შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძველი პიანინო - 71


9-06-2017, 09:15
ავტორი Lex
ნანახია 1 334

71.
- დარწმუნებული ვარ არ მომილოცავს... თუნდაც იმიტომ რომ არც გავახსენდები... და თუნდაც იმიტომ, რომ პრინციპულად არ გავახსენდები. ისე მომიქნია, ისე გამაგდო მისი ცხოვრებიდან, რომ უკანაც არ მოუხედავს და ახლა რაღა უნდა?.. ანდა რაღა აზრი აქვს?...
მიმი გაბუტული ბავშვივით საუბრობდა. ბოლოს ფიფოს, რომ შეხვდა მხატვართან, თითქოს მის მიმართ კიდევ რაღაც გრძნობა გაუჩნდა. ეს თითქოს, თუმცა უფრო სინანული იყო. რაღაცაზე გული დასწყდა, მაგრამ არ უნდოდა იმის აღიარება, რომ ფიფოზე სწყდებოდა გული თუ საკუთარი თავი ეცოდებოდა...
არც ფიფო მოეჩვენა გულგრილი, ალბათ ამანაც უფრო იმოქმედა. უფრო თბილი, მოსიყვარულე, და არა ისეთი, როგორსაც ადრე იცნობდა.
ბოლო შეხვედრისას მიმის ეგონა, რომ ფიფო მოიკითხავდა. გულის სიღრმეში ელოდა მის ზარს და იმედიც ჰქონდა.
ფიფოს არ დაურეკავს. თუმცა ხან სახლთან შემთხვევით შეხვდა, ხან სამსახურთან და ერთხელაც მეგობრისგან გამოსულს, ისევ სრულიად შემთხვევით გადაეყარა.
ფიფო მართლაც უთვალთვალებდა მიმის, როცა დრო ჰქონდა ცდილობდა გადაემოწმებინა სად დადიოდა და ვისთან მეგობრობდა. მიმი ამას ვერ ხვდებოდა და შემთხვევითობას აწერდა. ფიფო ზემდეტად თბილი იყო, მაგრამ აღარც ტელეფონზე აწუხებდა და აღარც სახლში სტუმრობით იკლავდა თავს.
- შემთხვევით არაფერი ხდება. –
პიპა ცდილობდა აეხსნა, რომ შესაძლებელია ფიფოს მიმის დაბრუნება უნდოდა და ასე იმიტომ იქცეოდა.
თავად ჩამოუგდებდა ხოლმე ფიფოზე სიტყვას და მერე მიმიც აქაქანდებოდა.
- და შენ გინდა დამაჯერო, რომ ფიფო კუდში დევნა უბრალო შემთხვევითობა არ არის და სპეციალურადაც...
- შეიძლება.
- და რატომღა იქცევა მაშინ ასე? უკვე მართლაც ამდენი დამთხვევა? რა თამაშია ეს? იცი მაშინაც კი დაუნახივარ თურმე, გახსოვს, გარეთ საშინელად ციოდა, ჩვენ კი მანქანაში გვეძინა, დილით კი მოთოვა.
- კი მახსოვს, დილით მოთოვა.
პიპა ადგილზე გახევდა. ეს სწორედ ის ღამე იყო. მკვლელობის ღამე.
„და ფიფომ საიდან? ნუთუ მართლაც უთვალთვალებს?“
შეეცადა თავი ხელში აეყვანა და მიმის მშვიდი უდარდელი ხმით მიმართა:
- იმ ღამესაც ნახე? მე რაღაც არ მახსოვს.
- არც მე. არც მე დამინახავს. თვითონ დავუნახივარ. დამისიგნალა თურმე კიდევაც. უაზროდ წრეზე დაგყავდა მანქანაო ვერ დაგეწიე და მერე დამეკარგეო.
- არაფერი მახსოვს. შენ ჩაყვინთე. მეც ისე მეძინებოდა. ერთი ორი წრე ალბათ უაზროდ დავარტყი და მერე სადღაც გავჩერდი. მხოლოდ ის მახსოვს, რომ შევეცადე თუ ზედ ტრასაზე არა მისგან ოდნავ მოშორებით გავჩერებულიყავი, ცოტა შედარებით წყნარ ქუჩაზე. გაჩერება ძლივს მოვასწარი, რომ უკვე მეძინა. არავის სიგნალი არ გამიგონია. –
პიპა ისე დამაჯერებლად იმართლებდა თავს, რომ მიმის ეჭვიც კი არ შეჰპარვია.
მხოლოდ ფიფოზე ეპარებოდა უკვე ეჭვი.
„ნუთუ მართლა დამდევს?..
და რა იცოდა იმ ღამით გამოვიდოდი თუ არა სახლიდან?
სახლთან ჩამისაფრდა?...
რა სისულელეა! პატარა ლაწირაკი ბიჭივით იქცევა. დაუჯერებელია.
ყოველთვის პირდაპირი, შეუდრეკელი და ახლა ასე თვალთმაქცი, ცბიერი ქცევები?
არა, ნამდვილად არ გავს მის საქციელს...“
- ახლა მართლაც ეჭვი შემეპარა, ნუთუ კუდში დამდევს? და თუ მართლაც ასეა, რატომ ერთხელ მაინც არ დამირეკა?
- აბა რა გითხრა? ამდენი შემთხვევითობა ცოტა ბევრი ხომ არ არის? იქნებ შენი ნომერი წაეშალა და ახლა ვეღარ გეკითხება. ალბათ მაგიტომაც არ გირეკავს. -
პიპამ დანამდვილებით იცოდა, რომ იმ ღამით, როცა მიმის მანქანას თავად მართავდა არანაირი მანქანა არც აკიდებია, არც დაუსიგნალებია. სანამ წრეზე დადიოდა ყველაფერს აკვირდებოდა. ყოველი კუთხე-კუნჭული გულდასმით ჰქონდა შესწავლილი. მიხვდა ფიფოს მიმის გამოჭერა უნდოდა და იმასაც კი ხვდებოდა, რომ მიმის მანქანა ქუჩის კამერებიდან, რომ იქნებოდა დაფიქსირებული. ისიც კარგად იცოდა, რომ იმ მიყრუებულ ქუჩამდე ვერც ფარნის შუქი და ვერც კამერა ვერ აღწევდა. ისევ მიმი უნდა მიეშვა ფიფოსთან და ისევ კარგად უნდა გამოეციცნლა მისგან რა იცოდა გამოძიებამ მის შესახებ და რა არა.
- რა სახე ჩამოგტირის, რა მოხდა ასეთი, ისევ მოსწონხარ და ერთი ორჯერ აგედევნა, რა იყო მერე? –
პიპა მიმის გამხნევებას შეეცადა, უფრო სწორედ ალაპარაკებას.
მიმიმ არაფერი უპასუხა.
პიპა კი განაგრძობდა მიმის „დამუშავებას“ა.
-ფიფოს ხომ არ ეწყინა, რომ მანქანა არ გაუჩერე? იქნებ ჰგონია, რომ დაემალე? –
- რა ვიცი უკვე რა ჰგონია, მაგრამ...
- რა მაგრამ?
- ადრე ფიფოს რომ ვხვდებოდი...
- მერე?
- სულ სხვა ნომერი მქონდა. ახალი არც უკითხავს, იქნებ არც კი იცის რომ გამოვცვალე.
- ჰოდა, ამიტომაც ვერ გირეკავს, შენ კი ცხვირ-პირი ჩამოგტირის.
- მარტო ეგ არ არის.
- აბა?
- მაშინ სულ სხვა მანქანა მყავდა... ფერითაც კი განსხვავებული... ნომერიც კი გამოვალე...
მოწყენით ჩაილაპარაკა მიმიმ.
„აშკარაა, ფიფომ ქუჩის კამერებიდან ამოაძვრინდა და გაშიფრა მიმის მანქანა. თან არც დაკითხვაზე დაიბარეს. ჰმ, ფიფოს თავად უნდა საქმის გახსნა და თავადვე უნდა მიმის გამოჭერა. ჯერ ადრეა ფიფო, ადრე. ცოტაც მაცალე და...“
- აი ხომ ხედავ, ისევ მოსწონხარ. ჩუმად გითვალთვალებს და შენი ახალი მანქანაც იცის, მაგრამ ტელეფონი არ იცის და ჯერ ვერც გეკითხება, რადგან თავად არის დამნაშავე, თვითონვე მიგატოვა და ახალ თავად უნდა გამოსწორება.
- ჰმ, რა ადვილად ახსენი ყველაფერი.
გაეღიმა მიმის.
- ის რაც რთული გეჩვენება სინამდვილეში ძალიან ადვილი და მარტივია, თუ მშვიდად შეხედავ ყველაფერს.
- რა ჭკვიანი ხარ.
მიმი შეეცადა ოდნაც მაინც მოხვეოდა „თავის ყინულის ლოდს“და მეტი სითბო გადმოეღვარა, მაგრამ პიპა, როგორც ყოველთვის თითქოს ვერც ამჩნევდა. ცივი და გაყინული იყო და თითქოს ვერც ამჩნევდა ქალის ვნებას ისე აგრძელებდა დაწყებულ საუბარს.
- და შენ ხომ უთხარი, რომ მანქანაში გეძინა, თანაც ხომ დაინახავდა, რომ საჭეს შენ არ მართავდი?
- რატომღაც ასე ვიფიქრე, რომ ეგონა მე ვმართავდი მანქანას. იცი, არც უკითხავს და არც დამიკონკრეტებია.
- ნება შენია, თუ გინდა უთხარი, რომ მარტო არ იყავი, როგორც გინდა.
- ახლა უფრო ცუდად არ გამოდის თქმა? თვითონაც არ ვიცი მაშინ რატომ არ ვუთხარი. ისე რომ ეკითხა რატომ დავმალავდი, მაგრამ არაფერი უკითხავს და მეც...
- თუ გინდა სულ ნუ იტყვი. მეც დავფიქრდი, ცოტა არასერიოზულია - შენ გეძინა, შენივე მანქანაში, უსახლკაროსავით, სახლიდან გამოგდებულივით საშინელ ავდარში და საჭეს სხვა მართავდა, ისიც ნახევრად მძინარე, უაზროდ დაჰყავდა მანქანა ქუჩაში. ისე არც კი ვიცი სად ვიყავი, ზუსტად რომელ უბანში.
- კი, მართალი ხარ, უცნაურად ჟღერს. უცნაურად და სასაცილოდაც კი.
- ჰოდა, მოდი დავივიწყოთ, აღარც შენ გაიხსენო და აღარც მე.
- მართალი ხარ ასე აჯობებს.
-კიდევ, ვინც არ უნდა გკითხოს ეტყვი, რომ მარტო იყავი. არც მე არსად არასდროს არავისთან ვიტყვი და მორჩა.
მიმიმ შვებით ამოისუნთქა:
- რა კარგია, რომ მყავხარ. –
პიპას მკლავში ჩააფრინდა და თავი მიადო.
ის კი როგორც ყოველთვის ცივი, უკარება... ოდნავ ნაზად, თითქმის შეუმჩნევლად და თითქოს მოვალეობის მოხდის მიზნით თმაზე მოეფერა მიმის.
მალე მიმის დაბადების დღე იქნებოდა. ალბათ ფიფოს არც ახსოვდა. მიმის ძალიან უნდოდა ფიფოც მოსულიყო, მხატვარიც, პიპაც და დანარჩენი მეგობრები თუნდაც ნურავინ მოვიდოდა. მშვენივრად იგრძნობდა თავს მეგობარი ბიჭების გარემოცვაში. ფიფო კარგად მღეროდა. ცოტა გიტარაზეც და პიანინოზეც უკრავდა, თუმცა ბევრად კარგად მღეროდა ვიდრე უკრავდა. მხატვარი კი მშვენივრად ფლობდა გიტარას, მაგრამ თავად დარწმუნებული იყო, რომ ცუდად მღეროდა, ამიტომ სხვას თუ აყვებოდა ისე არ იმღერებდა...
„პიპა?... არ ვიცი, არაფერი ვიცი... ისე ლამაზი თითები აქვს. გრძელი, თლილი. ზოგჯერ ისე ათამაშებს თითოქს კლავიშებზე უკრავსო...“
- იცი, რა ვიფიქრე?
-ა ბა რა იფიქრე?
- შენს გვერდით, რომ ვარ სულ ფიფოზე მინდა ვისაუბრო და ისე არსად არ მახსენდება. ის კი არადა სამსახურშიც რამდენჯერ მოიკითხეს და საერთოდ რეაქციაც კი არ მქონის, შენთან კი რაღაც...
- ალბათ ერთმანეთს გვადარებ? –
სწრაფად შეაშველა სიტყვა პიპამ და თავიც დაიძვრინა, რადგან თვითონვე იყო საუბრის წამომწყები, თავად ჩააწვეთებდა და უხსენებდა ფიფოს და მიმისაც საუბარი სულ მის ირგვლივ მიჰყავდა.
- ააა. არა. არც მიფიქრია და მაინც ხშრად სულ მას ვახსენებთ, ალბათ შენთან უფრო თავისუფლად რომ ვარ... და...
- მართალი ხარ, სულ მასზე ვსაუბრობთ, თანაც გატყობ, რომ წინააღმდეგი არ ხარ, თუმცა თვალები კი გინაღვლიანდება, ისევე, როგორც ახლა.
მიმიმ უფრო მეტად მოიწყინა, მაგრამ არაფერი უთხრა.
- ესე იგი მაინც გიყვარდა და ამის აღიარება არ გინდა.
- არა ვერ ვხსნი, სულ სხვანაირად არის საქმე...
- შენ შეეცადე ახსნას და მე შევძლებ გაგებას
- ირგვლივ ყველა ჩამომაშორა და იმდენად ჩამომაშორა, რომ ლამის გამარჯობის თქმასაც ვეღარ მიბედავდნენ და მეც მომწონდა ვაღიარებ, ძალიანაც კი მომწონდა, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ მის გულისთვის ღამეებს ვათენებდი. არც მასე იყო საქმე... სასურველ და სასიამოვნო ადამიანად ვთვლიდი, ასეთი ადამიანის გვერდით თავს ყოველთვის დაცულად გრძნობ, თუმცა ყოველთვის დამოუკიდებელი ნატურა ვიყავი. შესაძლოა მართლაც თავდავიწყებით შემყვარებოდა, მაგრამ არ დამცალდა, ვერ მოვასწარი... -
მიმის თვალები აუწყლიანდა.
-რწმენა ზოგჯერ ილუზიას ჰგავს. გგონია, რომ გიყვარს და გჯერა. შენი სიყვარუსლი გწამს და უფრო იმიტომ გჯერა, რომ გინდა დაიჯერო, გინდა ასე იყოს და სინამდვილეში კი აბნეული ხარ. აღარ იცი რას ან ვის მიაწყდე. დამშვიდდი შენი ბრალი სულაც არ არის. ცხოვრება ასე მოწყობილი. ერთ დროს დამოუკიდებელი ადამიანს ვინმე მასზე ძლიერი რომ გამოუჩნდება მას მიეკედლება და მერე უჭირს დაშორება. სწორედ ეგ გაბნევს, მაშინ უფრო ძლიერად იწყებ ძებნას. შენ გგონია ვითომ არ ვეძებო, მაგრამ შენი გული ეძებს, შენი სული ეძებს, შენი შინაგანი სამყარო ეძებს იმ საყრდენს, რასაც... –
პიპა გაჩუმდა. იგრძნო ზედმეტი მოუვიდა, ზედმეტად მჭერმეტყველი გახდა. არ იყო ეს საჭირო. სულაც არ უნდოდა მიმი სულში ჩასწვდომოდა.
- მერე? –
ვეღარ ითმენდა მიმი.
- რა მერე? როცა ვერ გიპოვნია ის, ვინც - ამიტომაც დაეძებ, ყველგან დაეძებ, შეიძლება იპოვო, შეიძლება ვერა, ან დაიჯერო რომ იპოვე, უბრალოდ ასე გინდა. ყველა სულიერს სურს შეიგრძნოს ის გემო სიმწარისა თუ სიტკბოებისა. ჰო, რას მიყურებ? არ იცი, რომ სიყვარულის გემო აქვს? და მერე როგორი გემო.
- გემო?
- სხვათაშორის ფერიც აქვს... ზოგჯერ ისე მკვეთრად ანათებს ზოგჯერ კი გახუნდება და საშინლად უფერული ხდება... გახუნებულ ტილოზე კი ფეხს ადვილად იწმენდ... არც გენაღვლება, რომ დაისვრება. ადამიანთა ნაწილი კი ზოგჯერ საშინელი სიბოროტითაა სავსე, როცა გახუნებულ და დაფლეთილს გადაეყრება უფრო ცდილობს, რომ გაანადგუროს, ბოლომდე დაფლითოს, ისე ძლიერად მიაყენოს მიაყენოს ზიანი, რომ მისგან აღარაფერი დარჩეს... ეს ადამიანის ბუნებაა... და თავადაც ვერ ახსნის ასე რატომ იქცევა... –
პიპა ისევ ორატორობამ გაიტაცა. სადღაც შორს წავიდა მისი გონება, საუბრობდა, მაგრამ სულით სულ სხვაგან იყო. მიმის ეს შეუმჩნეველი არ დარჩენია, მაგრამ არც ხელი შეუშლია. სიამოვნებით უსმენდა მეგობარს.
პიპამ, როცა მიხვდა რომ ზედმეტად ალაპარაკდა და ლამის თემას გადაუხვია ისევ მიმის მოუბრუნდა და მის ირგვლივ განაგრძო საუბარი:
- შენ კეთილი, ყურადღებიანი და გულჩვილი ადამიანი ხარ. არ გაქვს არანაირი პრობლემა, რომ თავი ზედმეტად წარმოაჩინო. სამყაროს მთელი სიზუსტით შეიცნობ, გიყვარს ახლობელი ადამიანების გაფრთხილება. თბილად ექცევი, ზოგჯერ ზედმეტად თბილადაც. ბევრი სარგებლობს ამით და ეს შენც იცი, რომ სარგებლობენ და არც არაფერს ამბობ. ყოველთვის ცდილობთ ოქროს შუალედის პოვნას დაძაბულ სიტუაციებში, არ გიჭირს სხვისი აზრის მიღება და გათვალისწინება, არაფერს იშურებთ საყვარელი, ახლობელი ადამიანის გამო.
- საკმაოდ მსუყედ დამახასიათე. –
გაეღიმა მიმის.
- მე ასეთს გხედავ და თანაც დარწმუნებული ვარ, რომ სულაც არ ვცდები.
მიმი სიამოვნებისგან გაიტრუნა.
„ძლივს არ შემაქო, ცოტა მაინც, ზოგჯერ იმასაც ვფიქრობ, რომ ჩემი ატანა არა აქვს, ვიღაც თავქარიან, ცანცარა არსებად მთვლის, ამას კი თურმე რა ზუსტად შეუსწავლივარ.
რა კარგი ვინმეა და თავად როგორი იდუმალი.“

LEX·2017 წლის 9 მაისი, სამშაბათი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent