შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნდობის ფასი (თავი I)


3-06-2017, 18:49
ავტორი tamo1804
ნანახია 1 948

თუ დიდხანს იჯდები მდინარის პირას,
დაინახავ, როგორ ჩამოატარებს ის შენი მტრების გვამებს..
©კონფუცი

ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი დილა ჩვეულებრივად დაიწყო.. „მიშკი-მიშკი-ს“ ვუყურებდით, მერე „მაშა და დათვს“, „ადამიანი-ობობას“ და ათას მსგავსს..
-პოლიციის მანქანა მისდეევს-განწირული ყვიროდა ჩემი დისშვილი..
-როგორ ახველებს ისევ-ამოიოხრა დედამ და წამალი გაუმზადა.
-რაა?-გამოვერკვიე უცებ.
-სულ არ მისმენ რაა-აჯაჯღანდა-ნეტა ვიცოდე, სად დაფრინავ.
-კიდევ კარგი, არ იცი-გავიფიქრე გულმოკლულმა და კაბა საკიდიდან ჩამოვიღე.
–შვებულება როდის უნდა აიღო, ცოტა ადრე წამოდი რა დღეს, დაჩი გამოგივლის?-თითქოს ჯიბრზე არ ჩერდებოდა დედაჩემი.
-ხოო გამომივლის, აბა რაა-ჩავიბურტყუნე და ხმაურით მივიკეტე სახლის კარი ზურგს უკან.
*************
-მიუზიკლის სცენარის დაწერა მინდა-ამომიხტა მეგობრის ჩატი.
-როგორი დროული ხარ ხოლმე, სუპატ-გავიფიქრე.
-საერთოდ არაფრის წერის ნიჭი არ მაქვს და-აგრძელებდა ის.
-რაღას მაწვალებ აბა, ადამიანო?-ამოვიოხრე.
-ვიფიქრე, კონსულტაციას გავივლიდი პროფესიონალთან-ეს ახლა მეკაიფება თუ?
-რამე ორიგინალურს მირჩევდი.
-მიუზიკლი? ეჰჰ, სუპატ, მე აწი ნეკროლოგის დასაწერად თუ გამოვდგები.
ეწყინა.. ესეც ჩემი ბრალია.. ისევ
*************
-შენ სად მიდიხარ, დედუ, დღეს?-ეშმაკურად მიღიმის ნატალია.
-საად უნდა მივდიოდე?-დავიბენი.
-რაღაც ძალიან გამოპრანჭული ხარ და-თვალს უკრავს ნინოს.
-ააა-სარკეში შევათვალიერე თავი, მსუბუქი მაკიაჟი მქონდა, შავი, სადა კაბა, გულთან ფერადფერადი თვლებით გაწყობილი, შავი, მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელი, არა მიშავდა რაა..
-არსად, ნატ, არსად..
-სადღა წავალ აწი-გამიელვა გონებაში.
*************
-როგორაა საქმე?-მეკითხება ნინო შესვენებაზე გასულს, თან გემრიელად ილუკმება თითქმის თავისხელა ნაყინს.
-იმაზე უარესად, ვიდრე ადრე.. მაგისიც მესმის, მართლა ძნელია, სულ დეპრესიაში რომაა ვინმე შენ გარშემო, მაგრამ ჩემიც ხო უნდა გაიგოს? ეს უკვე ნამეტანია! ხმას არ მცემს და თუ მცემს ისეთი ტონით, რომ ლამისაა ჰოლოკოსტზე ავიღო პასუხისმგებლობა, აღარ შემიძლია ამის გაძლება, თავი ლორდი ვოლდემორი მგონია-ძლივს ამოვისუნთქე საათიანი წუწუნის შემდეგ.
უარესად მომიშალა ნერვები მისმა ხარხარმა და ტელეფონი გავუქანე. მოხერხებულად აირიდა და მაქსიმალურად შეეცადა სახის დალაგებას. არაფერი გამოუვიდა, ტუჩები ებრიცებოდა და ვგრძნობდი, სულ მალე ახალი ძალით იფეთქებდა მისი ჭიხვინი. დავფიქრდი, რა ვთქვი კი მაგრამ ასეთი?
-ვინ გგონია თავიი?-მკითხა აჭარხლებულმა.
-ვინ და ლორდი ვოლდემორი-დავიწყე სერიოზულად-ხოო კაი, სახელითაც არ მომმართავს და იმიტომ-გამეცინა მეც.
*************
არავინ იცის, რა ელის მომავალში, მაგრამ მაინც ალაგებს გეგმებს ხვალისთვის, ზეგისთვის და მეტსაც გეტყვით, ზოგმა ისიც იცის, სად იქნება მომავალ წელს, აი ამ დღეს, ან უბრალოდ უნდა, რომ იყოს.. არავინ იცის, გაიღვიძებს თუ არა ხვალ, მაგრამ მთელი რუდუნებით არჩევს ტანსაცმელს შემდეგი დღისთვის, (ამინდის პროგნოზზე დაყრდნობით) ნიშნავს შეხვედრებს და მშვიდად, ძალიან მშვიდად იძინებს, უკეთესი მომავლის იმედით..
გეგმები მეც ბევრი მქონდა, ძალიან ბევრი.. ნათელი, ბედნიერი, ხალასი.. ჩემთვის, დედასთვის, ყველასთვის. ერთ დღესაც მივხვდი, რომ სადღაც შორს, ძალიან შორს, ღრუბლებში მყოფი, ჩემი ბედის მწერალი, მწარედ დამცინოდა, ჩემს გეგმებსა და ოცნებებს აბუჩად იგდებდა, სასაცილოდ არ ჰყოფნიდა, ერთი ხელის მოსმით განადგურებას უქადდა და ვაი, რომ უამრავი, უამრავი მოხალისე ჰყავდა მას აქ, დედამიწაზე, ჩემ გვერდით..
მივხვდი რა.. მიმახვედრეს!
„საცა არა სჯობს, გაცლა სჯობსო“ - ამბობდა ბრძენი წინაპარი. ხოდა მეც გავეცალე! -ფიქრები ტელეფონის ზარმა გამაწყვეტინა.
-შემოდი-მხოლოდ ერთი სიტყვით შემოიფარგლა ტირანი და მეც დავიძარი სიკვდილთან პირისპირ შესახვედრად.
*************
რამდენიმე წუთში აღელვებულმა დავტოვე მისი კაბინეტი და უკანმოუხედავად წამოვედი.. მდინარის პირას ჩამოსაჯდომად წამოვედი..
*************
ძალიან უცნაური ადამიანი ვარ, ძალიან. როდესაც რაღაც ძალიან მტკივა, ძილი მერევა. არაფერი მოგჩვენებიათ, მართლა მეძინება ხოლმე.. კბილის ექიმთან ყოფნისასაც ჩამძინებია, ხელის გაჭრისას, თავის დარტყმისას.. ძლიერ ტკივილს ვერ ვუძლებ.. მაგრამ აქამდე არასდროს არ ჩამძინებია გულის ტკივილის დროს. ახლა კი, ვგრძნობ, როგორ მეთიშება ნელნელა გონება, როგორ უნდა ჩემი სიზმარეთში გადაყვანა, როგორ ითხოვს ორგანიზმი ძილს.. მოჭიმულ ისარს მაგონებდა საკუთარი თავი ამ ბოლო დღეებში, დროა, მოეშვას..
მოვეშვი.. ერთი ჩავისუნთქე ღრმად და ხმაურით ამოვისუნთქე.. მართალი ყოფილა, შველისო..
აი ასე! დღეიდან ახალ ცხოვრებას ვიწყებ! ხმამაღალი განაცხადია? ვინ იცის.. მე კი ჩემსას ნამდვილად უნდა შევეცადო..
*************
კარზე ფრთხილად დავაკაკუნე და ჯერ მარჯვენა ფეხი შევდგი.. უამრავი წყვილი თვალი მომაშტერდა და გამაცია.. ოდესმე გველებით სავსე ორმოში ჩავარდნილხართ?.. თუ ექსტრემი გიყვართ, არაა საჭირო „ფორტ ბოიარდში“ მონაწილეობის მიღება, უბრალოდ, ახალ სამსახურში უნდა მეწვიოთ.. ახალ ქალაქში..
ჰმმ, ახალი ცხოვრება არაფრით ყოფილა ძველზე უკეთესი.. ესღა მაკლდა!
*************
რამდენიმე თვის შემდეგ:
ოთახის კარს ხმაურიანად ვაღებ და ჩამრთველისკენ გამირბის ხელი. შუქი ანთებული მხვდება, მომაბეზრებელი მეზობელი უკვე თავის სამუშაო მაგიდასთან მიმჯდარი.
-ამ დილაუთენია რამ მოიყვანა ამ ხნის კაცი?!- ნერვები მეშლება.
დილა მშვიდობისას მაგვარი ბგერები გვცდება ორივეს პირიდან და ნაჩქარევი თავის დაკვრით შემოვიფარგლებით. გულში კიდევ ერთხელ ვწყევლი ჩვენს ერთად გამნაწილებელს და პროცესორს ვრთავ. ხმაურზე ისიც იხედება, მაინცდამაინც გახარებულს არ უნდა ჰგავდეს.. 45 ზომა ფეხს, ოთხკუთხა, მტვრიანი, უფორმო ფეხსაცმელი რომ აცვია ზედ (სპეც.შეკვეთით თუ იყიდდა სადმე), უფრო კომფორტულად ათავსებს მაგიდის ზედაპირზე და ხმას უწევს.. ვასიკო ოდიშვილის გადაცემას უყურებს!!!! ყურსასმენიდანაც ისმის მდარე იუმორის ხმა.. ხარხარებს.. ჩაკუჭული ცხვირსახოცით (ეჭვი მაქვს თავისი პირდაპირი დანიშნულებით დიდი ხანია იყენებს და არც რეცხავს) სიცილისგან თვალზე მომდგარ ცრემლს იწმენდს და უჯრას ხმაურიანად აღებს.. ვორდის ახალ, ცარიელ გვერდს გაშტერებული ვუყურებ.. ალბათ უკვე ნახევარი საათია მივჩერებივარ და ვერაფერს ვერ ვწერ. რატომ? ზუსტად არ ვიცი.. პასუხი შესაძლოა მის ფეხსაცმელშია, ან იმ "გადაცემაში", რომელსაც უყურებს, ან იქნებ იმ უჯრიდან ამოღებულ მაწვნის ქილაში, პურჩაყრილ მაწონს რომ მიირთმევს იქიდან წკლაპუნით.. ნერვები მწყობრიდან გამომდის.. თვალებს ვხუჭავ და წარმოვიდგენ..
მაწვნის ქილა იატაკზე ეცემა და უწვრილეს ნაწილებად იმსხვრევა.. ამაზრზენ მეზობელს თავზე ჩემი, წეღანჩართული პროცესორი ეფშვნება, ვასიკო ოდიშვილი სამუდამოდ დუმდება, (მის კომპიუტერში!) მე კი ყურებამდე გაღიმებული უზომოდ ბედნიერი ვარ, მის გაოცებულ სახეზე უფრო ვბრაზდები და აღმოხდენილ: „რატომ"-ს სრულიად ლოგიკურად ვპასუხობ:
-მეკითხები კიდეც?!
*************
სინამდვილეში ვერაფერიც ვერ ვქენი. ვისმინე მთელი დღე მისი წკლაპუნიც, ხარხარიც და „ვასიკო ოდიშვილიც“, ამ უკანასკნელს რაღას ვერჩი, მაგრამ მაინც.. ისევ თავის ოდნავ დაკვრით და გაურკვევლი ჩაბუტბუტებით დავემშვიდობეთ ერთმანეთს, ფრთხილად ავუქციე გვერდი გველების სოროს (ასე ვეძახი იმ ოთახს, სადაც პირველად მოვხვდი) და სუფთა ჰაერზე გამოვედი.
-დღეს მაინც უნდა დავლიო!-გადავწყვიტე-ვითომ ფილმის გმირი ვარ, წავალ ახლა სრულიად მარტო რომელიმე ბარში და გალეშვამდე დავლევ, სიმპათიურ, შეფარულ ღიმილიან ბარმენს გავეკეკლუცები, კიდევ დამისხითქო შევეხვეწები, როცა ჭიქას ამაცლის და თავიდან ბოლომდე მოვუყვები ყველა ჩემ პრობლემას, ისიც დიდსულოვნად მომისმენს და მართალია ვერაფერს მირჩევს, მაგრამ სრულიად დაცლილი დავტოვებ ბარს და ტაქსშიც ის ჩამდებს..
ამ ფიქრებით გამხნევებული გავუყევი ქუჩას და პირველივე შემხვედრ ბარს შევაფარე თავი.
-შესანიშნავია-მოვავლე იქაურობას თვალი.. -ნუ არც ისე-აღმომხდა ცოტა ხანში, როცა ბარს მიშტერებულმა აღმოვაჩინე, რომ ბარმენი ქალი იყო.. არც ჩემი მოსმენის განწყობაზე ჩანდა მაინცდამაინც, ცივი მზერით დამისხა სასმელი და სხვა კლიენტს მიუბრუნდა.
-ჩემი ბედის..-გავიფიქრე..
მაინც ბოლომდე დავთვერი.. სულ ცოტა, ოდნავი ძალა შევინარჩუნე, რომ როგორმე ტაქსტი გამეჩერებინა.. ფეხარეული გამოვედი ბარიდან.. ცივი ნიავი მესიამოვნა, თუმცა აშკარად უფრო მომეკიდა სასმელი.. გონების მოკრება ვცადე. -გავისეირნო თუ სახლში წავიდე?-დავფიქრდი.. ერთი დაიგრუხუნა სადღაც შორს და უცებ, შუა ივნისში ისე დასცხო, ყველაზე ნაკლებად შხაპუნას უწოდებდით ამ წვიმას.. შემაჟრჟოლა.. ტაქსის გასაჩერებლად, გზას მივუახლოვდი, ერთი, მეორე, მესამე, სულ დაკავებული მხვდებოდა, ტფუუ გავიფიქრე და მთლად დასველებული, თხელი მოსაცმელი უფრო მჭიდროდ შემოვიხვიე.. ციოდა.. აი, გამოჩნდა ჩემი მხსნელიც, არც ტარიფზე შევთანხმებულვარ, მისამართი ჩავილუღლუღე და მოწყვეტით დავეცი უკანა სავარძელზე.. შუშა ჩავწიე, წვიმის წვეთებს მივუშვირე სახე და ჩემს უბედობაზე კვლავ მწარედ გამეცინა.. როგორც ჩანს, ზედმეტად ხმამაღლა.. ხმამაღალი მუსიკის ხმაშიც კი გაიგო ჩემი სიცილის ხმა მძღოლმა და მაშინვე მკითხა:
-ხო მშვიდობით ხართ?
-ეს უკვე ჩემი შანსია-გავიფიქრე-ბარმენში არ გამიმართლა, ტაქსისტი აქ არაა?!
-ეჰჰ, რა გითხრათ, მძიმე დღე მქონდა, უფრო სწორად, კვირა-ამოვიოხრე.
-მოყევი, მოგეშვება-გამიმარტივა საქმე. ხოდა, მეც დავიწყე..
*************
რამდენიმე თვის წინ:
მთელი საღამო სარკის წინ გავატარე, არასოდეს მოვმზადებულვარ ასე გულით და სულით.. ჩვენი ურთიერთობა, ჩვენი სიყვარული უკვე მეოთხე წელს ითვლიდა, დღეს ჩვენი პირველი შეხვედრიდან ოთხი წელი სრულდებოდა და რატომღაც მეგონა, არა, დარწმუნებული ვიყავი, რომ ის ხელს მთხოვდა! არაერთხელ წარმომიდგენია ეს სცენა: ის–მუხლზე დაჩოქილი, მე–ცრემლებწამოსული, ხალხი გარშემო–აღფრთოვანებული, ტაშის ხმა, სასიამოვნო მუსიკა, რომანტიკული განწყობა, მორცხვად დახრილი თავი, ბეჭედი ჩემი მარჯვენა ხელის არათითზე, თბილი ჩახუტება, დიდი სიხარული და უზომო სიყვარული.. მაგარია, ხომ?
ყველაფერი კი აი ასე მოხდა:
ბედის თუ უბედობის წყალობით, უფრო ადრე მომიწია მის სახლში მისვლა. კარი ღია დამხვდა, ატმოსფერო – დაძაბული. ყვირილის ხმამ სამზარეულომდე მიმიყვანა, სადაც ის – ჩემი რჩეული და ჩემი უახლოესი მეგობარი კამათობდნენ.
–როდის აპირებ თქმას? ჰგონია, რომ ცოლობას სთხოვ დღეს! – ეს ჩემი მეგობარია? –გავიფიქრე.
–ამ დღეებში ვეტყვი, ასე ადვილი არაა, რატომ არ გესმის? – ჩახლეჩილი ჰქონდა ხმა „რჩეულს“.
ადგილს მივეყინე..
–ასე აღარ შემიძლია გაგრძელება, აღარ – ტირილი დაიწყო „მეგობარმა“.
–კარგი, ნუ ტირი, გთხოვ, ხომ იცი ასეთს ვერ გიყურებ, ოღონდ შენ ნუ ნერვიულობ, დღესვე დავშორდები, აი ახლავე დავურეკავ და ყველაფერს ვეტყვი – გულზე მიიკრა „რჩეულმა“ „მეგობარი“, ტუჩებზე ძალიან ნაზად აკოცა და თმებში შეუცურა ხელი, ნელა ეფერებოდა და თან მეორე ხელით ტელეფონს ეძებდა მაგიდაზე.
–არ არის საჭირო – საკუთარი ხმა ვერ ვიცანი.
გველნაკბენივით შეხტა ორივე, ერთმანეთს შიშით გადახედეს, მერე იყო ახსნა, ტირილი, ისტერიკა.. უცებ მივხვდი, რომ დავიღალე, არც ერთის მოსმენა არ მსურდა.. არც დანახვა.. აღარასდროს..
–თუ ოდნავ მაინც პატივს მცემთ, აღარასდროს დამენახოთ, არსად! – ვუთხარი მკაცრად და წამოვედი.
არავინ იცის რად დამიჯდა მაშინ ეს ნაბიჯი, ყველა მამტყუნებდა, ვერ ვხვდები, რას ითხოვდნენ ჩემგან, რა უნდა მექნა? მეჩხუბა? მეყვირა? მიღალატეს! მწარედ მომატყუეს! ეს ფაქტი იყო და ამას ვერაფერი შეცვლიდა, მე კი ამის დავიწყება უნდა მეცადა.. რაოდენ შეუძლებელიც არ უნდა ყოფილიყო მაინც..
*************
–მერე რა ქენი? – მკითხა ტაქსის მძღოლმა.
–მერე? – უცებ მოვედი გონს, გამახსენდა სად ვიყავი, ვის ველაპარაკებოდი, ამასობაში გამოვფხიზლებულვარ კიდეც.
–მერე არაფერი, ჩვეულებრივად გავაგრძელე ცხოვრება.. იმ განსხვავებით, რომ შინაგანად მკვდარი ვიყავი – მწარედ ჩამეღიმა – მკვდარი და მარტოსული..
–ახლა?
–ახლა რა?
–ახლა როგორ ხარ?
–ისევ ისე, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ახლა აქ ვარ – გავიღრიჭე.
–დიდი ხანია, რაც გადმოხვედი?
–რამდენიმე დღეა.. ვერ აიტანეს ჩემი უაზრო დეპრესია ამდენი ხანი და ასე დამსაჯეს, ვარ ახლა ამ მიყრუებულ ქალაქში, ისევ მარტო და ისევ მკვდარი..
სიჩუმეა.. მივხვდი, ზედმეტი მომივიდა..
–ცუდად არ გამიგო, უბრალოდ მიჭირს ახალ ქალაქთან შეგუება, ხომ გესმის.. –თავის მართლება დავიწყე.
–არა არა, მესმის, დედაქალაქის მერე აქ ცხოვრება ადვილი არაა, თუმცა აქაც შეიძლება გართობა – მივხვდი, რომ იღიმოდა, ხმაზე დაეტყო.. უცნაურია, ამდენი ხანია ერთად ვმგზავრობთ, ლამის მთელი ჩემი ცხოვრება მოვუყევი და არც კი ვიცი, როგორ გამოიყურება, ქუდი მთელ სახეზე აქვს ჩამოფხატული, ტაქსის მძღოლის კვალობაზე საკმაოდ კარგად აცვია და მანქანა ხომ საერთოდ, არც მეტი, არც ნაკლები, S კლასის მერსედესია! სახე არ უჩანს, სარკეშიც კი ვერაფერს ვხედავ.. სიმთვრალე და ძილი ისევ ერთად მომერია.. დაკვირვების თავი აღარ მაქვს, ნაცნობ კორპუსს ვხედავ და მიხარია, თან ხვალ შაბათია, გამოძინებას შევძლებ.
არაფრით მართმევს ფულს, პირიქით, აქეთ მაწვდის რაღაც ფურცელს, ისევ ფეხარეული გადმოვდივარ და უკან უკან ვიყურები, მანქანა ადგილს წყდება და დიდი სისწრაფით გადის ეზოდან, სახლში ასულს ფიქრი აღარ ძალმიძს, საწოლზე ვეხეთქები და დილამდე მკვდარივით მძინავს..
*************
– რა დალიე ამისთანა, კი მაგრამ? კარი ღია გქონდა, გესმის? უცხო ქალაქში, უცხო ხალხში! – შუადღით რაღაცის ყურისწამღები ხმა მაღვიძებს.. მახსოვს გუშინ ბევრი დავლიე, მაგრამ..
–ნინოოოო – ვყვირი და ვახტები მონატრებულ მეგობარს – როდის ჩამოხვედი? არ მჯერააა, სასწაული ხარ რაა, როგორ მჭირდებოდი, ჩემი პო ხარ რაა!! – ვეხუტებოდი გიჟივით.
– მაინც არ გპატიობ! უჩემოდ მაინც როგორ დალიე? – აი თურმე რაზე ბრაზობს. გამეცინა.
– შენ ოღონდ არ იდარდო და დღესვე წავიდეთ სადმე, ოღონდ ახლა ყავა დავლიოთ რაა, თავი მისკდება.
სააბაზანოსკენ მიმავალი შემთხვევით სარკეს ვაწყდები და კივილით ვხტები უკან.. რაღაც არსება შემომცქერის დაბნეული სახით, აწეწილი თმით, ჩამოდღაბნილი მაკიაჟით, ჩაშავებული თვალებით და დასიებული სახით.. ნახევარ საათში უკვე სამზარეულოს მაგიდასთან ვსხედვართ, ყავის ორთქლს ხარბად ვისრუტავ და ვგრძნობ, ნელნელა როგორ მივლის თავის ტკივილი და ორგანიზმიც გამოფხიზლებას იწყებს..
– ეს რა არის? – მეკითხება ნინო.
– მაჩვენე – ფურცელს ვართმევ და მეღიმება. გუშინდელი ტაქსის მძღოლის მოცემული ფურცელი სავიზიტო ბარათი აღმოჩნდა, ახლომდებარე ბარში, საკმაოდ ცნობილი როკ ჯგუფი უკრავდა ამ საღამოს.
– აი, სად მივდივართ – წამოვხტი უცებ – გაემზადე.
ნინომ მხრები აიჩეჩა და მომზადება დაიწყო..
– მაინც საიდან მიხვდა, რომ როკი მიყვარს? – ჩავილაპარაკე ჩემთვის და კარადის უჯრა გამოვაღე.



№1  offline მოდერი nicol

თამო, კიდევ ერთხელ "გავამაყდი".
იმიტომ რომ ჩემი პირადი "ექსკლუზივი" ხარ. ძალიან მიხარიხარ ჩემო გოგო.
რა თქმა უნდა კარგია. შენებური, რაღაც განსხვავებული. დალაგებული და მსუბუქი ნაწერი. ჰაეროვნად იკითხება.
აუცილებლად შემოგირბენ კიდე.
--------------------
თინა ნიკოლ

 


№2  offline აქტიური მკითხველი tamo1804

nicol
თამო, კიდევ ერთხელ "გავამაყდი".
იმიტომ რომ ჩემი პირადი "ექსკლუზივი" ხარ. ძალიან მიხარიხარ ჩემო გოგო.
რა თქმა უნდა კარგია. შენებური, რაღაც განსხვავებული. დალაგებული და მსუბუქი ნაწერი. ჰაეროვნად იკითხება.
აუცილებლად შემოგირბენ კიდე.


ნიკოლ, როგორ გამახარე :-) :-* მადლობა <3 გელოდებიი <3

 


№3  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

თვიდან ისე დაიწყო რომ მეთქინეს რ აბურდულობაა ვერაფერი გავიგეთქო მაგრამ დალაგდა თანდათან.... კარგი იყო მაგრამ უკეთესი თავებიც იქნება დარწმუნებული ვარ.... ძალიან გთხოვ დასაარული ცუდი არ იყოს რა .. ველოდები შემდეგ თავს

 


№4  offline აქტიური მკითხველი tamo1804

ანი ანი
თვიდან ისე დაიწყო რომ მეთქინეს რ აბურდულობაა ვერაფერი გავიგეთქო მაგრამ დალაგდა თანდათან.... კარგი იყო მაგრამ უკეთესი თავებიც იქნება დარწმუნებული ვარ.... ძალიან გთხოვ დასაარული ცუდი არ იყოს რა .. ველოდები შემდეგ თავს

შემდეგ თავებში უფრო დალაგდება :-) არავითარი ცუდი დასასრული, გპირდები! გელოდები შემდეგზეც :-*

 


№5  offline აქტიური მკითხველი terooo

როგორ მიხარია რომ დაბრუნდი...
როგორ გამიხარდა ისევ შენი ნაწერები...
თითოეული სიტყვა მეუბნებოდა და მიყვებოდა ამბავს. წარმატებები ჩემო გეჟოოო... გელი სულ მოუთმენლად

 


№6  offline აქტიური მკითხველი tamo1804

terooo
როგორ მიხარია რომ დაბრუნდი...
როგორ გამიხარდა ისევ შენი ნაწერები...
თითოეული სიტყვა მეუბნებოდა და მიყვებოდა ამბავს. წარმატებები ჩემო გეჟოოო... გელი სულ მოუთმენლად


შენ ის არ იცი, მე როგორ გამახარე <3 :* წავალ ახლა გაგრძელებას დავწერ :))))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent