შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაუმორჩილებელი (თავი 2 )


10-06-2017, 10:12
ავტორი რუსანა
ნანახია 12 012

თითქმის შუაგულამდე მივიდნენ როცა ლევანი გაჩერდა და მისკენ მიბრუნდა ხელი გაუწოდა და ლიზამაც მომღიმარმა დაადო ხელი. მამაკაცმა ნაზად მოწია თავისკენ და ხელი ჯერ გვერდზე მოკიდა მერე ნელნელა გააცურა დაა წელზე შემოხვია . მის ხელში მთელი მისი წელი ეტეოდა და იგრძნო როგორ უდუღდა სისხლი ცხოვრებაში პირველად იგრძნო როგორ მოეწონნა გოგო რომელიც მისი ქალებისგან საერთოდ განსხვავებული იყოო…
-როგორი შავი თვალები გაქვს..მიაშტერდა თვალებში ლევანი
-ჰო,მეემგონი ბებიას ვგავარ..
-იქნებ აყვანილი ხარ.. გაუცინა ლევანმა
-რა ბოროტი ხართ.. ტუჩი აიბზუა და დატრიალდა .-მე მამას პატარა სასწაული ვარ და არა აყვანილი..
-საწყენად არ მითქვამს ,ვხედავ რომ მამას პატარა სასწაული ხარ.. გაუღიმა ოდნავ და მკლავზე გადაიწვინა..
-დავიღალე ,გაჩერდა გოგო სინამდვილეში დაცინვად აღიქვა ლევანის სიტყვები და მამაკაცს ხელი ცივად შეუშვა არც ლევანს გაიჭინაურებია სწრაფად მოაშორა ხელები და ლიზას ყურებამდე გაცინებულ სახეს თვალს ვერ აშორებდა . უცბად შემოუბრუნდა და გაფართოვებული თვალებით მდუმარედ იდგა მის წინ
-ცხენი ხომ გინდოდა?? გაეცინა ლევანსს როგორ უფახულებდა თვალებს გაკვირვებული გოგო და ხან თეტრ ულაყს უყურებდა რომლის ბეწვიც განათებაზე ბზინავდა ..
-მართლა ცხენია ... პირი დააღო ლიზაამ.
-ხო ცხენია . დაეთანხმა ლევანი..
-შეიძლება მივიდე ?? დაბნეულმა გაიშვირა თითი ცხენისკენ ამ წამს გარშემო ვერაფერს ამჩნევდა ცხენის და ლევანის გარდა...
-შენია ,თუ გინდა მიდი .ჯიბეში ჩაიწყო ხელები ლევანმა და თვალი გააყოლააა გაქცეულს.. ნელა ნელა წავიდა და თავის ადგილზე დაბრუნდა
-რა გინდა მისგან ??
-არაფერი ამირან,საჩუქარი უნდოდაა.. შენც ეგ არ გინდა რომ შენი შვილი დღეს ბედნიერი ყოფილიყო?? ზიზღით შეათვალიერა ამირანი -შეხედე ბედნიერიააა... და ისევ ლიზას შეხედა რომელიც მამას ეძახდა
-ნახე მამა ?? ნახე რა ლამაზიააა აღფრთოვანებული ეფერებოდა .. ამირანი წამოდგა და შვილს ხელი მოხვია ..
-ხო ლამაზია.
-ცხენი ლევან ?? გიგიმ ჩაიცინა
-რაც უნდოდააა ისაა..
-რისთვის აჩუქე თუ ხვალე ცოცხალი აღარ იქნება და ამ ცხენზე დაჯდომასაც ვერ შეძლებს ??
-მე საჩუქარს შევპირდი.. თავის მართლებას ცდილობდა და გაეცინა ..
- ლევან ?? ნუ ა***აკებ ,გაერკვიე რა გინდა.
-აქ რომ მოვდიოდი ვიცოდი რაც მინდოდა თუ გაგახარებს ეხლა არ ვიცი უკვე რა მინდა.. დაბნეულმა მოიფხანა კეფა.
სტუმრებმა ნელ ნელა წასვლა დაიწყეს კარში მდგარი ლიზა სათითაოდ აცილებდა ყველას ბოლოს სტუმარი რომ წავიდა უკან დაბრუნდა და გაკვირვებული უყურებდა მამამისის მაგიდას სადაც ისევ ისე ისხდნენ გაუნძრევლად ამირანი ლევანი გიგი ივანე და რაც არ უნდა საოცარი ყოფილიყო მისი და დის ქმარიც.. დაძაბული სახეებით უყურებდნენ ერთმანეთს..
-დედა რა ხდება ??
-არაფერი საყვარელო საწყლად ამოიგმინა ნატალიამ და ქმრის გვერდით ჩამოჯდა .მხრები აიჩეჩა და დაღლილი მაგრამ მაინც მხიარული მივიდა მაგიდასთან .სკამზე მოწყვეტით დაეშვა და ქუსლიანი ფეხსაცმელი გაიძრო იქვე მოისროლააა და ეუცნაურა რომ არავინ დასცინა..
-რა ხდება ?? რა სახეები გაქვთ ?? მაგიდაზე დადებულ ხაჭაპურს წაწვდა და გემრიელად ჩაკბიჩა..-არაა არაა ბატონებო დღეს ჩემი დაბადებისდღეა ნუ უახლოესი 20 წუთი კიდევ და არავის გაქვთ მოწყენის უფლება .. დააკვესა შავი თვალები და ღვინით სავსე ჭიქას წაწვდა.. -ყველამ მადღეგრძელააა დღეს ,მაგრამ ჯერ შენი სიტყვა არ მომისმენია მამ..
ამირანს ერთიანად მოაწვა ყველაფერი და თვალები ჩაუწწითლდა დააუწყლიანდა..აკანკალებული ხელით აიღო ჭიქა და მძიმედ დაიწყო
-ჩემო ლამაზო,მხოლოდ ღმერთმა იცის რამხელა ბედნიერება ხარ და რა ძაალაა და სტიმულია მყავდეს შენნაირი შვილი.. ყველაფერში ერთიანად კარგი ხარ და მინდა რომ მთელიცხოვრება ასეთად დარჩე,ლაღი ბედნიერი და თავისუფალი. არ ვიცი ალბათ ღმერთს ვუყვარდი რადგან არაჩვეულებრივი ოჯახი დ ცხოვრება მომცა და რა გავაკეთე ისეთი სიკეთე რომ კიდევ 20 წლის წინ შენი თავი მაჩუქა.ჩემი პატარაა სასწაული ხარ შენ და ყველაფერი კარგი საუკეთესო და ლმზი მემმეტება შენთვის.გულაჩუყებული იჯდა ლიზა და სწრაფად გაისვა ხელი თვალზე რომ ცრემლი არ შეემჩნიათ .
-ნუ მეუბნები ესეთ რაამეებს..
-უნდა გითხრა რადგან უნდა იცოდე როცა მე აღარ ვიქნები მინდა რომ ცხოვრება ისეთივე ენერგიით გააგრძელო როგორც დღევანდელი დღე გაატარე ისეთივე ბედნიერი უნდა იყო და უკან არ მოიხედო. დიდი გოგო ხარ და არ გეტყვი რომ ყველაფერი ისევე ლამაზად იქნება როგორც შენს ბავშვობაში ,ცხოვრება სასტიკია და ბევრჯერ გიმუხთლებს , მხოლოდ იმაზე მწყდება გული რომ მე შენს გვერდით არ ვიქნები და ვერ დაგიცავ ,მაგრამ გახსოვდეეს ყველა დაცემას აღმასვლა მოსდევს. ნატალიამ თავ ვერ შეიკავაა და ისიც ატირდა..
-რა გჭირთ?? დაიბღვირა ისევ..რეებს მეუბნები ,შენ სულ ჩემთან იქნები და დიხაც დამიცავ..
-ჩემი პატარა სიამაყე ხარ შენ,შენ მინდა გაგიმარჯოს და ყველაფერ იმას რასაც შენ ეხები რომ ანათებ და აბედნიერებ . ღვინო დალია და გულის ჯიბისკენ წაიღო ხელი რაზეც ლევანის გარშემო მოხროვილი ბიჭები დაიძაბნენ და იარაღზე იტაცეს ხელი.ლიზამ შეშინებულმა მოავლო თვვალი და მერე ლევანს მიაჩერდა რომელმაც ხელით ანიშნა დამშვიდდითო. ამირანმა პატარა კოლოფი ამოაძვრინა და შვილისკენ დაიძრა. აკანკალებული ხელით გახსნა და გულსაკიდი ამოიღო ვარსკვლავის ფორმის და აღფრთოვანებულ ქალიშვილს თეთრ ყელზე შეაბა. თმაზე ჩამოუსვა ხელი და ნერწყვი გაადაგორა .-მინდა გახსოვდეს რომ ვარსკვლავივით ციმციმა ხარ და ოდესღაც იქ სადღაც ვარსკვლავებში შევხვდებით..
-მამაააა,ამოისლუკუნა გოგომ და მამას მიეკრო.ამრანმა ცოტახანს გული იჯერა და გაჭირვებით მოშორდა შვილს.ამ წამს ალბათ თმა მილიონჯერ გაუთეთრდა ნერვიულობისგაან ..ლევანის წინ გაჩერდა და ამოიხრიალა -მზად ვარ ლევან.
-ძალიან კარგი.. დაჯექი.
-წავიდეთ ბოლოჯერ გაიბრძოლა ამირანმა რომ საკუთარი თავი შეეთავაზებინა თუმცა პასუხად ლევანის სიცილი მიიღო. მძიმედ დაჯდა თავის ადგილას და სიჩუმეჩამოწვა.ამ წამს მიხვდა ლიზა რომ რაღაც ვერ იყო რიგზე და საკუთარ ოჯახს თვალი მოავლო დაინახა სასოწარკვეთილი დედა გაფითრებული ძმააა და აანკალებული და რომელიც ქმრის მკლავს ჩაბღაუჭებოდა და თავს არ წევდა მხოლოდ მათი სტუმარი იჯდა წელში გამართული ხელები შეეტყუპებინა და დამცინავ ზიზღნარევ მზერას ავლებდა მთელ ოჯახს..
-რას ველოდებით? ვეღარ მოითმინა ივანემ და დაიღრიალა წამოხტომა სცადაა რაზეც ისედაც ლევანის დაძაბული დაცვა სათითაოდ ყველას სკამის უკანგადანაწილდნენ.ლიზამ იგრძნო როგორ ამოუდგა სკამის უკან ერთერთი ბიჭი და როგორ მიადო კისერთან ცივი ლულა. არავის რეაქცია არ აინტერესებდა მხოლოდ გოგოს უყურებდა ლევანი რომელსაც სწრაფად წაუვიდა ფერი შავი თვალები აემღღვრა და სუნთქვა აუჩქარდა დაინახა როგორ ჩააფრინდა გამწარებული სკამის სახელურს და მამას გახედა რომელსაც თვალებით ევედრებოდა მიშველეო.
-მოთმინება ივანე,მოთმინება 1 წუთიც ..მე პირობას ყოველთვის ვასრულებ ველოდებით როდის გავაა 13 ... ერთი წუთი მთელ სიცოცხლედ გაიწელა დაძაბულმა გიგიმ კიდევ ერთხელ გაიბრძოლაა და ლევანისკენ გადაიხარა რომ რჩევა მიეცა თუმცა ლევანიმ თავი გაუქნია არ გინდაო და ისევ გასწორდა. ერთი წუთით გადაცდა თუ არა ლევანმა მშვიდად დაიწყო-აბა ვინაა პირველი ??
-მაამა რა ხდება ?? განერვიულდა ლიზა და დედას შეხედა.. მამა ?? მამააააა დაუყვირა რომ როგორმე ხმა ამოეღებინებინა. გამაგებინებთ რა ხდება ?? ვინმე ამიხსნით ?? უკვე ხვდებოდა როგორ ამოუვიდა ნერვები ყელში და ისე გადავიდა ტირილზე ვერც კი გაიგო..
-არაფერი ლიზა.ყველაფერი მალე დამთავრდება .გულმოკლულმა გახედა ამირანმა შვილს და განძრევა ვერ გაბედა რომ ისტერიკაში მყოფი შვილი დაეწყნარებინა..
-ვინაა ეს კაცი ?? ვინ ხართ?? ახლა ლევანს მიუბრუნდა ყვირილით,მე მე შენი მეგობარი მეგონააა ის კიდეე .. რატომ შემოუშვი ?? რა უნდა ჩვენგაან ..რა გინდა ჩვენგაან ? რა გინდა რა გინდა რა გინდააა ტიროდა და იკლაკნებოდა თოჯინასავით სკამზე და გნძრევას ვერ ბედავდა..
-ხო მაამიკო მიდი აუხსენი რა ხდებაა... დასცინა ლევანმა და კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა თუმცა ვერც კი გაერკვა როგორ მოხვდა ჭიქა მხარზე მხოლოდ ის დაინახა როგორ დავარდა და გატყდა გაიგონა როგორ გადატენა ლიზას ზურგსუკან მდგარმა ბიჭმა იარააღი და მიხვდა ვინ იყო ჭიქის სროლის ავტორი.-არ ისროლოთ.მკაცრად გასცა ბრძანება და მხარზე ხელსახოციჩამოისვა.მრისხანე სახე მიიღო და გოგოს შეხედა
-არ მგონია იმ დგომარეობაში იყო რომ ჭიქების სროლის უფლება გქონდეს.. დაიღრიალა თანაც მე ცხენი გაჩუქე ხმა დაუმშვიდდა ცოტა და შენ მადლობას ასე მიხდი ??
-აიღე ეგ შენი ცხენი და წაეთრიე აქედან ,ლიზამაც დაუყვირა და ყველაზე უცნაური ის იყო რომ ერთადერთი დემნა და გიგი იყვნენ რომლებსაც ეცინებოდათ..
-ნუ ყვირიხარ გოგო ენა დაიმოკლე და ილოცეეე რომ მალე მოკვდეეე..
-თუ მინც უნდა მოვკვდე ენა რაღატო დავიმოკლო სიამოვნება მოგააანიჭო?? არ უთმობდა სიტყვას . ლევანს გაეცინა და მის ზურგს უკან მდგარ გიგის და დემნას ახედა..
-ამას უყურეთ რა?? ყოჩაღ ამირან ეტყობა კარგად აღგიზრდია..
-ლიზა გაჩუმდი დაუყვირა ივანემ ..
-არაა რას ზიხართ აქ ?? პოლიციაში დარეკეთ ,შენ რა იცოდი აქ რატომაც იყო და არაფერი გააკეთე?? მამას მიუტრიალდა ელოდებოდი როდის მოგკლავდა??
-ზუსტადაც .ჩაილაპარააკა ლევანმა და თითქოს გულიც კი დასწყდა ლიზას ზიზღით აღსავსე თვალებს რომ წააწყდა არდა ცოტახნის წინ ეშმაკურად რომ უცინოდნენ.
-ახლა რა ყველა უნდა მოვკვდეთ?? უეცრად დაწყნარდა და თვალი გაუშტერდა .
-საყვარელო დამშვიდდი დედამ სიტყვით სცადა შვილის დამშვიდება რომელსაც უკვე აშკარად ესმოდა ლიზას გახშირებული სუნთქვა ...
-უნდა მოვკვდეთ? მამას მიაშტერდა ტუჩები უცნაურად დაბრიცააა და მოზრდილი ცრემლი გადმოაგდო
-ღმერთო ლევან დაასრულე დროზე ადამიანი არ ხარ?? ამოიხნეშა ამირაანმა და მამაკაცს გახედა რომელიც ისევ მის ქალიშვილს მიშტერებოდა. .. სიაამოვნებით. აღარც დამცინავი იყო მამაკაცის ხმა და აღარც მკაცრი თითქოს რაღაცას წონიდა გონებაში და გაანალიზა რომ ახლა თუ გაისროდა სამუდამოდ თვალწინ ედგებოდა ამ გოგოს სახე.. ფეხზე წამოდგა დემნას იარაღი გამოართვა და გიგი ჩააფრინდა მაჯაში.
-კარგად დაფიქრდი ლევან ..
-არ გინდა გიგი ,ცხელ გულზე არასდროს ვაკეთებ რამეს ხომ იცი.. გადატენა და ამირანისკენ მობრუნდა ხელი აღმართული არ ქონდა როცა დაინახა როგორ წამოფრინდა სკამიდან წითელი კაბის ფრიალით ლიზა სწრაფად გამოვარდააა და უკვე მეორედ ლევანმა ინსტიქტურად ანიშნა დაცვას რომ მისთვის არესროლათ.მამას აეფარააა და მიეკროო
-არა მამა ,არააა მოსთქვამდა ბოლო ხმაზე და დადუმებულ ოჯახისწევრებს რომელთაც სიტყვის თქმის ონსილაც კი გამოცლოდათ გადახედა..
-ლიზა ,ჩემო საყვარელო მამა თმაზე ეფერებოდა ,არაფერია ..ნუ ტირიხარ ...
-არაა ,სწრაფად შემობრუნდააა და მამას წინ დაუდგააა თვალებში მიჩერდა ლევანს და მტკიცედ გამოაცხადა
-ჯერ ჩემი მოკვლა მოგიწევს..
-ლიზა ამირანმა მისი გაწევა სცადა თუმცა გაჯიუტდა და მაამას ხელი გააშვებინა..
-ლიზა გამოდი აქეთ გიგი ჩაერია თუმცა არც კი გაუგია რა უთხრააა თვალს არ ახაამხამებდა ისე შეყურებდა კაცს.
-კარგი იყავი ჯერ შენ. ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს ვინაა პირველი..
-ლევან არაა,არ გინდა შეევედრა ამირანი და ამდენი წლის განმავლიბაში პირველად ნახა ატირებული ამირანი ოჯახმა.. -ოღონდ ჩემი ოჯახი არაა და რაც გინდა ,ყველაფერს მოგცემ ცოცხლები დატოვე და შენი იყოს ყველაფერი მც მომკალი თუ გინდა ოღონდ
-ოღონდ ლიზა არაა ?? ცალყბად ჩაეცინა ლევანს მისკენ უფრო ახლოს მიიწია და თითქმის შუბლზე მიადო იარაღი და ფერმიხდილ გოგოს კიდევ ერთხელ დააკვირდა ამ წამს დარწმუნებული იყო რომ ვერ შეძლებდა მის მოკვლას ა წამსს კი არაა როცა ეცეკვა მაშინ მიხვდა რომ ვერ გაიმეტებდა ეს გოგო სიცოცხლეს ასხივებდა ყველაზე ლაღი და უდარდელი იყოდა პირდაპირ იძახდა იმას რასაც ფიქრობდა როგორცთვითონ.უბრალოდ ცდილობდა ამირანისგან მოესმინა პირველს თანხმობა დანათესავებაზე თორემ ჯერ კიდევ ლიზას შეყვარებულთან დანახვისას გაანალიზა რომ თავისთვის უნდოდა..
-ლევან გეხვეწები უფრო დაიძაბა ამირანი საკუთარი შვილის შუბლზე მიდებული იარაღის დანახვისასს და ამოიყვირა -თანახმავარ გესმის ? თანახმავარ ლევან დანათესავებაზე თანახმავარ ,გეხვეწები ნუუ გაართულებ დათანხმდი და ცხოვრებაში გზაზე აღარასდროს გადაგიდგები მთელი ცხოვრება შენი ...
-რატომ ამირან?? მე რატომ არ უნდა მოგიკლა შენ შვილი და განახო მისი სიკვდილი როცა მე საკუთარი საცოლის ცოცხლად დაწვას ვუყურე ?? ადამიანი ჩემს წინ დაიწვა ..
გიგიმ თვალები აატრიალაა „გადაგვაყოლა ამ თავის საცოლეს „ გადაუჩურჩულა დემნას
-ხო მაგრამ ბატონო გიგი თქვენ რომ გენახათ როგორ იწვოდაა..
-ხო მესმის ადამიანის სიკვდილის ყურება ადვილი არააა..
- მაშინ უნდა გეფიქრააა ამირაან როცა ჩემი ცოცხლად დაწვა გადაწყვიტე..
-მამა რას ამბობს?? გაოგნებული შვილი მამას მიუბრუნდა მამა რომელიც მის თვალში ყველაზე კთილი კაცი იყო ვიღაც მკვლელობას აბრალებდა.. ლევანს გულწრფელად სიამოვნებდა გოგოს გულუბრყვილოდა გაკვირვებული სახე ,ერთი მაინც ყავდათ ამ ოჯახში სუფთა სულის. დანარჩენი ყველა საქმის კურსში იყვნეენ და მამას მხარს უბავდნენ. -მამა სიმართლეა.?? ამირანმა შვილს მზერაა აარიდა ლევანმა ვერ გაიგო რაზე ატირდააა გოგო იმაზე რომ მამამისმა მისი მოკვლასცადა და თუ შიშისგან მაგრამ ფეხზე რომ ძლივს იდგა ხვდებოდა და აქამდე სინდისს დიდად არ შეუწუხებია მაგრამ ახლა მოსვენებას არ აძლევდა რომ ამ გოგოს უწევდა ამდენი რამის გადატანა.. ლევანმა იარაღი დაუშვა და ამირანს ზიზღით შეხედა..
-იმიტომ არ ვთანხმდები შენთან დანათესავებას რომ მეცოდებით,მხოლოდ იმიტომ რომ შენი შვილის ჩემთან ყოფნა შენთვის სიკვდილზე უარესი სასჯელია. ლიზამ ყურები დაცქვიტა და მამას მიუბრუნდა ისევ , მაამამისი თითქოს 10 წუთში დაბერდა მის თვალში და მხრებში მოხრილიყო..
-რას ნიშნავს დანათესავება ?? გაურკვევლად იკითხა და ხელით სკამის საზურგეს ჩამოეყრდნო ..
-შენ ლევანს გაყვები ცოლად.. ამირანმა ძლივს გასაგონად თქვა და სკამზე ჩამოჯდა თავი ხელებში წარგო და ვერც კი დაინახა როგორ ჩაიკეცა მისი შვილი მის ფეხებთან უგონოდ მყოფი. სწრაფად წამოიშალნენ ფეხზე მთელი ოჯახი თუმცა სწრაფადვეე დააბრუნეს უკან სკამებზე. ლევანმა გიგის გაუწოდა იარაღი რომელმაც კმაყოფილმა გამოართვა და გოგოსთან ჩაიმუხლა ერთი ორჯერ ნაზად მოცხო ხელი ლოყაზე რომ გონზე მოეყვანა თუმცა ჭირვეული ქალბატონი არც აპირებდა თვალის გახელას.. სწრაფფად აიტაცა ხელში და სახლისკენ დაიძრა.. თითქმის შესასვლელამდე იყო მისული როცა უკან მობრუნდა და ბაღიდაან გასასვლელი კარისკენ დაიძრა -მანქანები მოიყვანეთო დაიღრიალა და კარში გაუჩინარდა. სანამ მანქანას მოიყვანდნენ კარგა ხანს ესმოდა ანას დედის წიოკი სად მიგყავს ჩემი შვილიო,ტოგორ ემუდარებოდა ამირანს დამიბრუნეოოო თუმცა გიგიმ მარტივად ახსნა ლევანის საქციელი ამ წამს მან ის ცოლად მოიყვანა და მადლობა თქვით რომ ცოცხლები ხართო და ივანს მოუბრუნდა
-აწი ჭკუით იყავი,ამჯერად გადარჩი მაგრამ ერთი გადაბრუნებული ნაბიჯი და შენი და ვერ გააჩერეეებს..
მანქანის სავარძელს მიასვენა მოდუნებული სხეული და საკუთარ თავზე გაეცინა როგორც მონადირეს მიაქვს მოკიდებული ნადავლი ისე მიყავდა ეს გოგო და თვალს არ აცილებდა მის ნათალ თითებსს საოცარი იყო მაგრამ ემოციური დღის შემდეგ იმაზე ფიქრობდა რა ზომა ბეჭედი დაჭირდებოდა მის ნადავლს.სანამ უგონოდ იყო ფიქრებმა გაიტაცეს ლევანი ვერ გაეგო რაა ჯანდაბად უნდოდა ეს გოგო ,რაში უნდა გამოეყენებინა და საერთოდ არ უყვარდა ლამაზი მაგრამ არასექსუალური ქალები .. კიდევ ეთცელ გადახედა და შეათვალიერა ,აშკარად ლამმაზი იყო და ღმერთმა უხვად მისცა იდიალური გორმები მაგრამ ფაქტია ნატამალი ქალურობა არ გააჩნდა და ასეთ გოგოსთან ზუსტად იცოდა ერთ ღამესაც ვერ გასცემდა . ის ის იყო უნდა ეკითხა საკუთარი თავისთვის ისტერიჩკა გოგოს გარდა რა შეიძლება დავინახო მასშიო რომ იგრძნო როგორ გაფართხალდა ლიზა.თვალი როგორ მოავლო მანქაანს და ლევანის სახის დანახვაზე როგორ შეკრთა.სწრაფად აღიდგინა სურათი ლიზამ და სიბრაზემ ნერვიულობამ და გულისტკივილმა ერთიანად წამოუარა. ძნელი მისახვედრი არ იყო რომ ამ კაცის მანქანაში იჯდა და ახლა მისი იყო .ამიტომ სწრაფად დაალაგა აზრები და გაქცევა მოუვიდა პირველი სიის სათავეში. მამისზე წამოუარა წყენამ და წამით შეზიზღდა კიდეც როგორ გამოატანა მისი თავი აასე ამ კაცს. მაგრამ ამ წამს ლევანი უფროო ეზიზღებოდა ,გამწარებულმა გამოწია კარის გამღები და მიაწვა.თითქმის მთელი სხეულით იყო მზად გადასახტომად მაგრამ მისდა საბედნიეროდ კარი არ გაიღო.
-მასე არ იღება ეს კარი... მიუგო ლევანმა ისე რომ თვალი არ მოუშორებია ფანჯრისთვის და არც დაუნახავს მიისი სასოწარკვეთილისახე.მხოლოდ მაშინ გამორკვა როცა ნაზი მუშტი იგრძნო მხარზე მერე სახეში და აფართხალებულ გოგოს რომელიც აშკარად თავის ჭკუით მისთვის რამის ტკენას ცდილობდა ხელი ჩაავლოოო რომ დაეჭირა... გაეცინებოდა კიდეც პირველად უწევდა ქალთან ჭიდაობა მაგრამ სიცილი არ დასცალდა როცა ხელზე რომლითაც მას აკკავებდა კბილების ჩასობა იგრძნო.გაუძლო თუმცა რაც უფრო არ უშვებდა ხელს უფტო მეტად უჭერდა კბილებს ლიზა.სწრაფად შეუშვა ხელი და ნაკბენ ხელს დახედა .გამწარებული მოტრიალდა მისკენ და სანამ პირს გააღებდა რომ დაეყვირა ლოყაც აეწვააა .ისე ჩამოკაწრააა სახეზე მის კანს საკუთარ ფრჩხილებში გრძნობდა და მიხვდა რომ შეცდომა დააუშვა და მაამაკაცის დასისხლიანებული ლოყის დანახვაზე ისევ კარს ეცააა -გამიღეთ !!!მუშტებს ურტყავდა შუშას და ფეხებს მძღოლის სავარძელს. ცოტახანს უყურა როგორ აწყდებოდა გალიაში გამოკეტილი ვეფხვივით მანქანის კარებს და ბოლოს მოთმინების ფიალაა აევსო.მკლავში ჩააფრინდა გოგოს და მანქანის სავარძლის საზურგეს მთელი ძალიით მიანარცხა
-ეხლა დაჯდები უსულო თოჯინასავიტ და ხმას არ ამოიღებ გაიგე?? დაიღრიალა და საკუთარი თავის თვითონაც გაუკვირდა კარგახანია მდგომარეობიდან ასე არ გამოსულა. აშკარად გაჭრა მისმა ყვირილმა რადგან ერთ ადგილზე გაიყინა გოგო .დემნამ სალფეტკი გაუწოდა ლევანს ლოყაზე მიიდო და სისხლიან სალფეტკს დახედა -ქაჯი ხარ ქალი კი არა.ჩაილაპარააკა რასაც მეორე შეტევის ტალღა მოყვა და ისევ სახეში მიიღო დარტყმაააა..ცხოვრებაში პირველად არ ეშინოდა ქალს მისი არდა ამ წამს ისე ეშინოდა გული ყელში ქონდა გოგოს მაგრამ ნერვებს ვერაფერს უხერხებდა და შეცდომას შეცდომმაზე ამატებდა.. -გაჩერეთ.. დაიღრიალა ლევანმა . მანქანიდან გადავიდა და ღრმად ჩაისუნთქა-დაწყნარდი ლევან ,საკუთარ თავს დაელაპარაააკა ,დაწყნარდი ქალის ცემა გამოსაავალი არააა ..
-რა ხდება ლევან ?? დემნა გადმოყვააა ..
-არაფერი ,ჩაეღიმა -ტომ არ გადმოვსულიყავი დააავარტყამდი და..დემნას გაეცინა მაგრამ მალევე შეახმა სახეზე სიცივე გასროლის ხმა გაისმა,ლევანი ვერ გაერკვა რა მოხდა რადგან სულ არ დაუნახავს როგოორ გადმოხტა მანქანიდან ლიზა და გარბოდა მის ბიჭებს კი მიზანში ყავდათ ამოღებული..
-არ ისროლოთ,დაიყვირა დემნამ და ლევანს რომელიც რამოდენიმე მეტრში წაქცეულ გოგოს უახლოვდებოდა სახე ეშლებოდა და ფეხები ძლივს მიქონდა საშინელების მოლოდინში რომ ნასროლი მოხვდაა. რამოდენიმე მეტრიც და დაინახა ბალახზე გართხმული გოგო ფრთამოტეხილი ჩიტივით რომ ცდილობდა წამომდგარიყო და ამოისუნთქა მხრებში წვდა და გადმოაბრუნა
-დაჭრილი ხარ ?? შეათვალიერა გოგო და ხმა მშვიდი და მზრუნველიგაუხდა..ლიზა უკან გახოხდა და სწრაფად მოიშორა მისსი ხელები.. ზიზღი და შიში ერთად ჩადგომოდა თვალებში და ხმასაც ვერ იღებდა. საბოლოოდ მიხვდა რომ ამ კაცთან ხუმრობა არ ღირდა და მაამამისი მხდალი კი არაა ფრთხილი იყო როცა მის წინ შიშით იდგა. -მოდი ვნახავ .ისევ წაეპოტინა და ისევ ხელისკვრა მიიღო პასუხად. ერთი ღრმად ამოისუნთქაა და ნერვიულად წაწვდა გოგოს და შეანჯღრია თან კბილებსს გამწარებული აჭერდა ერთმანეთს- დამაცდი თუ არაა?? შენთვის გეუბნები თორე ეგდე აქდილააამდე..გამოცრა კბილებში და ხელი შეუშვა .სწრაფად დაიმშვიდა ხმა და იმ იმედით რომ წინაღმდეგობას არ გაუწევდა კიდევ ერთხელ და ბოლოჯერ კითხა -რამე იტკინე ??? და დადუმდა .კარგახანს გაწელა პასუხი ლიზამ თითქოს კაცს კარგად ათვალიერებდა და იმ ზზღს და შიშს წონიდა რაც მის მიმართ ქონდა თუმცა ყველლაფრის მიუხედავად სიმპატიური ეჩვენებოდა და ბოღმამ დაახრჩო ასეთ დროს ეს რომ გაეფიქრა..
-ფეხი .უფრო თავისთვის თქვა ვიდრე ლევანის კითხვის პასუხად..
-ფეხიიი..ჩაილაპარაააკა მამაკაცმა და მასთან ჩაიმუხლა ახლაღა შეამჩნია რომ ფეხშიშველი იყო და ფეხის გულიდან სისხლი გასდიოდა უკან გაიხედა დამტვრეული ბოთლის ნარჩენები დაინახა ძნელი მისახვედრი არ იყო რომ შუშაზე გაიჭრა და ხელში მოიქცია მის ფეხი -ცოტა გეტკინება.. თქვა და არც დალოდებია მის რეაქციას ისე ამოაძრო შერჭობილი შუშა..გოგომ ვერ გაიგო რა უფრო ეტკინა შუშის ამოძრობა თუ გული.-დემნააა სამედიცინო სახვევი მომიტაანე..
-და წყალიც .. ენამ გაასწროო ლიზას .
-და წყალიც ..იგივე გაუმეორა დემნას ლევანმა .სწრაფად მოუტანეს წყალი ლიზასს გაუწოდა და თვითონ სახვევის დადებას აპირებდა როცა ლიზამ ფეხი უკან გამოწია
-ჯერ წყალი ,შეიძლება ინფექცია შემეჭრას ..იზრუნა საკუთარ თავზე და ფეხზე წყალი დაისხა..ლევანს უჩუმრად ჩაეღიმა როგორი ეგოისტი იყო გოგო და სწრაფად გაადახვია სახვევი. ფეხზე წამოდგა და ზურგით შებრუნდა აღარ აპირებდა დახმარება შეეთავაზებინა და მაგრამ იგრძნო უკან სულაც არ მოყვებოდა პირიკით ზურგს უკან ამჩნევდა როგორ შორდებოდაა და შებრუნდა. შეხვეული ფეხით მგრამ მაინც სწრაფად და ფართხალით ცდილობდა გაქცევას. ერთიანად წამოუარა სიბრაზემ გამწარებული დაძრა და ბოლოოს მხვდა როგორ გადაიზარდა მისი ნერვიული სიარული სირბილში . მკლლავში წვდა და მაგრად მიუჭირა
-ყელში ამომიხვედი დაუყვირა და შეანჯღრია ,სიცოცხლე გაჩუქე და კიდე შენ გარბიხარ ??
-ჯანდაბასაც წაუღია შენი ნაჩუქარი სიცოცხლე არ მჭირდება ,თავი დამანებე არ წამოვალ შენთან მირჩევნია მოვკვდე ვიდრე შენი ცოლი ვიყო ისევ მუშტების რტყმაზე გადავიდა..
-გვიანია უკვე ეგ ტექსტები მამაშენისთვის შეინახე.მოკეტე და წამობრძანდი მანქანაში
-მეზიზღები ,მეზიზღები მეზიზღები გაკიოდა გოგო და მუხლებით ხან მიწას ენარცხებოდა ხან სირბილით მიყვებოდა მკლავში ჩაფრენილ მამაკაცს რომელიც ისეთი ძალით უჭერდა ხელზე საკუთატი ძვლების ჭახუნი ესმოდა და მიათრევდა..-არაკაცი ხარ, ნაგავი ,არ ჩუმდებოდა ,ცივსისხლიანი,მკვლელი და შენნაირი კაცი ცხოვრებაში ყოველთვის საცოდააავია.. ღმერთმა ისიც კი არ გაიმეტა შენთვის რომ შენ მომკვდარიყავი და შენი საცოლე გადარჩენილიყო... ლევანი გაჩერდა და ინტერესით ჩააშტერდა თვალებში თითქოს ცდილობდა ამოეკითხა რა იდგა ამ წინადაადების უკან ,ის რომ მისი სიკვდილი უნდოდა თუ მამამის ამართლებდა.. -რატომ არ მოკვდი ?? ამოიტირა ლიზამ რატომ არ მოკვდი .. რატომ გადარჩი რომ მე დაგეტანჯე ?? უძალოდ მიკრა მკერდზე მუშტი და ისევ მუხლები მოეკვეთა.ხელი შეაშველა ლევანმა და დემნას ფრანგულდა უთხრა დამამშვიდებელი მომეციოო დემნამაც სწრაფად გადმოიტანა მანქანიდა სამედიცინო ჩანთა და ნემსი გაამზადაა. სრულიად მოულოდნელად ჩაარჭო მოშიშვლებულ მკლავებზე და მანქანის კარი გაუღო ისევ ჩასვა და უკვე ენერგია გამოცლილი ლევანი გვერდით დაჯდა ღრმად ამოიოხრა და თვითონაც სავარძელში გადაწვა .თავი უსკდებოდა და ერთიანად ასკდებოდა ძარღვებში სისხლი.“არა მაინც რათ მინდოდი ??“ გოგოს გახედა და უკმაყოფილოდ გადაქნია თავი -არდა რა წყნარია როცა ძინავს .ხმამაღლა თქვა და დემნნას გაუღიმა.
-დაწყნარდება ლევან დაწყნარდება ჯერ შოკშია..
-მისთვისვე აჯობებს..,მაგრამ დედაჩემთან წადი თუ ძმა ხარ ისინი მიხედავენ არ მაქვს დღეს ამის ნერვები.


პატარა თავისთვის ბოდიში :) ველოდები თქვენს აზრს თქვენა კტიტიკას რა მოგწონთ რა არ მოგწონთ და ასე შემდეგ..



№1 სტუმარი Nene

Vici bevri tavi ikneba aseti emociuri da mzime da vemzadebi amistvis kargia Liza's shemtevi xasiati rom akvs gelodebi sulmoutkmelad

 


№2 სტუმარი ნასია

ყველაფერი კარგია,მაგრამ არ მინდ რომ დამთავრდეს ხოლმე :((( სულ მინდა ვიკითხო:))))

 


№3 სტუმარი sota

ყოჩაღ!!!!!! უმაგრესი გოგო ხარ შენ. პირველი ისტორიიდან დღემდე როგორ გაიზარდე ვგიჟდები. ძალიან დახვეწილი და გამართული გამოდის ისტორია!! იმდენი გულშემატკივარი გყავს სხვა გზა არ გაქვს, მალ-მალე უნდა დადო და დიდი თავები, თორემ ვერ გადაგვირჩები!! :)))))))))))))

 


№4  offline წევრი რუსანა

sota
ყოჩაღ!!!!!! უმაგრესი გოგო ხარ შენ. პირველი ისტორიიდან დღემდე როგორ გაიზარდე ვგიჟდები. ძალიან დახვეწილი და გამართული გამოდის ისტორია!! იმდენი გულშემატკივარი გყავს სხვა გზა არ გაქვს, მალ-მალე უნდა დადო და დიდი თავები, თორემ ვერ გადაგვირჩები!! :)))))))))))))

ძალიან დიდიიი დიიიიდი დიიიიიიდიი მადლობაააა ❤❤❤❤

 


№5  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

უმააააააგრესი ისო მალე დადე შემდეგიც ძალიან ძალიან ემოციური იყო გავგიჟდი ისე მომეწონა.... ველი შემდეგს

 


№6  offline წევრი Camomilla

ძალიან მიყვარს შენი ისტორიები ❤❤

 


№7 სტუმარი Guest bubu

დზალიან მაგარი იყო, ძალიან ნიჭიერი ადამიანი ხარ, ასე ჯერ მოთხრობა არ მომწონებია, მოუთმენლად ველი შემდეგ თავს

 


№8 სტუმარი Guest დადუ

არვიცი რა ვთქვა ძალიან მაგარი რომ ხარ უკვე იცი.ყოველი თავი საინტერესო და კარგია. არ მინდა რომ დამთავრდეს ხოლმე მინდა რომ სულ ვიკითხო.

 


№9 სტუმარი Guest emily

ycelaferi dzalian magaria, gansakutrebit ki liza da levani momwons, dzalian uxdeba lizas aseti saqcieli da levanis reaqcia yvelaferi brwyinvaled gaqvs agwerili

 


№10  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Yvelaferi momwons. Yvelaferi

 


№11 სტუმარი Gogona warsulidan...

Moxaruli var rom am ostoriis calke gavrcoba gadawyvitet. Imdenad efeqturi da saintereso wyvilia, codva iqneboda mati sxva istoriashi chakargva. Momwons liza, tavisi daushreteli energiit da sicocxlis siyvarulit, mebtdzoli xasiatita da tundac tavisi ragacnairi egoizmit :))) ver getyvit rom romelime sxva personajma gamoiwvia asetive agfrtovaneba. Levanze am tavebshi verafers vityvi, is ise iqceva rogorc unda moqceuliyo, magram tqveni wina nawarmoebidan gamoyolili levani lizas sityvebisa ar iyos mezizgeba. Ar shemodzlia pativi vce kacs, romelic cols galatobs misive sauketeso daqaltan da romlis loginis megobrebic misive cols sheuracyofas ayeneben da silas awvnian, roca piriqit unda iyos. Levans veravin daadzalebda verafers, tviton rom ar sdomoda, aidzulebda xo mitumetes. Swored imis gamo, rom man tavad moisurva hyoloda gverdshi liza msgavsi arakacoba ar unda gaeketebina. Amboben colic da qmaric ertmanetis saxeebi ariano, tu am sityvebs daujerebt ra gamovida?! Amotom ar mesmis rogor sheidzleba sheuyvardes lizas kaci, romelic yvelafers aketebs imistvis rom tavos cols is sdzagdes?! Tumca vimedrovneb liza mainc bednieri iqneba. Tumca levans mouxdeboda cota misi dakargvis shiahi da lizas patara qaluri "shurisdzieba" gamoecada. :))) echviani levanii... Oo.. Es iqneboda sanaxaobaaa... Ogogooo... :))) dzalian kargad wert da didi madloba amistvis

 


№12 სტუმარი Guest bubu

anu levani aqac ise unda moeqces lizis rogorc wina motxrobashi ?

 


№13  offline მოდერი Maiaabuladze

ამდენი თავის მერე ვფიქრობ ვრცელი კომენტარი გამომივა...
დავიწყებ ეშმაკის სათამაშოთი ძალიან მომეწონა და საერთოდ არ მეჩვენა დასასრული მიფუჩეჩებულად, მთავარია რომ შენ მწერალი გრძნობდე თავს კომფორტულად და მოგწონდეს დასასრული ❤❤
რაც შეეხება მომვლევს აი მაგ ისტორიაზე გავგიჟდი თავისი ყველა დეტალიანად მიყვარს და არ ვფიქრობ რომ რამე შესაცვლელია, ან დასასრული არ იყო საკმარისი ❤❤
ეს ისტორიაც მიყვარს უკვე და ველოდები ახალ თავს ❤

 


№14  offline მოდერი ენემი

აუუ არ მინდოდა დამთავრებულიყო . ძაან მაგარიაააა heart_eyes

 


№15 სტუმარი kati

Zalian momwons,magram Tu wina istoriisgan gansxvavebit male dadeb Xolme axal tavebs,kargi iqneba,torem damaviwyda bevri ram da xelmeored vkitxulob.

 


№16 სტუმარი cat

dzalian momwons lizi, winandeli motxrobidan shemzizgda levani radgan lizis sashinlad moeqca, levani ar aris girsi lizis msgavsi gogosi, martla ar vici ra unda moxdes rom lizis odesme mainc sheuyvardes levani, jerjerobit levani normalurad iqceva, magram rac wina motxrobidan vici, rasac lizis gauketebs ar vici amas ra axsna unda hqondes, tumca shen yvelafers dzalian kargad wer da vimwdovneb yvelaferi ise geqneba gatvlili rom mkitxvels agvafrtovane, miuxedavad levanis saqcielisa mainc ragacnairad momwons es wyvili da minda rom bolos ertad darchnen.

 


№17 სტუმარი Guest Trocodeo

მე არ ვიცი რა არის თქვენი ძირიტადი საქმიანობა ,მაგრამ ვიცი რომ სულ უნდა წერო...,არაჩვეულებრივია.

 


№18  offline წევრი ციცინათელა...

ძალიან კარგია მალე დადე შემდეგი თავი რა <3

 


№19  offline მოდერი bibo

ვაიმე დილით რო დამხვდა ჰაერში წავიკითხე აი ჰაერში არ მეყო არ მყოფნის ეს გადარეული წყვილი ეს გაგიჟებული ლევანი და არაორდინალური ლიზიკო:* ვაიმე დემნა რა ტიპია გიგი როგორი საყვარელია:* ჰო იქიდან ვიცი ცოტა რა ხდება არ მინდა ეს წყვილი დაიშალოს მინდა მაინც ერთად ფაქტია ლევანსაც უყვარს იმ ისტორიდან ვიძახი რაც იქ ჩანს.რა ვქნა მაიმც მომწონს ეს გადარეული ლევანი არამქვეყნიური და ძან დიდია ლიზაზე არ წერია ასაკი :დდდდ ჰო ველი უდიდეს თავს უტკბილეს მურაბა მსუყე და გასაგიჟებებელ თავს რამდენად ცუდიც არ უნდა იყოს მაინც მინდა ეს წყვილი შედგეს :**

 


№20  offline წევრი თუთა პირველი

საშინლად მომწონს, ისე მაგრად გაქვს ყველაფერი გათვლილი არ აჩქარდე ოღონდ რა ნელ-ნელა მიყევი და დარწმუნებული ვა საოცარო მოთხრბა გამოგვა, ასე მგონია ანას ტკივილი ახლოსაც ვერ მივა ლიზას პრობლემებთან, ლევანის მსგავს კაცთა შეჭიდება, მერე მისი შეყვარება და საბოლოოდ ოჯახსა და ლევანს შორის ბალანსისი დამყარება ძალიან რთული პროცესია, ასე რომ წარმატებები შენ და გელოდები ახალი თავით...:***

 


№21 სტუმარი Guest MaIKO

ძალიან მომწონს საინტერესოდ მიდის მატი ურთიერტობა

 


№22  offline წევრი Kiki )))

ვაიიი გულიი... დზედზაა რაკაიი იყოო ჩემო ტკბიკოო ♥♥♥ ვაიი რაემოციური იყოო აიი იდიალური ისტორიაა ♡♡ ვაიჰჰ ქალოო მართლა რაკაი იყო ჩემო შოკოლადკა მაარმალადკა ♥ აიიარვიცი შენ ხარ ყველაზე მაგარიგოგო ეს ისტორია კიდევ აიი უბრალოდ სიტყვებით ვერ ავღწერ ისეთი მაგარია ♥♥♥♥ ისე ველოდებოდიი ახალ თავს რამდენჯერ შემოვედი და გავედიი მართლა არვიცი რომ დავინახე კიდევ დადებულიი შემოვფრინდი ეგრევე ♡♡♡ მხოლოდ ერთ რაღაცას გეტყვი თუგინდა ეს შენიშვნად მიიღე თუგინდა უბრალოდ დარიგებად ან მეგობრულ რჩევად (ბოლო ვარიანტი უფრო შეესაბამება :-) ) შენი წინა ისტორია წავიკითხე დღეს სადაც ლევანის და ლიზას ურთიერთობის შესახებაც ეწერა და ლევანს არვამართლებ, არაკაცურად მოიქცა გასაგებია ქალი სჭირდება მას მაგრამ ლიზას დაქალთან ღალატი? ძალიან საზიზღრობაა და ასევე ლევანის საყვარლები ლიზას არუნდა აკითხავდნენ და ეს საკითხი ლევანიმ უნდა მოაგვაროს მითუმეეს რაღაც გრძნობები აქვს ლიზას მიმართ... შეიძლება ძალიან ბევრი ვილაპარაკეე და თავიც მოგაბეზრე მაგრამ არშემეძლო ეს რომ არმეთქვა. უკვე ძალიან მიყვარხარ შენც და შენი ისტორიაც. ველოდები ახალ თავს...

 


№23  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ვეღარ ვითმენ ისე მინდა მალე დადო

 


№24 სტუმარი Nooo oon

Gamibrwyinda tvakebi satauri ro davinaxr... Kargi iyo. Winasear vnerviukobbukve raa lrvanis sazgvargaret easvkaze da galatze........ Dzaan ar gaaboroto raaa

 


№25  offline აქტიური მკითხველი terooo

როგორ გამიხარდა რომ იცოდე, ყოველ დღე რომ დევს ახალ თავებს,

 


№26 სტუმარი ბასილისა..

[i][/i] სასწაულიხარ შენ ავტორო, საღოლ და ხელი ორიმაქ და ორივე ამიწევიაა შენსწინაშე შენივე ნიჭიერებასთნ joy ეს რა გამოსვლა იყო joy joy ჰიჰიიი))) რაც შეეხება ამ გასაგიჟებელ თავს, გეტყვი, რომ შენეულია და უნაკლოა, აი ისეთია ინტერესით რომკვდები რაიქნება მერეე და ხვდები თან ვერცხვდები :დდ კარგი იყოო, ძალიანზე ძალიან კარგი იყო.. გაფასებ უკვე, როგორც მწერალს, ერთერთი უბადლო ხარ ამსაიტზე.. მიყვარხარ მეშენ ჩემო შეუდარებელოო,,

ღვთიური ნიჭი გაქვს გეფიცები !!

პ.ს ჯიგარი ხარრ, კიარ გიცნობბ, თანაც პირველად გკითხულობ, გგრძნობ grin grin

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent