შეწირულნი (თავი 4)
მერე რა იყო? მერე დაკრძალვა, ტკივილი, ტანჯვა და უსაზღვრო სიძულვილი. ბებია გადარჩა. მაიას ტრაგედიამ თითქოს უფრო გააძლიერა. სამაგიეროდ დედამ ვერ გაუძლო იმ უდიდეს ტკივილს, რომლის გადატანაც მდუმარედ უწევდა და დასუსტდა, დაილია. საბოლოოდ კი დაავადდა. ვერავინ გაუგო რით. ამ წლების განმავლობაში მრავლად დატრიალდა მსგავსი ტრაგედია. და ყველა დაუსჯელად. მართალია მაიას შემდეგ ტყეში აღარ ძალადობდნენ, მაგრამ სამაგიეროდ საძინებლებში გადაინაცვლეს. ამ რვა წლის განმავლობაში არაერთი გოგონა და ქალი გახდა აქაური წესების მსხვერპლი. გაღმერთებულ მამაკაცთა მოდგმის შესაწირი. მათი სურვილებისა და ახირებების მსხვერპლნი. ისევე როგორც ჩემი და შეეწირა დამახინჯებული და უსულო არსებათა ცხოველურ მოთხოვნებს. არაფერი შეცვლილა ამ რვა წლის განმავლობაში ჩემს გარდა. გავიზარდე, გავძლიერდი. ჩემი ხასიათის ძირითად შტრიხად ბრაზი და ზიზიღი იქცა. ბებიას დამსახურებით ნაკითხი, ჭკვიანი და გაბედული გოგო ვიყავი. დაუნდობელი და უშიშარი. მაიას გარდაცვალების შემდეგ საბოლოოდ გავწყვიტე ურთიერთობა ჩემს მშობლებთან და საბოლოოდ გადავსახლდი ბებიასთან. იმ საშინელი დღიდან რვა წლის თავზე დედა ვიპოვეთ მაიას საფლავზე მკვდარი. ამის მნახველ ბებიას დამბლა დაეცა და სხეულის ნახევარი სულ გაუშეშდა. ვერც ნორმალურად ლაპარაკობდა. ისე დაკრძალეს დედაჩემი რომ იმ ორი დღის განმავლობაში ფეხი არ გადამიდგამს ჩემს ძველ სახლში. არც მამაჩემი მინახავს. ჩემთვის ორივე იმ დღეს მოკვდა როცა ერთმა ძალით წაათრია მაია მდინარეზე და მეორემ არაფერი გააკეთა მის შესაჩერებლად. ნამდვილად, დაუნდობელი და სასტიკი გავხდი. და ეს იმედს მაძლევდა. მჯეროდა რომ იმ გარდაუვალს რაც წინ მელოდა მტკიცედ დავუხვდებოდი. შიში არ დამძლევდა და დამაუძლურებდა. მჯეროდა რომ გავუძლებდი, დავძლევდი, დავამარცხებდი და ისევ ავღსდგებოდი. დედაჩემის დაკრძალვის შემდეგ სოფელი ისევ ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდა. მე კი პირიქით. უდიდესი ძალისხმევის შედეგად ვუნარჩუნებდი ბებიას სიცოცხლეს. თუმცა ამდენი წოლისგან ამ საშინელ სიცხეში კანი დაუავადდა ბებიას და დაულპა. იყო დღეები როცა ორჯერ და სამჯერ მიწევდა მისი დაბანა იმ საშინელი სუნის გასაქრობად, რომელსაც ჭკუიდან გადაყავდა ბებია. საკუთარი თავი შეიზიზღა ბებიამ. უძლიერესი ქალისგან მხოლოდ თვალებიღა დარჩა. ღრმა ცისფერი თვალები, ზუსტად ისეთი მაიას რომ ქონდა. ადრწ მახსოვს მაიას დანახვისას სულ ამბობდნენ თამარ გურჯიშვილის ახალგაზრდობა მოდისო. საოცრად გავდა მაია ბებიას ქერა თმებით, ცისფერი თვალებით, ვარდისფერი ლოყებითა და წითელი ტუჩებით. რა მოხდებოდა ნეტავ მაიას რომ ეცოცხლა, დედა არ დაავადებულიყო, მამას სისხლში არ გაესვარა ხელი, ბებიას ისევ ებატონა სოფელში და ვგონებოდი მე ყველას ისევ დებილი ან შეშლილი. ოღონდ ისე არ ეყურებინათ ჩემთვის როგორც ახლა მიყურებდნენ. ერთადერთი ქართველი რომელიც მათ ხელს უშლიდათ ფრთების ლაღად გაშლაში და იმ ბნელისა დაცოდვის ამონთხევაში რომელსაც ძლივს აკავებდნენ ენისა და თითების წვერებზე. ქალებს ეშინოდათ ჩემი, თუმდა მაინც ეიმედებოდათ ჩემი გამოჩენა. სამაგიეროდ ვეზიზღებოდი ყველა კაცს და ისიც ვიცოდი რომ ყველაზე საშინელს მე მიმზადებდნენ. მათთვის მამა უკვე დიდი ხანია აღარ წარმოადგენდა წინააღმდეგობას. აწი ბებიაც აღარ იყო მათთვის დაუძლეველი ბარიერი. მაგრამ ჯერ კიდევ უმოქმედოდ მივლიდნენ მხარს და არ მიმჩნევდნენ. სანამ... იმ დღეს ისევ შევკაზმე ბებიას ურემი. სამი სათლი და ერთი დიდი ვარცლი დავახვავე ზედ და კოფოზე შემოვხტი. მოკლე კულულები უკან გადავყარე და ბნელოს შევუძახე "წავედითთქო". ისევ მოკლე კაბა მეცვა და ვარდისფერი ბებას ნაქონი ბრეტელიანი საღამურის ზედატანი. არ დაიჯერებთ ალბათ, მაგრამ მემართლაც ხორცშესხმული წინააღმდეგობა ვიყავი იმისა რაც სოფელში ბატონობდა. ცხენს შევუძახე დ წყაროსკენ მიმავალ ოღრო-ჩოღრო გზას გავუდექი. მივიწევდი წინ და მაქსიმალურად ვცდილობდი დამეიგნორებინა ეზოაი მომუშავე ქალები. ტალახში ამოსვრილები, წელში ოთხად მოკეცილები, დაბეჩავებულები და ნაადრევად დაბერებულები. როგორც იქნა ყველაზე გრძელი ქუჩა გავლიე და მთებიაკენ გადავუხვიე. მოსახლეობამაც იკლო და აი ბოლო სახლიც გამოჩნდა. ოთხი დღის უკან "ქორწილი" ქონდათ ამ სახლში. მე ვიტყოდი მორიგი მსხვერპლშეწირვა. ჩემი ტოლი მინა გაათხოვეს ამ ოჯახში. 11 წლის გაიყვანა მამამსკოლიდან და და მას შემდეგ ამუშავებდა და სცემდა როგორც სახედარს. არადა ულამაზესი გოგო იყო მინა. კეთილი და თბილი ადამიანი. ჩემი ერთადერთი, საიდუმლო მეგობარი. ის ერთადერთი იყო მთელს სოფელში ვინც მეკონტაქტებოდა და მემეგობრებოდა. ეზოში იდგა მიმა. ქუჩისკენ ზურგით და სარეცხა ფენდა სახლის სვეტებს შორის გაბმულ თოკზე. კიდევ ერთხელ დაიხარა კალაითისკენ სველი ნაჭრის ასაღებად და შალი ჩამოუცურდა მხრებიდან. ეს კი საკმარისი აღმოჩნდა რომ ქუჩიდანაც კი დამენახა ის სიშავეში გადასული აილურჯე რომელიც კისრიდან მხრისკენ მიყვებოდა და კაბის საყელოში იკარგებოდა. კოფოზე დაძაბული წამოვიმართე და ის იყო უნდა დამეძახა, სახლის კარი რომ გაიღო და მისი დედამთილი გამოვარდა დაზაფრული სახით. სამი ნაბიჯი გადმოდგა და ჩაწითლებული თვალებით შემომხედა. შიშს ასხივებდა ეს ქალი. შემეცოდა კიდეც და ოდნავ უკან დავიხიე.მინამ ჯერ დედამთილს გახედა და მერე მის მზერას გამოაყოლა თვალი. დამინახა თუ არა სწრაფად დამიბრიალა თვალები და უარის ნიშნად თავი გააქნია. სწრაფად მოიხვია ამ სიცხეში შალი მხრებზე და სახლისკენ დაიძრა. გაცეცხლებულმა გავხედე მის დედამთილს და იქ ისევ ის სასოწარკვეთილება დამხვდა. ორი ერთნაირად უბედური ქალი კიდევ აქეთ მთხოვდა გაჩერებას. გავოგნდი, მაგრამ მაინც გავჩერდი. მინამ სასწრაფოდ იბრუნა პირი სახლისკენ და დესამთილს მკლავზე მოქაჩა. სახლში შესულმა ბოლო წამს მაინც შემომხედა და ძლივს, მაგრამ მაინც გამიღიმა. მარჯვენა ლოყის ქვეშ. ყელზე ოთხი დიდი სილურჯე ეტყობოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.