შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცუდი გოგო "ენემი" (თავი 7)


7-06-2017, 18:20
ავტორი ენემი
ნანახია 2 276

ავტორი

როგორც უკვე მოგახსენეთ ენემმა გაიგო ვინც უგზავნიდა ვარდებს, და დემეტრეც მიახვედრა რომ უკვე იცოდა ყველაფერი. მიუხედავად ამისა დემეტრე მაინც უგზავნიდა ყოველ კვირა ვარდებს და ზოგჯერ მარწყვის თაიგულსაც კი (ბანალური არ გეგონოთ სულაც არაა). ენემმა ყველა გააოცა რადგან კომპანიას მისნაირი მმართველი არც კი ჰყოლია.
დემეტრე? დემეტრე ხშირად ხვდებოდა ენემს კომპანიაშიც და სახლში (მეტრეველებთან). რატომ? იმიტომ რომ ბიზნეს-პარტნიორები იყვნენ რადგან მხოლოდ ენმა კი არ ჩაიბარა მამამისის კომპანია არამედ დემეტრემაც აიღო ხელში თავისი ოჯახის კომპანია და ბიზნესი. მიხვდნენ? ხო მიხვდნენ. რას? იმას რომ ერთმანეთი სიგიჟემდე შეუყვარდათ და უერთმანეთოდ არ უნდათ, მაგრამ ამას არ აღიარებდნენ. არ გეგონოთ მხოლოდ ორი ან სამი კვირა იყოს რაც გაიცნეს ერთმანეთი, არა! ისინი უკვე ნახევარი წელია იცნობენ ერთმანეთს. უკვე არა მხოლოდ სამუშაოს დროს ხვდებიან არამედ თავისუფალ დროსაც. დადიან ყველაგან : კაფეში , პარკში , კინოში, რესტორნებში და ა.შ. . მაგრამ მიყვარხარ არც ერთს არ უთქვამს. არ უნდათ ეს ბანალურობები და რამე.


სულ დემეტრეზე და ენემზე ვსაუბრობ, მაგრამ ნუ დავივიწყებთ ენის სასტავსა და დემნას ძმაკაცებს. მარტო ენემსა და დემეს ხომ არ უყვართ ერთმანეთი არა?! ოდი სხვა წყვილებიც კარგად გავიცნოთ სანამ ჯერ კიდევ ღამეა და ყველას ძინავს. დავიწყოთ:

სანი და ნინი: ნინი პირველად ენემთან ერთად ნახა როდესაც 13 წლის ასაკში პარკში თამაშობდნენ ფრენბურთს. შემდეგ გაიცნეს ერთმანეთი, მოეწონათ საბოლოოდ კი შეუყვარდათ და უკვე დიდი ხანია ერთად მოდიან.

გაგა და ანამარია : ეს ჯერ არ შემდგარი წყვილია ნუ ერთმანეთი უყვართ მაგრამ არ ამხელენ. გაგამ გოგონა პირველად 2 წლის წინ ნახა, საქმის გარჩევაზე. გოგონა თავის ძმასთან ერთად იყო. როგორც ჩანდა ვიღაც აწუხებდა და ამიტომ არჩევდნენ საქმეს. ენემმაც მიიღო გადაწყვეტილება რომ ამ გოგოს თუ ვინმე შეეხებოდა ყიფიანს უნდა მოეგვარებინა. რატომ? იმიტომ რომ დაინახა გაგას სახე და თვალები როგორ გაუბრწყინდნენ ანამარიას დანახვისთანავე.


საბა და ანასტასია(ენემის მდივანი): საბა და ტასო ერთმანეთს მას შემდეგ შეხვდნენ რაც ენემმა მამის კომპანია გადაიფორმა. საბა? საბა სულ ცდილობს გააგიჟოს და წყობიდან გამოიყვანოს. როცა ენი ან ბიჭები ეკითხებიან თუ მოგწონს რატო ექცევი ასეო, პასუხობს ასეთი უფრო საყვარელია და მე ესეთი ტაისია მომწონსო. ტაისია-ს მხოლოდ საბა ეძახის. ტასო? ტასოს იფ პირველივე დანახვისას შეუყვარდა, მაგრამ უფრო და უფრო უყვარდება მისი ხასიათების გამო (უცნაურია არაა).

ალექსანდრე და ანა : ალექსანდრემ ანა პიველად მაშინ ნახა გოგონა სულ ახალი დაბადებული რომ იყო. მაშინ ალექსანდრე 7 წლის იყო და მაშინვე შეუყვარდა ეს პატარა არსება და უნდოდა მთელი ცხოვრება დაეცვა და გვერდით ჰყოლოდა. ყოველთვის როდესაც ვინმეს ანა მოეწონებოდა ისე აშორებდა ყველას რომ ვერავინ ხვდებოდა. ანა? ანას ალექსანდრე 2 წლის ასაკში შეუყვარდა. სასაცილოა არა? ჰო ასეა მაგრამ მას პატარა ბავშვივით კი არ უყვარდა უყვარდა წრფელი სიყვარულით. შემდეგ? შემდეგ იყო შუაღამისას წაყვანა ზღვაზე და იქ დანთებული ცეცხლის გული, მერე იყო ბედნიერება რომელსაც ყველა იზიარებდა. 1 წლის წინ კი იგივე ადგილას წაიყვანა ისევ ღამით ოღონდ გული? არა გული აღარ იყო რა საჭიროებას წარმოადგენდა როცა ცაზე ფეიერვერკების "წვიმა" იყო. ბოლოს კი წარწერა " ანნა ცოლად გამომყვები? ", და მუხლებზე დამდგარი ალექსანდრე, მთელ ხმაზე წარმოთქმული "კიი ". და ბოლოს ორივეს ყვირილით ნათქვამი "მიყვარხარ უსასრულობამდე".

გაინტერესებთ რატომ მაინც და მაინც "მიყვარხარ უსასრულობამდე" ? იმიტომ რომ ეს ენემის საყვარელი ფრაზაა. ვერავინ ვერ ხვდება რას ნიშნავს ეს ფრაზა სანამ არ შეუყვარდებათ. გავაგრძელოთ:

ვაჩე? ვაჩეს ენის ნიუ-იორკერი მეგობარი ლილე მოსწონს. მართალია გოგო ნიუ-იორკში ცხოვრობს მაგრამ ქართული იცის. რატომ? იმიტომ რომ ქართველია უბრალოდ სასწავლებლად იქაა წასული და მშობლები კი ლონდონში ცხოვრობენ. ლილეს? მასაც მოსწონს ვაჩე მაგრამ ამის შესახებ მხოლოდ ენემმა იცის რადგან ერთნაირი ხასიათები აქვთ, მაგრამ განსხვავება ისაა რომ ენის მსგავსად "რაზბორკებზე" არ დადის ის
B-GIRL-ია ანუ ბრეიქდანსერი გოგო. ახლა უკვე დაამთავრა უნი და საქართველოში ბრუნდება. აქ ბინა არ აქვს ამიტომ ენემთან რჩება ცოტა ხნით შემდეგ კი კინგ-ბოქსის ჩემპიონატისთვის დაბრუნდებიან ნიუ-იორკში. ვაჩეს? ვაჩეს ენატრება ძალიან და დაიფიცა რომ მალე სულ თან ეყოლებოდა.

ენემი? ენემზე და დემეტრეზე უკვე იცით ახლა კი დემეს მეგობრებზეც მოგიყვებით:

ნიკა? ის ყველაზე ცანცარაა, მაგრამ კარგი ადამიანი. მას ნია გასვიანი (გიორგის და)
უყვარს. იმავეს გრძნობს ნიაც.

გიორგი? გიორგი თავისუფალია. მას არ სურს ვინმე შეუყვარდეს, ყოველშემთხვევაში ჯერ ამობს "ჯერ სანამ დრო მაქვს უნდა გავერთო ოჯახის შექმნას მერეც მოვასწრებო".

ვატო? ვატოს გართობა და რაღაც უყვარს როგორც გიოს, უბრალოდ მას ჯერ არავინ შეყვარებია, მაგრამ დაიფიცა ყველანაირ გართობას შევწყვეტ და არც ერთი ქალისკენ არ გავიხედავ თუ ვინმე შემიყვარდებაო.

***
და აი უკვე გათენდა კიდეც ენემი ადგა მოწესრიგდა და სახლიდან გიჟივით გავარდა თავისი ახალი lykan hypersport-ით წავიდა.
ცუდი გოგო "ენემი" (თავი 7)


სად წავიდა? აეროპორტში. როგორც უკვე ვთქვი მისი მეგობარი ლილე აპირებდა ჩამოსვლას. ბიჭები აეროპორტში უნდა შეხვედროდნენ. ენემმა ისე სწრაფად ატარა მანქანა რომ სულ რაღაც 5 წუთში უკვე ადგილზე იყო. თქვენ გგონით უბრალოდ დახვდებოდნენ? არამც და არამც.
ენემმა მარწყვის დიდი თაიგული უყიდა მეგობარს რადგამ ლილესაც და ენემსაც ერთნაირი გემოვნება ჰქონდათ. აი ვაჩემ კი ყველაზე კარგი საჩუქარი უყიდა.ცუდი გოგო "ენემი" (თავი 7)[/center]
ლილეს ცხოველები ძალიან უყვარს ამიტომ პატარა ლეკვი უყიდა. რომლისთვისაც სახელი არ დაურქმევია, რადგან უნდოდა ლილეს მოეფიქრებინა სახელი. დანარჩენებმა სხვადასხვა საჩუქრები უყიდეს. და აი დადგა მომენტი როდესაც თბილისის აეროპორტში დაეშვა თვითმფრინავი, ნიუ-იორკი-თბილისის მიმართულებით. ყველანი ხედავდნენ როგორ ჩამოდიოდა საშუალო სიმაღლის, გამხდარი და ლამაზი გოგონა. ცისფერი გრძელი თმით და ცისფერი თვალებით, ენემსს ძალიან ჰგავს. მაგრამ დები არ არიან. ლილე უკვე გამოვიდა და პიველივე რაც დაიყვირა იყო:
-ენემ!- დაიყვირა გოგონამ და მისკენ გაიქცა.
-ლილე!- ენემმა დაინახა თუ არა მისკენ გაიქცა. და ორივე ერთნაირი გიჟი ისეთი სისწრაფით გაიქცნენ ერთმანეთის მიმართულებით რომ მალე ლილეც და ენემიც იატაკზე იყვნენ გართხმულები, და იცინოდნენ. ბიჭებმა წამოყენება სცადეს მაგრამ გოგონებმა ისინიც ძირს დაყარეს და ახლა მათთან ერთად ისინიც იცინოდნენ სანამ არ დაიღალნენ. შემდეგ კი ინებეს წამოდგომა.
-აუუ ენნ მომენატრეეე - თქვა ლილემ და კიდევ ერთხელ ჩაეხუტა მონატრებულ მეგობარს.
-მეც მომენატრე ლილუ - ენემმაც თბილად მიუგო პასუხი. ასე იდგებოდნენ დიდხანს მეგობრებს რომ არ ეთქვათ: "ჩვენც განახეო".
-აუუ კაი ხო უფ - თქვა ენემმა და პატარა ბავშვივით გაიბუსხა. არ გეგონოთ რომ სულელია და რაღაც. არა უბრალოდ ლილე მას ჰგავს და არ ეთმობა არავისთვის, მითუმეტეს ახლა როცა ძალიან ბევრი რამ აქვს მოსაყოლი. ახლა კი საჩუქრების დრო დადგა.
-ლილუუ (ენემი)
-ხო ენ (ლილე)
-ვიცი რო შენც ჩემსავით გიყვარს ხოდა ეს შენ
[center]ცუდი გოგო "ენემი" (თავი 7)
-აუუ როგორ მინდოდა ზუსტად ეხლაა - თქვა გახარებულმა ლილემ - აი ყველაზეეე მაგარი მეგობარი ხარ რაა
ლილე მარწყვის თაიგულს ვერ დაიჭერდა ძალიან დიდი იყო ამიტომ ბიჭებს დააჭერინა.
ვაჩე? ვაჩე ამ დროს ბედნიერებას გრძნობდა. რატომ? იმიტომ რომ საყვარელი ქალი უკვე მის წინ იდგა და იღიმოდა ისე მომაჯადოებლად როგორც პირველად. შემდეგ კი საჩუქრის გადასაცემად მივიდა.

-ლილ - ასე ეძახის ვაჩე
-ხო ვაჩე
-ეს შენთვის ვიყიდე იმედია მოგეწონება.- თქვა და პატარა ყუთი ძირს დადო, თავიდან როდესაც ყუთი გამოძრავდა ლილეს შეეშინდა, მაგრამ როდესაც ვაჩემ თავსაფარი ახადა იქიდან პატარა თეთრი ტანის მაგრამ ღია ყავისფერ თავიანი, საყვარელი ლეკვი ამოხტა გაეღიმა. ხელში აიყვანა და ფერება დაუწყო.
-მადლობააა-თქვა ლილემ და ვაჩეს ჩაეხუტა. როცა მოშორდა იკითხა-აუუ ვაჩეე ლეკვს რა ჰქვიააა?
-არაფერი ლილ შენ უნდა დაარქვა რაც გინდა-თქვა ვაჩემ და მომხიბლვლელად გაუღიმა გოგონას.
-აუუ რა დავარქვა - ჩაფიქრდა გოგონა შემდეგ კი წამოიყვირა - ვაჩე
ვაჩეს გაუკვირდა რატომ დაიძახა მისი სახელი, შემდეგ კი შეშინებულმა ჰკითხა.
-რა მოხდა ლილ ხო კარგად ხარ?
-ხო კარგად ვარ მაგრამ მე შენ არ გეძახდი მას დავუძახე-თქვა ლილემ და ლეკვზე ანიშნა.
ვაჩეს გაეღიმა, აი დანარჩენები კი ძლივს იკავებდნენ სიცილს. რატომ? იმიტომ რომ ლილემ ლეკვს ვაჩეს სახელი დაარქვა, მაგრამ არა იმიტომ რომ მან აჩუქა არამედ იმიტომ რომ სახელი ვაჩე იმ დღის შემდეგ შეუყვარდა რაც პირველად ნახა ის. მიუხვდნენ ყველანი რომ ლილე რაღაცას გრძნობდა ვაჩეს მიმართ და ეს ვითომ არ მახსოვხარ და საერთოდ ეს როგორ ვერ მოიშორეთ, უბრალოდ თავის დაღწევის საშუალება იყო რომ გრძნობები არ გამოეხატა. ცოტა ხანში კი სიცილის ტალღამ იფეთქა და მთელ აეროპორტში მათი სიცილის ხმა ისმოდა. ლილემ კი როდესაც მიხვდა რომ თავისი თავი გაყიდა თავი ჩახარა და გაწითლდა (ენემისგან ამით განსხვავდებოდა).
-კაი კაი წავედით - თქვა ვაჩემ და ენემს თვალი ჩაუკრა. ენემი მიხვდა რატომაც გააკეთა ასე. იცოდა მისი მეგობარი რასაც გეგმავდა. მართალია ერთ მუცელში არ ყოფილან მაგრამ ერთმანეთის უსიტყვოდ ესმით, ისევე როგორც საბას და ენემს. ძალიან გადავუხვიე დავუბრუნდეთ სიტუაციას. უცებ ენემმა წამოიძახა:
-აუუ ლილუ
-ჰო ენ
-აუ დღეს მე დამიტოვე ეს საყვარელი არსება რა - უთხრა და ლეკვის თვალებით შეანათა ამ დროს ლილე უარს ვერ ეუბნევოდა.
-კაი მარა მარტო დღეს.
-ესეც საკმარსია - თქვა ენემმა და ეშმაკურად გაიღიმა.
მოულოდნელად ენემმაც და ვაჩემაც მანქანის გასაღებები დააძრეს, და ერთმანეთში გაცვალეს. თავიდან ვერავინ მიხვდა, შემდეგ შემდეგ კი ვაჩემ ლილე ხელში ააფრიალა და აეროპორტის გასასვლელისკენ წავიდა. მაგრამ ენმა მაინც მიაწვდინა ხმა.
-უსასრულობამდე.
-ესასრულობამდე ენ - დაუბრუნა პასუხი ვაჩემ, და მანქანისენ გაემართა. ლილე ყვიროდა მაგრამ ვაჩე არ უსმენდა უბრალოდ იღიმოდა.
-ვაჩეეე ვაჩეე დამსვიი სად მიგყავარ ვაჩეე - ყვიროდა გოგონა.
ენემის მანქანაში ჩასვა თვითონაც ჩაჯდა და წავიდა. სად? სვანეთში ენემის ნაყიდ სახლში. ხო ენემის, მან ხომ იოდა რასაც აპირებდა ვაჩე ამიტომ საჩუქრად სვანეთში უყიდა დიდი სამ სართულიანი ბინა.
-ვაჩეეე სად მივდივართ? ან რატომ? დანარჩენები?
- სვანეთში მივდივართ. დანარჩენები მეტრეველებთან წავლენ აღსანიშნავად.
-და ჩვენთან ერთად რატო არ მოდიან?
- იმიტო რო მ ო გ ი ტ ა ც ე!

ბოდიში დაგვიანებისთვის, უბრალოდ პაროლი დამავიწყდა და ვეღარ შემოვდიოდი. იმედია მოგეწონებათ.



№1 სტუმარი Guest გვანცა

ძაან საინტერესოა გაააგრძელეეე

 


№2  offline მოდერი ენემი

Guest გვანცა
ძაან საინტერესოა გაააგრძელეეე

რათქმაუნდა გავაგრძელებ. გმადლობ რომ კითხულობ

 


№3 სტუმარი Nia

Erti suli mqonda rodis daidwboda yovel dge shemovdoodi ro menaxa dadebuli iyo tu ara da rom davinaxe egreve kitxva daviwye dzaan kai motxrobaa da imedia gaagrdzele sheni ertguli mkitxveli viqnebi

 


№4  offline მოდერი ენემი

Nia
Erti suli mqonda rodis daidwboda yovel dge shemovdoodi ro menaxa dadebuli iyo tu ara da rom davinaxe egreve kitxva daviwye dzaan kai motxrobaa da imedia gaagrdzele sheni ertguli mkitxveli viqnebi

გავაგრძელებ ნია. გმადლობ რომ კითხულობ და შენს აზრს აფიქსირებ. ბოდიში რომ აქამდე ვერ დავდე, როგორც უკვე ვთქვი პაროლი დამავიწყდა და ვეღარ შემოვედი.

 


№5  offline აქტიური მკითხველი LuckyGirl

ვაიმეეე
ვინმემ ჩემისახელი ლეკვს რომდაარქვას ხომ მმოვკალი
ყოჩაღ ვაჩეს და მის გაძლებას!

 


№6  offline მოდერი ენემი

LuckyGirl
ვაიმეეე
ვინმემ ჩემისახელი ლეკვს რომდაარქვას ხომ მმოვკალი
ყოჩაღ ვაჩეს და მის გაძლებას!

joy ვაჩე? ვაჩე არის ტიპი საოცრება ისეთი მზერაშიც რო ამოიკითხავ ყველაფერს joy

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent