მეგობრის ხათრით (თავი 9)
* * * საბერძნეთში ჩასულს დეიდაჩემი დამხვდა აეროპორტში. როგორც ჩვეულებრივ, დღევანდელ საქართველოში ხდება ხოლმე, დეიდაჩემი მაკაც სამუშაოდ ჩამოვიდა საბერძნეთში. დედაჩემზე ბევრად ახალგაზრდაა, საკმაოდ განათლებულიც, მაგრამ ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მოუწია ოჯახში მუშაობა. ჩასვლიდან რამდენიმე წელიწადში გვაცნობა, რომ ბერძენ მამაკაცს მიყვებოდა ცოლად, სიყვარულით. მისი ამბავი ერთ დროს გულით გამიხარდა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საბერძნეთში დამპატიჟეს და პირადად გავიცანი მისი მეუღლე. ახლაც მათთან მივდიოდი, საკმაოდ მოკრძალებულ ოჯახში. ვიცოდი რომ მათ ოჯახის კარი ჩემთვის მუდამ ღია იყო. - როგორ გამხდარხარ, ნინა... - ჩახუტების შემდეგ წარბაწეულმა შემათვალიერა. - შენ კი მოსუქებულხარ, ქალბატონო. - დავცინე მე. - დედაშენი მელაპარაკა. - ჩავსხედით თუ არა მანქანაში, დასერიოზულმა მაკა. - მის მსგავსად, მეც მგონია, რომ არ უნდა წამოსულიყავი!.. - მე ასე გადავწყვიტე!.. - მოვიღუშე და თავი მანქანის მინას მივადე. - ნუ იბუტები!.. - ღიმილით გადმომხედა მან. - უბრალოდ მინდა რჩევა მოგცე... - ამ თემაზე საუბარი აღარ მინდა. - შეწუხებულს სახე დამემანჭა. - როგორც შენ გინდა!.. - მხრები აიჩეჩა მაკამ. - ანდრონიკე როგორ არის?.. - დეიდაშვილის გახსენებაზე გამეღიმა. - მოენატრე.. - მაკასაც გაეღიმა. - მალე მივალთ?.. - არც ისე. ყველას გაუხარდა ჩემი დანახვა. ყველამ იცოდა ჩემი მდგომარეობის შესახებ... - ხომ დიდ ხანს დარჩები ჩვენთან?.. - აქცენტიანი ქართულით მომმართა ანდრონიკემ. - აუცილებლად!.. - ჩემს მაგივრად პასუხი მაკამ გასცა. - ფეხბურთს თამაშობ?.. - ვერ ისვენებდა ჩემი დეიდაშვილი. - კი.. თანაც ძალიან კარგად. - სიამაყით ვუპასუხე და ქერა თმები ავუჩეჩე. - მაგასაც ვნახავთ.. - ენა გამომიყო და აჩეჩილი თმები შეძლებისდაგვარად ხელით გაისწორა. - ახლა ამის დრო არ არის, ანდრო, - გაუბრაზდა დედა. - ნინა დაღლილია და დასვენება სჭირდება. - დაველოდები!.. - წარბები აათამაშა მან. - პატარა მაიმუნი. - ჩუმად ჩავიბუტბუტე და ჩემთვის განკუთვნილი ოთახისაკენ წავედი. - მესმის, ნინა. - მომესმა ანროს პასუხი. ხანდახან ნერვები მეშლება იმის გამო, რომ მაკამ შვილს ქართული ასწავლა. (ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით). საღამომდე აღარც გამღვიძებია. მიუხედავად იმისა, რომ მიჭირს საქართველოს საზღვრებს გარეთ ყოფნა, ტკბილად მეძინა. სახლიდან შორს ყოფნაზე არც მიფიქრია. სპორტულები ჩავიცვი და მისაღებში გავედი. ანდრო ტელევიზორს უყურებდა. ისიც სპორტულებში იყო გამოწყობილი. - დეზდემონა, ილოცე თამაში წინ?.. - დოინჯშემორტყმული წინ ჩამოვუდექი. სიცილი დაიწყო. დარწმუნებული ვარ ვერაფერს მიხვდა, მაგრამ სახელზე მაინც გაეცინა. - ჩემი მეგობრები გველოდებიან.. - ფეხზე წამოდგა და იქვე დაგდებული ბურთი ხელში დაიჭირა. - გუნდის წევრებს მე და შენ ვირჩევთ, ხომ?.. - ასაკისდა მიუხედავად, სერიოზულად ჩავერთე თამაშში. - ჰო.. - თავი დამიქნია მან. - და ბერძნული რომ არ ვიცი?.. - სასაცილოდ ჩამეცინა მე. - არაუშავს.. – ‘დამამშვიდა’ მან და ბავშვებს დაუძახა. მისმა გუნდმა გაიმარჯვა. მთელი გზა ენა არ გაუჩერებია. დამღლელად მებუტბუტებოდა თამაშზე და დამცინოდა. - ანდრომ მოგიგო, ნინა?.. - შვილის და დიშვილის სახის გამომეტყველების დანახვისას მაკა ყველაფერს მიხვდა. - ჰო.. - უკმეხად მივუგე და მოჩვენებით გაბრაზებული მათგან ზურგით ჩამოვჯექი ტელევიზორთან. * * * მიუხედავად იმისა, რომ სულ რამდენიმე დღეა რაც საბერძნეთში ჩამოვედი, მაინც ძალიან მენატრება საქართველო, ჩემი ოჯახის წევრები და რა თქმა უნდა, რატი. დილით მაკას ვეხმარები საოჯახო საქმეებში, მერე ანდრონიკეს ვეთამაშები ფეხბურთს, ძილის წინ კი მივტირი ყველაფერს, რაც საქართველოში დავტოვე. - დღესაც თამაშს აპირებ, ნინა?.. - ჩემს სპორტულებზე გაეცინა მაკას. - ჰო.. - გამეცინა მეც. - აბა სხვა რა უნდა ვაკეთო?.. - ანდრო ეზოში გელოდება. - ღიმილით მიმანიშნა კარზე. დილიდანვე ვგრძნობდი სისუსტეს. მზეზე სირბილმაც თავისი გავლენა მოახდინა ჩემზე და მოულოდნელად გონებაც დავკარგე. გონსმოსულმა გავახილე თუ არა თვალები, პირველად მაკა დავინახე, რომელსაც ჩემი ხელი ეჭირა და მეფერებოდა. მეორე მხარეს მისი ქმარი მედგა, თეთრ ხალათში გამოწყობილი. ახლაღა გამახსენდა, რომ ნიკიტა ექიმია. ჩემი გამოღვიძება რომ შეამჩნია მაკამ, მეუღლეს რაღაც გადაულაპარაკა ბერძნულად. ნიკიტამაც ჩაიბუტბუტა რაღაც და ოთახი დატოვა. - ნინა, როგორ ხარ?.. თავბრუ ხომ არ გეხვევა?.. - ახლაღა დამელაპარაკა დეიდა. უარყოფის ნიშნად თავი სუსტად გავაქნიე. - როგორ შემაშინე.. - ამოიკრუსუნა და იქვე სკამზე ჩამოჯდა. გამეღიმა მასზე. - სხვათაშორის ახალი ამბავი მაქვს შენთვის, მაგრამ არ ვიცი, ამის თქმის დრო არის, თუ არა?.. - ეშმაკურად აათამაშა წარბები. - გისმენ!.. - გავეკრიჭე მე. - ორსულად ხარ!.. - გახარებულმა წამოიყვირა და ტაში შემოკრა. ენა მუცელში ჩამივარდა. გაოცება ალბათ სახეზეც ძალიან დამეტყო. - შეცდომა დაუშვებელია.. - მითხრა და ისევ ჩემი ხელი აიღო ხელში. - არ ელოდი?.. - ერთი წელი ბავშვი არ მიჩნდებოდა და რაღა ახლა დავორსულდი?.. - გაკვირვებულმა ძლივს დავალაგე სიტყვები თავში. - ალბათ ასე იყო საჭირო!.. - გახარებული ღიმილს არ წყვეტდა. - შეუძლებელია!.. - ვერ ვიჯერებდი მე. - რაღაც ეშლებათ!.. - არაფერი არ ეშლებათ! რამდენჯერმე გადაამოწმა ნიკიტამ. - დარწმუნებული იყო ამაში მაკა. მე კი ვერაფრით დავიჯერე. რაღა მაინც და მაინც საბერძნეთში მყოფმა გავიგე ეს ამბავი?.. ან სულაც, რაღა ახლა დავორსულდი? ვერ ვიჯერებდი.. სანამ მუცელი არ წამომეზარდა. - საქართველოში არ დაბრუნდები?.. - ყოველდღე მეკითხებოდა მაკა. - მიმიღებს?.. - მხოლოდ ამაზე ვფიქრობდი მე. - დარწმუნებული ვარ!.. * * * პირველად რომ დავურეკე ნატას საბერძნეთიდან, კინაღამ გაგიჟდა. ძლივს დავაწყნარე და რამდენი ბოდიში მოვუხადე, აღარც მახსოვს. დათას შემორიგება ბევრად უფრო გამიადვილდა. - რატი იყო ჩვენთან რამდენჯერმე, არ იცის სად ხარ?.. - მკითხა ერთ-ერთი საუბრისას. - არა.. - დამნაშავე ბავშვივით ჩამიწყდა ხმა. - დებილი ხარ?.. - გაბრაზდა ის. თითქმის ყოველდღე ვურეკავდი ოჯახის წევრებს და მეგობრებს. დედაჩემმა და ნატამ ძლივს დაიჯერეს ჩემი ფეხმძიმობის ამბავი. ყველაზე სასაცილო ნატას რეაქცია იყო. - შენ მგონი სრულ ჭკუაზე არ ხარ!.. თავი რამეს ხომ არ მიარტყი?.. სიცილისგან ცრემლები მცვიოდა მე. - რა გაცინებს?.. მატყუებ ხომ?.. - არ გატყუებ. - ძლივს წარმოვთქვი ორიოდე სიტყვა. - არ მჯერა!.. სანამ აქ არ ჩამოხვალ გაზრდილი მუცლით, ვერ დავიჯერებ!.. - გაიბუსხა და სკაიპი გათიშა. * * * საქართველოში დაბრუნებისთვის ვემზადებოდი. მეშინოდა, რომ რატი აღარ მიმიღებდა. არც ვიყავი პატიების ღირსი, მაგრამ მაინც ძალიან მინდოდა სახლში დაბრუნება, თუნდაც დედაჩემთან. ჩასვლას ნატას გოგონას ნათლობისთვის ვაპირებდი. პატარა სალომეს სკაიპიდან ვიცნობდი. მისი დანახვისას უფრო და უფრო მიხაროდა ჩემი დაუჯერებელი ამბავი. - როგორ მოგიხდა ორსულობა!.. - მიმეორებდა ჩემი ყურებით გაღიმებული მაკა. მეც მუდამ გაღიმებული დავსეირნობდი ქალაქის ქუჩებში და არც თუ ისე პატარა მუცელს ვეფერებოდი. ჩემს პატარას ველაპარაკებოდი გამუდმებით.. ხან ვუმღეროდი, ხან ჩემს ბავშვობაზე ვუყვებოდი. რამდენჯერმე რატიზეც მოვუყევი. მისი არ ვიცი, მაგრამ მე ჩემს მონაყოლზე ბევრი ვიცინე. ოცნების კოშკები მალევე დაინგრა. ბევრი არაფერი შეცვლილა, მაგრამ ჩემი გადაწყვეტილება რადიკალურად შეიცვალა. - ნინა, მგონი რატის საცოლე ჰყავს. - სევდიანად გამიღიმა ეთომ. ღიმილი სახეზე შემეყინა. აღარაფერი მითქვამს. სკამზე ჩამოვჯექი და თვალი კედელზე გავაშტერე. თითქოს შევეგუე ამ ამბავს, მაგრამ მაინც ძალიან იმოქმედა ჩემზე. საქართველოში დაბრუნების სურვილი დავკარგე. არ ვიცი რატომ მეგონა ფს რატომ მქონდა იმედი, რომ რატი დამელოდებოდა, ამდენი რამის შემდეგ.. უკვე ამდენი რამ გამოვიარე და ჭკუა მაინც ვერ ვისწავლე. პატარა ბავშვივით ვფიქრობ!.. - რას ქვია აღარ მიდიხარ?.. - თვალები გაუფართოვდა მაკას. ღრმად ამოვიოხრე და სკამზე დავჯექი ფრთხილად. - დიდხანს გელოდო?.. - გაკაპასდა დეიდა. - აღარ მივდივარ, მეტი რა გითხრა?.. - გავბრაზდი მეც. - ამიხსენი, რატომ?.. - მასეა საჭირო!.. - გამაგებინე, რა მოხდა? - ჩემს ქმარს.. - ამ სიტყვის წარმოთქმა ეხამუშა ყურებს. - ყოფილ ქმარს საცოლე ყავს და ჩემი ჩასვლის დრო არ არის!.. - საცოლე?.. - გაოცდა ის. - ჰო, საცოლე. - თავი დავუქნიე და მზერა მოვარიდე. ბავშვის სქესის გაგების სურვილი არ მქონია. მერჩივნა მშობიარობის შემდეგ გამეგო და იქ აღმენიშნა ორმაგი ბედნიერება. საერთოდ ბავშვობიდან ასე ვფიქრობდი. ჩემს ოცნებებში ბავშვის სქესს სწორედ მშობიარობის შემდეგ ვიგებდი ხოლმე. ძალიან მინდა გოგონა მყავდეს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ბიჭის ყოლაც უდიდეს ბედნიერებას მომანიჭებს. ნატა კინაღამ მესამედ გაგიჟდა, როცა ვუთხარი აღარ მოვდივარ-მეთქი. - გოგო, შენ უნდა მომკლა?.. - აღარც ეცინებოდა ამ სიტყვების წარმოთქმისას. ეთოს მოეწონა ჩემი გადაწყვეტილება. კარგია, რომ პირადი ცხოვრების მოწესრიგებაში ხელს არ უშლიო. კოსტა უკვე გამართულად ბუტბუტებდა. ბებოს აღარც აცდიდა საუბარს. მეჭორავებოდა დაუსრულებლად. მისი ყველა ბაღის შეყვარებულის სახელი ვიცოდი. ყველას გარეგნობა და ნიშან-თვისებები. მართობდა და კარგ ხასიათზე მაყენებდა მისი ტიტინი. ანდრონიკე ყოველდღე მთხოვდა ფეხბურთის თამაშს, მაგრამ უარით ვისტუმრებდი და ვთავაზობდი, რამე უფრო მარტივს. მაგალითად, როგორიცაა ჭადრაკი, კომპიუტერული თამაშები და სხვა. მაგრამ ის თავისას არ იშლიდა და ჩემ მაგივრად მაკას ათამაშებდა ხოლმე თავის გუნდში. ქმრის მაგივრობას მაკა და ნიკიტა მიწევდნენ. რიგრიგობით დადიოდნენ მაღაზიაში ჩემი სურვილების შესასრულებლად. სიმართლე რომ ვთქვა, არაფრის სურვილი არ მაქვს ხოლმე. ისინი მთავაზობენ ტკბილეულობას, ხილს, ბოსტნეულს.. მე კი ზოგზოგიერთზე თავს ვუქნევ დებილი ბავშვივით. - ერთი სული მაქვს, როდის ვნახავ შენს პატარას და ლოყებს როდის ჩავუკოცნი!.. - მუცელზე მეფერებოდა ხოლმე მაკა. - ხანდახან ისე მინდა უკვე დაბადებული იყოს და ხელში მეჭიროს, რომ მეტირება... - სიხარულის ცრემლებით ამევსო თვალები. ჩემზე აკისკისდა მაკა და ახლა თმებზე დამიწყო მოფერება. - ნეტა ვის დაემსგავსება?.. - თავისთვის ჩაილაპარაკა. - ალბათ, მეზობელს!.. - წამოვიყვირე მე და ავხარხარდი. - მეც მაგას ვფიქრობდი.. - სიცილში ამყვა. - სახელები შევარჩიოთ, არ გინდა?.. - მალევე დასერიოზულდა. - როგორც გინდა, ვარიანტები გექნება შენ!.. - გამეღიმა მასზე. - რა თქმა უნდა!.. - ჩაახველა და დაიწყო. - დედას დიდ ბაბუას ერქვა ჰამლეტი, ძალიან მომწონს ეს სახელი. - სერიოზულად დაიწყო საუბარი და ბოლოს მაინც გულიანად გაეცინა. - ჰამლეტი დაარქვი შენს შემდეგ შვილს!.. - თვალი ჩავუკარი და მედ დავიწყე სახელებზე ფიქრი. - გოგო თუ იქნება დაარქვი ჟუჟუნა, ჟუკას დავუძახებთ!.. - უკეთესი მოიფიქრა მან. - შემეშვი!.. - მოჩვენებით გავუბრაზდი და ხელიდან დავუსხლტი. გარეთ ანდრონიკემ მომიშალა ნერვები. მუცელზე დამცინოდა უაზროდ და მეტად აქცენტიანი ქართულიც, რომელიც უკვე ნერვებზე მოქმედებდა. - ენა არ მოიტეხო, ანდრო!.. - შევუბღვირე და საძინებელში შევედი. სოციალურ ქსელში დავიწყე ძრომიალი. იქ კი რატის ფოტოებზე მომეშალა ნერვები. გადაღებული ჰქონდა ვიღაც სექსუალურ გოგოსთან ერთად, რომელიც ძალიან უშედეგოდ ცდილობდა მისი ყურადღების მიქცევას. ხელი კი ჰქონდა მის წელზე შემოხვეული, მაგრამ სულ არ ეტყობოდა, რომ მისით იყო შეპყრობილი.. კომპიუტერს მოვცილდი და ძილი გადავწყვიტე. იმედია სიზმარში მაინც არ მომიშლიან ნერვებს. * * * პალატაში პირველი მაკა შემოვარდა. უკან ანდრონიკე მოჰყვებოდა, წყლის ბოთლით ხელში. - ნიკიტამ არაფერი მითხრა, ბიჭია თუ გოგო?.. - გახარებულს ცრემლები სცვიოდა თვალებიდან. - ბიჭი... - რა?.. - წივილი დაიწყო ბედნიერებისგან. - როგორ მინდა ლოყები ჩავუკოცნოო!.. - დამაცდი?.. - გამეცინა მე. გაკვირვებულს თვალები გაუფართოვდა. - კიდევ რამე გაქვს სათქმელი?.. - ბიჭი, ოღონდ ორი... - მის მსგავსად უგზოუკვლოდ მცვიოდა ცრემლები თვალებიდან. - ახლა გავგიჟდები!.. - აწივლდა და ანდრონიკეს ჩაეხუტა გახარებული. - უკვე ორი ბიჭი მყავს ჩასაკოცნი!.. რა მოუცლელი ვარ!.. - იცინოდა აცრემლებული. ერთს გაბრიელი დავარქვი, მეორეს იოანე. ჰამლეტს შემდეგისთვის შემოვინახავ... ორივეს ჩემი გვარი მივეცი. სხვაგვარად არც გამოვიდოდა. ერთმანეთს ისე გვანან, არ ვიცი როგორ უნდა გავარჩიო. მაგრამ ერთი ის ვიცი, რომ ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. დილით ბავშვებს ვუვლი, შუადღესაც ბავშვებთან ვარ, საღამოსაც არ მცალია და ძილის დროსაც ბავშვებზე მაქვს გამახვილებული ყურადღება. ვერ ვიტყვი, რომ პრობლემურები არიან, მაგრამ მაინც საჭიროა იყვნენ მუდმივი ყურადღების ქვეშ. მაკას და ნიკიტას შვილებივით უყვართ ორივე. თუ სახლში არიან, ბავშვებთან არ მიშვებენ. ერთი ცოლს უჭირავს, მეორე ქმარს და ასეირნებენ ოთახიდან ოთახში. ანდრონიკესაც გაუჩნდა გასართობი. დაინტერესებული აკვირდება ხოლმე მათ ქცევებს, თითოეულ მოძრაობას. ისიც სიამოვნებით მეხმარებოდა, მაგრამ ხელში დასაჭერად მაინც ვერ ვანდობდი ვერცერთს. - სულ არ გგვანან შენ!.. - მუდმივად მიმეორებდა მაკა. - ჰო, მამას გვანან ძალიან. - უაზროდ გაღიმებული ვეთანხმებოდი მე. - საქართველოში რომ ჩაიყვან, რაც არ უნდა მოიტყუო, ყველა მიხვდება, რომ რატის შვილები არიან. - დამცინოდა ის. - მაგაშიც გეთანხმები. - ვყვებოდი სიცილში, მაგრამ მაგ თემაზე ბევრს ვნერვიულობდი. როგორ უნდა ვუთხრა რატის, რომ შვილები ყავს და აქამდე ვუმალავდი?!.. როგორ უნდა დავაჯერო, რომ ისინი მისი შვილები არიან? გარეგნული მსგავსებისდა მიუხედავად რთულია ვინმეს დაუმტკიცო მოცემული მოსაზრება. - ერთი სული მაქვს, როდის ჩავკოცნი შენს ბაიებს!.. - კომპიუტერის ეკრანიდან ეფერებოდა ბავშვებს ნატა. - ჩამოსვლა მინდა!.. - ჩამოდი!.. - მტკიცედ განმიცხადა მან. - რატიზე ფიქრში მთელი ცხოვრების საბერძნეთში გატარება მოგიწევს.. - ცოტა ხანსაც მოვიცდი. - ვერ ვწყვეტდი მე. - სხვა თუ არაფერი, ბავშვები არ უნდა დაუმალო!.. - ასე მოულოდნელად თუ გამოვჩნები მის ცხოვრებაში ორი ბავშვით, რა გამოვა?.. - მაშინ სკოლას რომ დაამთავრებენ, მერე ჩამოდი და მაშინ გაუხარდება შვილების დანახვა!.. - გაბრაზდა ჩემზე. - ყოველ შემთხვევაში, ახლა ჩამოსვლის დრო არ არის!.. - მოგაკლდა ჩემი ხელი, სულ მთლად გასულელდი!.. - ხელი ჩაიქნია და გაეცინა. * * * - მეც როგორ მომნატრებია საქართველო!.. - ღრმად ჩაისუნთქა ქართული ჰაერი მაკამ. - ეთო გაგიჟდება, ისე გაუხარდება ჩვენი დანახვა.. - გახარებულმა მთელი გზა მხიარულად გავატარე. ჩვენს ბედზე დედაჩემი და კოსტა სახლში დაგვხვდნენ. სიტყვით აღუწერელი სიხარული მივანიჭეთ ეთოს. ნახა ამდენი ხნის უნახავი და და შვილი და გაიცნო ორი შვილიშვილი ერთად. მთელი დღე მათ ფერებაში გაატარა. მე და მაკა კი კოსტასთან ერთად ვერთობოდით. ვალაპარაკებდით შეყვარებულებზე. ყველაზე მოგვიყვა შეუჩერებლად. მამას დაემსგავსა ჩემი პატარა კოსტა. თურმე ყოველ ორ კვირაში იცვლიდა შეყვარებულებს. - რამდენიმე დღის წინ ისევ დამირეკა რატიმ.. - საღამოს, როდესაც ბავშვებმა დაიძინეს საუბარი დაიწყო ეთომ. - შენ გიკითხა.. - რა უნდოდა?.. - დავიბენი მე. - ხომ არ გამოჩენილაო?.. მგონი განქორწინებაზე უნდოდა ხელის მოწერა. - პრობლემა არ არის, დავურეკავ და ვეტყვი, რომ შემხვდეს... - მტკიცედ მივმართე დედას, რეალობაში კი ახლა ყველაზე მეტად ეს არ მინდოდა. - მასე აჯობებს.. - სევდიანად გამიღიმა მან, დარწმუნებული ვარ ყველაფერს ხვდება და იცის, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა ძალიან გამიჭირდება. მეორე დღესვე დავურეკე რატის. გავიგე თუ არა მისი ხმა, საუბარი ვერ შევძელი. ტელეფონი გავთიშე, გონებაში სიტყვები დავალაგე, ჩავახველე და თავიდან დავრეკე. - რატი, ნინა ვარ... - ერთადერთი ამის თქმა შევძელი გამართულად. - ნინა?.. - ხმა დაუბოხდა მას. - შეხვედრა მინდა.. შენთან.. მე თვითონვე დავუთქვი შეხვედრის ადგილი და მომზადება დავიწყე. განქორწინებაზე უნდა მელაპარაკა და თუ შევძლებდი ბავშვებზეც ვეტყოდი ორიოდე სიტყვას. მართლა სულელურად ვმსჯელობ. ბავშვებზე ორიოდე სიტყვა როგორ უნდა ვუთხრა?.. ხომ დამამხო მთელი კაფე თავზე... ადრე მივედი. საკმაოდ დიდ ხანს ვუცდიდი და როგორც იქნა, თხუთმეტი წუთის დაგვიანებით, მოვიდა. დამინახა თუ არა, ურეაქციოდ წამოვიდა ჩემკენ. მისალმების ნიშნად თავი დამიქნია და ჩემს პირდაპირ, სკამზე ჩამოჯდა. ლოდინს აზრი არ ჰქონდა, მაინც არაფრის თქმას არ აპირებდა რატი. - როგორც ვიცი განქორწინება გინდა.. - გაუბედავად წამოვიწყე. - სწორად გაგიგია.. - დაბღვერილი მიყურებდა. - თანახმა ვარ, წავიდეთ და განვქორწინდეთ. ორივესთვის ასე აჯობებს... - პატარა ბავშვივით, ძლივს ვაბამდი სიტყვებს ერთმანეთს. - ოჰ, დიდი მადლობა.. - ირონიულად ჩაეღიმა და ფეხზე წამოდგა. - რამდენიმე დღეში მე თვითონვე დაგიკავშირდები და შეგატყობინებ ყველაფერს.. დაუმშვიდობებლად დატოვა კაფე. ძალიან საინტერესოა, სხვას რას ველოდი?.. მოვიდოდა ჩემთან, ჩამეხუტებოდა და მეტყოდა, რომ ისევ ვუყვარდი?.. თუ დიდი სიამოვნებით იქნებოდა ისევ ჩემი ქმარი?.. ჩვენ მხოლოდ ბავშვებიღა გვაკავშირებდნენ, რომელთა არსებობის შესახებ რატიმ არაფერი იცოდა. ეს იყო ჩემი მთავარი პრობლემა. კაფე მეც მალევე დავტოვე. მაღაზიაში გავიარე და პირდაპირ სახლში წავედი, ჩემს ბიჭებთან.. * * * განქორწინების შემდეგ, ნატას ძალდატანებით, რატის დავურეკე და ვთხოვე სალაპარაკოდ შემხვედროდა. დიდად უსიხარულოდ კი შეხვდა ჩემს წინადადებას, მაგრამ მაინც დამთანხმდა. იმავე კაფეში დავუნიშნე შეხვედრა. მე ისევ ადრე მივედი, მან კი ისევ დაიგვიანა. - გამარჯობა. - მისალმება გაიმეტა ჩემთვის. ამჯერად მე მივესალმე თავის უბრალო დაქნევით. - ხდება რამე?.. რაზე დამიბარე?.. - ურეაქციოდ ამოყო თავი ტელეფონიდან ცოტა ხნის შემდეგ. - სერიოზულ თემაზე უნდა გელაპარაკო და იმედი მაქვს დამაცდი საუბრის დამთავრებას!.. - არ ვიცი საიდან მოვიკრიბე ამხელა გამბედაობა. - გისმენ!.. - ტელეფონი მაგიდაზე დადო და სმენად იქცა. - ძალიან კარგად ვიცი, რომ ჩემი მონაყოლი ზღაპარს გავს და მეც თავიდან ასე მეგონა.. პირველ რიგში გეტყვი, რატომ წავედი შენგან.. - თუ თავის მართლებას აპირებ, წინასწარვე გაგაფრთხილებ, რომ არ მაინტერესებს!.. - მოღუშული მზერით შემაჩერა მან. - თავის მართლებას არ ვაპირებ და ნუღარ შემაწყვეტინებ!.. - არანაკლებ გავბრაზდი მე. - წავედი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი პრობლემებით დაგღალე.. საქართველოდან საბერძნეთში გავემგზავრე დეიდაჩემთან. რამდენიმე დღეში გავიგე მეტად გასაოცარი ამბავი, რომელიც დღემდე იწვევს ჩემს გაკვირვებას... მითხრეს, რომ ფეხმძიმედ ვიყავი... სახეზე გაოცება გამოეხატა, თუმცა ძალიან კი არ უნდოდა რამე შემემჩნია. - არ ვიჯერებდი.. ძალიან სასაცილოა, როცა ასე მოულოდნელად იგებ შენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან ამბავს. მაგრამ მალე მუცელი მომეზარდა და ჩემი ეჭვებიც გაქრა. საბერძნეთშივე ვიმშობიარე... რამდენიმე წელი იქ დავყავი და საბოლოოდ ისევ საქართველოში დავბრუნდი... ხმა არ ამოუღია. - რატომ მოვყევი ჩემი ისტორია.. - ისევ გავაგრძელე მე. - აქამდეც უნდა გცოდნოდა, მაგრამ შენს ცხოვრებაში გამოჩენა არ მინდოდა და არ გითხარი, რომ მამა გახდი... ენაგადაყლაპულივით იჯდა. ხმას ვერ იღებდა. მხოლოდ თავი ხელებში ჩარგო და ლოყები მოისრისა. - გოგო მყავს თუ ბიჭი?.. - ესღა იკითხა ხმაჩახლეჩილმა. - ტყუპი ბიჭი... - ოდნავ ჩამეღიმა ბიჭების გახსენებაზე. - ბავშვები არ უნდა დაგემალა ჩემთვის... - თითქოს დამშვიდებული ხმით მელაპარაკებოდა, მაგრამ მე მაინც ვხვდებოდი, როგორ იმოქმედა ამ ამბავმა მასზე. - ვიცი, მაგრამ არ გამოვიდოდა ისევ შენი ცხოვრების დანგრევა, - თავის მართლება დავიწყე. - როგორც ვიცი საცოლე გყავს. - მაგას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს!.. - ვისთვის როგორ!.. - ფეხზე წამოდგომა დავაპირე. - ბავშვების ნახვა მინდა!.. - ხელით შემაჩერა მან. - დაგიკავშირდები!.. - გავუღიმე და კაფე დავტოვე. * * * მე და ჩემი ბავშვები დათამ პარკამდე მიგვაცილა. შიგნით უკვე ჩემით შევიყვანე ორივე. სიარული კარგად შეეძლოთ, მაგრამ ხელს მაინც არ ვუშვებდი მე. შიგნით შესულმა ძლივს დავინახე შორს მჯდომი რატი, რომელიც ტელეფონში იქექებოდა. სანამ ძალიან არ მივუახლოვდით, ვერ შეგვამჩნია. ჩვენს დანახვაზე ინსტიქტურად ფეხზე წამოდგა. პატარები კარგად ერთობოდნენ კენჭებით, მე კი მათი ხელების გასუფთავებით ვიყავი დაკავებული. - ამათ მიმალავდი?.. - გაეღიმა მათზე და მოსაფერებლად დაიხარა. - ეს გაბრიელია, ეს კი იოანე.. გაიცანი შვილები!.. - მათ გასაჩერებლად მეც დავიხარე. საკმაოდ დიდ ხანს გაგვიგრძელდა სეირნობა პარკში. რატის ხან ერთი შვილი ეჭირა ხელში, ხან მეორე. ბავშვებმა კარგად მიიღეს მამიკო. ერთობოდნენ მისი თმებით, ყურებით, ლოყებით... მის ხელში არ მოუწყენიათ, მე კი უბრალოდ დამკვირვებლის როლიღა მარგუნეს. - სახლში მე წაგიყვანთ, მანქანით ვარ!.. - უკანა კარი გამოაღო და დამეხმარა ბავშვებთან ერთად ჩაჯდომაში. მთელი გზა სარკიდან გვაკვირდებოდა და ბავშვებზე უაზროდ ეღიმებოდა რატის. - ჩემს მშობლებს უნდათ მათი ნახვა.. - მითხრა სანამ წავიდოდა. - როგორ მიიღეს ეს ამბავი?.. - ავფორიქდი მე. - მაგაზე ნუ ინერვიულებ!.. - დამამშვიდა. - ხვალ დაგიკავშირდები და გესტუმრებით. მთელი დღე მის ოჯახის წევრებთან შეხვედრაზე ვფიქრობდი. მიიღებენ შვილიშვილებს?.. ან თუნდაც, თვალს დახუჭავენ ჩემს უცნაურ საქციელზე?.. დილით ბავშვების ღუღუნმა გამაღვიძა. ჭუკჭუკებდნენ ერთ ხმაში. სტუმრების მოსვლამდე მათთან თამაშში გავიყვანე დრო. ბავშვების მოვლისგან განთავისუფლებულმა ეთომ კი სახლი მიალაგა და თავისი საფირმო ნამცხვარიც გამოაცხო. რატი მშობლებთან ერთად დანიშნულ დროზე უკვე ჩვენთან იყო. საჩუქრებით დატვირთული შევიდა ჩვენს ოთახში. მე სტუმრებთან დავრჩი. - რატიმ ყველაფერი აგვიხსნა.. - წამოიწყო მამამისმა. - ალბათ მართლა ჯობდა ყველაფრის დროებით დამალვა. - მეც მასე ვფიქრობ. ჩვენ გვესმის შენი, ნინა.. - დედაშვილურად გამიღიმა დედამისმა. მეც გულიანად გამეღიმა. ცოტა ხანი მათთან დავყავი, შემდეგ კი ბოდიში მოვუხადე და საძინებელში გავედი. რატი და ბავშვები კარგად ერთობოდნენ ჩემი წვალებით ალაგებულ საწოლზე. - იოანეს ძალიან მოეწონე, გაბრიელი კი ჯერ ისევ უნდობლად გიყურებს... - სიცილი ამიტყდა მათი გამომეტყველების დანახვისას. - გუშინ პატარაობის ფოტოებს ვნახულობდი, ძალიან მგვანან... - გამიღიმა მან. - მართლა ძალიან გგვანან, მგონი მარტო შენი შვილები არიან!.. - ისევ გამეცინა მე. - მეც მასე ვფიქრობ. - ისევ ბავშვებისკენ დაიხარა და მოფერება განაგრძო. მისი მოტანილი სათამაშოების დალაგება დავიწყე. მაინც მეტი საქმე არ მქონდა. თან რატის ვუსმენდი, მელაპარაკებოდა ბავშვებზე. ამასობაში საძინებელში ეთო და რატის მშობლები შემოვიდნენ. წასვლას აპირებდნენ და დამშვიდობება უნდოდათ. - ნინა, გვინდა რომ შენ და რატიმ ისევ ერთად იცხოვროთ, ორივესთვის ასე აჯობებს. - შემომაპარა ბოლოს დედამისმა. არაფერი მითქვამს, მხოლოდ რატი გავაფრთხილე ცოტა ხანი კიდევ გაჩერებულიყო ჩვენთან. - რატი, ამიხსნი დედაშენის სიტყვებს?.. - დატოვეს თუ არა უფროსებმა ოთახი, საუბარი დავიწყე. - ჩემებს უნდათ შევრიგდეთ. - ურეაქციოდ მომიგო მან. - როგორც ვიცი საცოლე გყავს.. - შევაპარე მე. - შეცდომით იცი. - ისევ ურეაქციოდ მიპასუხა. - მე ბოდიში. - ირონიულად გავუღიმე და მისგან ზურგით შევტრიალდი. - ნინა, მართლა ჩვენთვისაც და ბავშვებისთვისაც ისე აჯობებს, რომ ერთად ვიცხოვროთ. - ფეხზე წამოდგა რატი. - დანგრეული ოჯახის ასე მარტივად აღდგენა ხუმრობა გგონია?.. - გავბრაზდი მე. - როგორც ყოველთვის, ახლაც ყველაფერს შენ ართულებ. - ოჰ, ამ ქვეყნად ყველაფერში მე ვყოფილვარ დამნაშავე, მასე გამოდის.. - გაბრაზებისგან ლოყები ამიხურდა. - ახლა უკვე ბავშვივით ლაპარაკობ... - მობეზრების ნიშნად თავი გვერდით გადახარა მან. - ჰო და ეს იმას ნიშნავს, რომ ერთმანეთს ვეღარ შევეწყობით. - საუბარი დავასრულე და ოთახიდან გავედი. ცოტა ხნის შემდეგ მანაც დატოვა საძინებელი და მისაღებში შემოვიდა. ზრდილობიანად დაგვემშვიდობა და დედაჩემის გასაგონად მითხრა, რომ მეორე დღეს შემოივლიდა ჩემი ნივთების თავისთან წასაღებად. გაბრაზებულმა ხელები გადავაჯვარედინე, მაგრამ დედაჩემისათვის აღარაფერი მითქვამს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.