შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცხო ქალის ცრემლი 4 თავი


11-06-2017, 17:03
ავტორი zia-maria
ნანახია 2 256

ზოგჯერ სურვილი გაქვს სიყვარულის,სინაზის გამოხატვის.მაგრამ არის წუთები,რომ უკან ვიხევთ.ჩვენ გვეშინია არ დაგვიბრუნდეს უკან ტკივილიანი დრო,გვეშინია ახლოს მოვუშვათ ერთ დროს ჩვენში არსებული ლამაზი გრძნობა,რომელმაც მხოლოდ ტკივილი დაგვიტოვა.გული სავსეა ტკივილით,ფიქრი კი დაჟინებით გვიმეორებს, ,,გაუხსენი გული სხვას,მეც მცივა შენი სიცივე''.ცხოვრება კი ერთი ღრმა ამოსუნთქვაა,ერთი ძლიერი წვიმა რომელიც უცებ მოვარდება ჩარეცხავს გულიდან ლამაზ მოგონებებს,ლამაზ დღეებს და უცებ მთავრდება,გაქრება,ჩაწყნარდება.არ გვეკითხება, გვინდოდა თუ არ გვინდოდა იმ დღეების განდევნა ჩვენგან. ელისომ ღიმილი აიკრა სახეზე,ნაძლადევი ღიმილი და ამაყად მდგარი ჯიმისაკენ წავიდა.ჯიმიმ ღიმილით მიეგება და მამაოს წინაშე წარსდგა ორივე საკურთხეველთან.მამაომ ელისოს შეხედა და ელისომ თავი დაუქნია,ეს იმის ნიშანი იყო,რომ დრო იყო დაეწყო ჯვრისწერის ცერემონიალი.მამაომ დაიწყო,ჩვეულებისამებრ ბევრი არ ილაპარაკა და აი დადგა ის წუთები,რომ ჯიმის შეეკითხა;
---ჯიმი ჯიმშელეიშვილი თანახმა ხარ ცოლად შეირთო ელისო კოვზაძე და იყო მისი ცხოვრების მეგზური.გაიზიარებ მის ჭირსა და ლხინს და არ მიატოვებ განსაცდელში.ჯიმიმ დაფიქრდა და შეცვლილი ხმით უთხრა მამაოს;
---რა თქმა უნდა თანახმა ვარ.ელისოს გული აუჩქარდა,სუნთქვა შეეკრა წუთიერად და მამაოს შეკითხვა ვერც კი გაიგო,იმდენად დაეხშო სმენა.მოულოდნელად მხარზე მიშიკოს ხელი იგრძნო,მას შეხედა და მამაოს მიუბრუნდა,ტუჩების მოძრაობით მიხვდა რომ მას ესაუბრებოდა,მაგრამ არაფერი არ ესმოდა.ელისომ საკურთხეველთან დაჩოქილმა წამოდგა,მამაოს ნიკრეფონი გამოართვა და ჩუმი,წყნარი მაგრამ მტკიცე ხმით დაიწყო საუბარი.
.---როგორ იფიქრე,რომ ასე ადვილი იყო ჩემი მოტყუება.შენ ხომ მე დამაჯერე სიყვარულში,შენ ხომ მე ის თვისებები დამანახე,რომელსაც მარტო გული აღიარებს.შენ რა გგონია,ყველა ქალს ხელს დაუქნევ და ყველას გააბავ შენს მახეში?დაიმახსოვრე,ჩემგან წასული ახლა სხვას დაუწყებ გრძნობების მათხოვრობას.შენ რა გეგონა,ქორწილის შემდეგ მამაჩემის ნაშრომ კაპიტალს გაანიავებდი და მერე შენს მეგობრებში სულელი ქალს დასცინებდი,რომელმაც შენი ვიზუალი შეიყვარა?მელაპარაკე,რატომ არ მელაპარაკები,რატომ ხარ ჩუმად.მელაპარაკე შენი მოქარგული ნოტებით და თავად დამეხმარე შენგან მოყენებული ტკივილის დაძლევაში.მითხარი,რომ გიყვარვარ.დაამიწე ჩემში ეს ტკივილი,რომელიც შენ მომაყენე წუხელ.მითხარი რომ ეს ყველაფერი ტყუილია,ცუდი სიზმარია.გააქვრე ეს ტკივილი,რომელიც შენი სახით ჩემს გულში შემოვიდა სიყვარულად.მართალია 27 წლის ვარ,მაგრამ ალბად ჯერ კიდევ ვერ გავიზარდე,რადგან მე კიდევ მჯერავს სასწაულების.სასწაულების და სიყვარულის,მაგრამ შენ ეს ორივე გრძობა მოკალი წუხელ ჩემში.მე თავად შევუქმენი ჩემს თავს პრობლემა და იცი როდის?როცა მე შენ გულით შეგიყვარე.თურმე ეს ჩემს ილუზიად უნდა დამეტოვა,მე სიყვარულისთვის არ გამიხსნია გულის კარები,მე ქვესკნელის გველეშაპისთვის გამიღია გულის კარი და ის გველეშაპი შენ ხარ,შენ შემოგიშვი შიგნით ჩემს გულში, შენი ბინძური იდეებით.დღევანდელი დღე უჩემობის დღეებში შევა,შენში კი ადამიანობასთან ერთად ადამიანური გრძნობებიც გამქრალან.შორს ჩემგან,შორს.შენ არახარ ჩემთვის ძვირფასი დანაკარგი,ჩემთვის ის დროა ძვირფასი და ის წუთები რომლებიც შენთან გავატარე და ის დღეები,რომლებიც შენ დაგითმე ახლა მეზიზღებიან.შენ მე გული ამომაგლიჯე,სული ამომაცალე,სუნთქვა გამიყინე იქ წუხელ, შენს ბინასთან,შენს მანქანასთან როცა იდექი და საზიზღრად,უმტკივნეულოდ,უგულოდ და მშრალად საუბრობდი ჩემზე და ჩემთვის მოყენებულ ტკივილზე.დაუფიქრებლად,უსიტვოდ ადექი და წადი აქედან,მაგრამ შენ არა,მე მივდივარ იმ სცენიდან სადაც ჩემი როლი დასრულდა.ჯიმი გაოცებული უცქერდა ელისოს რომლის თვალებში სიძულივილი ჩანდა და მრისხანებას აფრქვევდნენ.
---რას ამბობ ელისო. შენ თავად გესმის შენი სიტყვების შინაარსი?უთხრა ჯიმიმ სახე გაფითრებულმა,რადგან მიხვდა,რომ ის ტყუილში გამოიჭირეს.
.---ცხოვრებაში შეიძლება ყველაფერი ვაპატიო ადამიანს სიყვარულის გამო,მაგრამ არა ღალატი,არა ცილისწამება და არა დამცირება.
.---შენ,შენ მელაპარაკები მე ღალატზე?ვინ იყო ის მამაკაცი რომელსაც ეხვეოდი ელისო ამ რამდენიმე დღის წინ ღამით ქუჩაში.ეს არ არის ღალატი?ხმამაღალი ხმით იყვირა ჯიმიმ.ელისომ ძლიერი მოქნეული ხელი გაარტყა სახეში ჯიმის და შემდეგ უთხრა.
---მადლობა,რომ თავად გამაცანი შენი თავი.მადლობა,რომ მითხარი ვინ ხარ,რა ადამიანი ხარ და არ დავქორწინდი შენზე.ისეთები გიზიდავს წუხელ რომ გყავდა გვერდით?დაე გყავდეს,გზა თავისუფალია შენი თავისუფლებისთვის.თითიდან ბეჭედი მოიხსნა და ჯიმის ესროლა.ხალხში კი მრისხანე მზერა მიმოატარა და ერთ ახალგაზრდას მამაკაცს ხელი დაუქნია,რომ მასთან მისულიყო.ისიც გამოეყო ხალხის ნაკადს და ელისოსთან მივიდა.
---ის ვინც შენ ჩემთან ერთად დაინახე ღამით,ის ადამიანი გიგა დაგნიძე ჩემი დეიდაშვილია,რომელიც საგანგებოდ ჩამოვიდა ქორწილისთვის ლონდონიდან.შენ დამინახე? რატომ არ მოდი? არ დაგაინტერესდა რატომ ვიყავი ასე ჩახუტებული შენთვის უცხო მამაკაცთან,რამდენიმე დღეში ქორწილამდე?მოსულიყავი ჩემამდე,რატომ არ მოდი.იქნებ მე არ მახსოვს და შენ შემახსენე,როდის გათელე ბილიკი ჩემთან მოსასვლელად? როდის იყო მე შენ კითხვებს ზურგი შევაქციე და თუ ასე მოხდა, მე გვერდი ვიცვალე,შენ რატომ არ მომიარე მეორე მხრიდან და რატომ არ ჩამხედე თვალებში,რატომ არ დამიდექი პირისპირ.მე ქალი ვარ და იქნებ შენი გაგიჟება მინდოდა ჩემი თამაშით.შენ რომ მოგენდომებია და ჩაგეხედა ჩემთვის გულწრფელად თვალებში,იმ თვალებში მხოლოდ შენს მიმართ ვნებათა ლტოლვას დაინახავდი და სხვას არაფერს.ამ თვალებში შეგეძლო დაგენახა,როგორ ჩქარა უნდოდა შენთან მოსვლა ჩემს ვნებათა ეტლს.მე მხოლოდ მთელი ღამეები შენზე ვფიქრობდი,შენს თუნდაც ერთ კოცნაზე,ვოცნებობდი როდის შემომასხამდი შენი კოცნის მანტიას.მოდი ხელი დაადე,ან ყური დაუგდე ჩემი გულის ცემას,რა ჩქარა ცემს ის.რაც არ უნდა ეცადო ვერ შეაჩერებ,რადგან შენს შეხებაზე ლამის არის გულიდან ამოხტეს და მე მომასწროს შენამდე მოსვლა.ერთხელ მაინც მოდი და გამხადე შენი მკლავების ტყვე ქალი?შენ რად უგდებდი ყურს ჩემს ნათქვამ ,,არა''-ს ის ხომ ყოველთვის გულიდან ნათქვამ სასურველ და ნანატრ ,,კი''-ის ნიშნავდა.მე გელოდი,ყოველ დღე გელოდი,გელოდი მთელი მოლოდინით და ჩემი ძლიერი სიყვარულით,მაგრამ ახლა? ახლა კი მეზიზღები,ვერ გიტან,რადგან შენ ჩემი ღირსება გათელე იქ იმ საწოლზე წუხელ,სადაც ჩვენი ქორწინების პირველი ღამე უნდა ყოფილიყო.თუმცა არა ჩვენი ქორწინების,ჩემი ქორწინების,რადგან ეს ჩემი პირველი ქორწინებაა და შენთვის კი მეორე.როგორ შემიძლია ამ ყველაფრის შემდეგ,მე შენ სიყვარულით შეგხედო.ელისო თან ტიროდა და არა მარტო ის,მისი შემყურე ხალხიც ტიროდა.ჯიმი კი გაშტერებული უსმენდა ელისოს და უკვე თვითეული მისი ცრემლი ტკიოდა,გულს უთუთქავდა.მწარედ ნანობდა ელისოს წინ თავდახრილი,რომ ნონას არ დაუჯერა თუნდაც ბოლო წუთებშიც კი და ეს თამაში არ შეწყვიტა დროზე.გიგამ მრისხანედ შეხედა ჯიმის და მტკიცე ხმით უთხრა.
---მადლობა თქვი,რომ ამ წუთში ეკლესიაში ხარ,მაგრამ მიშიკო ვერც ეკლესიამ შეაჩერა და ჯიმის ძლიერი მუჭი უთავაზა.
---ეს ერთი იმიტომ,რომ მე გაგაბრთხილე,ელისოს ატკენ და ვერ გადამირჩებითქო,ეს მეორე კი იმიტომ,დღესას მწარედ იცრუე,ესეც მესამე მისი თითოეული ცრემლისთვის.მიშიკო მეგობრებმა გაიყვანეს ეკლესიიდან და ელისომ კი მის ფეხებთან წაქცეულ ჯიმის გადააბიჯა და უკან მოუხედავად დატოვა ეკლესია და მისი შემოგარენი.ქორწილი ჩაიშალა და ციცოს უთხრა ერთ-ერთმა სტუმართაგანმა და ლამაზმა ქალბატონმა.
---იამაყეთ ქალბატონო ასეთი შვილით,მან ყველა ქალის ტიტული დღეს უმაღლეს საფეხურზე დააყენა.შვილი რომ მყოლოდა,ზუსტად ასეთ შვილს ვინატრებდი,პირდაპირს და მებრძოლს.მადლობა თქვით,რომ ის მან დროზე ადრე შეიცნო.იმ დღის შემდეგ ელისო ჩაიკეტა და ის მხოლოდ ინტერნეტში,მისი სასურველი ინფორმაციების ძებნით იყო დაკავებული.რამოდენიმე დღის განმავლობაში ის არც ლაპარაკობდა და წესიერად არც ჭამდა.ერთ დღეს კი გულისტკივილით დაურეკა ვახომ მიშოს და უთხრა.
.---მიშიკო მჭირდები შვილო,ელისო არ გამოდის ოთახიდან.არც მიშო იყო კარგად და ერიდებოდა,არ უნდოდა ისე გნადგურებული ელისოს ნახვა,მაგრამ ახლა მას უჭირდა და დახმარება უნდოდა.არც დაფიქრებულა ისე უთხრა ვახოს.
---მოვდივარ ძია ვახო.მართლაც რამოდენიმე წუთში მიშიკო ელისოს საძინებლის კარებზე აკაკუნებდა.
.---ელი გამიღე კარები მე ვარ,გესმის? ელი გამიღე კარები თორემ შემოვამტვრევ კარს,ხომ იცი რომ არ გამიჭირდება.ცოტა ხანში გასაღების ჩხაკუნი გაისმა და ელისომ კარები გააღო,ელდა ეცა გულზე მიშოს ამ რამოდენიმე დღის შიმშილს და ნერვიულობას მასზე ძალიან დიდი კვალი დაეტყო.მიშიკომ ხელი მოკიდა განრისხებულმა და სულ ძალით გაიყვანა მისაღებში.-რას გავხარ,სარკეში ჩაიხედე ამ დღეებში?რას გლოვობ,რა გაქვს საგლოვი.არ არსებობს მშვენიერი ზღაპარი საშინელი სიღრმის გარეშე.არ ინანო არაფერი,არცერთი იქ ნათქვამი სიტყვა. გესმის?მოხდა ისეთი რამ,რასაც არ ელოდი,არ ველოდით ხომ?გამოიტანე დასკვნა და გააგრძელე ცხოვრება.ღორებისთვის არ ღირს გვემა.შენ ძლიერი ხარ,ელი გესმის? ძლიერი ხარ და შეძლებ მას,რასაც ჩაიფიქრებ.ძალა მოიკრიბე და ისეთი ძლიერი გახდი,რომ შენს გარშემო ალაპარაკდეს ყველა.ცხოვრება გრძელდება სიცოცხლესთან ერთად და ტკივილსაც უნდა გაუძლო,ეს შენი გამოცდაა რომელიც უფალმა მოგივლინა ჯიმის სახით,მაგრამ მანვე გადაგარჩინა მისგან.შენ უფლისგან ხარ ძლიერი,ის გაძლევს ძალას და რწმენას,რადგან ის არის შენს გვერდით,მთელი ეს დრო.ცხოვრება გააგრძელე და შენს მტრებს დაანახე ,რომ არაფერს არ ჯავრობ,რომ შენში არ ეცვლილა არაფერი.რას ფიქრობ, აღარ გინდა სიცოცხლე?მაშ დაასრულე შენი თავის ტანჯვაც და ამათი ტანჯვაც,არ გეცოდება შენი მშობლები?
---გეყოს მიშო.მართლა გამიჭირდა რეალობასთან შეგუება,მაგრამ არ ვჯავრობ.მადლობა უფალს პირიქით იქით უნდა ვუთხრა,რომ დროზე ადრე ამიხილა თვალები.
.---ხოდა ძალიანაც კარგი.ხვალიდან სამსახურში გახვალ და ჩვეულებრივ ცხოვრებას გააგრძელებ.
---არა მიშო.მე უკვე გადავწყვიტე,უნდა წავიდე.მამა მე მინდა გავაკეთო ის რაც გულში მაქვს,მე მინდა ჩემი ბიზნესი ავაწყო.
.---მესმის შვილო,შენ აქედან წასვლა გინდა,მაგრამ ჩვენზედაც იფიქრე.
---ძალიან გთხოვთ,ნუ გამაჩერებთ.გთხოვთ,გთხოვთ გამიგეთ,აქ ვეღარ გავჩერდები.თქვა და მამას გულზე მიადო თავი.ვახომ მიშოს შეხედა და თვალებით შეეკითხა რა ვქნაო.მიშომაც ანიშნა,აცადე დაწყნარდება და დაველაპარაკებიო.ცოტა ხანი დაელოდა,აცადა დამშვიდება და უთხრა.
---ელო ხომ გაგიგონია ,,ფრთხილად იყავი, ხელის გულზე ტარებისას არ დაგავიწყდეს რომ თითებს შორის უფრსკული არისო''.შენ, კიდევ კარგი არ ჩავარდი ამ უფრსკულში.დამიჯერე, ცხოვრება წინ გაქვს.შენ,ჩვენ ერთად უამრავ ახალ რამეებს შევქმნით.დაანახე შენს მოწინააღმდეგეს შენი ძლიერი სახე,შენი ძლიერი მხარე და აგრძნობინე თავი დამნაშავედ.გაგიჭირდება პირველ ხანებში,მაგრამ გახსოვდეს,სიცოცხლე წამებაა,ტკივილია,დარდია,მაგრამ ცოტათი რომ დავფიქრდეთ,მივხვდებით რომ ის ძალიან ძვირფასია და სულ ოდნავ მაინც ჯობია სიცოცხლე
---მადლობა მიშო.შენ ჩემთვის ის გაზაფხული ხარ, ღრმად რომ ჩასახლდი ჩემში.შენთან ყოფნისას არასდროს მტკივა და ყოველთვის მინდა გავაქრო ცხელ ხელის გულზე ტკივილის ცრემლი.შენ ის ადამიანი ხარ, იშვიათად რომ ევლინება ამ ქვეყანას და იცი რა მიხარია? მხოლოდ ჩემი მეგობარი რომ ხარ.შენ რომ არა,იმ დღეს მე მართლა ჩავარდებოდი იმ ღრმა უფრსკულში,საიდანაც ამოსვლა გამიჭირდებოდა და ჩემს სიცოცხლეს თვითმკვლელობით დავასრულებდი.
---იცოდე და გახსოვდეს,რომ შენ გყავს მეგობარი კი არა,ძმა გყავს ელისო რომელსაც შეაწუხებ გაჭირვების დროს და ეტყვი რა გტკივა.გყავს ძმა რომელსაც გააბრაზებ და განრისხებული მოსაკლავად გამოგეკიდება,მაგრამ შენი კურდღისებური გამოხედვით შეაჩერებ მას და მხოლოდ ჩახუტებით შევრიგდებით.მპირდები,რომ ამ ყველაფერს გააკეთებ?მპირდები,რომ შემაწუხებ?
---გპირდები ჩემო ტკბილო და თბილო.უთხრა ელისომ ცრემლნარევი,აკანკალებული ხმით და მიშიკოს ძლიერად ჩაეხუტა.მიშომაც შემოხვია ხელები და უთხრა.

---ჩემი გიჟი ხარ,ყველაფერი გაივლის და ისევ,დადგება ლამაზი და მხირული დღეები.ახლა დაგტოვებთ და ისაუბრეთ,მე ხელს არ შეგიშლით.მიშიკომ დაემშვიდობა ყველას და წავიდა,ელისო კი მშობლების შუაში ჩაჯდა და ხან ერთს ეფერა და ხან მეორეს.
---ვინ მყავს დასაკარგი,შენ რომ დაგკარგო.შენ ჩემი ერთი ცალი ხარ,ჩემი ერთი სანთელი.უთხრა ციცომ ცრემლნარევი ხმით.ჩემი დიდი სიმდიდრე რაც კი გამაჩნია ჩემს ცხოვრებაში,ამას ერთად ძალიან ღირებული და შეუფასებელი შვილი ხარ დედი.
---ძალიან გაგვიჭირდება უშენობა ჩემო სიცოცხლევ,მაგრამ წადი და გააკეთე ის,რაც შენს გულს უნდა.რისთვისაც იბრძვის შენი გული,მოიგებ თუ წააგებ შენი სახლი აქ არის და ჩვენ აქ გელოდებით.მეორე დღესვე შეუდგა მამა-შვილი საბუთების მზადებას და ერთ კვირაში ამაყად წარსდგა მშობლების წინაშე.
---აი მეც მზად ვარ.თქვა ღიმილით და ცოტა სევდიანად.
---არაფერი არ დაგრჩეს მნიშვნელოვანი,ყველაფერი ჩადე?უთხრა დედამ.
---ყველაფერი ჩავდე,ყველაფერი.მადლობა ყველაფრისთვის დე.ელისომ სიყვარულით და ცრემლით სავსე თვალები მოავლო ყველას და თითქოს ისეთი გრძნობა ჰქონდა,აქ ამ სახლის კედლებს ვეღარ ნახავდა დიდი ხნის მანძილზე.თითქოს საკუთარ სულს ხელი ჩაჭიდა და სახლის ყველა კუთხე შემოატარა ბავშვივით,რომ ყველაფერი დაამახსოვრდეს ისე,როგორც ტოვებს.ერთი მხრივ კარგი არის,ელისომ რაც გადაიტანა.სწორედ ამ ტკივილმა შეაცნობინა მისთვის საყვარელი სახე სინამდვილეში,დაენახა ვინ იყო და გაუძლო ტკივილს,ის ძლიერია.სწორედ ამ ძლიერმა ტკივილმა არ მისცა უფლება და წინ გადაუდგა არ შესულიყო ჩაბნელებულ გვირაბში,რომლის ორივე მხარე დალუქული იყო,სადაც ჰაერიც კი არ მოძრაობდა თავისუფლად.ვეძებთ,ვხვდებით,ვპოულობთ,მაგრამ რაღაც მიზეზით იმ ნაპოვნს ვკარგავთ.ახლა მხოლოდ გზის გასაყართან დგას,სადაც ტკივილის დასავიწყებლად სიძლიერეს მოუხმო და საკუთარი ოცნების ასრულება ელოდა, რომელიც მისი ცხოვრების მთავარ აზრად დაისახა.მისთვის დასრულდა სიყვარულის მახით დადგმული სპექტაკლი რომელმაც ქარიშხალივით გადაუქროლა ერთ ღამეში მის ყველა ოცნებას.ქარიშხალი რომ არ ამოვარდნილიყო,საშინელი წვიმა ამოსვრიდა ტალახში,ამიტომ თვალი გაუსწორა რეალობას და მიეჩვია იმ სიყვარულისგან მიყენებულ ტკივილს,რომელიც ცხოვრებამ მას გულის დაღად დააჩინა.სამ საათში ფრენიდან ესტუმრა ულამაზესი და დიდი ისტორიის მქონე ქრისტიანულ და მართლმადიდებულ ქვეყანას საბერძნეთს.სწორედ აქ უნდოდა მას ეპოვნა,მისი სულის სიმშვიდე.იპოვის კი ის მას,რასაც ეძებს?იმედია,აქ ნაპოვნი ბედნიერება,მისთვის საბოლოო იქნება.უფალს მივანდოთ მისი ბედი.



№1 სტუმარი ნარგიზი ჯაფარიძე

აახ ჩემო ელისო უფალი მის გაწამებულ შვილებს აუცილებლად გაახარებს, იმედით კი ცოცხლობს ადამიანი.
ქალბატონო მზია გაიხარეთ

 


№2  offline აქტიური მკითხველი La-Na

კარგია სიძლიერე რომ გამოიჩინა ელისომ,ჯიმი დაისჯება დარწმუნებული ვარ და ბევრჯერ ინანებს ასეთ ქალი რომ არ დააფასა მის ცხოვრებაში.სულმოუთქმენლად ველი ახალ თავს,მითუმეტეს საბერძნეთის ამბებს
--------------------
ლანა

 


№3 სტუმარი Ana

Dzaan magariaa ❤️kai qeni ro mshoblebs araferi daumala

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent