შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცუდი გოგო "ენემი" (თავი 6)


29-05-2017, 14:40
ავტორი ენემი
ნანახია 3 074

ავტორი

რამოდენიმე დღის შემდეგ ენემმა კიდევ მიიღო ლურჯი ვარდები წარწერით:
"ჩემი გოგო ხარ უსასრულობამდე"


ენი ფიქრობდა ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ავტორი. მაშინ მშობლებს კი უთხრა ვიცი ვინც გამოგზავნაო, მაგრამ სინამდვილეში ეს მხოლოდ ვარაუდი იყო. აღარ იცოდა რა გაეკეთებინა არ სურდა ვინმესთვის ეთხოვა დახმარება, იმიტომ რომ ეს მისი პირადი ცხოვრებაა, და არავის გარევა არ სურდა მასში. მაგრამ როდესაც მეორეჯერ გაუგზავნეს გადაწყვიტა ყვავილების მაღაზიებში გაევლო და ეკითხა ზუსტად ისეთი ყვავილები თუ ჰქონდათ და ვინ იყიდა. ამით კი შეიძლებოდა გაერკვია ვინ იყო "ეცნობი" თაყვანისმცემელი. რომელიც ეუბნებოდა "ჩემი გოგო ხარ უსასრულობამდე"-ო.
ცუდი გოგო "ენემი" (თავი 6)

ენი მართლაც წავიდა ყვავილების მაღაზიაში, რაც კი თბილისში იყო. ყვავილების მაღაზია სულ 24 აღმოჩნდა.

***
20 მაღაზიაში მივიდა და აუღწერა როგორი ვარდებიც გაუგზავნეს. თან აჩვენებდა, რადგან თაიგულიდან ერთი ცალი ამოიღო და თან წაიღო. მაგრამ არც ერთ მაღაზიაში არ ჰქონდათ ისეთი როგორიც უნდოდა. ბოლო ოთხი მაღაზიის მოსანახულებლად წავიდა.

***
ენემი ყვავილების სალონ "ფიორი"-ში წავიდა. იქ მისული ყველამ იცნო რათქმაუნდა:
-ქალბატონო ენემ? როგორ ბრძანდებით?
-გმადლობ ანკა კარგად ვარ. ლურჯი ვარდები გაქვთ?
-კი რა თქმა უნდა. მაგრამ თქვენ რომელი ქვეყნის გნებავთ?
-არ ვიცი რომელი ქვეყნისაა. აი ესაა.

[center]ცუდი გოგო "ენემი" (თავი 6)


-გაქვთ ასეთი?
-არა სამწუხაროდ ეს ჰოლანდიური ვარდია მხოლოდ განსაკუთრებული ადამიანები უკვეთავენ ასეთს.
-და არ იცი სად შეიძლება ვნახო ასეთი თბილისში?
-დიახ. ასეთი ყვავილი მხოლოდ "fleur de lys"-ში აქვთ.
-მადლობა ანკა.
-კიდევ რამით ხომ ვერ დაგეხმარებით?
-არა არა ისედაც საკმარისად დამეხმარე უკვე.
ენემმა გადაწყვიტა თავის სიაში "fleur de lys"-ის მისამართი ენახა. ასეც მოიქცა. მისამართი მისკევიჩის ქუჩა 15 იყო. რათქმაუნდა წავიდა.
***
-მოგესალმებით ქალბატონო. რით შემიძლია დაგეხმაროთ?
-მოგესალმებით. ჰოლანდიური ლურჯი ვარდი მინდა. გაქვთ?
-არა სამწუხაროდ მხოლოდ კვირაში ერთხელ ჩამოგვაქვს ისიც ჩვენი კლიენტის შეკვეთით.
-და თუ საიდუმლო არაა, თქვენ აგზავნით იმ ვარდებს?
-დიახ თუ კლიენტს ასე სურს.
-მაკა ხო?
-დიახ
-თქვენი კლიენტი ვინა?
-იცით ამას .. მე .. ვერ გეტყვით - თქვა ქალმა ნაწყვეტ-ნაწყვეტ.
-კარგი. მაშინ ის მითხარი როდის ჩამოვა ახალი თაიგული?
-ის 10 წუთში იქნება აქ.
-კაი წავედი მე შემდეგ კვირას ჩემთვისაც ჩამოიტანეთ.
-კარგი ქალბატონო ენემ.

ენემი გარეთ გამოვიდა მანქანაში ჩაჯდა და ადგილს მოსწყდა. თქვენ გგონიათ წასვლას აპირებდა? არა უკან მობრუნდა, მაგრამ შორს დააყენა მანქანა რომ არავის შეენიშნა და თვითონ ფეხით გაუყვა "fleur de lys"-ს გზას. იქვე შორი ახლოს დადგა და დაელოდა ვინ მივიდოდა ყვავილებისთვის.
ცოტა ხანში ყვავილები მიიტანეს და მაკამ გამოართვა. იფიქრა კლიენტი ალბათ არ მოვაო, მაგრამ 5 წუთში მწვანე GALLARDO გაჩერდა. იქიდან კი ჯინსსა და შავ მაისურში გამოწყობილი, არც მეტი არ ნაკლები, დემეტრე ახვლედიანი გადმოვიდა და მაღაზიაში შევიდა. ენი მიუახლოვდა და მინის კედლიდან შენიშნა რომ დემეტრე რაღაცაზე წერდა. მიხვდა ვინ უგზავნიდა ვარდებს. მაგრამ შიგნით აღარ შესულა მანქანისკენ დაიძრა, შენდეგ კი ადგილს მოსწყდა. და კომპანიისაკენ წავიდა.

***
დემეტრემ? დემეტრემ ვარდებში პატარა ფურცელი ჩაამაგრა, უთხრა რომ მეტრეველებთან გაეგზავნათ და კომპანიის გზას დაადგა.
მაგრამ გზაში მარწყვების თაიგულებს მოკრა თვალი შეაჩერა მანქანა და შენობაში შევიდა.
მოათვალიერა მარწყვები და ერთ-ერთზე შეაჩერა არჩევანი.
http://server6.intermedia.ge/pictures/large/529/529265.jpg?/Taiguli.jpg
ცუდი გოგო "ენემი" (თავი 6)

იყიდა, ოღონდ მეტრეველების სახლში კი არა , კომპანიაში გააგზავნა სადაც იმ დროისთვის უყო ენემი. თან პატარა ფურცელი ჩადო წარწერით
"You and strawberries are the best sweets".
ამის გაგზავნის შემდეგ კი გზას კომპანიისკენ გაუყვა და იღიმოდა.

***
როდესაც დემეტრე შენობაში შევიდა როგორც ყოველთვის ყველანი ფეხზე წამოდგნენ და მიესალმნენ. შემდეგ კი კაბინეტში შევიდა და ბიჭებიც იქ იყვნენ და მუშაობა დაიწყეს. ნახევარსაათში კი ტელეფონზე დარეკეს და დემეს მდივანი გავიდა. რამდენიმე წუთში კი ხელში საშუალო ზომის ყუთით დაბრუნდა თან წერილი ეჭირა ხელში. ბიჭებს გაუკვირდათ და იკითხეს:
-საჩუქარი გამოგიგზავნეს ელე? (ნიკა)
-არა ეს ჩემთვის კი არა ბატონი დემეტრესთვისაა (ელენე, დემეს მდივანი)
-ოჰოო დემუსი თაყვანისმცემლები უკვე საჩუქრებსაც გჩუქნიან? (გიო)
-მომეცი ვნახოთ რა არის. (დემე)
დემეტრემ გახსნა ყუთი და ...
chocolatechocolate[/img]

შოკოლადში ამოვლებული მარწყვი დაინახა. ელენემ კი წერილიც მიაწოდა. მან ფურცელი ამოიღო სადაც მხოლოდ ერთი წინადადება იყო
"you, me and strawberry with chocolate we are the best sweets".
დემეტრე ჯერ გაოგნდა მერე მიხვდა ალბათ ენემმა ყველაფერი გაიგოვო, ჩაეღიმა და შოკოლადის ნუსიანი მარწყვი მეგობრებთან ერთად დააგემოვნა.
ხოლო ენემი კი მხოლოდ მარწყვს აგემოვნებდა (არ უყვარს შოკოდადი). მაგრამ არა მარტო არამედ მთელი კომპანიის თანამშრომლებთან და დაცვასთან ერთად იმხელა თაიგული იყო ყველას ეყო. უფროსისაგან დასაჩუქრებული თანამშრომლები კი უფრო გამხიარულდნენ და სამუშაოს "ფრენა-ფრენით" ასრულებდნენ.



№1 სტუმარი nia

ძაან საყვარლობაა მომწონს იმედია გაგრძელებ და იმედებს არ გამიცრუებ

 


№2  offline მოდერი ენემი

nia
ძაან საყვარლობაა მომწონს იმედია გაგრძელებ და იმედებს არ გამიცრუებ

დიდი მადლობა. შევეცდები კარგი თავები დავდო ხოლმე. ბოდიში დაგვიანებისთვის უბრალოდ თავში არაფერი მომდიოდა kissing_heart

 


№3 სტუმარი mariami

ძალიან მაგარიაააა <3 გააგრძელე გთხოვვ და კარგი თავები დადე heart_eyes kissing_heart

 


№4  offline მოდერი ენემი

mariami
ძალიან მაგარიაააა <3 გააგრძელე გთხოვვ და კარგი თავები დადე heart_eyes kissing_heart

ნუ კარგი თავების რა გითხრა მაგრამ მოვლენები როგორც მოითხოვს ისე უნდა დავწერო მეც. მადლობა რომ კითხულობ მარიამ kissing_heart

 


№5  offline მოდერი ენემი

LuckyGirl
ვაიმეეე ეს გოგო არის ზე ნიჭიერი :დ
არა დემეტრე ძაალიან მალე გაიფაქტა
ჩემიიი სვიითებიიი

heart_eyes heart_eyes kissing_heart kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent