშვები ტაძარში შევიყვანე. სამივე პირდაღებულები ვიყურებოთ ზემოთ და ფრესკებს ვათვალიერებდით.ვივიმ უამრავი კითხვა დამისვა.მეც ვცდილობდი მაქსიმალურად მათთვის გასაგებ ენაზე ამეხსნა ფრესკების შინაარსი და ტაძრის სტრუქტურა და საერთოდ რისთვის მოდიოდა ხალხი აქ.აშკარად კარგად გამომივიდა, ორივე კმაყოფილები ჩანდნენ.
ქალაქში კიდევ დიდზანს ვისეირნეთ ნაყინი ვჭამეთ, კიდევ დავრჩბოდით, პაოლოს წვეულება რომ არ შეეხსენებინა.სახლში როცა დავბრუნდით უკვე 5 საათი იყო.
-სად ხართ? გინდა ყველაფერი ჩამიშალოთ? აწიკვინდა პარმაღზე მდგარი სოფია.
-აუუ ნუ წიკვინებ რა.შეუტია მარკომ.
-შენ რას იცვამ. აქ თუ არ გაქვს კაბა გათხოვებ. ასე კარგად როდიდან მექცევა, მერე მის ლუქებს რომ გადავხედე , ჩემი თავი მის სასაცილო, ჭრელ ტანსაცმელში წარმოვიდგინე და ლამის სიცილი წამსკდა.-არა მადლობა სოფია. ორი საღამოს კაბა წამოვიღე აქ, არ შეგარცხვენ.ქალმა ვითომ მოხიბვლელად გამიღიმა, რაღაცნაირად შემეცოდა.-მანახებ?თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.საერთოდ არ ვიცი ეს კაბები რატომ წამოვიღე, ალბათ გულმა მიგრძნო რომ დამჭირდებოდა. ერთი შიფონის კაბა იყო, ლურჯი სქელი ბისერებით გაფორმებული თევზის ქერცლის ეფექტი ჰქონდა. შესაბამისი ფეხსაცმელიც ვაჩვენე.მეორე კაბა კი საოცრება, სკოლა რომ დავამთავრე ბებიაჩემმა მაჩუქა, საკმაოდ შეძლებული ქალი იყო და მე რადგან ერთადერთი გოგონა ვიყავი ოჯახში ყველაფერს ჩემთვის ყიდულობდა. ვერსაჩეს, შავი ტანზე მომდგარი ატლასის კაბა დახურული მკერდითა და მოხსნილი ზურგით.წელზე გაკეთებულ სამკუთხა ჭრასთან შიფონის ნაჭერი ქონდა მიმაგრებული და სიარულისას ლამაზად ფრიალებდა, კაბა კი არა შედევრი იყო.ეს ჩაიცვი წამოიძახა ქალმა.
- რა ლამაზია, მე მკერდი არ მაქვს და ზურგიც არ მაქვს ლამაზი და ასეთი კაბა არ მომიხდება. მაგრამ მე ისეთ კაბას ვიცვამ მაინც ყველას დავჩრდილავ, სულელურად გაიცინა ქალმა.-დოლჩეს კაბას ვიცვამ, ახალი კოლექციიდან.ღმერთო კატასტროფა, მაგათ ბოლოს ისეთი საშინელი კოლექცია ჰქონდათ, ის თუ ჩაიცვა დაჩრდილვა არ ვიცი მაგრამ კარგად გავერთობით. სოფიამ ოთახი დატოვა. გოგონებთან შევედით.ფრანკას მათთვის კაბები უკვე მოემზადებინა. ბავშვები ვაბანავე, გავამშრალე თმა გავუკეთე, ჩავაცვი ისეთი საყვარლები იყვნენ.-ისე წამოსვლა არ მინდა.თქვა ვივიმ.მე და ფრანკას გაგვეცინა.
-კარგი ეხლა წავალ მეც მოვემზადები. ფრანკამ თავი დამიქნია. ვივი შენ წაიყვანე ლიზა ჩემთან იქნება, ორივეთი ცოდო ხარ.არა რა პრობლემაა.-პროტესტი არ მიიღება.
სწრაფად ვიბანავე, თმა გავისწორე, კაბა ჩავიცვი ფეხსაცმელიც მოვირგე, მაკიაჟი არ მიყვარს ამიტომ არ ვუყენებ მხოლოდ წითელი პომადა წავისვი და ვივის წამოსაყვანად შევედი.
-ვაა, რა ლამაზი ხარ, აღტაცება ვერ დამალა გოგომ. მერე სადღაც გაიქცა და ჟურნალი მოიტან.ყრდაზე კრისტი ტორლინგტონი იყო. ამას გავხარ. ჩემი მეგობრები მართლები ყოფილან, ასე პატარამ თუ შენიშნა მსგავსება ესეიგი მართლა ვგავდი. შევიფერე და ამაყად გავაბიჯე ოთახიდან ვივისთან ერთად.
-კიბეზე ჩავედი, აშკარად ვიგრძენი რომ ყველას მზერა ჩემსკენ იყო, ცოტა შემრცხვა, მაგრამ მარკოს უაზრო წაოძახილმა, გამამხნევა.
-ქალი სრულყოფილება, დღეს ყველა შენია. ყველას სიცილი აუტყდა სოფიას და მისი დის გარდა. აი ისიც მგონი ეს უარესია.სოფია ჯერ კიდევ ხალათში იყო. პატრიცია წამოდი ჩაცმაში დამეხმარე.უკვე რვა საათი იყო.
ეზოში გავედი ვივი ხელს არ მიშვებდა და ვინც კი გვერდით ჩაგვიარა ყველას უთხრა ჟურნალის გარეკანზე მისი ფოტოაოო.ღმერთო რა სასწაული ბავშვია. თითქმის 40 წუთი გავიდა მაგრამ სოფია ჯერ კიდევ არ ჩანდა სამაგიეროდ ნიკო გამოჩნდა, ძალიან დახვეწილი იყო. ამჯერად ღია ცისფერი პერანგი და თავისუფალი სტილის კლასიკური შარვალი ეცვა. პერანგის ღილები შეხსნილი ჰქონდა და ნავარჯიშები სხეული მოუჩანდა, ისეთი მამაკაცური იყო, ლამის გული წამივიდა.არ მინდოდა რამე შეემჩნია ამიტომ ტელეფონს დავუწყე წვალება. ნელი ნაბიჯით მოდიოდა, პაოლოსთან გაჩერდა და რაღაცას ეჩურჩულებოდა, მაგრამ მზერას არ მაშორებდა.
დიდი ხნის ლოდინიდ შემდეგ პარმაღზე სოფია გამოჩნდა დოლჩს წითელ კაბაში რომელსაც ოქროსფერი ორნამენტები ამშვენებდა.ეს მთელ კოლექციაში ყველაზე ცუდი კაბა იყო. ისეთი სასაცილო იყო თავი ვერ შევიკავე, ვივიც მიხვდა და ეშმაკურად დაიწყო სიცილი.
-მგონი მთელ ოჯახს რაღაცამ უკბინა ნახე რას გვანან. გვერდით ამომიდგა საკმაოდ სექსუალურად გამოწყობილი მარიანა.
-მაგრად გამოიყურები.
-მადლობა. გამიცინა გოგომ. შენც ძალიან ლამაზი ხარ, შენაირი სექსუალური ძიძა მართლა არასოდეს მინახავ. სოფიას მამას გახედე. გაიცინა გოგომ. ეხლა ხო ხვდები რატომ უყვარს სიჭრელე.
ისეთი მოწყენილობა იყო ლამის ტირილი დავიწყე.მე და ვივი სულელებივით დავდიოდით აქეთ-იქით. პაოლომ თავისი მეგობრები გამაცნო, მგონი იტალიაში მართლა ყველა კაცი ლამაზია.ყველა მათგანი ოჯახით იყო მოსული, გოგოს შევთავაზე მათთან ეთამაშა მაგრამ უარი მივიღე, ჩემთან ერჩივნა ყოფნა. მარკო თავის მეგობრებთან იჯდა, მესიჯი მომწერა, მოდი თორე ძალით მოგათრევო.სხვა რა გზა მქონდა, მოვკიდე ვივის ხელი და მათკენ გავემართე, რომ მივუახლოვდი ლუკაც დავინახე, შორიდან ვერ შევამჩნიე თორემ ნამდვილად არ მივიდოდი. ჩემს დანახვაზე დაუსტვინა, არ მესიამოვნა მაგრამ არ შევიმჩნიე.მარკოს გვერდით დავჯექი და ვივი კალთაში ჩავისვი.
-ისე, მეც მჭირდება, აღმზრდელი, ახალი რამეები რომ მასწავლოს.თქვა ლუკამ და ტუჩები გაილოკა.პასუხის გაცემას ვაპირებდი, მაგრამ ნიკომ დამასწრო.
-არამგონია შენნაირი იმბეცილის თავში რამე შევიდეს.მკაცრი და სარკასტული მზერა ესროლა მეგობარს.ბიჭი ჩემს გვერდით მოკალათდა და ვივის თმაზე თამაში დაუწყო,მძიმედ სუნთქავდა, თან აშკარად ცუდ ხასიათზე იყო, ლამის მართლა ვკითხე რას არკვევდა, მთელი დღე, მაგრამ ეს კითხვა ჩემი მხრიდან ძალიან დიდი უტაქტობა იქნეოდა, ამიტომ ამაზე ფიქრი სასწრაფოდ ამოვიგდე თავიდან.მე და ნიკო მთელი საღამო ჩუმად ვიჯექით სამაგიეროდ მარკო მისი მეგობარი რომელსაც არ ვიცნოდი, არ ცხრებოდნენ და უამრავ სისულელეს აკეთებდნენ. ეს მართლა მისი მეგობარი იყო, სად ნახა ასე თავისნაირი.პერიოდულად ლუკას დაჟინებულ მზერას ვგრძნობდი, ისეთი შეგრძნება მქონდა რომ ცოტა ხანში წამოხტებოდა და კაბას შემომახევდა.საშინელი აურა ჰქონდა.უკვე გვიანი იყო ხალხმა ნელ ნელა დაშლა დაიწყო, პრინციპში საერთოდ რისთვის შეიკრიბნენ მაგასაც ვერ მივხვდი, რა სულელიც იყო ის ქალი ისეთი წვეულება მოაწყო ზუსტად, ბავშვს ჩასძინებოდა, ფრთხილად წამოვდექი და სახლისკენ წავედი.-
-ისევ მოდი რა დამიძახა მარკომ.
-აუ ნომერი დამიტოვე რა, ამჯერად ლუკამ გამომძახა, უკვე ნერვები ამეშალა და ბიჭს შუა თითი ვაჩვენე.არ ელოდა და გაკვირვებული მზერა გამომაყოლა. ლიზაც მოვძებნე და ოთახში ავიყვანე ორივე, პოჟამა ჩავაცვი ორივეს და საწოლში ჩავაწვინე.
-არ წახვიდე რა. დამიძახა ლიზამ.მივბრუნდი და მის საწოლზე ჩამოვჯექი. გოგომ ხელი ჩამკიდა.-იცი მე უკვე ძალიან მიყვარხარ და ყველაფერს დაგიჯერებ, ვივისაც უყვარხარ.მეც ძალიან მიყვარხართ ორივე.შუბლზე ვაკოცე გოგოს.-იცი დედა არ მახსოვს მაგრამ, არ მინდა რომ სოფიასნაირი ქალი იყოს, მინდა რომ მამას შეყვარებულს შენნაირი ხასიათი ჰქონდეს ან ბებოსნაირი.
-მე კიდევ იმედი მაქვს ჩვენზე უკეთსი იქნება და ორივეს ძალიან შეგიყვარებთ.
-არ მინდა რომ 2 წელში წახვიდე.საიდან აქვს ამ ბავშვს ამხელა სევდა.
-კარგი ახლა ნუ ამატირებ. აუცილებლად მოვალ ხოლმე თქვენს სანახავად.ლიზას ჩაეძინა, შუქი გამოვრთე და ოთახიდან გამოვედი.მისი სიტყვები ისევ თავში მიტრიალებდა ამეტირა, ზურგით კედელს მივეყრდენი და თავი ჩავხარე.
-ტირი? ნიკოს ხმა გავიგე.უარის ნიშნად თავი გავაქნიე და ტირილს ვუმატე.
-კარგი რა. იმ დებილის გამო ტირი?
-არა.ძლივს ამოვისლუკუნე მე.-აბა?
-ეხლა არ შემიძლია რომ დავმშვიდდები მერე გეტყვი.
-კარგი როგორც გინდა.ცრემლები მომწმინდა და ნაზად მიმიზიდა თავისკენ, ისეთი სუნი ჰქონდა თავბრუ დამეხვა.ცოტა დავმშვიდდი და მოვუყევი ლიზამ რაც მითხრა. ღმერთო ასეთი სათუთი და მგრძნობიარე თუ იყავი არ მეგონა.გაიცინა ნიკომ და თავზე ხელი გადამისვა.ცოტა ხანს ასე ვიდექით, ნაზად მოვიშორე ბიჭი, ძილინებისა ვუსურვე და დასაძინებლად წავედი..



ძალიან დიდი მადლობა ყველას,მოკლედ ძალიან საინტერესო თავები გელით მომავალში. დააფიქსირეთ თქვენი აზრი და მითხარით როგორ განავითარებდით ამბავს..
<3 :*



№1  offline აქტიური მკითხველი Anuki96

აუუუ არასდროს არ მყოფნის ეს ისტორია. პატარა თავი იყო. ნიკო ფავორიტია ჩემი სიმპატიური ბიჭი. ♡♡♡

 


№2 სტუმარი Guest buzguna

kargi iyo momewona.minda kargi dasasruli qondes

 


№3  offline წევრი tamuna.s

მთავარია კარგი დასასრული ქონდეს და განვითარება შენთვის მომინდია.

 


№4 სტუმარი Lis

Sauketesoa.rogor mimsubuqdeba emigrantis haketili cxovreba aset sauketeso istorias,rom vkitxulob.madloba.

 


№5 სტუმარი Guest Lika

auu dzann momcons da knayopili var oqros gogo xaroooo veli sgemdegss gakoce

 


№6  offline წევრი kethrine

აი არანაირი შენიშვნა არ მაქვს გარდა ერთისა, დიალოგები გამოყავი გთხოვ, იმიტომ, რომ მეორედ გადაკითხვა მჭირდება ხოლმე :დ სხვა ყველაფერი კარგია, მომწონს თემაც და განვითარებაც, სასიამოვნოდ წასაკითხი ისტორიაა და მე ველი ახალ თავს. წარმატებები

პ.ს. ხო განვითარებას რაც შეეხება, ავტორი შენ ხარ ასე რომ როგორც არ უნდა დაამთავრო მაინც შენეული იქნება.... ამიტომ მე ჩემს აზრს შევინახავ ბოლომდე :დდდდ
--------------------
"ცხოვრება ყოველთვის გამოგცდის, როცა კი იტყვი -მე არასოდეს..."

 


№7  offline წევრი khatia khatia

ვაუუ კაია კაია
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent