შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერების რეცეპტი (ოცდამეცხრე თავი)

6-06-2017, 19:20
ავტორი murachashvili
ნანახია 3 940

ერთი კი შეავლო თვალი ციხის უფროსის კაბინეტს ელენემ, იგივე კედლები, იგივე ფარდები, თუმცა ავეჯი აშკარად შეეცვალა ირაკლის. მარჯვენა კედელთან ორკაციანი სამი სავარძელი და ჟურნალების მაგიდაც დაემატებინა მასპინძელს. იქვე კუთხეში პატარა მაცივარი და ბარიც დაედგა, ოთახის შუაში სამუშაო გრძელი ხის მაგიდა და გორგოლაჭიანი სკამი მოეთავსებინა.
ოდნავ შესამჩნევად გაეღიმა ელენეს, როცა გაიაზრა, რომ ირაკლის ოთახის წყობა დეპარტამენტის თავმჯდომარის კაბინეტის ზუსტი ასლი გახლდათ. ერთად-ერთი რაც ამ ოთახის ინტერიერში აშკარად არ ჯდებოდა, მაგრამ პატრონი ვერ შელეოდა, კუთხეში მიდგმული რკინის სკამი გახლდათ.
- თორნიკეს სკამი?! - უსიამოვნოდ გასცრა, როცა ამავე სკამზე მიბმული ქართველიშვილი გაახსენდა.
- ვისთვის სკამი და ვისთვის საწამებელი იარაღი! - ირონიულად გამოეპასუხა საკუთარი ხმა.
- ყავა, ჩაი? - ფიქრებიდან ირაკლის მეგობრულმა ტონმა გამოიყვანა.
- ნუ წუხდებით, სასადილოში მივირთვი... - იქვე მდგომ პირველივე სავარძელზე ჩამოჯდა ელენე.
- არც წვენი? - ამჯერად მაცივრიდან ჩაცივებული ნატურალური ალუბლის წვენი გამოიღო მამაკაცმა.
- არა, გმადლობთ! - ხელოვნური თავაზიანობით პოზიციას არ იცვლიდა გოგონა.
- ელენიკო, ელენიკო, როგორ ფიქრობ, არ დადგა დრო საბოლოოდ დავივიწყოთ ჩვენი მტრობა?! - გვერდით სასურველზე მეტად ახლოსაც კი მიუჯდა მამაკაცი.
- მტრობა? განა მტრები ვართ? - გველნაკბენივით წამოხტა ელენე ადგილიდან.
- არა?! მაშინ რატომ მერიდები?! - ქვემოდან, უტიფრად შესცქეროდა ირაკლი სახეალეწილ ქალიშვილს.
- ბატონო ირაკლი, ვერ ვხვდები, რა მიმართულებით მიგყავთ საუბარი?!..
- ვერა?! უცნაურია... - ირონოულად გაეცინა - კისერი მეტკინა ასე ყურებით, იქნებ ჩამოჯდეთ, ელენე?! - ქალიშვილის სახელი განსაკუთრებული მახვილით წარმოთქვა მან.
- როგორც თქვენ ბრძანებთ! - ცდილობდა თავაზიანობის ნორმებს ამოფარებულს დაემალა გაღიზიანება, თუმცა იგივე სავარძელში აღარ დამჯდარა, ამჯერად მოპირდაპირე მხარეს დაუსკუპდა ქალიშვილი.
- მაინც მგონია, რომ წვენი გინდა! - თბილად გაუღიმა ირაკლიმ და სითხით სავსე ჭიქა ჟურნალების მაგიდაზე დადგა, თუმცა გოგონას აღება არც კი უფიქრია, ერთი კი შეხედა ამრეზით და ისევ წინ მჯდომს მიუბრუნდა - უცნაური გოგო ხარ, ელენე, სხვა შენს ადგილზე...
- უკაცრავად, ფამილარობისთვის, ბატონო ირაკლი, აქ ჩემი უცნაურობების განსახილველად შემომიყვანეთ?! - საკუთარი დამოკიდებულების დაფარვას აღარ ცდილობდა ელე.
- არა საქმე მქონდა, თუმცა ვაღიარებს, როცა ქვეშევრდომთან მეგობრული დამოკიდებულება გაქვს, გინდა მანაც პატივისცემით გიპასუხოს. შენგან კი სამწუხაროდ მხოლოდ სიცივეს ვიღებ.
- ქვეშევრდომთან?! არ ვიცოდი. თუმცა თქვენვე აღნიშნეთ, თქვენ უფროსი ბრძანდებით, მე კი ქვეშევრდომი. - აშკარად ერთობოდა ელენე - ერთმანეთთან მეგობრობას არავინ გვთხოვს, მხოლოდ კოლეგიალური ურთიერთობით თუ შემოვიფარგლებით, საწინააღმდეგო ნამდვილად არაფერი მექნება.
- ცოტა მეტიც რომ მოვინდომო?! - თვალები დაუწვრილდა ვნებისგან ირაკლის.
წინ მჯდომ მამაკაცს ყურადღებით აკვირდებოდა ელენე, იქნებ სხვა დროს, სხვა სიტუაციაში სიმპატიურადაც კი მოსჩვენებოდა, მაგრამ ამ წუთში მხოლოდ ზიზღს გრძნობდა.
- თქვენივე კეთილდღეობისთვის, არ მოვინდომებდი! - კბილებში გამოსცრა ქალმა.
- მემუქრები კიდეც?! - ახარხარდა ირაკლი - რადგან ასე გსურს, ხელებიც ამიწევია! ჩემზე აშკარად ზედმეტად ცუდი წარმოდგენა შეგექმნა, არც მოძალადე ვარ და არც მექალთანე. ამ შემთხვევაში მხოლოდ უფროსის როლით შემოვიფარგლები. - თვალი ჩაუკრა გოგონას, წამოდგა, სხარტი ნაბიჯით მისივე სამუშაო მაგიდას მიუახლოვდა, ქაღალდების საკმაოდ მოზრდილ დასტას დასწვდა და გოგონას დაუდევრად მიუყარა - ამ დოკუმენტებზე შენი ხელისმოწერები მჭირდება!.
- ჩემი?! - ეჭვით გახედა ელემ წინ გაშლილ თაბახის ფურცლებს.
- დიახ, შენი. ერთ საქმეზე მოწმედ უნდა გამოხვიდე. - ხმა გაუმკაცრდა ირაკლის.
- კარგით, წავიღებ, გავეცნობი და ხელმოწერილს შემოგიტანთ.
- არა, არა, ქალბატონო, ეს საბუთები დღესვე მჭირდება. - ხელისმოსაწერად კალამი მუქარანარევი სიცილით მიაწოდა მამაკაცმა.
- არ დაგიგვიანებთ, გადავხედავ და დღესვე შემოგიტანთ!... - მიამიტურად ააფახუნა თვალები გოგონამ და ისევ ქაღალდებს დასწვდა.
- მგონი ვერ მიმიხვდი! - ტონი შეეცვალა ირაკლის - დოკუმენტებზე ხელი ახლავე უნდა მომიწერო!...
- ბატონო ირაკლი... - უსუსურად ცდილობდა ელენე მისი პოზიციის დაცვას.
- გელოდები! - პირფერობა აღარ ახსოვდა, ამჯერად აშკარად ემუქრებოდა მამაკაცი.
ბოღმა ახრჩობდა ელენეს. თავს ძლივს იკავებდა, რომ არ აყვირებულიყო.
- ზოგჯერ მოთმინებით მეტის გაკეთება შეგიძლია! - ჯუმბერის სიტყვები ამოუტივტივდა გონებაში.
- ამ ეტაპზე იქნებ მართლაც ასე სჯობს! - მეტი გამბედაობისთვის საკუთარ თავს შეუძახა.
მაგიდაზე დაგდებულ კალამს დასწვდა, ხელები უკანკალებდა, თუმცა მაინც მოახერხა ფურცლების დასტაში ხელისმოსაწერი გრაფის მოძებნა. მიუხედავად ირაკლის იქ დგომისა, თვალი მაინც გაექცა ნაბეჭდი ტექსტისკენ. პირველივე სვეტში ნათლად ამოიკითხა, განცხადება, მსჯავრდებულ, თორნიკე ქართველიშვილის განმეორებით დანაშაულის ჩადენის თაობაზე.
- ხელმოწერა ყველა გვერდზე მჭირდება, სახელი და გვარი, სრულად და გარკვევით! - აშკარად კმაყოფილი, ისევ დირექტივებს აძლევდა ირაკლი.
- დიახ, გასაგებია! - მოწოლილი ცრემლების შეკავება როგორღაც შეძლო, ნერწყვი ძლივს გადაყლაპა, ისევ სავარძელში მოთავსდა, დოკუმენტები კალთაშივე დაილაგა და ნელ-ნელა დაიწყო ხელისმოწერა.
- უცნაური გოგო ხარ. გიყვარს დრამატიზმი. ხედავ?! სულაც არ ყოფილა რთული! - ირონიულად უღიმოდა ირაკლი.
- მართალი ბრძანდებით. სულაც არაა რთული! - სულ ცოტაც და ბოღმისგან დაიხრჩობოდა.
ცალი თვალით გახედა მაგიდაზე დადებულ ალუბლის წვენს. ქაღალდების დასტიანად გადაიწია ჭიქისკენ. ორივე ხელით ისე მოეჭიდა ჭურჭელს, თითქოს ჭიქის დავარდნის ეშინოდა.
- ხომ გითხარი, წვენი გენდომებაო?! - ისევ ირონიულად იცინოდა მამაკაცი.
- როგორც ყოველთვის ამჯერადაც მართალი გამოდექით! - უჩვეულოდ კმაყოფილმა დახედა ვითომ შემთხვევით კალთიდან ჩაცურებულ ფურცლებს და ხელიც გაუშვა სითხეს.
- ოხ, მე შენი!... - ირაკლის უწმაწური გინება სწრაფადვე მისწვდა სმენას. მოულოდნელმა ძლიერმა ბიძგმა უკან გადააგდო ელენე, წონასწორობის შენარჩუნება ვეღარ შეძლო, გოგონა ძირს დავარდა. თვალებ დაქაჩული მამაკაცი რამდენიმე წამში ზემოდან მოექცა. მთელი ძალით, გამეტებით ურტყამდა ქალიშვილს. თუმცა ელენე ვერც ტკივილს გრძნობდა და ვერც სასოწარკვეთას, საკუთარი ნამოქმედარით ზედმეტად კმაყოფილს, მხოლოდ ერთი ადარდებდა, ჯიუტად ერთ წერტილს მისჩერებოდა და ელოდა. ძირს გაშლილ თაბახის ფურცლებზე ნელ-ნელა იშლებოდა მოწითალო სითხე, სრული კმაყოფილება მხოლოდ მაშინ მოვიდა, როცა წვენმა მთლიანად დაფარა ქაღალდები. ერთად-ერთი რაც გაიაზრა ის იყო, რომ ემბრიონის პოზაში მყოფმა სახეზე აიფარა ხელები.
- დედას მოგი... დედას!- ისევ ღრიალებდა მამაკაცი. ისევ ურტყამდა მოკუნტულ გოგონას.
ძნელია იმის თქმა რამდენ ხანს გაგრძელდა ეს ყველაფერი. იქნებ წუთები, იქნებ წამებიც, თუმცა გოგონას საუკუნედ ეჩვენებოდა. რაღაცამ გაიჭახუნა, რაღაცამ გაიტკაცუნა. მხოლოდ ძლიერი ტკივილის შემდეგ აღიქვა, რომ ეს მისივე დამტვრეული ძვლების ხმა გახლდათ.
- ირაკლის რას აკეთებ?! სულ გაგიჟდი?! - სადღაც შორიდან ჩაესმა ჯუმბერის ღრიალი. თითქოს ყველაფერი მეორდებოდა, ამჯერად ელენეს ნაცვლად მანანა კიოდა. ამჯერად თავად იყო მსხვერპლი. გამოსახულებები სულ უფრო და უფრო გაფერმკრთალდა, გონებას კარგავდა ელე.
ბადრაგებმა როგორც იქნა მოახერხეს და აადღლიზეს ქალიშვილს.
- ამის შემდეგ გეცოდინებათ ვისთან გაქვთ საქმე, ამის შემდეგ გეცოდინებათ!... - ისევ იმუქრებოდა ირაკლი - და აღარ მომიგზავნი შენს კახპებს...
- ასეთი მხეცი როგორ ხარ?! - მიუხედავად ბადრაგების შუაში დგომისა, მაინც მოახერხა მანანამ და კატასავით სახეზე მისწვდა.
- ოხ. მე შენი... -ამჯერად მისკენ გაიწია დასარტყმელად ირაკლიმ.
- მოგკლავ, მე შენი! - მოულოდნელად იარაღი იმარჯვა და შუბლზე დაადო ჯუმბერმა ციხის უფროსს.
ასეთი გაცოფებული ნამდვილად არავის ენეხა მოადგილე. ყველა ხვდებოდა, რომ ირაკლის ერთი ზედმეტი მოძრაობაც და მუქარას შეასრულებდა, ხელი არ აუკანკალდებოდა, ისე გამოჰკრავდა სასხლეტს თითს. თვითგადარჩენის ინსტინქტი ზედმეტად კარგად ჰქონდა განვითარებული. როგორც ყოველთვის, ამჯერადაც იმდენი გაიაზრა, რომ ხმა არ ამოეღო. გაფითრებული, უარესის მოლოდინში თვალებ დახუჭული ელოდა განაჩენს.
- ბატონო ჯუმბერ, არ გინდათ, გთხოვთ, - შემართული იარაღი ისევ მანანამ ჩამოაწევინა - ახლა ელენეს უნდა მივხედოთ... - გოგონას შემხედვარე ცრემლებს ვეღარ იკავებდა ქალი.
- ჰო, ელენე, - თითქოს ახლაღა გაახსენდა - ელეს უნდა მივხედოთ! - შემართული იარაღი დაუშვა ჯუმბერმა, ერთ-ერთ ბადრაგს ანიშნა უგონოდ მყოფი გოგონა ხელში აეყვანა - რეზბალნიცაზე დარეკეთ, ჩემი მანქანით ავიყვანთ! - ეს კი... - ამჯერად ისევ უძრავად მდგომ ირაკლის გახედა - ძაღლივით დააბით. აი, ამ რკინის სკამზევე მიაბით. - ზიზღით გამოსცრა კბილებში - იცოდეთ, თუ ბრძანებას არ შეასრულებთ, საკუთარი თავით აგებთ პასუხს! - მუქარით გახედა უხერხულად აწურულ ბადრაგებს მამაკაცმა და უკან მიჰყვა ოთახიდან გასულებს.
- ინანებ ჯუმბერ, ამ საქციელს ნამდვილად ინანებ! - ბადრაგებთან პირისპირ დარჩენილს ისევ დიდი გული მიეცა ირაკლის.
- ახლა რა იქნება ბატონო ჯუმბერ?! - ავტომობილის უკანა სავარძელზე მჯდომ მანანას მკერდზე მიეხუტებინა ელენე და პატარა ბავშვივით ეფერებოდა.
- ერთად-ერთი რაც ზუსტად ვიცი ისაა, რომ ადრე თუ გვიან სანანებელი გამიხდება, ირაკლის ცოცხლად დატოვებაა. - ქალისკენ არც კი გაიხედავს ისე უპასუხა მამაკაცმა.
დეპარტამენტის ეზოდან სწრაფი სიჩქარით გავარდა სირენებ ჩართული ავტომობილების კოლონა. ორთაჭალის მოედანზე წრის დარტყმა არც კი უცდიათ, საწინააღმდეგო მხარეს პირდაპირ გადაკვეთეს გზა და სულ რამდენი წუთში ციხის საავადმყოფოს ეზოში გაჩნდნენ.
მთავარი ექიმი საავადმყოს ექიმებთან ერთად პაციენტთან იყო საოპერაციოში. მის კაბინეტში კი პრობაციისა და სასჯელაღსრულებით სამინისტროს ერთ-ერთ მაღალ ჩინოსანს, სასჯელაღსრულებით დეპარტამენტის თავმჯდომარესა და რამდენიმე ძალოვანი უწყების წარმომადგენელს თათბირი გაემართათ, რაოდენ უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო, იქვე იყვნენ ციხეში ირაკლისთან ერთად ელენს მიერ ნანახი რამდენიმე სამხედროს ფორმიანიც.
- ის გოგო უნდა გააჩუმოთ! - განაჩენივით ჟღერდა ჩინოსანის ხმა.
- გაგვიჭირდება. ელენე არც პატიმარია და არც მსჯავრდებული, ასე მარტივად არ ჩაყლაპავს შეურაცყოფას... - სიგარეტს ნერვიულად ეწეოდა ჯუმბერი.
- ხვდებით მაინც ამ ამბის გახმაურებას რა მოჰყვება?! ისედაც ჭორები დადის პატიმრებზე ძალადობის შესახებ, ჟურნალისტებს ძლივს ვიგერიებთ, სირცხვილით სად გავამხილოთ, რომ პატიმრები კი არა, საკუთარი თანამშრომლებიც კი ვერ დაგვიცავს? - საუბარში ჩაერია თავმჯდომარე.
- ჟურნალისტებს უყვართ ყველაფრის გაბუქება... - თითქოს სიტუაციის განმუხტვა სცადა იქვე მდგომმა სამხედროს ფორმიანმა მამაკაცმა, რომელში ციოლად სეიცნობდით ირაკლის მეგობარ გიორგის.
- გაბუქება?! მაინც რას გულისხმობ გაბუქებაში? ნორმალურად გეჩვენება დღევანდელი ფაქტი? იქნებ ისიც ნორმალურია დაოჯახებული მამაკაცი თანამშრომელ ქალებს გასაქანს არ აძლევდეს?! ალბათ ისიც არაა გასაკვირი, ვიღაცაზე გაბრაზებული, ჯავრის ამოსაყრელად პატიმრებს სცემდე. - ბრაზს ვერ მალავდა თავმჯდომარე - იქნებ ამიხსნა, შენ როგორ ხედავ ამ ამბავს?! ისე მარტივად საუბრობ, მგონი დროა შენთანაც მოვიდეთ და ბავშვთა კოლონიაში არსებული მდგომარეობითაც დავინტერესდეთ! - ნახევრად მუქარით გამოუცახადა მან.
- მისი გამართლება არც კი მიცდია. არც მე ვემხრობი მსგავს მეთოდებს, თუმცა ამ ამბის გახმაურება არაფერს გვარგებს, ირაკლის იმდენი დამსახურება კი აქვს, რომ ვიღაც კახპას არ გადავაყოლოთ.
- შენს ადგილზე სიტყვებს შევარჩევდი... - აღარ მოერიდა სამინისტროს წარმომადგენლის იქ ყოფნას, თვალები დაუბრიალა თავმჯდომარემ გიორგის.
- ფეხებზე გვარგებს თუ არა ამ ამბის გახმაურება! ჩემი კარიერის ფასადაც რომ დამიჯდეს, ეგ ირაკლი დაუსჯელი არ დარჩება! - საბოლოოდ გამოვიდა მდგომარეობიდან ჯუმბერი.
- გასაგებია, თუმცა ერთი რამ არ უნდა დაგვავიწყდეს. ირაკლის უკან ფარნავაზ მოლოდინაშვილი დგას. გენპროკურორის განაწყენება კი...
- არ გიფიქრია გიორგი, რა რეაქცია ექნება მოლოდინაშვილს მისი სიძის ვაჟკაცობის ამბებს რომ შეიტყობს? - ინეტერესით ჩაეკითხა თავმჯდომარე.
- ყველამ კარგად ვიცით, რომ უდოს კომისიაზე გასაგზავნად პატიმრებისგან სერიოზულ კუშებს მაზავდით. - ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე მიმართა ჩინოსანმა გიორგის - იმასაც უნდა მიმხვდარიყავით, რომ საქმე მოითხოვდა ასეთ გადაწყვეტილებას. ეს გოგონა შემთხვევითი თანამშრომელი ვერ იქნებოდა. იმის მაგივრად გვერდში დასდგომოდა. მასთან ეთანამშრომლა, პირიქით. რქებით დაეტაკა. იმდენი ჭკუაც არ ეყო, გაჩერებულიყო და გვერდზე გამდგარიყო. ხვდებით მაინც ვის უპირისპირდებით?!
- მსგავს ბრალდებას ვერ წამომიყენებთ. ბავშვთა კოლონიაშიც მოვიდა ფსიქოლოგი, მასთან თანამშრომლობის პრობლემა ნამდვილად არ გვაქვს. შეგიძლიათ გადაამოწმოთ. - უნებურად თავისმართლებაზე გადავიდა გიორგი.
- ფრთხილად უნდა იყოს ფარნავაზი, მისი შეუბღალავი რეპუტაცია ამ ვაჟბატონმა არ დაასამაროს... - აშკარად ხმამაღლა ფიქრობდა თავმჯდომარეც.
თავმჯდომარეს სიტყვა კაბინეტში მთავარი ექიმის შესვლამ შეაწყვეტინა. დაძაბული მზერით მიაჩერდნენ დაღლილ მამაკაცს:
- მგონი გადავრჩით! - კაბინეტში მყოფებს აშკარად მძიმე ტვირთი მოეხსნათ მხრებიდან, ერთმანეთს კმაყოფილებმა გადახედეს მოთათბირეებმა.
- მადლობა ღმერთს! - როგორ იქნა შუბლი გახსნა სამინისტროს წარმომადგენელმა - ასეა თუ ისეა, ახლა ამ ამბის გახმაურება არ გვაწყობს. - ამჯერად უშუალოდ ჯუმბერს მიმართავდა მამაკაცი - ირაკლის დასჯა ყოველთვის შეგვიძლია, ოღონდ მისივე მეთოდებით, მისივე გზებით! - კარგად მიუხვდნენ რასაც გულისხმობდა სამინისტროს წარმომადგენელი, ზედმეტი კომენტარების გარეშე წამოიშალნენ და ხმაურით დაიშალნენ.

№1 სტუმარი Guest bubu

dzalian saintereso iyo, imedia male dadeb xolme shemdeg tavs.

№2  offline ახალბედა მწერალი murachashvili

Guest bubu
dzalian saintereso iyo, imedia male dadeb xolme shemdeg tavs.

დიდი მადლობა, შემდეგი თავი იქნება შაბათ-კვირას kissing_heart

№3  offline წევრი თუთა პირველი

Guli kinagam gamiskdaa ((((( arc ki vici ra gitxra dzalian mdzimea da dzalian ganvicdii. Yochag shen rom am temas sheechide

№4 სტუმარი Teo.

Ara Ra xom vtqvi iraklis ver vitanmetqi.imedia sxvatuara tornike ardativebs am ambavs ase..ratqmaunda elenec.shen ki dzalian nijieri xar.vai ramoicdis shabatamde...

№5 სტუმარი girl

dzalian nichieri adamiani xar, magari nawarmoebia, sazizgari irakli imedia bolos mainc agebs pasuxs aseti saqcielebis gamo, rac sheexeba tornikes da elenes es ori personaji dzalian miyvars.

№6  offline აქტიური მკითხველი La-Na

ვაიმე როგორ მინდა ისიც ისე ცემონ,როგორც პატიმრებს ცემს და ელენესაც კი მისწვდა.საზიზღარი ადამიანი.შემეცოდა ელენე,თუმცა გამიხარდა თორნიკე რომ არ გაწირა.აი ამას რომ თორნიკე გაიგებს,წარმომიდგენია,მისი რეაქცია.როდის მოვა შაბათ-კვირა ახალ თავს რომ დადებ.იმედია გამოჩნდება თორნიკე
--------------------
ლანა

№7  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ვაიმეეე ახლა ისე ვარ გაბრაზებული რომ ვიბმეს მეც ვცემდი და ირაკლის ჯავრს მასზე ამოვიყრიდი...
ეს ყველაფერი არ უნდა შერჩეს მაგ არაკაცს, თან ფარნას სიძე რომ ყოფილა? ეს ხომ აკას და თკლეს მეგობარი ფარნა არის? იმედია ყველაფერს მალე აეხდება ფარდა და ჩემი თორნიკე გამოვა ისევ ასპარეზზე. უჰ რომ წარმომიდგენია რას უზამს ირკლის სიხარულისგან მაჟრიალებს... ვიცი ამის მერე თორნიკე თავისი სიმართლისთვის იბრძოლებს და ირაკლის ჯანდაბაში გაუშვებს...
ოჰ ანა იმდენი მძაფრი ემოცია მოიტანე, იმდენი მოლოდინი დაგვიტოვე და იმდენად მოუთმენლად გელი რომ ალბათ ახალი თავის დადებამდე გული გამისკდება...
ყოველ დღე ვრწმუნდები რომ შენს ნიჭს საზღვარი არ აქვს... ასე ნათლად, ემოციურად და ჩამთრევად აღწერო სიტუაცია დიდ ნიჭს მოითხოვს, რომლის ნაკლებობას შენ ბამდვილად არ განიცდი.
ახალი თავით გელი მოუთმენლად...

ყველაზე მეტად ნერვებს ირაკლის მეგობარი მიშლის და ის ფაქტი რომ ირაკლი ფარნას სიძე აღმოჩნდა, იმედია ამას არ აპატიებს ფარნა და მოსვამს თავის ადგილას. ძალიან მინდა ირაკლის მეგობარსაც შეუნთოს ვინმემ ცეცხლი და მისი შავ-ბნელი საქმეებიც გამოაშკარავდეს, რატომღაც დარწმუნებული ვარ მასაც ბევრი სიბინძურე ექნება გაკეთებული...

№8 სტუმარი Nene

Askarad ragac saerto gakvs penitencialur sistemastan! Rac sheexeba dgevandel tavs ukve ise davmzimdi voikrob pirdapir bolo tavs wavikitxav imedia mashin mainc ar vitireb. P.S madloba

№9  offline ახალბედა მწერალი murachashvili

თუთა პირველი
Guli kinagam gamiskdaa ((((( arc ki vici ra gitxra dzalian mdzimea da dzalian ganvicdii. Yochag shen rom am temas sheechide

დიდი მადლობა, გეთანხმები, იმდენად სერიოზული თემაა, მეშინია კიდეც ისტორიის ხარისხზე არ იმოქმედოს. heart_eyes

Teo.
Ara Ra xom vtqvi iraklis ver vitanmetqi.imedia sxvatuara tornike ardativebs am ambavs ase..ratqmaunda elenec.shen ki dzalian nijieri xar.vai ramoicdis shabatamde...

smile აშკარად ზედმეტად კარგად ხვდებით ჩანაფიქრს. თუმცა იმხელა წინაპირობა გვქონდა, მგონი ირაკლის მოქმედებების გათვლა არცაა რთული, რაც შეეხება ელეს და თორნიკეს, საბრძოლი ნამდვილად ორივეს აქვთ, ვნახოთ რამდენად მოახერხებენ ბაყბაყდევ, ირაკლის დამარცხებას . wink

girl
dzalian nichieri adamiani xar, magari nawarmoebia, sazizgari irakli imedia bolos mainc agebs pasuxs aseti saqcielebis gamo, rac sheexeba tornikes da elenes es ori personaji dzalian miyvars.

თორნიკე და ელენე მეც ძალიან მიყვარს. ირაკლის მსგავსებზე ჩემი შეხედულება მგონი ისტორიაშიც ჩანს kissing_heart

უცნობი ქ
ვაიმეეე ახლა ისე ვარ გაბრაზებული რომ ვიბმეს მეც ვცემდი და ირაკლის ჯავრს მასზე ამოვიყრიდი...
ეს ყველაფერი არ უნდა შერჩეს მაგ არაკაცს, თან ფარნას სიძე რომ ყოფილა? ეს ხომ აკას და თკლეს მეგობარი ფარნა არის? იმედია ყველაფერს მალე აეხდება ფარდა და ჩემი თორნიკე გამოვა ისევ ასპარეზზე. უჰ რომ წარმომიდგენია რას უზამს ირკლის სიხარულისგან მაჟრიალებს... ვიცი ამის მერე თორნიკე თავისი სიმართლისთვის იბრძოლებს და ირაკლის ჯანდაბაში გაუშვებს...
ოჰ ანა იმდენი მძაფრი ემოცია მოიტანე, იმდენი მოლოდინი დაგვიტოვე და იმდენად მოუთმენლად გელი რომ ალბათ ახალი თავის დადებამდე გული გამისკდება...
ყოველ დღე ვრწმუნდები რომ შენს ნიჭს საზღვარი არ აქვს... ასე ნათლად, ემოციურად და ჩამთრევად აღწერო სიტუაცია დიდ ნიჭს მოითხოვს, რომლის ნაკლებობას შენ ბამდვილად არ განიცდი.
ახალი თავით გელი მოუთმენლად...

ყველაზე მეტად ნერვებს ირაკლის მეგობარი მიშლის და ის ფაქტი რომ ირაკლი ფარნას სიძე აღმოჩნდა, იმედია ამას არ აპატიებს ფარნა და მოსვამს თავის ადგილას. ძალიან მინდა ირაკლის მეგობარსაც შეუნთოს ვინმემ ცეცხლი და მისი შავ-ბნელი საქმეებიც გამოაშკარავდეს, რატომღაც დარწმუნებული ვარ მასაც ბევრი სიბინძურე ექნება გაკეთებული...

დიდი მადლობა ასეთი ემოციური კომენტარისთვის heart_eyes ძალიან მიხარია ოდნავ მაინც თუ მოვიტანე თქვენამდე ჩემი განწყობა. ნელ-ნელა წრე შევიწროვდება და დაიწყება ამდენი ფარული ნასკვის გახსნა.(სიმართლე გითხრა ამ ეტაპს ყველაზე მოუთმენლად ველი). რაც შეეხება ფარნას, მგონია, რომ ამ პერსონაჟს შანსი უნდა მივცეთ თორნიკესთან უნებურად დაშვებული შეცდომა გამოისყოდოს. აი, ამას როგორ მოახერხებს, მომავალ თავებში ვნახავთ. როგორ მინდა შენი სიტყვები დავიჯერო ჩემს ნიჭთან დაკავშირებით, იმიტომ კი არა, რომ თავი მწერალი მგონია, უბრალოდ ეს ისტორია ზედმეტად შემიყვარდა, მენანება ჩასაფლავებლად smile kissing_heart

Nene
Askarad ragac saerto gakvs penitencialur sistemastan! Rac sheexeba dgevandel tavs ukve ise davmzimdi voikrob pirdapir bolo tavs wavikitxav imedia mashin mainc ar vitireb. P.S madloba

რა, რა და მე და პენიტენციალური სისტემა ნამდვილად ზედმეტად შორს ვართ ერთმანეთისგან და იმედი მაქვს არც არასოდეს მექნება შეხება smile აქ რასაც კითხულობთ, მხოლოდ ჩემი ფანტაზიის ნაყოფია. უბრალოდ პროფესია მიწყობს ხელს, ჩემი ფანტაზიები ზედმეტად რეალურს დავამსგავსო, რაც შეეხება ბოლო თავის წაკითხვას, თუ აქამდე, ყველაზე უინტერესო დროს თავებად კითხულობდი, ცოტა ეჭვი მეპარება ამ ეტაპზე კითხვის შეწყვეტა შეძლო.თუმცა შენი ნებაა. წარმატებას გისურვებ. მთლიან ისტორიას ნამდვილად სხვა ხიბლი აქვს. მაგრამ მაინც მგონია, რომ თუ სენტიმენტალური და მგრძნობიარე ადამიანი ხარ, ვერც დასასრულს წაიკითხავ ცრემლების გარეშე.

№10 სტუმარი Nene

Uimtereso rom iyos 26 tavs ar wavikitxavdi. Ver vxvdebi ratom ar uyvars aravis sxvisi azris mosmena da tundac atana. Vici ra propesiisac xar da imas vambob rom zaan didi xania itanjebian

№11  offline ახალბედა მწერალი murachashvili

Nene
Uimtereso rom iyos 26 tavs ar wavikitxavdi. Ver vxvdebi ratom ar uyvars aravis sxvisi azris mosmena da tundac atana. Vici ra propesiisac xar da imas vambob rom zaan didi xania itanjebian

მაპატიე, ვერ მიგიხვდი აზრს?

№12  offline მოდერი შადი

მხოლოდ ამისთვის შემოვდივარ,:)ოოო ახლა თორნიკე რომ ამას გაიგებს სულ გაგიჟდება

№13  offline წევრი ნინუცი

ფარნამ გაიგოს ელე ვინაა დაა მაგ თავის სიძეს წამებში გააქრობს... იდიოტი ეგ... ან საიდან ამდენი ბლატებიაგ დამპალს თავმჯდომარესაც რო არ ეპუება...არ გაახმაურონ კი არა ძალადობა დანაშაულია და წესით უნდა დაიჭირონ და მერე ნახავს ეგ უბედური რას უზამენ პატიმრები.
აუ როგორ მინდა ერთი თხომ მალე გაიგოს ენენს რაც უქნა დდა სულ ცემაში ამოხდის სულს მაგ ახვარს.... უუხ როგორ მექავება ხელები მეც.

№14  offline წევრი An-El

ოხ ეს წურბელა ირაკლი , ტუტუცი ,არაკაცი და სართულიანი გინება ზედ დამიყოლებია. . გავსრისავდი გველივით მაგ კაცის კარიკატურას. . .უხ ანა ეს რა მიქენი . . .ახლა მთავარია თორნიკემ გაიგოს და მისი გზებით მწარედ მოსთხოვოს პასუხი იმ ნაგავს, იმედია აღარც დაფიქრდება ამ ამბის მერე.და ბოლოსდაბოლოს გამოვა ციხიდან

№15  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Dedaaa. Ramagari tavi i yooooooo

Saocreba. Xar. Pirdapir..
Umagresi iyoo

№16  offline ახალბედა მწერალი murachashvili

შადი
მხოლოდ ამისთვის შემოვდივარ,:)ოოო ახლა თორნიკე რომ ამას გაიგებს სულ გაგიჟდება

ვნახოთ, ვნახოთ, როგორ ივაჟკაცებს თორნიკე,იმედია მოახერხებს თქვენი მოლოდინის გამართლებას kissing_heart

ნინუცი
ფარნამ გაიგოს ელე ვინაა დაა მაგ თავის სიძეს წამებში გააქრობს... იდიოტი ეგ... ან საიდან ამდენი ბლატებიაგ დამპალს თავმჯდომარესაც რო არ ეპუება...არ გაახმაურონ კი არა ძალადობა დანაშაულია და წესით უნდა დაიჭირონ და მერე ნახავს ეგ უბედური რას უზამენ პატიმრები.
აუ როგორ მინდა ერთი თხომ მალე გაიგოს ენენს რაც უქნა დდა სულ ცემაში ამოხდის სულს მაგ ახვარს.... უუხ როგორ მექავება ხელები მეც.

ვკითხულობდი შენს კომენტარს და ზუსტად წარმოვიდგინე როგორი მიმიკა გქონდა ამ სიტყვების წერისას grin ოზომოდ მიხარია თქვენი სიტყვები, რა მომავალი ელის ირაკლის კი ერთად ვნახავთ შემდეგ თავებში kissing_heart

An-El
ოხ ეს წურბელა ირაკლი , ტუტუცი ,არაკაცი და სართულიანი გინება ზედ დამიყოლებია. . გავსრისავდი გველივით მაგ კაცის კარიკატურას. . .უხ ანა ეს რა მიქენი . . .ახლა მთავარია თორნიკემ გაიგოს და მისი გზებით მწარედ მოსთხოვოს პასუხი იმ ნაგავს, იმედია აღარც დაფიქრდება ამ ამბის მერე.და ბოლოსდაბოლოს გამოვა ციხიდან

ვნახოთ, ვნახოთ, როგორ გზებს ნახავს თორნიკე, დაეხმარებიან თუ არა დანარჩენი პერსონაჟები, დასრულდა სიმშვიდე და სიწყნარე, წინ აშკარად საინტერესო თავები გველის kissing_heart

nawkas12345
Dedaaa. Ramagari tavi i yooooooo

Saocreba. Xar. Pirdapir..
Umagresi iyoo

უღრმესი მადლობა kissing_heart kissing_heart kissing_heart

№17  offline აქტიური მკითხველი ნიტა♡♡

ეს ირაკლიი ხომ მეზიზღებოდა და ამ თავმა ხო სულ უარესად შემაზიზღა ეს არაკაციი.თუმცა მომენტალურად რაღაც დადებითი გრძნობა მეუფლება ვგრძნობ რა მაგრად უნდა აგოს პასუხიი თავისი დანაშაულისთვის რაც კი ჩაუდენია მომავლის იმედი მახარებს.რაც ელის ირაკლის ძალიან გთხოვ დასჯის მეთოდი რაც შეიძლენა უარესი იყოოს მინდა მუხლებში ჩაუვარდეს და სთოხვდეს პატიებას და გადარჩენას თორნიკეს ნაგავი კაცი .ჯუმბერის პერსონაჟი მომწონს იმედი მაქვს დაეხმარება ირაკლის განადგურებაშიი ელენეს და არა მარტო ჯუმბერი ...დავიძაბე ამ თავში ძალიან.შენ კი მართლა ისე რეალურად წერ ისე გარკვევით ამ სფერშიი ნამდვილად მივიღეე განათლება შენი დამსახურებით თუ აქამდე აზრზე არ ვიყავი რა ხდებოდა და როგორ ეხლა ყველაფერი მეცოდინება ჩემთვის საამაყო მწერალი ხარ ნამდვილად.ნაკლებ სახელს ვერც დაგარქმევ შენი ისტორიებიდან გამომდინარეე გამიჭირდება.ძალიან ძალიან კარგი ხარ ველოდებიი შემდეგ თავს იმედია ცოტა მაინც მომეხსნება დაძაბულობაა ახალ თავში.

№18  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ნიტა♡♡

როგორ ველოდი ამ თავზე თქვენს რეაქციებს heart_eyes ერთად-ერთი მომენტი, როცა შურისძიება შეიძლება სასიამოვნოდ მოგეჩვენოს ადამიანს ალბათ ირაკლის მსგავსების განადგურებულ მდგომარეობაში ნახვაა. ვნახოთ რას ვიზავთ და როგორ ვიმოქმედოთ, იმედია ჩემი სასჯელი სამართლიანად მოგეჩვენებათ kissing_heart

№19 სტუმარი Nino

Ooh gaigooss erti tokorom iraklis gadadhlizavs shuazeee

№20  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

ეს რა იყოო, არაკაცი ირაკლი როგორ შემზიზღდა. მთელ ტანში მაჟრიალებს, როდის დადგება ის მომენტი, როცა თორნიკე ძმრად ამოადენს ამ არაკაცობას მაგ არაკაცს. ელენეს რამხელა ტკივილის ატანა უწევს მაგ სატანას გამო. ამ თავმა ლამის გამაგიჟა, არ მეგონა ეს არაკაცი ქალსაც თუ არ დაინდობდა. ვიცით რეალურად რასაც აკეთებდნენ და როგორ ექცეოდნენ პატიმრებს და ამიტომაც უფრო მძაფრად განვიცდი ამ ყველაფერს

რაც შეეხება ამ ისტორიას, ვფიქრობდი დასასრულამდე არ წამეკითხა, მაგრამ ვერ მოვითმინე და თურმე როგორ ვცდებოდი. ორი დღეა ვკითხულობ და ემოციებში ვარ. იგივე განცდა მქონდა, როცა პირველად "ჩანახატი" წავიკითხე. ამ ისტორიით შეგიყვარე და გადავირიე. ისე ჩემი საყვარელი პერსონაჟები თეკლა და აკა ძალიან დაიტანჯნენ. არ მეგონა ასე თუ გაწირავდი. მეტ ბედნიერებას იმსახურებენ
უმაგრესი ხარ ანა

№21 სტუმარი cAt

au dzalian sainteresoa, es irakli xom usazizgresi pirovnebaa, dzalian shemecoda elene, imedia es gogo da tornike bolos mainc iqnebian bednierebi

№22  offline წევრი ნინუცი

მომავალი და ჯანდაბა მაგას... გამომიჩინე ჩემი თხოკო მალე და აბერტყინე ერთი კარგად ეგ ახვარი კაცი... გული მიგრძნობს რაღაც საერთო ექნება თხოკოს მშობლების სიკვდილთან მაგასაც და უუხ ჩემი თხოკო ყველას მაგრად გაახურებს. ჯერ მოვიდეს ჯინაზე და გამოვიდეს ამ დამპლების ჯიბრით ციხიდან. მერე ნახავენ ეგ ჩათლახები როგორ უნდა თხოკოს ენენეს ცემა. წმოციებს ვერ ვთოკავ მიშველეთ

№23  offline ახალბედა მწერალი murachashvili

Chikochiko
ეს რა იყოო, არაკაცი ირაკლი როგორ შემზიზღდა. მთელ ტანში მაჟრიალებს, როდის დადგება ის მომენტი, როცა თორნიკე ძმრად ამოადენს ამ არაკაცობას მაგ არაკაცს. ელენეს რამხელა ტკივილის ატანა უწევს მაგ სატანას გამო. ამ თავმა ლამის გამაგიჟა, არ მეგონა ეს არაკაცი ქალსაც თუ არ დაინდობდა. ვიცით რეალურად რასაც აკეთებდნენ და როგორ ექცეოდნენ პატიმრებს და ამიტომაც უფრო მძაფრად განვიცდი ამ ყველაფერს

რაც შეეხება ამ ისტორიას, ვფიქრობდი დასასრულამდე არ წამეკითხა, მაგრამ ვერ მოვითმინე და თურმე როგორ ვცდებოდი. ორი დღეა ვკითხულობ და ემოციებში ვარ. იგივე განცდა მქონდა, როცა პირველად "ჩანახატი" წავიკითხე. ამ ისტორიით შეგიყვარე და გადავირიე. ისე ჩემი საყვარელი პერსონაჟები თეკლა და აკა ძალიან დაიტანჯნენ. არ მეგონა ასე თუ გაწირავდი. მეტ ბედნიერებას იმსახურებენ
უმაგრესი ხარ ანა

cAt
au dzalian sainteresoa, es irakli xom usazizgresi pirovnebaa, dzalian shemecoda elene, imedia es gogo da tornike bolos mainc iqnebian bednierebi

წინასწარ პროგნოზს აზრი არ აქვს, ისედაც სწრაფად ვითარდება მოვლენები ,

ნინუცი
მომავალი და ჯანდაბა მაგას... გამომიჩინე ჩემი თხოკო მალე და აბერტყინე ერთი კარგად ეგ ახვარი კაცი... გული მიგრძნობს რაღაც საერთო ექნება თხოკოს მშობლების სიკვდილთან მაგასაც და უუხ ჩემი თხოკო ყველას მაგრად გაახურებს. ჯერ მოვიდეს ჯინაზე და გამოვიდეს ამ დამპლების ჯიბრით ციხიდან. მერე ნახავენ ეგ ჩათლახები როგორ უნდა თხოკოს ენენეს ცემა. წმოციებს ვერ ვთოკავ მიშველეთ

შენი თხოკოს გმირობის დროც მოვიდა. აბა ვნახოთ რას იზამს

Chikochiko
ეს რა იყოო, არაკაცი ირაკლი როგორ შემზიზღდა. მთელ ტანში მაჟრიალებს, როდის დადგება ის მომენტი, როცა თორნიკე ძმრად ამოადენს ამ არაკაცობას მაგ არაკაცს. ელენეს რამხელა ტკივილის ატანა უწევს მაგ სატანას გამო. ამ თავმა ლამის გამაგიჟა, არ მეგონა ეს არაკაცი ქალსაც თუ არ დაინდობდა. ვიცით რეალურად რასაც აკეთებდნენ და როგორ ექცეოდნენ პატიმრებს და ამიტომაც უფრო მძაფრად განვიცდი ამ ყველაფერს

რაც შეეხება ამ ისტორიას, ვფიქრობდი დასასრულამდე არ წამეკითხა, მაგრამ ვერ მოვითმინე და თურმე როგორ ვცდებოდი. ორი დღეა ვკითხულობ და ემოციებში ვარ. იგივე განცდა მქონდა, როცა პირველად "ჩანახატი" წავიკითხე. ამ ისტორიით შეგიყვარე და გადავირიე. ისე ჩემი საყვარელი პერსონაჟები თეკლა და აკა ძალიან დაიტანჯნენ. არ მეგონა ასე თუ გაწირავდი. მეტ ბედნიერებას იმსახურებენ
უმაგრესი ხარ ანა

მიხარია თქვენი გამოჩენა. რაც შეეხება პერსონაჟების მიმართ ჩემს დამოკიდებულებად, მგონი ისედაც ხვდებით. აქ აღარ გავმეორდები

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent