ბიჭი კაფედან თავი 3
-ნინია გრძნობ? -რას ნონა? -სუნს. -რამე იწვის?უფრო გულმოდგინედ დავიწყე ჰაერის შესუნთქვა. -ახალი წლის სუნს გოგო. -ახალ წელს სუნი არაქვს ნონა -აქვს!გაჯიუტდა პატარა ბავშვივით.ჰაერში ტრიალებს.შენ ვერ გრძნობ თორემ ჰაერია გაჟღენთილი ნინია. ამდროს უნდა დაეთანხმო თორემ შეიძლება იტიროს.ახალი წელი მისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა.1 თვით ადრე იწყებს მზადებს და ცდილობს მეც ამიყოლიოს.მე კი იმდენად გადატვირთული ვარ უნივერსიტეტში, ახალი წლის მოსვლა კი არა თავიც აღარ მახსოვს.ერთი სული მაქვს გამოცდები ჩავაბარო და ჩემს საყვარელ სოფელში წავიდე. -თოვლი მოსულა იცი სოფელში ვახარე. -რა მაგარია ახალი წელი და თოვლი.ამდროს ორივე ბავშვებს ვგავდით თოვლისბაბუასგან საჩუქარს რომ ელიან. -დღეს სანდრო ამოვა. - მომენატრა სანდრინიო ისე. -სადმე გავიდეთ. წამოხვალ იცოდე ნინია არ დაიწყო წუწუნი. -წამოვალ ნონა წამოვალ გამეცინა. გამოცდების ციებცხელება მქონდა დაწყებული. ღამებს ვათენებდი მეცადინეობაში.კაფეშიც ვეღარ ვახერხებდი მისვლს არა და მენატრებოდა.დღეს ბოლო გამოცდაღა ჩავაბარე და ჩემზე ბედნიერი არავინ მეგულებოდა.უნივერსიტეტიდან გამოსულს გარეთ თოვლი დამხვდა.ისე ლამაზად და დინჯად თოვდა.სახე შევუშვირე. მესიამოვნა ცივი ფიფქები რომ მელამუნებოდნენ. -გიყვარს? მომესმა ხმა ის იყო.მანქანას მიყრდნობოდა და მიყურებდა. -კი.არც გავჩერდი ისე ვუპასუხე. -წაგიყვან.გაბრაზებულმა შევხედე ეხლაც მწარედ მახსოვდა მაგის წაყვანა.გზა განვაგრძე გამომყვა.ხმას არ იღებდა ასე ჩუმად მივუყვებოდით ქუჩას და საოცრად გვათოვდა.დისტანციას იცავდა თითქოს გაურბოდა ჩემს შეხებას.მე კი როგორ მინდოდა მოსულიყო ხელი ჩაეკიდა და ასე გავყოლოდით ქუჩას.გეფიცები იმ მომენტში ქვეყნის დასალიერშიც კი გავყვებოდი რომ ეთხოვა.მაგრამ ჯიუტად დუმდა.ვიცი უთავმოყვარე ქარაფშუტა გოგოსავით ვიქცეოდი მაგრამ მის გვერდით ყველაფერი ფერს კარგავდა. -გაცივდები! -ნერვიულობ? -არა -კარგია. -ნონა და სანდრო გველოდებიან სანდროსთან იქნებ დავბრუნდეთ მანქანასთან. -ჩემით მივალ. -გეყო ნინია!ავისმომასწავლებლად დაუსერიოზულდა ხმა.ნუ მაიძულებ ძალით წაგიყვანო.ხომ იცი გავაკეთებ.ეს ისეთი ველურია ნამდვილად გააკეთებს.თან მაგალითი მაქვს მისი ქმედებების.უხმოდ გავყევი. დავინახე როგორ ჩატეხა ტუჩის კუთხე.მანქანის უკანა კარი გამოვაღე და ჩავჯექი. -ტაქსში არ ხარ გადმოდი წინ დაჯექი. -არ მინდა, აქაც კარგად ვარ და თუ შეიძლება ლერმონტოვზე გამიყვანეთ. -10 ლარი იქნება თქვენზე იცინის მაინც რა ცვალებადი ხასიათი აქვს. უხმოდ ვიმგზავრეთ ხანდახან გამომხედავდა სარკიდან და იღიმოდა. -ასე აპირებ ყოფნას? -რა გინდა მაქსიმე? -დაახლოებას ვცდილობ შენთან -როგორ? ღამე ქუჩაში დატოვებით? გაჩუმდა როგორც ჩანს ეს თემა მისთვისაც ისეთივე რთულია როგორც ჩემთვის. -იქვე ვიდექი არ წავსულვარ -რამნიშვნელობაქვს.ალბათ ანამ გაიძულა ადგილზე გაჩერება თორე წახვიდოდი.მეტის მოსმენას აღარ ვაპირებდი მღლიდა ეს სიტუაცია.ემოციებს ვეღარ ვაკონტროლებდი.აღარ მინდოდა მის გამო ტირილი. -მოვედით.არც დავლოდებივარ ისე ავედი სანდროსთან. -აბა რას ვაპირებთ?ვიკითხე -ახალ წელს ერთად ვერ შევხვდებით და დღეს გავიდეთ სადმე რა. -ჩემთან ავიდეთ წყნეთში ანასაც წამოვიყვან.ბიჭებიც წამოვლენ სიტყვით გამოვიდა პატივცემული მაქსიმე. -კარგი აზრია გაუხარდა ნონას.მე მიკეთებ ამას გოგო.საუკეთესო დაქალს. -იცით მე მგონი ვერ მოვახერხებ სხვა გეგმები მაქვს.დამწუხრებული სახე მივიღე არა და გულში ვზეიმობდი მის დაბღვერილ სახეს რომ ვუყურებდი. -რა გეგმები ?სანდრომ მომიჯდა გვერდით და ინტერესით მომაცქერდა. გაიჭედე ნინია დადექი ეხლა და მოიგონე რა გეგმები გაქვს.ნონამ დამასწრო პასუხის გაცემა -ააა იმ ბიჭს ხვდები ხო ?სულ დამავიწყდა?სამივემ ნონას შევხედეთ მე გაკვირვებული მზერით .სანდრომ მე რატომ არაფერი ვიცოდი მზერით და მაქსიმემ განრისხებული მზერით. -მე..ისა ხო რა ერთია ავბლუყუნდი.ვერ ვხვდები საიდან მოიგონა ნონამ ეს ტყუილი.ისკი იდგა და ჩვენს სახეებზე სიცლს ძლივს იკავებდა. -როდის უნდა გეთქვა ? -კარგი რა სანდრო არაფერია სერიოზული.უფრო და უფრო ვიხლართებოდი ნონას მოგონულ ტყუილში. მაქსიმეს შევხედე საოცრად სევდიანი მზერა ქონდა.თვალებში სიბრაზე ჩასდგომოდა და მიყურებდა, მაკვირდებოდა თითქოს უნდოდა ჩემში ეპოვა პასუხი.გაეგო სიმართლე. -კაი თუ მოახერხე დარეკე და წაგიყვან .-კარგი სანდრინიო აბა რას ვიზავ.ეხლა კი დაგტოვებთ .კარი მოვიხურე და ამოვისუნთქე.არ მიყვარს ტყუილი.არასდროს ვიტყუებ და თუ მომიწია თავს საშინლად ვგრძნობ. -მე გაგიყვან ჩაჯექი!ისეთი კატეგორიული იყო შეკამათება ვერ გავბედე დასჯილი ბავშვივით წავედი მანქანისკენ.წინ დაჯდები! როგორც მიბრძანებთ ბრძანებელო გავიფიქრე.ჩაჯდომა და ადგილიდან მანქანის მოწყვეტა ერთი იყო -ნელა ვერ ატარებ? -ვერ.ნეტა რამ გაამწარა ასე. -ვის ხვდები ან სად ხვდები? -მაქსიმე ცოტა ბევრი ხომ არ მოგდის? -მაგას მე გადავწყვეტ და კითხვაზე მიპასუხე ნინია. -არაფერზეარ გიპასუხებ არა ეგ შენი საქმე. -ამის დედას შე...ი ვინათქო მითხარი.ჯიუტად ვდუმდი.მართლა ვეღარ ვიგებდი რა უნდოდა ამ ადამიანს ჩემგან.რატომ აძლევდა თავს ამდენის უფლებას.მანქანა გააჩერა ღრმად ჩაისუნთქა შეეცადა დამშვიდებულიყო -მისმინე ნინია.ვცდილობ მართლა ძალიან ვცდილობ თავი შევიკავო რომ რამე ზედმეტი არ ვთქვა.მაგრამ მაგიჟებ ხვდები?!ისეთი ვინა რომ მეგობრებთან წამოსვლას იმასთან წასვლა ამჯობინე?ეჭვიანობს თუ მეჩვენება. -მაქსიმე სახლში მინდა.დიდხანს მიყურა მერე მშვიდად დაქოქა მანქანა და წავიდა.თითქოს რაღაც გადაწყვეტილება მიღოვო თავის თავში დარწმუნებული იყო. -გაცდი ჩემი სახლის გზას -ვიცი. -კარგია.მაშინ მოტრიალდი. -სახლში მიგიყვან ოღონდ ჩემს სახლში. -გაგიჟდი მაქსიმე რა მინდა იქ მოაბრუნე მანქანა ეხლავე.ისტერიკის ზღვარზე ვიყავი უკვე.ყურადღებას არ მაქცევდა მშვიდად მართავდა მანქანას. -დავილაპარაკებთ მშვიდად და მერე დაგაბრუნებ სახლში ნუ ქმნი პანიკებს -აქ ვისაუბროთ შენტან არ მინდა -ნუ გეშინი არ ვიკბინები.იქ არავინ შეგვიშლის ხელს და გეყოსთქო. მანქანა განმარტოვებით მდგარ ლამაზ სახლთან გააჩერა. -გადმოდი. -არ მინდა. -გადმოხვალ თუ დაგეხმარო?ისეთი ტონი ქონდა თუ არ გადავიდოდი ძალით გადამიყვანდა ამიტომ გადასვლა ვამჯობინე ჩემით. შიგნით შესულს სითბო და ულამაზესი გარემო დამხვდა გაოცებული ვათვალიერებდი -მოგწონს? -კი ლამაზია. -ჩემი გემოვნებითაა მოწყობილი. -მხატვარი ხარ ხო? -მხატვარი გადაჭარბებულია მაგრამ მიყვარს ხატვა. -ის სურათი ლამაზი იყო წამომცდა მაგრამ ნათქვამ სიტყვას უკან ვეღარ დავაბრუნებდი.გაეღიმა,გაუხარდა. -დალევ რამეს?ან იქნებ გშია?უნივერსიტეტიდან მოდიხარ. -მორჩი მზრუნველი ბიჭის როლს თამაშს და მითხარი რაზე გინდოდა საუბარი.ვიგრძენი უხეშად რომ გამომივიდა ნათქვამი მაგრამ იხტიბარი აღარ გავიტეხე.თან ანამ არ მინდა ცუდად გაიგოს ჩემი აქ ყოფნა. -ანამ ცუდად რატომ უნდა გაიგოს შენი აქ ყოფნა. -რავიცი იქნებ არ მოეწონოს. თქვენ ხომ ერთად ხართ. ხმამაღლა გადაიხარხარა -ანა და მე ერთად ვართ ?საიდან მოიგონე ?სიცილს არ წყვეტდა რაც მაღიზიანებდა.გასასვლელისკენ წავედი .დამეწია ხელი ჩამკიდა ისევ მიმაბრუნა. -მოიცადე .გაჩერდი.ანა ჩემი დაა. -და? -კი ჩემი და. -მე მე არ ვიცოდი ბოდიში გავწითლდი.უკვე მეორედ მიწევდა მის წინაშე ბლუყუნი. სიცილს ძლივს იკავებდა. -იეჭვიანე? -არა რა სისულელეა.რატომ უნდა მეეჭვუანა. -გიცნობ და ვიცი რასაც ფიქრობ. -მიცნობ?ნუ მაცინებ როდის მოასწარი ჩემი გაცნობა?მაშინ ხომ არა ღამე მანქანიდან რომ ჩამომსვი?შენ ჩემზე არაფერი იცი. -მაინც რაა არ ვიცი?მითხარი ნინია რა არ ვიცი ამის დედაც ყველა შენი მოქმედება ვიცი.მაინც რა არ ვიცი დღეს რომ ნონას ტყუილში გაიხლართე ეგ არ ვიცი?ტყუილს რომ ვერ იტან ის არ ვიცი?გეკითხები რა არ ვიცი?ის ხომ არა როდესაც ბრაზო ან ნერვიულობ გაუჩერებლივ რომ დადიხარ?ან ის ხომ არა კაფეში ერთი ადგილი რომ გაქვს ამოჩემებული და სანამ ყავას დალევ მის არომატსსიამოვნებისგა თვალებ დახუჭული რომ ისუნთქავ და ეს ყოველდღე მეორდება.ან ის ხომ არა სიბრაზისგან როგორ გეჭმუხნება შუბლი?!მე შენზე ყველა დეტალი ვიცი ნინია ისიც ვიცი როდის იღიმი და ამ ღიმილის უკან რა იმალება.ყველა შენი ფიქრი ვიცი.როდის ხარ ბედნიერი და როდის მოწყენილი.მუსიკას როდესაც უსმენ და მოგწონს ის საოცრად გიბედნიერდება სახე.ეს ყველაფერი ჩემით გავიგე არავის უთქვავს და იცი რატომ?უკვე რამდენი ხანია გაკვირდები.ვიცი ცუდად მოვიქევი და არ იყო სწორრი საქციელი შენი მარტო დატოვება მაგრამ იქვე ვიდექი ტაქსიც მე განოვიძახე.ვიცოდი უკან დაბრუნებულს არ გამომყვებოდი.ვიცი ცუდად მოვიქეცი მაგრამ იმას ნუ მეტყვი რომ არ გიცნო გესმიის?ხმას ვერ ვიღებდი დამვმუნჯდი.არ მოველოდი მისგან ამას.ყველა ის დეტალი იცოდა რაც მხოლოდ მე ვიცოდი.აზროვნების უნარი დავკარგე მისმა თვითოეულმა სიტყვამ ჩემს გულში შეახწია.ემოციებს ვეღარ ვაკონტროლებდი ბრაზი,სიხარული,ბედნიერება ,გაოცება ყველამ ერთად შემომიტია და ერთ დიდ ქარიშხალად დამატყდა თავს ქარიშხალად რომელსაც სიყვარული ერქვა.კიკი მე იმ წამს იმ მომენტში უსაშველოდ შემიყვარდა ადამიანი რომელიც ხვდებოდა ჩემთვის რა იყო ნამდვილი ბედნოერება. ისევ თვითინ განაგრძო -ცეკვისას კაფეში თავი ძლივს შევიკავე არ მეკოცნა ან არ ჩაგხუტებოდი.მითუმეტეს ვიცოდი ვგრძნობდი შენც იგივეს განიცდიდი.ამიტომაც შევიძინე ის კაფე აი თურმე ვის უყიდია.მითხარი კიდევ რა უნდა ვიცოდე ნინია და გეფიები მეცოდინება გავიგებ. -შეიძლება ჩაგეხუტო?დაიბნა არ მოელოდა მაგრამ წამიერი იყო მისი დაბნევა თვალები გაუბრჭყინდა მოვიდა ძალიან მაგრად ჩამეხუტა. -ერთი რამ არიცი მხოლოდ.როდესაც შენ გამოწვდილ ხელს ჩემი ხელი შევაგებე მაშინ ცეკვისას ვიგრძენი რომ ვერასდროს გაგიშვებდი. შეიძლება ვინმეს ბანალური მოეჩვენოს ან თუნდაც გაიფიქროს ასე არხხებაო მარამ ვერ დაგეთანხმდებით როდესაც შეხვდრბით ადამიანს და იგრძნობთ იმ მუხტს იმ კავშირს რაც სამუდამოა მიხვდებით თურმე არსებობს. -ნონა გრძნობ? -რას ნინია? -სუნს ნონა.ბედნიერების სუნს -ბედნიერებას სუნი არ აქვს ნინია -კი აქვს მას მაქსიმეს არომატი ასდის ნონა. პირველ რიგში ბოდიში რომ დავაგვიანე.სიმართლე გითხრათ ბევრი ვიფიქრე გამეგრძელებინა თუ არა.მაგრამ რახან არასდროს ვტოვებ საქმეს შუაგზაზე დასრულება გადავწყვიტე.ყველას უღრმესი მადლობა ასეთი თბილი სიტყვებისთვის გამხნევებისთვის კრიტიკისთვისაც და შენიშვნებისთვისაც.არ მწყინს შენიშვნები.პირიქით ძალას მმატებს და სტიმულს რომ უფრო გავიზარდო და კარგი გავხდე:)ვცდილობ გავითვალისწინ შენიშვნები.ვიცი ბევრი შენიშვნა გექნებათ ეხლაც მითუმეტეს რომ ტელეფონიდან ვტვირთავ.კომენტარებს ვერ ვწერ ამიტომ აქ მომიწია მადლობის თქმა.თქვენ მე იმის სტიმული მომეცით რომ ვწერო დიდი მადლობა ამისთვის:* |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.