შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გარდასახვა (X თავი)


30-05-2017, 23:16
ავტორი ბაბუაწვერა
ნანახია 2 152

ნიტა გამოფხიზლების პირას მისულიყო.. ჯერ კეფის წვა და მასზე ბლანტი, თბილი, მისთვის საძულველი სითხის ჩამოდინება იგრძნო. მთელს სხეულში ამტვრევდა და სციოდა. თავის წამოწევა სცადა, მაგრამ უღონოდ დაეშვა ისევ ბეტონის ცივ იატაკზე. ქუთუთოები ერთმანეთს ძლიერად დააჭირა, შემდეგ კი ნელა გაახილა თვალები. მის წინ ვიღაც მისთვის უცნობი კაცის სილუეტი აღმართულიყო. მამაკაცი მთლიანად შავით იყო შემოსილი, ხელები ერთმანეთისთვის გადაეჯვარედინებინა და გოგონას აკვირდებოდა. დამრეცად მომავალი ნათურის შუქი მისი სახის ნახევარს ანათებდა და საშიშ ელფერს სძენდა.
-გამოფხიზლდა. - გაისმა სიცარიელეში მისი მჭახე ხმა და გოგონამ მაშინვე იცნო იგი და მისი სიტყვებიც მოაგონდა - „დღეს ნამდვილად არ არის შენი დღე“. გოგონა მიხვდა რომ ეს ადამიანი იყო ყველაფრის თავი და თავი - მან გაიტაცა, მაგრამ იმას ვერ მიხვდა, თუ რა დაუშავა მისთვის სრულიად უცხო კაცს, რომელსაც პირველად სწორედ დღეს ხედავდა. ისიც კი იფიქრა იქნებ მანიაკია ან ჭკუიდან შეშლილიო. ამ ვერსიებს განიხილავდა, როდესაც ოთახში ქუსლების ყურისგამაწვრილებელი კაკუნი გაისმა. ორიოდე წამში კი ამ შავით შემოსილი უცნობი მამაკაცის გვერდით ახალგაზრდა გოგონა იდგა. საკმაოდ მაღალი, მოხდენილი, გრძელი თმით.
ნიტა კარგა ხანს აკვირდებოდა ამ ახლად გამოჩენილ გოგონას და ცდილობდა გაეხსენებინა თუ ვინ იყო. აშკარად ადრეც ჰყავდა ნანახი, თუმცა მისი გონება იმდენად იყო გადატვირთული ბოლოდროინდელი მოვლენებით, რომ ვერაფრით ვერ იხსენებდა იმას ვინც ასე მწარედ ეხუმრებოდა... ან იქნებ არ ეხუმრებოდა... ბოლოს მაინც გაბედა ხმის ამოღება და მისუსტებულად ამოილაპარაკა.
-ვინ ხართ?
მის წინ აღმართულმა სილუეტმა თავი გააქნია და ღია წაბლისფერი თმა გვერდით გადაიყარა. ტუჩის კუთხე ირონიულად ჩატეხა და გოგონას ქუსლების კაკუნით მიუახლოვდა.
-ახლა გაგიჭირდა ჩემი ცნობა?
-არ მესმის... მ.. მე მართლა.. არ მახსოვხართ. -ძლივს ამოილაპარაკა გოგონამ.
-ეხ სოფი... არ იცვლები. რა ნაგავიც იყავი იგივე დარჩი. როგორი იოლი ყოფილა ძველი ნაცნობების დავიწყება.
-მე სოფი არ ვარ! - კბილებში გამოსცრა ნიტამ.
-ნუთუ? - გასაოცარი მსახიობური ოსტატობით გამოხატა გაკვირვება გოგონამ, შემდეგ კი მთელი ხმით გადაიხარხარა.
-ესე იგი შენსას არ იშლი. ზუსტად იგივეს იმეორებ, რასაც ოთხიოდე თვის წინ და გგონია შენი ახლად მორგებული როლითა და მეამიტური სახით ჩემს გაცურებას შევძლებ. თუ გგონია შენს ზღაპრებს დავიჯერებ?
ნიტას მხოლოდ ახლა მოაგონდა ეს გოგონა, რომელიც ოთხი თვის წინ ქუჩაში დახვდა და დაემუქრა, რომ თუ ლუკას არ მოშორდებოდა ანანებდა. მაშინაც ვიღაც სოფიში შეეშალა. „ღმერთო ეს რა შარში გავყავი თავი. ყველაფერი ლუკას ბრალია. ყველანაირად გამანადგურა და ახლა მისგან დატოვებულ კვალსაც უნდა ვებრძოლო“ - ღვარძლიანად გაიფიქრა და გული ბოღმით აევსო. აქ რომ ახლოს ჰყოლოდა ლუკა, ყველაფერს პირში მიახლიდა. ეტყოდა თუ როგორ დაუნგრია ცხოვრება, როგორ ეზიზღებოდა ბიჭი. ამ წამს მართლა გრძნობდა ზიზღს მის მიმართ და სულ არ ახსოვდა ის გრძნობა და ყველა საუკეთესო მომენტი, რაც ბიჭის გვერდით გაატარა.
მიხვდა რომ აზრი არ ჰქონდა შეწინააღმდეგებას, ამ გოგონას ვერაფრით დაარწმუნებდა სიმართლეში. თვითონ კი იმის ფიზიკური ძალა არ ჰქონდა რომ გაქცეულიყო და აქაურობას გარიდებოდა. გადაწყვიტა ბედს მინდობოდა. იმედოვნებდა რომ იმაზე უარეს დღეში არ აღმოჩნდებოდა, ვიდრე ამ წამს იყო. მაგრამ მწარედ ცდებოდა.
-რას ვამბობდი? ხოო... გამახსენდა. შენ უნდა დაისაჯო იმისთვის, რომ ჩემს გაფრთხილებას არ მოუსმინე და შენს გამო ლუკა ისევ საშინლადაა. იმედია ამის მერე მაინც ისწავლი ჭკუას. - ბოროტი ღიმილით ჩაილაპარაკა გოგონამ, რომლის თვალებშიც ნიტამ ნახევრად სიბნელის მიუხედავად მაინც დაინახა ის სიძულვილისა და ზიზღის ნაპერწკლები, რომლებიც ნაღლად ღუოდა მის თვალებში.
გოგონა შეტრიალდა და ისეთივე ქუსლების პაკუნით დატოვა იქაურობა როგორც მოვიდა. სამაგიეროდ მის მაგივრად მეორე მამაკაცი გამოჩნდა, ისიც შავებში ჩაცმული და არანაკლებ საზარელი შესახედი, ვიდრე პირველი. მამაკაცი აუჩქარებელი ნაბიჯით მიუახლოვდა გოგონას, მისკენ დაიხარა და ხელი თმაში ჩაავლო. წემოთ ასწია და გოგონაც ძალისძალით წამოდგა. უცებ მარცხენა ლოყა სასტიკად აეწვა. ყრუ ბრაგუნიც იგრძნო თავზე, თვალებში დაუბნელდა და ძირს მოწყვეტით დაენარცხა. იგრძნო, თუ როგორ დაარტყა საფეთქელი ბეტონის იატაკზე. იმდენად მწარედ ეტკინა ეს ყველაფერი, ეგონა საკმარისი იყო და აღარ გაგრძელდებოდა, თუმცა შემდეგ ისევ იგივე ქმედება გაიმეორა უკვე მეორე მამაკაცმა. იგრძნო თუ როგორ ურტყამდნენ მუცელში, ბეჭებზე, მხრებზე, თავზე. ყველგან სადაც ხელი თუ ფეხი მიუწვდებოდათ. გოგონა ტიროდა, კვნესოდა, იკლაკნებოდა, დანდობას ითხოვდა. თავი ხელებით დაეფარა და ერთ ადგილას მოკუნტულიყო. საშინელ გულისრევასა და აუტანელ ტკივილს გრძნობდა. მზად იყო ამ წამსვე მომკვდარიყო, ოღონდ ეს საშინელი წამები აღარ გაგრძელებულიყო. ბოლოს ტკივილისგან დაუძლურებული მიხვდა, რომ გონებას კარგავდა და კვლავ სიბნელეში ჩაიძირა.

როდესაც ჩალურჯებული თვალები გაახილა ძლივს იცნო თავისი ბინა. მთელ სხეულში აუტანელ ტკივილს გრძნობდა. ძლივს გახოხდა ჩანთამდე, რომელიც იქვე ახლოს მის თავთან ეგდო. პირველად ვისი ნომერიც მოხვდა ხელში მას დაურეკა. დათა აღმოჩნდა, რომელმაც დაახლოებით მესამე ზარზე უპასუხა და ნამძინარევი ხმით და ბუზღუნით უპასუხა:
-რა გინდა ნიტაა?
-და..თა შეგიძლია მო..მოხვიდე? - ძლივს ჰკითხა ნახევრად მტირალედ გოგონამ, რომელსაც ხმა იმდენად შეცვლილი ჰქონდა, რომ ძლივს იცნო ბიჭმა.
-ნიტა?! კარგად ხარ? რა გჭირს? - ერთმანეთს მიაყარა კითხვები შეშფოთებულმა.
-არ ვარ კარ... გად, მოდი რაა.
-ახლავე მოვდივარ! არ ინერვიულო ნიტა ახლავე!

არ იცოდა გოგონამ რამდენი ხანი ეგდო ესე გაუნძრევლად, ალბათ თხუთმეტიოდე წუთი, სანამ დათა არ მოვიდა. შემდეგ ბუნდოვნად ახსოვს მისი ბღავილი, თუ როგორ აიტაცა ბიჭმა ხელში და სადღაც გააქანა.
გონს უკვე საავადმყოფოში მოვიდა. თვალი რომ გაახილა პალატაში იყო. გარედან მზის შუქი შემოდიოდა. ალბათ სადღაც შუადღე იქნებოდა. დათაც პალატაში იყო ნინასთან ერთად. ერთს სკამზე ჩამოსძინებოდა,მეორეს სავარძელზე. ნიტას წოლისგან მხარი გაშეშებოდა და ხელის ამოძრავება სცადა, რომ საშინლად ეტკინა და ამოიკვნესა. მის ხმაზე კი ნინა გამოფხიზლდა და მას დათაც მიჰყვა.
-ნიტა! ჩემო კარგო როგორ ხარ? ეს რა გიქნეს! ეს რა გიქნეს! - მოსთქვამდა ნინა და მეგობარს ეფერებოდა. დათას კი სახეზე სიბრალული აღბეჭდოდა და შორიდან უყურებდა არანაკლებ შეშეფოთებული ამ სცენას.
-მალე პოლიცია მოვა და ჩვენებას მისცემ.
ნიტამ ხმა არ ამოიღო და თავი ჩახარა.
-ეს ვინ გააკეთა? -კვლავ გაისმა დათას ხმა.
-არ ვიცი. -ამოილუღლუღა თავისთვის.
-რას ნიშნავს არ იცი? ვიღაცამ გაგიტაცა, გცემა და სახლში მიგაგდო და არ იცი ვინ გააკეთა? არა მგონია ამ ყველაფერს მიზეზი არ ჰქონოდა, უბრალოდ შენ არ გინდა რომ მეგობრებს უთხრა. ალბათ ვიღაცას აფარებ ხელს! - წარბშეკრულმა კუშტი მზერით უთხრა დათამ.
-გეყოფა დაასვენე გოგო! - უსაყვედურა ნინამ. -ვერ ხედავ ისედაც რამდენი გადაიტანა?!
ამ საუბარში პალატაში ექიმი შემოვიდა.
-აბა რას შვება ჩვენი პაციენტი? როგორ ხარ?
-გმადლობთ, კარგად.
-კარგად ყოფნისგან ჯერ შორს ვართ, მაგრამ ეს დალურჯებები მალე შეხორცდება. მალამოს გამოგიწერთ და ყოველდღე იხმართ. ნაკაწრებიც ძირითადა ზედაპირულია. რაც შეეხება ხელს მოტეხილობაა, ამიტომ ეს თაბაშირი, რაც გაგიკეთეთ კარგა ხანი არ უნდა მოიხსნათ. - ნიტამ ამის გაგონებაზე უსიამოვნოდ მოჭმუხნა სახე. ექიმმა კი განაგრძო.
-ხოლო რაც შეეხება ყველაზე მთავარს, ბავშვს ახლა საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ მასზე არ უნდა იზრუნოთ. საშვილოსნო დაჭიმულია. ამ პერიოდში დიდია მუცლის მოშლის საფრთხე, ამიტომ წოლითი რეჟიმი უნდა დაიცვათ ორი კვირა.
-რა ბავშვი? - გაოგნებულმა იკითხა ნიტამ.
-როგორც თქვენს სახეზე ვატყობ ეს ამბავი არ იცოდით. რა გასაკვირია, სულ რაღაც ერთი თვის ფეხმძიმე ხართ, ამიტომ ერთი კარგი გინეკოლოგის ნომერს მოგცემთ და გირჩევთ მასთან გაიაროთ კონსულტაცია. აბა ბედნიერ დღეს და მალე გამოჯანმრთელებას გისურვებთ. -დაასრულა ექიმმა და უმალვე დატოვა პალატა.
-რაო?! რა თქვა?! - იკითხა ძარღვებდაბერილმა დათამ.
ნიტა კი გაოგნებული და შეშინებული თვალებს აქეთ-იქეთ აცეცებდა.
-ესღა მაკლდა. - ამოილაპარაკა თავისთვის ჩურჩულით.
-იმ ნაბიჭვრის შვილია არა?! მიპასუხე!
-ხო... ლუკას შვილია. - უპასუხა მიკნავლებული ხმით და გაოგნებულ ნინას, რომელსაც გაკვირვებისგან პირი დაეღო თვალი აარიდა!
-როგორ გაბედე?! მითხარი! როგორ გაბედე მაგ ახვრისთვის იმის ნება მიგეცა, რომ შენთვი ასე გადაევლო! ან საერთოდ ჭკუა სად გქონდა?!
-გეყოფა! - ახლა ნინამ დაიგრგვინა. - მორალს ნუ უითხავ. შენ არც მისი მამა ხარ და არც ძმა. მათაც კი არ აქვთ ნიტას პირად ცხოვრებაში ჩარევის უფლება.
-რომელ პირად ცხოვრებაზე მელაპარაები?! ეს არის პირადი ცხოვრება?! დარწმუნებული ვარ ნიტას ცემაშიც მაგ ნაბიჭვრის ხელი ურევია.
-გაჩერდი! არ მინდა არაფრის მოსმენა! გადით! - იყვირა ნიტამ, თავი ხელებში ჩარგო და მწარედ, მთელი ხმით აქვითინდა. მის ტირილში ყველა გრძნობა თავმოყრილოყო და არეულიყო.. ტკივილი, შიში, სასოწარკვეთა.
დათამ მეგობრის ასეთ მდგომარეობაში დანახვაზე თავი ჩახარა და პალატა უხმოდ დატოვა. ნინა კი მთელი ძალით ეხვეოდა და მეგობრის დამშვიდებას ცდილობდა. ტირილითა და ემოციებით გათანგულს მალევე ჩაეძინა.
იმავე საღამოს პოლიციიდან მოვიდნენ და ყველაფერი გამოჰკითხეს ნიტას. მანაც დაწვრილებით აღწერა მომხდარი, დაწყებული ლუკასთან შეხვედირდან, დამთავრებული გუშინდელ დღემდე. მხოლოდ იმ დეტალის გამოკლებით, რომ ლუკა ემუქრებოდა და სოფოს როლის მორგებას აიძულებდა, ამის მაგივრად კი თქვა, რომ როგორც მეოგბარს უბრალოდ თხოვნას უსრულებდა. ასევე სიტყვაც არ დასცდენია მისი და ლუკას პირად ურთიერთობაზე. არ სურდა ეს ვინმეს ზედმეტად გაეგო.

საღამო ისევ მეგობრების გარემოცვაში გაატარა, მაგრამ ნიტას ორსულობაზე ხმა არ ამოუღიათ. არც ის უკითხავთ, რას აპირებდა, გააჩენდა თუ არა ამ ბავშვს, რადგან ეს თავად ნიტამაც არ იცოდა.
გოგონა საშინლად დაბნეულიყო. ყველაფერი არეოდა თავში და ერთ დიდ ქაოსს ქმნიდა. ძლივს გადაიტანა ლუკასთან დაშორება და ახლა კიდევ ეს ბავშვი გამოჩნდა. რა უნდა ექნა? გაეჩინა? მერე მისი მშობლები, ოჯახი? საზოგადოება? მისი გეგმები სამომავლოდ და ყველა პერსპექტივა წყალში ჩაეყრებოდა. წარმოდგენაც კი ზარავდა თუ რა მოხდებოდა, როდესაც ამ ამბავს დედა და მამა გაიგებდნენ. ალბათ ოჯახიდან საერთოდ განკვეთდნენ და მათი სახელის ხსენებასაც კი აუკრძალავდნენ. და უღირდა ამ ყველაფრის გადატან ლუკას გამო? ან რა მომავალი შეიძლება ჰქონოდათ მას და ბავშვს? შეძლებდა კი მიეცა მისთვის აღზრდისთვის საჭირო ელემენტარული პირობები. რითი ერჩინა თავი? როგორ აღეზარდა შვილი? და თუ ამას ლუკა გაიგებდა რას მოიმოქმედებდა? პასუხგაუცემელი კითხვების დაუსრულებელი კორიანტელი თავს ატკიებდა. გზააბნეული ცხვარივით იყო, რომელიც ყოველწამს მგელის გამოჩენას მოელოდა. მხოლოდ ის ამშვიდებდა და აიმედებდა, რომ დათა და ნინა მიუხედავად მისი სისულელისა, მაინც გვერდით ედგნენ და ამხნევებდნენ. მაგრამ როდემდე? თავადაც არ იცოდა...

დილით ჟალუზებიდან შემომავალმა მზის სხივებმა გამოაფხიზლა. თვალები მოჭუტა და ჯანსაღ მარჯვენა ხელზე დაყრდნობილმა წამოიწია. ტუმბოზე მისი ტელეფონი იდო... რომ დახედა ცხრა საათი ხდებოდა. ჯერ ადრე იყო. ალბათ ერთ ორ საათში მეგობრებიც შემოუვლიდნენ. იქამდე კი თავი რითი გაერთო არ იცოდა. გადაწყვიტა სოციალურ ქსელში შესულიყო, თუმცა იქაც არაფერი დახვდა საინტერესო. მობეზრებული ისევ მიწვა საწოლზე და ღრმად ამოისუნთქა. დრო გამაღიზიანებლად ნელა მიიზლაზნებოდა. ტელეფონის ზარი გაისმა და მაშინვე უპასუხა. ეგონა ნინა იქნებოდა ან დათა, მაგრამ დედამისი აღმოჩნდა.
-როგორ ხარ დედა გენაცვალოს?
-კარგად დედი, თქვენ რას შვებით?
-რავი შვილო ნორმალურად ძველებურად. რა იყო ეს ორი დღე რომ დაგვივიწყე, საერთოდ არ დაგირეკია. მე თუ არ დაგირეკო, ისე არ გაგახსენდე შენ! - საყვედური გაურია ქალმა ნათქვამში.
-არ მეცალა დედი. ბევრი სამეცადინო მქონდა და გადავიღალე.
-კარგი შვილო დაისვენე. ძალიან ნუ დაიღლი თავს და წესიერად იკვებე ხოლმე.
-ნე ღელავ დედი.. მამა რას შვება?
-მამაშენი ახლა მეკითხება ჩამოსვლას არ აპირებსო?
-არ ვიცი თუ მოვახერხე მომდევნო თვეში ჩამოვალ.
-და ამ თვეში რომ ჩამოხვიდე რა მოგივა?
-ვერ მოვახერხებ... ძალიან მომენატრეთ.
-მეც დედი, ჩემი ჭკვიანი გოგო.- ამოიტირა ქალმა.
-კარგი უნდა წავიდე მოგვიანებით დაგირეკავ კიდე.
-აბა შენ იცი შვილო არ შეგვარცხვინო. დროებით.
დედის ბოლო სიტყვები მწარე ლახვარივით გადაერტყა გულზე. „არ შეგვარცხვინოო“. მერედა როგორ შეარცხვინა. მისი მშობლები არ იმსახურებდნენ ამას.
ამ ფიქრებში იყო, როდესაც კარი ნინამ და დათამ შემოაღეს.
-აბა, როგორ ხარ?
-რავი. -ცალი მხარი აიჩეჩა გოგონამ - ნორმალურად.
-ძალიან კარგი თუ ნორმალურად. ხვალ დილით გაგწერენ მგონი.
-კიდევ ერთი დღე უნდა ვიყო. - დაიჭყანა გოგონა.
-ისეთი დალილავებული და ნაბეგვი იყავი ძლივს აგაწყვეს და შენ ერთ დღეზე წუწუნებ.
-ნუ აზვიადებ. დაიჭირეს? ხომ არ იცი?
-არა, მაგრამ ის შენი ლუკა დაკითხეს. დღეს სანამ წამოვიდოდით უნივერსიტეტში გავიარეთ და იქ მიაკითხეს. ნიტას რატომღაც არ ესიამოვნა ამის მოსმენა და თავი შეაბრუნა.
ცოტაოდენი ხნით გაგრძელებული დუმილი ნინამ დაარღვია.
-რას აპირებ? - ნიტა მაშინვე მიხვდა თუ ვისი მიმართულებით იყო დასმული კითხვა.
-არ ვიცი.
-არ გააჩენ?
-ალბათ... მაგრამ მერე რა ვქნა? რით ვარჩინო? ან ჩემს სწავლას რა ეშვლება? არც კი ვიცი დედობისთვის მზად ვარ თუ არა.
-დედობისთვის მზად არავინ არ არის თავიდან. ჩვენ კი შევეცდებით ყველანაირად დაგეხმაროთ და ხელი შეგიწყოთ. ოღონდ გაითვალისწინე. ერთ-ერთი ნათლია მე ვარ.
-კარგი. - ცრემლმორეულს გაეღიმა ნიტას - შენ იყავი. მეორე დათა იქნება. რა თქმა უნდა თუ მისი სურვილიცაა.
-რას ამბობ, როგორ არ მინდა. - გაეღიმა ბიჭს და გოგონას გადაეხვია. - მაპატიე გუშინდელისთვის. უცებ ავფეთქდი და ძალიან ცუდად გამომივიდა. იცოდე, ჩემი იმედი ყოველთვის შეგიძლია გქონდეს. შენც და შენ პატარასაც.
-მადლობა დათა. - გულაჩუყებულმა ტირილით უპასუხა გოგონამ და მოშორდა.

მთელი შუადღე სასიამოვნოდ გაატარეს მეგობრებმა. ბევრი იხუმრეს, მომავალიც დაგეგმეს. ბავშვის სახელებზეც ისაუბრეს. ნიტამ მხოლოდ ახლა, დამშვიდებულ გონებაზე გაიაზრა ის ბედნიერებას, რასაც ეს პატარა, ჯერ არდაბადებული არსება შემოიტანდა. თითქოს მის სხეულში საიდანღაც მოფრინდა დედობის მძლავრი ინსტინქტი და ღრმად ჩასახლდაო.

რამოდენიმე საათის შემდეგ დათამ და ნინამ განაცხადეს, რომ ცატა ხნით გასასვლელები იყვნენ და მალე დაბრუნდებოდნენ. ნიტამაც ღიმილით გააცილა მეგობრები და გადაწყვიტა ამასობაში ცოტა დაესვენა და წაეძინა კიდეც.
ძილი არც ისე ხანგრძლივი გამოუვიდა. კარის მიჯახუნების ხმაზე ერთი ამოიზმუვლა და თვალები ზანტად გაახილა. მზერა ნელ-ნელა დაეწმინდა და თვალი მის წინ აღმართულ სილუეტს გაუსწორა, რომელშიც მაშინვე ამოიცნო ერთ დროს მისთვის ყველაზე ძვირფასი და საყვარელი ადამიანი, რომლის მიმართაც ახლა უკვე ვერ გაერკვია რას გრძნობდა. მის წინ ლუკა იდგა ჩვეული შეკრული წარბებითა და განრიხებული სახით.
-რას ხლათავ?! - პალატაში დაიგრგვინა მისმა ხმამ.
გოგონა შეშინებული შეძლებისდაგვარად სწრაფად წამოჯდა და დაძაბული მზერით მიაჩერდა ამჟამად არასასიამოვნო სტუმარს.
-რა გინდა?! აქ რატომ მოხვედი? -არანაკლებ უხეში ტონით ჰკითხა ნიტამ.
-ამას მე უნდა გეკითხებოდე წესით. შენ რა გინდა ჩემგან?! რატომ მომიგზავნე პოლიციელები?
-მე არავინ მომიგზავნია. ის ვთქვი რაც იყო. და პოლიციელები თუ შენამდე მოვიდნენ ჩემი ბრალი არაა.
-ოჰო, კიდევ უფრო ამოგვიდგია ენა. სად გაქრა ის ვითომ მორცხვი და დაუცველი გოგო? რა იყო კლანჭები გამოვაჩინეთ? სამაგიეროს მიხდი იმისთვის რომ მიგატოვე? თუ ასე ცდილობ ჩემს დაბრუნებას?
-არაფერში მჭირდები, მით უმეტეს მას შემდეგ რაც შენს გამო ასეთ დღეში ჩამადგეს.
-ჩემს გამო? - გადაიხარხარა ლუკამ. - რეებს ბოდავ.
ამ დროს მოულოდნელად პალატის კარიც გაიღო და ნინა შემოვარდა, რომელსაც ხელში ბავშვის ფაჩუჩები ეჭირა და პალატაში მყოფი სტუმარი სულ არ შეუმჩნევია ისე დაიყვირა:
-ესეც ჩემს ნათლულს პირველი საჩუქარი მოვუტანე.
შემდეგ კი ნიტას დაქაჩულ თვალებზზე მიხვდა, რომ ყველაფერი რიგზე არ იყო და მხოლოდ ახლა შეამჩნია ლუკა, რომელიც გაკვირვებული უყურებდა გოგონას და მის უცნაურ საჩუქარს.


*_*_*_*_*_*_*_*_*_*_*_*_*
ესეც მეათე თავი. მგონი შედარებით დაიძაბა სიტუაცია... შეაფასეთ.



№1 სტუმარი Guest ანი

ერთ თავში ლუკაც ალაპარაკე და გაგვაგებინე ვინაა ეს სოფო ან ნიტაზე რას ფიქრობს.. ძალიან ბუნდოვანი და გაურკვეველი პიროვნებაა ლუკა ამ ისტორიაში ?

:/ ''?'' ეს არ მინდოდა :დ

 


№2 სტუმარი Gogona warsulidan.

Icot ras nishnavs shegzardes adamiani?! Ai me exla shevigrdzeni es grdznoba, roca luka mivida da piri gaago. Imdenad shemzarda rom lamis vagebine masze, rogorc adamianze. Da amas vegaraferi ver shecvlis. Verc is tu bolos mis angelozad gamoyvanas moindomebt, rogorc xdeba colme :) imedi maqvs aset arakactan ar datovebt am gogos. Sjobs marto iyo bodre eset arakactan

 


№3 სტუმარი Guest someone

sainteresoa

 


№4 სტუმარი monika

Au tvelaferi momwons magram luka dzalian cudad iqceva. Yovel shemtxvevashi uceb nu shearigeb imitom rom unda gaigosr ra simware gaiara nitam. Martla kargi gogo xar

 


№5 სტუმარი EeEeE

luka ra sazizgari adamiania, nitas girsi ar aris, ar vici rogor damtavrdeba magram me megona lukas uyvarda nita, sainteresoa ase rato iqceva an sofi vin aris an vin scema nita, kargad wer, warmatebebi, imedia kargi fimali eqneba am nawarmoebs.

 


№6  offline წევრი ბაბუაწვერა

Gogona warsulidan.
Icot ras nishnavs shegzardes adamiani?! Ai me exla shevigrdzeni es grdznoba, roca luka mivida da piri gaago. Imdenad shemzarda rom lamis vagebine masze, rogorc adamianze. Da amas vegaraferi ver shecvlis. Verc is tu bolos mis angelozad gamoyvanas moindomebt, rogorc xdeba colme :) imedi maqvs aset arakactan ar datovebt am gogos. Sjobs marto iyo bodre eset arakactan

EeEeE
luka ra sazizgari adamiania, nitas girsi ar aris, ar vici rogor damtavrdeba magram me megona lukas uyvarda nita, sainteresoa ase rato iqceva an sofi vin aris an vin scema nita, kargad wer, warmatebebi, imedia kargi fimali eqneba am nawarmoebs.


ლუკა ნამდვილად არ არის ანგელოზი და არც არასდროს გახდება. რაც შეეხება მისი და ნიტას სამომავლო ურთიერთობას, ჯერ არ ვიცი რა იქნება ბოლოს. ისტორიას სულ რაღაც ორ თავში დავამთავრებ ალბათ.
გმადლობთ რომ კითხულობთ...))

Guest ანი
ერთ თავში ლუკაც ალაპარაკე და გაგვაგებინე ვინაა ეს სოფო ან ნიტაზე რას ფიქრობს.. ძალიან ბუნდოვანი და გაურკვეველი პიროვნებაა ლუკა ამ ისტორიაში ?

:/ ''?'' ეს არ მინდოდა :დ

Guest someone
sainteresoa

monika
Au tvelaferi momwons magram luka dzalian cudad iqceva. Yovel shemtxvevashi uceb nu shearigeb imitom rom unda gaigosr ra simware gaiara nitam. Martla kargi gogo xar


სულ მალე გაირკვევა ყველაფერი და სოფოც გამოჩნდება. ლუკა მართლაც გაურკვეველი და ბუნდოვანი პიროვნებაა, თუმცა აქვს ყველაფერს თავისი მიზეზი.
გმადლობთ რომ კითხულობთ...))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent