შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უჟმური და დარტყმული


9-06-2017, 01:54
ავტორი Nini Kvitsaridze
ნანახია 3 369

დილას როგორც ყოველთის გიო მაღვიძებს.
-ნენსი ადექი , დაგაგვიანდება. - ჩვეული სიმკაცრიდ ჩაილაპარაკა . არა რა ხომ ვამბობ ხეა-თქო. აი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ხმა მაინც დაითბილოს ან რაღაც ქნას რა, რაუბედურებაა ეს სულ ჯმუხობა. ატანა არ მაქ ასეთი ადამიანების და ჩემი საკუთარი ძმა ზუსტად ასეთია. არა სხვა ვინმე რომ იყოს მე ვიცი როგორც ,,მოვარჯულებდი’’ , მაგრამ ვაი და არ არის. ... მიჩვეული ვარ ყოველთვის ღიმილს ყველანაირ სიტუაციაში, ამიტომაც იგივეს ვითხოვ გარშემომყოფებისგან. არა იმას კი არ ვამბობ ირონიულად იცინე ან რაღაც ასეთითქო. ელემენტარული ურთიერთობაში უნდა იყო ისეთი, რომ სხვაც გაახალისო და გადადო შენი სიგიჟე. ...
- ნენსი-თქო! -დაიყვირა ბოლო ხმაზე.
- უიმე! ვდგები ჰო ვდგები. არ დააძინებ რა ადამიანს. -დავიბუზღუნე მე და წამოვდექი.
- მიდი მალე და გაგიყვან.
- არმინდა რა ჩემით გავალ, თან მოტო ჰო უნდა გამოვცადო. ამიერიდან ჩემით ვივლი და განხილვას არ ექვემდებარება - წარბები კუშტად შევკარი და ხელი დავუქნიე გამაფრთხილებლად ,, ახლა არ დაიწყო -თქო ‘’
- კაი ჰო , ამჯერად გნებდები, მაგრამ იცოდე წესიერად და ჭკუით. - თვითონაც იგივე ჟესტიდ მანიშნა ,, ახლა არდაიწყო-ო ‘’ - მაშინ წავედი მე მაგვიანდება. -თქვა და საძინებელი დატოვა, ხმით თუ ვიმსჯელებთ სახლიც. ... არა რა არც კი დამემშვიდობა. ასეთი რამე გინახიათ? აი მე მაგალითად არა! ხანდახან ეჭვიც კი მეპარება მისი და ნამდვილად ჰომ ვარ-თქო.
საათს შევხედე ცხრის ნახევარი იყო, ამიტომაც სასწრაფოდ წამოვფრინდი ფეხზე და კარადასთან მივარდი. მოგეხსენებათ მოტოთი მივდიოდი, ამიტომაც შავ ნაიკის სპორტულებში გამოვეწყვე. ნაიკის ბოტასებიც მოვირგე და თმები ცხენის კუდად შევიკარი. ხელზე საათი გავიკეთე, ჩანთას, ტელეფონს და ყურსასმენებს ხელი დავავლე და ,,გარაჟისკენ ‘’ ავიღე გეზი. ჩემი თეთრი მოტოც გამოვიყვანე და მასზე შემოვჯექი.
- აი ამას ქვია თავისუფლება - ჩავიდუდღუნე ჩემთვის და გაზს მივეცი. მიყვარს ექსტრიმი და რა გავაკეთო. ნუ არც არაფერს გავაკეთებ , მაგრამ ... აი დღეს კიდევ აუცილებლად გამოვცდი მოტოს და რბოლაზე წავალ. ... უი თქვენთვის არ მითქვამს, მბოლელი რომ ვარ. თანაც ბევრ შეჯიბრის გამარჯვებული. მართალია თითქმის ერთი წელია მოტო დავამტვრიე ერთ-ერთი რბოლის დროს და გიოსთან ბევრი წუწუნის მიუხედავათ ახალი ვერ ვაყიდინე ,მაგრამ აი ახლა ჰომ მაქ. თან დღეს მხოლოდ ორი მასწავლებელი მაქ , ამიტომაც მშვიდად წავალ ინგლისურის შემდეგ შეჯიბრზე და ვუჩვენებ ერთი ახლებს კლასს. ჰო ახლა გამახსენა ჩემმა ძმაკაცმა რატიმ, რომელიც ჩემთან ერთად დადის რბოლებზე მითხრა რომ ახალი ჩემპიონი ყოლიათ ვიღაც და აუცილებლად უნდა დავიბრუნო პირველობა.
ასეთი შემართებით ვიყავი მოტო სკოლის წინ რომ გავაჩერე. საათზე დავიხედე და ათის ხუთი წუთი იყო.
- ჩემს ჩვევას მაინც არ ვღალატობ, გინდ მოტოთი მოვიდე გინდ თვითმფრინავით ჩემი გამოსწორება არ იქნება - ჩავიბუტბუტე ჩეთვის და თითქოს ვუსაყვედურე კიდეც ჩემს თავს. ... საკლასო ოთახისკენ ავიღე გეზი. ისე პირველი მათემატიკა მაქ ვინ დაიკავებს მარინას ადგილს? ნუ რავიცი იმედია მარინას არ ემსგავსება.
ამ ფიქრებში ვიყავი საკლასო ოთახის კარს რომ მივუახლოვდი. დავაკაკუნე და კარი შევაღე. კი შევაღე მაგრამ შემთხვევით ოთახი ხომ არ შემეშალა? ჰა? გარეთ გამოვედი დერეფანში გავიხედ-გამოვიხედე, არა აშკარად იქ ვარ სადაც უნდა ვიყო , მაგრამ ... ჰო ეს მე და მაგრამ ძაან დავძმაკაცდით და არ მომწონს ეს დაძმაკაცება. ... მაგრამ ამ ,, დირექტორს ‘’ რა ჯანდაბა უნდა მასწავლებლის კუთვნილ ადგილლას რომ ზის და ჟურნალშია შაკირკიტებული? იმედია ეს ის არ არის რაც მე მგონია, მაგრამ სხვა ვერცვერაფერი იქნება რაც მე არა მგონია.
- უკაცრავად , მაგრამ - აი კიდევ, მაგრამ. ჰმ! - შენ აქ რა გინდა? ან მათემატიკა არ გვაქ? -აღშფოტებულმა წარმოვთქვი.
- უკვე გითხარი შენ არა, თქვენ და ჰო მათემატიკა გაქვს. როგორც გავიგე სულ აგვიანებ და დღევანდელი დღეც არაა გამონაკლისი - ირონიულად ჩაილაპარაკა და მანიშნა ადგილი დაიკავეო. მეც აღარ შევკამათებივარ და ჩანთიდან მათემატიკის წიგნი ამოვიღე. ისიც ადგა და ახალი მასალის ახსნა დაიწყო. ყველაფერს ამომწურავად და გასაგებად ამბობდა, რამაც ჩემი გაოცება გამოიწვია. შიგა და შიგ კითხვებს გვისვამდა. ამან ამდენი რაღაც თუ იცის მარინა მართლა გასაგდები ყოფილა. -გავიფიქრე მე და რვეულში ჩაწერა დავიწყე რასაც ალექსანდრე წერდა.
-ნენსი დაფასთან - თქვა როგორც კი წერას მორჩა. მოიცა ახლა ამან სულ მე უნდა მატაროს დაფასთან და როგორც ამბობენ ,, ამიჩემოს ‘’ ? ღმერთო ესროლე ტაბურეტკა, მაგრამ დამავიწყდა მაგას რა ტაბურეტკა უშველის ?! - გულში დავიბუზღუნე და დაფასთან გავედი.
- აი ეს გააკეთე თუ შეძლებ - აქუკვე არც ირონია იყო და არც არაფერი. ჩვეულებრივი ხმით მითხრა და ერთ- ერთ მაგალითზე მიმანიშნა. დავხედე და მართლა რთული იყო. თანაც ახალი მასალიდან, მაგრამ ... აი ეს მაგრამ მომწონს მე ... ახალი მასალა კერძო მასწავლებელთან უკვე გავლილი მქონდა, ამიტომაც მე მაგის გამოყვანა გამიჭირდებოდა ? არამც და არამც. ცარცი ხელში ავიღე და მაგალითის გამოყვანას შევუდექი. მალევე დავასრულე და ალექსანდრეს შევხედე სწორიარი თუ არათქო.
- კანდელაკი ათიანი - გახარეულმა ჩაილაპარაა და ჟურნალში კუთვნილი ქულის ჩაწერას აპირებდა სოფომ რომ წამოიყვირა.
- ეს უსამართლობაა
- ბატონო? - გავიოგნე მე
- შენ იცოდი პასუხი და მაგიტომ დაწერე სწორად - აწიკვინდა კუდიანი დედაბერი. ნუ ეს ჩემი შერქმეული სახელია, რომელიც ასი პროცენტით აღწერს სოფოს.
- სრულებით გეთანხმები. - მკაცრად თქვა ალექსანდრემ. ... მოიცა ამან ახლა კუდიანს დაეთანხმა?
- აჰამ - გამარჯვებული სახით შემომხედა კუდიანმა.
- არა , არა ცუდად გაიგე - ირონიულად წარმოთქვა ,,დირექტორმა . ‘’ - რათქმაუნდა მას - ჩემზე ანიშნა სოფოს - აუცილებლად ეცოდინებოდა პასუხი , რადგან სწორად ამოხსნა მაგალითი. ეს ლოგიკურია. - ჩაილაპრაკა მკაცრი ხმით.
- კი მაგრამ ....
- არავითარი მაგრამ ის იმსახურებს კუთვნილ ათიანს და თუ შენ ფიქრობ რომ არა მოდი და ეს მაგალითი ამოხსენი - მკაცრად თქვა და თითქმის იგივე სტილის მაგალითი მაგრამ უფრო რთული დაუწერა დაფაზე. - გიცდი. - მკაცრად თქვა და კუდიანს ანიშნა მოდი გამოიყვანეო. მასაც სხვა გზა რომ არ ქონდა ადგა და ხელში ცარცი დაიჭირა. ... ბევრი იბოდიალა, ბევრიც დრო გაწელა , მაგრამ ვერა და ვერ ამოხსნა მაგალითი.
- აბა კანდელაკი შენ თუ ამოხსნი ? - შემომიბრუნდა მე. მეც კუდიანს ცარცი გამოვართვი და მაგალითის ამოხსნა დავიწყე.
რომ გითხრათ ეგრევე ამოვხსენითქო მოგატყუებთ ,რადგან მართლა ვიწვალე , მაგრამ ... აი ეს მაგრაც მომწონს ... ამოვხსენი.
- აჰა, სწორია. - თქვა ალექსანდრემ და სოფოს ამრეზით შეხედა. - და ახლაც იტყვი რომ ის ათიანის ღირსი არაა?
-კი მაგრამ ... - დაიწყო კუდიანმა
-არავითარ მაგრამ - ტონს აუწია ალექსანდრემ - ახლავე ეს აიღე -ხელში მიაწოდა კალამი - და აი აქ - თითით ჟურნალისკენ უჩვენა - აი ამ გრაფაში - როგორც მივხვდი ჩემი გრაფისკენ ანიშნა - ბუთქუნა ათიანი ჩაწერე - უბრძანა კუდიანს. ... მანაც ბევრი ყოყმანის შემდეგ , მთელი კლასის თანდასწრებით , თავისი ხელით ჩამიწერა კუთვნილი ათიანი . - ახლა კი აი აქ - ხელით კუდიანის გრაფაზე ანიშნა - დიდ თავა ორიანი ჩაწერე. - აი ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი.
- არა, ეს არაა საჭირო - მკაცრად ვთქვი მე .
- როგორ არა ეს საჭიროა, იქნებ ასე მაინც ისწავლოს ჭკუა. - ხმა გაიმკაცრა ალექსანდრემ და კუდიანს ანიშნა დროზე ჩაწერეო.
- არავითარ შემთხვევაში, შეიძლება კუ ... უფროსწორად სოფოს რაღაც შეეშალა, მაგრამ ის ორიანს ნამდვილად არ იმსახურებს იმის გამო რომ ორი წუთის წინანდელი ვერ გაიგო.
- და თუ შენ გაიგე? - პოზიციას არ თმობდა ალექსანდრე.
- მე მე ვარ , სოფო სოფოა. - მკაცრად ვთქვი .
- ჰო მაგრამ მან შენ დაგამცირა ... - კიდე რაღაცის თქმას აპირებდა მე რომ დავასწარი და მკაცრად ვუთხარი.
- ეს თქვენ არ გეხებათ - ვთქვი და ზარის ხმაც გაისმა. ... ალექსანდრესაც ბევრი აღარ უკამათია ნივთებს ხელი დაავლო და საკლასო ოთახი დატოვა. მეც მეტი რა მინდოდა ანისკენ გავემართე.
- მომწონს მე ეს კაცი - ღიმილით ჩაილაპარაკა.
- მერე მე რა?
- ის რომ კარგი კაცია და სამართლიანი. რა უცებ გააჩუმა სოფო. იცის როგორ უნდა მისვას მის ადგილზე ადამიანი.
- მაგრამ მან ჩემს საქმეში ჩაყო ცხვირი და მშვენივრად მოგეხსენება , რომ საშინლად არ მომწონს არამკითხე მოამბეები ჩემს საქმეში ცხვირს რომ ყოფენ.
- უბრალოდ მან დაანახა სოფოს ვინ ხარ და როგორი ... აი როგოორ ვთქვა ... ნულლია შენთან მიმართებაში - მხრები აიჩეჩა ანიმ და კუნტრუშით მივიდა თავის ადგილას.

ზარიც დაირეკა და გეოგრაფიის მასწავლებელმა შემოაღო კარები. მეც სხვა რა გზა მქონდა ჩემი ადგილი დავიკავე და უხალისოდ დავიწყე მისი მოსმენა.
არა რა არ მიყვარს ეს საგანი და რა ჩემი ბრალია? მეზიზღება, აი მეზიზღება. ....
და როგორც იქნა გავიდა ორმოცდა ხუთი წუთი. შემდეგი ქართული გვქონდა და მალევე შემოცუნცლდა ელისო თავის თბილი ღიმილით. თავი დაგვიკრა და ისევ ვეფხისტყაოსნის ახსნას შეუდგა. ... ისევ შუა გაკვეთილის პროცესი და ისევ კარებზე კაკუნი. ალბათ არ გაგიკვირდებათ რომ გითხრათ ისევ დირექტორთან დამიბარეს - თქო და ისევ ელისოს ნათქვამი ,, იმედია მშვიდობაა . ‘’
ახლა მაინც რაღა უნდა? დღეს ისეთი არაფერი მომხდარა რომ კაბინეტში მიბარებდეს. ნუ რავიცი ვნახოთ. ... დაკაკუნების შემდეგ კარი შევააღე და თვალი შევავლე ,, დირექტორს ‘’ აწ უკვე მათემატიკის მასწავლბელს , რომელსაც წინ ხელოვნების და მუსიკის მასწავლებელი ედგა.
- რა ხდება?- გავიკვირვე მე
- ყველანაირი მიკიბ - მოკიბვის გარეშე გეტყვი რომ ჩვენი სკოლა კონკურსში იღებს მონაწილეობას სადაც სკოლის ერთ-ერთი წარმატებული მოსწავლემ უნდა იასპარეზოს. კონკურსი არის შემოქმედებითი , შედგება სამი ტურისაგან , სადაც პირველი ტური არის ხატვის , მეორე სიმღერის მესამე კი ლიტერატურის. - მკაცრად წარმოთქვა ალექსანდრემ.
- და მე რა შუაშივარ? - წარბები ავწკიპე მე.
- შვილო შენ მთელ სკოლაში ხატვაში ბადალი არ გყავს , ამიტომ ხელოვნების განხრივ მე შენ აგირჩიე. - მითხრა ხელოვნების მასწავლებელმა.
- სიმღერაში? ჰო რათქმაუნდა შენ ყველას ჯობიხარ. როგორც უკვე იცი შენსავით ვერავინ ვერ იღებს მაღალ ბგერებს, თანაც დაკვრა იცი, ამიტომაც ჩემი ვარიანტიც შენ იყავი . - მითხრა მუსიკის მასწავლებელმა.
- და როგორც გავიგე ლიტერატურაშიც იგივე პოზიცია გიკავია როგორც ხელოვნებასა და მუსიკაში , ამიტომაც ბევრი ფიქრი არ უნდა იმას რომ შენ გახვალ სკოლის სახელით შეჯიბრებაზე. - ეს უკვე ალექსანდრე იყო.
აი სად დაგერხა ახვლედიანო. პირველად ვინანე ის რო ვხატავდი, შემდეგ ის რომ ვმღეროდი , ამის მერე ის დღეც დავწყევლე დედამ ფორტეპიანოზე რომ შემიყვანა და ისიც ჩემი დაჟინებული მოთხოვნით გიტარაც რომ ავიღე ხელში. ბოლოს კი ის რომ ლექსები მიყვარს და აქიდან გამომდინარე ქართულსაც კარგად ვსწავლობ. ოოო ოღონდ ეს არა ...
- და მე რომ არ მინდა? - გაბრაზებულმა ჩავიბურტყუნე.
- კი მაგრამ კონკურსი ხვალ არის და კიდევ ერთხელ გეუბნები, რომ შენს გარდა ვერავის ვერ ვასახელებ ამ კონკურსისთვის - შეიცხადა ეკამ ( ხელოვნების მასწავლებელმა )
- ხვალ ? - შევიცხადე მე.
- ჰო ხვალ და მე დაკვრას და სიმღერას ვერავის ვერ ვასწავლი ხვალამდე , ამიტომაც გთხოვ სწორი გადაწყვეტილება მიიღე და ფართო ავდიტორიას გაცანი რა ნიჭიერი ხარ. ჰო, ჰო ვიცი არგიყვარს ხალხ მრავალ ადგილებში სიმღერა და მითუმეტეს დაკვრა , მაგრამ ასი პროცენტით ვარ დარწუნებული ამას შეძლებ. - ეს უკვე ნატო იყო (მუსიკის მაწავლებელი )
- ძალიან დიდი მადლობა ამ სიტყვებისთვის ნატო მას , მაგრამ არ შემიძლია. პატივს ვცემ თქვენ აზრს რათქმაუნდა ეკა მასწავლებელისასაც . ... აი აქ უკვე აღარ ვიცოდი რა მეთქვა და გამოუვალი სიტუაციიდან ალექსანდრე ტელეფონის ზარმა მიხსნა.
- უკაცრაცრავად აუცილებლად უნდა ვუპასუხო - ბოდიში ოიხადა და ყურმილი აიღო.
- გისმენთ. - ხმა გაიმკაცრა ,, დირექტორმა ‘’
- ................
- დიახ მე ვარ.
- ................
- კარგით მადლობთ რომ შემატყობინეთ. -თქვა და ყურიდან ტელეფონი მოიშორა.
- სამინისტროდან დამირეკეს კონკურსთან დაკავშირებით. რაღაც წესები შეუცვლიათ და შემატყობინეს - დაიწყო ახსნა ალექსანდრემ. - მოკლედ ოთხი ტური გაუფორმებიათ. პირველი როგორც უკვე ვთქვი ხატვის, მეორე სიმღერის რაიმე საკრავთან ერთად, მესამე ლექსის და მეოთხე ცეკვის . - ოო ეს თქვა თუ არა გულის ცემა ამიჩქარდა.
- მითუმეტეს შენ უნდა გახვიდე კონკურსზე , როგორც ვიცი ცეკვაც კარგად გეხერხება. - ეს უკვე ნატო მასწავლებელი იყო.
- ეგ მაინც საიდან მოიტანეთ? მე და ცეკვა? არამგონია კარგი აზრი იყოს - შევიცხადე ეგრევე.
- ჩემი თვალით მაქ ნანახი როგორ ცეკვავ ქართულებს ამიტომ უარყოფას აზრი არ აქვს - ხმა გაიმკაცრა ეკა მასწავლებელმა
- ჰო მაგრამ დიდი ხანი არ მიცეკვია - წავიბრძოლე მე.
- არაუშავს შენ ისეთი ხარ ყველაფერი გამოგივა - თბილად მითხრა ნატომ და თავზე ხელი გადამისვა.
აი უკვე იმ დღესაც ვწყევლიდი დედამ ცეკვაზე რომ შემიყვანა ისიც ჩემი დაჟინებული მოთხოვნით.
-კარგით ჰო თანახმა ვარ - ბევრი ყოყმანის და ფიქრის შემდეგ ფარხმალი დავყარე მე და სამივე მასწავლებელს სათითაოდ შევხედე. .... ამის გაგონებაზე ნატომ და ეკამ გაცისკროვნებული თვალებით დატოვენ კაბინეტი.
- ეს უკვე გასაოცარია - ამდენი ხის შემდეგ როგორციქნა ხმა ამოიღო ალექსანდრემ
- და რა არის აქ გასაოცარი? - შევიცხადე ეგრევე .
-ყველაფერი გეხერხება. ერთი რამე არის მაინც ისეთი რაც არ შეგიძლია? -იგივე ტონით გააგრძელა მან.
- არა - მკაცრად ჩავილაპარაკე მე - ახლა კი უნდა წავიდე მაგვიანდება
- კიდევ შენობით მელაპარაკები? - ხმა გაიმკაცრა ,, დირექტორმა ‘’
- მაგ კითხვაზე პასუხი უკვე გაქვს ამიტომ აღარაა საჭირო ერთი და იმავეს მეორეჯერ გამეორება. - მკაცრად ჩავილაპარაკე და ის- ის იყო კაბინეტი უნდა დამეტოვებია მისმა ხმამ , რომ შემაჩერა.
- ხვალ დილის ათ საათზე , ვიმეორებ ათ საათზე მესხიშვილში. იცოდე არ დააგვიანო - ხელი გამაფრთხილებლად დამიქნია.
- ვეცდები მაგრამ არამგონია გამომივიდეს - ორაზროვნად ჩავილაპარაკე და მის ბუტბუტს ყურადღება აღარ მივაქციე , რადგან მართლა ძალიან მეჩქარებოდა მათემატიკაზე. კიბეები მალევე ჩავირბინე და ჩემს რაშს შემოვაჯექი.
თხუთმეტ წუთში უკვე მასწავლებლის კარები უნდა შემეღო ჩემი ტელეფონი რომ განათდა.
- ,, ფრთხილად ატარე ‘’ -ისევ იგივე ნომრიდან იყო გამოგზავნილი ესემესი რომელიც გუშინ მწერდა.
- ,, და შენ საიდან იცი ახლა მე ვატარებ თუ არა რამეს ‘’ -აღშფოთებულმა ავკრიფე ასოები ტელეფონზე და გავგზავნე.
- ,, მე ყველაფერი ვიცი პატარავ, მითუმეტეს შენზე ‘’
- ,, და მითუმეტეს მე რატომ ? ‘’ - ჩავეძიე ეგრევე
- ,, მაგას ცოტახანში გაიგებ ‘’
- ,, ახლა მინდა რომ გავიგო ‘’ - მოთმინების ფიალა ამევსო უკვე.
- ,, უკვე მეორედ გამოამჟღავნე რომ მოუთმენელი ხარ და უკვე მეორედ გეუბნები ჯერ ადრეა ‘’
- ,, მაინტერესებს ‘’ - ფარ-ხმალს არ ვყრიდი მე
- ,, აუცილებლად გაიგებ , მაგრამ არა ახლა ‘’
- ,, იცოდე ვიმახსოვრებ ‘’ - ჩემი ჭკუით დავემუქრე
- ,, დაიმახსოვრე, მიდი , მიდი ახლა შედი მათემატიკაზე თორემ ძალიან დაიგვიანე ‘’-რაო? ამან იცის ახლა მე სად ვარ? ... სადარბაზოშ გავიხედ გაოვიხედე არავინ იდგა.
- ,, სად ხარ? ‘’ - გაკვირვებულმა მივწერე.
- ,, ძალიან ახლოს , ისეთ ახლოს რომ შენ ვერც კი წარმოგიდგენია. ახლა კი იქით - აქით თვალების ცეცებას თავი დაანებე და შედი მასწავლებელთან თორე ნინო გადაირევა. ‘’ - ნინოო? ანუ იცის ვისთან დავდივარ? არა რა როგორ მაინტერესებს ვინა და რაც არუდა მოხდეს აუცილებლად გავარკვევ. ახლა კი ნინოს სახლის კარებზე დავაკაკუნე და ნებართვის შემდეგ შიგნით შევედი.

სამი საათის შემდეგ როგორც იქნა მათემატიკიდან გამოვედი და ინგლისურზე გავქანდი მთელი სისწრადით ჩემს რაშთან ერთად.
აქაც იგივე მოხდა. ინგლისურზე უნდა შევსულიყავი ისევ ტელეფონი რომ ანათდა და ისევ იგივე ნომრისგან ესემესი.
- ,, ჰომ გითხარი ნელა ატარეთქო ? ‘’
- ,, შენ რა მითვალთვალებ ? ‘’ - წარებიი შეევჭმუხნე თითქოს დაინახავდა.
- ,, ეგრე ნუ აკეთებ ‘’
- ,, რას? ‘’ გაკვირვებულმა გავგზავნე სმს-ი
- ,, წარბებს ნუ ჭმუხნი ‘’ - ამის წაკითხვა და ჩემი თვალებისს ცეცება აქით-იქით ერთი იყო.
- ,, სად ხარ? ‘’ -იქნებ ახლა მაინც მითხრას.
- ,, შენთან ძალიან ახლოს ‘’
- ,, ვინ ხარ ? ‘’ -ისევ ნაცნობი ითხვა დავუსვი
- ,, მალე გაიგებ , ალა კი გვანცა გელოდება ძალიან დაიგვიანე ‘’ - ღმერთო ეს პიროვნება ვინც არ უნდა იყოს შემიწირავს მე. ამოვიოხრე და ინგლისურზე შევედი.
აქაც სამი საათის შემდეგ გამოვედი . საათს დავხედე შვიდია, ამიტომაც გეზი რბოლისკენ ავიღე. ... იქაც მალევე მივედი და დიდი ხნის უნახავ რატის გაავეხვიე.
- მომენატრე - მითხრა რატიმ და ის-ის იყო უნდა მეთქვა მეც თქო მიკროფონის ხმამ რომ გამაჩერა.
-ყველა მბოლელს ვხოვ სტართან !
ამის გაგონებაზე ჩემი მოტო დავქოქე და სტარტზე დავდექი , მაგრამ ... აი ეს მაგრამ აღარ მომწონს მე ... მაგრამ ვაი ასეთ დადგომას ნუ მყარად ვდგავარ თუ არა ეგეც საკითხავია.

................

ძალიან დიდი ბოდიში დაგვიანბისთვის , მაგრამ ამ წამს მოვრჩი წერას. აი ძალიან მეძინებოდა, მაგრამ დღეს რომ არ დამედო ეს თავი არ შემეძლო. ბოდიში შეცდომებისთვის. და იმათ საყუადღებოთ ვინამაც ასეთ თბილი სიტყვები არ დაიშურა ჩემთვის. აი უძალიან მაგრესად ვარ გახარებული <3 თქვენ მე ამ სიტყვებით სტიმულს მაძლევთ რომ ჩეემს ნაჯღაბნს ყავს ერდგული მკიხველი . მიყვარხართ მე თქვენ



№1  offline მოდერი ენემი

ოღონდ არ თქვას რომ ალექსანდრე იქაც იყო joy

 


№2 სტუმარი meow

Auu droze dade raa dzaan mainteresebs <3 dzaan dzaan magariaaaa <3 p.s. Darwmunebulivar aleksandrea axali chempioni :3

 


№3 სტუმარი Guest lucy

dzalian sainteresod wer, male dade shemdegi tavi

 


№4  offline წევრი niio

ძალიან მომწონსსსსსსსსსსსსსს

 


№5  offline წევრი Kukrali

აუუ ძან მაგარი ისტორიაა მართლა.. მომწონს ეს გოგო მეე:დ და ის იდუმალი ვიღაც თუ დირექტორია ჩავბჟირდები:დ ძაან ძაან მაგარია მალე დადე რაა

 


№6 სტუმარი the best

dzalian momwons, kargi motxrobaa

 


№7 სტუმარი ერფრ

აუ გთხოვ მალე დადე ხოლმე თავები იმიტო რო ძალიან მაგარი ისტორიააა და არმინდა კითხვის მუღამი დავკარგო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent