უჟმური და დარტყმული ( თავი მეორე)
-მობრძანდი! - გაისმა მკაცრი ბარიტონი. მეც სხვა გზა რომ აღარ მქონდა კარები მივხურე და მარინას გვერდით ადგილი დავიკავე. -აბა დირექტორი გიბარებსო? -გაკვირვებულმა ჩავილაპარაკე. -სწორად უთქვამთ. - თქვა ვაჟბატონა და ტუჩის კუთხე ჩატეხა. -მერე? სად არის დირექტორი? ან შენ რა ჯანდაბა გინდა აქ? - ვთქვი და წარბები მაღლა ავწკიპე. -დღეიდან მე ვარ ამ სკოლის დირექტორი - ექოსავით გაისმა ალექსანდრეს ხმა ... მოიცა ახლა ეს თავის ჭკუით მაღადავებს? -ჰაჰააჰა! რა სასაცილოა - ვთქვი ირონიულად. -არვიცი შენ თუ სასაცილოდ მიგაჩნია ეგ შენი პრობლემაა. ახლა კი მინდა დღვანდელ ინციდენტზე ვისაუბროთ. - თქვა მკაცრი ხმით და მარინას გადახედა. - ქალბატონო მარინა . დღეს მე რა სცენასაც შევესწარი იყო არა მასწავლებლის, არამედ მოსწავლის მასწავლებლობა. პირდაპირ გეტყვით, განთავისუფლებული ხართ. -კი მაგრამ ... - რაღაცის თქმას აპირებდა მარინა, მაგრამ ალექსანდრემ არ დააცადა. -არავითარი მაგრამ, ჩემი გადაწყვეტილება საბოლოოა. ახლა კი კარგად ბრძანდებოდეთ - ჩაილაპარაკა უმკაცრესი ტონით. მარინამ ცოტა იყოყმანა, ბოლოს რომ მიხვდა საბოლოო ვარიანტი მოისმინა ადგა და კარების მიღმა გაუჩინარდა. - შენთან კიდე სალაპარაკო მაქ არსად არ წახვიდე. - თქვა მან როგორც კი დაინახა, რომ სკამიდან ადგომას ვაპირებდი. - პირველ რიგში გილოცავ, მათემატიკაში ბევრ მასწავლებელს ჯობიხარ, მაგრამ - ვაი ეს მაგრამ რომ არარსებოდეს რა გვეშველებოდა. -ვერავითარ შემთხვევაშ ვერ ავიტან ჩემს სკოლაში მოსწავლის და მასწავლებლის ასეთ ტონს. შენ კიდე ბოლო დონეზე გალანძღე მასწავლებელი მთელი კლასის წინაშე, თან ისე რომ წარბიც არ შეგიხრია. შეიძლება რაღაცეებში ხარ მართალი მაგრამ მასწავლებელს ასე არ უნდა ელაპარაკო. -შენ ვერ ამიგრძალლავ მე ვის როგორ უნდა ველაპარაკო - ტონს ავუწიე და წარბები კუშტად შევკარი გაბრაზების ნიშნათ. - პირველი შენ არა თქვენ, მე შენზე უფროსი ვარ და ზრდილობიანად უნდა მელაპარაკო. მეორეც მე რო მელაპარაკები არ გაბედო და ტონს არ აუწიო, შენ ამის უფლება არ გაქ. - ისევ იგივე ტონით გააგრძელა მან. - პირველი ზრდილობა ნამდვილად არ მაკლია , მაგრამ მთავარია ვის ველაპარაკები და საჭიროა თუ არა ზრდილობიანად მოქცევა. მეორეც როგორც მინდა ისე გელაპარაკები და სულ ასე იქნება. მესამეც სწორედ რომ შენ, დიდი-დიდი ჩემზე 5-6 წლით უფროსი იყო. - მკაცრი ხმით ჩავილაპარაკე . - მართალია შენზე სულ რაღაც ხუთი წლით უფროსი ვარ მაგრამ, ყველაფრის და მიუხედავათ მე ამ სკოლის დირექტორივარ. - სიმართლე გითხრა სულ არ მაინტერესებს შენ დირექტორი ხარ თუ მანდატური. არავითარი უფლება არ გაქ რამე ამიკრძალო , თუნდაც ხმა გამიკონტროლო. -მე ყველაფრის უფლება მაქ პატარავ, ამიტომ ჩემთან თამაშს არ გირჩევ - თქვა ირონიული ხმით და ტუჩები გაილოკა. .. მოიცა ახლა ამას გონია მე რამით დამაშინებს? არამც და არამც . -დიდი წარმოდგენა გქონია საკუთარ თავზე . -ვუთხარი ირონიულად.- ან საერთოდ რომელმა დებილმა გადაწყვიტა რომ შენ ამ კაბინეტში უნდა იჯდე დირექტორის სტატუსით? აშკარად რაღაც აჭამე, იქნებ დაალევინე? არა მოიცა იქნებ და ჯადოქარი ხარ და შეულოცე? - ჩავიბუტბუტე გაკვირვებულმა და ხელი ნიკაპზე მივიდევი იმის დასადასტურებლად, რომ ვფიქრობდი. -და მერე შენ არ გეშინია ? -მკითხა ირონიულად. -მე? - შევიცხადე გაკვირვებულმა და ხელის გულები მკერდზე მივიბჯინე ეს რა მაკადრეთქო. - მე რისი უნდა მეშინოდეს ? -შენც რომ შეგილოცო. - ნუდარდობ ჩემზე არ ჭრის ეგეთები - წელში გავსწორდი და ამაყად წარმოვთქვი. -ეგრე დარწმუნებულიც ნუ იქნები. -ისევ ის ირონია რომელიც ასე მიშლის ნერვებს. - ღმერთო ესროლე ტაბურეტკა ! პატარა ესროლე ოღონდ ესროლე. - ხელები ზევით ავღმართე და მეც მას გავაყოლე თვალები. -მაგრამ ეს ისეთია პატარა ტაბურეტკასაც ვერ იმეტებ ჰო?! კაი კაი არაუშავს -დანებების ნიშნად ხელები ავწიე და მომღიმარ აწ უკვე დირექტორს შევხედე, რომელსაც ტუჩის კუთხე ჩაეტეხა . - არგამოგდის ბრატ ღიმილის შეკავება - კაი ძმაკაცივით ვუთხარი. -აი კიდევ. ჰომ გითხარი უფროსებთან მოქცება არ იცითქო?- წარბები შეკრა ალექსანდრემ. -ძალიან კარგადაც ვიცი და შენ დამიწყნარდი რა. -არა რა. ერთი მშობლებისგან გათამამებული ბავშვი ხარ, რომელსაც ისიც კი არ ასწავლა დედ-მამამ რომ საზოგადოებაში ასე არ უნდა მოიქცე. არა აუცილებლად დავურეკავ და პასუხს მოვთხოვ ორთავეს. -თქვა მკაცრი ხმით. ... მშობლების გაგებაზე გულმა დარტყმა გამოტოვა. არა რა როგორ მაკლიან ისინი, მაგრამ ამ ვაჟატონს არ აქ უფლება როგორც უნდა ისე ილაპარაკოს მითუმეტეს ჩემს ოჯახზე. -ანუ მოშბლებს დაურეკავ ჰო? -დიახაც! და პასუხს მოვთხოვ შენს საქციელზე. -გამარჯვებული სახით წარმოთქვა დირექტორმა. - კარგი მიდი დაურეკე ოღონდ შენ მათ ელაპარაკე და გავჩუმდები ,მაგრამ არასდროს! გესმის? არასდროს არ მოიხსენიო დედაჩემი და მამაჩემი ცუდად . ... ახლა კი კარგად ბრძანდებოდე მეჩქარება. - ვუთხარი და კარები მთელი ძალით გამოვიჯახუნე. .... ძალიან არ მინდოდა ცრემლი წამომსვლოდა , მაგრამ რომ მივხვდი წინააღმდეგობას ვეღარ გავუწევდი სკოლა სირბილით დავტოვე და იქვე სკვერში წავედი, სადაც არავინ არ დამხვდა. მეც შვებით ამოვისუნთქე და იქვე სკამეიკაზე ჩამოვჯექი. ცრემლებმაც თავისი გზა გაიკვალენ ჩემს სახეზე რაც აშკარად არ მომწონდა. .... აი მომკალი და ვერ ვიტან დედ-მამაზე აგდებულად რომ ლაპარაკობენ. ისინი ამის ღირსი არც არასდროს იყვნენ და ახლა ჰო მითუმეტეს არ არიან. როგორ მინდა ახლა ისინი ჩემთან იყვნენ, აი როგორ, მაგრამ რა ვქნათ ასეთი ყოფილა ჩემი ბედი. ყველაფრის და მიუხედავათ ცხოვრება უნდა გავაგრძელო თან გიოც ჩემს გვერდითაა. აი ის რომ არა ალბათ კი არადა, აუცილებლად გავაფრენდი. ჩემი სულის ნაწილია, რომლის გარეშედაც ერთი წამიც ვერ გავძლებ. მართალია ეს არასდროს გამომიმჟღავნებია, მაგრამ რავქნა ასეთივარ. მიყვარს ჩუმათ როგორ ზრუნავს ჩემზე თან ისე რომ არ უნდა გრძნობები გამოამჟღავნოს , მაგრამ მოხარშულს ვიცნობ მოხარშულს. ვერაფერს ვერ გამომაპარებს, მისი ყველა რეპლიკა ზეპირად ვიცი. ფიქრებიდან ტელეფონის ზარმა გამომიყვანა. -გოგო სად გავარდი რომ გავარდი? მთელი სკოლა შენზე ჭორაობს - ყურში ჩამყვირა ანიმ. -რაო რას ჭორაობენ? -რას და შენზე და მარინაზე, როგორ გააგდე სკოლიდან და ასე შემდეგ. - ოო არ გკ..ია? -კაი კაი და ახლა სად ხარ? - სკვერში. -კაი მოვდივარ . -არაა, არა . - ეგრევე შევიცხადე მე. - ინგლისურზე მაგვიანდება უნდა წავიდე. -კაი , მიდი გკოცნი.- მითხრა და ყურმილი დავკიდე. სამი საათის შემდეგ : როგორც იქნა გამოვაღწიე ინგლისურიდან ახლა კი ქართულზე მაგვიანდება. სამი საათის შემდეგ: ქართულიდან გამოვაღწიე და მათემმატიკაზე მეჩქარება. მიდი ნენსი კიდე სამი საათიც და სახლში წახვალ. - ვამხნევებ ჩემ თავს და ტაქსში ვჯდები. კიდევ სამი საათის შემდეგ: ჰალელუია სახლში მივდივარ! მართალია უკვე ათი საათია მაგრამ გადავწყვიტე ვენდიში შევიარო და რამე ვჭამო თორე სადაცაა წავიქცევი. თანაც დაზუსტებით ვიცი რომ სახლში საჭმლის ნატამალიც კი არ იქნება რამე. ... მალევე შევედი ვენდიში და მოლარე გოგონას ორმაგი ბურგერი, დიდი ფრი, კოკაკოლა და ორი მარწყვის ნაყინი შევუკვეთე. მერე რა რომ ათი საათია მშიადა დროს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. შეკვეთა ავიღე და კუთხეში მდგარი მაგიდა დავიკავე. საჭმელს შევექეცი და პარალელურად სოციალურ ქსელში რაღაცეებს ვათვალიერებდი. ... ის, ის იყო ვენდიდან უნდა გამოვსულიყავი რომ ვიღაცის ხელმა შეხებამ შემაჩერა ... არვიცი თქვენ რა იფიქრეთ მაგრამ ჩემს წინ ვენდში ერთ-ერთი მომუშავე ბიჭი იყო. გაკვირვებული შევხედე და პირის გაღება დავაპირე სიტუაციის გასარკვევად ჩემი ჩანთა რომ გამომიწოდა. ახლა უკვე ნათელია ყველაფერი. -დიდი მადლობა! -ვუთხარი და იქაურობას გავეცალე. ძალიან მიყვარს მარტო სეირნობა , ამიტომაც სახლამდე გზას ფეხით ჩავუყევი თან ვფიქრობდი. ... ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ვიღაც უკან მომყვებოდა, მაგრამ უკან მივიხედავდი თუ არა ცარიელ ტროტუარის მეტს ვერაფერს ვხედავდი. -მოლანდებები დამეწყო - ჩავიბუტბუტე ჩემთვის და სადარბაზოში შევედი. მალევე შევედი ლიპტში და ცხრიანს ხელი მივაჭირე. როგორციქნა აბობღდა დენიკინის დროინდელი ჯართი მეცხრემდე და მეც ეგრევ გამოვარდი . გასაღები მოვიმარჯვე და ორჯერ გადავატრიალე, კარებიც გაიღო და სახლში შევედი. კედები იქვე გავიხადე და სამყოფ ოთახისკენ წავედი სადაც გიო მეგულებოდა, არც შევმცდარვარ. - მოხვედი უკვე ? - მითხრა თბილი ხმით. -როგორც ხედავ. - დილანდელზე ჯერ კიდევ გაბრაზებულმა ვუთხარი და მდივანზე ჩამოვჯექი. ისიც ეგრევე მომიჯდა და ჩამეხუტა. - კაი რა შენ ჯერ კიდევ ნაწყენი ხარ? - მითხრა მოღუშულმა და ხელი ყელზე მოისვა. (სულ ასე აკეთებს როცა ნერვიულობს) -რა არ უნდა ვიყო თუ? - ჩემს პოზიციას ჯერ კიდევ არ ვთმობდი. -კარგი რა ნენს? ბოდიში. ჰო იცი არა მიჩვეული ვარ ბოლოში სულ ჭკვიანად-ს დაყოლებას და რა გავაკეთო? - რა და უნდა გადაეჩვიო. დიდი ვარ უკვე, დიდი . ჩემ თავს მეთვითონ მივხედავ და არ მჭირდება აქ ეს დარიგებები. - ტონს ავუწიე მე -მოიცა რა დიდი ხარ? რა არ გჭირდება დარიგებები? -წამოენთო გიო. - დიახაც ჭკუით უნდა იყო და ასეც იქნება. შენ არ გაქ უფლება რამე ამიკრძალო, თანაც ტონი აკონტროლე თორემ იცი რისის გამკეთბელიც ვარ და მეორედ აღარ გაბედო ჩემთან ასეთ ტონით ისაუბრო. -თქვა მკაცრად და ფეხზე წამოდგა. - არადა მე მთელი დღე შენზე ვფიქრონდი როგორ შემოვირიგოთქო. მოტოც კი გიყიდე მეთქი გავახარებთქო, მაგრამ სულ ტყუილად. არაფრის ღირსი არ ხარ რა. - თქვა მკაცრად და საკუთარი ოთახისკენ დაიძრა. ... მოიცა ამან რაო ? მოტოო? შერიგებაო? არხარ ღირსიო? -ააა ყველაზე მაგარი ძამიკოხარ მთელს გალაქტიკაში - აღფრთოვანებულმა წამოვიყვირე და გიოსკენ გავიქეცი. -არაფერიც ის მოტო არაა შენი - მკაცრად მითხრა და ხელით შემაჩერა არ შემეხოო. -ხე! - ჩავიბურტყუნე ჩემთვის. - რამე მიხარი? - ამმ ... როგორ შემოგირიგოთქო. - უცებ მოვბოდე რაღაცა და გავეკრიჭე. -უნდა მოიფიქრო. - მითხრა გამარჯვებული სახით და საძინებელში შევიდა. რავქნა ახლა როგორ შემოვირიგო? არადა რამაგარია მოტო, მაგრამ რათქმაუნდა რამე ოთხიგინალური თუ არ გავაკეთე ეს მოტოს მაღირსებს? ხეათქო რომ ვამბობ არ მიჯერებთდა. .... ნახევარ საათიანი ფიქრის შემდეგ როგორც იქნა მოვიფიქრე ოთხი გინალური რაღაცა და გახარებულმა ჩემი ოთახისკენ გავიქეცი . კარადა გამოვაღე და სულ ქვემოთ შეფუთულ ოთხკუთედის ფიგურას ხელი დავავლე და გიოსკენ გავემართე. ,, მოვუხდი ბოდიშს მოვუხდი'' -გიო - ხმა დავარბილე და მისკენ გავემართე. -იცოდე არც თბილად ლაპარაკი გიშველის და არც თვალების ჟუჟუნი. - მკაცრი ხმით მითხრა და წყალი მოსვა . არა ჰო ვამბობ ხეათქო ხეე!. -ჰოიცი როგორ მიყვარხარ? - ამის გაგონება და გიოს ხველების ატყდომა ერთი იყო. არა ბავშვია რა დიდი ბავშვი. - რაღაცას ბოდავ რა - ჩაიბურტყუნა დაბალ ხმაზე. - ვიცი ჰო არასდროს არ მითქვამს ეს შენთვის მაგრამ ჰო იცოდი არა რომ მიყვარდი? - შევიცხადე მე - მართლა არ იცოდი? საერთოდ ვერ გრძნობდი? - იმის გაფიქრება რომ გიომ არაფერი იცოდა ჩემი დამოკიებულების შესახებ ცოტა არიყოს და შემძრა. ანუ რა გამოდის არმიცნობს? არიცის რომ გრძნობების გამოხატვა არ შემიძლია? ამის გაფიქრებაზე გული უფრო მეტკინა და თვალები ცრემლით ამევსო. ეს დაინახა თუ არა გიომ ჩემსკენ წამოვიდა და მთელი ძალით ჩამეხუტა. -კარგი პრინცესა, დამშვიდდი. ყველაფერი ვიცი, ვიცი და ახსნა არ ჭირდება შენს ჩემდამი სიყვარულს. ვიცი ჰო როგორც მე ისე ხარ შენც. არშეგიძლია სიყვარულის გამომჟღავნება.- მებუტბუტებოდა და გულში უფრო მიკრავდა. - კი მაგრამ შენ ისე შეიცხადე რომ ... -ვიცი , ვიცი შეგაშინე , მაგრამ ეს სიტყვებბი შენი პირიდან წარმოთქული რომ გავიგე ცოტა არიყოს და შემეშინდა ჰო კარგადაა -თქო. მიდი ახლა ცრემლები მოიწმინდე და მანახე ერთი რის მაგივრაად უნდა მოგცე მოტოციკლეტი - წარბები აქაჩა ზემოთ. უჟმური არი რა უჟმური და როგორ იცის ხოლმე ყველაფრის ჩაშხამება. - უჟმური რომ ხარ მითქვამს შენთის? - გაბუტულმა ჩავიბურტყუნე. - აბა მოტოციკლეტი მოქცე ისე? ნურას უკაცრავად წეხანდელი ჯერ კიდევ მახსოვს. - მკაცრად ჩაილაპარაკა. ... არა რა ეს ინდივიდი შემიწირავს მე. -უიმე. აჰა . -ვუთხარი და ,, მოსასყიდი’’ გავუწოდე. მანაც ეგრევე გამომსტაცა ხელიდან და ერთი ხელის მოსმით გახია შეფუთული. ნახატს დააშტერდა და გაცისკროვნებული თვალებით შემომმხედა. - შენ დახატე? - მანიშნა ჩვენი ოჯახის, ჰო სწორად გაიგეთ. ჩემი, გიოს და დედ-მამას ერთობლივ ოჯახური ფოტოს ჩემეულ ვერსიაზე( დახატულზე). ნუ ეგეც არ მოგესმათ , ხატვა ჩემი ჰობია. ეს ნახატი კი სულ რაღაც ორი დღის წინ დავამთავრე და საგულდაგულოდ ვინახავდი. -მადლობა, შენ ვერც კი წარმოიდგენ ეს ჩემთვის რას ნიშნავს - მითხრა გიომ მთელი ძალით ჩამეხუტა. -ვიცი ჰო ვიცი და შენც კარგად იცი ჩემთვის რას ნიშნავს მოტო. -ვუთხარი და გავეკრიჭე. -დამსახურებული მოტო . - მითხრა, ჯიბიდან გასაღები ამოიღო და გამომიწოდა. -მადლობა - ლოყაზე ვაკოცე და კარები გამოვიხურე. … გახარებულმა შევაღე საძინებლის კარები და პენუარი გადავიცვი. ის, ის იყო უნდა დამეძინა რომ ჩემი ტელეფონი აწკრიალდა. -,, გილოცავ ‘’ - უცხო ნომრიდან მომწერა ვიღაცამ -,,სმს შეგეშალა’’ - მივწერე იმწუთასვე და ტელეფონის დადებას ვაპირებდი ისევ რომ განათდა . - ,, მოტოს გილოცავთქო ‘’ -რაო? -,, ვინ ხარ? ‘’ - ,,ნუ ჩქარობ პატარავ . თავის დროზე ყველაფერს გაიგებ ‘’ - ,, რასქვია თავისდროზე? ‘’ - გავბრაზდი ეგევე - ,, მოუთმენელი ხარ , ჰო მართლა გვიანობით ქუჩაში სიარული სახიფათოა‘’ - ,, საიდან იცი? ‘’ - ვერაა ეს ჰო? ან საიდან გაიგო მე სად როდის მივდივარ? - ,, ეგ საიდუმლოა ‘’ - ,, დეგენერატო’’ - ,, მოუთმენეელო ‘’ - ,, უნამუსო ‘’ - ,, ლამაზო’’ - ,, მანიაკო ‘’ - ,, მარწყვივის ტუჩება ‘’ -ეს ვიღაცა ვერაა ჰო? არა რა მაკადრა შეხედეთ რა. - ,, ბატონო? ‘’ - ,, რაც გაიგე? ‘’ - ,, ხერხი თუ თოფი? ‘’ - გაბრაზებულა მივწერე მე - ,, ვერგავიგე ‘’ - ,, როგორ მოგკლა ? ‘’ - განვუმარტე - ,, თუ ‘’ - ,, მძულხარ ‘’ - ,, მეც მიყვარხარ! კაი წავედი პატარავ შენი ძილის დროა ხვალ ადრე ხარ ასადგომი და არ ჩამოგეძინოს სკოლაში ‘’ - მოიცა ანუ ეს მე მიცნობს? საიდან? - ,, ვინ ხარ? ‘’ - ,, მოთმინება პატარავ, მოთმიინება ტკბილი ძილი‘’ - მეტი არაფერი მიმიწერია. მივხვდი უკვე რომ აზრი აღარ ჰონდა და მორფეოსის სამყაროში გადავინაცვლე. ............... ძალიან დიდი მადლობა ასეთი თბილი კომენტარებისთვის. ვეცდები იმედები არ გაგიცრუოთ თუ უკვე გავაცრუე? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.