შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერების რეცეპტი (ოცდამერვე თავი)

3-06-2017, 23:41
ავტორი murachashvili
ნანახია 3 885

ხშირად ეუბნებოდა ნიკოლოზი, რომ ყველაზე სწორი შეფასება, ადამიანზე შექმნილი პირველი წარმოდგენაა. პირველი შეხვედრისას ნაკლებად გიცნობენ, ნაკლებადაც გერიდებიან და ნაკლებადაც თამაშობენ. ამ დროს შენც გულით უმზერ და როგორც წესი, ინტუიციაც ნაკლებად გატყუებს. ამ პრინციპს მიჰყვებოდა ელე და იშვიათადაც ცდებოდა. რათქმა უნდა არ შემცდარა ირაკლის შეფასებაშიც.
თითქმის ორი თვე იწურებოდა გოგონას ციხეში მისვლის დღიდან. ქალიშვილის გასახარად აღმოაჩინა, რომ ამ ადამიანებისგან დავიწყებულ სამყაროში მის გარდა კიდევ იყვნენ მდედრობითი სქესის წარმომადგენლები.
ციხის სამზარეულოს მომარაგებელი და ამავე დროს შეფ-მზარეული მანანა და რამდენიმე დამლაგებელი. მანანა იქნებოდა ასე ორმოცდაათი წლამდე. მაღალ, საკმაოდ ლამაზ ნაკვთებიან, სრულ ქალს, მამაკაცებთან ამდენი ურთიერთობით, თავადაც მათი თვისებები შეეძინა. ხშირი სიგარეტის წევისგან ხმა დაჰბოხებოდა, უმეტესად შარვლით სიარულის გამო კი სიარულის მანერაც შესცვლოდა.
ახველებდა, მისი თქმით ფილტვების პრობლემაც ჰქონდა, თუმცა სიგარეტს მაინც არ ეშვებოდა:
- დამახრჩობს ეს ოხერი, დამახრჩობს! - ვინ იცის მერამდენედ იმეორებდა, თან უკვე ჩამწვარ ღერს საფერფლეზე დაუდევრად ასრესდა და ისევ ახალ ღერს ეძებდა მოსაწევად.
ყოველ დღე არა, თუმცა საკმაოდ ხშირად ნახულობდა დეპარტამენტის თავმჯდომარესა და მის მოადგილესაც.
უშუალოდ გაიცნო რამდენიმე უდოს კომისიაზე წარსადგენი პატიმარიც და მათი საქმეც. პირველად კომისიაზე გასაგზავნად მრავალშვილიანი მამა შეარჩიეს, რომელიც წლების განმავლობაში ერთ-ერთ ტაქსოპარკში, სალაროში მოლარედ მუშაობდა. ნაბოლარა შვილს გულის პრობლემის გამო სასწრაფოდ ოპერაციის გაკეთება სჭირდებოდა, ოჯახს კი შესაბამისი ფინანსები არ ჰქონდა. დახმარებისთვის უროსს მიმართა, თუმცა უარი მიიღო.
იმ საღამოს სეიფიდან შვილის ოპერაციისთვის საჭირო თანხა თავადვე აიღო. არც მეტი, არც ნაკლები, სწორედ იმდენი, რამდენიც შვილის გადასარჩენად სჭირდებოდა.
- ქალატონო ელენე, - მიუხედავად იმისა, რომ წინ მჯდომ მსჯავრდებულს შვილიშვილადაც კი ერგებოდა, მაინც ასე მიმართა მამაკაცმა - იმდენჯერ გავაგზავნეთ განცხადება, ყოველთვის უარს ვიღებდით, რა აზრი აქვს ამ ყველაფერს?! თქვენც ხომ იცით, რომ ჩვენი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდება?
- ბატონო გივი, მესმის რომ ჩემი არ გჯერათ, მაგრამ იქნებ ერთხელაც ვცადოთ? რას ვკარგავთ? იქნებ გამოგვივიდეს?!
- ყველაზე რთულად გადასატანი ფუჭი იმედია, ამდენ ლოდინს, მირჩევნია ვიცოდე, რომ არაფერი გამოვა და წყნარად დაველოდო სასჯელის სრულად მოხდას.
- თქვენს საქმეს ყურადღებით გავეცანი. ექიმები ცალსახად ადასტურებენ, რომ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები გაქვთ. ამ მდგომარეობაში მყოფს, მკურნალობა გჭირდებათ, ციხეში ჯდომის ნაცვლად. მით უმეტეს შეგვიძლია, მივმართოთ შუამდგომლობით კომისიას, ძალიან გთხოვთ, უარს ნუ მეტყვით, ერთხელ კიდევ ვცადოთ! - ისე ემუდარებოდა გოგონა, თითქოს პირიქით, გივი წყვეტდა მის ბედს.
- კარგი, შვილო, იყოს შენებურად. - ელენეს მოქმედებაზე ღიმილი ვერ შეიკავა მამაკაცმა - სადაც ამდენი, ბარემ ერთი მიმართვაც გავაკეთოთ.
- ბატონო გივი, არ ინანებთ, აი ნახავთ, არ ინანებთ! - ისე უხაროდა, თითქოს მართლა მიღებული ჰქონდა კომისიის თანხმობა ქალიშვილს.
ფსიქოლოგის მიწოდებულ პირველ დასკვნას ყურადღებით გაეცვნენ თავმჯდომარეც და ჯუმბერიც, ნამუშევარი მოუწონეს, მცირედი კორექტირების შემდეგ კი კომისიაზეც გაგზავნეს.
ელენესდა საამაყოდ უნდა აღვნიშნო, რომ თითქმის ერთ წლიანი პაუზის შემდეგ, პირველად განიხილა კომისიამ დეპარტამენტის შუამდგომლობა და პირველი დადებითი პასუხიც გამოგზავნა.
თვალებს არ უჯერებდა ელენე, როცა კომისიის თავმჯდომარის წერილი აჩვენეს.
- ციხეში ერთად შევალთ, შენც გვერდს დაგვიმშვენებ. ერთად გავაგებინებთ გივი კალანდაძეს შეწყალების ამბავს! - გოგონაზე ნაკლებად არც ჯუმბერს უხაროდა დადებითი პასუხი.
ციხის პატიმრებისთვის განკუთვნილ ნაწილში, ნამდვილ ციხეში პირველად შედიოდა ელენე. ვიწრო დერეფანში არსებულ რკინის რიკულებიან კარებებს იქით პატიმრებით სავსე კამერები მოჩანდა. არ მოსჩვენებია, თითოეული რიკულიდან უსაზღვროდ დიდი ზიზღით უმზერდნენ ტუსაღები. მიუხედავად იმისა, რომ გვერდს თავმჯდომარე, ჯუმბერი და ციხის დაცვაც უმშვენებდა, მაინც შეეშინდა.
როგორც იქნა კოლიდორი გაიარეს და ქალისდა გასაკვირად, საკმაოდ კომფორტულად მოწყობილ სპორტულ დარბაზშიც შევიდნენ, სადაც ციხის ადმინიტრაციასა და ჟურნალისტებთან ერთად ელოდა შეწყალებული პატიმარიც.
პომპეზურად, მაღალფარდოვანი ტერმინებით აცნობეს და მიულოცეს უხერხულად აწურულ, დაბნეულ გივი კალანდაძეს განთავისუფლება. გონზე მოსვლაც კი არ აცადეს, კამერების თანხლებით გამოაცილეს ციხის კარებამდე, სულ სათითაო კადრად დააფიქსირეს როგორ შეხვდნენ ახლობლები, მეგობრები.
ოდნავ მოშორებით იდგა ელენე და ისე უმზერდა სანახაობას. ყველაზე მეტად აქტიურობდა ირაკლი, სულ ცოტა დააკლდა და ელენეც კი დაიჯერებდა, რომ მამაკაცის განთავისუფლებაში ლომის წილი სწორედ ციხის უფროსს ეკუთვნოდა. ირონიული ღიმილით მისჩერებოდა დეპარტამენტის თავმჯდომარე ქველმოქმედის როლში მყოფ ქვეშემდგომს.
ვიდრე წავიდოდა, ერთხელ კიდევ შემობრუნდა მამაკაცი, ერთხელ კიდევ შეავლო თვალი ციხის ჩაჟამებულ სარკმლებს. ციხის ალაყაფთან, ყველასგან მოშორებით მდგომი ელენე შენიშნა, გარშემო ალყად შემორტყმული ახლობლების წრე გაარღვია მამაკაცმა და ნაბოლარა შვილის თანხლებით ქალიშვილს მიუახლოვდა.
გივი კალანდაძის მოქმედება შეუმჩნეველი არ დარჩენიათ ჟურნალისტებს, კუდად მიჰყვნენ მამაკაცს, თუმცა მიუხედავად კამერების ამდენი ჩხაკაა-ჩხუკისა მაინც დაემშვიდობა ფსიქოლოგს.
- ამ სიკეთეს არასოდეს დაგივიწყებთ, ქალბატონო ელენე, არც მე და არც ჩემი ოჯახი! - თმები მოუჩეჩა ჩახუტებულ შვილს მამაკაცმა, მოულოდნელად დაიხარა, კალანდაძე ისეთი მოწიწებით ეამბორა წინ მდგომ გოგონას ხელზე, რომ ქალიშვილმა ცრემლები ვერ შეიკავა - იქნებ ბევრი არაფერი შემეძლოს, მაგრამ თუ ოდესმე...
- თუ ოდესმე... - ღიმილით თავადაც მისი სიტყვები გაიმეორა და დამშვიდობების ნიშნად ოდნავ დაუკრა თავი მამაკაცს.

ისევ კამერების თანხლებით, ბედნიერი მიდიოდა ოჯახის წევრების ალყაში მოქცეული გივი კალანდაძე. ამჯერად თამაში აღარ სჭირდებოდა, დაბღვერილი უმზერდა იქვე მდგომი ირაკლი აშკარად კმაყოფილსა და ბედნიერ ელენეს, რომელიც ამჯერად თავმჯდომარისა და ჯუმბერის გულწრფელ მილოცვებს იღებდა.
ციხეში სწრაფად გავრცელდა ხმა გივი კალანდაძის განთავისუფლების შესახებ. იმასაც ყვებოდნენ, რომ ლომის წილი ამ ამბავში ახალ ფსიქოლოგს ეკუთვნოდა. ვიღაცას სჯეროდა, ვიღაც ეჭვს გამოთქვამდა, ერთი ბეწო ღლაპს ამდენის უფლებას ვინ მისცემდაო, თუმცა ფაქტი-ფაქტად რჩებოდა. უდოს კომისიაზე განაცხადის გაგზავნის მსურველთა რაოდენობა დღითი-დღე მატულობდა. ელენეს ოთახში არსებული ერთ დროს ცარიელი კარადა ვეღარ იტევდა პატიმართა ტომეულებად ქცეულ საქმეებს.
მოსალოდნელ გასანთავისუფლებელთა შორის ბევრის გვარი ჩნდებოდა, ვიღაცას კომისია იწყალებდა, ვიღაცას სასჯელის ვადა ეწურებოდა, თუმცა მათ შორის არ ჩანდა ქართველიშვილი.
ნელ-ნელა შეიცვალა თანამშრომელთა დამოკიდებულებაც, ნელ-ნელა უფრო მეტ მეგობრებს იჩენდა ელენე. გაიცნო რამდენიმე ბადრაგიც, რომლებიც რაოდენ უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო, რადიკალურად განსხვავდებოდნენ ირაკლისა და მისი ამფსონებისგან. ნელ-ნელა რწმუნდებოდა, რომ პენიტენციალურ სისტემაშიც შესაძლებელი იყო ნორმალური ხალხის მუშაობა.
თითმის ყველასთან გამონახა საერთო ენა, თუმცა იგივეს ვერ იტყოდა ირაკლიზე. მამაკაცი უდავოდ კარგად ახერხებდა საკუთარი უარყოფითი დამოკიდებულების დამალვას. დაშაქრული, ხავერდოვანი ხმითა და დაყენებული ღიმილით, მაქსიმალურად ცდილობდა ქალიშვილზე კარგი შთაბეჭდილების მოხდენას, არც მეგობრებთან ნახსენები სტრატეგია ავიწყდებოდა, ყვავილებითა და სხვადასხვა სახის საჩუქრებით ზედმეტადაც კი ანებივრებდა ელენეს. თუმცა მისი ამდენი მცდელობა სულ უფრო და უფრო აშორებდა ქალიშვილს. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა მისი საჩუქრები აღტაცებას კი არა, ზიზღს იწვევდა ქალში.
- ადრე თუ გვიან მობეზრდება, აუცილებლად გატყდება. ერთი და ორი მომირჯულებია?! - აშკარად სპორტულ აზარტში გადასვლოდა ურჩი თანამშრომლის მორჯულების სურვილი ირაკლის.
ძვირფასი საჩუქრების მიღებაზე უარს აცხადებდა ელენე. კარგად ხედავდა ირაკლი, რომ ბადრაგი კაბინეტში შოკოლადების შეტანას ვერ ასწრებდა, შეკვრას გოგონა სასადილოში მომუშავე ქალებთან მიარბენინებდა. ირაკლის მიტანილ ტკბილეულს ციხის სამზარეულოს მთელი მომსახურე პერსონალი მიირთმევდა, ელენეს გარდა.
ამჯერადაც დაღლილმა გოგონამ კიდევ ერთხელ გადაავლო თვალი ტომებად აკინძულ საქმეებს, ირაკლის მიერ გაგზავნილ, მაგიდაზე დადებულ რაფაელოს შეკვრას ზიზღით გახედა, ხელი სტაცა და სამზარეულოსკენ ტკბილეულით ხელდამშვენებული გაემართა.
- ელენე, კარგია რომ შემხვდი, - მისი დანახვა გაუხარდა მანანას - გასახდელის ჩამკეტია გაფუჭებული და იქნებ კარები დამიჭირო?!
- რა თქმა უნდა, მანანა დეიდა, ისედაც თქვენთან მოვდიოდი! - ხელით ანიშნა მორის შეკვრაზე გოგონამ - მანანა დეიდა, კაბა როგორ გიხდებათ! - ახლაღა შენიშნა, ვიწრო კაბაში მისი ქალური ფორმები ელენემ.
- კაბა?! უკანასკნელად როდის მეცვა არც მახსოვს, მაგრამ დღეს ყოფილი მეუღლის დაბადების დღეა, თავს ვერ შევირცხვენ მეორე ცოლთან, ისეთ ფორმაში უნდა ვიყო... - თვალი ჩაუკრა ქალმა.
- ყოფილი მეუღლე? არ ვიცოდი ქმარი თუ გყავდათ, რატომ დაშორდით?
- ძნელია ჩემისთანა ქალის გაძლება. - მიუხედავად იმისა, რომ ხუმრობითი ტონით საუბრობდა, მაინც იგრძნო ჩუმი ტკივილი ელემ - იმდენად გადავეჩვიე კაბით სიარულს, მგონი ქალი აღარც ვარ! აქ ხომ ასე სიარული გამორიცხულია. ირაკლის მსგავს კრეტინებს რა დალევს, ასე უფრო თავისუფლად ვგრძნობ თავს! - კარადიდან გამოღებული განიერი კომბინიზონი ამოიცვა და კმაყოფილმა გამოხედა ელეს.
- ანუ, მეც მხოლოდ შარვლები ჩავიცვა?! - ქალის გადაწყვეტილება თავადაც ჭკუაში ჩაუჯდა ქალიშვილს.
- ისედაც შარვლით არ დადიხარ?! - ჯინსებზე ანიშნა მანანამ.
- განიერი შარვლები ვიგულისხმე.
- შენც კარგად იცი, აზრი არ ექნება.- ეშმაკურად გამოხედა აჭარხლებულ გოგონას - ზედმეტად ქორფა და კარგი ხარ, როგორც არ უნდა სცადო, სილამაზეს ვერ დამალავ! თუმცა თუ ქალს არ უნდა, მამაკაცის მოშორებაც არ გაუჭირდება!... - თვალი ჩაუკრა მანანამ.
- მეც ასე მეგონა, თუმცა...
- რა თუმცა?!
- მანანა დეიდა, იქნებ ვცდები კიდეც, მაგრამ ვეღარ გავიგე, როგორ მივუდგე, ზედმეტად უხეშად როცა ვექცევი, მეუბნება ჩემში მტერს ხედავო.
- განა მტრად არ თვლი?! - თვალები მოჭუტა მანანამ.
- კი, მაგრამ...
- რა მაგრამ?
-მის სიყვარულს არავინ მთხოვს და არც მევალება, უბრალოდ ხომ შეიძლება სუბორდინაციის დაცვის მიზნით, ვცადო და ერთმანეთთან ცივილური ურთიერთობა მაინც გვქონდეს?! ნამდვილად არ მინდა, იფიქრონ ქაჯიაო, მაგრამ ოდნავ თბილად თუ დავილაპარაკე, მაშინვე არასწორად იგებს, ვერაფერი შევაგნებინე...
- მეოცნებეც ყოფილხარ, ცივილური ურთიერთობა ირაკლისთან?! - ახარხარდა მანანა - მისთვის ეგ სიტყვა ლოგინთან ასოცირდება, თუ ამის წინააღმდეგი არ ხარ, იქნებ მაღალ მატერიებზე საუბრებით ჰორიზონტალურ მდგომარეობაშო იურთიერთობოთ კიდეც...
- კარგით რა, მანანა დეიდა! - ირაკლისთან მსგავსი პიკატური სცენის წარმოდგენაზე გულის რევის შეგრძნება ძლივს დაფარა გოგონამ.
- მაშინ კარგად მომისმინე, ჩემო გოგო, როცა საქმე შენს პატიოსნებას და სახელს ეხება, უხეშიც უნდა იყო და ქაჯიც. წინააღმდეგ შემთხვევაში ირაკლის მსგავსები, ყოველთვის იოლ საკბილოდ ჩაგთვლიან...
- ადრე თუ გვიან, ხომ მიხვდება, რომ მისი მცდელობა უშედეგოა?!
- თავმოყვარეობა, რომ ჰქონდეს ამას აქამდეც მიხვდებოდა, მაგრამ...
- მაგრამ ირაკლი და თავმოყვარეობა ორი სრულიად განსხვავებული მცნებაა. - ამჯერად ელენემ ჩაუკრა თვალი მანანას და ორივეს წასკდათ სიცილი.
როგორც იქნა მანანამ ტანისამოსი გამოიცვალა და ერთად დაბრუნდნენ სამზარეულოში. გაზის ქურასთან მდგომი ორ ვაჟს თავზე მზარეულის ჩეფჩიკები ჩამოეცვათ, თეთრი წინსაფრები აეფარებინათ და მოზრდილ ქვაბებს ჩამჩებით მოთმინებით ურევდნენ.
შესული ქალები შეათვალიერეს, მოწიწებით მიესალმნენ, თუმცა ელენესგან განსხვავებით, მანანამ ერთი შეუბღვირა ბიჭებს და სალამზე არ უპასუხა, ქალის სიუხეშე არც კი შეიმჩნიეს, ისევ მათ საქმეს მიუბრუნდნენ.
- ყველაზე მეტად აი, ამათ უნდა ერიდო! - ამრეზით, ხელით ანიშნა ქალმა სამზარეულოში დამხმარეებად მომუშავე რამდენიმე პატიმარზე, თუმცა გოგონას მიტანილი ტკბილეული სწორედ მათ მიაწოდა.
- რატომ, რამეს დამიშავებენ?!
- არა, ჩემო გოგო, შენთან რა ხელი აქვთ?! მაგრამ ციხეში პატიმართა შორის ყველაზე საზიზღარი კატეგორიაა... - მეტი დამაჯერობლობისთვის სახე დაჭყანა ქალმა.
- ნუ დააბნიე ბავშვი, - მათი საუბრის გაგონებაზე თავი წამოყო იქვე მდგომმა დამლაგებელმაც - ეგენი შვილო ქათმები არიან. მაგათი გადამკიდე ქათამს ვეღარ ვჭამ... - ზიზღით დაიჯღანა ქალი.
- ვერ გავიგე... ქათმები რას ნიშნავს?! - თვალები მიამიტად ააფახუნა ელენემ.
- როგორ აგიხსნა, პატიმრებისთვის ქალის მოვალეობას ასრულებენ... -შეძლებისდაგვარად კორექტულად სცადა ახსნა მანანამ.
- და, თუ არ უნდათ?!
- ბევრს ისეთი კატეგორიის დანაშაული აქვს ჩადენილი, რომ არც არავინ ეკითხება, უნდათ თუ არა, ვიღაც ბუნებითაც ასეთია... - იმ ორს შორის ქალური მანერების თხელ ვაჟზე ანიშნა მანანამ.
- თუ ისეთი დამნაშავები არიან, რომ მსგავსი სასჯელისთვის გაიმეტეს, აქ რატომ ტრიალენებ?!
- ადმინისტრაციასთან კარგი დამოკიდებულება აქვთ და სამზარეულოში ყოფნის უფლებასაც აძლევენ. - გაზქურიდან ყავის ჯეზვე გადმოდგა, მოდუღებული სითხე ჭიქებში ჩაასხა და მისთვის განკუთვნილი ჭიქა ელენეს მიაწოდა მანანამ.
- კარგ დამოკიდებულებაში რას გულისხმობთ?!
- ღმერთო ელე, რამდენ კითხვას სვამ?! შვილებს ვფიცავარ, ზოგჯერ მგონია ციდან ჩამოფრინდი, ინფორმატორების როლს ასრულებენ... - აშკარად გაღიზიანდა ამდენი კითხვებით დამლაგებელი.
- ინფორმატორები?! - ქურასთან მდგომებს ისე დააკვირდა ელენე, თითქოს წინ უცხო ჯიშის ცხოველები ედგა.
- ელენე აქ ხართ?! - სწორედ ამ დროს შემოყო თავი სამზარეულოში ირაკლიმაც.
- დიახ აქ ვარ, გისმენთ ბატონო ირაკლი!
- შენთან საქმე მქონდა, თუ გცალია იქნებ...
- დიახ, დიახ, რა თქმა უნდა... - მისი მიტანილი რაფაელოს ქათმების მაგიდაზე დება არ გამორჩენია მამაკაცის მახვილ თვალს. აშკარად არ ესოამოვნა, თუმცა თავის შეკავება შესძლო. გოგონა კარებში გატარა და თავადაც უკან მიჰყვა.

№1  offline წევრი ნინუცი

წეღან ვიყავი და არ დამხვდა ახალი თავი და მეთქი ახლაც შევალ იქნებ სხვა რამე წავიკითხოთქო და ჰოპ ამომიხტა ახალი თავი. ყოველი ახალი თავისთვის მადლობას გიხდი ანა.ახალი ემოციებისთვის და ინტერესის უფრო მეტად გაღვიძებისთვის ნეტა რა მოხდება. ჩემი თხოკორო გამოაჩინე მომენატრა.

№2  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

ვაიმე ღმერთო რაღა მომასვენებს შემდეგამდე რაუნდა რატო დაუძახა ხო არაფერს უზავს ეს ველური უხხ!!!1

ერთი გამაგლეჯია მარა მერე ციხეშI მაგისნაირთან რო მოვხვდე რაღა მეშველლება:დდდდ

№3  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ნინუცი
წეღან ვიყავი და არ დამხვდა ახალი თავი და მეთქი ახლაც შევალ იქნებ სხვა რამე წავიკითხოთქო და ჰოპ ამომიხტა ახალი თავი. ყოველი ახალი თავისთვის მადლობას გიხდი ანა.ახალი ემოციებისთვის და ინტერესის უფრო მეტად გაღვიძებისთვის ნეტა რა მოხდება. ჩემი თხოკორო გამოაჩინე მომენატრა.

მადლობა თქვენ, რომ არ გბეზრდებათ და კითხულობთ kissing_heart სულ ცოტა მოუთმინე, გამოჩნდება თორნიკე და მერედა, როგორ...

nawkas12345
ვაიმე ღმერთო რაღა მომასვენებს შემდეგამდე რაუნდა რატო დაუძახა ხო არაფერს უზავს ეს ველური უხხ!!!1

ერთი გამაგლეჯია მარა მერე ციხეშI მაგისნაირთან რო მოვხვდე რაღა მეშველლება:დდდდ

როგორ გამაცინე smile იმედია "პერედაჩებით" არ მომიწევს სიარული kissing_heart

№4 სტუმარი Nene

Exla iseti etapia mtavari gmirebis cxovrebashi axali araperia ukve meramdene tavia P.S me sheni istoriebi zalian momwons kargad wer ubralod tavidan es istoria iseti emociuri iyo exla ragac wynaradaa movlenebi imastan shedarebit. Tanac imden wlian periods moica vis ukve droa magatac daadget sashveli 10 welia ukve tornike cixeshia Elenes cxovrebashic mxolod samsaxuri piguririrebs da sxva araperi

Didi madloba istoriistvis da imistvis rom wer warmatebebiiiii

№5  offline ახალბედა მწერალი murachashvili

Nene

სწორი შენიშვნაა smile ისე ჩავწყნარდით, როგორც ზღვა ძლიერი შტორმის წინ, თუმცა დროებით ესეც საჭიროა, სულ ცოტა და შევუტევთ ისევ ძველებურად wink

№6 სტუმარი Nene

Ara shenishvna ar momicia ubralod chemi azri vtkvi. Avtori shen xar da me rogorc mkitxveli sruliad vendobi shens gemovnebas am sakitxshi radgan sheni yvela istoria zalian miyvars didi madloba

№7  offline ახალბედა მწერალი murachashvili

Nene
Ara shenishvna ar momicia ubralod chemi azri vtkvi. Avtori shen xar da me rogorc mkitxveli sruliad vendobi shens gemovnebas am sakitxshi radgan sheni yvela istoria zalian miyvars didi madloba

შენს კომენტარს შენიშვნად არც აღვიქვამ. პირიქით მსიამოვნებს კიდეც, როცა თქვენს ემოციებს და მოსაზრებებს მიზიარებთ. ასე თავებად დადებასაც ხომ სწორედ ეს ამიტომ აქვს აზრი kissing_heart

№8 სტუმარი girl

dzalian kargad wert, dzalian momwons.

dzalian magrad wer, chemi aztit shentvis es gverdi araa sakmarisi da wignis gamocemazec unda fiqrobde, dzalian gtxov ar daashoro tornike da elene bos mainc ertmanets. tanac imis warmodgenac ki mzaravs, rom kraklim sheidzleba rame daushaos gogos.

№9  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

არ ვიცი რატომ მაგრამ ამ თავის კითხვის დროს სულ იმის განცდა მქონდა რომ ელენე რაღაც ხიფათში გაეხვეოდა ირაკლის გამო... აი სულ ეს შეგრძნება მქონდა და ახლა უფრო გამიძლიერდა ეს გრძნობა... ვგრძნობ რაღაც უნდა მოხდეს ისეთი თორნიკე რომ გაააქტიუროს და ირაკლის ჩაძირვა მოანდომოს...
ახალი რა გითხრა ანა? შენ ხომ იცი ჩემი შენდამი და ამ ისტორიისადმი დამოკიდებულება. მოუყმებლად ველი ახალ თავს ყოველთვის...

№10  offline ახალბედა მწერალი murachashvili

girl
dzalian kargad wert, dzalian momwons.

dzalian magrad wer, chemi aztit shentvis es gverdi araa sakmarisi da wignis gamocemazec unda fiqrobde, dzalian gtxov ar daashoro tornike da elene bos mainc ertmanets. tanac imis warmodgenac ki mzaravs, rom kraklim sheidzleba rame daushaos gogos.

მიხარია თქვენი კომენტარი, თუმცა ერთ რამეს დავძენ, არ ვიცი, ოდესმე გავბედავ თუ არა წიგნის გამოცემას, იქნებ მოხდეს კიდეც მსგავსი სასწაული, თუმცა ამის ამბიცია არც მაქვს და ახლო მომავალში ნამდვილად არ მექნება, ამ საიტმა ყვალეზე დიდი რამ მომცა, თქვენი უანგარო სიყვარული, მომცა საშუალება, რომ ჩემი ნაწერები მხოლოდ ჩემი საკუთრება კი არ ყოფილოყა, მკითხველსაც გენახათ, ჩემთვის ეს ყველაზე დიდი საჩუქარია. თქენი სიყვარული კი ყველაზე დიდი შეფასებაა kissing_heart რაც შეეხება ჩვენს პერსონაჟებს, იმედია შემდეგი თავით მოვახერეხბ თქვენი ინეტერესის ნაწილობრივ დაკმაყოფილებას მაინც.

უცნობი ქ
არ ვიცი რატომ მაგრამ ამ თავის კითხვის დროს სულ იმის განცდა მქონდა რომ ელენე რაღაც ხიფათში გაეხვეოდა ირაკლის გამო... აი სულ ეს შეგრძნება მქონდა და ახლა უფრო გამიძლიერდა ეს გრძნობა... ვგრძნობ რაღაც უნდა მოხდეს ისეთი თორნიკე რომ გაააქტიუროს და ირაკლის ჩაძირვა მოანდომოს...
ახალი რა გითხრა ანა? შენ ხომ იცი ჩემი შენდამი და ამ ისტორიისადმი დამოკიდებულება. მოუყმებლად ველი ახალ თავს ყოველთვის...

აი, რატომ მიყვარს შენ რომ კითხულობ ისტორია, ყოველთვის ხვდები დაფარულს, უთქმელად ჩადებულ მუხტს smile რაღაც ნამდვილად უნდა მოხდეს, ჩვენმა გმირებმა უნდა გამოიღვიძონ, დროა დავიწყოთ აქტიური მოქმედებები...

№11  offline აქტიური მკითხველი La-Na

იმედია ირაკლი არაფერს დაუშავებს ელენეს,ან რაღაც ისეთი მოხდება თორნიკესაც რომ გამოცოცხლება ხომ?არ მომწონს რომ არ აქტიურობს.მაკლია ქართველიშვილი.რა მოითმენს ახლა მომდევნო თავამდე რა.ირაკლი რომ მოვიშოროთ არა?არ მომწონს მისი ბოლო გამოსვლა.
--------------------
ლანა

№12  offline წევრი ნინუცი

გული მიგრძნობს რაღაც სასწაულს ამზადებ ჩვენთვის. და სულმოუთმენლად ველოდები.

№13  offline ახალბედა მწერალი murachashvili

La-Na
იმედია ირაკლი არაფერს დაუშავებს ელენეს,ან რაღაც ისეთი მოხდება თორნიკესაც რომ გამოცოცხლება ხომ?არ მომწონს რომ არ აქტიურობს.მაკლია ქართველიშვილი.რა მოითმენს ახლა მომდევნო თავამდე რა.ირაკლი რომ მოვიშოროთ არა?არ მომწონს მისი ბოლო გამოსვლა.

როგორც წესი არ მიყვარს თავებად ადებული ისტორიები, თუმცა უნდა ავღიარო, ერთი რამ ძალიან მხიბლავს, თავებად დადებულ ისტორიაში ერთი პლიუსი ისაა, როცა მკითხველი მომავალ თავს ელის და ისტორიის მისებურ გაგრძელებას სახავს smile ძალაინ მიხარია თქვენი ინეტერსი kissing_heart kissing_heart kissing_heart

ნინუცი
გული მიგრძნობს რაღაც სასწაულს ამზადებ ჩვენთვის. და სულმოუთმენლად ველოდები.

უკვე მაშინებ, ვაითუ არც ისეთი სასწაულია რასაც ელი. ზოგჯერ მოლოდინი ბევრის გვაქვს და რეალური შედეგი აღარ გვაკმაყოფილებს kissing_heart

№14  offline წევრი ნინუცი

murachashvili

შენი ყველა თავი სასწაულია და ყოველთვის მოლოდინზე მეტი და რაღა ის გამიცრუებს იმედებს? :დდ

№15  offline ახალბედა მწერალი murachashvili

როგორც ყოველთვის ზედმეტად მანებივრებ kissing_heart

№16  offline აქტიური მკითხველი ნიტა♡♡

მიხარიაა ახალ ახალი პერსონაჟებიც რომ გვეცნობიან და მითუმეტეს ასე უახლოვდებიან ელენეს რაც მეტი ადამიანი ეყოლება მხარდამჭერი დარწმუნებულიი ვარ მეტად აგარ გაუჭირდება ბრძოლა სიმართლისთვიის..ვხვდები წინ კიდევ ბევრიი სირთულეა და ბევრი კვანძია გასახსნელიი სიმართლე გითხრა არც მინდა მალე დამთავრდეს.თუმცა თორნიკეს ბედნიერებაა კიი მინდაა ..ძალიან მალე მინდა იყოს.ბედნიერიი და ყველა პრობლემა მოგვარდეს ზღაპრულ დასასრულს არ ველიი თუმცაა მაინც მინდა კარგად დასრულდეს ..ყველა დეტალს ისეე გულით ვკითხულობ დაუსრულებლად ჩემიძლიაა სამეგობრო წრეშიი მოვყვეე აღფრთოვანებით თუ როგორი კარგი ხარ და რა ძალიან კარგი ისტორიაა გაქვს შექმბილი და ქმნიი თანდათან.მეამაყები

№17  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ნიტა♡♡

ვაღიარებ, ამ თავზე კომენტარს აღარ ველოდი kissing_heart ძალიან მიხარია თუ მოგწონს, კარგი დასასრული ნამდვილად ჭირდება ამ ისტორიას, რავიცი წესით კარგი დასასრული მაქვს ჩაფიქრებული, თუმცა კარგიც შეფარდებითია. ზოგჯერ ჩემეული კარგი და მკითველის თვალით დანახული ერთმანეთს არ ემთხვევა, ამ შემთხვევაში კი სასურველია ორივე მხარე კმაყოფილი დავრჩეთ smile მიხარია რომ არსებობთ, ორამაგად კი რომ მოგწონთ kissing_heart

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent