შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიზმრის ქურდი (მეორე ნაწილი, პირველი თავი)


3-06-2017, 18:20
ავტორი ნეპტუნიელი
ნანახია 1 653

გამარჯობა... თითქმის 5 თვეა ისტორია აღარ დამიდია აქ. ამ ისტორიის პირველი ნაწილი, რომ დავასრულე მკითხველების გარკვეულ ნაწილს ძალიან მოეწონა და მეორე ნაწილის დაწერაც მთხოვა. ამიტომ მეორე ნაწილის პირველ თავს გთავაზობთ. ვისაც პირველი ნაწილი წაკითხული არ აქვს გთხოვთ წაიკითხეთ და თქვენი აზრი დააფიქსირეთ. წინასწარ გიხდით მადლობას. იმედი მაქვს ისიამოვნებთ.
--------------------------------------------------------------------
საკუთარ გამოსახულებას ვუყურებ სარკეში და კბილის ჯაგრის ვიღებ ხელში. ონკანიდან წყალს ვუშვებ და საგულდაგულოდ ვიწყებ „ძილის წინა“ პროცედურებს. ისევ სარკეში ვიხედები და დებილივით ვუღიმი საკუთარ თავს. დაგაბნიეთ? მომყევით და ყველაფერს თქვენითაც გაიგებთ. თმას ვივარცხნი და სააბაზანოდან გავდივარ. ოთახში შუქს ვაქრობ და საბანში ვეხვევი. ხვალინდელ დღეზე ვფიქრობ და ისევ 2 წლის ბავშვივით მეღიმება, რომელიც კარგად მოიქცა და მშობლები შოკოლადს შეჰპირდნენ. რატომ მიხარიოა ასე ხვალინდელი დღე? მოდით ასე ვთქვათ ხვალ საქორწილო კაბის შესარჩევად მივდივარ. მალე ცოლად გავყვები ადამიანს, რომელიც მიყვარს. 1 წელი გავიდა მას შემდეგ რაც მან ცოლობა მთხოვა... ჩემს 17 წლის იუბილეზე. ისევ სკოლაში ვსწავლობდი და ამიტომ სკოლის დამთავრებას დაველოდეთ. ამ 1 წლის განმავლობაში გაბრიელი კიდევ უფრო უკეთ გავიცანი და კიდევ ერთხელ შემიყვარდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ თითქოს ყოველ დღეს ხელ თავიდან მიყვარდებოდა! და ეს საერთოდ შესაძლებელია? არ ვიცი, თუმცა მე ამას განვიცდიდი... კარგი მოდი ახლა აწმყოს დავუბრუნდეთ! უნდა გამოიძინო კატერინა, თორემ ხვალ პირველი გოგო იქნები, რომელსაც საქორწილო კაბის არჩევის დროს ჩაეძინა! ჩემსავე ფიქრებზე მეცინება, თვალებს ვხუჭავ და ვცდილობ არაფერზე არ ვიფიქრო. ხვალ დიდი დღეა, დიდი! თვალებს ვხუჭავ და ვიკარგები სიზმრების სამყაროში.
ფანჯარასთან ვდგავარ და ცას გავყურებ. როგორ მიყვარს ასეთი ზეცა! ცისფერი... ფუმფულა... ჰაეროვანი და ამავდროულად თითქოს მყარი ღრუბლებით. აი ისეთი ღრუბლებით ჩამოჯდომა, რომ მოგინდება მათზე. ციდან მზერა ისევ ოთახზე გადამაქვს, უფროსწორედ, ოთახში არსებულ სარკეზე. ვერაფრით ვერ ვიხსენებ, როდის გავტეხე... ის ხომ სულ ცოტახნის წინ მრთელი იყო?! ისევ გარეთ ვიხედები და თვალებდაფართოებული შევყურებ ჩამობნელებულ ცას. შავ ღრუბლებში, რომ იკარგება. ასე უცბად რა მოხდა? სად გაუჩინარდნენ ჩემი ბალიშივით ფაფუკი ღრუბლები? ახლა ჭექა-ქუხილის ხმაც მესმის, უკვე მეშინია შიში მიპყრობს და თვალებს ვახელ...
სიზმარი ყოფილა! უბრალოდ კოშმარია ეკა! სხვა არაფერი! საკუთარ თავს ვამხნევებ და ვცდილობ სიზმრის „ნამსხვრევები“ გონებიდან მოვიშორო. განათებულ ოთახს თვალს ვავლებ და ახლაღა მახსენდება დღევანდელი დღის გეგმები. ბედნიერებისგან მე-9 ცაზე მყოფი ვდგები საწოლიდან და სწრაფად ვიცვამ. საათს ვუყურებ თითქმის 10 ხდება. სააბაზანოში შევდივარ და თავს ვიწესრიგებ. მერე ამღერებულ მობილურს ვპასუხობ:
-ხო ანუს.
-თითქმის შენს სახლთან ვარ. გაემზადე და გავიდეთ-ხმაზე ეტყობა ისიც ვეღარ ითმენს.
-უკვე მზად ვარ, დაო! უფროსწორედ, მეჯვარევ!-ვიჯგიმები და ხელზე გაბრიელის ნაჩუქარ სამაჯურს ვირგებ, რომელიც უკვე თითქმის 1 წელია ჩემი განუყრელი მეგობარი გახდა.
-კაი, 2 წუთში შენთან ვარ-მეუბნება და ყურმილს მიკიდებს. მე სამზარეულოში გავდივარ.
-დილამშვიდობისა!-ვეუბნები დედას.
-როგორ გეძინა?-მეკითხება თვალებგაბრწყინებული დედა. ძილზე სიზმარი მახსენდება, თუმცა ამაზე არაფერს ვამბობ.
-მშვენივრად-უტიფრად ვიტყუები და ლოყაზე ვკოცნი.-დე, ანა თითქმის მოვიდა და შენც მიდი გაემზადე და გავიდეთ.
-თითქმის მზად ვარ-მეუბნება და ყავას მაწვდის.
მართვის მოწმობის აღების შემდეგ ანასტასიას მშობლებმა მანქანა უყიდეს, ამიტომ ახლა ყველგან თავისი „შავტუხათი“ დადის.
-წავედით?-გვეკითხება. როგორც კი მანქანაში ვთავსდებით.
-აბა, ეს ნახე! ლამაზია-მეუბნება ანა. თითს იშვერს მომდევნო კაბაზე. მართლაც ლამაზია, მაგრამ... ჯერ ფასს ვუყურებ. ხო... და ასეთივე ლამაზი ფასი აქვს.
-არა, არ მომწონს-ვეუბნები და ძიებას განვაგრძობ.
-რას უწუნებ?-არ მეშვება ანა.
-ეკუნა, დედი მგონი ეს უნდა მოგეწონოს-ახალი არჩევანით მოდის დედაჩემი.
-კი ლამაზია...-ვამბობ და თეთრ აბრეშუმს დავყურებ.
-მიდი მოისინჯე-მეუბნება დედა. გასახდელში შევდივარ და კაბას ვიცვამ. მართლაც კარგია, ყველა ქალურ ნაკვთს უსვამს ხაზს. სარკის წინ ვტრიალებ და მერე მახსენდება, რომ ფასისთვის არ დამიხედია. ოჰო... რა იყო სვაროვსკის თვლებითაა აწყობილი?
-ჩაგეძინა გასახდელში?-მესმის ანას ხითხითი.
-არც ეს მომწონს-სხვა პასუხს ვუბრუნებ.
-რაა? გამაგიჟებ შენ! რატომ? ამას რაღა დაუწუნე?-თვალებს მიქაჩავს ანა.
-ეკუნა დედი, ის მაინც გვითხარი როგორ სტილს ეძებ? გაგვიადვილდება არჩევა.-გამოდი, დაგვენახე მაინც!
-უბრალო და ლამაზი მინდა!-პატარა ბავშვივით ვპასუხობ და გასახდელიდან გავდივარ.
-ძალიან გიხდება!-მეუბნება და ამატებს-წავალ იქნებ კიდევ ვნახო რამე...
დედაჩემის გასვლისთანავე მიბრუნდება ანა.
-მგონი ვიცი რაშიცაა საქმე! ფასის გამო არ იღებ არა? ყველაზე იაფსს ეძებ?
-არა...-ტყუილი არ გამომდის.
-კარგი რა ეკა! ეს დღე შენს ცხოვრებაში განსაკუთრებული და დაუვიწყარი იქნება და ამიტომ ასეთივე კაბა უნდა შეარჩიო. თანაც ფულს შენ ხომ არ იხდი!-მეუბნება უდარდელად.-ზუსტად ამიტომ არ ვირჩევ ძვირიანს, არ მინდა მთელი ფული ჩემს კაბაზე წავიდეს, რომელიც მხოლოდ ერთი საღამო უნდა მეცვას.-სიტყვა დასრულებული არ მაქვს, მობილურის ხმა, რომ მაწყვეტინებს.
-როგორ ხარ?-საყვარელი ბარიტონი ჩამესმის ყურში.
-კარგად შენ?
-ცუდად-ისეთი ხმა აქვს დარწმუნებული ვარ, რომ ახლა აქ რომ იყოს ლეკვის თვალებით ჩემომხედავდა.
-რატომ?-ვეკითხები და მეღიმება.
-ავად ვარ-პასუხს არ აყოვნებს.
-სიცხე გაქვს?
-არა-მპასუხობს უდარდელად.
-აბა, ვურუსი?
-არა-ისევ ისეთი ხმა აქვს.
-აბა, ავად რანაირად ხარ?-მეცინება.
-ჩემს დაავადებას შენი სახელი ჰქვია და საშინელი სიმპტომები აქვს. მგონი გადამდებია იმედი მაქვს შენც გადაგდებ.-მეუბნება და იცინის.
-ცანცარა ხარ!-ვეუბნები და ჩემს თითზე მორგებულ მბზინავ ბეჭედს ვუყურებ.
-მეც მიყვარხარ!-მეუბნება საოცრად დამთბარი ხმით. დებილივით ვიღიმები და ჩუმად ვდგავარ. არ მინდა რაღაც სისულელე ვთქვა და მომენტი გავაფუჭო, მაგრამ ვინ გაცლის?
-გაბრიელ, ეკა ჭირვეულობს და არ მიჯერებს! უნდა, რომ ყველაზე იაფფასიანი კაბა იყიდოს!-მობილურს ჩაჰყვირის ანა.
-ანა, გაჩუმდი რა სისულელეა?-თავს ვიკატუნებ.
-ეკა, ამაზე ხომ ვისაუბრეთ უკვე? ფასს ნუ უყურებ! ჩათვალე, რომ მათ ფასი არ აქვთ. უბრალოდ აირჩიე ის, რომელიც მოგწონს-მეუბნება გაბრიელი.
-კარგი, მაგრამ...
-არავითარი მაგრამ! თემა დავხუროთ!
-კარგი.
-ამ საღამოს გამოგივლი და სადმე წავიდეთ. რას იტყვი?
-ფილმს რომ ვუყუროთ? არსად არ მინდა გასვლა.
-შევთანხმდით. მიდი ახლა საქმეებს მიხედე აღარ მოგაცდენ, სახლში, რომ მიხვალ მომწერე და გამოგივლი.
-კარგი-ვიმეორებ იგივე პასუხს და მობილურს ვთიშავ. კიდევ ცოტახანი ვრჩებით მაღაზიაში. კაბას ვყიდულობ და ახლა სხვა მაღაზიისკენ ვიღებთ გეზს. კაბა პარატძლის მეჯვარესა და მის დედასაც სჭირდება!
-ცივ სასმელს ვიყიდი და შემოგიერთდებით-ვეუბნები დედას და სასურსათო მაღაზიაში სევდივარ. მაცივრიდან 3 ცივ ჩაის ვიღებ და სალაროსთან რიგში ვდგები. მოლარეს ფულს ვუხდი და ის-ისაა მაღაზიიდან უნდა გავიდე, რომ გასასვლელში ვიღაცას ვეჯახები.
-უკაცრავ... ბექა?-თვალებს ვერ ვუჯერებ.
-ეკა, ეს მართლა შენ ხარ?-ისიც ვერ მალავს გაოცებას.
-თითქოს საუკუნე გავიდა, რაც არ მინახავხარ-ვეუბნები. ხო... მართლაც დიდი ხანია არ მინახავს. ბოლოს მობილურზე ვესაუბრე და მას ჩემდეგ გაქრა. თითქოს არც არასდროს უარსებია.
-შეიცვალე-მეუბნება და თვალს არ მაშორებს.
-შენც... თითქმის ვერ გიცანი-ვეუბნები და ვუღიმი. თმის კულულს ყურის უკავ ვიწევ და მასაც მზერა ჩემი სახიდან თითზე გადააქვს სადაც ნიშნობის ბეჭედი მიკეთია.
-ეს...-წამისმეასედში ეცვლება სახე.
-სულ დამავიწყდა მეთქვა...-ვიწყებ თავის გამართლება-2 კვირაში ვთხოვდები. თუ გინდა შენც შენც გამოგიგზავნი მოსაწვევს. ძალიან გამიხარდება თუ მოხვალ...
-გაბრიელი...-თვალები ისეთივე ანთებული აღარ აქვს, როგორც რამდენიმე წუთის ჭინ ჰქონდა. პასუხის მაგივრად თავს ვუქნევ. რამდენიმე წუთიანი უხერხული დუმილის შემდეგ ვამბობ:
-მაპატიე... უნდა წავიდე. ანა და დედა მელოდებიან! გამიხარდა შენი ნახვა-გულწრფელად ვუღიმი.
-მეც.-მეუბნება ის.
ვტრიალდები და ესკალატორით იმ მაღაზიისკენ მივდივარ სადაც ანა და დედა დავტოვე.



-----------------------------------------
მოუთმენლად ველი შეფასებებს. გამიზიარეთ თქვენი აზრი <3



№1  offline წევრი niio

აუ ეს ბექაც მომწონს რაღაცნაირად blush რაც ისტორიაზე შემიზლია ვთქა ისს რომ ძალიან მომწონს და ველი შემდეგ თავს მოუთმენლად heart_eyes

 


№2  offline წევრი ნეპტუნიელი

niio
აუ ეს ბექაც მომწონს რაღაცნაირად blush რაც ისტორიაზე შემიზლია ვთქა ისს რომ ძალიან მომწონს და ველი შემდეგ თავს მოუთმენლად heart_eyes

ძალიან მიხარია, რომ მოგწონს. ბექაც ძალიან კარგი ბიჭია. წინა ნაწილში არ მოგეცათ მისი გაცნობის შესაძლებლობა ამიტომ ახლა გაგაცნობთ.

 


№3  offline წევრი niio

Argent
niio
აუ ეს ბექაც მომწონს რაღაცნაირად blush რაც ისტორიაზე შემიზლია ვთქა ისს რომ ძალიან მომწონს და ველი შემდეგ თავს მოუთმენლად heart_eyes

ძალიან მიხარია, რომ მოგწონს. ბექაც ძალიან კარგი ბიჭია. წინა ნაწილში არ მოგეცათ მისი გაცნობის შესაძლებლობა ამიტომ ახლა გაგაცნობთ.


აუ იმედი მაქვს ბექას არ დამიჩაგრავ laughing heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent