შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერების რეცეპტი (ოცდამეათე თავი)

8-06-2017, 22:16
ავტორი murachashvili
ნანახია 3 918

რომ გეკითხათ მალავდნენ, თითქოს არავის უნდა გაეგო ციხეში მომხდარი ინციდენტის შესახებ, თუმცა კულუარებში ყველა ამაზე საუბრობდა. ზუზუნით, ტალღისებურად კამერიდან-კამერაში გადადიოდა სხვადასხვა სახის ინფორმაცია, სულ უფრო და უფრო ბუქდებოდა და ფორმდებოდა. ვიღაც ამტკიცებდა, რომ ირაკლიმ მისი საყვარელი სიკვდილის პირას მიიყვანა. ვიღაც ამბობდა, რომ გოგონა ორსულად დარჩა და მამაკაცს აშანტაჟებდა, ამ ამბავს შენს ოჯახს გავაგებინებო. რეალურ მიზეზს კი ყველა გვერდს უვლიდა. თითქოს განგებ არ ამბობდნენ.
- აბა, რა ეგონა? ირაკლის ასე იოლად როგორ ჩაიგდებდა ხელში?! - ნიშნის მოგებით ესაუბრებოდა ციხის ეზოში ერთ-ერთი სამზარეულოში მომუშავე ქათამი თავის კამერის მეზობლებთან ერთად კედელთან ჩაცუცქულ საკმაოდ ასაკიან კრიმინალს. შუბლ შეკრული ისმენდა მამაკაცი ფსიქოლოგისა და ციხის უფროსის დაპირისპირების შესახებ შეთხზულ ლეგენდას.
- შენთვის შეფასება არ გვითხოვია, სათქმელი დაასრულე? ხოდა დაახვიე?!... - ღრენით გახედა წინ მდგომ, უკმაყოფილოდ ტუჩებ მოპრუწულ მამაკაცს კრიმინალებს შორის ყველაზე ასაკიანმა. სიტყვის შებრუნება ვერ გაბედა ქათამმა, განაწყენებული გაერიდა მამაკაცებს.
- გიგა, გჯერა რასაც ეს ნაბოზვრები ყვებიან?! - ეჭვით გახედა ერთ-ერთმა წარბზე იარის მქონე მამაკაცმა კრიმინალებში ყველაზე მხცოვანს.
- ჩემო წარბა, ასე მარტივად რომ ვიჯერებდე ყველაფერს რასაც ლაპარაკობენ, აქამდე ცოცხალი აღარ ვიქნებოდი. - ირონიულად გაეცინა გიგაურს.
- ეგ, ნაბოზვარი ირაკლი თანამშრომელს საცემრად ასეთი მსუბუქი მიზეზის გამო არ გაიმეტებდა.
- საყვარლობის ამბავი არც მე მჯერა, ეტყობა რაღაცაზე შეეწინააღმდეგა და გაუსწორდა მისი მეთოდებით. - მისი ვარაუდი გამოთქვა წარბამ.
- ბევრი შერჩა, ზედმეტად ბევრი, ვინც ნასეტკობაზე არ დასთანხმდა, ყველას ახალი „სროკი“ დაუმატა. - საუბარში ჩაერია ერთ-ერთი.
- მაგ გოგოზე დღემდე ცუდი არაფერი თქმულა. ვისაც კი შეხება ჰქონია, ყველა აქებდა. გივის საქმე მაგის წყალობით გამოვიდა. ბიჭებსაც ეხმარებოდა კომისიაზე საბუთების გაგზავნაში. ამბობდნენ თავმჯდომარის კაციაო. - საუბარში ჩაერია იქვე მდგომი მეორე კრიმინალიც.
- თავმჯდომარის? ვისზე ლაპარაკობთ?! - წარბას ამოუდგა გვერდით თორნიკე.
- ვისზე და ციხის ახალ ფსიქოლოგზე.
- ვერ გავიგე?! - ძარღვებში სისხლი გაეყინა ელენეს ხსენებაზე ქარველიშვილს.
- ქათმებმა ამბავი მოიტანეს, ირაკლის პატიმრების ცემა აღარ ჰყოფნის და თანამშრომლებზე გადავიდაო! - ზიზღით გადააფურთხა წარბამ.
- და, ელენეს რა კავშირი აქვს ამ ყველაფერთან?! - ხელოვნური გულგრილობით იკითხა ვაჟმა.
- რაღაცით ვერ მოხიბლა მისი უფროსი... - თვალებ დაწვრილებული ყურადღებით აკვირდებოდა ვაჟის თითოეულ მიმიკას გიგაური, არც მისი გაფითრებული სახე გამორჩენია და არც ტკივილამდე ერთმანეთზე დაჭერილი ყბები.
თუმცა, ახლა არც თამაშის დრო ჰქონდა და არც ემოციების დაფარვის, ეზოში მყოფ კრიმინალებს ყურადღებას აღარ აქცევდა ქართველიშვილი, პირდაპირ კარებში მდგომი ბადრაგისკენ მირბოდა ვაჟი.
- რაღაც ზედმეტად ავარდა შენი მეზობელი, - წარბასთავის არც კი შეუხედავს, კბილებში გამოსცრა არაბულმა - ყურადღება მიაქციე, ირაკლისთან პრობლემები არ გვჭირდება!

- დეპარტამენტის თავმჯდომარესთან მინდა შეხვედრა! - ბადრაგის გაოცებული მზერა არ შეიმჩნია, მისვლისთანავე გამოუცახადა თორნიკემ.
- მხოლოდ თავმჯდომრესთან? მინისტრიც ხომ არ შეგახვედროთ?! - ირონიულად გაეცინა სამხედრო ფორმიანს.
- გასაგებად გითხარით, თავმჯდომარესთან მინდა შეხვედრა! - ცივი, ზიზღით სავსე თვალებით უმზერდა ვაჟი წინ მდგომს.
არ ვიცი მის მზერაში რა დაინახა, თუმცა ბადრაგს წინააღმდეგობის გაწევა აღარც უფიქრია. რაცია მოიმარჯვა და რეჟიმის განყოფილების ცვლის უფროსს დაუკავშირდა.
- რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს მსჯავრდებულ ქართველიშვილს ადმინისტრაციასთან სურს შეხვედრა!- ირონიულად ჩასძახა ვიღაცას.
- ადმინისტრაციასთან არა, თავმჯდომარესთან! - საკუთარი მოთხოვნა დაუკონკრეტა თორნიკემ.
- ამას როგორმე ჩვენ გადავწყვეტთ! - ღრენით ამოხედა რაცია მომარჯვებულმა ბადრაგმა.

საკუთარ საკანში ნარზე თვალბ დახუჭული იწვა თორნიკე, ვეღარ ამჩნევდა ვერც საკნის სივიწროვეს, ვეღარც ხალხმრავლობას, აღარც დახუთული ჰაერი და თითქმის სხეულში გამჯდარი ნესტის სუნი აღიზიანებდა, უბრალოდ იწვა და ფიქრობდა. თვალწინ ისევ ელენეს მწვანე ცრემლებით სავსე თვალები ედგა, მისი თმის სურნელი, თითქოს ნათლად დაინახა როგორ ურტყამდა ირაკლი, ისე მძაფრად შეიგრძნო, რომ ძვლებიც ეტკინა.
- ეს როგორ ვერ გათვალა? როგორ ვერ დაიცვა, როგორ ვერ დაეხმარა?! - ამჯერად საკუთარ თავზე ბრაზდებოდა - ჩავაძაღლებ, ჩემი ხელით გამოვჭრი ყელს!
თავმჯდომარესთან შეხვედრის იმედი ნამდვილად არ ჰქონდა, თუმცა ციხის უფროსის ნახვაზეც არ იტყოდა უარს. ო, როგორ უნდოდა ახლა ირაკლი დაემარტოხელებინა მისივე კაბინეტში და გვერდები დაენგრია. სიმწრისგან ისე ჰქონდა მუშტები მოღერებული, თითქოს წინ მართლაც ციხის უფროსი ედგა. მიუხედავად იმისა, რომ ასე სძულდა, არასოდეს არ სდომებია მისი განადგურება, მიუხედავად იმისა, რომ ამდენჯერ ცემა, ერთხელაც არ შეუბრუნებია ხელი ქართველიშვილს, ერთხელაც კი არ უცდია თავდაცვა, მაგრამ ახლა, დაიფიცებდა, რომ ხელიც კი არ აუკანკალდებოდა ისე მოსპობდა. მიუხედავად იმისა, რომ გულით უდოდა ციხიდან გასვლა, ახლა ელენეს გამო მართლა ჩაიდენდა ახალ დანაშაულს, მართლა დაიმატებდა სასჯელს, გონებაში სახავდა ახალი მკვლელობის გეგმას, რომელიც ბევრად უფრო სასტიკი ფორმით იქნებოდა ჩადენილი ვიდრე კვანტალიანის მკვლელობა.
- ვინმეზე ხარ გაბრაზებული?!... - გვერდით ნარზე ჩამოუჯდა წარბა.
- არა, გეჩვენება. - თვალები არც კი გაუხელია, ღრენით უპასუხა ვაჟმა.
- ვითომ?! ჩემი შენდამი დამოკიდებულება კარგად იცი, მაგრამ ვიდრე რამეს მოიმოქმედებ კარგად დაფიქრდი...
- ამ სიტყვებს შენ მეუბნები, თუ გიგაური?! - ირონიულად გახედა ბიჭმა.
- ჯერჯერობით მე...
- ვერ მიგიხვდი?! - ნარიდან წამოიწია ვაჟმა და ჯიქურ მიაჩერდა წარბას თვალებში.
- ვიღაც რიგითი თანამშრომლის გამო, ადმინისტრაციასთან სიტუაციის დაძაბვა არ გვიღირს... - გიგას სიტყვები გაიმეორა წარბამ.
- რიგითი თანამშრომელი, ადამიანი რომელიც პატიმრების განთავისუფლებისთვის იბრძოდა?! თქვენთვის მეც რიგითი პატიმარი ვარ?!...
- თორნიკე, ნუ მიქარავ...
- მე?! რატომ რამეში ვცდები? ჩვენება რომ არ მივეცი, გიგაურის წინააღმდეგ, გვერდები გამიერთიანეს, თავად კი ჩემი ცემის შემდეგ გაურიგდა ირაკლის ციხეში სასმლის შემოტანაზე? ეგ იყო მისი მადლიერება?!
- გიგაური მოლაპარაკებაზე თუ წავიდა, მხოლოდ იმიტომ, რომ ეგ თანხა ციხის „ობშიაკში“ შესულიყო და ისევ პატიმრებს ესარგებლათ...
- შენ? განა ჩემთვის „სროკის“ დამატებისას არ გიფეშქაშა ციხის უფროსმა ახალი, გარემონტებული კამერა?!
- იქნებ ისიც მითხრა, რომ მეც გარიგებაზე წავედი?! - ვაჟის სიტყვებმა გააღიზიანა წარბა.
- არა?! - ირონიულად ჩაეკითხა თორნიკე.
- ამ სიტყვებს მხოლოდ იმიტომ გპატიობ, რომ პატივს გცემ! კამერა მეკუთვნოდა და მივიღე, კარგად დაფიქრდი ვის ელეპარაკები! - ტონს აუწია მამაკაცმა.
- გეკუთვნოდა?! - ირონიულად ხარხარდა ქართველიშვილი - თქვენი საქმის თქვენ იცით. მე არც გარიგებებში ვერევი და არც ის მაინტერესებს ვინ, სად და რაში ისარგებლეთ, ჩემისთანების ხარჯზე. ღმერთმა სიკეთეში მოგახმაროთ, მაგრამ ნურც მე მასწავლით როგორ მოვიქცე.
- ვერ გცნობ, თორნიკე! - გაოცებული უმზერდა გაცოფებულ ბიჭს წარბა - მეგონა ხვდებოდი რომ სხვებთან არ გაიგივებდით, პატივს გცემდით და შეძლებისდაგვარად პროვილეგიებითაც სარგებლოდი, ამას კი დაფასება უნდა, ძმაო...
- მართლა?! იქნებ ამიხსენათ რაში გამოიხატება ჩემი პრივილეგირებულობა? მხოლოდ თქვენისთანებისთვის ხელის დაფარებაში? იქნებ სჯობდა მეც მეთანამშრომლა ირაკლისთან? რა ჯანდაბად ვიხლი ჩემს სახელს, თუ ჩემივე ახლობელს ვერ დავიცავ?! - ემოციებს ვეღარ მალავდა ვაჟი.
- აქ იმისთვის არ დავჯექი, რომ მტელმა კამერამ მოიმინოს ჩვენი საუბარი. ხმას დაუწიე! - თვალები დაუბრიალა წარბამ - ასეა თუ ისე, ირაკლისთან როგორღაც აწყობილი გვაქვს საქმე. ის ჩვენ არ გვეხება, ჩვენ - მას. რაც შეეხება შენი „სროკის“ დამატებას, ჩვენს სფეროში ასეა, ერთხელ რომ ციხეში წახვალ, გარეთ გასვლაზე არ უნდა იფოქრო. მით უმეტეს ისეთ „სროკზე“ შენ რომ შემოხვედი. კაცმა არ იცის აქ რამდენ ხანს გაჩერდები, კარგად დაფიქრდი, მაგ გოგოს გამო გიგაურიც არ გადაიკიდო?
- გიგაური?! შენ ვერც კი ხვდები რას მეუბნები... - მწარედ გაეცინა თორნიკეს - ელენეს გამო გიგაურს კი არა მთელ სამყაროს დავუპირისპირდები...
- ასეთი ძვირფასია?! - გაოცებული უმზერდა წარბა აჯაგრულ ქართველიშვილს.
- რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, თქვენთვის რიგითი თანამშრომელი, ჩემთვის ყველაფერია, ჩემი სიცოცხლეა.
- ანუ არ გაჩერდები?
- იმ ნაბოზარ ირაკლის ღორივით რომ დავკლავ და მის თავს ფეხებთან დაგიგდებთ მხოლოდ მაშინ... ხომ იცი, რომ გამკელეთებლი ვარ? ხელი შეშლა არც კი იფიქროთ!...
- ხელებიც ამიწევია. ჩავთვლი, რომ უკანასკნელი სიტყვები არ გამიგია. მე ჩემი სათქმელი გითხარი, დანარჩენი შენი გადასაწყვეტია...
- ქართველიშვილო, გამოდი, შენთან სტუმარია! - კამერის კარების გისოსებში ბადრაგი გამოჩნდა.
დარწმუნებული იყო, რომ მის მოთხოვნას დეპარტამენტის თავმჯდომარის ნახვის თაობაზე, ირაკლის მოახსენებდნენ. თავისთავად ცხადია, რომ სწორედ მას ელოდა თორნიკე, არ კი უკითხავს ვინ იყო ვიზიტორი, თავდახრილი, უკან ხელებ დაწყობილი მორჩილად გაჰყვა შეხვედრების ოთახში, თუმცა დარბაზში შევიდა თუ არა იმედი გაუცრუვდა.
ვიზიტორებისგან უჩვეულოდ დაცლილ დარბაზში მნახველის სკამზე ჯუმბერი ელოდა. შორიდანვე შეათვალიერეს ტუსაღმა და მოადგილემ ერთმანეთი. ერთი-ერთზე, ერთმანეთის პირისპირ ისხდნენ ჯუმბერი და ქართველიშვილი.
- თქვენ?
- იმედია მართლა თავმჯდომარეს არ მელოდი? - ირონიულად ჰკითხა მამაკაცმა.
- არა, თუმცა...
- თუმცა ირაკლის ხილვა გერჩივნა?
დასმულ კითხვაზე პასუხი არ გაუცია, უსიტყვოდ დაჯდა მისთვის განკუთვნილ სკამზე. ერთი-ერთზე, ერთმანეთის პირისპირ ისხდნენ ჯუმბერი და ქართველიშვილი.

- გოგონას მდგომარეობა თუ გაინტერესებს, ახლა უკვე კარგადაა, ციხის საავადმყოფოში დავაწვინეთ, სანდო ხელშია...
- „რეზბალნიცაზე“?! ანუ ირაკლის პასუხსგებაში მიცემას არ აპირებთ?
- ამ ეტაპზე, ალბათ ვერ...
- ნეტა რატომ არ მიკვირს?! - მწარედ გაეცინა თორნიკეს - ელენესთან რა ხელი ჰქონდა? რა უნდოდა? რას ერჩოდა?
- არ ვიცი შენ რა მიზეზი გითხრეს, მაგრამ... - აშკარად სიტყვებს არჩევდა მამაკაცი.
- რა მაგრამ? - ასე ნაკოწიწები მოთმინება, უკვე ღალატობდა ქართველიშვილს.
- რაღაც ჩვენების მიცემა სთხოვა და გოგონამ უარი უთხრა.
- რაღაც?! მაინც რა ჩვენების?!
- მაგდენი არ ვიცი. - თვალი აარიდა ჯუმბერმა.
- მართვა არ იცით, თუ თქმა არ გსურთ?
- ახლა უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს.
- მაინც?!
- რამდენადაც მე მითხრეს, ირაკლი შენთვის „სროკის“ მომატებასთან დაკავშირებით საბუტებს ამზადებდა და მისი ჩვენება სჭირდებოდა...
- გინდათ მითხრათ, რომ ახლა ელენე ასეთ დღეში ჩემს გამოა?! - ძარღვებში სისხლი გაეყინა თორნიკეს - მაშ ჩემი ხელახლა „გასროკვა“ უნდოდა? ამაზე იოლი რაა? ავუხდენ ნატვრას ბატონ ირაკლის, მორიგი სასჯელი მისი მკვლელობის გამო მექნება! - ამ წუთებში აშკარად აღარ ახსოვდა ვინ ეჯდა წინ.
- ნუ ბოდავ, ქართველიშვილო! - ხმას აუწია ჯუმბერმა - ყველაზე იოლი მასე მოქმედებაა, პრინციპში ჩვენ საწინააღმდეგო არც არაფერი გვაქვს, ორივე შემთხვევაში დეპარტამენტი მოგებული დარჩება. ერთად-ერთი ვინც დაზარალდება შენ და ელენე იქნებით. ირაკლის ზედმეტი წვალების გარეშე მოვიშორებთ, თუმცა შენთან სულ სხვა წინადადება გვაქვს.
- არ მითხრათ, რომ ისევ თანამშრომლობას მთავაზობთ! - ირონიულად ახარხა თორნიკე - ბოზს ვგევარ? - ზიზღით მიაჩერდა წინ მჯდომს.
- ბოზს არა, თუმცა ჭკვიან კაცს კი. თუ ჩვენი პირობებით იმოქმედებ, ირაკლიზე შურისძიებასაც შესძლებ და ციხიდან გასვლასაც. მგონი დაფიქრებად გიღირს.
- ერთად-ერთი რაც მინდა, ისაა, რომ ირაკლი მოვსპო...
- თუ დაუფიქრდები, მეც სწორედ მაგას გთავაზობ! - ვაჟის სიტყვები კარგად ენიშნა, უკვე გამარჯვებას ზეიმობდა მოადგილე.
- კეთილი, თქვენი მეთოდებით ვიმოქმედებ, ოღონდ ერთი პირობით...
- ხომ იცი, ვაჭრობას ვერ ვიტან...
- ელენე უნდა ვნახო. რადაც არ უნდა დამიჯდეს, მასთან უნდა მოვხვდე...
- გაგიჟდი? ჩვენი თანამშრომლობის შესახებ არავინ უნდა იცოდეს, საავადმყოფოში რა მიზეზით მიგიყვანო?- გაღიზიანდა მამაკაცი.
- არ გინდათ, ბატონო ჯუმბერ, პატარა ბიჭი არ ვარ. ავიტკიებ ბრმა ნაწლავს, მართალია არ მაქვს მაგრამ მაინც...
- მაიმუნობ, ქარველიშვილო...
- მაშინ ვენებს გადავიჭრი და ეგაა. სავადმყოფოში დაწვენის მიზეზიც გექნებათ! - პოზიციებს არ თმობდა ვაჟი.
რამდენიმე წამით ყურადღებით აკვირდებოდა ჯუმბერი.
- ჯანდაბას შენი თავი. მიგიყვან რამდენიმე წამით. ოღონდ ახლავე იცოდე, პალატაში ვერ შეხვალ, უბრალოდ დაინახავ. ეგაა და ეგ...
- ახლა თქვენ ვაჭრობთ, ბატონო ჯუმბერ? - ამჯერად გულწრფელად გაეღიმა თორნიკეს.
- ასე, გამოდის. შენთან შეხვედრისთვის ერთი საათი მქონდა გამოყოფილი. ამ პერიოდში, თავმჯდომარის ბრძანებით, არც მოგიკითხავენ და არც აქ შემოვლენ. გვეყოფა?!
- რა თქმა, უნდა გვეყოფა! - ადგილიდან წამოხტა ქართველიშვილი.

№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

აუუუუ უმაგრესი იყოოოოო
ხო იციიი როგორ მიყვარხარ!!!!!!!!!!!
ყველაზე მაგარი ხარ!!!!! საუკეთესოოო გავგიჯდიი!!!!

№2  offline ახალბედა მწერალი murachashvili

nawkas12345
აუუუუ უმაგრესი იყოოოოო
ხო იციიი როგორ მიყვარხარ!!!!!!!!!!!
ყველაზე მაგარი ხარ!!!!! საუკეთესოოო გავგიჯდიი!!!!

რასაც თქვენ მე მაქებთ, როგორ მიკვირს ისევ თეთრი რომ ვარ kissing_heart

№3  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

murachashvili
nawkas12345
აუუუუ უმაგრესი იყოოოოო
ხო იციიი როგორ მიყვარხარ!!!!!!!!!!!
ყველაზე მაგარი ხარ!!!!! საუკეთესოოო გავგიჯდიი!!!!

რასაც თქვენ მე მაქებთ, როგორ მიკვირს ისევ თეთრი რომ ვარ kissing_heart

ოჰჰ ახალი მისია----უნდა გაგაწითლო :დდდ

№4  offline ახალბედა მწერალი murachashvili

nawkas12345
murachashvili
nawkas12345
აუუუუ უმაგრესი იყოოოოო
ხო იციიი როგორ მიყვარხარ!!!!!!!!!!!
ყველაზე მაგარი ხარ!!!!! საუკეთესოოო გავგიჯდიი!!!!

რასაც თქვენ მე მაქებთ, როგორ მიკვირს ისევ თეთრი რომ ვარ kissing_heart

ოჰჰ ახალი მისია----უნდა გაგაწითლო :დდდ

smile smile smile kissing_closed_eyes

№5 სტუმარი Nene

Zalian gamixarda axali tavi arvelodi dges kargi iyo madloba

№6  offline ახალბედა მწერალი murachashvili

Nene
Zalian gamixarda axali tavi arvelodi dges kargi iyo madloba

სიმართლე გთხრათ არც მე ველოდი, მადლობა თქვენ რომ კითხულობთ <3

№7  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ket-kat
აუ ანა <3 დღეს არ ველოდი და გამიხარდა ძალიან, შაბათ-კვირას ხომ კიდევ დაგვიდებთ? :)

წინასწარ ვერ დაგპირდებით, დიდი ალბათობით, წესით უნდა დავდო კვირას მაინც kissing_heart

№8 სტუმარი Mariami

Mec ar velodi dges da rom davinaxe tvalebs ar davujere,uuf ra magari istoriaa.sulmoitqmelad chavikitxe da axla erti suli maqvs axal tavs rodis wavikitxav.

№9  offline ახალბედა მწერალი murachashvili

Mariami
Mec ar velodi dges da rom davinaxe tvalebs ar davujere,uuf ra magari istoriaa.sulmoitqmelad chavikitxe da axla erti suli maqvs axal tavs rodis wavikitxav.

პატარა სიურპრიზი გამოვიდა smile ახალი თავი იმედია, პირობისამებრ იქნება კვირას

№10  offline წევრი An-El

აჰაა უკვე მომწონს თორნიკეს არჩეული გზა,ისევ მისივე მეთოდებით ჯობია დაისაჯოს ირაკლი, ვიდრე ერთი ტყვიით უწვალებლად გაეხვრიტოს შუბლი. .იმედია შაბათ-კვირას ახალ თავს ვიხილავთ (-‿◦) .

№11 სტუმარი ნეილო

ანა რა მაგარი გოგო ხარ ასე რომ ჩამითრიე „ბედნიერების რეცეპტში“,და არა მარტო.შენი ყველა ისტორია წაკითხული მაქვს.

№12  offline აქტიური მკითხველი La-Na

იმედია ახლა კიდევ არ აიკიდებს თორნიკე რამე შარს.კარგი იყო ეს თავი.გამიხარდა თორნიკეს გამოჩენა.ნუ ელენე მეცოდება,მაგრამ მაინც
--------------------
ლანა

№13  offline ახალბედა მწერალი murachashvili

An-El
აჰაა უკვე მომწონს თორნიკეს არჩეული გზა,ისევ მისივე მეთოდებით ჯობია დაისაჯოს ირაკლი, ვიდრე ერთი ტყვიით უწვალებლად გაეხვრიტოს შუბლი. .იმედია შაბათ-კვირას ახალ თავს ვიხილავთ (-‿◦) .

მგონი ცუდი ვარიანრი არ მაქვს მოფიქრებული, ვნახოთ რამდენად მოგეწონებათ ჩემს მიერ შერჩეული სქემა, smile წესით კვირას უნდა იხილოთ ახალი თავიც kissing_heart

ნეილო
ანა რა მაგარი გოგო ხარ ასე რომ ჩამითრიე „ბედნიერების რეცეპტში“,და არა მარტო.შენი ყველა ისტორია წაკითხული მაქვს.

უღრმესი მადლობა ამ სიტყვებისთვის kissing_heart არ ვიცი ამ ისტორიიდან რა გამოგვივა, თუმცა ჩემთვის ნამდვილად დიდი სიამოვნებაა თქვენი კომენტარების კითხვა.

La-Na
იმედია ახლა კიდევ არ აიკიდებს თორნიკე რამე შარს.კარგი იყო ეს თავი.გამიხარდა თორნიკეს გამოჩენა.ნუ ელენე მეცოდება,მაგრამ მაინც

ვნახოთ, ვნახოთ, უკვე ის ეტაპია ყველა პერსონაჟი საბოლოოდ გაიშიფროს და გაიშალოს მკითხველთან, ვნახოთ ამ ისტორიის გმირის სტატუსს საბოლოოდ ვინ მოირგებს wink kissing_heart

№14  offline აქტიური მკითხველი La-Na

ერთი სული მაქვს გავიგო.იმდენად მიყვარს შენი ისტორიის კითხვა ვერ ვწყდები
--------------------
ლანა

№15 სტუმარი Guest lucy

dzalian nichieri adamiani xar, dzalian mainteresebs ras moifiqreben iraklis dasasjelad, tornike kide mecodeba cixeshi roa, elene xo saertod ise shemecoda ro ravici, warmovidgine rogori nacemi iqneboda sawyali

№16  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

აი სწორედ ამას ველოდი... თორნიკემ თავისი როლი უნდა შეასრულოს ამ ნაწარმოებში... ველოდები რომ ნელ-ნელა კარტები გაიშლება და ყველაფერს ფარდა აეხდება. ყველა პერსონაჟმა თავისი დანიშნულება უნდა წარმოაჩინოს და შეასრულოს...
მოკლედ ახალ თავს მოუთმენლად ველი...

№17  offline ახალბედა მწერალი murachashvili

La-Na
murachashvili
An-El
აჰაა უკვე მომწონს თორნიკეს არჩეული გზა,ისევ მისივე მეთოდებით ჯობია დაისაჯოს ირაკლი, ვიდრე ერთი ტყვიით უწვალებლად გაეხვრიტოს შუბლი. .იმედია შაბათ-კვირას ახალ თავს ვიხილავთ (-‿◦) .

მგონი ცუდი ვარიანრი არ მაქვს მოფიქრებული, ვნახოთ რამდენად მოგეწონებათ ჩემს მიერ შერჩეული სქემა, smile წესით კვირას უნდა იხილოთ ახალი თავიც kissing_heart

ნეილო
ანა რა მაგარი გოგო ხარ ასე რომ ჩამითრიე „ბედნიერების რეცეპტში“,და არა მარტო.შენი ყველა ისტორია წაკითხული მაქვს.

უღრმესი მადლობა ამ სიტყვებისთვის kissing_heart არ ვიცი ამ ისტორიიდან რა გამოგვივა, თუმცა ჩემთვის ნამდვილად დიდი სიამოვნებაა თქვენი კომენტარების კითხვა.

La-Na
იმედია ახლა კიდევ არ აიკიდებს თორნიკე რამე შარს.კარგი იყო ეს თავი.გამიხარდა თორნიკეს გამოჩენა.ნუ ელენე მეცოდება,მაგრამ მაინც

ვნახოთ, ვნახოთ, უკვე ის ეტაპია ყველა პერსონაჟი საბოლოოდ გაიშიფროს და გაიშალოს მკითხველთან, ვნახოთ ამ ისტორიის გმირის სტატუსს საბოლოოდ ვინ მოირგებს wink kissing_heart

ერთი სული მაქვს გავიგო.იმდენად მიყვარს შენი ისტორიის კითხვა ვერ ვწყდები

kissing_heart kissing_heart

Guest lucy
dzalian nichieri adamiani xar, dzalian mainteresebs ras moifiqreben iraklis dasasjelad, tornike kide mecodeba cixeshi roa, elene xo saertod ise shemecoda ro ravici, warmovidgine rogori nacemi iqneboda sawyali

დიდი მადლობა kissing_heart რათქმა უნდა ყველაფერს ასე დაწვრილებით ვერ აღვწერ, ისედაც მძიმე ისტორიას კიდეც უფრო ვერ დავამძიმებ. თუმცა ზოგადი წარმოდგენის შესაქმნელად მგონი სასურველზე მეტიც კი გვაქვს აღწერილი kissing_heart

უცნობი ქ
აი სწორედ ამას ველოდი... თორნიკემ თავისი როლი უნდა შეასრულოს ამ ნაწარმოებში... ველოდები რომ ნელ-ნელა კარტები გაიშლება და ყველაფერს ფარდა აეხდება. ყველა პერსონაჟმა თავისი დანიშნულება უნდა წარმოაჩინოს და შეასრულოს...
მოკლედ ახალ თავს მოუთმენლად ველი...

ნელ-ნელა კიდევ ერთხელ გავიხსენებთ და გადავაფასებთ მომხდარ მოვლენებს, ნელ-ნელა ყველა პერსონაჟს მის ადგილს მივუჩენთ, იქნებ ზოგიერთი ამთგანი ახალი სახითაც კი ვიხილოთ. მოკლედ წინ დიდი გეგმები მაქვს, იმედია გამომივა smile kissing_heart

№18  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

მე მჯერა შენი ანა ვიცი რომ გამოგივა. უბრალოდ შეუძლებელია არ გამოგივიდეს...

№19  offline ახალბედა მწერალი murachashvili

უცნობი ქ
მე მჯერა შენი ანა ვიცი რომ გამოგივა. უბრალოდ შეუძლებელია არ გამოგივიდეს...

იმედია. თუმცა რაც უფრო ვუახლოვდები ფინალს უფრო მეტად მეშინია

№20  offline წევრი Mariamch

❤❤❤❤❤❤❤❤❤ ისეთი თავიააა აიი უმაგრესი❗

№21 სტუმარი Teo.

Vgijdebi me shenze chemo avtoro. Arvelodi da siurprizic amas qvia.rogor momwons tornike.velodebi kviris gatenebas.

№22  offline ახალბედა მწერალი murachashvili

Mariamch
❤❤❤❤❤❤❤❤❤ ისეთი თავიააა აიი უმაგრესი❗

უმაგრესი მკითხველის ხელში თავიც კარგი გამოვიდა

Teo.
Vgijdebi me shenze chemo avtoro. Arvelodi da siurprizic amas qvia.rogor momwons tornike.velodebi kviris gatenebas.

დიდი მადლობა. იმედია ბევრი ცდა არ დაგჭირდება

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent