შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ილიანა(5)


12-06-2017, 00:24
ავტორი Iliana23
ნანახია 950

ბუხრის წინ ისხდნენ,კვლავ ერთმანეთზე მიხუტებულები და უყურებდნენ კეკლუცად მოთამაშე ცეცხლის ალს.არცერთი არ ფიქრობდა,
არც ნანობდნენ ასეთ უეცარ გარდატეხას,უბრალოდ სიმშვიდით ტკბებოდნენ.ბოლოს ილიანამ დაარღვია სიჩუმე:
_ანუ მოგწონა?
_კი.
პასუხით მიხვდა,რომ არ უნდა გაეფუჭებინა ეს წუთები სიტყვებით,გაჩუმდა,უკეთესაად მოიკალათა სეიდის მუხლებზე და გაეღიმა.
რაღაც ეტაპზე,ყოველ ადამიანს სჭირდება გვერდით ისეთი ვინმე,ვისაც დაეყრდნობა,მოდუნდება და დაისვენებს.მათი ეტაპები
დაემთხვა და ისინი ერთმანეთს დაეყრდნენ,მოდუნდნენ და დაისვენეს.ილიანამ თვალები გაახილა და მაშინვე იგრძნო წელის საშინელი
ტკივილი.ისევ ბუხრის წინ იყო,სეიდის მუხლებზე მოკალათებული,თუმცა უკვე გათენებულიყო.აქ გვეძინა?კვლავ წელმა შეახსენა
თავი,მაგრამ ადგილიდან ვერ იძვროდა.სეიდის მკლავები სუროსავით შემოჰხვეოდა ილიანას წელს.ბიჭს მშვიდად ეძინა.აჩეჩილი თმა,
მჩხვლეტავი წვერი და მშვიდი სუნთქვა.მოგრძო ბაკები მის სახეს უფრო დიდ ეშხსა და მამაკაცურობას მატებდა.ის ძილშიც ისეთივეა,
როგორიც სიფხიზლეში.ახლაც კი დაჰკრავს გონიერების სხივი.ნეტავ სულ ასე ეძინოს.ილიანა ფრთხილად დააცოცებდა თითებს ბიჭის
სახეზე და მხოლოდ მაშინ მიხვდა,რომ ბიჭი გააღვიძა,როდესაც სეიდს გაეღიმა.
_დილა მშვიდობის.
_დილა მშვიდობისა.
_კარგად გეძინა?
_შესანიშნავად,შენ?
_მეც.
სეიდი წამოდგა და ილიანაც წამოაყენა.გაიარეს სეიდის ოთახი,გავიდნენ აივანზე და თავდაპირველ მდგომარეობას დაუბრუნდნენ.
_რას ვაკეთებთ?
_აქედან დილით ულამაზესი ხედია.
მართლაც,აივნიდან მომაჯადოვებელი ხედი მოჩანდა.
_სეიდ.
_გისმენ.
_მითხარი აქ ბევრი გოგო მოგიყვანია?
სეიდს გაუკვირდა ამ კითხვის გაგონება,მაგრამ მალე მისმა სახემ,ირონიული გამომეტყველება მიიღო.
_რატომ მეკითხები?
_ისე უბრალოდ.
_არ ვიცი,არ დამითვლია.
_გამოდის,რომ ბევრი.
_მე ეს არ მითქვამს.
ილიანა აღარ გამოხმაურებია,ცოტა ხნით უხმოდ ისხდნენ,შემდეგ ილიანა წამოდგა და თქვა.
_ჩემი წასვლის დროა.
_ყავას არ დალევ?
_არა,გმადლობ.
მისაღებში შევიდნენ.ილიანამ თავისი ნივთები მოაგროვა და წასასვლელად მოემზადა.
_ილიანა,ხომ არ გველაპარაკა?
შეპარვით ჰკითხა ბიჭმა.
_სხვა დროს სეიდ,ახლა ძალიან მინდა სახლში წასვლა.
ბიჭმა გოგონა კარამდე მიაცილა,საჩქაროდ დაემშვიდობა ილიანა სეიდს და კიბეებო ჩაირბინა.ისევ თავის სოროში იჯდა,ეწეოდა და
ფიქრობდა.რა ჯანდაბად ვკითხე,რა ჩემი საქმე იყო.ერთი ჩახუტება არაფერს ნიშნავს,როგორ ვიფიქრე რომ...საღი გონება გამქრალიყო,
ილიანას ტვინში აფეთქება მომხდარიყო.ერთმა კვირამ განვლო,ერთმა შავ-თეთრმა კვირამ სეიდის გარეშე.გოგონას გადაეწყვიტა,რომ
სეიდთან ფეხსაც კი არ მიადგამდა,სანამ უეცრად მოვარდნილი ქარიშხალი არ ჩაწყნარდებოდა მასში.თუმცა მერვე დღეს
გადაწყვეტილებას საძირკველი ჩამოეშალა.ილიანა ვეღარ უმკლავდებოდა ფიქრებს,ზოგჯერ არაადეკვატური აზრებიც უტევდა და
საბოლოოდ მიხვდა,რომ სეიდი ენატრებოდა.პაპანაქება შუადღე იყო,ასფალტს ადნობდა მზის სხივი,გოგონა კი სეიდის კარებთან
იდგა და ფიქრობდა დაეკაკუნებინა თუ არა.საბოლოოდ დააკაკუნა და დაელოდა როდის გაუღებდნენ კარს.აღელდა.მეორედაც
დააკაკუნა და სეიდის ნაბიჯების ხმაც მოისმა.კარში იდგა,შეცვლილი,თითქოს დიდი ხნის უძინარი.თვალები ჩაშავებოდა და მის სახეს
სხივი მოჰკლებოდა.არც კი მისალმებია,ისე უთხრა:
_შემოდი.
სახლი კვლავინდებურად მტვრიანი იყო.ილიანა სკამზე ჩამოჯდა.
_როგორ ხარ?
_კარგად შენ?
_ნორმალურად..
_დიდი ხანია არ მინახიხარ.
_ჰო,არ მეცალა.
ბიჭმა ავად გახედა გოგონას.
_შეცვლილი ხარ.
_ჰო,უძილობა დამჩემდა.ყავას დალევ?
_არა,გმადლობ.
_რატომ მოხვედი?
შეკითხვა მოულოდნელი იყო გოგონასათვის.
_რა?
_რატომ მოხვედი მეთქი?
_არ ვიცი,ეს რანაირი შეკითხვაა?
_ილიანამ წარბები შეკრა.
_შენ გაქრი.ერთი კვირაა,რაც გაქრი და ახლა დამადექი ისე,ვითომც არაფერი მომხდარიყოს.
_და რა მოხდა?
_არ გესმის?შენ გაქრი.
_არ გავმქრალვარ,აქ ვარ ვერ მხედავ?
_აქამდე სად იყავი?
_სახლში.
_აბა საქმეები მქონდაო?შენ არ ხარ გურწრფელი,შენ მე მატყუებ.ეს არის ჩვენი შეთანხმება?
_არ გატყუებ.
_აბა როგორ გავიგო ეს?
_სახლში მქონდა საქმეები.
_ილიანა,რა გინდა?
_შენ თვითონ რა გინდა სეიდ?ან რა გჭირს საერთოდ?
_არაფერიც არ მჭირს.მორჩა.
_შენთან საუბარი შეუძლებელია.
_ნუ ცდილობ გამაღიზიანო.
_არ ვცდილობ,შენ ისედაც გაღიზიანებული ხარ და ცდილობ ჯავრი ჩემზე იყარო,სინამდვილეში კი ყველაფერი შენს გამო მოხდა.
შენ,რომ არ ჩამხუტებოდი იმ დღეს არაფერიც არ მოხდებოდა.საერთოდ რატომ ჩამე...
_და რა მოხდა?
სეიდის სახემ ჩვეული,ირონიული გამომეტყველება მიიღო.ილიანა მიხვდა,რომ ზედმეტი წამოროშა.
_ყველაფერი ჩემი კი არა,შენი ბრალია.შენ არ უფიქრდები შენს საქციელს,არ მეუბნები სიმართლეს და სწორედ ამიტომ ვკამათობთ
ახლა.იმ დღეს მე შენ გკითხე ხომ არ ვისაუბროთ მეთქი.შენ სწორედ ეგ გჭირდებოდა,მაგრამ ქათამივით ცაიკეტე სახლში და
საუბარზე უარი მითხარი.ახლა გინდა ყველაფრის გარკვევა და დალაგება,მაგრამ კვლავ უარს აცხადებ საუბარზე.გაიგე ილიანა,თუ არ
დამელაპარაკები,თუ არ მომიყვები და მკითხავ,ყოველთვის გაურკვევლობაში იქნები და ჩვენი ამბავიც გაურკვეველი დარჩება.მე ახლა
აივანზე გავალ,ერთ ღერს მოვწევ,შენ მანამდე იფიქრე და როდესაც შემოვალ მერე ვისაუბროთ.
სეიდი აივანზე გავიდა,ილიანა კი ჩაფიქრებული დატოვა მისაღებში.ის მართალია,მე არ ვარ გურწრფელი.მაშინ უნდა დავლაპარაკებოდი,
იმ დღეს უნდა გაგვერკვია ყველაფერი,რა სულელი ვარ.როდესაც შემოვა,ყველაფერს ვეტყვი და ჩემი ქარაფშუტული საქციელიც
გამოსწორდება.მალე კარი გაიღო და სეიდი შემოვიდა.ცოტათი დამშვიდებულიყო,ილიანას პირდაპირ დაჯდა და თვალი თვალში
გაუყარა გოგონას.
_ვიცი,რომ სულელურად მოვიქეცი,მაგრამ შენმა პასუხმა ძალიან გამაღიზიანა.
_რომელმა პასუხმა?
_აი,არ ვითვლიო,რომ მითხარი.
_ჰო,არ ვითვლი,რადგან შენს გარდა აქ მხოლოდ დარლაა ნამყოფი.
_უნდა გეთქვა.
_გითხარი,მაგრამ შენ ის იფიქრე,რაც გინდოდა.სავალდებულოა სხვებივით ბანალური ვიყო?
_ასე არ არის სეიდ.
_მისმინე,მოდი გავერკვიოთ რა.შენ ეს დრო გჭირდებოდა.უნდა გეფიქრდა და მერე თავად მოსულიყავი ჩემთან.მე ჩაგეხუტე და ჰო,
მე მომწონხარ,მაგრამ ჩვენი ურთიერთობა ვერ შედგება,თუკი მუდამ ასე გადაიკარგები და არ იქნები გურწრფელი.კარგი
ურთიერთობისთვის ნდობა და ბევრი საუბარია საჭირო.მე უნდა ვიცოდე რას ფიქრობ,რა არ მოგწონს,რომ გამოვასწორო იგი,რომ
მესმოდეს შენი.ჩვენს შორის არაფერი შეიცვლება,ისევ ისე ვიმეგობრებთ,დრო გვიჩვენებს რა როგორ მოხდება.რაიმე გაქვს სათქმელი?
_არა.
_კარგია,ანუ მეთანხმები.წეღან,აივნიდან დარლად დავურეკე.მან მითხრა,რომ სცალია.ხვალ დილით აქ იქნება.
გოგონამ საპასუხოდ მხოლოდ გაიღიმა.
_ღვინოს დალევ?
_კი,ახლა სწორედ ეს მჭირდება.
ბუხართან გადაინაცვლეს,მაგრამ სიცხის გამო არ დაუნთიათ.მაინც იგრძნობოა დაძაბულობა მათ შორის,ხმას არც ერთი არ იღებდა.
მესამე ჭიქაზე სეიდმა საუბარი განაახლა.
_მითხარი,რომელია შენი საყვარელი წიგნი ამჟამად?
_არ ვიცი,ვერ ვიხსენებ.შენი?
_ამჯერად"ლოლიტა".
_უცნაურია.
_რატომ?
_ბიჭს და ეგ წიგნი მოსწონდეს უცნაურია.
_წაკითხული გაქვს?
_კი
_მოგწონს?
_არა.
_რატომ?
_იმიტომ,რომ არ მიყვარს,როდესაც პედოფილიას სიყვარულად აღიქვამენ.
_ამ შემთხვევაში პედოფილიის გამასამართლებელი მიზეზი სიყვაულია.
_ასე ფიქრობ?
_კი.ჰუმბერტს გიჟურად უყვარდა ლოლიტა.
_ეს არ ამართლებს მის საქციელს.
_ის მსხვერპლია.
_ერთადერთი მსხვერპლი ამ წიგნში ლოლიტაა.
_ჰუმბერტიც მსხვერპლია.
_საიდან დაასკვენი?
სეიდმა ჭიქები შეავსო.
_პედოპილად ის ბავშვობის ტრაგედიან აქცია.
_უნდა ემკურნალა.
_კარგი რა ილიანა,ლოლიტამაც ხომ ჩაიდინა დანაშაული?განა მან არ აკოცა ჰუმბერტს?განა მან არ აცდუნა იგი?
_ლოლიტა ბავშვი იყო.
_იგი ნიმფეტი იყო,აღზრდამოკლებული ბავშვი და ჰუმბერტის "ცოდვაში" მასაც არანაკლები წვლილი მიუძღვის.
_და შენი შვილი,რომ ყოფილიყო რას იზამდი?
სეიდს გაოგნება აღებეჭდა სახეზე.
_ჯერ ეს ერთი,რომ ჩემი შვილი ლოლიტასნაირი არასოდეს იქნება და მეორეც,იგი არავის აცდუნებს,მითუმეტეს კას.
_და რატომ ხარ ასეთი დარწმუუნებული?
_იმიტომ,რომ მე მას შეგნებითა და ზრდილობით,პატიოსნებითა და განათლებით აღვზრდი.მე არავის არ მივცემ უფლებას იგი
მსხვერპლი გახადოს,მაგრამ თუ მას მასზე დიდი მამაკაცი შეუყვარდება,წინ ვერ აღვუდგები და პედოფილიასაც ვერ აღმოვაჩენ სადმე,
რადგან იქ,სადაც სიყვარულია,საუბარი მაქვს ორმხრივ სიყვარულზე,რაოდენ დიდი განსხვავებაც არ უნდა იყოს ასაკში,იქ პედოფილია
ვერ იარსებებს.
ილიანამ ჭიქიანი ხელი გაიქნია.
_თემა შევცვალოთ.გიფიქრია როგორი იქნება შენი შვილი?
_არა.შენ?
_არც მე,მაგრამ მინდა,რომ ჩემზე უკეთესი იყოს.
_ჰო,ეგ ყველას უნდა.მე ბავ|შვების ფობია მაქვს.მეშინია რაიმე არ ვავნო მათ.არ მინდა ჩემს გამო ვინმეს რაიმე შეემთხვას.
_ეგ ფობია თითქმის ყველა მამაკაცს აქვს.რამდენი შვილი გინდა,რომ გყავდეს?
_ბევრი.შენ?
_მეც.პირველი ტყუპი ბიჭები,მერე გოგონა,მერე ტყუპი გოგო-ბიჭი...
_ფრთხილად უქმროდ არ დარჩე.
ილიანამ თვალები გადაატრიალა.
_მე მინდა,რომ ჩემი შვილები აქედან შორს გაიზარდონ,მინდა,რომ მათი ცხოვრება მაინც იყოს სუფთა.
_ტყეში?
_ჰო,სადმე ქალაქიდან და ადამიანებიდან შორს.
კვლავ შეავსეს ჭიქები.
_სეიდ,ჩვენი ნახატები სად არის?
_ჩემს ოთახში.
ილიანამ ჭიქით ხელში,მსუბუქი ნაბიჯებით დაფარა მანძილი კარამდე და თვალი შეავლო კედელზე განთავსებულ ორად ორ ნახატს.
სეიდიც წამოდგა და ღვინის წრუპვით მიეყრდნო კარის ჩარჩოს.
_მომასმენინებ რამეს?
_ბიჭმა თავი დაუქნია.პილტით მოძებნა არჩეული მუსიკა და დინამიკებს აუწია.ილიანა ლოგინზე წამოგორებულიყო,თვალები
დაეხუჭა და სმენად ქცეულიყო.სეიდი საწოლთან ახლოს იატაკზე ჩამოჯდა და თავი ლოგინის კიდეს მიაყრდნო.ჰანგები სითხესავით
დაიღვარა საძინებელში და ირგვლივ ყველაფერი გააქრო.ბახის "ჩელო" უმოწყალოდ ეხლებოდა წიგნების თაროს,ფანჯრებდა და კედნებს.
ილიანას ხელმა მარტივად იპოვა სეიდის არეული თმა და ნაზად დაიწყეს თითებმა თამაში.კვლავ ჩაეძინათ,ისევ ისე,უცნაურ
გარემოში და სიტუაციაში.მთელი ჭამე ივსებოდა ოთახი მუსიკის ჰანგებით,გარეთ სიო დაჰქროდა,ღვინო ხალიჩაზე დაიღვარა,მაგრამ
წყვილს ძილი არ გასწყვეტია.დილამდე გაუნძრევლად,უშფოთველადეძინათ,გაღვიძებულებს კი სიცილი აუვარდათ ერთმანეთის
სახეებზე.სეიდს ღვინოშერჩენილი ჭიქა ეჭირა ხელში და საწოლის კიდეც იყო მიყრდნობილი.ილიანას ჭიქა ხალიჩაზე ეგდო,ღვინო
ბოლო წვეთამდე შეესრუტა და არც არაფერი ეტყობოდა სველის.თავად ლოგინზე იწვა,ხელი კი სეიდის თმაში ჰქონდა ახლართული.
მუსიკა ისევ ბობოქრობდა,კარებში კი ქერა გოგო იდგა,რომელიც გაკვირვებული სახით შესცქეროდა სეიდს




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent