შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძველი პიანინო - 69


6-06-2017, 10:17
ავტორი Lex
ნანახია 1 337

69.
თავიდან ფიფოს ეგონა, რომ ამ საქმის ძირი დაახლოებით ოცი ან ოცდაათი წლის წინ იწყებოდა, მოგვიანებით კი ახალი ვერსიებისა და ფაქტების მოზღვავებამ, დანაშაულის მოტივის წარმომავლობამ, იგი უკვე ორმოცი წლით გადასწია უკან და ისიც მხოლოდ მიახლოებით და დაუზუსტებელი ფაქტებით იყო შემოფარგლული.
არქივების ამოქექვას არც თუ ისე ცოტა დრო და ძალა დასჭირდა. ფიფომ მამამისის ძველი კავშირები გამოიყენა. სხვადასხვა მიზეზით ხან ვინ შეაწუხა და ხან ვინ. ყველაფერს დიდი სიფრთხილით აკეთებდა. ბევრი იწვალა და ირბინა, თუმცა ბავშვის არსებობისა და ვერც გოგონას მშობიარობისა და თუ კლინიკაში მოთავსების ვერანაირ კვალს ვერ მიაკვლია. უკვე ოფიციალურად ჩათვალა, რომ ბავშვი არც დაბადებულა და ამით საბოლოოდ დახურა ეს თემა.
მაგრამ მერე მაინც ეჭვმა არ მოასვენა. გოგონას დედა სწორედ იმ კლინიკაში მუშაობდა სადაც სხვა ორი მსხვერპლი. ახლა უფრო მეტად დაინტერესდა მსხვერპლთა ისტორიით და აღმოაჩინა, რომ კიდევ რამდენიმე მსხვეპრლიც იმავე კლინიკის მეზობლად სულ სხვა სამკურნალო თუ სამშობიარო დაწესებულებებში მუშაობდნენ...
და საინტერესო ის იყო, რომ ეს ყველა შენობა ერთ დიდ ტერიტორიაზე იყო განლაგებული, მაგრამ კავშირი?..
სამწუხაროდ ფიფომ სხვა ვერარანაირი კავშირი ვერ აღმოაჩინა..
„რა მჭირს რა?..
იქნებ მე ვერ ვაკეთებ რაღაცას სწორად?“
ასე გონებაამღვრეული ისევ „ხანუმა დეიდას“ მიადგა. მისგანაც ვერაფერი სახარბიელო პასუხი ვერ მიიღო, თუმცა მაინც უთხრა:
- შენ გირჩევნია ჯერ შენს საქმეებს მიხედო, მაგრამ ეს რაღაც კავშირები, ტყუილად არ იქნება ასე ერთმანეთთან გადახლართული. ეს საქმე დროებით გვერდზე გადადე, გონება დაასვენე მისგან. ამ ეტაპზე ეს წვრილ-წვრილი ინფორმაციები ჯერ არაფრისმთქმელია და როგორც ჩანს ამით საქმე ვერ გაიხსნება. სხვა გზიდან უნდა მიუდგე. არ არის გამორიცხული ამათი შემთხვევითი კავშირები, მართლაც სრულიად შემთხვევითაც რომ იყოს ამოტივტივებული, მაგრამ ასეთი და ამდენი დამთხვევების ნამდვილად არ მჯერა... და ვინ იცის, იქნებ მერე მართლაც გაგიღიმოს ბედმა და შენივე დაწყებული საქმე ისევ შენვე გახსნა...
„არა რა...
ნამდვილად დათარსული ვარ რაა...
საშინელი შავი აურა მეხვევა ირგვლივ, თანდათან უფრო და უფრო მბოჭავს, ისე ძლიერად მიჭერს მარწუხებს, რომ გასაქანს არ მაძლევს...
ერთი რაღაც წერტილი სიბნელეში შემოიჭრება და მერე იმაზე უფრო მეტად ჩამობნელდა ვიდრე წინაზე იყო...
ან გავხსნი ამ საქმეს და ან შევეწირები...
სიცოხლის ბოლომდე დავიწყებ ბრძოლას და მანამ არ დავიხევ უკან სანამ ფონს არ გავალ...
სანამ არ გავაღწევ ამ დაბურული წყვდიადიდან...
არ გავჩერდები...“
მხატვარს მაშინ მიადგა, როცა მიმი უკვე წასასვლელად ემზადებოდა.
ცოტა ხვეწნაც გამოუვიდა დარჩიო. თითქოს მიმიც ფეხს ითრევდა. ჩანდა, ძალიან გაახარა ფიფოს დანახვამ.
ბოლოს გადაწყვიტა ცოტა ხნით მაინც შევრჩებიო.
სრულიად შეიცვალა მის მიმართ. ბოლოს ფიფოს დანახვაზე რაღაც წვეთი გულში მწარედ ჩასწყდებოდა. ახლა კი პირიქით, იმდენად ბედნიერი და გახარებული იყო, რომ თავადაც უკვირდა.
ფიფოც მასავით მონატრებული თვალებით შესცქეროდა...
ბოლოს მაშინ ნახა სახელოსნოში ყოფნისას პიპას მესიჯი, რომ მიიღო...
პიპა...
საოცარი ადამიანი, მისი საოცარი მანერებით, უცნაური და გამოუცნობი საქციელებითა და სითბოთი...
მიმის მის ხსენებაზე სუნთქვა ეკვროდა...
მაგრამ აბა ვისთან უნდა ეხსენებინა, როცა ყველასგან ფარულად მეგობრობდა, თუმცა დასამალი არც არაფერი იყო...
რატომღაც თავისდაუნებურად ასე გამოვიდა...
- თეფში წამოიღე რა შენთვის, ხომ იცი სადაც არის, ნუ ამაყენებ -
არც აცალა წესიერად ფიფოს შემოსვლა იმ წამსვე მიახალა მხატვარმა.
- ისე მივეჩვიე შენთან გემრიელ სადილს, რომ შემოსვლისთანავე ვფიქრობ დღეს რა გექნება მენიუში.
სიცილით დაუმატა ფიფომ და სუფრაზე ოთხკუთხა მინის საცხობ ფორმაში უკვე განახევრებულ კერძს ჩახედა.
- დაახლოებით ლაზანიას ვარიანტია. ბოსტნეულში ფენებად ჩაფენილი შემწვარი ქათმის ხორცი და ჩემი ყოფილი ცოლუკას საფირმო სოუსით გაჯერებული.
ფიფოს ცნობისმოყვარეობა დააკმაყოფილა მხატვარმა.
- უგემრიელესია, არ ინანებ.
დაუმატა მიმიმ. თავად შესვენებაზე სადილად გამოსულმა სახელოსნოში შემოირბინა, სადაც ახალგაღვიძებული და საკმაოდ მოშიებული მხატვარი დახვდა.
- კუჭი დამოუკიდებლად მოაზროვნე ორგანოა და არ სცნობს ვიღაც ორფეხა ადამიანის მიერ დადგენილ წუთებსა და წამებს, - ეს ჩემი აქსიომაა. – მინდა ვისადილებ და მინდა ვივახშმებ! -
ამით იმართლებდა თავს მხატვარი.
მიმი კი სიცილს ვერ იკავებდა:
- ასე, როგორ შეგიძლია ახალგაღვიძლებულზევე უცებვე ისადილო?
- და შენ გგონია, რომ მართლა მძინავს? მე ძილშიაც ვმუშაობ, ჩემი ტვინი ძილშიც იმდენ რამეზე ფიქრობს, რომ მერე მშივდება! ჰო, რა გაცინებს, ძილშიაც მშივდება და აი სწორედ მაშინ მეღვიძება.
მიმი ჩვეულებისამებრ რამე გემრიელობებით სტუმრობდა. ფიფომაც იცოდა ტკბილეულის მოტანა. ცდილობდა შოკოლადიანი ნამცხვრები შეერჩია, რადგან მიმის უყვარდა, მაგრამ მას მერე რაც მიმი აღარ სტუმრობდა მხატვარს, მხოლოდ კონიაკითა და სიგარეტის შემოწირვით იფარგლებოდა. მხატვარი კი ყოველთვის თავისი ყოფილი ცოლის გამზადებულ სადილს ახვედრებდა. და თითქოს ტრადიციად ექცათ ასე, სტუმრებს დესერტი მოჰქონდათ, ახალ გაღვიძებული მასპინძელი კი საუზმის ნაცვლად გემრიელი სადილით უმასპინძლდებოდა.
ახლაც სადილობის დრო იყო და ახლაც ისევ ერთად შეიკრიბნენ და უკვე სამივე გრძნობდა, რომ ერთ დროს დასასრულისკენ მიმავალი მათი ტრადიციული თავშეყრა, კვლავ განახლების გზაზე დამდგარიყო.
ძველი მეგობრების შეკრებას, ძველი ამბების გახსენებაც მოჰყვა და ფიფოს გამოძიებამდეც მივიდნენ.
წუხილი გამოთქვეს, რომ ამდენი წვალების შემდეგ ფიფო საქმეს ჩამოაშორეს.
- მოდი რა ჩვენ მაინც გამოვიძიოთ. რა არ შეიძლება? –
თვალი ჩაუკრა მხატვარმა მიმის.
- რატომაც არა, ჩვენ გავარკვიოთ და ვაჩვენოთ როგორ უნდა მუშაობა -
აკისკისდა მიმიც.
ფიფომ კი ხელები ასწია:
- მე - პას! რომც ჩავერიო, ვერც საქმის მასალებს გამოვითხოვ, თუნდაც იმიტომ რომ მე არ მეხება და საერთოდ ახლა სულ სხვა საქმეზე ვმუშაობ.
- ვაა, ჩვენც გვითხარი რაა, თუ საიდუმლო არ არის? –
მხატვარი სიგარეტს დასწვდა და მოსასმენად მოემზადა
- საქმე ისედაც გახსნილი შემოვიდა, თვითმკვლელობა იყო, გამოსაძიებელი არაფერი დარჩა, თუმცა... –
ფიფო გაჩუმდა. გოგონას თვითმკვლელობა აწმყო დროში უნდოდა გადმოეტანა, თითქოს და ახალ მომხდარი ამბავი, თან ამ წამიერი დუმილით მიმის რეაქციებს აკვირდებოდა, თუ მართლაც მკვლელობათა სერიების თანამონაწილე იყო, იქნებ რაიმე წამოსცდენოდა ან სახეზე მაინც ხომ შეეტყობოდა.
- მაგრამ რა?.. –
ვეღარ მოითმინა მხატვარმა.
მიმის კი ისეთივე რეაქცია ჰქონდა, როგორიც მხატვარს და სხვა არაფერი განსაკუთრებული.
- მოკლედ, მოგიყვებით რა, როგორც ძველ მეგობრებს, მხოლოდ ხომ იცით, ჩვენში უნდა დარჩეს რა. –
ფიფომ მუდარის თვალებით გადახედა ორივეს.
- ოოო, კარგი რა... არ გრცხვენია, ბავშვი ხომ არ ვარ . – იწყინა მხატვარმა. თან მიმის გახედა. -აბა მე ვის უნდა მოვუყვე, აი მიმიმ უნდა დადოს პირობა, რომ თავის ახალ შეყვარებულს არაფერს მოუყვება.
მხატვრის ამ მწარე სიტყვებზე მიმი გაწიწმატდა:
- არავითარი შეყვარებული არ მყავს! არც ახალი! და არც ძველი! –
ეს ბოლო სიტყვები უკვე ბევრად დაწეული ხმით გამოუვიდა.
ფიფო წამოჭარხლდა, დაიბოღმა
„ძველი, ძველი. რა გააჭირა ამ მხატვარმა, შანსს არ უშვებს ხელიდან, რომ არ წამკბინოს.“
- ხო, კაით, რა მოგივიდათ? მერე მოგვიყევი ბარემ რაშია საქმე, მანდაც ნიღაბი ხომ ეკეთა ვინმეს? –
თავისივე უკმეხად ჩამოგდებული სიტყვა, თვითონვე გაფანტა მხატვარმა.
- არა რა ნიღაბი, მორჩა უკვე ნიღბიანი მსხვეპრლი. –
ისევ მიმის რეაქციას ჩააშტერდა ფიფო და განაგრძო:
- ახალგაზრდა ქალმა თავი მოიწამლა. ორსულად იყო და მშობლები ბავშვს ეძებენ.
ფიფომ გოგონა ახალგაზრდა ქალით შეცვალა, ხოლო თვითმკვლელობა - თავის ჩამოხრჩობის ნაცვლად მოწამვლით გადააკეთა. თუმცა მიმის ისევ ისეთი ჩვეულებრივი რეაქცია ჰქონდა, როგორიც სხვა ნებისმიერ მსმენელს ექნებოდა და სხვა არაფერი განსაკუთრებული.
- ორსულობის პერიოდში მსხვეპრლი სახლიდან წასულა, მხოლოდ ტელეფონით ეკონტაქრებოდა ახლობლებს ისიც იშვიათად, მერე სულ შეწყვიტა ყველასთან და ყველაფერთან კონტაქტი და თავიც ჩამოიხრჩო. –
დაასრულა თუ არა ფიფომ მოყოლა, წამსვე ენაზე იკბინა, მაგრამ უკვე გვიანი იყო.
- აბა შენ ახლა არ თქცი თავი მოიწამლაო. –
არ აცალა სიტყვის გამოსწორება მხატვარმა.
- ხო, მოიწამლა, რა იყო ამერია, არ შეიძლება შემეშალოს? –
დაიძვრინა თავი ფიფომ.
- და ბავშვის ამბავი? –
ჩაერია მიმი.
- ეგ უკვე აღარ ვიცი, ახლობლები ვარაუდობენ, რომ შესაძლებელია გაეჩინა, ან მერე გააშვილა და ვეღარ გადაიტანა, მაგრამ ახალშობილი სადღაც, ხომ უნდა გაეტარებინათ, არა... ვერსად ამ გოგოს მშობიარობის კვალს ვერ მივაგენი. –
როგორც იქნა დაასრულა ფიფომ თავისი შელამაზებული ვერსია და რეაქციებს დაელოდა.
ვერსიები, როგორც ყოველთვის უამრავი წამოვიდა, მაგრამ ფიფოსთვის არაფერი სახარბიელო, ბოლოს ჩამოწოლილი დუმილი მიმიმ დაარღვია:
- მე, რომ მის ადგილას ვყოფილიყავი, რადგან არავის მინდოდა, რომ გაეგო მაშინ.... მაშინ ჩემი გვარით კი არა სხვისი გვარით ვიმოქმედებდი... ჰო! პირველი რაც მომაფიქრდებოდა ეს დედაჩემის გვარი იქნებოდა.
- არა, მერე პირადობას, რომ მოგთხოვდნენ? მერე რას იზამდი? –
ჩაერია მხატვარი.
- ჰო, მართალი ხარ, შეიძლება სხვისი გვარი გამოიყენო იმ შემთხვევაში თუ იმ გვარის პატრონი თან გახლავს თავისივე პირადობით, თუ რაიმე საჩქაროა და გადაუდებელია, სანამ შენს ნამდვილ პირადობას წარადგენ, მაგრამ თუ მშობლებს ემალებოდა მაშინ?.. ალბათ ვიღაც დაეხმარა... საწყენია, რომ ის ვიღაც არ იცი ვინ არის, თორემ იქნებ...
მაგრამ ფიფო უკვე აღარ უსმენდა.
„ყოჩაღ მიმი, ისევ შენ მეხმარები, თუმცა მაინც შენზე მაქვს რაღაც ეჭვები. იქნებ მაგიტომაც მეხმარები, რომ საქმის კურსში ხარ?..
ჰმ, რა თქმა უნდა აბა რა...
გოგონას დედა თავისი გვარით მოათავსებდა, თანაც არასრულწოვანი იყო, დედა დაუდგებოდა თავდებად და თავისი გავლენით მისივე გვარს ჩააწერინებდა, ვერც ვერავინ შეეწინააღდეგებოდა, თუნდაც ის მიზეზიც საკმარისი იქნებოდა, რომ შვილის სახელის გატეხვას მოერიდა და ამიტომაც იქცეოდა ასე...
მე იდიოტმა კი გადავქექე იქაურობა...
აზრადაც არ მომსვლია სხვა გვარით მეძებნა...
ყოჩაღ მიმი, კარგი გოგო ხარ...
ეჰ, ნეტა მართლა არაფერ შუაში იყო და...
თუნდაც სულ შევწყვეტდი გამოძიებას!...
არა, არა! გამოძიებას ნამდვილად ვერ შევეშვები...
შენ თუ მართლა არაფერ შუაში ხარ, ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ საერთოდ არ გამოგაჩინო...
აი მაგას კი ნამდვილად შეგპირდები და მართლაც უკან არ დავიხევ...“

LEX·2017 წლის 4 მაისი, ხუთშაბათი.



№1  offline წევრი Lex

მერე თიკუნა რატომ კითხულობთ? თქვენს გარდა არსი აქ ხალხი ვინც ელოდება, თუნდაც თითებზე ჩამოსათვლელი
არერთხელ დავწერე ანოტაციაში, და კონკრეტულად თქვენთვის დავწერე, ახლა აღარ ვაპირებ უბრალოდ მოკლედ ისევ პირადად თქვენ აგიხსნით ყველას ტვინი ვერ იტანს ყველაფერს, ამიტომ შეარჩიეთ ის რასაც ადვილად კითხულობთ, რა პრობლემაა.
და საერთოფ რას გადამეკიდეთ, დაწერეთ უკეთესი ვინ დაგიშალათ :)
--------------------
Lex

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent