შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ამოუცნობი ზარი (8)


5-06-2017, 22:34
ავტორი jina
ნანახია 2 337

გრეგორის წასვლის შემდეგ ნიტა ისევ იგივე მდგომარეობაში იყო... გაშტერებული უყურებდა ერთ წერტილს, წარმოდგენა არ ჰქონდა ასე თუ განვითარდებოდა მოვლენები, ხელში დაჭერილი ნივთები საწოლზე მიყარა და აწითლებულ სახეზე გაყინული თითები გადაისვა...
–ეს რა იყო?! რა თქვა ეხლა ამ იდიოტმა?! თავის თავს გაკვირვებული, გაბრაზებული და ანერვიულებული ეკითხებოდა... რამდენიმე წამში გამომეტყველება შეეცვალა, დაჭიმული სახე უცბათ მოეშვა, თვალები დააწვრილა და სახლის ტელეფონს დასწვდა
–არ არსებობს... ეს ვის გავახსენდი... (მოისმა მამაკაცის სასიამოვნო ბარიტონი, რომელსაც სიხარული და გაკვირვებაც ერთდროულად ეტყობოდა ტონზე)
–ხომ ხედავ დამჭირდი... (ოდნავ აღელვება ეტყობოდა გოგონას)
–რა თქმაუნდა კარგ საქმეზე არ დამირეკავდი (წამსვე შეცვალა ბიჭმა ხმა და საქმიანი ტნოით ალაპარაკდა)
–გრეგორი არღვლიანი! ყველა წვრილმანიც კი უნდა გაიგო!
–დრო რამდენი მაქვს?
–როგორც გჩვევია! ტუჩის კუთხე ოდნავ ჩატეხა ნიტამ და კმაყოფილმა გათიშა ყურმილი...
.......

ამ ამბის შემდეგ სამი დღე გავიდა, ეს სამი დღე კი ყველასთავის ჩვეული რუტინით მიედინებოდა...
არ ჩანდა ჯეკი...
არ ჩანდა გრეგორი..
არ ჩანდა არც ანდრეა...
ყოველ წუთს გაფაციცებით ელოდა ამირეჯიბი როდის დარეკავდა ტელეფონი და შეიტყობდა საქმროზე ამბავს, თუმცა ლოდინი არა და არ სრულდებოდა...
მისი ორსულობა ზედმეტად კარგად მიმდინარეობდა, არც მჟავეს და არც მწარეს არ ითხოვდა პრეტენზიულად... ნიტას მშობლები სასიძოს არგამოჩენას თავისებურად ხსნიდნენ:
–ამხელა ბიზნესმენი ბიჭია, სხვებივით ავარდნილ ღლაპებს არ ჰგავს რომ უპასუხისმგებლოდ გაქრეს, ალბათ ბევრი საქმე აქვს! (ამ აზრებით იმხნევებდა თავს ეკატერინე, ბატონი ერეკლე კი დუმდა, არაფერს ამბობდა ამ საკითხზე, თითქოს რაღაცას ელოდა, რაღაც ისეთს, რაც ამ ყველაფერს ახსნიდა)...
–დედა დანიელმა მომაკითხა კაფეში მივდივართ.... დედას დაემშვიდობა და გარეთ გავიდა...
–დღითიდღე ლამაზდები ჩიტუნაა... დანიელმა გადაკოცნა მეგობარი და მანქანის კარიც გამოუღო
–ჯენტლმენობა როდის დაამუღამე შე*ემა... გაეღიმა ნიტას მეგობრის საქციელზე და მანქანაშ შეხტა...
–ამ შე*ემას როდის გადაეჩვევი შე*ემა..
–ვატყობ თბილისური იუმორი მოქმედებს შენზე...
–მეტყობა? თეატრალურად შეიცვალა სახე ბიჭმა
–მასხარაა! ლოყაზე უჩმიტა ნიტამ და გზას გახედა...
–გვრიტები ერთ კვირაში ჩამოვლენ.. დედამთილ–მამამთილი ქორწილს ახვედრებენ ეგრევე..
–რა ბედში ჩავარდა კესარიაა... გადაიკისკისა ნიტამ
–ნუ გშურს, შენც გათხოვდები ალბათ თუ გაგიძლო ვინმემ! გაეკრიჭა დანიელი
–ჯერ გავიგო სასიძო ვინაა და მერე ეგ საკითხიც მოგვარდება! უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა გოგონამ...
მშვიდ და მყუდრო კაფეში ისხდნენ დანიელი და ნიტა, ერთი ლუდს სვამდა, მეორე შოკოლადის ნაყინს მიირთმევდა. შუა ლაპარაკშ იყვნენ გართულნი როცა გოგონას მობილურ ამღერდა, ნომრის დანახვაზე ოდნავ შეკრთა, აღელდა იმის გამო თუ რას მოისმენდა ყურმილს უკან...
–ორ წუთში მოვალ... დაუბარა მეგობარს და საპირფარეშოსკენ წავიდა...
–გისმენ! როგორც კი საპირფარეშო ცარიელი დაიგულა კარი ჩაკეტა და უპასუხა
–ნიტა ვინ არის ეს ბიჭი შენთვის?! ანდრეა საკმაოდ გაბრაზებული და აღელვებული ჩანდა
–რა მნიშვნელობა აქვს?! მითხარი რა გაარკვიე! მოუთმენლობა შეეტყო გოგონას
–დარწმუნებული ხარ რომ გრეგორი არღვლიანზე უნდა მომეძია ინფორმაცია?ეჭვნარევად ჰკითხა ბიჭმა
–მეც ეგ მიანტერესებს!
–მაშინ სულ ტყუილად!
–რას ნიშნავს სულ ტყუილად?! გაურკვევლობაში მყოფ გოგონას მოთმინების ფიალა ევსებოდა
–იმას რომ ეს პიროვნება არ არსებობს! გრეგორი არღვლიანი არ არსებობს, არც იურიდიულად, არც საზოგადოებრივად, არანაირად არ არსებობს გესმის!
–ეგ როგორ?! შოკში ჩავარდნილმა იკითხა
–იცი ეს რას ნიშნავს?! იცი როცა პიროვნება არ არსებობს რას ნიშნავს?!
–ანდრეა ნუ ყვირი!
–იცი მეთქი რას ნიშნავს?! დაუღრიალა მამაკაცმა ყურმილში... ნიტა რამდენიმე წამი დუმილს ინარჩუნებდა, ორი მოსაუბრის ქშენა და მძმე სუნთქვა ისმოდა ტელეფონში, რომელიც ისევ გოგონას ღონემიხდილმა და დამთმობმა ხმამ ჩაანაცვლა
–მიპოვა...
....

–მე გავდივარ... სასწრაფო საქმე გამომიჩნდა! მაგიდასთან დაბრუნების შემდეგ სწრაფად მიაყარა ნიტამ სათქმელი და დანიელთან დაუმშვიდობებლად დატოვა იქაურობა...
ქალაქში ფეხით გავლა გადაწყვიტა, ხალხის ხმაური მასზე საერთოდ არ მოქმედებდა, უფრო ფართედ ხსნიდა ტვინის უჯრედებს და გამოსავლის ალტერნატიულ გზებს ეძებდა....
გარშემო ათვალიერებდა ყველაფერს, დაკვირვებით შეჰყურებდა მოფუსფუსე ხალხს... მომუშავე ტრანსპორტს, ფრინველებს, მწერებს... ყველაფერზე უნდოდა ფიქრი გარდა თავისი პრობლემისა, რომელიც ამჟამად საკმაოდ მწვავე და საშიში იყო...
თვალი ერთ მშენებარე კორპუსს ააყოლა, წარმოიდგინა თავისი თავი რომელსაც ამ კორპუსივით თავიდან ააშენებდა როცა შვილი გაუჩნდებოდა, რთული შედარება გამოდის, მაგრამ ადამიანური ტკივილი და პრობლემა შესაძლოა იმ მცირედს და უმნიშვნელოს გაუტოლო და მასში იპოვო ძირითადი აზრი, რომელიც ზედაპირულად და ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ყოვედღიურობა და მოვალეობაა...
როცა ნიტა მობრუნდა იგრძნო, როგორ გადაეღვარა ცივი სითხე მაჯაზე, შეკივლება ან შეცხადებაც ვერ მოასწრო, რადგან მის წინ მისი შეიძლება ითქვას მხსნელი იდგა, იმის ნაცვლად რომ კარგად გამოელნაძღა „დამნაშავე“ საწინააღმდეგოდ მოიქცა
–მგონი ღმერთმა გამომიგზავნა შენი თავი! მადლიერი და დაღლილი მზერით შეხედა მის წინ კმაყოფილი მზერით გაჟღენთილ ბიჭს
–იმედია ამჯერად მაინც გავიცნობთ ერთმანეთს ცივილურად... მომაჯადოებლად გაუღიმა ბიჭმა და ხელსახოცი გაუწოდა გოგონას წყლის წვეთების გასაწმენდად...
–ნიტა ამირეჯიბი. ხელი გაუწოდა გოგონამ
–გიორგი ავალიანი!
–ბატონო გიორგი, იქნებით ჩემი კერძო მრჩეველი და ფსიქოლოგი სანამ საღი აზრი არ დაგვაშორებს ერთმანეთს? ღიმილიანი სახით ჰკითხა ნიტამ
–თქვენს სამსახურში მიგულეთ! გაიცინა მამაკაცმაც –იმედია ბავშვს იტოვებ. აქვე დაამატა
–თქვენი აზრით? მეამიტურად შეხედა
–სულელს არ გავხარ.
–ესეიგი პასუხიც იცი! ნიშნისმოგებით უპასუხა
–თავდაჯერებული ხარ! ჩაეცინა გიორგის
–ზედმეტად არ გამითამამდე თორემ... ხუმრობით შეაპარა ნიტამ
–შენც იგივეს გეტყვი! თვალი ჩაუკრა ბიჭმა..
–ჯიბრში ნუ ჩამიდგები, მანდილოსანი ვარ ბოლობლო..
–ავი მანდილოსანი... შეუსწორა ავალიანმა
–ეგ პირველ ნახვაზე დაასკვენი თუ ახლა? გულწრფელად გაეღიმა ამირეჯიბს
–მარტო ეგ კიარა კიდევ ბევრი რამ.. ამჯერად ეშმაკური და იდუმალი იყო ბიჭის სახე
–ასე ნუ მიყურებ.. მგონია რომ მიცნობ...
–დაახლობით...
–მაშინ ბარემ მირჩიე რა ვქნა ამ სიტუაციაში, იქნებ უთქმელად მიხვდე რა მოხდა! ცალი წარბი აზიდა ნიტამ და ბიჭს წინ დაუდგა...
–რამდენიმე ვარიანტი მაქვს... ყველაზე იშვიათ რჩევას მოგცემ და არა იმას რომელსაც საზოგადოდ ვიძლევი...
–მიზეზი?
–შენთვითონ იშვიათი შემთხვევა ხარ და საზოგადო რჩევები არ მოქმედებს შენზე...
–მაშინ რჩევას ვუსმენ! ნასიამოვნები სახით შეხედა გიორგის
–ცხოვრება ხიფათებით არის სავსე და რაც უფრო გავურბივართ მას, მით უფრო გვითრევს და მოგვყვება, ამიტომ პირდაპირ დაუდექი და შეეჯახე როგორი მწარეც არ უნდა იყოს...
–სასიკვდილო რომც იყოს მაინც?! ოდნავ ნაღველი შეეოარა ნიტას ხმაში
–ყველა სიკვდილის შვილები ვართ ეს ხომ იცი... ხიფათში მეტის ადრენალინი და სიამოვნებაა.. შესაძლოა 100წლამდე იცოცხლო და მთელი რუდუნებით განვლო ეს წლები, მაგრამ 2–3 დღის ხიფათი მეტად სასიამოვნო და ტკბილი იყოს...
–ცოლად გავყვე კაცს რომელიც წლებია მოსაკლავად მეძებს?! ამას ამბობ?!
–ეს ხომ შენც გინდა? ბავშვის გამოვო არ თქვა რადგანა რ გევხარ ისეთ გოგოს რომელიც მარტო ვერ აღზრდის შვილს
–გგონია მისი ცოლობა მინდა? გაბრაზება შეიმჩნეოდა ნიტას ხმაში–საიდან დაასკვენი ეს სისულელე?
–რომ არ გინდოდეს ამდენ ხანს არ იფიქრებდი, მითუმეტეს რჩევას სხვას არ ჰკითხავდი.. შიინაგანად კარგად იცი რომ რაღაც გიზიდავს და გიბიძგებს მისკენ... (გამარჯვებული მზერით დაასრულა სიტყვა გიორგიმ)
–კარგი გეყოფა... სახლში წავალ... ( ნიტას ზუსტად ის რეაქცია ჰქონდა რაც გიორგის სურდა რომ ჰქონოდა, დააფიქრა გოგონა პრობლემის ორ მხარეზე, მის გადაწყვეტის გზებზე)
–შეხვედრამდე ამირეჯიბის ქალბატონო! იგივე გამომეტყველებით დაეშვიდობა...
***
ესეც მერვე თავი... მიხარია რომ დღეს მოვასწარი დადება... მადლობა წინა კომენტარებისთვის, ისე გამეხარდა რომ ვერ აღვწერ... უდიდესი სტიმული ხართ ჩემთვის.
მართალია არცისე დიდი თავია, მაგრამ სულ არ დადებას ესე ვარჩიე



№1  offline წევრი gogona tbilisidan

პირველი ვარრ და წავედი წავიკითხო relaxed joy joy joy

 


№2  offline წევრი jina

gogona tbilisidan
პირველი ვარრ და წავედი წავიკითხო relaxed joy joy joy

immedia cudi ar aris :*

 


№3 სტუმარი morningstar

აუუუ რა მაგარია, ისეთი ისტორიაა სულ უფრო და უფრო რო გითრევს, გრეგორი ვინაა საერთოდ რა საინტერესოა, ნიტამ მისი ვინმე ხომ არ მოკლა შემთხვევით? მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს. ყოჩაღ ძალიან მაგარი ისტორიაა.

 


№4  offline წევრი jina

morningstar
აუუუ რა მაგარია, ისეთი ისტორიაა სულ უფრო და უფრო რო გითრევს, გრეგორი ვინაა საერთოდ რა საინტერესოა, ნიტამ მისი ვინმე ხომ არ მოკლა შემთხვევით? მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს. ყოჩაღ ძალიან მაგარი ისტორიაა.

uzomod mixaria aseti reaqcia rom gaqvs :* dzalian didi madloba azristvis :* xval an zeg iqneba azali tavi :*

 


№5  offline წევრი gogona tbilisidan

jina
gogona tbilisidan
პირველი ვარრ და წავედი წავიკითხო relaxed joy joy joy

immedia cudi ar aris :*

პატარა თავიაა(((

 


№6  offline წევრი jina

gogona tbilisidan
jina
gogona tbilisidan
პირველი ვარრ და წავედი წავიკითხო relaxed joy joy joy

immedia cudi ar aris :*

პატარა თავიაა(((

samagierod ar davagviane :)))

 


№7  offline წევრი Akira

Dzalian momwons.. arasdros minda damtavrdes... Vkvdebi ise mainteresebs ra moxdeba shemdegshi.. gelodebi cota didiii tavebit... Chemi saxit + 1 mkitxveli... �

 


№8  offline წევრი jina

Akira
Dzalian momwons.. arasdros minda damtavrdes... Vkvdebi ise mainteresebs ra moxdeba shemdegshi.. gelodebi cota didiii tavebit... Chemi saxit + 1 mkitxveli... �

shevamchnie pirvelad damikomentare da ici rogor gamexardaa ^_^ ^_^ vecdebi yvelanairad gavitvaliswino chemi mkitxvelis rcheva da azri ♡♡♡♡

 


№9  offline აქტიური მკითხველი La-Na

ბევრი ინტრიგა დაგვიტოვეთ.ვინაა გრეგორი?რატომ ეძებს წლები მას მოსაკლავად?რა მოითმენს უფ ( smile ) გამოცდებს იმედია მალე გადააგორებ წარმატებულად და სულ მთლად ჩვენი იქნები smile
--------------------
ლანა

 


№10  offline წევრი jina

La-Na
ბევრი ინტრიგა დაგვიტოვეთ.ვინაა გრეგორი?რატომ ეძებს წლები მას მოსაკლავად?რა მოითმენს უფ ( smile ) გამოცდებს იმედია მალე გადააგორებ წარმატებულად და სულ მთლად ჩვენი იქნები smile

imedia warmatebit davamtavreb pirvel kurss ^_^ :* :* madloba shen :*

 


№11  offline წევრი niio

აუ როგორ მიყვარს შენი წერის სტილი შენ ხომ არ ციცი laughing kissing_heart

 


№12  offline წევრი jina

niio
აუ როგორ მიყვარს შენი წერის სტილი შენ ხომ არ ციცი laughing kissing_heart

me kidev sheni komentarebi miyvars :*

 


№13  offline წევრი niio

როდის გიმთავრდება გამოცდები?

 


№14  offline წევრი jina

niio
როდის გიმთავრდება გამოცდები?

niio
როდის გიმთავრდება გამოცდები?

12dan mewyeba 26mde, am kvirashi prezentaciebistvis vemzadebi D

 


№15  offline წევრი niio

jina
niio
როდის გიმთავრდება გამოცდები?

niio
როდის გიმთავრდება გამოცდები?

12dan mewyeba 26mde, am kvirashi prezentaciebistvis vemzadebi D


ვუიმე

 


№16  offline წევრი nini sabauri

Ra kargia rom dade, gamixarda zalian❤
Rogor mainteresebs gregori sinamdvileshi vinaa, aqamde aseti rame ar warmomedgina. Nitaa mecodebaa, magram vici rom zlieri personajia da amasac gauzlebass.
Vgijdebi sheni weris stilze..
Shemdeg tavs veli rogorc yoveltvis moutmenlad❤

 


№17  offline წევრი jina

nini sabauri
Ra kargia rom dade, gamixarda zalian❤
Rogor mainteresebs gregori sinamdvileshi vinaa, aqamde aseti rame ar warmomedgina. Nitaa mecodebaa, magram vici rom zlieri personajia da amasac gauzlebass.
Vgijdebi sheni weris stilze..
Shemdeg tavs veli rogorc yoveltvis moutmenlad❤

uzomod gamaxare rom mogwons :* :* axla vwer da davdeb imedia esec mogewoneba :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent