შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეგეჩვიე 28


31-05-2017, 12:38
ავტორი ankatuna
ნანახია 2 397

-მეც ვიცი რომ სიმართლის გაგების შემდეგ გამიგებენ მაგრა სინდისი მქენჯნის. ძალიან შემეცოდა ნატუკა. ისეთი დათრგუნული იყო. ხომ არ შევწყვიტოთ ე ფარსი?
-უკან დავიხიოთ? ჯანდაბას! ამის დედაც იოანე ჩვენ ხომ თამაში ახლა დავიწყეთ. არაუშავს ნატუკა ძლიერი გოგოა.
-კარგი რა დაჩი როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს ჩემი იმედი ჰქონდა და მე ის ერთადერთი იმედიც ჩავუკალი.
-და მაგის გამო თებეაც გეჩხუბა.
-ნუ ხო ეგ ცალკე თემაა.
-ისე ამ დროს ვინ შემოგიშვა აქ?
-ვიქტორიას თუ ყავს ნაცნობები მეც კი მყავს.
-ერთმანეთზე უარესები ხართ.
-დერეფანში მოვკარი თვალი რომ მიდიოდა, იმედია ვერ შემამჩნია.
-ისეთი აჟიტირებული და გახარებული იყო საკუთარი მიღწევით რომ არამგონია ცხვირს იქეთ ვინმე შეემჩნია.
-კი ამაყად მიაბიჯებდა, გეგონებოდა ჯეკპოტი მოიგო.
-ისე მინდოდა ყელში ვწვდომოდი.
-მაგის დროც მოვა. მთავარია სიმშვიდე შევინარჩუნოთ და გეგმას მივყვეთ.
-რაო დეტექტივმა თუ ნახე, ხომ არ უპოვნია ის ბიჭი.
-არ ვიცი ჯერ არ დაურეკავს. ხვალ მე თვითონ დავურეკავ.
-ლიანას როდის ნახავ.
-ეგ აღარ მახსოვდა. ხვალ დილით ვნახავ მაგასაც.
-წადი ახლა სახლში თორემ დაგერხევა.
-უკვე დარხეული მაქვს. დარწმუნებული ვარ თებეას გაგებული ექნება სახლში რომ არ ვარ.
-წარბზე რა გითხრა?
-არაფერი, ისეთი გაბრაზებული იყო არც უკითხავს რა გჭირსო.
-ეტყოდა ნატუკა არ ინერვიულო.
-ჩემთან წავიყვანე ნატუკა როგორც მოვილაპარაკეთ. ჯობია ერთად იყვნენ გაბრაზებულები თუ დაწყნარებულებო.
-ჩვენ ხომ ვართ მაგრამ ეგ ორი ერთად კლასიკაა. ყურადღება მიაქციე თვითნებურად არაფრის გამოძიება დაიწყონ.
-კარგიმ, წავალ ახლა მე და მაპატიე აქ რომ გტოვებ.
-კარგი არ გრცხვენია? რას მებოდიშები. დავანახოთ იმ ძუკნას რას ნიშნავს ნამდვილი მეგობრობა.
-მადლობა დაჩი ყველაფრისათვის.
წამოვედი მაგრამ. ფეხები უკან მრჩებოდა. ჩემი გულისათვის დაჩის იმ საშინელ საკანში უნდა გაეტარებინა ღამე. ვფიქრობდი მე თუ შევძლებდი მსგავსი რაიმეს გაკეთებას მისთვის. კი.. მეტსაც გავაკეთებდი. დაჩია ის ერთადერთი ადამიანი ვინც ჩემთვის დედაც იყო და მამაც. მიუხედავად მისი სიცანცარისა ყველაზე ბრძნული რჩევების მოცემა იცის ყოვეკლთვის. როდესაც დაჩის არ დავუჯერე ყოველთვის წავაგე. მე მჯერა მისი. ისევე როგორც ის მენდობა მე. თორემ არ გარისკავდა ამდენად. ვალდებული ვარ მასზე ვიზრუბნო და ეს საქმე ბოლომდე მივიყვანო. დაჩისთვის, ჩემთვის და ჩვენი ოჯახისთვის. სახლთან რომ მივედი ფანჯრიდან შუქი ჩანდა ანუ დამერხაა. გაიგო თებეამ რომ სახლში არ ვიყავი. ვეტყვი რომ უბრალოდ სუფთა ჰაერზე გამოვედი. ან ცოტა ხნით მარტო ყოფნა მინდოდა. ისტერიკის მოლოდინით შევაღე კარი მაგრამ არა სიმშვიდეა. ფეხაკრებით შევედი ოთახში და გავშეშდი. თებეა დივანზე იჯდა და მკვლელის თვალებით მიყურებდა. პირი ავაღე რომ თავი მემართლებინა მაგრამ მას არაფერში სჭირდებოდა ჩემი ახსნა განმარტება. უთქმელად წამოდგა და დაწვა. ჩემგან ზურგშექცევით და მხოლოდ ერთი წინადადება მითხრა.
-შუქი ჩააქრე. -სიბრაზის მიუხედავად მაინც ვერ დაიძინა სანამ სახლში არ მოვედი. მაპატიე ჩემო პატარა ასე რომ გტკენ გულს მაგრამ ასეა საჭირო. გვერდით რომ მივუწექი მასთან ჩახუტების და შეხების სურვილი მკლავდა მაგრამ ვიცოდი რომ ნებას არ მომცემდა ამიტომ გადავბრუნდი და დავიძინე. ნამდვილად მჭირდებოდა გამოძინება. თანაც ბევრი დრო აღარაა დარჩენილი გათენებამდე. დილით რომ გავიღვიძე თებეა როგრც ყოველთვის ამდგარი დამხვდა. გავემზადე და მივდიოდი, მაგრამ ჩემ გოგოს უნდა დავემშვიდობო. არც მინოდა ნატუკას ნახვა, კიდე ერთხელ ვერ გავუძლებდი მისი გამწარებული სახის ნახვას. კართან ავიტუზე, ორივე დივანზე ისხდნენ და ბავშვები ხელში ეჭირათ. რაღაცაზე ლაპარაკობდნენ. რომ დამინახა სიტყვა გაუშრა ნატუკას და თავი გაატრიალა. თებეა წამოდგა და ჩემთან მოვიდა. ბავშვს ვაკოცე და უღიმღამოდ ვუთხარი.
-გავდივარ და ასე 12 საათისთვის ნატუკა მოვიდეს სამმართველოში დაჩის ნახვის უფლებას მისცემენ. -პასუხს არც დავლოდებივარ გამოვბრუნდი. იმედი მქონდა რომ რამეს მაინც მეტყოდა თებეა, იმას მაინც მკითხავდა წუხელ სად ვიყავი მაგრამ არაა. სიბრაზეს არ გადაუვლია და არც ვამტყუნებ. კიბეები ჩავიარე თან დღევანდელი დღის სამოქმედო გეგმას გადავავლე თვალი გონებაში. პირველი: ლიანა უნდა ვნახო. ნომერი ავკრიბე და ზარიც გადის.
-დილამშვიდობის ლიანა, ბოდიში ასე დილაადრიან რომ გირეკავ მაგრამ აუცილებლად უნდა გნახო სანამ სამსახურში წახვალ. შეიძლება შენთან მოვიდე?
-დილამშვიდობის ბატონო იოანე. დიახ არაა პრობლემა. -თვალთმაქცი. კარზე დავრეკე და მაშინვე გააღო კარი. -მობრძანდით.
-მადლობა ლიანა.
-დაბრძანდით. ყავას ხომ არ მიირთმევთ?
-დიდი სიამოვნებით თუ არ შეწუხდები. თან რამოდენიმე წუთის საქმე მაქვს.
-კარგით ახლავე მოვალ და ვისაუბროთ. -ორიოდე წუთში ლიანა ორი ლამბაქით ხელში დაბრუნდა. -აბა გისმენთ რა ხდება?
-ლიანა ალბათ უკვე იცი რომ ჩემი მარჯვენა ხელი და მეგობარი დაჩი დააკავეს.
-დიახ გავიგე და გამიკვირდა, ისეთი კარგი ადამიანია.
-თურმე არც ისე კარგი მე რომ მეგონა...ერთი სიტყვით ყველა დოკუმენტს მინდა გადაავლო თვალი რაც მის ხელში იყო და იქნებ იპოვო რაიმე ხელჩასაჭიდი. ფაქტია რომ ყველაფერი მის წინააღმდეგ მოქმედებს და მინდა რომ აღარაფერი დამრჩეს შეუმჩნეველი. კიდევ ერთი სიურპრიზი ნამდვილად აღარ მინდა.
-კარგით ბატონო იოანე დღესვე მივხედავ მაგ საკითხს.
-ძალიან კარგი. და კიდევ ერთი, რამოდენიმე დღით დასვენება მჭირდება და დროებით ჩემი და ვიქტორია ხომ იცი?
-დიახ, როგორ არა.
-ვიქტორია უხელმძღვანელებს ყველაფერს და შენი იმედი მექნება რომ დაეხმარები.
-იმედს არ გაგიცრუებთ. მადლობა ნდობისათვის.
-კარგი, მაშინ წავალ ახლა მე.
-ხო მაგრამ ყავა არ დაგილევიათ.
-ჰოო, მაპატიე რომ შეგაწუხე კარგი? მეჩქარება და წავალ ჯობია.
წამოვედი ლიანასგან და მაშინვე დეტექტივის ნომერი ავკრიბე.
-გამარჯობათ! რაიმე სიახლე გაქვთ ჩემთვის?
-დიახ. ისევ იმ დროს ისევ იმ ადგილას.
-კარგით, დაგელოდებით. -საათს რომ დავხედე დღეს ფორტუნა აშკარად ჩემს მხარესაა. სულ რამოდენიმე წუთი და გავიგებდი რა გვაქვს ხელში. გორაზე შევაყენე მანქანა და მალევე უკანა კარი გაიღო სავარძელზე დეტექტივი დავლანდე. საქაღალდე მომაწოდა და დაიწყო.
-ნიკოლოზ შარიქაძე. 28 წლის. მარკეტების ქსელ XXX მენეჯერი. ქალბატონმა V-მ ის ერთ-ერთ წვეულებაზე გაიცნო და შეამჩნევდით მის საოცარ მსგავსებას თქვენს მეგობართან, გადაწყვიტა მასთან დამეგობრება. პლატონური სიყვარულის ამბავი თანამშრომლობით დააგვირგვინა. სწორედ ის იყო საელჩოში და პირად მონაცემებზე და ფიზიკურ მსგავსებაზე დაყრდნობით არავის ეჭვი არ გასჩენია მის ავტენტურობაში. სწორედ ის არის ყველა იმ ფირზე აღბეჭდილი რომელიც ბრალდებულის წინააღმდეგ სამხილადაა გამოყენებული. საცხოვრებელი მისამართი და მოძრაობის ტრაექტორია ფაილში წერია.
-მადლობა. და მისი მოტივი რა იყო ასეთ რაიმეზე რომ დასთანხმდა?.
-ვარკვევ და მოგაწვდით უახლოეს მომავალში.
-და კიდევ ერთი რამ მინდა გთხოვოთ ან მოგთხოვოთ რა ვიცი როგორც გინდათ ისე მიიღეთ. მინდა რომ ქალბატონი V-ს სანაცნობო წრეში გაერიოთ ან როგორმე ოფისში შეაღწიოთ რომ მტერი ახლოს იყოს. უკეთ შეძლებდით მის გაკონტროლებას. და კიდევ ვინმე კარგი ადვოკატი მომიძებნეთ ჩემი მეგობრისათვის
-მე ჩემი საქმე კარგად ვიცი. თქვენ ბრძანება გაეცით და რას როგორ მოვახერხებ ეგ ჩემი სადარდებელია. თქვენ დამშვიდდით საჭირო ინფორმაციას მიიღებთ დამერწმუნეთ. ადვოკატის მონაცემებს ტელეფონზე შეტყობინებით გამოგიგზავნით
-ვიცი რომ პროფესიონალი ხართ და იმიტომაც დაგიკავშირდით თქვენ. მადლობა ყველაფრისათვის. -თავი დამიკრა და გადავიდა. ფაილი გადავფურცლე და გაოგნებული ვიყავი. მართლაც როგორ ჰგავს დაჩის ეს ბიჭი მაგრამ კარგად თუ დავაკვირდებით განსხვავება იყო. თუმცა როგორადაც ვიქტორიას სჭირდებოდა მისი არსებობდა. ამისათვის იდეალური კანდიდატი ყავდა ნაპოვნი. დაჩის უნდა ვაჩვენო ეს ყველაფერი ნატუკას მისვლამდე. სწრაფად დავკეცე საქაღალდე და სამმართველოში მივედი პირდაპირ. დაჩის ნახვა მოვითხოვე და მითხრეს რომ მასთან ახლა ადვოკატია. დამაეჭვა ამ ფაქტმა. ვინ შეიძლება ყოფილიყო მე ახლახანს ვთხოვე დეტექტივს მისი მოძებნა. ამ საქმეშიც ვიქტორიას ხელი ხომ არ ურევია ნეტა. ვტხოვე რომ მეც შევეშვი და ჩემი ნაცნობის წყალობით ჩუმად შევედი. ადვოკატი ფეხზე წამომიდგა ა ხელი გამომიწოდა.
-გამარჯობათ ბატონო იოანე. მე ლუკა ონიანი გახლავართ. -ტელეფონზე შეტყობინება მოვიდა. ჯიბიდან ამოვიღე ისე რომ ამ ბიჭისთვის ხელიც არ გამიშვია. დეტექტივისგან იყო. -ლუკა ონიანი, 27 წლის. ასაკმა არ დაგაბნიოთ პროფესიონალია. და ფოტოც ჰქონდა მიკრული. ფოტოდან ჩემს წინ მდგარი მომღიმარი ახალგაზრდა იმზირებოდა. მისმა ასაკმა ნამდვილად დამაბნია მაგრამ რადგან მან მითხრა ვენდობოდი.
-გაგიმარჯოთ. სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. იმედია ნაყოფიერი თანამშრომლობა გვექნება.
-აუცილებლად. სხვაგვარად არ მაწყობს. -და გამიოღიმა. მისი პოზიტიური დამოკიდებულება დაჩისაც გადაედო და იკრიჭებოდა.
-ასე უცებ როგორ მოხვედით? თქვენს შესახებ ახლა მივიღე ინფორმაცია.
-გუშინ დამირეკა ბატონმა...
-აპ.აპ...როგორც ჩვენი საერთო ნაცნობი იტყვის არავითარი სახელები. -სამივეს გაგვეცინა დაჩის ამ ხუმრობაზე. როგორ ახერხებს რომ ყველაფერზე შეუზლია ხუმრობა.
-კარგით, ჩვენმა საერთო ნაცნობმა მითხრა რომ აუცილებლად დავჭირდებოდი და საქმის კურსში ჩამაყენა. დღეს კი თქვენთან შეხვედრის შემდეგ დამირეკა. აქვე ვიყავი და როგორც აღმოჩნდა თქვენზე ადრე მოვედი.
-რადგან თქვენ საქმის სესახებ სრულ ინფორმაციას ფლობთ პირდაპირ გადავალ ახალ საკითხზე. - მაგიდას მივუსხედით და საქაღალდე გადავშალე. დაჩის თვალები გაუფართოვდა მისი სახე რომ დაინახა.
-ეს მე ვარ?
-რა იდიოტი ხარ დაჩი.
-კაი ნუ გაატრაკე ვინაა ეს? ჩემი ტყუპისცალი ხო არაა ეე.
-არა დაჩი დამშვიდდი უმცროსია შენზე. ყველა იმ ვიდეოსა თუ ფოტოებში რომელიც შენ წინააღმდეგაა ის ჩანს.
-ანუ დღეს ეს ინფორმაცია შეემატა ჩვენს საქმეს.
-და კიდევ ლიანას სახლში მოსასმენი აპარატიც დავაყენე.
-ყოოჩაღ შეენ. როგორ მოახერხე/
-ყავა შემომთავაზა და სანამ ადუღებდა სანათის სეგნიტ დავაყენე.
-ჩვენი პირველი ამოცანაა სანამ დაგვასრებენ და ამ ბიჭს ან ქვეყნის გარეთ ან უარეს შემთხვევაში საიქიოში გაუისტუმრებენ დავასწროთ და ვიპოვოთ.
-მეც მაგ აზრზე ვარ.
-იოანე შენი აქ ყოფნის საჭიროებას ვერ ვხედავ. ძალიან გთხოვ წადი და ნუღა მოხვალ ჩემ სანახავად. შენ მე იმედი გამიცრუიე. აი თურმე როგორი მეგობრობა იცი. -უცებ სრულიად სხვა რაიმეზე დაიწყო დაჩიმ საუბრაი და მე და ლუკამ ერთმანეთ გაკვირვებულად სევხედეთ.
-რა ბზიკი გეტაკა ბიჭო?
-ბზიკი არა ტორნადოო. -თვალით მანიშნა და მეც ნელ ნელა ვითომ ჩვეულებრივად წამოვდექი და მივბრუნდი. ფანჯრიდან ნატუკა იხედებოდა. მივხვდი რტომაც შეცვალა დაჩიმ საუბრის თემა.
-კარგი დაჩი როგორც გინდა. იმედია მალე გაირკვევა ვინ ტყუის და ვინ მართალია. საქაღალდეს ხელი დავავლე და ოთახი დავტოვე. კარიდან რომ გამოვედი. ნატუკას გაშტერებულ სახეს და ჩაწითლებულ თცვალებს წავაწყდი. სახე ავარიდე და უთქმელად ავუარე გვერდი. ლუკაც უკან გამომყვა და ნატუკას შესვლის საშუალება მისცა. გულმა ვერ მომითმინა ფანჯრიდან შევიხედე. ერთმანეთზე ჩახვეულები იდგნენ. ნატუკას ტირილი მეც კი მესმოდა. დაჩის მის კისერში ჩაერგო ტავი ა ცდილობდა დაემშვიდებინა. გამომხედა და მის თვალებშიც ცრემლები და ტკივილი სევნისნე. რომ შემხედა ვუყურებდი გამიღიმა და ცერი მაჩვენა.
-ყველაფერი კარგად იქნება. მხარზე ლუკამ დამადო ხელი და გაიჭიმა.
-კიი ყველაფერი კარგად იქნება.


ბავშვებო ცოტა პატარა ტავი გამომივიდა მაგრამ გპირდებით მომდევნო თავში ყველა კარტს გავხსნი და გაცილებით დიდი თავი იქნებ. მადლობა ვინც კითხულობთ და მოგწოონთ :*



№1  offline აქტიური მკითხველი თაკოთაკო

ვაუ (Y) (Y) (Y)
--------------------
თ.ჭიღლაძე

 


№2  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Momwons axali personajiii....
Deteqtivi xo saertod
Momwons is rom jerovnad afaseb dachis tavganwirvas.
Yvalferi momwons saertod:!!!!!!!!:dddd

 


№3  offline წევრი ankatuna

eremar
Fu ra sadmizia:(( ras nishnavs is dzlieri qalia da gaudzkebs??? Anu tu dzlieria tabs yvelafris ufleba unda misce da ise gaamwaro, miwasran gaasworo da zed shedge, rom misi pirovneba gatexo da sabolood gaanadguroo??? Vin xar shen ra uflebit, rit xar sxvaze meti, isev shennairs rom aseti tanjvustvis swirav, vin mogca amis ufleba??? Rogor ver vitan adamianebze eqsperimenttebs rom atareben da sacdeli virtxebivit eqcevian:((( amis chamdenia tviton virtxa da ertujrediani namusgarecxili garewari:((( mxeci.... Gavcofdi axla @@@@

არ არის საჭირო ფემინიზმის აზეთი დოზით გამომჟღავნება... ეს მხოლოდ წარმოსახვითი ამბავია

 


№4 სტუმარი ერემარ

შოკში ვარ რა სადიმზე ლაპარაკობს ეს არსება? :დ პირიკით ძააან მაგარი ისტორიაა ტუმდაც სიმართლე იყოს ყველამ თავისი უნდა მიიღს ჯერ ერთი მეორე ვგიჯდები ისე მომწონს ეს ისტორია ძაან მაგარია დრამით რომანტიზმით და სხვადასხვა საინტერესო ამბებით ^_^

აგიარეთ რო მოგწონს და ბოგმურებს ნუ რთავთ :დ

 


№5 სტუმარი ანკატუნა

კაირაააააააა დადე ახალი თავები მოვკვდი ინტერესიიით თან მუგამი და უფრო გავლენა აქვს ერთად რო კითხულობ ამდენიხნის მერე ძველი წაკითხულის ემოცია ქრება და ახალ თავს ისე ვეღარ კითხულობ როგორც პირველად და კაი რა მინდა ახალი თავებიიიიიიიიიიიიიიიიიიი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent