დრამიონი 2,3,4 თავი
"ჰერმიუნ სასწრაფო საქმე მაქ უნდა შევხვდედ აკრძალულ ტყესთან 8 საათზე" წერილი წავიკითხე და გავბრაზდი კარგი რა ამდენი გრამატიკული შეცდომა როგორ შეიძლება დაუშვას ადამიანმა ერთ წინადადებაში ჯერეს ერთიც ჰერმიონი მქვია მეორეც "შევხვდედ" კი არა "შევხვდეთ" ნამდვილად იდიოტია რა. საათს შევხედე და 08:05 იყო ძალიანაც კარგი არც მინდოდა წასვლა და თანაც მაგვიანდება კიდეც. ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ წამოვდეგი ჩავირბინე ჰოგვორტსის კიბეები და 5 წუთში მივედი დანიშნულების ადგილთან. დრაკო იქ დამხვდა თვითკმაყოფილი ღიმილით მიყურებდა და მივხვდი რაღაცის თქმას აპირებდა. დრაკო: გრეინჯერ იცი საათის ცნობა უნდა გასწავლო. მე: მალფოი შენ კიდევ წერის გაკვეთილები გჭირდება ვუთხარი და ამრეზით შევხედე. დრაკო: აჰა. მე: არამგონია აქ იმისთვის დაგებარებინე რომ შეგემოწმებინა საათის ცნობა ვიცოდი თუ არა. აბა გისმენ. დრაკო: კაი ნახე რა ვიპოვე! მას ხელში ჩემი "დროის მდევარი" ეჭირა. ახლაღა მივხვდი რამხელა შარში ვიყავი. დრაკო: ხომ არ გეცნობა გრეინჯერ! მე: მალფოი დამიბრუნე. დრაკო: იოცნებეეე! სახეზე ღიმილი დასთამაშებდა. მე: სანაცვლოდ რას ითხოვ. დრაკო: სანაცვლოდ...... ჯერ არ ვიცი რომ მოვიფიქრებ მერე შევხვდეთ შებრუნდა და წავიდა. მე: მალფოი დამიბრუნე! ისე გავმწარდი ვინმე რომ შემხვედროდა ნამდვილად მოვკლავდი იმ იდიოტს, დეგენერატს საიდან ჩემი ყელსაბამი, მეორე დღეს ჩავედი სასაუზმოდ სიბრაზე კიდევ არ გამნელებოდა დიდ დარბაზში რომ შევედი დრაკომ ღიმილი შემაგება ხელში ჩემი "დროის მდევარი" ეკავა და ათამაშებდა. ეხლა კი ნამდვილად მოვკლავ ვთქვი და გვერძე ჰარის მივუჯექი. ჰარი: ვის მოკვლას აპირებ ჰერმიონ? მე: არაფერია დაივიწყე ვთქვი და წამოვდექი არ მშია წავალ პირველ გაკვეთილამდე დრო გვაქვს და ბიბლიოთეკაში შევირბენ. უკვე ბიბლიოთეკაში ვიყავი და უკან დრაკოს ხმა მომესმა დრაკო: გრეინჯერ! მე: მადლობა ღმერთს ახლავე მომეცი კულონი. უკნიდან ხმა შემომესმა მივიხედე და პენსი პარკონსონი დამხვდა. პენსი: ამ ბინძურსისხლას აქ რაუნდა თქვა და მე მომიბრუნდა. მე: პენსი იცი წინა ორ კბილს შორის საჭმელი გაქ ალბათ კბილების გამოხეხვა დაგავიწყდა ვუთხარი და ამრეზით შევხედე. პენსიმ დრაკოს შეხედა გაბრუნდა და წავიდა. დრაკო სიცილით იგუდებოდა დრაკო: იცი ძალიან მიყვარს გოგოების ჩხუბის ყურება. მე: მე კიდე ბიჭების ცემაზე ვგიჟდები ვუთხარი და შევხედე. დრაკო: კაი გრეინჯერ! იცი მოვიფიქრე სანაცვლოდ რაც მინდა. მე: აბა გისმენ! მე: აბა გისმენ! დრაკო: იცი ვფიქრობდი რომ.. მე: ფიქრის დრო გქონდა ახლა კი შესავლის გარეშე პირდაპირ მითხარი. დრაკო: გრეინჯერ მაბნევ! მე: ის უფრო დაგაბნევს შხამ-წამლების გაკვეთილზე რომ დავაგვიანებთ. დრაკო: ჰერმიონ მომისმინე თორემ დღეს ყველა გაკვეთილზე დააგვიანებ. მე: ეს უკვე მუქარაა! დრაკო: შეგიძლია 2 წუთი მაინც გააჩერო ეგ ენა. მე: ეს კიდე უხეშობაა! დრაკო: გრეინჯერ ნუ მაიძულებ პირი აგიკრა და იცოდე შენს "დროის მდევარსაც" ვეღარ დაიბრუნებ. მე: ეს კიდე უკვე შანტაჟია. დრაკო: აჰა ანუ შანტაჟი! ბიბლიოთეკა მოათვალიერა უცბად ხელი ჩამავლო და რაღაც პატარა ოთახში შემათრია ეს ოთახი პირველად მქონდა ნანახი იმდენად ვიწრო იყო თითქმის ერთმანეთს ვეკვროდით. დრაკო: ადამიანურად გთხოვდი მოგესმინა ახლა სამწუხაროდ შხამ-წამლების გაკვეთილის გაცდენა მოგიწევს. იმდია მომისმენ. მე: ჩემს პირად სივრცეს არღვევ. დრაკო: შენ მიზეზები არ გელევა. ერთი შემოთავაზება მაქ. მე: კაი გისმენ. დრაკო: იცი მინდოდა მეთხოვა... მე: დროზეეე. დრაკო: მინდოდა მეთხოვა იქნებ ჩემი დროებითი "შეყვარებული" გახდე. ენა გადამეყლაპა გავწითლდი და ხმას ვერ ვიღებდი. დრაკო: უკვე ყურსაც დაგაკლდა? მე: ხუმრობის ხასიათზე არ ვარ. დრაკო: შესანიშნავია რადგან არც მე ვხუმრობ. მე: ანუ შენ და მე ნუ შენ გინდა რომ მე ნუ.. დრაკო: აი ლაპარაკიც დაგავიწყდა. ახლა კი მე გაბნევ ხო. მე: ნუ განაალიზება მჭირდება ყველაფრის ვუთხარი შემდეგ მას შევხედე და სასწრაფოდ გავიგეცი. გზაში ვფიქრობდი ეს ნეტა მისი მორიგი ხუმრობა იყო თუ მართლა უნდოდა მე მისი შეყვარებული გავხდარიყავი ამდენ ფიქრში ვერც შევამჩნიე ისე დავეჯახე ვიღაცას თავი ვერ შევიკავე და წავიქეცი..... დაცემისას თვალები დავხუჭე თითქოს ტკივილს შემიმსუბუქებდა მაგრამ დიდი ვერფერი. წარმომიდგენია რა სულელურ სიტუაციაში ვარ. თვალები გავახილე ო, არა ეს სულელური ღიმილი რატომ მეცნობა. ჯანდაბა! ჯანდაბა! მაგრამ ერთი წუთის წინ იქ იყო ახლა აქ როგორ... რანაირად... დრაკო:გამოსადეგარი რამ არის "დროის მდევარი" მე: მალფოი ხელი გაუშვი, დადე და 1 კილომეტრით უკან დაიწიე. საერთოდ იცი რა სერიოზული ნივთია? იცი რა შეიძლება გამოიწვიოს? ალბუსმა რომ გაიგოს? დრაკო: მერედა შენნაირი სიკეთის განსახიერება მისცემს უფლებას ცუდ ბიჭს ცუდი ამბები დაატრიალოს? მე;ახლა ჯოხს ავიქნევ და ვის დაუტრიალდება დაგანახებ. დრაკო:ოუ "ეს ხომ მუქარაა?" მე: მუქარა კი არა მადლი იქნება დედამიწისთვის ერთი შენნაირი რომ მოაკლდება დრაკო: შეგიძლია პასუხი გამცე ან კიდევ მეორედ დავბრუნდე დროში და ეს სცენა განმეორდება. სასიამოვნო იყო შენი ძირს დაბერტყება როგორ იქნევდი ხელებს... მე: დრაკო ნუთუ არ ეტევა ეს ინფორმაცია შენს ტვინში? საშიში ნივთია. შეუძლია დროის სივრცე გაარღვიოს და უბრალოდ კატასტროფა გამოიწვიოს. გაჩნდება ათასობით დროის ხვრელი და პარალელური სამყაროები გარდა ამისა... დრაკო: გრეინჯერ უბრალოდ დაუშვებ ამას რომ ეს ცუდი ნივთი ცუდი ბიჭის ხელში მოხვდეს? მე:არ ვიცი დრაკო: დროის ხვრელი? პარალელური სამყაროები? მე: თანახმა ვარ დაე ჩემმა თავგანწირვამ იხსნას სამყარო... დრაკო: შესანისნავია ეს კი დროებით ჩემს ხელში იქნება. მე: ხომ მაგრამ... დრაკო: შენი ნდობა რომ არ შეიძლება ჩემზე უკეთ შენ იცი ამიტომ შეხვედრამდე მისის მალფოი-ჰაეროვანი კოცნის თანმხლებით წარმოთქვა მალფოიმ მე: მალფოი ენას ამოგაჭრი და ყელზე ჩამოგკიდებ ვფიცავ. დრაკო: ჯერ ჩემამდე მოდი საყვარლო. არ აყვე ჰერმიონ ვამშვიდებდი საკუთარ თავს არ გინდა მოითბინე თან ვცდილობდი სუნთქვა მწყობრში მომეყვანა. მე: გგონია აგყვები იოცნებეე დრაკო: არ მგონია..... დარწმუნებული ვარ თქვა და თავისი ცალყბა ღიმილი მომაგება. ამას ვეღარ მოვითბენ ჩემს ძალებს აღემატება ამ ცალყბა ღიმილს ახლავე ჩამოვრეცხავ, ჯოხი მოვიმარჯვე. დრაკო: გინდა შემეჯიბრო სისწრაფეში? მკითხა ირონიით და ცალ ხელში კულონი აათამაშა. მე:როდიდან გახდი მალფოი ასეთი მამაცი არც მე დავაკელი ირონია. დრაკო: მე სულ ასეთი ვიყავი ჰერმიონ უბრალოდ ჩემი სიმპათიურობის ფონზე ვერ ამჩნევდი. მე: საიდან ამხელა ამბიცია? დრაკო: რაც მართალია, მართალია. ახლა კი ნახვამდის მეჩქარება. მე: კი მაგრამ "დროის მდევარი" დრაკო: ეს ჩემთან დარჩება თქო ხომ გითხარი. თვითკმაყოფილი ღიმილით შემომხედა და გაბრუნდა. გავბრაზდი თავს ვერ ვაკონტროლებდი. დებილი, დეგენერატი ცალტვინა ლანძღვას საღამომდე არ მოვრჩებოდი მაგრამ უცებ უკნიდან ხმა მომესმა ეს დრაკო და პენსი იყვნენ სასწრაფოდ დავიმალე არ მინდოდა დავენახე. თან ლაპარაკიც მკაფიოდ ისმოდა. პენსი: იმ ბინძურსისხლიანისგან რა გინდა? დრაკო: თავად რა გინდა პენსი? პენსი: არაფერი უბრალოდ მაინტერესებს? დრაკო: პირადული საქმეა ასე რომ უნდა დაქტოვო თვა დრაკომ და გაბრუნდა პენსიმ სიბრაზისგან წიგნი ისროლა ის კი პირდაპირ ჩემს ფეხეფთან დავარდა..... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.