ძველი პიანინო - 68
68. მიმიმ ის იყო სავარძლიდან წამოდგომა დააპირა, რომ ბიჭების გაშტერებულ თვალებს წააწყდა. - რა იყო?.. - არა.. არაფერი... პირველი ფიფო გამოერკვა. - არაფერი არ მოხდა, უბრალოდ ისე... – მხატვარიც აჰყვა. მიმის არსად ეჩქარებოდა. პიპამ უბრალოდ, ისევ მიმის მოკითხვაზევე უპასუხა და როგორც ყოველთვის ბევრად დაგვიანებით, მაგრამ მიმი მაინც ისე იყო აჟიტირებული, რომ წასასვლელად მოემზადა. იქნებ მაინც როგორმე შეხვედრაზე დაეთანხმებინა. ისედაც ძალიან ძუნწად და იშვიათად ხვდებოდნენ ერთმანეთს... ის ოყო წამოდგომა დააპირა, რომ უცებ ბიჭების რაღაცნაირ, მისთვის ამოუცნობ მზერას წააწყდა. გაკვირვებულმა ტელეფონს ხელი უშვა და ბიჭებს მკაცრად მიმართა: - აბა ახლა მითხარით რა ხდება?.. ისეთი სახეები გაქვთ, თითქოს რაღაც შეთქმულებას მიწყობთ, რა გჭირთ? ფიფო ხმას არ იღებდა. მიმის ტელეფონს მალულად ავლებდა თვალს. ერთი სული ჰქონდა გაეგო მიმის ვინ და რას წერდა. ისევ მხატვარმა დაიწყო: - იცი, მიმი... ჩვენ, ერთად ვართ. ისე დავმეგობრდით, რომ წრე შევკარით, ჩვენ სამმა და ისეთ თემებს ვარჩევდით, რასაც სხვა უცხოსთან არ ვისაუბრებდით. თუნდაც აი გახსოვს ის საქმე ფიფო, რომ იძიებდა? - მერე? - მიმი ვერ ხვდებოდა მხატვარს საუბარი საითკენ მიჰყავდა. ფიფო გაიტრუნა, გრძნობდა მისთვის რამე ისეთ სასარგებლოს იტყოდა და მერე თვითონაც ჩაურთავდა სიტყვას, მაგრამ მხატვარი უცებ გაჩუმდა და საუბრის გაგრძელებას აშკარად ვეღარ აბამდა თავს. აქ კი ფიფომ იმარჯვა და მიეშველა: - იმის თქმა გვინდა, რომ თითქოს შენ გამოგვეყავი, მიგვატოვე და ცალკე სხვა წრეში ტრიალებ. სხვა მეგობრებთან და... მიმის გაეცინა. ახლა მხატვარი მიეშველა ფიფოს: - სახეზე შეგეტყო, როგორ გაგახარა მესიჯმა და... ჩვენ, ცოტა... სადღაც გული დაგვწყდა... ფიფომაც კმაყოფილი სახით მხატვარს კვერი დაუკრა. - კარგით რააა - ვერ იკავებდა სიცილის მიმი. - რა სისულელეა, რატომ ეჭვიანობთ? განა თქვენ ოროვე ჩემთვის ძვირფასები არ ხართ? მერე რა, რომ ცოტათი დავკარგეთ ერთმანეთი, და მეც ისე ხშირად ვეღარ ვიცლი. ნუთუ ამან დაგაღონათ ასე? მე კი გული გამისკდა, ვერც კი მივხვდი რა გჭირდათ. - მიმი ახალი შეყვარებული გყავს? – მხატვრის სპონტანურმა კითხვამ სტუმრები შეაცბუნა. ფიფომ უხერხულად იგრძნო თავი, ახალი თუ ჰყავს, ძველი ხომ თავად იყო და თვითონვე მიატოვა. არც მიმი ჩავარდა კარგ დღეში, სახეზე ალმური მოედო. არ ესიამოვნა. თითქოს რაღაცაში გამოიჭრეს და გაშიფრეს. დაიბნა. აღარ იცოდა რა ექნა... მერყეობდა, მოეყოლა თუ არა პიპაზე ბიჭებისთვის, ან იქნებ ჯერ არ იყო ამის დრო.. ან იქნებ საერთოდაც არ ღირდა ამაზე საუბარი?.. - მოდით სხვა დროს მოგიყვებით რა... - ოოო, ესე იგი მიმი შეყვარებულიაააა - არ ცხრებოდა მხატვარი. - კარგი რა, რა დროს სიყვარულია, აბა სად მცალია. – მიმი თავის მართლებას შეეცადა. მაგრამ მხატვარი მაინც არ ცხრებოდა: - სიყვარულმაო არც დრო იცისო, არც ასაკიო, არც ისაო და არც ესაო... - არ გაგვაცნობ? - ჩაერია ფიფო. - ვის? ჩემს ეგრეთ წოდებულ შეყვარებულს? - ჰო, თუნდაც იყოს ეგრეთ წოდებული. - შენ რომ უცებ გაიქეცი და ცოლი მოიყვანე რა, წინასწარ გვკითხე თუ ჩვენგან იყო საჭირო ნებართვის აღება? და საერთოდ რა გინდათ ჩემგან? რას მოითხოვთ? - რა იყო მიმი დამშვიდდი რა? შენი წყენინება სულაც არ გვინდოდა, სულ სხვა საუბარი დაიწყო და აი სულ სხვანაირად გამოვიდა. – მხატვარი დამშვიდებას შეეცადა ფიფო ნირწამხდარი იჯდა. სიჩუმე ჩამოვარდა. მერე ისევ მიმიმ განაგრძო: - შეყვარებული მყავს თუ არა, ეგ ჯერ მე თვითონაც არ ვიცი. მომწონს. ბევრიც მომწონს და კონკრეტულად არავინ შემირჩევია ჯერ! მიმი გაჩუმდა. ისევ დუმილი... ამჯერად ფიფომ დაარღვია: - ცოლი არ მომიყვანია, მაგრამ ბავშვზე უარი არ მითქვამს! მიმის გაეცინა, ორივეს სათითაოდ გადახედა: - ჩემი ორი საუკეთესო მეგობარი... უცოლოები და ბავშვიანები.. სიცილი სხვებსაც მოედო და დაძაბულობაც გაიფანტა. მიმი წამოდგა: - ახლა უნდა დაგემშვიდობოთ, მართლა საქმე მაქვს და აღარ მცალია. დამშვიდდით ორივე! პაემანზე არ მივდივარ. არავის დავუპატიჟებივარ და იცოდეთ! გაფრთხილებთ! ორივეს! მორჩით ამ უაზრო ეჭვიანობასა და დაკითხვებს! მეგობრები ისევ მეგობრებად ვრჩებით და მორჩა! მალე გნახავთო მიაძახა ბიჭებს და კარი გაიხურა. ფიფომ კონიაკი ჩამოასხა. მიმის წესიერად ვერც დაკითხვა გამოუვიდა და ვერც გამოკითხვა. - რაღაც უაზრობა გამოგვივიდა არა... – მშვიდი ხმით დაიწყო მხატვარმა. ფიფომ არაფერი უპასუხა. მხატვარი ფიფოს ჩააშტერდა: - იცი, რაღაც ვერ ჯდება. - რა? - რა და ის, რომ ვითომ მიმი დაინახე. შენ ხომ არ იცოდი მიმის ახალი მანქანა და თუ დაინახე რა ვერ დაეწიე? ასე როგორ მიჰქროდა, რომ შენ, თან აი კონკრეტულად შენ ვერ დაეწიე?.. იქნებ ვინმე ეჯდა მანქანაში და... თან ღამე იყო... ქარბუქი... მოთოვა კიდეც... თუმცა ამინდი რა შუაშია... ფიფო ისევ დუმდა, თუმცა თავადაც მასე ფიქრობდა, რომ იმ ღამით მიმი მართლა არ იქნებოდა მარტო და ის ვიღაც... შესაძლოა სწორეს ის ვიღაც არის ის... ან იქნებ უბრალო დამთხვევაა და... - არაფერი გაქვს მოსაყოლი? – ისევ ჩაეკითხა მხატვარი. - მოსაყოლის მეტი რა არის. ძლივს ამოღერღა ფიფომ. - მაგრამ არ მენდობი არა? უკვე აღარ მენდობი, ვგრძობ და რით დავიმსახურე ესეთი უნდობლობა?.. ფიფო კვლავ დუმდა. ცოტა ხნით მხატვარმაც იყუჩა მაგრამ დიდხანს ვერ გაძლო: - იცი რა მაკვირვებს შენში? - ?? - ფაილებში ჩამახედე, ყველა მასალა სახლში მომიტანე, ყველაფერს მეგონა მიყვებოდი, როცა საქმეს იძიებდი, და ახლა როცა შენ აღარ უძღვები ამ საქმეს, ვხედავ, რომ აშკარად რაღაც ხდება, რაღაც ისე ვერ არის და ჩუმად ხარ... ყველაზე ძაან ისე ტეხავს, რომ აღარ მენდობი... და ეგაა ზუსტად... ფიფო ჩაფიქრდა, მხატვარი მართალი იყო და თანაც უკვე ნათლად გამოჩნდა, რომ ის არაფერ შუაში იყო, თუმცა მაინც სადღაც ვერ გამორიცხავდა მის სრულ უდანაშაულობას. - გახსოვს, კაცი, რომ მოკლეს? ფულები რომ სახლში დაუწვეს, შენი გოგოს კლასელმაც, ვითომ რაღაც, რომ დაინახა? მხატვარმა თავი დაუქნია, მახსოვსო - ჰოდა, სწორედ იმ ღამით მკვლელობის ახლო-მახლო საეჭვოდ მხოლოდ ერთადერთი მანქანა დაძრწოდა და ისიც მიმის აღმოჩნდა... მხატვარს პირთან მიტანილი ჭიქა ჰაერში გაუშეშდა - რაა???.. არაა... არ არსებობოს.... მიმი?... არა რა... ვერ დავიჯერებ... კარგი რააა - მხატვარი ისე იყო გაოგნებული, რომ ემოციებს დიდ ხანს ვერ აცხრობდა, ფიფო მოთმინებით ელოდა მის დაშოშმინებას. - არა, არც მე მჯრა, რომ მიმი მკვლელობის ჩამდენი იყოს, თან მასეთი, რაც არ უნდა იყოს, ადამიანის მოხრჩობას საკმაო ფიზიკური ძალა უნდა, მიმი კი... და თუ მართლაც გარეული ამ საქმეში, რაშიც უკვე მეც მეპარება ეჭვი და მართლაც არ ვარ დარწმუნებული... თუმცა ამ ეტაპზე ვერაფერს ვერ გამოვრიცხავ და შენი თქმის არ იყოს, იქნებ მართლაც ვინმე ეჯდა მანქანაში, ან სულაც სხვას ათხოვა, ან იქნებ მის უკითხავად ვინმემ ისარგებლა მისი მაქნანით და თვითონ არც კი იცის... - არა, ხომ თქვა, რომ ღამით დავსეირნობდიო. იმას რატომ დამალავდა, რომ მანქანა გაანათხოვრა. - მანქანის გარდა სხვა არანაირი სამხილი არ მაქვს. ასე ხელსაც ვერ ვადებ. - სამხილის არ ქონა, ბრალდებულის უდანაშაულობას მაინც არ ამტკიცებს! - ვერაფერს დავამტკიცებ ჯერ.! ხელს კი არ ვადებ, მხოლოდ ეს მანქანის მოძრაობა ჩანდა იქ საეჭვო, მეტი არაფერი. შეიძლება სულაც არაფერ შუაშია და მანქანა მართლაც უაზროდ დაჰყავდა იქ... და აბა როგორ უნდა გამოვკითხო? ჯერ არავინ იცის, ჩემს მეტი არავინ დაინტერესებულა. თუ რამეა ჩემს თავზე ავიღებ, მაგრამ გარეული, რომ იყოს საქმეში აი მერე?... თუნდაც უნებლით გარეული, თუნდაც თავადაც არ იცოდეს ისე იყოს გარეული... - აუ შენ მართლა რა ეჭვიანი ყოფილხარ, მაგრამ მართლა რომ მასე აღმოჩნდეს მაგრად გაგანადგურებენ და შენც არ მიგაყოლონ მერე იმ მკვლელს - და მერე ვინ დამიჯერებს, რომ მეც თანამონაწილე არ ვიყავი... - შენ შემთხვევით ჩემზეც, ხომ არ გეპარებოდა ეჭვი? ახითხითდა მხატვარი. - არ დაგიმალავ და თავიდან კი, ეგეც ვიფიქრე... - კარგი რაა... - შენც იფიქრებდი ჩემს ადგილას - ნუ, ჰო... რა ვიცი... ალბათ... არ არის გამორიცხული. მხატვარი ცოტა ჩაფიქრდა და მერე განაგრძო: - მოკლედ, პირველ რიგში უნდა გაირკვეს მიმის ვინ შეყვარებული თუ თაყვანისმცელელი ჰყავს. მაქედან დავიწყოთ და ამას ისევ მე თუ მეტყვის. შენ თითქოს გაგირბისო... და სადღაც მართალიც არის... - კი ბატონო, შენ თუ მაგას გააკრვევ იმ ვიღაცას უკვე კარგად გადავამოწმებ მე თვითონ, სამსახურის გარეშე, თორემ რომ გაჟონოს მერე მიმისაც დაიბარებენ განყოფილებაში... - მე მიმის გამოვკითხავ, შენ მისი სამეგობრო გადაამოწმე და ქალაქიც აშენდებაააა - მხატვარმა სიცილით მიუჭახუნა ჭიქა - უჰ, მაგარი ბრენდია! LEX·2017 წლის 2 მაისი, სანშაბათი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.